BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260313T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260313T180000
DTSTAMP:20260417T185535
CREATED:20260311T114216Z
LAST-MODIFIED:20260311T114216Z
UID:10005948-1773421200-1773424800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჯეიმი ოლსონის საჯარო ლექცია „თანამედროვე ლიტერატურა და ბუნდოვანი ამერიკული ოცნება: გეტსბი და მის მიღმა“
DESCRIPTION:13 მარტს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი ჯეიმი ოლსონი წაიკითხავს საჯარო ლექციას „თანამედროვე ლიტერატურა და ბუნდოვანი ამერიკული ოცნება: გეტსბი და მის მიღმა“. \nჯეიმი ოლსონი წმ. მარტინის უნივერსიტეტის (ლეისი\, ვაშინგტონი\, აშშ) ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელია. იგი ასწავლის აკადემიურ წერას\, თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურას და მსოფლიო ლიტერატურას თარგმანში. \n2022-2023 სასწავლო წელს ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-jeimi-olsonis-sajaro-leqtsia-thanamedrove-literatura-da-bundovani-amerikuli-otsneba-getsbi-da-mis-mighma/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/jeimi-olsonis-sajaro-leqtsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260319T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260319T170000
DTSTAMP:20260417T185535
CREATED:20260319T075432Z
LAST-MODIFIED:20260402T100442Z
UID:10005950-1773907200-1773939600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“
DESCRIPTION:25 მაისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი\, დოქტორი ტატიანა სიჭინავა და სანქტ-გალენის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ელენა დენისოვა-შმიდტი დოქტორის ხარისხის მქონე ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის გამართავენ ვორკშოპს „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“. \nშეხვედრის მთავარი თემებია აკადემიური კეთილსინდისიერება\, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება კვლევაში და ის ტრანსფორმაციები\, რომლებიც ციფრულმა ტექნოლოგიებმა აკადემიურ პრაქტიკაში შეიტანა. მონაწილეები გაეცნობიან\, როგორ გამოიყენონ AI ინსტრუმენტები პასუხისმგებლიანად\, როგორ აირიდონ არაკეთილსინდისიერება და მოერგონ სამეცნიერო ჟურნალების ახალ მოთხოვნებს. \nინტერაქტიული სესიებისა და რეალური მაგალითების მეშვეობით მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ სტრატეგიებს კვლევის ხარისხის შესანარჩუნებლად და საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმებზე პუბლიკაციების მოსამზადებლად. \nვორკშოპი გაიმართება პროექტის „აკადემიური დარღვევებისა და აკადემიური ეთიკის გამოწვევების გადაჭრა საქართველოში“ ფარგლებში სანქტ-გალენის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ევროპის მმართველობისა და კულტურის ცენტრის (GCE-HSG) მხარდაჭერით. \nმონაწილეები შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე: https://bit.ly/4skst4A \nგანაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25 მაისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, S507 აუდიტორია\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-akademiuri-tsera-da-publikatsia-postplagiatis-epoqashi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/vorkshopi-NEW-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260319T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260319T190000
DTSTAMP:20260417T185535
CREATED:20260317T092223Z
LAST-MODIFIED:20260317T125712Z
UID:10005949-1773939600-1773946800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი: თორნიკე გოგინაშვილის მოხსენება „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“
DESCRIPTION:19 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი\, თორნიკე გოგინაშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“. \nმოხსენება ეხება არისტოტელეს ნაშრომის\, De interpretatione-ს („პერი ჰერმენეია“) კომენტარის\, ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ XVIII საუკუნეში სომხურიდან ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს. ნაშრომში განხილულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ის უცნობი ავტორის კომენტარი\, რომელიც ქიზიყელმა დავით უძლეველს მიაწერა\, თუმცა მისი ავტორობა სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე სადავოა და დამატებით კვლევას საჭიროებს. \nკვლევის მთავარი მიზანია ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ თარგმნილი ამ ანონიმური კომენტარის შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის მიერ 1269-1271 წლებში დაწერილ კომენტარებთან\, იკვეთება თუ არა ქართულად თარგმნილ ტექსტში აქვინელის თეოლოგიურ-ფილოსოფიური ან ლოგიკური თეორიების კვალი\, რაც ახალ შუქს მოჰფენს აღნიშნული კომენტარის წარმომავლობასა და შინაარსობრივ ღირებულებას. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა  (S507 აუდიტორია)\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-thornike-goginashvilis-mokhseneba-nikoloz-qiziqhelis-mier-somkhuridan-qarthulad-thargmnili-peri-hermeneias-komentari-da-misi-shedarebithi-analizi-thoma-aqvinelis-komentarebthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/philosophiuri-seminari-tsophurashvili-02.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260320T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260320T170000
DTSTAMP:20260417T185535
CREATED:20260320T101704Z
LAST-MODIFIED:20260320T101814Z
UID:10005953-1773993600-1774026000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ შედეგების წარდგენა
DESCRIPTION:6 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის პროფესორები ლევან ცაგარელი და სალომე პატარიძე დოქტორანტ ნინო ბოკუჩავასთან ერთად წარადგენენ კვლევის  „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ შედეგებს. \nპროექტის მიზანია შერჩეული ლიტერატურული ტექსტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე პოსტსაბჭოთა ხანის ქართულ მწერლობაში საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაციის თავისებურებების შესწავლა და  ამ ნარატივების გავლენის გარკვევა ქართული პოსტსაბჭოთა იდენტობის ჩამოყალიბებაზე. კვლევა ხელს უწყობს საზოგადოების მიერ საბჭოთა წარსულის გააზრება-დამუშავების პროცესს\, რაც აისახება როგორც საჯარო დებატებში საბჭოთა მემკვიდრეობის შესახებ\, ისე კოლექტიური ტრავმების გაცნობიერებასა და გადალახვაში. \nპროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“\, მომზადდა პუბლიკაციები ადგილობრივი და საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალებისთვის და შემუშავდა ორი ახალი სასწავლო კურსის სილაბუსი: შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტებისთვის – „მეხსიერების კვლევები და ლიტერატურა“ (ასისტენტ-პროფესორი სალომე პატარიძე) და ფილოლოგიის დოქტორანტებისთვის – „ტრავმა ლიტერატურასა და კულტურაში: თეორიული პოზიციები და ანალიტიკური მიდგომები“ (პროფესორი ლევან ცაგარელი). \nგარდა ამისა ბერლინის ჰუმბოლდტისა და ვენის უნივერსიტეტებში კვლევითი მივლინებების შედეგად მომზადდა ათი სამაგისტრო და სამი სადოქტორო ნაშრომი\, რომელთა შესახებაც შეხვედრაზე მკვლევართა გუნდის წევრები ისაუბრებენ. \nკვლევა განხორციელდა 2022-2025 წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (№FR-22-793) ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-sabtchotha-tsarsulis-reprezentatsia-postsabtchotha-qarthul-mtserlobashi-shedegebis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/proeqtis-sabtchotha-tsarsulis-reprezentatsia-postsabtchotha-qarthul-mtserlobashi-shedegebis-tsardgen-02-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260320T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260320T200000
DTSTAMP:20260417T185535
CREATED:20260310T071338Z
LAST-MODIFIED:20260310T071338Z
UID:10005945-1774033200-1774036800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“
DESCRIPTION:20 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნების მიმართულების ორგანიზებით იწყება ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nმოწვეული ავტორები საკუთარ ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ ისაუბრებენ. მომხსენებლები კი შერჩეული ავტორების ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ  და მათ თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ. \nთემები და ავტორები \n\nავტობიოგრაფიული და ფოტომეხსიერება – ანა კორძაია-სამადაშვილი\, ნინო ხარატიშვილი\nურბანული სივრცის სემანტიკა – არჩილ ქიქოძე\nმეხსიერების ადგილები და ომის ტრავმა – ეკატერინე ტოგონიძე\, ელენე ჯაფარიძე\nსექსუალობა და გენდერი – თამთა მელაშვილი\, ქეთი ნიჟარაძე\nსხეული და ძალაუფლება – დათო გაბუნია\nსაბჭოთა რეპრესიები – ზაირა არსენიშვილი (ავტორს წარადგენს სოფიო არსენიშვილი)\nდუმილი 90-იანებში – ივა ფეზუაშვილი\nარქეტიპული სურათ-ხატები და ფენტეზი – ნატო დავითაშვილი\n\nმოდერატორი – სალომე პატარიძე \nორგანიზატორები – სალომე პატარიძე\, თეა თალაკვაძე \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-02-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260320T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260320T200000
DTSTAMP:20260417T185535
CREATED:20260310T120306Z
LAST-MODIFIED:20260310T120306Z
UID:10005946-1774033200-1774036800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა არჩილ ქიქოძესთან
DESCRIPTION:20 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ პირველი შეხვედრა გაიმართება არჩილ ქიქოძესთან. \nდისკუსიაში მონაწილეობენ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურათმცოდნეობის სტუდენტები: ლილი წიქარიშვილი\, სალომე ხაჭაპურიძე\, მარიამ დიხამინჯია და მარიამ ჩუბინიძე. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nმოწვეული ავტორები საკუთარ ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ ისაუბრებენ. მომხსენებლები კი შერჩეული ავტორების ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ  და მათ თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-archil-qiqodzesthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/Archil_Kikodze-03-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260324T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260324T180000
DTSTAMP:20260417T185535
CREATED:20260319T123131Z
LAST-MODIFIED:20260324T070855Z
UID:10005951-1774371600-1774375200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ნანა იაშვილის ონლაინლექცია „ჩადებული ცხოვრება“: სახლი\, ვალი და ფინანსიალიზაცია საქართველოში“
DESCRIPTION:24 მარტს\, 17:00 საათზე\, ვენის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი\, ნანა იაშვილი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ჩადებული ცხოვრება“: სახლი\, ვალი და ფინანსიალიზაცია საქართველოში. \nღონისძიებაზე მომხსენებელი წარმოადგენს თავისი სადოქტორო პროექტის კვლევით ჩარჩოსა და წინასწარ მიგნებებს. მოხსენება შეეხება საქართველოში კრედიტისა და ვალის სისტემებს\, კერძოდ „სახლის ჩადების“ პრაქტიკას. ნაშრომი იკვლევს საცხოვრისის ფინანსურ აქტივად გარდაქმნის პროცესს\, სადაც მსესხებლებად როგორც ბანკები\, ისე კერძო პირები („მევახშეები“ და „მოგირავნეები“) გვევლინებიან. კვლევაში გაანალიზებულია\, როგორ მოქმედებს აღნიშნული პროცესები შინამეურნეობებსა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. \nნანა იაშვილს სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU). იგი არის პლატფორმის „ექსტრაქციის ლანდშაფტები: კაპიტალი\, ძალადობა და ქალაქი“ გუნდისა და „ურბანული მომავლის გამოწვევების“ აფილირებული წევრი. მისი სადოქტორო კვლევა ვენის უნივერსიტეტში საქართველოში საცხოვრისთან დაკავშირებულ დავალიანებებს ეძღვნება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nფორმატი: ონლაინ (დეტალებისთვის დაუკავშირდით: mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge ) \nდრო: 24 მარტი\, 17:00 საათი (თბილისის დროით) \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-nana-iashvilis-onlainleqtsia-chadebuli-tskhovreba-sakhli-vali-da-phinansializatsia-saqarthveloshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/onlain-seminari-anthropologia-03-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260326T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260326T180000
DTSTAMP:20260417T185535
CREATED:20260325T084111Z
LAST-MODIFIED:20260325T084111Z
UID:10005957-1774544400-1774548000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ გიორგი ხეოშვილის მოხსენება „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“
DESCRIPTION:26 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი ხეოშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“. \nმოხსენება ეხება გრიგოლ რობაქიძის (1880-1962)\, როგორც XX საუკუნის პირველი ათწლეულების ქართულ კულტურაში მოდერნისტული მხატვრულ-ფილოსოფიური იდეების უმთავრესი გამავრცელებლის\, შემოქმედებას. რობაქიძე მიზანმიმართულად ცდილობდა ევროპაში გაფორმებული ამ ახალი მიმდინარეობის დანერგვას ქართული საზოგადოების მხატვრულ ცნობიერებაში. \nკვლევის მიზანია\, აჩვენოს ვ. როზანოვისა (1856-1919) და ნ. ბერდიაევის (1874-1948) შემოქმედების გავლენა გრიგოლ რობაქიძის ტექსტებზე. აღნიშნული მოაზროვნეები დიდ ადგილს უთმობდნენ სქესის ფენომენის ფილოსოფიურ-რელიგიურ ანალიზს\, რაც ქართველი მწერლის მხატვრული შემოქმედებისთვისაც ყოფიერების მითოლოგიურ საფუძვლად და უმთავრეს თემად იქცა. მომხსენებელი შეეცდება წარმოაჩინოს სქესის შესახებ რობაქიძისეული სპეციფიკური განაზრებები და მათზე რუსული რელიგიური მოდერნიზმის ცალკეული იდეების რეცეფცია. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507 აუდიტორია)\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mkvlevar-giorgi-kheoshvilis-mokhseneba-rusul-religiur-modernizmshi-shemushavebuli-sqesis-theoriatha-zogierthi-ideis-retsephtsia-grigol-robaqidzis-shemoqmedebashi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/giorgi-kheoshvilis-mokhseneba-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260331T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260331T180000
DTSTAMP:20260417T185535
CREATED:20260326T144148Z
LAST-MODIFIED:20260330T115001Z
UID:10005959-1774976400-1774980000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ კონრად შიეკიერსკის მოხსენება „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“
DESCRIPTION:31 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორი კონრად შიეკიერსკი წაიკითხავს მოხსენებას „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“. \nმომხსენებელი  განიხილავს სომხური ქრისტიანული წიგნებისა და გრაგნილების სოციალურ ცხოვრებას. ისინი მოქმედებენ როგორც წმინდა საგნები-არსებები (thing-beings) და მიეწერებათ ზებუნებრივი ძალა და აგენტობა (agency)\, ასევე აქვთ საკუთარი ცხოვრების ისტორია. დოქტ. კონრად შიეკიერსკი მატერიალური რელიგიის შესახებ არსებულ ლიტერატურასა და ეთნოგრაფიულ მაგალითებზე დაყრდნობით უპასუხებს შეკითხვებს: რა არის ეს ტექსტები\, რას აკეთებს და როგორ უკავშირდება ისინი ადამიანებს. \nგანხილული იქნება ფენომენი „სახლის წმინდანებისა“\, რომელთაც პატივს სცემენ სომხეთის არაოფიციალურ სალოცავებსა და სომხებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში. \nკვლევა ასევე შეეხება ერევანში მდებარე მატენადარანს (მესროპ მაშტოცის სახელობის ძველი ხელნაწერთა ინსტიტუტი)\, სადაც დაცული ზოგიერთი რელიგიური ტექსტი ინარჩუნებს ძლევამოსილ საგან-არსებათა ტრადიციულ როლს და\, როგორც ეროვნული მემკვიდრეობის ძვირფასი ნიმუში\, იზიდავს არა მხოლოდ ვიზიტორებს\, არამედ მომლოცველებსაც. \nკონრად შიეკიერსკის სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მინიჭებული აქვს ლონდონის სამეფო კოლეჯში (თეოლოგიისა და რელიგიური კვლევების დეპარტამენტი). არის რამდენიმე სამეცნიერო გამოცემის თანარედაქტორი\, მათ შორისაა: „სომხეთი: თანამედროვე კულტურა ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან“ (2014)\, „სომხები პოსტსოციალისტურ ევროპაში“ (2016) და ჟურნალის Entangled Religions სპეციალური ნომერი „რელიგია და პანდემია“ (2022). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 31 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A103 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-konrad-shiekierskis-mokhseneba-sakraluri-teqstebis-agentoba-da-materialuroba-somkhur-qristianobashi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/seminari-anthropologia-mariam-darchiashvili-02-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR