BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260402T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260402T180000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260401T075150Z
LAST-MODIFIED:20260401T125401Z
UID:10005963-1775149200-1775152800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი − ანა ლომაძის მოხსენება „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“
DESCRIPTION:2 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ანა ლომაძე ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“. \nმოხსენება ეხება XIII-XIV საუკუნეების სქოლასტიკოსის\, დუნს სკოტის მიხედვით გონების უმაღლეს გამოვლინებას\, ინტუიციურ აქტს. ამ დროს გონებას ობიექტი არა შუამავალი „ხატის“\, ფორმა-სახის (species intelligibilis)\, მეშვეობით\, არამედ პირდაპირ\, უშუალოდ უკავშირდება. ეს პროცესი უბრალოდ ცოდნის მიღება კი არა\, არამედ ყოფნის მოდუსია\, რომელიც ობიექტთან უშუალო მიმართებას და მასთან ერთად ყოფნას გულისხმობს. \nკვლევის მიზანია აჩვენოს\, რომ ამქვეყნად ადამიანის გონებას ასეთი პირდაპირი კავშირის დამყარება მხოლოდ თავის აზრებსა და სურვილებთან შეუძლია\, ნებისმიერი ცალკეული საგანი კი ადამიანური შემეცნების მიღმა რჩება. როცა გონება საგანთან უშუალო თანყოფნას ვერ ახერხებს\, ცოდნის შექმნა მხოლოდ „მეორად გამოსავლად“ გვევლინება. \nმომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე\, რომ\, მიუხედავად გონების შეზღუდულობისა\, ობიექტთან უშუალო კავშირი მაინც მიიღწევა ნებელობის მეშვეობით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 2 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507 აუდიტორია)\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-ana-lomadzis-mokhseneba-ra-aris-gonebis-aqti-obieqtis-shemetsneba-thu-masthan-thanqhophna-duns-skoti-adamianis-gonebrivi-shesadzleblobebis-shesakheb/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/philosophiuri-seminari-ana-lomadzis-mokhseneba-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260403T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260403T180000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260331T122802Z
LAST-MODIFIED:20260401T075613Z
UID:10005962-1775232000-1775239200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი სანიკიძისა და ასისტენტ-მკვლევარ ნიკო ქელბაქიანის მოხსენება „ირანის კრიზისი: მიზეზები\, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები“
DESCRIPTION:3 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გაიმართება სხდომა თემაზე: „ირანის კრიზისი: მიზეზები\, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები“. \nმოხსენებებს წაიკითხავენ გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი\, ილიაუნის დოქტორანტი ნიკო ქელბაქიანი. \nსემინარზე განხილული იქნება კრიზისის გამომწვევი მიზეზები\, ირანში ამჟამად არსებული სიტუაცია\, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სავარაუდო სცენარი. მომხსენებლები ისაუბრებენ მიმდინარე ომის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე როგორც რეგიონული\, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით. \nყურადღება გამახვილდება ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველობის სისტემის სპეციფიკასა და იმ ცვლილებებზე\, რომლებიც ომმა სისტემის შიგნით გამოიწვია. საუბარი შეეხება ასევე ირანის ოპოზიციურ ძალებსა და მათ პოლიტიკურ მიზნებს როგორც ქვეყნის შიგნით\, ისე მის გარეთ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 აპრილი\, 16:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-sanikidzisa-da-asistent-mkvlevar-niko-qelbaqianis-mokhseneba-iranis-krizisi-mizezebi-dapirispirebul-mkharetha-interesebi-da-movlenatha-ganvitharebis-savaraudo-stsenarebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/sanikidze-niusi-4572-35-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260403T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260403T200000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260323T090353Z
LAST-MODIFIED:20260323T090507Z
UID:10005954-1775242800-1775246400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა თამთა მელაშვილთან
DESCRIPTION:3 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეორე შეხვედრა გაიმართება თამთა მელაშვილთან. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები – მაია ლომიძე\, ნინი მიქელაძე\, გვანცა თულაშვილი\, ამავე მიმართულების მაგისტრი მეკო მეტრეველი. თამთა მელაშვილის ტექსტებთან ერთად განხილული იქნება ქეთი ნიჟარაძის შემოქმედება. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nმოწვეული ავტორები საკუთარი ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ ისაუბრებენ\, მომხსენებლები კი შერჩეული ავტორების ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ და მათ თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-thamtha-melashvilthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/leqtsiebis-tsikli-shekhvedra-thamtha-melashvilthan-03-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260407T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260407T180000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260406T085455Z
LAST-MODIFIED:20260406T085455Z
UID:10005965-1775581200-1775584800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ნატალია პაულოვიჩის ონლაინმოხსენება „ყოველდღიური ცხოვრების ეკოლოგია: ადგილობრივი კვების პრაქტიკები გარემოსდაცვითი საფრთხეების პირობებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში“
DESCRIPTION:7 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით დოქტორი ნატალია პაულოვიჩი ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ყოველდღიური ცხოვრების ეკოლოგია: ადგილობრივი კვების პრაქტიკები გარემოსდაცვითი საფრთხეების პირობებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში“. \nმოხსენება დაფუძნებულია მომავალ სამეცნიერო პროექტზე\, რომელიც შეისწავლის\, თუ როგორ უმკლავდება დარიშხანით დაბინძურებულ ტერიტორიებზე (რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში) მცხოვრები მოსახლეობა გარემოსდაცვით საფრთხეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. \nკვლევის მთავარი ფოკუსია საკვების მოპოვების\, მომზადებისა და მოხმარების პრაქტიკები\, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ეკოლოგიური კრიზისისა და ტოქსიკურობის აღქმა. \nდოქტორი ნატალია პაულოვიჩი პოლონეთის მარია გჟეგოჟევსკას სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. მისი სამეცნიერო სპეციალიზაცია მოიცავს გენდერის კვლევებს\, კვების ანთროპოლოგიასა და სოციოლოგიას\, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის კვლევებს. 2018 წელს მან პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიაში სოციოლოგიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. საველე სამუშაოებს ახორციელებდა საქართველოსა და ბელარუსში. ავტორია არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნისა „აგენტობის გემო: კულინარია\, გენდერი და სოციალური ცვლილება საქართველოში“ (Palgrave MacMillan\, 2025). \nფორმატი: ონლაინ \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 აპრილი\, 17:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \nლექციაზე დასწრების მსურველები დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-natalia-paulovichis-onlainmokhseneba-qhoveldghiuri-tskhovrebis-ekologia-adgilobrivi-kvebis-praqtikebi-garemosdatsvithi-saphrthkheebis-pirobebshi-ratcha-lechkhumisa-da-qvemo-svanethis-regionshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/onlain-seminari-anthropologia-NEW1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260408T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260414T180000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260402T120920Z
LAST-MODIFIED:20260402T120920Z
UID:10005964-1775667600-1776189600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ ირაკლი ფაღავას მოხსენება „სამონეტო ემისიების ახალი ცენტრი: თურქ-სელჩუკების ფორპოსტი საქართველოში“
DESCRIPTION:8 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსის სხდომათა დარბაზში (N201/202) გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი ფაღავა წაიკითხავს მოხსენებას „სამონეტო ემისიების ახალი ცენტრი: თურქ-სელჩუკების ფორპოსტი საქართველოში“. \nმოხსენება ეფუძნება ეპიგრაფიკულ და სრულიად აქამდე გამოუქვეყნებელ ნუმიზმატიკურ მასალას. ახალი პირველწყაროები განსხვავებულად წარმოგვიდგენს საქართველოსა და რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ისტორიას XI საუკუნის უკანასკნელ მესამედში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8 აპრილი\, 17:00-18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, სხდომათა დარბაზი N201/202\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mkvlevar-irakli-phaghavas-mokhseneba-samoneto-emisiebis-akhali-tsentri-thurq-selchukebis-phorposti-saqarthveloshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/mkvlevar-irakli-phaghavas-mokhseneba-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260416T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260416T200000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260408T090415Z
LAST-MODIFIED:20260408T140042Z
UID:10005969-1776366000-1776369600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია კარის დღე – კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამა
DESCRIPTION:16 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე. \nშეხვედრა განკუთვნილია მათთვის\, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული სამაგისტრო პროგრამით და სურს დეტალურად გაეცნოს სასწავლო პროცესსა და პროგრამის დასრულების შემდეგ არსებულ შესაძლებლობებს. \nდამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ\, ლექტორებისგან მოისმინონ დეტალური ინფორმაცია პროგრამის უპირატესობების შესახებ და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. \nფორმატი: ჰიბრიდული \nონლაინ დასასწრებად: https://shorturl.at/0Wl55 \nMeeting ID: 868 7482 1529 \nPasscode: 542086 \nდრო: 16 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-karis-dghe-komunikatsiis-enisa-da-metqhvelebis-therapiis-samagistro-programa/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/samagistro-programa-komunikatsiis-enisa-da-metqhvelebis-therapia-ghia-karis-dghe-04-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260417T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260417T200000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260414T112234Z
LAST-MODIFIED:20260414T112234Z
UID:10005970-1776452400-1776456000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – ზაირა არსენიშვილის შემოქმედების განხილვა
DESCRIPTION:17 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მესამე შეხვედრაზე ზაირა არსენიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრებს სოფიო არსენიშვილი. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი დიანა თხინვალელი\, ამავე მიმართულების მაგისტრანტები – ნინი ბუკია და ანკა გიორგიობიანი\, ასევე დოქტორანტი ნინა ბოკუჩავა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-zaira-arsenishvilis-shemoqmedebis-gankhilva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/leqtsiatha-tsikli-salome-pataridze-03-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260420T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260420T160000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260420T091108Z
LAST-MODIFIED:20260420T091108Z
UID:10005980-1776693600-1776700800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პიანისტ ალფონსო ბენეტის ლექციების კურსი „მხატვრული კვლევა და საფორტეპიანო პრაქტიკა“
DESCRIPTION:20-24 აპრილს\, 14:00-დან 16:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდიაში პორტუგალიელი პიანისტი\, მუსიკოლოგი ალფონსო ბენეტი წაიკითხავს ლექციების კურსს. \nთემები: \n\nმხატვრული კვლევა: წარმოშობა და კონსოლიდაცია;\nმხატვრული კვლევა და მუსიკალური ექსპერიმენტი: Capdeville XXI;\nმხატვრული კვლევა და არტივიზმი: ჩრდილების ქორეოგრაფია;\nმხატვრული კვლევა და ტექნოლოგიური მიდგომა მუსიკაში: TransVariations.\n\nალფონსო ბენეტი ავეიროს უნივერსიტეტის მკვლევარია. 2008 წლიდან არის INET-md-ის წევრი. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მხატვრული კვლევა (Artistic Research)\, რომელშიც ხელოვანი მუსიკათმცოდნეობით რეფლექსიას აერთიანებს ექსპერიმენტულ პერფორმანსსა და ტექნოლოგიურ ინტერფეისებთან. იგი იკვლევს საფორტეპიანო შესრულების ისტორიას და მუსიკალური რეპერტუარის ნაკლებად ცნობილ სფეროებს\, მათ შორის ქალ კომპოზიტორთა შემოქმედებას. \nალფონსო ბენეტი ხელმძღვანელობს პროექტს Ebony & Ivory\, რომელიც პორტუგალიის საფორტეპიანო კულტურის კვლევას ეძღვნება; იგი სახელოვნებო კვლევის ჟურნალის ÍMPAR თანადამფუძნებელი და არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორია\, მათ შორის Routledge-ის მიერ გამოცემული ნაშრომებისა. \nაქტიურად მართავს კონცერტებს მსოფლიოს სცენებზე. ავტორია პროექტ “TransVariations”-ისა\, რომელიც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედების თანამედროვე ინტერპრეტაციას ეფუძნება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 20-24 აპრილი\, 14:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი\, D407 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pianist-alphonso-benetis-leqtsiebis-kursi-mkhatvruli-kvleva-da-saphortepiano-praqtika/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/pianist-alphonso-benetis-saleqtsio-kursi-NEW2-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260423T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260423T170000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260421T082129Z
LAST-MODIFIED:20260421T082129Z
UID:10005983-1776960000-1776963600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – პროფესორ თამარ ცოფურაშვილის მოხსენება „ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში“
DESCRIPTION:23 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი\, პროფესორი თამარ ცოფურაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ანტონ კათალიკოსის ორ ფილოსოფიურ ნაშრომზე – „სპეკალსა“ და „კატეგორია სიმეტნეზე“. განიხილავს ამ ტექსტებში არსებულ არისტოტელეს იდეებს და ახსნის\, რა ადგილი უკავია მათ მსოფლიო აზროვნების ისტორიაში. იმსჯელებს\, სად არის ანტონ პირველის ტექსტების ადგილი – მეორე სქოლასტიკაში თუ ადრეული ახალი დროის განმანათლებლობაში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 23 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-prophesor-thamar-tsophurashvilis-mokhseneba-anton-pirvelis-philosophiuri-memkvidreoba-inteleqtualuri-istoriis-konteqstshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/seminari-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260424T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260424T200000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260422T071956Z
LAST-MODIFIED:20260422T090823Z
UID:10005984-1777057200-1777060800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ ივა ფეზუაშვილთან
DESCRIPTION:24 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“  მეოთხე შეხვედრა მწერალ ივა ფეზუაშვილთან გაიმართება. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტები ნინი მიქელაძე და მარიამ გორგილაძე\, ამავე მიმართულების მაგისტრანტები ანი დიდიშვილი და ქეთი ევსია. \nივა ფეზუაშვილი ისაუბრებს საკუთარ ნაწარმოებთა შექმნისა და თემატიკის შესახებ\, მომხსენებლები კი მის ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ და თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა\, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-mtseral-iva-phezuashvilthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/shekhvedra-mtseral-iva-phezuashvilthan-leqtsiatha-tsikli-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260428T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260428T200000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260415T071648Z
LAST-MODIFIED:20260415T082044Z
UID:10005971-1777402800-1777406400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა გერმანელ პოეტ ბენიამინ ბაუმანთან
DESCRIPTION:28 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) თბილისის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა გერმანელ პოეტ ბენიამინ ბაუმანთან. \nშეხვედრაზე პოეტი წაიკითხავს თავის ნაწარმოებებს\, შემდეგ კი გაიმართება დისკუსია თემაზე „ლიტერატურა\, პოლიტიკა და ევროპა. როგორ ვწეროთ შერყეულ სამყაროში?“ („Literatur\, Politik & Europa. Wie schreibt es sich in einer Welt aus den Fugen?“). \nბენიამინ ბაუმანი სწავლობდა ფილოსოფიას\, სოციოლოგიას\, თეოლოგიას და გერმანისტიკას დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მაგისტრის ხარისხი მოიპოვა იენის უნივერსიტეტში გამოყენებითი ეთიკის მიმართულებით. \nმისი ნაწარმოებები იბეჭდება სხვადასხვა გერმანულენოვან გამოცემაში და პოლიტიკური თხზულებები აქტიურად იდგმება სცენაზე. არის არაერთი პოეტური შეჯიბრების (Poetry Slam) გამარჯვებული. \nბენიამინ ბაუმანის პოეზიის წამყვანი თემებია პირადი და საჯარო სივრცეების ურთიერთმიმართება და ეთიკური თვითგამორკვევის პრობლემა ინფორმაციის მოზღვავების პირობებში. მის ტექსტებში ისმის კითხვები: ვინ ვართ ჩვენ\, როდესაც ვცდილობთ\, შევინარჩუნოთ თანაგრძნობის უნარი და წინ აღვუდგეთ გულგრილობას? როგორია ხელოვანისა და ხელოვნების დანიშნულება თანამედროვე სამყაროში? \nავტორისა და მისი უკანასკნელი წიგნის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://l-lv.de/neu/baumann-benjamin-kollateralschaedel.html \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 28 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-germanel-poet-beniamin-baumanthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/leqtsiatha-tsikli-salome-pataridze-03-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260430T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260430T130000
DTSTAMP:20260612T185328
CREATED:20260427T103201Z
LAST-MODIFIED:20260427T103223Z
UID:10005986-1777550400-1777554000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „თანამედროვე არქეოლოგიის ტექნოლოგიური გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“
DESCRIPTION:30 აპრილს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება არქეოლოგიის მიმართულების ვორკშოპების ციკლის მეორე სესია. \nშეხვედრაზე ილიაუნის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები ყურადღებას გაამახვილებენ თანამედროვე არქეოლოგიის ძირითად გამოწვევებზე\, იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის როლზე\, მისი გამოყენების უპირატესობებსა და თანმდევ რისკებზე. დისკუსია ასევე შეეხება თეორიული არქეოლოგიის მნიშვნელობის საკითხს პოზიტივიზმისა და ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში. \nვორკშოპს გაუძღვებიან \n\nდიმიტრი ახვლედიანი\, არქეოლოგი\, ილიაუნის სრული პროფესორი\nნიკოლოზ წიქარიძე\, პალეოანთროპოლოგი/არქეოლოგი\, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი\nნოდარ ბახტაძე\, არქეოლოგი\, ილიაუნის სრული პროფესორი\, არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 30 აპრილი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-thanamedrove-arqeologiis-teqnologiuri-gamotsvevebi-da-ganvitharebis-perspeqtivebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/niusi-tsiqaridze-01.png
END:VEVENT
END:VCALENDAR