BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240401T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240401T190000
DTSTAMP:20260421T211412
CREATED:20240326T072232Z
LAST-MODIFIED:20240326T072232Z
UID:10005394-1711990800-1711998000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში" - ეკა ჭყოიძის საჯარო მოხსენება
DESCRIPTION:1-ელ აპრილს\, 17:00 საათზე\, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს მოხსენებას „ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში”. \nათონის მთის ერთ-ერთი მონასტრისთვის ლევან კახთა მეფის გულუხვ შეწირულობაზე მოწმობს მისი და მისი მემკვიდრის\, ალექსანდრეს (შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1601) ფრესკა ფილოთეოსის მონასტრის სატრაპეზოში. \nფრესკას ახლავს შესაბამისი წარწერები\, რომლებიც ქართული სამეცნიერო წრეებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. \nმოხსენებაში განხილული იქნება ეს ფრესკა\, მისი წარწერები და მათი მნიშვნელობა\, კახეთის სამეფოს მნიშვნელობა საერთაშორისო კონტექსტში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 1-ელი აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-kakhtha-mephis-1518-20-1574-saqtitoro-tsartserebi-athonis-philotheosis-monastershi-eka-tchqhoidzis-sajaro-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/kakhtha-mephe-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240405T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240405T190000
DTSTAMP:20260421T211412
CREATED:20240326T084304Z
LAST-MODIFIED:20240328T083958Z
UID:10005396-1712336400-1712343600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში" – ასოცირებული პროფესორის\, ქეთი ცოტნიაშვილის კვლევის წარდგენა
DESCRIPTION:5 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი წარადგენს კვლევას „აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში”. \nკვლევის მოკლე მიმოხილვა \nკვლევის მიზანია აკადემიური იდენტობებისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის კომპლექსურობის შესწავლა საქართველოში. ნაშრომში ხაზგასმულია საბჭოთა ეპოქიდან პოსტსაბჭოთა დროსა და სივრცეში გადასვლის მრავლობითი\, არაწრფივი\, კონფლიქტური და პარადოქსული ტრაექტორიები. კვლევის მთავარი ფოკუსია ქართველ პროფესორთა მოგონებები\, ცხოვრებისეულ-აკადემიური გამოცდილება\, ასევე მათი წარმოდგენა მომავლის შესახებ დეკოლონიური და პოსტსოციალისტური თეორიული პერსპექტივების გათვალისწინებით. კვლევა დაფუძნებულია ნარატიულ-ეთნოგრაფიულ მეთოდოლოგიაზე\, რომელიც მძლავრად წარმოაჩენს ქცევების\, ურთიერთობებისა და დამოკიდებულებათა გაორებას ქართულ აკადემიურ სივრცეში. \nმომხსენებლის შესახებ \nქეთი ცოტნიაშვილმა 2023 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკის მიმართულებით. მიიღო შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES) ევრაზიის ჯგუფის საუკეთესო დისერტაციის ჯილდო (2024). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ თემებს: აკადემიური იდენტობები და აკადემიური პროფესია\, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცვლილება\, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციების დეკოლონიურ და პოსტკოლონიურ თეორიებთან თანაკვეთა\, კოლექტიური მეხსიერების\, ნარატივებისა და ბიოგრაფიების კვლევა. 2024 წლის მარტიდან ქეთი ცოტნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია განათლების პოლიტიკის მიმართულებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akademiuri-identobebis-transphormatsia-da-gaorebis-konphiguratsiebi-qarthul-akademiur-sivrtseshi-asotsirebuli-prophesoris-qethi-tsotniashvilis-kvlevis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/1web-asotsirebuli-prophesoris-qethi-tsotniashvilis-kvlevis-tsardgena.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240424T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240424T200000
DTSTAMP:20260421T211412
CREATED:20240419T072535Z
LAST-MODIFIED:20240419T072535Z
UID:10005428-1713985200-1713988800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რაფაელ როგინსკის კონცერტი
DESCRIPTION:24 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პოლონელი კომპოზიტორის\, ეთნომუსიკოლოგისა და შემსრულებლის\, რაფაელ როგინსკის კონცერტი. \nკონცერტზე შესრულდება საიათნოვას მოტივებით შთაგონებული პიესები\, ასევე სხვა სოლო ნაწარმოებები გიტარაზე. \nდრო: 24 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი\, A კორპუსი (ეზო)\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/raphael-roginskis-kontserti/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/web-musikis-tsentri-raphael-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240426T123000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240426T133000
DTSTAMP:20260421T211412
CREATED:20240425T113025Z
LAST-MODIFIED:20240429T113132Z
UID:10005431-1714134600-1714138200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:\,\,APRILE-IL MESE DELL’AMORE’’ - იტალიური ენის კურსის სტუდენტების ღონისძიება
DESCRIPTION:26 აპრილს\, 12:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გამართავს ღონისძიებას “Aprile-il mese dell’amore’’ („აპრილი – სიყვარულის თვე“). \nღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები\, რომლებიც წაიკითხავენ ცნობილი იტალიელი პოეტების (ჯაკომო ლეოპარდის\, დანტე ალიგიერის) ლექსებსა და პოემების ნაწყვეტებს სიყვარულზე\, იტალიური პოეზიის ნაწილის პარალელურად – ქართველ პოეტთა ციტატებს სიყვარულზე (ასევე ცნობილ ფრაზებს ქართული ფილმებიდან). \nღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\, ჩაერთონ მინიდისკუსიაში. \nფინალურ ნაწილში სტუდენტები შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს. \nღონისძიების ორგანიზატორია იტალიური ენის პედაგოგი მანანა სიფრაშვილი. \nსამუშაო ენები: ქართული\, იტალიური \nდრო: 26 აპრილი\, 12:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/aprile-il-mese-dell-amore-italiuri-enis-kursis-studentebis-ghonisdzieba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/6218a59b97001b77c6bc7b5e8e4e8c0a_83215.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240427T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240427T200000
DTSTAMP:20260421T211412
CREATED:20240425T111835Z
LAST-MODIFIED:20240429T111944Z
UID:10005430-1714244400-1714248000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ივირონი და მისი მხატვრული მემკვიდრეობა“ – პროფესორ ნინო ჭიჭინაძის ონლაინლექცია
DESCRIPTION:27 აპრილს\, 18:00 საათზე\, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის The Caucasus Through Time Network-ის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას ”Iviron and its Artistic Legacy”. \nმომხსენებელი შეეხება ივირონის ათონის ქართველთა მონასტერსა და მის ხელოვნებას. ივირონის რელიგიური და პოლიტიკურ-კულტურული განზომილება\, რომელიც სცილდება საკუთრივ ათონის მთას\, გაცხადებულია სამონასტრო ხელოვნებითა და რელიკვიებით. საუკუნეთა განმავლობაში  ათონსა და საქართველოს შორის  კავშირ-ურთიერთობების თავისებურებები განხილული იქნება ხელოვნების პერსპექტივიდან. \nფორმატი: ონლაინ (შეხვედრა ზუმში) \nრეგისტრაცია: \n\nhttps://ucl.zoom.us/meeting/register/tJYtc-uqqD4rGtE3_jMhKdWq-jZJyfyJKY6c#/registration\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 27 აპრილი\, 18:00 საათი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ivironi-da-misi-mkhatvruli-memkvidreoba-prophesor-nino-tchitchinadzis-onlainleqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/82d10112daa197801266b62363e1465b_83199.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240429T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240430T180000
DTSTAMP:20260421T211412
CREATED:20240429T111756Z
LAST-MODIFIED:20241122T110934Z
UID:10005429-1714410000-1714500000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“ – საერთაშორისო ვორკშოპი/ტრენინგი
DESCRIPTION:29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანელი პროფესორები მარია კაპანაძე და სალვადორ სიმო გაიმართავენ საერთაშორისო ვორკშოპს/ტრენინგს „მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“. \nმარია კაპანაძე უმაღლესი განათლების ევროპის ოკუპაციური თერაპევტთა ქსელის ვიცე-პრეზიდენტი (The European Network of Occupational Therapy in Higher Education – ENOTHE) და  ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის\, ტერასის საექთნო სკოლისა და ოკუპაციური კვლევითი ცენტრის პროფესორია (UAB Escola Universitària d’Infermeria i Teràpia Ocupacional de Terrassa\, EUIT/UAB). \nსალვადორ სიმო\, UVic-UCC კატალონიის ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორი\, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური ინოვაციების კვლევითი გუნდის კოორდინატორია. მისი კვლევითი სფეროებია: სოციალური ინოვაცია და მეწარმეობა\, ოკუპაციური მეცნიერება/თერაპია და ფსიქიკური ჯანმრთელობა\, ჯანსაღი და ინკლუზიური თემის შექმნა და კვლევითი პროექტების განვითარება. \nვორკშოპები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიებში და მათ დაესწრება პროექტში ჩართული გუნდი\, მათ შორის სტუდენტები და ლაბორატორიებში მხარდაჭერით დასაქმებული პირები. \nმონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები. \n29 და 30 აპრილსა და 1 მაისს\, 17:00-დან 20:00 საათამდე\, G კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექციები/ტრენინგი ტრენინგზე დასწრება თავისუფალია.  იხილეთ პროგრამა. \nსაერთაშორისო ვორკშოპი ტარდება საქართველო I2Q – ინოვაცია\, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს (CIF-2023-04) ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით. \nპროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის” მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/ მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორიის (ჰაბის) შექმნა\, რომელიც გამოყენებული იქნება ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის პრაქტიკის სივრცედ. ჰაბის ფარგლებში გაანალიზდება შშმ პირებისთვის სხვადასხვა სამუშაო\, განისაზღვრება შშმ პირების კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და შესაძლებელი გახდება შშმ პირების სოციალური ინტეგრაცია და მხარდამჭერ თემში მონაწილეობის ხელშეწყობა. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 29-30 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/monatsileoba-da-aghdgena-dasaqmebis-khelshetsqhobith-samushaos-mkhardatcheris-strategiebi-da-sotsialuri-metsarmeoba-saerthashoriso-vorkshopi-treningi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/ac45c1e577359810d2609bf396a32835_83195-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR