BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250415T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250415T180000
DTSTAMP:20260418T113831
CREATED:20250411T085152Z
LAST-MODIFIED:20250411T090000Z
UID:10005701-1744736400-1744740000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კატრინე ბენდცენ გოთფრედსენის საჯარო მოხსენება „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში\, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“
DESCRIPTION:15 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ანთროპოლოგიის დოქტორი კატრინე ბენდცენ გოთფრედსენი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში\, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“. \nმომხსენებელი განიხილავს სამ განსხვავებულ სამხედრო ოკუპაციის შემთხვევას: პალესტინას\, სამხრეთ ოსეთს და დასავლეთ საჰარას. ოკუპაცია აღქმულია\, როგორც ძალაუფლების უწყვეტი პრაქტიკა\, რომელიც აღწევს ყოველდღიურ და პირად სივრცეებში და არღვევს ნათესაურ კავშირებს. ბორდერიზაცია წარმოდგენილია როგორც ინსტრუმენტი\, რომელიც ადამიანებს ყოფს ფიზიკურად\, ბიუროკრატიულად და ემოციურად. \nკატრინე ბენდცენ გოთფრედსენი (Katrine Bendtsen Gotfredsen\, https://mau.se/en/persons/katrine.gotfredsen/) არის მალმოს უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების ლექტორი\, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორი. ჩატარებული აქვს ვრცელი ეთნოგრაფიული საველე კვლევები საქართველოში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და გაურკვევლობას\, რელიგიას\, ისტორიასა და იდენტობას\, მორალს\, ასევე პოლიტიკურ ფორმებსა და პრაქტიკებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-04-2025-anthropology/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250416T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250416T200000
DTSTAMP:20260418T113831
CREATED:20250407T073353Z
LAST-MODIFIED:20250407T073353Z
UID:10005697-1744830000-1744833600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება  დავით დარჩიაშვილისა და ზურაბ სამარღანიშვილის წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია. \nწიგნი შეიქმნა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წელს გაცემული გრანტის დახმარებით. ავტორებს ასევე ჰქონდათ პოზნანის ადამ მიცკევიჩისა და კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტების ბაზაზე აღმოჩენილი აკადემიური მხარდაჭერა. \nწიგნში შეფასებულია თანამედროვე ქართველი და პოლონელი ერების იდენტობისა და ეროვნული დისკურსების ფორმირების თითქმის სამასწლოვანი პერიოდი  განმანათლებლებიდან დღემდე. არსებითად\, ავტორები ორ ქვეყანაში მოდერნულობის ნაციონალურ ასპექტებზე მსჯელობენ. \nჩნდება კითხვა: რატომ პოლონეთი და საქართველო – რა საერთოა ამ ორი ერის თავგადასავალს შორის? \nპასუხი შეიძლება სამგვარი იყოს: \n\nქართული და პოლონური ნაციონალიზმი რუსეთის იმპერიის ჩრდილქვეშ ყალიბდებოდა ორივე ერისათვის\, ძირითადად\, რუსები იყვნენ კოლონიური თუ პოსტკოლონიური „სხვა“;\nჩვენი ეროვნული თავგადასავლის გასაცნობიერებლად შედარებითი მეთოდი შეუდარებელია;\nთანამედროვე ერად ჩამოყალიბებული პოლონური მაგალითი წარმატებულად უნდა შეფასდეს\, საქართველოს კი ამ მხრივ ჯერაც ბევრი განსაცდელი ელის. შესაბამისად\, წიგნის ავტორებს მიაჩნიათ\, რომ საქართველოს ევროპული იდენტობის პერსპექტივები\, ევროპეიზაციის ქართული შუქ-ჩრდილები პოლონური მაგალითის ფონზე უფრო გამოკვეთილად ჩანს და სამომავლო ძალისხმევის ვექტორს აჩვენებს.\n\nნაშრომის შექმნაში წვლილი შეიტანეს კონსულტანტმა ჩარლზ ფერბენქსმა და მკვლევარმა თამარ თოლორდავამ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/07-04-2025-presentation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/tsigni_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250422T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250422T190000
DTSTAMP:20260418T113831
CREATED:20250415T122153Z
LAST-MODIFIED:20250417T130236Z
UID:10005709-1745344800-1745348400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჩარლზ პენსის ლექციების სამდღიანი კურსი „ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“
DESCRIPTION:22\, 24 და 25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამაზე  გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში  ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის (ბელგია)  მეცნიერების ფილოსოფიისა და საზოგადოების ცენტრის პრეზიდენტი\, ჟურნალის Philosophy\, Theory\, and Practice in Biology რედაქტორი\, პროფესორი ჩარლზ პენსი ჩაატარებს ლექციების კურსს ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე. \nლექციების თემები: \n\nსაფუძვლები: ბუნებრივი გადარჩევა როგორც კაუზალური\, ემპირიული და პრობაბილისტური თეორია;\nბუნებრივი გადარჩევა\, შეგუებულობა (fitness) და სახეობები: ადაპტაციონიზმის პროგრამის   კრიტიკა; შეგუებულობის ცნების გაგება მიდრეკილების (propensity) ცნების გამოყენებით;\nგანვითარების ბიოლოგია\, შეზღუდვები და ბიომრავალფეროვნება.\n\nკურსზე რეგისტრაციისთვის მიმართეთ თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge \nრეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას წასაკითხი მასალებისა და აუდიტორიის შესახებ. \nრეკომენდებული საკითხავი მასალა წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22\, 24\, 25 აპრილი\, 18:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n  \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-04-2025-course/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axaliii.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T183000
DTSTAMP:20260418T113831
CREATED:20250414T085819Z
LAST-MODIFIED:20250414T085846Z
UID:10005703-1745602200-1745605800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა
DESCRIPTION:25 აპრილს\, 17:30 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა. \nსაქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული მმართველობის პირობებში განხორციელებულ მოდერნიზაციის იმპერიულ პროექტებსა და მათ გამოძახილზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის თუ ადრეულ საბჭოთა პერიოდში. მოდერნიზაციას პროექტი განიხილავს არა როგორც სწორხაზოვან პროცესს\, ცალმხრივი ძალაუფლებრივი ურთიერთობებით – სადაც იმპერიის ცენტრი აწესებს გეგმას\, რასაც პერიფერია პასიურად ასრულებს – არამედ წარმოაჩენს პროცესის მრავალმხრივობასა და ინტერესთა ჭიდილს\, რაც ხშირად მოდერნიზაციასთან იმპერიის ცენტრის მიერ დაკავშირებული განზრახვებისგან განსხვავებულ მოულოდნელ შედეგებსაც იძლეოდა. პროექტის სიახლე მისი ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული საფუძვლების წარმოჩენაცაა. დარგობრივად\, მოდერნიზაციის\, როგორც პროცესის\, მრავალმხრივობისა და მატერიალურობის სათანადოდ მოსახელთებლად\, პროექტი არსებითად ინტერდისციპლინური იქნება და გამოიყენებს კულტურის კვლევების\, პოლიტეკონომიისა და ისტორიოგრაფიის თეორიულ და მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს. \nპროექტს უხელმძღვანელებენ და კოორდინაციას გაუწევენ ლუკა ნახუცრიშვილი და ია ერაძე\, ახალგაზრდა მეცნიერთა  სტატუსით  ჩართული იქნებიან თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი. \nპროექტი 2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში დაფინანსდა. \nღონისძიების მონაწილეები: ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე და პროექტის თანამშრომლები ლუკა ნახუცრიშვილი\, ია ერაძე\, თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 აპრილი\, 17:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-04-2025-researchroject/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-metsn-khel-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250426T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250426T180000
DTSTAMP:20260418T113831
CREATED:20250417T081032Z
LAST-MODIFIED:20250417T081032Z
UID:10005710-1745683200-1745690400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ფრანკ თომას გრუბის სემინარი „ამბების თხრობა: საზოგადოება\, ისტორია\, თანამედროვეობა და ლიტერატურა“
DESCRIPTION:26 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახში პროგრამის Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი\, დოქტორი ფრანკ თომას გრუბი გამართავს სემინარს „ამბების თხრობა: საზოგადოება\, ისტორია\, თანამედროვეობა და ლიტერატურა“ (Geschichte(n) erzählen: Gesellschaft\, Geschichte\, Gegenwart und Literatur). \nპროფესორ გრუბის კვლევის სფეროა თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურა\, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მწერლობა და კულტურისმცოდნეობის დიდაქტიკა. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ასევე ინტერ- და ტრანსკულტურულ საკითხებს\, ხოლო მისი ნაშრომები დაკავშირებულია ავტობიოგრაფიულ მწერლობასთან\, ლიტერატურულ ლიმინალურობასთან\, ლიტერატურის შექმნასა და რეცეფციასთან\, სამოგზაურო ლიტერატურასთან\, ლიტერატურის თეორიასა და გერმანისტიკის\, როგორც დარგის\, განვითარებასთან უცხოეთში. \n2003 წელს მან ზაარლანდის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „გარდატეხა“ და „ერთიანობა“ გერმანულენოვან ლიტერატურაში. 2020 წელს გამოიცა მისი მეორე მონოგრაფია Traumreisen in Märchenländer? Studien zur Reiseliteratur aus der DDR Richtung “Westen“. \nფრანკ თომას გრუბი იყო გერმანისტიკის მიმართულების პროფესორი ჯერ გოტებორგის\, შემდეგ – უფსალის უნივერსიტეტში. ამჟამად ხელმძღვანელობს უფსალის უნივერსიტეტის თანამედროვე ენათა ინსტიტუტს.  ქსელის Landeskunde Nord დამაარსებელი და არაერთი ანთოლოგიის (მათ შორის Northern European Studies in Literature\, Language and Culture) რედაქტორია. ასევე აქვეყნებს სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ. \nვრცლად მომხსენებლის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.uu.se/en/contact-and-organisation/staff?query=N14-498. \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 26 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-04-2025-seminar/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-1-metsn-spikeriani.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T120000
DTSTAMP:20260418T113831
CREATED:20250422T113743Z
LAST-MODIFIED:20250423T081412Z
UID:10005713-1745920800-1745928000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ აია ბერაიას სადისერტაციო ნაშრომის „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“ დაცვა
DESCRIPTION:29 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი აია ბერაია დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“  (Feminist Democracy: Reconstruction of Autonomy\, Identity and Citizenship). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nდოქტორანტი ნაშრომში მიზნად ისახავს დემოკრატიის ახალი მოდელის შემოთავაზებას რეალურად არსებული ლიბერალური დემოკრატიების რამდენიმე საფუძვლის რეკონსტრუქციის საშუალებით. ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია\, რასაც სხვადასხვა სიმპტომი აქვს\, მათ შორის\, ელექტორალური მონაწილეობის შემცირება\, ულტრამემარჯვენე მოძრაობის აღზევება და არალიბერალური რეჟიმების გაძლიერება. ამ გლობალური კრიზისის საპასუხოდ შემოთავაზებულია მოდელი „ფემინისტური დემოკრატია“\, რომლის კონსტრუირება ხდება ნორმატიული ლიბერალური თეორიის\, ლიბერალური დემოკრატიის საფუძველმდებარე იდეების თეორიულ სისუსტეებში ჩაძიებით და ამ იდეების ფემინისტური რეკონსტრუქციით. ამ მიზნის შესაბამისად ხდება ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის იდეების რეკონსტრუქცია. ნაშრომი მიზნად ისახავს დემოკრატიის ნორმატიული თეორიის შექმნას. შემოთავაზებული ნორმატიული თეორიული ჩარჩო შედგება იდეებისგან\, როგორებიცაა: რელატიური ავტონომია და კოლექტიური ავტონომია\, „იდენტობა“ როგორც ეთიკურ-ნორმატიული ცნება და მოქალაქეობის ფემინისტურ-რესპუბლიკური მოდელი ჰეტეროგენულ საზოგადოებებში. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი მიუნსტერის უნივერსიტეტიდან:  პროფესორი თომას გუტმანი \nსამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ასოც. პროფესორი თამარ ცხადაძე \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-04-2025-dissertation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/ormagi_web_new-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR