BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251016T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T180000
DTSTAMP:20260417T234706
CREATED:20250715T080612Z
LAST-MODIFIED:20251205T171944Z
UID:10005791-1760634000-1764698400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამების კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა
DESCRIPTION:16 ივლისს\, 17:00 საათზე\, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. \nგამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. \nდრო: 16 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“\,  პ. ინგოროყვას ქ. N20. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-07-2025-exhibition/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/newweb-mec.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251210T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251210T140000
DTSTAMP:20260417T234706
CREATED:20251205T095740Z
LAST-MODIFIED:20251205T095740Z
UID:10005881-1765371600-1765375200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „იაპონური კალიგრაფია\, იაპონური ნეკერჩხლისა და ორიგამის ხელოვნება“
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრისა და იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური კალიგრაფია\, იაპონური ნეკერჩხლისა და ორიგამის ხელოვნება“. \nვორკშოპს გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი ნაცუმი ინოუე. \nვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან იაპონური ენის ასპექტებსა და ანბანის\, კატაკანის წარმოშობის ისტორიას. შეიმეცნებენ იაპონური კალიგრაფიის\, შოდოს კულტურას და იაპონური ფუნჯებით დაწერენ საკუთარ სახელებს. შეისწავლიან ორიგამის ხელოვნებას და  შექმნიან ქაღალდის ფიგურებს. \nსამუშაო ენები: ქართული\, იაპონური და ინგლისური \nდრო:  10 დეკემბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/05-12-2025-workshop/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/new-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251218T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251218T200000
DTSTAMP:20260417T234706
CREATED:20251217T123856Z
LAST-MODIFIED:20251217T123856Z
UID:10005897-1766084400-1766088000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ოლივერ რაისნერის წიგნის „ქართველი ერის სკოლა“ პრეზენტაცია და დისკუსია
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ოლივერ რაისნერის წიგნის „ქართველი ერის სკოლა“ პრეზენტაცია და დისკუსია. \nწიგნი გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“. \nპრეზენტაცია გაიმართება ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოების – სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის პროექტის „ილიას ხუთშაბათობა“ ფარგლებში. \nწიგნის შესახებ \nოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების –  პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის – შექმნისა და მუშაობის ისტორიას. \nწიგნი აღწერს\, როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება\, ცოდნის\, განათლებისა და კულტურის გავრცელება\, ქართველთა რამდენიმე თაობისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა. \nავტორი წარმოაჩენს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას\, როგორც მოძრაობას\, რომლის რიგებში სხვადასხვა წარმომავლობის\, სოციალური მდგომარეობისა და შეხედულების ადამიანები საერთო მიზნისთვის ერთიანდებოდნენ. \nდრო: 18 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-12-2025-discussion/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251222T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251222T220000
DTSTAMP:20260417T234706
CREATED:20251215T073718Z
LAST-MODIFIED:20251215T073718Z
UID:10005889-1766430000-1766440800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და  საბჭოთა საქართველოს ყოველდღიურობა“ წარდგენა. \nკვლევაში წარსულის მოვლენები შესწავლილია ყოველდღიურ პრაქტიკაზე\, რიტუალზე\, ერთი შეხედვით\, ბანალურ მოვლენებსა თუ მიკროპროცესებზე დაკვირვებით. ამ გზით შესაძლებელია  ისეთი გარემოებების აღმოჩენა\, რომლებიც დიდი სტრუქტურების ანალიზისას ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ყოველდღიურობის ისტორია\, ტრადიციული ისტორიოგრაფიისგან განსხვავებით\, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიის ქვემოდან წაკითხვას\, რომელშიც ელიტის\, სამხედრო თუ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების ამბების მიღმა სხვადასხვა სოციალური ფენის ისტორიისგან მივიწყებული თუ ხმაწართმეული რიგითი ადამიანების ამბები ექცევა ფოკუსში. \nპროექტი მიზნად ისახავს წარსულის მოვლენების აღდგენას განსხვავებულ ქრონოლოგიურ და სივრცით ჭრილში. ომის წინა ფრონტის ნაცვლად ყურადღება ექცევა ზურგის ფრონტზე\, საქართველოში\, მიმდინარე პროცესებს. \nკვლევის ამოცანაა წარმოაჩინოს\, როგორ განსაზღვრავდა ზურგის ფრონტის ყოველდღიურობას ომის დროს ეკონომიკის გასამხედროებულ წარმოებაზე გადასვლა\, ომის თემატიკით განმსჭვალული მეხსიერებისა და კულტურის პოლიტიკის ჩამოყალიბება. ამ თვალსაზრისით შეისწავლის მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ პროცესებსა და მათ ზეგავლენას საზოგადოებაზე. \nპროექტის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი. პროექტში მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერები თამარ ქებურია\, ანა ლოლუა და ირინე ბერიძე\, პროექტის ასისტენტია გაბრიელ ჩუბინიძე. \nპროექტი 2025 წელს დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-research/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/metskhel-akhalivebi-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251224T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251224T200000
DTSTAMP:20260417T234706
CREATED:20251222T125826Z
LAST-MODIFIED:20251222T125826Z
UID:10005902-1766602800-1766606400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თეოლოგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:24 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თეოლოგიურ- საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია\, რომლის მთავარი თემა ქრისტიანობა და ეკლესიის სოციალური პასუხიმგებლობის თეოლოგიაა. \nჟურნალს წარადგენენ გამოცემის მთავარი რედაქტორი\, დეკანოზი გიორგი წეროძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გრძელიძე და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა მინდიაშვილი. \nპრეზენტაციაზე მოსული მკითხველი უფასოდ მიიღებს ჟურნალს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-12-2025-presentation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/metskhel-akhalivebi-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251225T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251225T170000
DTSTAMP:20260417T234706
CREATED:20251222T130240Z
LAST-MODIFIED:20251222T130240Z
UID:10005903-1766678400-1766682000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ მოჰამად გოლშანის საჯარო ლექცია „იუდევლურ-სპარსული\, როგორც სამედიცინო ტექსტების ხელახალი კომპილაციის ენა\, ირანის ისტორიაში“
DESCRIPTION:25 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მკვლევარი მოჰამად გოლშანი წაიკითხავს ლექციას „იუდევლურ-სპარსული\, როგორც სამედიცინო ტექსტების ხელახალი კომპილაციის ენა\, ირანის ისტორიაში“. \nიუდევლურ-სპარსულად ხელმეორედ ჩაწერილი სამედიცინო ტექსტები იმ წყაროთა შორისაა\, რომელთაც დღემდე სათანადო სამეცნიერო ყურადღება არ დათმობია. იუდევლურ-სპარსული ხელნაწერების მნიშვნელოვანი კოლექცია\, რომლებიც წარმოადგენს შუა საუკუნეების სპარსული სამედიცინო ტექსტების ხელახალ კომპილაციას\, ინახება ამერიკის ებრაული თეოლოგიური სემინარიის ბიბლიოთეკაში. მიუხედავად იმისა\, რომ არსებობს მსგავსებები თხზულებათა კოდიკოლოგიურ მახასიათებლებს შორის\, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი ცალ-ცალკე შესწავლა. \nლექციაზე მომხსენებელი მიმოიხილავს ამ ბიბლიოთეკაში დაცულ ერთ-ერთ ამგვარ წყაროს – Kifāyat-i Manṣūrī. ყურადღებას გაამახვილებს ორ მნიშვნელოვან კომპონენტზე: ბიბლიოთეკაში არსებული წყაროების წარდგენაზე და იუდევლურ-სპარსულად წერის ისტორიულ საფუძვლებზე სპარსულენოვან სამყაროში. \nმოჰამად გოლშანი გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევებისა და საფრანგეთის სოციალური კვლევების უმაღლესი სკოლის (EHESS) ერთობლივი პროგრამის დოქტორანტია. იკვლევს იუდევლურ-სპარსულ კოდიკოლოგიას და ასევე დაინტერესებულია იუდევლურ-სპარსული სამედიცინო ტექსტების\, ხალხური მედიცინის და მაგიის შესწავლით XV-XIX საუკუნეების ირანსა და ცენტრალურ აზიაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-10-2025-publiclecture/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/new-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR