BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20130101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140513T101800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140513T101800
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140513T061812Z
LAST-MODIFIED:20240202T081131Z
UID:10004122-1399976280-1399976280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პრეზენტაცია და პოეზიის საღამო „ჰორიზონტს იქით“
DESCRIPTION:15 მაისს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამუსში კრებულის „ჰორიზონტს იქით“ პრეზენტაცია და პროექტის მონაწილეთა პოეზიის საღამო გაიმართება. \nპროექტის შესახებ \nგასულ წელს დასრულდა საქართველოს პენ-კლუბისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის  ლიტერატურული პროექტი “საერთაშორისო მთარგმნელობითი მასტერ-კლასი პოეზიაში”\, რომელშიც მონაწილეობდნენ პოეტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან (საქართველო\, უკრაინა\, ბელორუსი და ლიტვა). ქართველ პოეტებს შორის იყვნენ ილიაუნის სტუდენტი-პოეტები ლაშა ჯაიანი და გიორგი შონია. \nპროექტი განხორციელდა ბათუმში. 4 ქვეყნის პოეტებმა თარგმნეს ერთმანეთის პოეზია და ოთხ ენაზე გამოიცა ერთი კრებული\, სახელწოდებით – “ჰორიზონტს იქით”. \nპროექტი\, რომლის ორგანიზატორები იყვნენ გაგა ნახუცრიშვილი\, დათო რობაქიძე\, ცირა ბარბაქაძე\, შოთა იათაშვილი და პაატა შამუგია\, განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 15 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის მაღაზია ლიგამუსი\nდასწრება თავისუფალია\nგელოდებით \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prezentatsia-da-poeziis-saghamo-horizonts-iqith/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140507T120700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140507T120700
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140507T080747Z
LAST-MODIFIED:20240202T081145Z
UID:10004127-1399464420-1399464420@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიგა ზედანიას ლექცია  რა რჩება განმანათლებლობისგან?”
DESCRIPTION:ილიაუნის სტუდენტური პროექტის „Sapere Aude“ ორგანიზებით 7 მაისს\, 18:00 საათზე წიგნის მაღაზია ლიგამუსში გაიმართება საჯარო ლექცია. \nმომხსენებლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, გიგა ზედანია. ლექციის თემა: რა რჩება განმანათლებლობისგან?”\nდრო: 7 მაისი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის მაღაზია ლიგამუსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giga-zedanias-leqtsia-ra-rcheba-ganmanathleblobisgan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140506T115800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140506T115800
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140506T075855Z
LAST-MODIFIED:20240202T081151Z
UID:10004129-1399377480-1399377480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიტერატურული კლუბის პირველი შეხვედრა
DESCRIPTION:8 მაისს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის ახლდაშექმნილი ლიტერატურული კლუბი პირველ შეხვედრას გამართავს\, რომელზეც შვედი მწერლისა და დრამატურგის\, ავგუსტ სტრინდბერგის დრამატურგიაზე ვისაუბრებთ. \nროგორ მივიდა ავტორი თავის ტექსტებში ქალთმოძულეობიდან მამაკაცური კრიზისის აღწერამდე? \nშეხვედრის სტუმარი სტრინდბერგის მთარგმნელი\, დრამატურგი დავით გაბუნია იქნება. მის მიერ თარგმნილი პიესები „ფრეკენ ჟული“ და „მასზე ძლიერი“  2013 წელს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამოცემულ პიესების კრებულში შევიდა. \nგელოდებით! \nდრო: 8 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის მაღაზია “ლიგამუსი” (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/literaturuli-klubis-pirveli-shekhvedra/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140504T150700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140504T150700
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140504T110756Z
LAST-MODIFIED:20240202T081153Z
UID:10004130-1399216020-1399216020@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია - "ფრიდრიხ ჰაიეკი და სოციალური დაცვის პრობლემები“
DESCRIPTION:8 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლა გამართავს ავსტრიელი ეკონომისტის\, ფილოსოფოსის\, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლის ფრიდრიხ ჰაიეკის დაბადებიდან 115-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას – „ფრიდრიხ ჰაიეკი და თანამედროვეობა“. \nღონისძიების ფარგლებში თენგიზ ვერულავა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – “ფრიდრიხ ჰაიეკი და სოციალური დაცვის პრობლემები“. \nასევე\, წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი “ფრიდრიხ ჰაიეკი” (ავტორი თენგიზ ვერულავა). \nდრო: 8 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ლიგამუსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-phridrikh-haieki-da-sotsialuri-datsvis-problemebi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140429T125000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140429T125000
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140429T085051Z
LAST-MODIFIED:20240202T081207Z
UID:10004135-1398775800-1398775800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე - ”დისკრიმინაციის დაუშვებლობა”
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, პირველ მაისს\, 16:00-დან 17:30 საათამდე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე – ”დისკრიმინაციის დაუშვებლობა”. \nსიტყვით გამოვლენ ევროსაბჭოსა და აშშ-ის იურისტთა ასოციაციის ექსპერტი\, გიორგი გიორგაძე\, და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი  –  თამთა მიქელაძე. \nდასასრულს მოეწყობა დისკუსია\, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად შეეცდებიან თანამედროვე პრობლემატიკის გაანალიზებას. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-diskriminatsiis-daushvebloba/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140423T171100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140423T171100
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140423T131105Z
LAST-MODIFIED:20240202T081215Z
UID:10004139-1398273060-1398273060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსიას თემაზე - „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 24 აპრილს\, 17:00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს საჯარო დისკუსიას თემაზე – „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“. შეხვედრის ფარგლებში მოხსენებას გააკეთებენ მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე – თამარ კინწურაშვილი და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – გიორგი მელაძე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusias-themaze-ethnikuri-umtsiresobebi-saqarthveloshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140408T121100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140408T121100
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140408T081108Z
LAST-MODIFIED:20240202T081349Z
UID:10004153-1396959060-1396959060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი ”დოქტორანტთა ფორუმი” მეორე საჯარო პრეზენტაცია
DESCRIPTION:11 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური პროგრამის დოქტორანტი\, ლია კუპრეიშვილი\, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ”პოლიტიკური იდეოლოგიის გავლენა გენდერის სოციალურსა და კულტურულ კონსტრუქციებზე საქართველოში (1900-1921 წწ)”. \nეს რიგით მეორე საჯარო პრეზენტაციაა ციკლისა\, რომელიც მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე\, „დოქტორანტთა ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარეობს. \nპრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევითი პროექტის სამუშაო ვერსია\, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური\, კერძოდ კი რევოლუციური\, იდეოლოგიის გავლენის კვლევას გენდერის სოციალურსა და კულტურულ კონსტრუქციებზე და ფემინისტური გამოცდილების ცვლილების კვლევას აღნიშნულ კონსტრუქციებთან ერთად საქართველოს ისტორიის კონკრეტულ პერიოდში\, მე-20 საუკუნის დასაწყისში. უფრო კონკრეტულად\, ნაშრომში ასახული იქნება\, თუ როგორ ხდებოდა მედიის მიერ ქალთა ინდივიდუალობისა და ქცევათა ნორმების\, ასევე გენდერული თანასწორობის ცნების წარმოჩენა და განვითარება. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-doqtoranttha-phorumi-meore-sajaro-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140404T121200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140404T121200
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140404T081253Z
LAST-MODIFIED:20240202T081400Z
UID:10004157-1396613520-1396613520@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბორის გროისის ესეების კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ორშაბათს\, 7 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება ბორის გროისის ესეების კრებულის პრეზენტაცია. \nპრეზენტაციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია. პრეზენტაციაზე ისაუბრებს წიგნის მთარგმნელი სოსო ჭაუჭიძე. \nდასწრება თავისუფალია. \nმისამართი: ჭავჭავაძის 32. \nბორის გროისი თანამედროვე რუსი ხელოვნების კრიტიკოსი\, მედიამკვლევარი და ფილოსოფოსია. მისი ყურადღების ქვეშ თანაბრად ექცევა როგორც კომუნისტური და პოსტკომუნისტური რეჟიმების კულტურული ტრანსფორმაციები\, ისე მოდერნული და პოსტმოდერნული სახელოვნებო სივრცეები\, კერძოდ კი – ის მუტაციები\, რომლებიც არტისტულმა ავანგარდმა და\, ზოგადად\, გასული საუკუნის დომინანტურმა სახელოვნებო პარადიგმებმა განიცადა. \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/boris-groisis-eseebis-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140325T104800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140325T104800
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140325T064823Z
LAST-MODIFIED:20240202T081431Z
UID:10004168-1395744480-1395744480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სტუდენტების დებიუტი
DESCRIPTION:27 მარტს\, 16.00 საათზე\, “ლიგამუსში” ილიაუნის სტუდენტების\, ლაშა ჯაიანისა და გიორგი შონიას\, დებიუტია. \nილიაუნის სტუდენტების ერთობლივი პოეტური კრებული _ “მკვდარი ქალაქის ჩანაწერები” _  გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ სემიოტიკის კვლევითი ცენტრის წარდგინებით. რედაქტორი: ცირა ბარბაქაძე. \nდასწრება თავისუფალია \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-studentebis-debiuti/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140320T110600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140320T110600
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140320T070614Z
LAST-MODIFIED:20240202T081446Z
UID:10004173-1395313560-1395313560@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შვედური ზღაპრის დღე ლიგამუსში
DESCRIPTION:შაბათს\, 22 მარტს\, “ლიგამუსის” ბავშვთა ოთახში შვედური ზღაპრის დღეზე გიწვევთ. \nშვედ საბავშვო მწერლებს\, ასტრიდ ლინდგრენს და ტუვე იანსონს\, უკვე ყველა ბავშვი იცნობს. ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის მოყვარულები ამჯერად კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შვედი მეზღაპრის\, სვენ ნორდკვისტის\, ზღაპარს – ძალიან მხიარული მოხუცი პეტსონისა და მისი გონიერი კატის\, ფინდუსის\, სასაცილო თავგადასავალს – გაეცნობიან. \nსვენ ნორდკვისტის ზღაპარი ”პეტსონი და ფინდუსი” თავად ავტორის მიერ არის ილუსტრირებული. ბავშვები მოისმენენ ზღაპარს და დაათვალიერებენ ილუსტრაციებს. მათ საინტერესო აქტივობებით დატვირთული შვედური ზღაპრის დღე ელით. \nარ გამოტოვოთ\, იმოგზაურეთ ბავშვებთან ერთად ზღაპრების სამყაროში. \nდასაწყისი 11 საათზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shveduri-zghapris-dghe-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140313T164300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140313T164300
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140313T124341Z
LAST-MODIFIED:20240202T081507Z
UID:10004181-1394728980-1394728980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შედარებითი ლიტერატურული კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:19 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება შედარებითი ლიტერატურული კრებულის პრეზენტაცია. \nშედარებითი ლიტერატურის კრებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური გამოცემა ხდება. პირველ\, 2013 წლის\, კრებულში შესულია უნივერსიტეტის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადში  ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და  სემინარებზე ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ მომზადებული 34  სამეცნიერო სტატია. \nკრებული აერთიანებს შემდეგ თემებს: შედარებითი ლიტერატურა და თანამედროვეობა; ლიტერატურა\,  პოლიტიკა\,  იდეოლოგია;  ფილოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები; ლიტერატურა\, გამოძიება\, პროცესი. \nქართულ სამეცნიერო სივრცეში შედარებითი ლიტერატურისადმი ინტერესი საშუალებას გვაძლევს\, უფრო ინტენსიური\, მრავალფეროვანი  და მრავალწახნაგიანი გავხადოთ ლიტერატურის ინტერკულტურული კვლევები და ამ გზით დავძლიოთ კულტურული დახშულობა; უფრო თავისუფალი\, ზოგადი პოზიციიდან დავინახოთ როგორც მსოფლიო\,  ისე  ქართული ლიტერატურულ-კულტურული სინამდვილე;  თანამედროვე  მსოფლიო ლიტერატურის მსგავსად\, ქართული  ლიტერატურის  კვლევა  წარვმართოთ ისე\, რომ შესაძლებელი გახდეს ლიტერატურულ-კულტურული\, საზოგადოებრივი\, პოლიტიკური პროცესების აღქმა\, გადააზრება\, ურთიერთდაკავშირება; გავიზიაროთ ის სააზროვნო  და  კულტურული გამოცდილება\, რომლითაც სხვა ქვეყნები უმკლავდებიან  ტრავმულ წარსულს ან სადღეისო გამოწვევებს კულტურულსა თუ სოციალურ სინამდვილეში; ვეძებოთ თანამედროვე მსოფლიოსთან საქართველოს და ქართული  კულტურის რეინტეგრაციის გზები. \nამ თვალსაზრისით\, შედარებით ლიტერატურას\, როგორც დისციპლინას\, ქართულ სამეცნიერო\, კულტურულ\, საზოგადოებრივ სივრცეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shedarebithi-literaturuli-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140312T171200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140312T171200
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140312T131258Z
LAST-MODIFIED:20240202T081509Z
UID:10004182-1394644320-1394644320@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ქეისების" პუბლიკაციის პრეზენტაცია
DESCRIPTION:13 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღზია “ლიგამუსში”  საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (http://mpa.iliauni.edu.ge/) უმასპინძლებს პროგრამის ფარგლებში პროფესორებისა და სტუდენტების მიერ 2013 წელს დაწერილი “ქეისების” პუბლიკაციის პრეზენტაციას. პუბლიკაცია\, რომლის მომზადებაზეც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები მუშაობდნენ\, დააფინანსა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამამ – „საჯარო პოლიტიკის\, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC). \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qeisebis-publikatsiis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140306T155500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140306T155500
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140306T115531Z
LAST-MODIFIED:20240202T081625Z
UID:10004186-1394121300-1394121300@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონკურსი - "ფოტო ამბები" დაჯილდოება
DESCRIPTION:10 მარტს\, ორშაბათს\, 17:00 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის -ფოტოამბები: ჩვენი ქალაქის ფლორა და ფაუნა -გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი და 15  საუკეთესო ნამუშევრის გამოფენა.\nგთხოვთ\, გვეწვიოთ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konkursi-photo-ambebi-dajildoeba/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140224T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140224T173000
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140224T133037Z
LAST-MODIFIED:20240202T081633Z
UID:10004190-1393263000-1393263000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით
DESCRIPTION:მიმდინარე წლის 25 თებერვალს\, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წიგნის მაღაზია “ლიგამუსში”  გაიმართება დისკუსია\,\nრომლის მიზანია საბჭოთა წარსულის ხელახალი გაააზრება. ოკუპაცია თუ გასაბჭოება? კოლაბორაცია თუ წინააღმდეგობა? –  ეს არის ის კითხვები\, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლის ისტორიული გამოცდილების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დღემდე დგას და რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული გამოცდილების შეფასებასთან. საგულისხმოა\, რომ 1921 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ ისტორიული ნარატივი საბჭოთა კავშირის პირობებში შეიქმნა. რამდენადაა თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია კვლავაც ამ საბჭოთა ისტორიული ნარატივის გავლენის ქვეშ? როგორ შეგვიძლია თითქმის ერთი საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების შეფასება და მათზე მსჯელობა?\nმოდერატორი – თამარ ცოფურაშვილი\nმომხსენებლები: \n19.00 საათზე – ოლივერ რაისნერი (ისტორიკოსი/ქართველოლოგი) – „საბჭოთა ოკუპაციის მეხსიერების შესახებ“;\n19.30 საათზე – ელენე კეკელია\, კოტე ლადარია (დოქტორანტები) – \,\,საბჭოთა გამოცდილება პოსტსაბჭოთა კონტექსტში”;\n19.45 საათზე – თამარ გურჩიანი (იურისტი/უფლებადამცველი) – „ოკუპაცია თანამედროვე სამყაროში? საკანონმდებლო ცვლილებები\, რომლებიც ქმნიან ისტორიას”. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-okupatsiis-dghesthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140217T124600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140217T124600
DTSTAMP:20260423T021803
CREATED:20140217T084633Z
LAST-MODIFIED:20240202T081641Z
UID:10004193-1392641160-1392641160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტიმ კაჰილის მოხსენება ლიგამუსში
DESCRIPTION:ოთხშაბათს\, 26 თებერვალს 15:00 საათზე ამერიკელი მწერალი ტიმ კაჰილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე “What it Takes to Be a Traveler” და გაგვიზიარებს თავის როგორც „მოგზაური“ მწერლის გამოცდილებას.\nშეხვედრა ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით. შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ბელა წიფურია. \nტიმ კაჰილი\nტიმ კაჰილი დაიბადა 1943 წლის 28 ნოემბერს ქალაქ ნეშვილში\, ტენესი. ამჟამად ცხოვრებს ლივინგსტონში\, მონტანა.\n1966 წელს დაამთავრა ვისკონსინის უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. 1969 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი სპეციალობით ინგლისური ენა /კრეატიული წერა სანფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. \n1970-1976 იყო ჟურნალ „როლინგსტოუნის“ ასოცირებული რედაქტორი სანფრანცისკოში. წერდა სტატიებს მუსიკაზე\, კულტურაზე\, ფილმებზე დაპოლიტიკაზე. 1975 წელს დაიწყო მუშაობა საგამოძიებო საკითხებზე\, როგორიცაა იდუმალი გარდაცვალება ინდიელი ლიდერის ბრიტანეთის კოლუმბიაში და მსგავსი.\n1976 წელს ტიმი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი რედაქტორი ჟურნალის „Outside Magazine“\, რომელმაც რამდენიმე ეროვნული ჯილდო მიიღო\, მათ შორის ოთხი „საყოველთაო ოსტატობაში“. იგი წერდა ისტორიებს მოგზაურობაზე. 1977 წელს\, პერუში ექსპედიციის დროს\, მან აღმოაჩინა ნანგრევები ამაზონის შტატში\, რომელიც შემდეგ საოცრად საინტერესო აღმოჩნდა არქეოლოგებისთვის. \n1978 წლიდან მოყოლებული ტიმ კაჰილი თავისუფალი მწერალია. მას 300-ზე მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული National Geographic-ში\, GEO-ში\, The New York Times Book Review-ში და სხვა ცნობილ გამოცემებში. \nტიმი რვა წიგნის ავტორია: „გაატარე ჭია“\, „იაგუარებმა დაგლიჯეს ჩემი სხეული“\, „სამურავი ჭამს ჩემს ფეხს“\, „იხვების მიერ სიკვდილამდე ჩანისკარტებული“\, „გზის ციებ-ცხელება“\, „დელფინები“\, „დამარხული სიზმრები“ და „შეაჩერეთ გასხივოსნება“.\n1992-1994 წლებში იგი იყო დამხმარე რედაქტორი Esquire Magazine-ის. \nტიმ კაჰილი არის ერთ-ერთი თანაავტორი აკადემიურ ჯილდოზე ნომინირებული იმაქსფილმის სცენარის „ცოცხალი ზღვა“ 1995 წ. ასევე არის ტექსტის ავტორი პიესისa „დელფინები“\, რომელიც ახლახან გამოიცა. \nდაარსებიდან დღემდე მუშაობს რედაქტორად „Outside Magazine“- ში. დამატებით არის “Rolling Stone Magazine”-ის\, “Sports Afield”-ისa და “National Geographic Advanture”-ის დამხმარე რედაქტორი. ამჟამად მუშაობს წიგნზე იელოუსთოუნის პარკის შესახებ და იმაქსის ახალ ფილმებზე მარჯნის რიფებისa და გამოქვაბულების ბუნებრივი ისტორიის შესახებ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tim-kahilis-mokhseneba-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140206T111800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140206T111800
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20140206T071827Z
LAST-MODIFIED:20240202T081658Z
UID:10004199-1391685480-1391685480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ბერწი მიწა" წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:12 თებერვალს\, 6 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” გაიმართება პრეზენტაცია გია ჯოხაძის წიგნისა \,\,ტ. ს. ელიოტის \,\,ბერწი მიწა”\, ჰერმენევტული ინტერპრეტაციები”. \nწიგნი მოიცავს დიდი ინგლისურენოვანი პოეტისა და მოაზროვნის\, თომას სტერნზ ელიოტის (1888-1965) პოემის \,\,ბერწი მიწის“ ახალ ქართულ თარგმანს და\, ასევე\, ტექსტის ინტერპრეტაციას თანამედროვე ელიოტოლოგიის ორიგინალური მასალების გათვალისწინებით. \nელიოტის \,\,ბერწი მიწა” მეოცე საუკუნის უდავოდ ყველაზე სახელგანთქმულ და სკანდალურ პოეტურ მიღწევათა შორისაა. გამოცემის დღიდანვე პოემას თან სდევს უამრავი ლეგენდა\, დეზინფორმაცია და მითი იმაზე\, თუ როგორ დაიწერა ტექსტი\, რას იზრახავდა პოეტი\, რა გავლენა მოახდინა მასზე თანამედროვე ვითარებამ ანუ ომისშემდგომმა ევროპამ\, რომელიც პოემის მთავარი პროტაგონისტია და ა.შ. \nგია ჯოხაძის ახალი წიგნი განკუთვნილია ელიოტის პოეზიის მთარგმნელების\, მკვლევრებისა და თაყვანისმცემლებისათვის. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bertsi-mitsa-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140205T000000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140205T000000
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20140204T200000Z
LAST-MODIFIED:20240202T081701Z
UID:10004200-1391558400-1391558400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ნატაშას ცეკვა" -  წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:5 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \,\,ლიგამუსში” პროფესორები გიგი თევზაძე და გიგა ზედანია წარადგენენ ორლანდო ფაიჯესის წიგნს \,\,ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია”. \nორლანდო ფაიჯესი (დაბ. 1959 წელს) გამოჩენილი თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსია. 1987-1999 წლებში ის იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელი\, შემდეგ კი ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი. მკითხველთა ფართო წრემ ის გაიცნო 1996 წელს გამოქვეყნებული წიგნით „ხალხის ტრაგედია“\, რომელიც რუსული რევოლუციის ისტორიას გადმოსცემდა მის პოლიტიკურ-ისტორიულ კონტექსტში. სპეციალისტის მიერ დაწერილი თითქმის ათასგვერდიანი წიგნი მალევე გახდა ბესტსელერი. \n„ნატაშას ცეკვა“ 2002 წელს გამოცემული წიგნია\, რომელშიც ისტორიკოსის ინტერესი პოლიტიკიდან კულტურაზეა გადატანილი. ამ წიგნმაც  დიდი წარმატება მოიპოვა. პუბლიკაციიდან ათი წლის შემდეგ გადაღებული ფილმის\, „ანა კარენინას“ რეჟისორი ჯონ რაიტი მე-19 საუკუნის რუსული კულტურის გაგებას სწორედ ფაიჯესსა და მის ამ ნაწარმოებს უმადლის. მართლაც\, ესაა რუსული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო კრიტიკული ანალიზი\, დაწერილი მასალის შესანიშნავი ცოდნისა და თანამედროვე თეორიული რეფლექსიის ინსტრუმენტების ვირტუოზული ფლობის საფუძველზე. წარმატების უკან არა მხოლოდ წიგნის შინაარსი დგას\, არამედ სრულიად შესანიშნავი სტილი\, რომელიც მკითხველს  ნაშრომს რომანივით აკითხებს. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/natashas-tsekva-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140201T000000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140201T000000
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20140131T200000Z
LAST-MODIFIED:20240202T081704Z
UID:10004201-1391212800-1391212800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ზღაპრის დღე"  ლიგამუსში
DESCRIPTION:ყოველ შაბათს\, 11.00-დან 13.00 საათამდე \,\,ლიგამუსის“ ბავშვების ოთახში ზღაპრის დღე იმართება. მეზღაპრე ბავშვებს საინტერესო წიგნებს უკითხავს\, ხოლო კითხვის შემდეგ კი სხვადასხვა  შემეცნებით აქტივობებს სთავაზობს. \n „ზღაპრის დღეზე“ ბავშვები მოგზაურობენ წიგნების ჯადოსნურ სამყაროში\, ხოლო აქტივობების მეშვეობით მათ უვითარდებათ კრეატიულობა\, მოტორიკა\, დამოუკიდებელი მუშაობის და კომუნიკაციის უნარი. \n“ზღაპრის დღეზე” დასწრება 4-დან 12 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ზღაპრის დღეზე დასწრების მსურველებმა მოგვწერეთ:  www.facebook.com/ligamus.iliauni \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zghapris-dghe-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140130T134800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140130T134800
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20140130T094838Z
LAST-MODIFIED:20240202T081706Z
UID:10004202-1391089680-1391089680@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საუნივერსიტეტო პროექტის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ამა წლის 3 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \,\,ლიგამუსში” მოხდება წარდგენა საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტისა \,\,უცნობი საქართველო. ქართულ-ევროპული წყაროები საისტორიო მეხსიერების რეკონსტრუქციისათვის”.  კვლევა ეყრდნობა პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივის\, თეათინელთა და კაპუცინელთა მისიების დღემდე უცნობ იტალიურ\, რუსულ და ქართულ წყაროებს. \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32\, წიგნის მაღაზია “ლიგამუსი”.\nგთხოვთ მობრძანდეთ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sauniversiteto-proeqtis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140127T161400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140127T161400
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20140127T121432Z
LAST-MODIFIED:20240202T081711Z
UID:10004204-1390839240-1390839240@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შემოქმედებითი საღამო ლიგამუსში
DESCRIPTION:29 იანვარს\, 18:00 სთ-ზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“\, გაიმართება ქართული წარმოშობის შვედი მომღერლის და კომპოზიტორის ოლგა ვამლინგი-ჭანტურიას (სასცენო სახელი -საბინა ჭანტურია) შემოქმედებითი საღამო. მისი რეპერტუარი მოიცავს მშვიდ აკუსტიკურ პოპმუსიკას. გარდა ლირიკული სიმღერებისა და ბალადებისა\, თავისი შემოქმედებით ის გამოხატავს საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას საქართველოს თავისუფლებასა და ერთიანობასთან დაკავშირებით. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shemoqmedebithi-saghamo-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140122T102200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140122T102200
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20140122T062223Z
LAST-MODIFIED:20240202T081739Z
UID:10004213-1390386120-1390386120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ანსამბლ "ძირიანთან"
DESCRIPTION:24 იანვარს\, 18.00-ზე\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“  გაიმართება ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტების შეხვედრა ქართულ ფოლკლორულ ანსამბლთან „ძირიანი“. \nღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-ansambl-dzirianthan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140110T125400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140110T125400
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20140110T085428Z
LAST-MODIFIED:20240202T081748Z
UID:10004217-1389358440-1389358440@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართული თეატრის კვლევის ცენტრის პრესკონფერენცია
DESCRIPTION:13 იანვარს\, 13 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის #34) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას\, რომელიც 2013 წლის ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის შედეგებს მიეძღვნება. კვლევა\, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის  ცენტრმა წარმოადგინა ეყრდნობა საქართველოში მოქმედი 37 თეატრის (თბილისის\, დამოუკიდებელი\, რეგიონული) 2013 წლის მონაცემებს. \nპრესკონფერენციაზე გამოვლინდება წარმატებული თეატრები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:\n\n• პრემიერებით გამორჩეული თეატრები\,\n• საერთაშორისო გასტროლებით გამორჩეული თეატრები\,\n• ქვეყნის შიგნით ყველაზე ხშირად გასტროლიორი თეატრები\,\n• საუკეთესო მასპინძელი თეატრები\,\n• თანამედროვე ქართველი დრამატურგი\, რომლის პიესაც ყველაზე მეტჯერ იდგმება ქართულ სცენაზე\,\n• ფუნქციურად დატვირთული თეატრები\n• მაყურებლის აქტივობით გამორჩეული თეატრები\n• 2013 წლის ყველაზე პროდუქტიული რეჟისორები\, თეატრის მხატვრები\, მსახიობები. \nკვლევა მომზადებულია მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით და ის არ ასახავს სპექტაკლებისა და მსახიობთა მიერ შესრულებული როლების მხატვრულ ხარისხს.\nპრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი  ლაშა ჩხარტიშვილი\, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წულუკიძე\, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის ხელმძღვანელი ირინა ღოღობერიძე და კავშირის „კულტურა“ პრეზიდენტი მაკა ვასაძე. \nკვლევის შედეგების და სრული მონაცემების ხილვა შეგიძლიათ ინტერნეტ პორტალზე – www.georgiantheatre.ge \n2013 წლის მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენები \n2013 წელი მნიშვნელოვანი\, წარმატებული და გარდამტეხი წელი იყო ქართული თეატრისათვის. საქართველოს თეატრებმა ფუნქციონირება დაიწყეს ახალი კანონის „პროფესიული თეატრების შესახებ“ შესაბამისად. 2013 წელს საქართველოს 50-მდე თეატრში დაინიშნა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი. კულტურის სამინისტროში დაიწყო მუშაობა კულტურის პოლიტიკის კონცეფციის შექმნაზე. \nწლის განმავლობაში 200-ზე მეტი ახალი სპექტაკლი დაიდგა საქართველოს 48 სახელმწიფო და კერძო თეატრში\, რაც შარშანდელ წელთან შედარებით 46%-ით მეტია.\nმნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენა\, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის აზრით\, წელსაც რჩება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი\, მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ აღდგენა და თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონიალი\, გაიხსნა ახალი სათეატრო სივრცეები – „ახალი სცენა“ და „თეატრი ფაბრიკა“. \nწელს დიდი წარმატება ჰქონდა ქართულ თეატრს საერთაშორისო ასპარესზე. საქართველოს 10-ზე მეტი თეატრი საგასტროლოს იმყოფებოდა საქართველპოს ფარგლებს გარეთ\, რომელთაგან აღსანიშნავია მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო ტურნე ევროპაში ლევან წულაძის სპექტაკლით „როგორც გენებოთ“\, სპექტაკლი წარმოდგენილი იყო მეორე მიწვევით შექსპირის თეატრში „გლობუსი“ ფესტივალის „მსოფლიო გლობუსში“ ფარგლებში.\nმნიშვნელოვანი მოვლენა იყო თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის წარმატება საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის\, ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლმა „ფეხმარდი ცხენი“ სლავური კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე  „ოქროს რაინდი“ გრან-პრი დაიმსახურა. გრი¬ბო¬ე¬დოვს თე¬ატრს მი¬ე¬ნი¬ჭა ასევე პრე¬მია „თე¬ატ¬რა¬ლის ვარ¬ს¬კ¬ვ¬ლა¬ვი“ ნო¬მი¬ნაცი¬ა¬ში „სა¬უ¬კე-თე¬სი რუ¬სუ¬ლი თე¬ატ¬რი საზღ¬ვარ¬გა¬რეთ“.\n2013 წელს განხორციელებულ დადგმებს  შორის სათეატრო კრიტიკის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სპექტაკლებმა: „ტროელი ქალები“ (სამეფო უბნის თეატრი\, რეჟისორი დათა თავაძე)\, „გრონჰოლმის მეთოდი“ (მარჯანიშვილის თეატრი\, რეჟისორი თემურ ჩხეიძე)\, „ზამთრის ზღაპარი“ (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი\, რეჟისორი დათა თავაძე)\, „კალასი“ (თეატრი ფაბრიკა\, რეჟისორი რობერტ სტურუა)\, „ტარტიუფი“ (მარჯანიშვილის თეატრი\, რეჟისორი ლევან წულაძე).\n2013 წლის განმავლობაში სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ფოთის\, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და ილიაუნის თეატრებში. ახალი წლიდან ეს თეატრები რეკონსტრუირებულ შენობებში გამართავენ პრემიერებს. \n2013 წელს ქართულმა თეატრმა მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა მსახიობები ოთარ მეღვინეთუხუცესი\, გურამ საღარაძე\, რეზო თავართქილაძე\, რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე\, ლევან მირცხულავა\, სცენოგრაფი თემურ ნინუა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე. \nდაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 904041 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-theatris-kvlevis-tsentris-preskonpherentsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131220T144900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131220T144900
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20131220T104931Z
LAST-MODIFIED:20240202T081802Z
UID:10004223-1387550940-1387550940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერაზმუს მუნდუსის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა
DESCRIPTION:2013 წლის 24 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \,\,ლიგამუსი” უმასპინძლებს შეხვედრას ერაზმუს მუნდუსის კურსდამთავრებულებთან. \nშეხვედრის მიზანია დისკუსიის გამართვა ისეთ საკითხებზე\, როგორიც არის: ძირითადი გამოწვევები გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პროცესში და ერთობლივი მსჯელობა\, თუ როგორ შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას\, კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი გაცვლითი პროექტებით მიმავალ სტუდენტებს როგორც მოსამზადებელ პერიოდში\, ისე შემდგომში. \nასევე გაიმართება ერაზმუს მუნდუსის კლუბის პრეზენტაცია\, რომლის ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობენ პროგრამის კურსდამთავრებულები. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erazmus-mundusis-kursdamthavrebulebthan-shekhvedra/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131216T123900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131216T123900
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20131216T083913Z
LAST-MODIFIED:20240202T081857Z
UID:10004233-1387197540-1387197540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თარგმანების კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი ოთხშაბათს\, 18 დეკემბერს 17:00 გიწვევთ წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (III სართული) თარგმანების კრებულის პრეზენტაციაზე ”ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან”. კრებულში შესულია უმბერტო ეკოს\, რენე ჟირარის\, იულია კრისტევას\, ჟაკ ლაკანის\, ჟაკ დერიდას\, ჰანს ბლუმენბერგის\, მარსელ ჰენაფის\, მორის ბლანშოს\, ალენ ბადიუს\, ჟან-ლიუკ ნანსის და ემანუელ ლევინასის ტექსტები ბიბლიური ტექსტისა და საკრალურის მნიშვნელობის გადააზრების შესახებ\, რომლებიც ქართულად პირველად ითარგმნა. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thargmanebis-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131205T171800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131205T171800
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20131205T131822Z
LAST-MODIFIED:20240202T080616Z
UID:10004023-1386263880-1386263880@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი "ჩემი ფერადი სამყარო“ საზეიმო დახურვა
DESCRIPTION:6 დეკემბერს\, 17:00-ზე\, წიგნის მაღაზიაში „ლიგამუსი“\, (ჭავჭავაძის გამზ\, N32) აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამის\, ჰიპოთერაპიის შედეგების შეფასება მოხდება. სერთიფიკატები გადაეცემა 15 მოხალისე სტუდენტს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილები იქნებიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების\, ფონდის  ”ღია საზოგადოება-საქართველო” წარმომადგენლები\, ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და მათი მშობლები. \nაუტიზმი 21-ე საუკუნის დაავადებაა. აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების დარღვევა\, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის ვერბალური კომუნიკაციის დამყარების\, სოციალური ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს. \nაუტიზმის შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთ-ერთი რთული ამოცანაა. სწორედ იპოთერაპიის გამოყენება და  ცხოველებთან კონტაქტით მკურნალობა (ცხენებთან თამაში\, შეხება და სხვა) წარმოადგენს ერთ-ერთ ხელშემწყობ ინტერვენციას ამ მიმართულებით. \nმსოფლიო გამოცდილების თანახმად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ერთ-ერთი საუკეთესო და უკვე აპრობირებული მეთოდი საცხენოსნო თერაპიაა (ჰიპოთერაპია).\nპროექტის “ჩემი ფერადი სამყარო“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2013 წლის ნოემბერში მოეწყო ჰიპოთერაპიის ბანაკი აუტიზმის ცეტრის 3-10 წლის მოსწავლეებისათვის. პროექტში მონაწილეობა მიიღეს იმ ბავშვებმა (15 ბენეფიციარი)\, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ და იპო თერაპიის კურსი აქამდე გავლილი არ ქონდათ. \nჰიპოთერაპიის პროგრამა განხორციელდა დაბა წოდორეთში\, ილიაუნის თავლის ტერიტორიაზე. პროგრამამ მოიცვა 10 სამუშაო დღე\, 11-დან 16:00-მდე. პროექტში ჩართულები იყვნენ ფსიქო-თერაპევტები\, გამოცდილი ტრენერები და სპეციალისტები\, მოხალისე სტუდენტები\, ცხენების მომვლელები. \nპროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს იპოთერაპიის გამოყენებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-chemi-pheradi-samqharo-sazeimo-dakhurva/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131120T103100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131120T103100
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20131120T063146Z
LAST-MODIFIED:20240202T081211Z
UID:10004137-1384943460-1384943460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰოვარდ გოსპელ გუნდის ვორქშოფი
DESCRIPTION:პარასკევს\, 2013 წლის 13 დეკემბერს\, 13:00-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ჰოვარდის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) ჰოვარდ გოსპელ გუნდი ჩაატარებს ვორქშოფს თემებზე „გოსპელი და მისი ზეგავლენა ამერიკის პოპულარულ მუსიკაზე“ და „გოსპელ მუსიკის შესრულება“ \n1968 წლის შემოდგომაზე მელანი რასელმა და როზალინდ თომფკინსმა ჩამოაყალიბეს ჰოვარდ გოსპელ გუნდი (Howard Gospel Choir – HGC)\, რომელიც გახლდათ პირველი საუნივერსიტეტო ტიპის გოსპელ გუნდი მთელს მსოფლიოში. ამ გუნდში მონაწილეობდნენ 17 წლიდან ასაკის ჰოვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები და უნივერსიტეტთან ახლო მცხოვრები მოქალაქეები. ამ გუნდის აღზრდილები არიან რიჩარდ სმოლვუდი (გრემის პრემიის მფლობელი)\, კორ კოტონი (ჯგუფის „Sounds of Blackness“ წევრი)\, ელბერნიტა „თვინკი“ კლარკი (ლეგენდარული „Clark Sisters“-იდან) და R&B მიმართულების ვარსკვლავი ენჯელა უინბუში. \nთავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ჰოვარდის გოსპელ გუნდს მიღებული აქვს მრავალი პრემია სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონკურსებზე. გუნდს ხშირად ეპატიჟებიან  ამერიკის ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებში\, როგორიცაა თეთრი სახლი\, კაპიტოლის შენობა\, ვაშინგტონის ეროვნული საკათედრო ტაძარი\, ჯონ ფ. კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრი\, კორკორანის ხელოვნების გალერეა\, ლინკოლნის მემორიალი და სხვა.\nჰოვარდის გოსპელ გუნდი მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში ამერიკელ ვარსკვლავებთან (მაგ.\, სტივი უანდერთან) ერთად. 2008 წლის სექტემბერში გუნდი მოწვეული იყო “American Idol“-ში\, სადაც იმ წლის გამარჯვებულ Fantasia-თან ერთად შეასრულა სიმღერა „I Believe“. 2009 წელს ჰოვარდის გოსპელ გუნდმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას ინაუგურაციისადმი მიძღვნილ შვიდ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. \nწელს ჰოვარდის უნივერსიტეტის გოსპელ გუნდი საქართველოს ესტუმრა\, სადაც ის კონცერტებს ჩაატარებს თბილისსა და ბათუმში. კონცერტებთან ერთად გუნდი რამდენიმე ვორქშოფს სთავაზობს ქართველ სტუდენტებს\, რომელთა შორის არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტებიც. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hovard-gospel-gundis-vorqshophi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131118T152000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131118T152000
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20131118T112011Z
LAST-MODIFIED:20240202T082407Z
UID:10004307-1384788000-1384788000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტ „ნერგის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:19 ნოემბერს\, 16:00 სთ-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“(ი. ჭავჭავაძის გამზ. N 32\, III სართული) გაიმართება პროექტ „ნერგის“ პრეზენტაცია. პროექტს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ციურიხის კონფლიქტების მართვისა და მითოდრამის ინსტიტუტი და საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია. \nპროექტ „ნერგში“ ჩართულია ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ექვსი ჯგუფი\, რომლებიც საქართველოში 2009 წლიდან მითოდრამის მეთოდით სასკოლო ასაკის (6-18წ.) ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობენ. \nპრეზენტაციის დროს მიმოიხილება საქართველოში მითოდრამის მეთოდით მომუშავე ჯგუფების გამოცდილება.\nშეხვედრის დროს მითოდრამის მეთოდის ავტორი ალან გუგენბული და პროექტის ინიციატორი ლელა ქსოვრელაშვილი სპეციალისტებს გადასცემენ სერტიფიკატებს\, რაც მათი დამოუკიდებელი მუშაობისა და მეთოდის გავრცელების უფლებას ადასტურებს. \nმითოდრამა ჯგუფური ფსიქოთერაპიული მეთოდია; მითოდრამის თავისუფალი\, შეუზღუდავი\, არადიდაქტიკური ფსიქოთერაპიული სივრცე ხელს უწყობს ემოციების ექსპრესიას\, ქმნის ოპტიმალურ პირობებს შინაგანი განცდების შეუფერხებლად\, მათი განსჯისა და მორალიზაციის გარეშე გამოვლენისათვის. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqt-nergis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131113T122200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131113T122200
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20131113T082206Z
LAST-MODIFIED:20240202T082114Z
UID:10004257-1384345320-1384345320@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის პრეზენტაცია ლიგამუსში
DESCRIPTION:თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში\nუნიკალური მეგზური 2010-2012 წლების საქართველოს რეგიონულ თეატრებზე \n21 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის #32) გაიმართება კვლევისა და წიგნის „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“ (ანალიტიკა\, პრაგმატიკა\, სტატისტიკა) პრეზენტაცია\, რომელზედაც მოწვეულები არიან თეატრების ხელმძღვანელები\, რეჟისორები\, მსახიობები\, თეატრის მკვლევარები. \nწიგნში 13 რეგიონული თეატრის მაგალითზე შეჯამებულია  თეატრების მუშაობა 2010-2012 წლებში\, მასში მოთხრობილია თეატრების წარმატებებზე\, მიღწევებზე\, მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე და იმ წინააღმდეგობებზე და ხელისშემშლელ ფაქტორებზე\, რომელსაც ადგილი აქვს ზოგადად ქართულ თეატრში. კრებული ასევე შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას თეატრების ტექნიკურ შესაძლებლობებზე და სცენის პარამეტრებზე. \nასევე წიგნში შესულია მაყურებელთა სოციოლოგიური კვლევის შედეგები\, რომლის მიხედვითაც დგინდება მსახიობთა და რეჟისორთა რეიტინგი (მოსახლეობის სიყვარული\, პოპულარობა\, ინტერესი მათ მიმართ). \nპრეზენტაციაზე დასახელდება 5 ყველაზე წარმატებული\, ეფექტური თეატრი\, ყველაზე პოპულარული მსახიობები და რეჟისორები.\nწიგნის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევრები: თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი და კულტურის მენეჯერი ელენე ბაბაკიშვილი. \nგამოცემა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციასთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის პროგრამის ფარგლებში. \nდაწვრილებით კვლევისა და წიგნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-prezentatsia-ligamusshi-6/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131112T112300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131112T112300
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20131112T072347Z
LAST-MODIFIED:20240202T082120Z
UID:10004260-1384255380-1384255380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაგდალენა კუნის ლექცია
DESCRIPTION:პარასკევს\,15 ნოემბერს\, 18:00-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ კოპტური მუსიკის სპეციალისტი\, დოქტორი მაგდალენა კუნი (ნიდერლანდების სამეფო) წაიკითხავს ლექციას თემაზე „კოპტური ლიტურგიული მუსიკა − ორთოდოქსული ქრისტიანული მუსიკალური კულტურა“. \nმაგდალენა კუნი ერთდროულად ორ პროფესიას ფლობს – ფლეიტისტისა და კოპტოლოგის. ფლეიტაზე დაკვრას ის ჯერ ბერნში\, ხოლო მოგვიანებით პარიზში\, ცნობილ ფლეიტისტ რენე ლე როისთან ეუფლებოდა. როგორც ფლეიტის პედაგოგი\, მაგდალენა კუნი ბერნისა და ამჰემის აკადემიებში მოღვაწეობდა. მრავალი წლის მანძილზე ის ჰოლანდიის რადიოს სიმფონიური ორკესტრის წევრი იყო. ცნობილ გიტარისტ\, ჯულიან კოკოსთან ერთად მას რამდენიმე კომპაქტ-დისკი და პროგრამა აქვს ჩაწერილი რადიოსა და ტელევიზიისთვის. ის მრავალი კონცერტის მონაწილეა მსოფლიოს სსხვადასხვა ქვეყანაში. \nუკანასკნელი ათი წლის მანძილზე მაგდალენა კუნი პროფესორი ნინო მამრაძის მოწვევით სისტემატურად ჩამოდიოდა საქართველოში მასტერ-კლასების ჩასატარებლად. 2012 წელს მისი ინიციატივით ჩვენს ქვეყანაში დიდი წარმატებით ჩატარდა ფლეიტის პირველი ფესტივალი. \nდოქტორის ხარისხი მაგდალენა კუნმა ლეიდენის უნივერსიტეტისგან მიიღო. მისი დისერტაცია კოპტურ ლიტურგიულ მელოდიას ეძღვნება. მაგდალენა კუნი კოპტურ მუსიკაზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კითხულობს ლექციებს. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუნარია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/magdalena-kunis-leqtsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131112T105100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131112T105100
DTSTAMP:20260423T021804
CREATED:20131112T065152Z
LAST-MODIFIED:20240202T082121Z
UID:10004261-1384253460-1384253460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გენდერი და ლიტერატურა
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” თამარ ცოფურაშვილი\, ანა კორძაია-სამადაშვილი და თამარ ცხადაძე ისაუბრებენ თემაზე “გენდერი და ლიტერატურა. ფემინისტური ლიტერატურა”. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/genderi-da-literatura/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR