BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251002T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251002T170000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251002T065633Z
LAST-MODIFIED:20251002T065633Z
UID:10005820-1759420800-1759424400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰარუტიუნ ხუდანიანის საჯარო მოხსენება „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარი ჰარუტიუნ ხუდანიანი წაიკითხავს მოხსენებას „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“. \nმომხსენებელი უახლესი გენეტიკური კვლევების გათვალისწინებით წარმოადგენს შეხედულებებს სომეხი ხალხის წარმომავლობის შესახებ.  თანამედროვე სომხები არიან მატარებლები წარმომავლობის განსხვავებული\, უწყვეტი ხაზისა\, რომელიც ჩამოყალიბდა ანტიკურ ხანაში და შენარჩუნდა მთელი ისტორიის მანძილზე. \nმომხსენებლის შესახებ \nჰარუტიუნ ხუდანიანი სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის დეპარტამენტის მკვლევარია. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის აღმოსავლური და ძველი წყაროები\, სომხურ-ქართული ურთიერთობები\, სომეხი ხალხისა და რეგიონის ძველი ისტორია\, განსაკუთრებით ურარტუს ისტორია და კულტურა. ის არაერთი პუბლიკაციის ავტორია\, რომელთა შორისაა: “New Unpublished Materials from the Personal Funds of Georgian Prominent Urartologist Giorgi Melikishvili: G. Melikishvili and Armenology”\, Scientia (თბილისი)\, No.2 (2021)\, “From the History of Armenian-Georgian Academic Relations: A Newly Discovered Letter by A. Kalantari from the Personal Fonds of L. Mushkelishvili”\, Institute of Archaeology and Ethnography\, 2022)\, “The Urartian Collection of the Georgian National Museum”\, in: Museum and Globalization\, Materials from the International Conference (2021). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 2 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია. \n  \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/harutiun-khudanianis-sajaro-mokhseneba-somekhi-khalkhis-tsarmomavloba-da-chamoqhalibebis-protsesi-uakhlesi-gamokvlevebis-shuqze/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/harutiun-khudanianis-sajaro-mokhseneba-NEW-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251007T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251007T180000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251006T111151Z
LAST-MODIFIED:20251007T094825Z
UID:10005825-1759856400-1759860000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ რიკი ბრაუნის ონლაინლექცია „ტრადიციის ტოკენიზაცია: ფინტექი და ქვევრის მეღვინეობა“
DESCRIPTION:7 ოქტომბერს 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა კრუზი) ანთროპოლოგიის დოქტორანტი რიკი ბრაუნი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ტრადიციის ტოკენიზაცია: ფინტექი და ქვევრის მეღვინეობა“. \nფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) ინდუსტრია სწრაფად იზრდება და მისი კრიპტოვალუტები\, მაგალითად ბიტკოინი\, ასევე არაგაცვლადი ტოკენები (NFT-ები)\, სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ტრანზაქციული საზოგადოებისა და იდენტობათა ნაწილი (Swartz 2020). \nსაქართველოში FinTech-ი გამოჩნდა სრულიად მოულოდნელ სფეროში\, მეღვინეობაში. რიკი ბრაუნი განიხილავს ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროების\, ფინტექისა და მეღვინეობის გადაკვეთას\, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ქვევრის მეღვინეობაზე. მომხსენებელი ეცდება დაასაბუთოს\, რომ ფინტექის არაერთი იდეა\, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უსაფრთხო ტექნოლოგიების მეშვეობით\, სინამდვილეში იწვევს როგორც ქვევრის\, ისე ქართული კულტურული მემკვიდრეობის კომოდიფიკაციას და ამგვარად აძლიერებს ტექნოკაპიტალისტურ ეკონომიკურ პრაქტიკას\, რომელიც ახასიათებს ტექნოლოგიურად განვითარებულ გლობალიზებულ სამყაროს. \nმომხსენებლის შესახებ \nრიკი ბრაუნი კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა კრუზი) ანთროპოლოგიის დოქტორანტია. მისი კვლევა ეხება საქართველოში მეღვინეობის სფეროს\, თუ როგორია ღვინის პოლიტიკა\, ადგილი და ავთენტურობა გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში.  მისი კვლევა დაფინანსებულია Fulbright-Hays პროგრამის\, National Science Foundation-ის\, Title VIII სტიპენდიებისა და კავკასიის ამერიკული კვლევითი ცენტრის მიერ. რიკი ბრაუნს ბაკალავრის ხარისხი რუსული კვლევების მიმართულებით Grand Valley State University-ში მიენიჭა\, ხოლო მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით – ჩიკაგოს უნივერსიტეტში. აქვს ჰოსპიტალობის სფეროში თხუთმეტ წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აშშ-ში; მუშაობდა და მოგზაურობდა ევრაზიის  ქვეყანებში. \nფორმატი: ონლაინ Zoom-ის პლატფორმა (ბმულის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: florian.muehlfried@iliauni.edu.ge) \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 7 ოქტომბერი\, 17:00 საათი (თბილისის დროით) \nდასწრება თავისუფალია.\n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-riki-braunis-onlainleqtsia-traditsiis-tokenizatsia-phinteqi-da-qvevris-meghvineoba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/mets-khel-anthropologia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251009T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251009T160000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251002T120621Z
LAST-MODIFIED:20251002T120621Z
UID:10005822-1760022000-1760025600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მელინე არაკელიანის საჯარო ლექცია „ამსტერდამიდან ზუგდიდამდე: ხიდები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის“
DESCRIPTION:9 ოქტომბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ამსტერდამიდან ზუგდიდამდე: ხიდები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის“. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 9 ოქტომბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/meline-arakelianis-sajaro-leqtsia-amsterdamidan-zugdidamde-khidebi-niderlandebsa-da-saqarthvelos-shoris/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/web-akhali-baneri-sajaro-leqtsia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251010T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251010T170000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251013T075207Z
LAST-MODIFIED:20251013T075207Z
UID:10005832-1760112000-1760115600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ტატიანა დენისოვას საჯარო ლექცია „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“
DESCRIPTION:10 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი\, პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“ \nმალაის სამყაროს ისლამიზაცია მონეტარული და ფისკალური განვითარების ოქროს ხანაა. XIII-XIX საუკუნეებში ფულის ნიშნებს იყენებდნენ როგორც ვაჭრობაში\, ასევე საგადასახადო სფეროში ძღვენის სახით და კრედიტების გასაცემად. ამგვარად\, ფული ადგილობრივ ეკონომიკას აკავშირებდა ტრანსრეგიონულ ქსელებთან. ამ პერიოდის მალაური მუსლიმური ისტორიოგრაფია იძლევა ფასეულ მასალას მონეტარული პრაქტიკებისა და მათი ინტეგრირების შესახებ უფრო ფართო პოლიტიკურ\, რელიგიურ და ეკონომიკურ ნარატივში. მალაური ისტორიული ქრონიკები წარმოადგენს პირველად საკვანძო წყაროებს რეგიონის ფინანსური ისტორიის რეკონსტრუირებისთვის ფართო ისლამურ და გლობალურ კონტექსტში. \nმომხსენებლის შესახებ \nპროფესორი ტატიანა დენისოვა მალაიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისლამის\, მეცნიერებისა და ცივილიზაციის ცენტრის პროფესორი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული სპეციალისტია. მისი კვლევითი ინტერესებია: აღმოსავლური ისტორიოგრაფია\, პირველადი წყაროების შესწავლა\, მალაური სამყაროს ისტორია\, ისლამის ისტორია რუსეთსა და კავკასიაში. ავტორია არაერთი პუბლიკაციისა\, მათ შორის: Reflection of Malay Islamic Historiography (2017)\, Collection of Lingga Shari’a Court’s documents (beginning XX c.): the structure of the collection and research methodology (2018)\, Orientation\, Navigation and Seafaring in Malay Islamic Historiography from 14th to 19th centuries (2020). 2023 წელს მისი რედაქტორობით და წინასიტყვაობით გამოიცა ნაშრომი Elena Davidovitch\, Numismatica Transoxiana. From 9th to 13th century. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 10 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-tatiana-denisovas-sajaro-leqtsia-phinansebi-da-phuli-malai-indoneziis-arqipelagshi-xiii-xix-saukuneebshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/denisovas-sajaro-leqtsia-NEW6.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251014T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251014T180000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251008T065918Z
LAST-MODIFIED:20251008T070033Z
UID:10005826-1760461200-1760464800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ივან გოლოლობოვის ონლაინლექცია „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“
DESCRIPTION:14 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის\, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის ლექტორი ივან გოლოლობოვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“. \nმომხსენებელი იკვლევს პუტინიზმის\, როგორც პოლიტიკური დისკურსის\, იდეოლოგიური კონსტრუქციების მიღმა მაგიურ აზროვნებას. ლაკლოზე\, მუფსა და პოლიტიკური დისკურსის სხვა თეორეტიკოსებზე დაყრდნობით\, ამტკიცებს\, რომ რუსული ხელისუფლების დისკურსი ზოგადად მიჰყვება კულტურულ ანთროპოლოგთა მიერ აღწერილ მაგიური აზროვნების პრინციპებს. მაგიური აზროვნების ლოგიკით აგებული დისკურსი ქმნის სულიერი ერთობის განსაკუთრებულ ფორმას\, რომელიც ანტაგონისტურია პოლიტიკური არტიკულაციისა და პოლიტიკური იდენტობების კონსტრუქციის მიმართ. ამგვარი ანტაგონიზმი\, გამოწვეული მაგიური პოლიტიკის აღზევებითა და ახალი ავტოკრატიების „ობსკურანტიზმით“\, ხაზს უსვამს ახალ გამოწვევას პოლიტიკის თეორეტიკოსებისთვის. რადგან ბრძოლის ძირითადი ხაზები აღარ გადის ჰეგემონიური არტიკულაციის მეტოქე იდეოლოგიურ პროექტებს შორის\, არამედ დისკურსის სხვადასხვა ლოგიკას შორის\, სადაც ერთი პოლიტიკურის მომენტის გაფართოებას ცდილობს\, ხოლო მეორე – მაგიურის\, მის შემცირებასა და აღმოფხვრას. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი გოლოლობოვი 2016 წლიდან  ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის\, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის პოლიტიკისა და რუსული კვლევების ლექტორია\,  მანამდე ვარვიკის უნივერსიტეტის მკვლევარი იყო. დოქტორის ხარისხი მოიპოვა ესექსის უნივერსიტეტის მმართველობის დეპარტამენტის  პროგრამის\, იდეოლოგიისა და დისკურსის ანალიზის ფარგლებში\, მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს რუსეთის პოლიტიკასა და პოლიტიკურ ხელოვნებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. \nფორმატი: ონლაინ Zoom-ის პლატფორმა (ბმულის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: florian.muehlfried@iliauni.edu.ge) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 ოქტომბერი\, 17:00 საათი (თბილისის დროით) \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-ivan-gololobovis-onlainleqtsia-magiuri-putinizmi-rogor-marthavs-magia-thanamedrove-politikas/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/ivan-gololobovis-onlain-leqtsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251014T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251014T180000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251013T073752Z
LAST-MODIFIED:20251013T073752Z
UID:10005828-1760461200-1760464800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ივან გოლოლობოვის ონლაინლექცია „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“
DESCRIPTION:14 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის\, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის ლექტორი ივან გოლოლობოვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“. \nმომხსენებელი იკვლევს პუტინიზმის\, როგორც პოლიტიკური დისკურსის\, იდეოლოგიური კონსტრუქციების მიღმა მაგიურ აზროვნებას. ლაკლოზე\, მუფსა და პოლიტიკური დისკურსის სხვა თეორეტიკოსებზე დაყრდნობით\, ამტკიცებს\, რომ რუსული ხელისუფლების დისკურსი ზოგადად მიჰყვება კულტურულ ანთროპოლოგთა მიერ აღწერილ მაგიური აზროვნების პრინციპებს. მაგიური აზროვნების ლოგიკით აგებული დისკურსი ქმნის სულიერი ერთობის განსაკუთრებულ ფორმას\, რომელიც ანტაგონისტურია პოლიტიკური არტიკულაციისა და პოლიტიკური იდენტობების კონსტრუქციის მიმართ. ამგვარი ანტაგონიზმი\, გამოწვეული მაგიური პოლიტიკის აღზევებითა და ახალი ავტოკრატიების „ობსკურანტიზმით“\, ხაზს უსვამს ახალ გამოწვევას პოლიტიკის თეორეტიკოსებისთვის. რადგან ბრძოლის ძირითადი ხაზები აღარ გადის ჰეგემონიური არტიკულაციის მეტოქე იდეოლოგიურ პროექტებს შორის\, არამედ დისკურსის სხვადასხვა ლოგიკას შორის\, სადაც ერთი პოლიტიკურის მომენტის გაფართოებას ცდილობს\, ხოლო მეორე – მაგიურის\, მის შემცირებასა და აღმოფხვრას. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი გოლოლობოვი 2016 წლიდან  ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის\, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის პოლიტიკისა და რუსული კვლევების ლექტორია\,  მანამდე ვარვიკის უნივერსიტეტის მკვლევარი იყო. დოქტორის ხარისხი მოიპოვა ესექსის უნივერსიტეტის მმართველობის დეპარტამენტის  პროგრამის\, იდეოლოგიისა და დისკურსის ანალიზის ფარგლებში\, მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს რუსეთის პოლიტიკასა და პოლიტიკურ ხელოვნებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. \nფორმატი: ონლაინ Zoom-ის პლატფორმა (ბმულის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: florian.muehlfried@iliauni.edu.ge) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 ოქტომბერი\, 17:00 საათი (თბილისის დროით) \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-ivan-gololobovis-onlainleqtsia-magiuri-putinizmi-rogor-marthavs-magia-thanamedrove-politikas-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/ivan-gololobovis-onlain-leqtsia-mets-khel-WEB.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251015T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251015T170000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251013T074655Z
LAST-MODIFIED:20251013T074655Z
UID:10005831-1760544000-1760547600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პრეზენტაცია „ჩურჩული კვიპაროსის ქვეშ. დულაბიდან საქართველომდე“ − დულაბის ქართველების ისტორია
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ცირა კემულარია (ლონდონი) და ლელა კემულარია (ფოთი) თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დაკრძალული მიხეილ ქორქიასა და გენერალ ვასილ კარგარეთელის შთამომავლები\,  გამართავენ საარქივო მასალების პრეზენტაციას „ჩურჩული კვიპაროსის ქვეშ. დულაბიდან საქართველომდე“. \nმიხეილ ქორქიასა და ვასილ კარგარეთელის შვილიშვილები\, თანაზ ამელი (აშშ) და დავით ქორქია (შვეიცარია)\, ისაუბრებენ ოჯახის ისტორიასა და ემიგრაციის გამოცდილებაზე. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 15 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prezentatsia-churchuli-kviparosis-qvesh-dulabidan-saqarthvelomde-dulabis-qarthvelebis-istoria/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/sanikidze-niusi-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251015T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251015T190000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251013T073422Z
LAST-MODIFIED:20251013T073458Z
UID:10005827-1760551200-1760554800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში  გაიმართება 2024 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია. \nგონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის\, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისთვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს\, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ. \nკონკურსის ორგანიზებას ყოველწლიურად ხელმძღვანელობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით. \nილიაუნის დახმარებით ითარგმნა და უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა პრემიის პირველი ლაურეატის\, ფრანგი მწერლის\, ჟან-ლუკ კოატალემის რომანი La part du fils „წილი და ხვედრი შთამომავლისა“. მთარგმნელს\, გოჩა ჯავახიშვილს მიენიჭა გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია\, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის. \nწლების განმავლობაში ქართველი ახალგაზრდების არჩევანი არაერთხელ დაემთხვა გონკურის აკადემიის გადაწყვეტილებას: \nHervé Le Tellier – L’Anomalie\,\nMohamed Mbougar Sarr – La plus secrète mémoire des hommes\,\nJean-Baptiste Andrea – Veiller sur elle. \n2022 წელს ქართველი ფრანკოფონების რჩეული გახდა ქლოე კორმანის რომანი Les presque sœurs „თითქმის დები“\, რომლის ქართულ თარგმნაზე მუშაობენ მარიამ ღლონტი და გიორგი ქურდაძე. \nმიმდინარე წელს არჩევანი უნდა გააკეთონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ახალგაზრდა მკითხველებმა იმ ოთხ მწერალს შორის\, რომლებიც გონკურის აკადემიამ კონკურსის მესამე ტურზე შეარჩია: \n\nSandrine CAULETTE – Madelaine avant l’aube\nKamel DAUD – Houris\nGaël FAYE – Jacaranda\nHélène GAUDY – Archipels\n\nღონისძიებას დაესწრება საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო. \nსამუშაო ენები: ქართული\, ფრანგული \nდრო: 15 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა\, ლადო გუდიაშვილის ქ. N7\, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი \nდასწრება თავისუფალია.\n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gonkuris-premiis-saqarthvelos-archevanis-laureatis-gamotskhadebis-tseremonia-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/web-akhali-baneri-gonkuri.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251016T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T180000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20250715T080612Z
LAST-MODIFIED:20251205T171944Z
UID:10005791-1760634000-1764698400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამების კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა
DESCRIPTION:16 ივლისს\, 17:00 საათზე\, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. \nგამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. \nდრო: 16 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“\,  პ. ინგოროყვას ქ. N20. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-07-2025-exhibition/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/newweb-mec.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251017T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251017T170000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251013T074325Z
LAST-MODIFIED:20251013T074325Z
UID:10005830-1760716800-1760720400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ევა ორტმანის საჯარო ლექცია „სპარსული სალიჰოტრა: ცხენების შესახებ სანსკრიტული ტექსტის ტრანსფორმაცია და ადაპტაცია სპარსულ ტრაქტატებში“
DESCRIPTION:17 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პროფესორი ევა ორტმანი\, გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი\, წაიკითხავს ლექციას „სპარსული სალიჰოტრა: ცხენების შესახებ სანსკრიტული ტექსტის ტრანსფორმაცია და ადაპტაცია სპარსულ ტრაქტატებში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს სალიჰოტრას თარგმანებზე\, განსაკუთრებულ ყურადღებას  გაამახვილებს ტექსტის ვარიანტებზე და შეეცდება წყაროების იდენტიფიცირებას\, რომლებიც\, მისი აზრით\, ორიგინალის გვიანდელი დანამატებია. \nინდოეთის სუბკონინენტზე ისლამური მმართველობის პერიოდში ინდური ენებიდან\, ძირითადად სანსკრიტიდან\, ბევრი ტექსტი ითარგმნა სპარსულად\, მათ შორის თვალსაჩინო რაოდენობით გვხვდება ცხენოსნობასთან დაკავშირებული ტრაქტატები\, რომლებიც ჩვეულებრივ უკავშირდება სანსკრიტზე დაწერილ სალიჰოტრას ლეგენდარულ ტრაქტატს ცხენოსნობის შესახებ\, რომელიც შემორჩენილი არ არის. სალიჰოტრას თარგმანები ჩვეულებრივ შედგება ვარაუდებისა და პროგნოზების\, ასევე ვეტერინარიასთან დაკავშირებული ნაწილებისგან. \nმომხსენებლის შესახებ \nევა ორტმანი\, გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი\, 2018 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორია. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მონღოლთა იმპერიასთან დაკავშირებულ საკითხებს\, ასტრალური მეცნიერებებისა და მათემატიკის\, ასევე ოკულტური მეცნიერებების ისტორიის შესწავლას\, ინდურ-სპარსული ენების ცოდნასა და კულტურის ტრანსფერს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 17 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-eva-ortmanis-sajaro-leqtsia-sparsuli-salihotra-tskhenebis-shesakheb-sanskrituli-teqstis-transphormatsia-da-adaptatsia-sparsul-traqtatebshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/sparsuli-salihotra-NEW1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251018T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251018T150000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251013T075608Z
LAST-MODIFIED:20251013T075608Z
UID:10005833-1760796000-1760799600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ქრისტიანული რელიკვიები და რელიკვარიუმები გვიანი ანტიკურობიდან პოსტბიზანტიურ ხანამდე: აღქმა და ინტერპრეტაცია“
DESCRIPTION:18-19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ქრისტიანული რელიკვიები და რელიკვარიუმები გვიანი ანტიკურობიდან პოსტბიზანტიურ ხანამდე: აღქმა და ინტერპრეტაცია“.\nაკადემიური ღონისძიება გააერთიანებს მსოფლიოს ათი ქვეყნის ოცამდე მეცნიერს\, რომლებიც განიხილავენ ქრისტიანული რელიკვიებისა და მათი თაყვანისცემის კულტურულ განზომილებას პრემოდერნულ საზოგადოებებში. \nკონფერენციის პროგრამა და მოხსენებათა აბსტრაქტები https://iliauni.edu.ge/uploads/other/90/90275.pdf \nსამუშაო ენა: ინგლისური \nფორმატი: ჰიბრიდული \nZoom-ის ბმული:\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/83684498236?pwd=ZteIGTxzaKO2AutTmq7P5vF2DwapHe.1 \nMeeting ID: 836 8449 8236\nPasscode: 734961 \nდრო და ადგილმდებარეობა:\n\nკონფერენციის გახსნა: 18 ოქტომბერი\, 14:00 საათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის  გამზ. N32 \n19 ოქტომბერი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-qristianuli-relikviebi-da-relikvariumebi-gviani-antikurobidan-postbizantiur-khanamde-aghqma-da-interpretatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/tchitchinaze-akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251020T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251020T170000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251013T073926Z
LAST-MODIFIED:20251013T074106Z
UID:10005829-1760976000-1760979600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ევა ორტმანის საჯარო ლექცია „ფრიდრიხ კარლ ანდრეასი“
DESCRIPTION:20 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პროფესორი ევა ორტმანი\, გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი\, წაიკითხავს ლექციას „ფრიდრიხ კარლ ანდრეასი“. \nმომხსენებელი განიხილავს ფრიდრიხ კარლ ანდრეასის ინტელექტუალურ კარიერას\, ასევე პირველი მსოფლიო ომის ტყვეების საკითხს. \nფრიდრიხ კარლ ანდრეასმა დაიწყო პირველად გიოტინგენში (გერმანიაში) ირანული სამყაროს მეცნიერული კვლევა.\nარაერთი ირანული ენის გარდა\, ფლობდა სანსკრიტს\, ლათინურსა და ბერძნულს\, თურქულს\, ნორვეგიულს\, დანიურს და ა.შ. \nახალგაზრდობაში დიდხანს ცხოვრობდა ირანში. თავდაპირველად იყო სამეცნიერო ექსპედიციის წევრი\, შემდეგ თავისი სურვილით იქ დარჩა და საკმაოდ რთულ ვითარებაში მოუწია მოღვაწეობა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფრიდრიხ კარლ ანდრეასი ომში დატყვევებული ინდოელებისგან იღებდა ინტერვიუებს\, რომლებიც გამოიყენეს მათი ენების დოკუმენტირებისთვის. \nმომხსენებლის შესახებ \nევა ორტმანი\, გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი\, 2018 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორია. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მონღოლთა იმპერიასთან დაკავშირებულ საკითხებს\, ასტრალური მეცნიერებებისა და მათემატიკის\, ასევე ოკულტური მეცნიერებების ისტორიის შესწავლას\, ინდურ-სპარსული ენების ცოდნასა და კულტურის ტრანსფერს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 20 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-eva-ortmanis-sajaro-leqtsia-phridrikh-karl-andreasi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/eva-ortmanis-leqtsia-phridrikh-karl-andreasi-NEW1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251022T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251022T170000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251022T075915Z
LAST-MODIFIED:20251022T075915Z
UID:10005837-1761120000-1761152400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ციცინო გაბესკირიას წიგნის „სახალისო საუბრები ლექსიკოლოგიაზე“ წარდგენა
DESCRIPTION:27 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ციცინო გაბესკირიას წიგნის „სახალისო საუბრები ლექსიკოლოგიაზე“ წარდგენა. \nწიგნი ციკლის მეორე გამოცემაა\, რომელშიც ბებია და შვილიშვილი სახალისოდ საუბრობენ ლექსიკოლოგიის საინტერესო თემებზე\, როგორებიცაა: იდიომები\, ომონიმები და ომოფონები\, პოლისემია და სინონიმია\, ოქსიმორონი\, სპუნერიზმი და სხვ. გამოცემაში წარმოდგენილია როგორც ქართული\, ისე ინგლისური მაგალითები\, სხვადასხვა იდიომის ეტიმოლოგიური განმარტებები. \nწარდგენას მოდერაციას გაუწევს თინათინ მარგალიტაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი\, პროფესორი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsitsino-gabeskirias-tsignis-sakhaliso-saubrebi-leqsikologiaze-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/12-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251028T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251028T180000
DTSTAMP:20260418T022220
CREATED:20251022T083502Z
LAST-MODIFIED:20251022T083502Z
UID:10005838-1761670800-1761674400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტარას ფედირკოს ონლაინლექცია „ომის საჩუქრები: მტრობა და ძალადობა უკრაინის ომის ეკონომიკის შექმნისას“
DESCRIPTION:28 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით გლაზგოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ტარას ფედირკო ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ომის საჩუქრები: მტრობა და ძალადობა უკრაინის ომის ეკონომიკის შექმნისას“. \nდრონები\, „რედ ბულის“ ქილები და ხელყუმბარები – უკრაინის ომში ფრონტის ხაზის სამი სიმბოლური საჩუქარია. მომხსენებელი შეეხება საკითხს\, როგორ ყალიბდება ომის ეკონომიკა სანგრებში ამ საგნების მნიშვნელობის გათვალისწინების შედეგად. უკრაინელ მებრძოლებთან და ფრონტისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთის მიმწოდებელ სამხედრო აქტივისტებთან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მომხსენებელი იკვლევს\, როგორ ესმით ომში მყოფ ადამიანებს ფრონტზე ასეთი საგნების რისკის და თავგანწირვის ფასად შეტანისა და ამით ჯარისკაცების მძიმე ყოფის მხარდაჭერის მნიშვნელობა. უკრაინული ომის „საჩუქრებზე“ ფიქრი გვეხმარება გავიგოთ\, როგორ ცვლის მტრობა\, ძალადობა და ნგრევა ყველაფერ ღირებულს და რა მართებთ ადამიანებს ერთმანეთის კონფლიქტებისა და ეგზისტენციალური საფრთხის დროს. \nმომხსენებლის შესახებ \nტარას ფედირკო გლაზგოს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის ასისტენტ-პროფესორი და ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის (IWM) უფროსი მკვლევარია. სოციალურ-კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა დარემის უნივერსიტეტში. იყო პოსტდოქტორანტი კემბრიჯისა და სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტებში. პოლიტიკისა და ეკონომიკის ანთროპოლოგი ტარას ფედირკო იკვლევს\, თუ როგორ ორგანიზდება სოციალური მოძრაობა ომის ეკონომიკის\, სახელმწიფოების\, კაპიტალისტური შრომისა და ღირებულებითი რეჟიმების ტრანსფორმაციისთვის; ჩატარებული აქვს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევა კიევსა და ლონდონში. ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობდა ერთობლივ  კვლევით პროექტს სამოქალაქო და სამხედრო ქსელების შესახებ უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდასაჭერად. \nფორმატი: ონლაინ\, Zoom-ის ბმული: https://shorturl.at/ls0Yy \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 28 ოქტომბერი\, 17:00 საათი (თბილისის დროით) \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/taras-phedirkos-onlainleqtsia-omis-sachuqrebi-mtroba-da-dzaladoba-ukrainis-omis-ekonomikis-sheqmnisas/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/akhali-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR