BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241002T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241002T130000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20240925T115133Z
LAST-MODIFIED:20240925T115133Z
UID:10005536-1727870400-1727874000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „იაპონური სამოსი\, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება“
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური სამოსი\, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება”. \nმას გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა. \nვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას იაპონურის სამოსის\, კალიგრაფიისა და ორიგამის შესახებ\, საშუალება ექნებათ\, მოირგონ იაპონური სამოსი\, სპეციალური იაპონური ფუნჯების საშუალებით შეასრულონ კალიგრაფიის ნიმუშები და გააკეთონ ორიგამი (ქაღალდის ფიგურები). \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 2 ოქტომბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-iaponuri-samosi-kaligraphia-da-origamis-khelovneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-iaponia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241002T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241002T183000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241001T085615Z
LAST-MODIFIED:20241001T085615Z
UID:10005544-1727888400-1727893800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია. \nნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (#FR -21-670). \nწიგნის ავტორები არიან გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრები – ეთერ ღვინიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი)\, მურმან ქუთელია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნარიმანიშვილი. \nმასში წარმოდგენილია პროფესორ ცისია კახიანის საარქივო მასალის ნაწილი\, რომელიც თბილისის არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს ეხება\, ასევე მისი ხელმძღვანელობით კვლევითი ჯგუფის მიერ შესწავლილი წარწერები და მოგვიანებით აღმოჩენილი არაბულენოვანი ძეგლები. \nსაარქივო მასალები და წარწერები განხილულია ისტორიულ კონტექსტში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 2 ოქტომბერი\, 17:00-18:30 საათი \nადგილმდებარეობა: გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, ოთახი N201/202 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-thbilisis-arabulenovani-epigraphikuli-dzeglebis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/1web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241007T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241007T200000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20240930T071904Z
LAST-MODIFIED:20240930T071904Z
UID:10005542-1728327600-1728331200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ – წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:7 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ პრეზენტაცია. \nსახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა\, ბიძგი მისცეს ქართული ლიტერატურის\, როგორც კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიის\, შესწავლას მეხსიერების კვლევების უახლეს მიდგომათა გამოყენებით.  კრებულზე დაყრდნობით ქართულენოვანი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ კოლექტიური მეხსიერების სხვადასხვა მედიაზე დაკვირვებას დასავლურ სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრებული თეორიულ-მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით\,  ქართული იდენტობისა და მეხსიერების ურთიერთკავშირის შესახებ კვლევების განხორციელებას და ტრავმის რეპრეზენტაციის თავისებურებათა შესწავლას კულტურული მეხსიერების არტეფაქტებში. \nსახელმძღვანელო შეიქმნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ ფარგლებში. \nპრეზენტაციას გაუძღვებიან წიგნის შემდგენლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი\, ასისტენტ-პროფესორი სალომე პატარიძე და დოქტორანტი ნინო ბოკუჩავა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/literatura-da-koleqtiuri-mekhsiereba-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241008T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T170000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241003T135039Z
LAST-MODIFIED:20241003T135140Z
UID:10005546-1728403200-1728406800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ლიანა კუპრეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლიანა კუპრეიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ძველი თბილისის დარაბებს მიღმა (პროსტიტუციის ისტორია წინარევოლუციურ თბილისში 1876-1917წწ.)“ \nსამეცნიერო ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი \nთანახელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nდრო: 8 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-liana-kupreishvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/datsva_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241009T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241009T200000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241007T121606Z
LAST-MODIFIED:20241122T110939Z
UID:10005551-1728468000-1728504000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ავანგარდის მომენტების გახსენება\, ავანგარდის სცენების შეკავშირება“ – H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
DESCRIPTION:9-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ავანგარდის მომენტების გახსენება\, ავანგარდის სცენების შეკავშირება“. \nისტორიული ავანგარდი მოიცავს მივიწყებულ მომენტებსა და სცენებს\, რომელთა ხელახალი აღმოჩენა\, ევროპული ავანგარდის ცენტრალურ თუ პერიფერიულ სცენებთან შეკავშირება ჯერაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ნაციონალურ კულტურაში არ გამოვლინდებოდა ავანგარდული მომენტები\, რომ არა ძლიერი სურვილი ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტაციის ფართო ევროპულ ქსელთან შეკავშირებისა. თუმცა ისტორიული ცვლილებების გამო ზოგიერთი მომენტი/სცენა გამოეთიშა ერთიან პროცესს და ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული რჩებოდა. \nერთ-ერთი ასეთი მომენტია ტფილისის მოდერნიზმი/ავანგარდი (1917-1918) და ფუტურისტული ჯგუფი H2SO4 (1920-იანი წლები)\, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული კულტურული მეხსიერებიდან ამოშალა და ქვეყანა ევროპულ კულტურულ კონტექსტს მოსწყვიტა. პოსტსაბჭოთა ათწლეულებში საქართველომ ეს მემკვიდრეობა დაიბრუნა. H2SO4-ის (1924)\, ფუტურისტული ჯგუფისა და ამავე სახელწოდების ჟურნალის ასი წლისთავი კარგი საბაბია განსხვავებულ\, თუმცა ურთიერთშედარებად ავანგარდულ კულტურულ გამოცდილებებზე მსჯელობისათვის. \nჩვენ გვესმის მოდერნიზმი და ავანგარდი\, როგორც სხვადასხვა კულტურული მომენტების ერთიანობა. თითოეული ლოკალიზებული მომენტის სპეციფიკა განიხილება მათი ტრანსკულტურული კავშირების ისტორიისა და აწმყოში ტრანსგრესიის პოტენციალის პერსპექტივებიდან. ამ ისტორიების აღსადგენად ჩვენ ვიკვლევთ ქსელებს\, ურთიერთობებს\, ჯგუფებს\, ურთიერთთანამშრომლობას\, რომლებიც უნიკალური მომენტების შესაქმნელად ყალიბდებოდა\, ქრებოდა\, კვლავაც ჩნდებოდა. კვლავ ისმის კითხვები: როგორია ავანგარდის სოციალური ტრანსფორმაციის ძალა; რას გადმოგვცემს კულტურათაშორისი ავანგარდული ალიანსების თეორიული და მეთოდოლოგიური ურთიერთმიმართების ისტორიები? \nკონფერენცია ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის მიერ; ლიონებურგის ლოეფანას უნივერსიტეტი (გერმანია)\, ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. \n\nკონფერენციის პლენარული მომხსენებლები/საუბრები: \nგიუნტერ ბერგაუსი\, ბრისტოლის უნივერსიტეტი\, საერთაშორისო ფუტურიზმი და ურთიერთგანაყოფიერება ისტორიულ ავანგარდში. \nხელოვანთა საუბარი: ბეატე ზოენტგენი\, ლოეფანას უნივერსიტეტი ლიონებურგში\, ანუკ ბელუგასთან და მარი ყალაბეგაშვილთან ერთად. \nგია ჯოხაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მანდელშტამიანა: რუსეთისა და საქართველოს კულტურული ისტორიის ფრაგმენტები. \nლექცია/წიგნის პრეზენტაცია. \n\nდეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 9-11 ოქტომბერი \nადგილმდებარეობა: უმაღლესი კვლევების ცენტრი\, გიორგი წერეთლის N3\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, მე-8 სართული\, ოთახი 800
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/avangardis-momentebis-gakhseneba-avangardis-stsenebis-shekavshireba-h2s04-is-100-tslisthavisadmi-midzghvnili-saerthashoriso-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/avangardi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241010T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241010T150000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241008T085357Z
LAST-MODIFIED:20241008T085357Z
UID:10005553-1728568800-1728572400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა დიდიე ტღებიუკთან\, გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში
DESCRIPTION:10 ოქტომბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან. შეხვედრაზე დიდიე ტღებიუკი ისაუბრებს  საქართველოში გაეროს საქმიანობის\, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და მათ მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევების\, ასევე მიმდინარე წლის სექტემბერში გამართული მომავლის სამიტის შესახებ. \nმომხსენებელი მიმოიხილავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ჩამოყალიბებულ მდგრადი განვითარების 17 მიზანს\, როგორც მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ნაწილს. \nეს მიზნები – სიღარიბის აღმოფხვრა\, განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა – გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად; მომხსენებელი ასევე შეეხება გლობალურ და ლოკალურ პერსპექტივებს. \nდასასრულს სტუდენტებს\, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუმრებს საშუალება მიეცემათ\, დასვან კითხვები\, გაუზიარონ მოსაზრებები მომხსენებელს და განიხილონ გაეროსა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 10 ოქტომბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-didie-tghebiukthan-gaeros-mudmiv-koordinatorthan-saqarthveloshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/web-metsn-khel-shekhvedra-didie-tghebiukthan.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241010T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241010T200000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241001T082426Z
LAST-MODIFIED:20241001T082426Z
UID:10005543-1728586800-1728590400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის ახალი თარგმანების პრეზენტაცია ილიაუნიში
DESCRIPTION:10 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის მორიგი თარგმანების პრეზენტაცია. \nჯონ პივიჰაუსისა და ჯოშუა გოლდსტაინის წიგნი „საერთაშორისო ურთიერთობები“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკავშირის პროექტის PESTUGE მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორები – დავით აფრასიძე და გიორგი გვალია\, მთარგმნელები – ანა მიქაუტაძე\, ნინო ტიკარაძე და ლევან წკრიალაშვილი. \nფრენსის ფუკუიამას „პოლიტიკური წესრიგი და პოლიტიკური დაკნინება“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი დავით აფრასიძე\, მთარგმნელები – დავით აფრასიძე\, ანა მიქაუტაძე\, ნინო ტიკარაძე და თამარ ქუმსიაშვილი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/politikis-metsnierebisa-da-saerthashoriso-urthierthobebis-seriis-akhali-thargmanebis-prezentatsia-iliaunishi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/thargmanebi_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241015T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241015T170000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241011T084924Z
LAST-MODIFIED:20241011T084924Z
UID:10005558-1729008000-1729011600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო\, მისი ისტორია და კულტურა“ – პროფესორ ტატიანა დენისოვას ლექცია
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი\, კუალა-ლუმპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (მალაიზია) ისლამური მეცნიერებისა და ცივილიზაციის კვლევის ცენტრის პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო\, მისი ისტორია და კულტურა“. \nანოტაცია \nსამხრეთ-აღმოსავლეთ აზია\, მალაური სამყაროს ჩათვლით\, ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია. უძველესი დროიდან ცნობილი რეგიონი ნახსენებია სხვადასხვა ისტორიულ წყაროში. \nმალაის არქიპელაგის ისტორიულ განვითარებაში ფუძემდებლური როლი შეასრულა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ორ უმთავრეს საზღვაო გზის გადაკვეთაზე მდებარე არქიპელაგი ინდოეთისა და ჩინეთის დიდ ბაზრებთან ყოველწლიური მუსონური ქარების სისტემებით იყო დაკავშირებული. \nმალაის არქიპელაგის ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მისი მდიდარი ბუნებრივი და მინერალური რესურსები\, რაც ქმნიდა გასაყიდი თუ გასაცვლელი პროდუქტების მრავალფეროვნებას. \nრეგიონის მთავარი მახასიათებელია მისი მრავალეროვნული და მულტიკულტურული ხასიათი. მას დიდი ხნის წინ ეწოდა ღია სამყარო. „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ გახდა ამ ცივილიზაციის მთავარი პრინციპი და მამოძრავებელი ძალა. მთავარი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარე მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი\, მალაური სამყარო\, იქცა სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის – ინდურის\, ჩინურის\, მუსლიმურის\, ევროპულისა და მალაურის – შერწყმის ადგილად. \nრეგიონის ღიაობა და მრავალფეროვნება ასახულია მალაელთა ისტორიასა და წერილობით მემკვიდრეობაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erthianoba-mravalpherovnebashi-malauri-samqharo-misi-istoria-da-kultura-prophesor-tatiana-denisovas-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/akhali-web-metsn-khel.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241015T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241015T200000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241009T122455Z
LAST-MODIFIED:20241011T100736Z
UID:10005555-1729018800-1729022400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“ – არქეოლოგ დიონისე მურელატოსის ონლაინმოხსენება
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი დიონისე მურელატოსი (ათენი\, საბერძნეთი) ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“. \nსაბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აქტუალური გახდა „ეროვნული უწყვეტობის“ საკითხი\, რომელსაც სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ. ათენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კ. პაპარიგოპულოსმა XIX საუკუნის შუა ხანებში პირველად ჩამოაყალიბა იდეები ახალგაზრდა სახელმწიფოს იდენტობის შესახებ. მან ეროვნული ისტორიის უწყვეტობის სამმაგი სქემა შეიმუშავა (ანტიკური\, ბიზანტია და თანამედროვე საბერძნეთი). ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის ისტორიის ჩართვა „ნაციონალურ“ ნარატივში საჭიროდ მიიჩნიეს. ბიზანტიური ხელოვნების შესწავლა და მისი ჩართვა ეროვნული წარსულის აღქმაში არსებითი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით. 1919-1922 წლებში მცირე აზიაში საბერძნეთ-თურქეთის ომის შემდეგ შენარჩუნებული იყო ისტორიის ტრადიციული აღქმა. ომის შემდგომ სამყაროში\, ცივი ომის დროს\, ბიზანტიის აღქმა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ახალ ველად იქცა. \nფორმატი: ონლაინ \nJoin Zoom Meeting \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86191264222?pwd=FlaauKh9Bw5t4pZrCL9AIB6DzPcFvP.1\n\nMeeting ID: 861 9126 4222 \nPasscode: 688611 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 ოქტომბერს\, 19:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bizantiuri-dzeglebis-menejmenti-thanamedrove-saberdznethshi-xix-xx-ss-arqeolog-dionise-murelatosis-onlainmokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/murelatosi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241016T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241016T190000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20240912T095628Z
LAST-MODIFIED:20240912T095628Z
UID:10005519-1729101600-1729105200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ირინა ლობჟანიძის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პარაკლიტონის“ პრეზენტაცია (იხ.\, http://manuscript.iliauni.edu.ge/). \nირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს\, კერძოდ\, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO)\, რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერი\, პარაკლიტონი\, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების საგრანტო კონკურსის (SP-23-685) შედეგს\, MS. Wardr. d. 1 ხელნაწერის გამოცემულ ტექსტს. \nწიგნის რედაქტორები\, ნინო დობორჯგინიძე და თამაზ კოჭლამაზაშვილი\, ისაუბრებენ ქართული და საქართველოში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და კვლევაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე\, ამ მიმართულებით ილიას უნივერსიტეტში დანერგილ სასწავლო და კვლევით პროგრამებზე\, ასევე პარაკლიტონის ტექსტოლოგიურ საკითხებზე. \nშეხვედრის ბმული \nJoin Zoom Meeting ID 824 3872 2663 \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/82438722663?pwd=aRHIMmsVQNbjAmDMV0Qmbaa6uhOSNb.1\n\nPasscode: 209768 \nდრო: 16 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. N1) \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-irina-lobzhanidzis-mier-gamotsemuli-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241017T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241017T200000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241007T081712Z
LAST-MODIFIED:20241007T081712Z
UID:10005550-1729191600-1729195200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX\, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX\, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს უდიების\, კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხის\, შესახებ ბოლო სამ საუკუნეში შეგროვებულ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს. \nწიგნი იწყება უდი განმანათლებლის\, მიხეილ ბეჟანოვის მე-19 საუკუნის ჩანაწერებით  სოფ. ვართაშენისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. იგი აღწერს ერთი მეტად საინტერესო და მრავალეთნიკური კავკასიური სოფლის ყოფას\, ადგილობრივ კულტურათა ურთიერთგავლენას\, უდიურ ტრადიციებსა და თქმულებებს\, უდიურ თემში ჯერ კიდევ შემორჩენილ სხვადასხვა წეს-ჩვეულებასა თუ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენას. \nმეორე თავი ეთმობა გივი ბეჟანიშვილის მიერ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აზერბაიჯანის უდიურ დასახლებებში\, ნიჯსა და ვართაშენში\, ჩაწერილ ზეპირ ისტორიებს. \nდასკვნით ნაწილში  თავმოყრილია ჩვენს საუკუნეში ალექსანდრე ქავთარაძის მიერ სადოქტორო კვლევაზე მუშაობისას საქართველოში მცხოვრებ უდიებთან ჩაწერილი რამდენიმე ზეპირი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისის დევნის შესახებ. \nწიგნის რედაქტორი\, მთარგმნელი და შემდგენელია ალექსანდრე ქავთარაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი\, ორგანიზაცია \,\,საქართველოს უდიების“ თანადამფუძნებელი. \nკრებული გამოსცა „კავკასიურმა სახლმა“. \nკრებულს წარადგენენ ალექსანდრე ქავთარაძე და „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/krebulis-udiebi-ethnographiuli-chanatserebi-xix-xx-da-xxi-saukuneebi-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/udiebi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241021T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241021T190000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241022T080342Z
LAST-MODIFIED:20241022T080342Z
UID:10005563-1729533600-1729537200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექცია „ბერძნული მითები და დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“
DESCRIPTION:21 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „ბერძნული მითები და დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“. \nმომხსენებელი განიხილავს ჰესიოდეს მითებში დროის წარმოშობასთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ პრობლემატიკას. ჰესიოდე დროითი ცვლილების\, თვეების\, სეზონებისა და წლების წარმოქმნას უკავშირებს კრონოსის მიერ მამამისზე\, ურანოსზე\, განხორციელებულ ძალადობის აქტს\, შესაბამისად\, დროის წარმოქმნას განიხილავს\, როგორც ძალადობის პრიმორდიალურ აქტს. \nუფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორ იოჰან ტრალაუს სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. 2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-iohan-tralaus-sajaro-leqtsia-berdznuli-mithebi-da-drois-dasatsqhisi-hesiodes-kronosi-da-drois-aspeqtebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/WEB-BANNER-savle-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241023T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241023T200000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241022T081813Z
LAST-MODIFIED:20241022T081813Z
UID:10005565-1729710000-1729713600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექცია „დროის დასაწყისი და სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები\, რომლებიც შურისძიებას ესწრაფვიან“
DESCRIPTION:23 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „დროის დასაწყისი და სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები\, რომლებიც შურისძიებას ესწრაფვიან“. \nმომხსენებელი შეეხება ჰესიოდეს მიერ აღწერილი კრონოსისა და პრომეთეს (კავკასიურ ტრადიციაში − ამირანის) მითების საფუძველზე სამართლიანობის იდეის საწყისს ბერძნულ მითოლოგიაში და ეცდება უპასუხოს ფილოსოფიურ\, მორალურ და სამართლებრივ კითხვას – სამართლიანობა დამოკიდებულია თუ არა დროზე. \nუფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორ იოჰან ტრალაუს სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. 2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-iohan-tralaus-sajaro-leqtsia-drois-dasatsqhisi-da-samarthlianoba-berdznul-mithebshi-hesiodes-ghmerthebi-romlebits-shurisdziebas-estsraphvian/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/WEB-BANNER-savle22.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241024T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241024T203000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20241022T115622Z
LAST-MODIFIED:20241022T123315Z
UID:10005566-1729792800-1729801800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში – საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლის 2024 წლის გამოშვების შემაჯამებელი ღონისძიება
DESCRIPTION:24 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში\, საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლის 2024 წლის გამოშვების შემაჯამებელი ღონისძიება. \nკონფერენციის თემებია: დემოკრატიის თეორია\, ცხოველებთან მოპყრობის ეთიკა\, ზიანის პრინციპის ადგილი ნორმატიულ თეორიაში\, ექსპერიმენტული მეთოდები მორალის ფილოსოფიაში. \nმომხსენებლები იქნებიან ილიაუნის ფილოსოფიის მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. \nდეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 ოქტომბერი\, 18:00-20:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-ethikasa-da-politikis-philosophiashi-saerthashoriso-sadoqtoro-sezonuri-skolis-2024-tslis-gamoshvebis-shemajamebeli-ghonisdzieba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/new-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241031T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241031T180000
DTSTAMP:20260419T041450
CREATED:20240925T122403Z
LAST-MODIFIED:20240926T061033Z
UID:10005537-1730368800-1730397600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“
DESCRIPTION:31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ გურამ კარტოზიას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“. \nკონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. \nკონფერენციის თემები: \n\nქართველური ენების ფონოლოგია\, მორფოსინტაქსი და სემანტიკა;\nქართველური ენები და ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება;\nქართველური ენების სოციოლინგვისტური ასპექტები;\nქართველური ენების დიალექტოლოგია და ვარიაცია;\nქართველური ენების ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია;\nქართველური ენების კონტაქტ-ლინგვისტიკა და ენობრივი ცვლილებები;\nსაფრთხეში მყოფი ქართველური ენების დოკუმენტირება და აღწერა;\nენობრივი დოკუმენტირების ეთიკური კომპონენტი;\nსაფრთხეში მყოფი ენების ენობრივი დოკუმენტირებისა და დამუშავების ციფრული ხელსაწყოები და რესურსები.\n\nპროგრამა და აბსტრაქტები იხ. ბმულზე: https://kld.iliauni.edu.ge/programme.html \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 ოქტომბერი-1 ნოემბერი\, 10:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-qarthveluri-enobrivi-mravalpherovneba-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/AB-WEB.png
END:VEVENT
END:VCALENDAR