BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241009T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241009T200000
DTSTAMP:20260419T071637
CREATED:20241007T121606Z
LAST-MODIFIED:20241122T110939Z
UID:10005551-1728468000-1728504000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ავანგარდის მომენტების გახსენება\, ავანგარდის სცენების შეკავშირება“ – H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
DESCRIPTION:9-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ავანგარდის მომენტების გახსენება\, ავანგარდის სცენების შეკავშირება“. \nისტორიული ავანგარდი მოიცავს მივიწყებულ მომენტებსა და სცენებს\, რომელთა ხელახალი აღმოჩენა\, ევროპული ავანგარდის ცენტრალურ თუ პერიფერიულ სცენებთან შეკავშირება ჯერაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ნაციონალურ კულტურაში არ გამოვლინდებოდა ავანგარდული მომენტები\, რომ არა ძლიერი სურვილი ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტაციის ფართო ევროპულ ქსელთან შეკავშირებისა. თუმცა ისტორიული ცვლილებების გამო ზოგიერთი მომენტი/სცენა გამოეთიშა ერთიან პროცესს და ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული რჩებოდა. \nერთ-ერთი ასეთი მომენტია ტფილისის მოდერნიზმი/ავანგარდი (1917-1918) და ფუტურისტული ჯგუფი H2SO4 (1920-იანი წლები)\, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული კულტურული მეხსიერებიდან ამოშალა და ქვეყანა ევროპულ კულტურულ კონტექსტს მოსწყვიტა. პოსტსაბჭოთა ათწლეულებში საქართველომ ეს მემკვიდრეობა დაიბრუნა. H2SO4-ის (1924)\, ფუტურისტული ჯგუფისა და ამავე სახელწოდების ჟურნალის ასი წლისთავი კარგი საბაბია განსხვავებულ\, თუმცა ურთიერთშედარებად ავანგარდულ კულტურულ გამოცდილებებზე მსჯელობისათვის. \nჩვენ გვესმის მოდერნიზმი და ავანგარდი\, როგორც სხვადასხვა კულტურული მომენტების ერთიანობა. თითოეული ლოკალიზებული მომენტის სპეციფიკა განიხილება მათი ტრანსკულტურული კავშირების ისტორიისა და აწმყოში ტრანსგრესიის პოტენციალის პერსპექტივებიდან. ამ ისტორიების აღსადგენად ჩვენ ვიკვლევთ ქსელებს\, ურთიერთობებს\, ჯგუფებს\, ურთიერთთანამშრომლობას\, რომლებიც უნიკალური მომენტების შესაქმნელად ყალიბდებოდა\, ქრებოდა\, კვლავაც ჩნდებოდა. კვლავ ისმის კითხვები: როგორია ავანგარდის სოციალური ტრანსფორმაციის ძალა; რას გადმოგვცემს კულტურათაშორისი ავანგარდული ალიანსების თეორიული და მეთოდოლოგიური ურთიერთმიმართების ისტორიები? \nკონფერენცია ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის მიერ; ლიონებურგის ლოეფანას უნივერსიტეტი (გერმანია)\, ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. \n\nკონფერენციის პლენარული მომხსენებლები/საუბრები: \nგიუნტერ ბერგაუსი\, ბრისტოლის უნივერსიტეტი\, საერთაშორისო ფუტურიზმი და ურთიერთგანაყოფიერება ისტორიულ ავანგარდში. \nხელოვანთა საუბარი: ბეატე ზოენტგენი\, ლოეფანას უნივერსიტეტი ლიონებურგში\, ანუკ ბელუგასთან და მარი ყალაბეგაშვილთან ერთად. \nგია ჯოხაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მანდელშტამიანა: რუსეთისა და საქართველოს კულტურული ისტორიის ფრაგმენტები. \nლექცია/წიგნის პრეზენტაცია. \n\nდეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 9-11 ოქტომბერი \nადგილმდებარეობა: უმაღლესი კვლევების ცენტრი\, გიორგი წერეთლის N3\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, მე-8 სართული\, ოთახი 800
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/avangardis-momentebis-gakhseneba-avangardis-stsenebis-shekavshireba-h2s04-is-100-tslisthavisadmi-midzghvnili-saerthashoriso-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/avangardi_web_new.png
END:VEVENT
END:VCALENDAR