BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250116T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250116T170000
DTSTAMP:20260418T193406
CREATED:20250114T073736Z
LAST-MODIFIED:20250114T073736Z
UID:10005639-1737043200-1737046800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ქეთევან კობაიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:16 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი ქეთევან კობაიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სამოქალაქო ჩართულობის პიროვნული და სიტუაციური პრედიქტორები“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი  – ნინო ჯავახიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი \nდრო: 16 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-qethevan-kobaidzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/nweb.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250123T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250123T180000
DTSTAMP:20260418T193406
CREATED:20250120T094922Z
LAST-MODIFIED:20250120T094922Z
UID:10005644-1737648000-1737655200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ თამარ ლეკვეიშვილის საჯარო ლექცია „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“
DESCRIPTION:23 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი თამარ ლეკვეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“. \nმომხსენებელი ისაუბრებს აღნიშნული წყაროს მნიშვნელობაზე მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიისა და ირან-საქართველოს ურთიერთობების შესწავლისთვის. წყარო\, რომელიც დღემდე უცნობი იყო ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის\, ქართულად თარგმნა თამარ ლეკვეიშვილმა. თარგმანს ერთვის გამოკვლევა და კომენტარები. \nთამარ ლეკვეიშვილი შეეხება წყაროს არაერთი მნიშვნელოვან\, დღემდე უცნობ ფაქტს\, რომლებიც შეჯერებული იქნება სხვა წყაროების მონაცემებთან (შაჰ აბას I-ის და მისი კარის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტი აღმოსავლეთ საქართველოში\, ურთიერთობა სამეფო საგვარეულოსა და თავადაზნაურობასთან\, თანამშრომლობისა და დაპირისპირების განმაპირობებელი ფაქტორები\, ლაშქრობათა მიზეზები და შედეგები\, ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულებთან სპეციფიკური ურთიერთობების განმაპირობებელი ფაქტორები\, იმ პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოში არსებული მმართველობის სისტემის თავისებურებანი და სხვ.) \nსაჯარო ლექცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (YS-22-209) ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 23 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის S201/202 დარბაზი\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mkvlevar-thamar-lekveishvilis-sajaro-leqtsia-phazli-beg-khuzani-esphahanis-shah-abasis-mmarthvelobis-qronika-akhali-tsqharo-me-17-saukunis-pirveli-nakhevris-saqarthvelosa-da-saqarthvelo-iranis-urthier/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/lekveishvili_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20250130
DTEND;VALUE=DATE:20250213
DTSTAMP:20260418T193406
CREATED:20250129T083125Z
LAST-MODIFIED:20250129T083125Z
UID:10005657-1738195200-1739404799@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“
DESCRIPTION:30 იანვარს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941) / გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“\, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. \nგამოფენა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული პროექტის „Globale Verflechtungen der Deutschen in Georgien (1817-1941)“ შედეგად. \nდამთვალიერებელი 23 ბანერით გაეცნობა საქართველოში მცხოვრები შვაბი ემიგრანტების ჯერ კიდევ მხოლოდ ფრაგმენტულად შესწავლილ ყოველდღიური ცხოვრების ისტორიას. \nექსპოზიციაზე პირველად გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1941 წლის ოქტომბერში სამხრეთ კავკასიიდან გერმანელების დეპორტაციამდე პერიოდის ხელნაწერი გერმანულენოვანი წყაროები. \nორენოვან ბანერებზე ასახულია გერმანელი კოლონისტების ყოველდღიური ცხოვრების მთელი ციკლი: დაბადება\, ნათლობა\, ახალგაზრდობა და სასკოლო განათლება\, ქორწინება და განქორწინება\, გარდაცვალება\, დაკრძალვა და სხვ. \nპროექტის ხელმძღვანელები: პროფესორი რაფაელა ავერკორნი\, პროფესორი ოლივერ რაისნერი \nპროექტის წევრები: ფლორიან კრიონერთი\, ფელიქს ლოდერმაიერი\, ივა მინდაძე\, მარი ანა შიობელი\, დავით ჯიშკარიანი \nპროექტის მენეჯერი\, დიზაინერი და რედაქტორი − ლალი კახიძე (ანდრეა ბენედეტოს მხარდაჭერით) \nდრო: 30 იანვარი – 12 თებერვალი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიე\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gamophena-globaluri-kavshirebi-germanelebi-saqarthveloshi-1817-1941-tsts/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/axali-web-111.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250130T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250130T113000
DTSTAMP:20260418T193406
CREATED:20250127T120302Z
LAST-MODIFIED:20250128T082301Z
UID:10005652-1738229400-1738236600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენთან შეხვედრა
DESCRIPTION:30 იანვარს\, 09:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენსა და ამავე სააგენტოს საქართველოს ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ თამარ ღარიბაშვილთან. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ასოცირებული წევრია. \nსტუმრები ისაუბრებენ ღონისძიებებზე\, რომლებიც ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის\, ფრანკოფონული ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებში\, ასევე ქვეყნის მასშტაბით. \nილიაუნი ადმინისტრირებას უწევს ორი მნიშვნელოვანი ვებგვერდის ფუნქციონირებას: \n\nფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის ვებგვერდი https://delegationrfengeorgie.iliauni.edu.ge\n\nვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების\, საჯარო სკოლების ფრანგულენოვანი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებათა შესახებ. \n\nცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ფრანკოფონული სადოქტორო კოლეჯის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში – CODFREURCOR ვებგვერდი https://codfreurcor.iliauni.edu.ge\n\nკოლეჯის ვებგვერდზე\, რომელიც აერთიანებს რეგიონის 15 უნივერსიტეტს\, ვრცელდება ინფორმაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში გამართულ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ. კოლეჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის გამართვა კოლეჯის წევრ უნივერსიტეტებში. კონფერენციის მასალები  იბეჭდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალენოვან ჟურნალში „ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“ (EISH) http://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/issue/view/20. \n2014 წლიდან გამოცემულია 10 ნომერი. \nსამუშაო ენა: ფრანგული \nდრო: 30 იანვარი\, 09:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/auf-is-tsentraluri-da-aghmosavleth-evropis-biuros-direqtor-lor-kastenthan-shekhvedra/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/new-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250131T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250131T140000
DTSTAMP:20260418T193406
CREATED:20250128T075540Z
LAST-MODIFIED:20250128T075540Z
UID:10005653-1738328400-1738332000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ირაკლი დეკანოზიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:31 იანვარს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში  ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ირაკლი დეკანოზიშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy” („აღიარების კონცეფცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში“). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nსადისერტაციო ნაშრომი შეეხება აღიარების ცნებას და მის მნიშვნელობას როგორც ეთიკაში\, ასევე პოლიტიკის ფილოსოფიაში. ნაშრომში შემოთავაზებულია აღიარების თეორიის ერთგვარი რეკონსტრუქცია\, რომელიც წარმოაჩენს ამ ცნების განსხვავებულ ასპექტებს და მას განიხილავს არსებითად მნიშვნელოვნად როგორც პიროვნების კონსტიტუციისთვის\, ასევე ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის. აგრეთვე ყურადღება ეთმობა სხვადასხვა თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური პრობლემის განხილვას აღიარების თეორიის პერსპექტივიდან და იმის ჩვენებას\, როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება სრულფასოვანი და ადეკვატური აღიარების თეორიული მიმართებებით. \nსამეცნიერო ხელმძღვანელები:   \nმიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას გუტმანი \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 31 იანვარი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-irakli-dekanozishvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/dekanozishvili_web_new.png
END:VEVENT
END:VCALENDAR