BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20140101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140529T180500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140529T180500
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140529T140537Z
LAST-MODIFIED:20240202T080916Z
UID:10004081-1401386700-1401386700@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Nx-ღონისძიება - იდეები\, რომლებიც გვწამს!
DESCRIPTION:Nx-ღონისძიება – იდეები\, რომლებიც გვწამს!\n1-ლ ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება Nx-ღონისძიება. \nNx-პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს საინტერესო იდეების მქონე\, მოაზროვნე ადამიანებს\, ნებისმიერი საკითხის შესახებ ფართო საზოგადოებას გააცნონ თავიანთი ორიგინალური და ინოვაციური ხედვა. \nაუდიტორიის წინაშე წარდგებიან პროფესიონალი სპიკერები. \nარ გაუშვათ საინტერესო აზრის მოსმენის შესაძლებლობა\, დაესწარით Nx-ღონისძიებას. \nთუ გსურთ\, გახდეთ Nx-სპიკერი და მოხვდეს თქვენი პრეზენტაცია ”მაესტროს” ეთერში\, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე http://nx.ge/როგორ-გავხდე-nx-სპიკერი/ \nდრო: 1-ლი ივნისი\, 12:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის მაღაზია ”ლიგამუსი” \nდამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ინტერნეტგვერდებს http://nx.ge/ და\nhttps://www.facebook.com/www.nx.ge ან მიმართეთ ერეკლე თამაზაშვილს (ტელ.: 593 004 080) \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nx-ghonisdzieba-ideebi-romlebits-gvtsams/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140529T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140529T150000
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140529T110015Z
LAST-MODIFIED:20240202T080921Z
UID:10004085-1401375600-1401375600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ემბრიონიდან სიკვდილამდე
DESCRIPTION:4 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”\, სტუდენტური პროექტის – “Sapere Aude” – ფარგლებში\, National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორი ლევან ბუთხუზი\, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – “ემბრიონიდან სიკვდილამდე:რას განსაზღვრავს გენები და რას განსაზღვრავს გარემო” \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/embrionidan-sikvdilamde/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140528T181000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140528T181000
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140528T141019Z
LAST-MODIFIED:20240202T080935Z
UID:10004090-1401300600-1401300600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექცია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 29 მაისს\, 16:00-დან 18:00 საათამდე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს საჯარო ლექციას ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. \nმომხსენებლები: ექსპერტი შოთა უტიაშვილი და აღნიშნულ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრი\, გიორგი გოცირიძე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsia-pharuli-mosmenebis-shesakheb-kanonproeqtthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140528T124500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140528T124500
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140528T084530Z
LAST-MODIFIED:20240202T080937Z
UID:10004091-1401281100-1401281100@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეოცე საუკუნის სკულპტურების ნარატივი საქართველოში
DESCRIPTION:3 ივნისს\, 19:00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” პროექტ ”დოქტორანტთა ფორუმის” ფარგლებში მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართება. მომხსენებელია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი\, ელენე კეკელია. მოხსენების თემაა ”მეოცე საუკუნის სკულპტურების ნარატივი საქართველოში”. \nაღნიშნული კვლევის მიზანია მეოცე საუკუნის სოციეტალური ნარატივების იდენტიფიკაცია და სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი უკვე თანამედროვე საქართველოში. სწორედ ამ ნარატივების იდენტიფიკაციის მიზნით ხდება საჯარო მონუმენტების\, როგორც მეხსიერების ადგილების\, შესწავლა. საკვლევი პერიოდი მეტწილად საბჭოთა ოკუპაციას მოიცავს და კოლექტიურ მეხსიერებათა კვლევის ჭრილშია განხილული. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/meotse-saukunis-skulpturebis-narativi-saqarthveloshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140527T182000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140527T182000
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140527T142044Z
LAST-MODIFIED:20240202T080940Z
UID:10004092-1401214800-1401214800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:EBSCO - მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ბაზა\, მოხმარების ინსტრუქციები და ძირითადი უპირატესობები
DESCRIPTION:ოთხშაბათს\, 28 მაისს\, 16:00 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გიწვევთ პრეზენტაციაზე: „EBSCO – მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ბაზა\, მოხმარების ინსტრუქციები და ძირითადი უპირატესობები“. \nპრეზენტაციას გაუძღვებიან EBSCO-ს რეგიონალური წარმომადგენლები\, ბატონები ანდრეი საკალოუ და რეიკო რაიე. \nაქვე გაცნობებთ\, რომ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ EBSCO-ს ორი მნიშვნელოვანი ქვებაზით: Humanities Source და Political Science Complete. \n\nHumanities Source – მოიცავს 1480 დასახელების ჟურნალს და სამეცნიერო სტატიების სრულ ვერსიებს 1900 წლიდან დღემდე; აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: არქეოლოგია\, ხელოვნება\, კომუნიკაცია\, ფოლკლორი\, კლასიკური ფილოლოგია\, ისტორია\, ჟურნალისტიკა\, ლინგვისტიკა\, ლიტერატურა\, მუსიკა\, ფილოსოფია\, რელიგია\, თეოლოგია და სხვ. აქვე შეგახსენებთ\, რომ ეს ბაზა მოიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალს – „კადმოსი“.\nPolitical Science Complete – მოიცავს 3119 დასახელების ჟურნალს\, 340-ზე მეტ მონოგრაფიასა და საკონფერენციო მასალების 38 ათასზე მეტ სრულ ტექსტს; აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: პოლიტოლოგია\, საერთაშორისო ურთიერთობები\, საჯარო ადმინისტრირება\, პოლიტიკური ფილოსოფია\, პოლიტიკური ეთიკა და სხვ. აღნიშნულ ელბაზაში ხელმისაწვდომია როგორც სტატიების ინდექსირებული და აბსტრაქტირებული სიები\, ასევე სრული ტექსტები. შეგახსენებთ\, რომ ამ ბაზაში შესულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი – „Identity Studies”.\n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთია საქართველოში\, რომლის ერთდროულად ორი სამეცნიერო ჟურნალი ინდექსირებულია EBSCO-ს მონაცემთა ბაზებში. \nელექტრონულ ბაზაზე წვდომისათვის მიჰყევით ბმულს http://library.iliauni.edu.ge/2011-05-11-12-30-04.html და ჩამონათვალში მოძებნეთ EBSCO. შეგახსენებთ\, რომ წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან\, ასევე მის მიღმა. \nგამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების ჩასატარებლად. \nEBSCO-ს მონაცემთა ბაზები მოიცავს მეცნიერების თითქმის ყველა დარგს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა რესურსის (სტატიები\, ელწიგნები\, ანგარიშები\, საკონფერენციო მასალები\, სამთავრობო დოკუმენტები\, გაზეთები) ინდექსირებულ და სრულ ვერსიებს. \nგთხოვთ\, მობრძანდეთ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ebsco-multidistsiplinaruli-sametsniero-baza-mokhmarebis-instruqtsiebi-da-dzirithadi-upiratesobebi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140524T153600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140524T153600
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140524T113644Z
LAST-MODIFIED:20240202T081001Z
UID:10004103-1400945760-1400945760@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონსტანტინეპოლის დაცემის დღე
DESCRIPTION:30 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში”\, უნივერსიტეტის ისტორიკოსთა კლუბის ორგანიზებით\, გაიმართება ღონისძიება – კონსტანტინეპოლის დაცემის დღე (29 მაისი\, 1453). \nღონისძიების ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ეკა ჭყოიძე\, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – „კონსტანტინეპოლის როლი შუა საუკუნეებში“. ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი. \nდრო: 30 მაისი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის მაღაზია „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konstantinepolis-datsemis-dghe/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140523T155600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140523T155600
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140523T115603Z
LAST-MODIFIED:20240202T081004Z
UID:10004104-1400860560-1400860560@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში
DESCRIPTION:თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში\nთბილისის თეატრების ენციკლოპედიური მეგზური \n27 მაისს\, 14 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევისა და წიგნის „თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“ (ანალიტიკა\, პრაგმატიკა\, სტატისტიკა) პრეზენტაცია. გამოცემა დაფინანსებულია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ „თავისუფალი თატრალური პროექტების“ პროგრამის ფარგლებში. \nგამოცემა წარმოადგენს მეორე ნაწილს კვლევისა „თანამედროვე ქართული თეატრი (ანალიტიკა\, პრაგმატიკა\, სტატისტიკა)“\, რომელშიც შესულია თბილისში ფუნქციონირებადი 27 თეატრის (მათ შორის\, სახელმწიფო\, მუნიციპალური\, კერძო თეატრები)  სრული და დეტალური მონაცემები თეატრის ისტორიის\, შენობის\, რეპერტუარის\, ტექნიკური აღჭურვის\, დარბაზის\, სცენის შესახებ. კრებულში იბეჭდება ექსკლუზიური საუბრები თბილისში მოღვაწე ყველა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან და დირექტორთან.\nკრებულში  ქვეყნდება თბილისელი მაყურებლის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. სულ გამოიკითხა 2200 მაყურებელი\, გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი რეჟისორები და მსახიობები\, რომელთა რეიტინგიც სრული სახით იბეჭდება კრებულში „თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“. ასევე თავად თეატრები რეიტინგები. \nწიგნის ავტორები არიან თეატრმცოდნეები: მაკა ვასაძე და ლაშა ჩხარტიშვილი\, კულტურის მენეჯერი ელენე ბაბაკიშვილი. კვლევაში ჩართულები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები და დოქტორანტები\, სხვადასხვა დარგის 20-მდე ექსპერტი და მეცნიერი. \nკვლევა აერთიანებს ცენტრის მიერ „თავისუფალი თეატრალური პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული 80-მდე სპექტაკლის თეატრმცოდნეობით და სტატისტიკურ ანალიზს\, რომლის საფუძველზე იკვეთება კრიტიკის აზრით ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი სპექტაკლები\, კვლევას თან ერთვის რეცენზიები სპექტაკლების შესახებ\, რომელიც სპეციალურად ამ კრებულისთვის დაიწერა სხვადასხვა თაობის თეატრმოცდნეების მიერ. \nკრებულის გამომცემელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი. \nდაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:\nმერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს / ნეკა სებისკვერაძე/\nილიას უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს /ლაშა ჩხარტიშვილი/  \n \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thbilisis-theatrebi-gardamavali-ekonomikis-pirobebshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140522T204500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140522T204500
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140522T164534Z
LAST-MODIFIED:20240202T081006Z
UID:10004105-1400791500-1400791500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტი - „ახალი განმანათლებლობა“
DESCRIPTION:პარასკევს\, 23 მაისს\, 16:00 საათზე\, წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (ჭავჭავაძის გამზირი 32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში ასოცირებული პროფესორი ქეთევან კუპატაძე წაიკითხავს  საჯარო ლექციას თემაზე – “მეტალები ისტორიულ-ქიმიურ ჭრილში:გავლენა გარემოს დაბინძურებაზე და პრობლემის  გადაჭრის გზები“. \nდასწრება თავისუფალია. \nგელოდებით! \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazogadoebriv-saganmanathleblo-proeqti-akhali-ganmanathlebloba-2/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140516T100700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140516T100700
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140516T060736Z
LAST-MODIFIED:20240202T081119Z
UID:10004117-1400234820-1400234820@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ვიქტორ დოლიძესთან
DESCRIPTION:20 მაისს\, სამშაბათს\, 12:00 საათზე\, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე\, ვიქტორ დოლიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და ისაუბრებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე; ასევე – ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე და შემდგომ არსებულ უმთავრეს გამოწვევებსა და მოლოდინებზე. \nსტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ შეთანხმების განმარტებითი ვიდეო-რგოლები\, რომლებიც კომიტეტის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შეიქმნა. \nდრო: 20 მაისი\, 12:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის მაღაზია ლიგამუსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-viqtor-dolidzesthan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140513T102400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140513T102400
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140513T062401Z
LAST-MODIFIED:20240202T081128Z
UID:10004121-1399976640-1399976640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰარპერ ლის რომანი "ნუ მოკლავ ჯაფარას"
DESCRIPTION:15 მაისს\, ხუთშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის მაღაზია ლიგამუსში ლიტერატურული კლუბის მეორე შეხვედრა გაიმართება. \nშეხვედრაზე ჰარპერ ლის ერთადერთ\, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკად ქცეულ რომანზე „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ვისაუბრებთ. \nშეხვედრის სტუმარი იქნება იურისტი თამარ გურჩიანი\, რომელიც ისაუბრებს წიგნზე\, მის ავტორზე და წიგნის გავლენაზე ამერიკის სამართლებრივ და საგანმანათლებლო სისტემაზე\, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და რასობრივი თანასწორობის საკითხზე. \nდრო: 15 მაისი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის მაღაზია ლიგამუსი\nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/harper-lis-romani-nu-moklav-japharas/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140513T101800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140513T101800
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140513T061812Z
LAST-MODIFIED:20240202T081131Z
UID:10004122-1399976280-1399976280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პრეზენტაცია და პოეზიის საღამო „ჰორიზონტს იქით“
DESCRIPTION:15 მაისს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამუსში კრებულის „ჰორიზონტს იქით“ პრეზენტაცია და პროექტის მონაწილეთა პოეზიის საღამო გაიმართება. \nპროექტის შესახებ \nგასულ წელს დასრულდა საქართველოს პენ-კლუბისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის  ლიტერატურული პროექტი “საერთაშორისო მთარგმნელობითი მასტერ-კლასი პოეზიაში”\, რომელშიც მონაწილეობდნენ პოეტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან (საქართველო\, უკრაინა\, ბელორუსი და ლიტვა). ქართველ პოეტებს შორის იყვნენ ილიაუნის სტუდენტი-პოეტები ლაშა ჯაიანი და გიორგი შონია. \nპროექტი განხორციელდა ბათუმში. 4 ქვეყნის პოეტებმა თარგმნეს ერთმანეთის პოეზია და ოთხ ენაზე გამოიცა ერთი კრებული\, სახელწოდებით – “ჰორიზონტს იქით”. \nპროექტი\, რომლის ორგანიზატორები იყვნენ გაგა ნახუცრიშვილი\, დათო რობაქიძე\, ცირა ბარბაქაძე\, შოთა იათაშვილი და პაატა შამუგია\, განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 15 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის მაღაზია ლიგამუსი\nდასწრება თავისუფალია\nგელოდებით \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prezentatsia-da-poeziis-saghamo-horizonts-iqith/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140507T120700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140507T120700
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140507T080747Z
LAST-MODIFIED:20240202T081145Z
UID:10004127-1399464420-1399464420@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიგა ზედანიას ლექცია  რა რჩება განმანათლებლობისგან?”
DESCRIPTION:ილიაუნის სტუდენტური პროექტის „Sapere Aude“ ორგანიზებით 7 მაისს\, 18:00 საათზე წიგნის მაღაზია ლიგამუსში გაიმართება საჯარო ლექცია. \nმომხსენებლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, გიგა ზედანია. ლექციის თემა: რა რჩება განმანათლებლობისგან?”\nდრო: 7 მაისი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის მაღაზია ლიგამუსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giga-zedanias-leqtsia-ra-rcheba-ganmanathleblobisgan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140506T115800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140506T115800
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140506T075855Z
LAST-MODIFIED:20240202T081151Z
UID:10004129-1399377480-1399377480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიტერატურული კლუბის პირველი შეხვედრა
DESCRIPTION:8 მაისს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის ახლდაშექმნილი ლიტერატურული კლუბი პირველ შეხვედრას გამართავს\, რომელზეც შვედი მწერლისა და დრამატურგის\, ავგუსტ სტრინდბერგის დრამატურგიაზე ვისაუბრებთ. \nროგორ მივიდა ავტორი თავის ტექსტებში ქალთმოძულეობიდან მამაკაცური კრიზისის აღწერამდე? \nშეხვედრის სტუმარი სტრინდბერგის მთარგმნელი\, დრამატურგი დავით გაბუნია იქნება. მის მიერ თარგმნილი პიესები „ფრეკენ ჟული“ და „მასზე ძლიერი“  2013 წელს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამოცემულ პიესების კრებულში შევიდა. \nგელოდებით! \nდრო: 8 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის მაღაზია “ლიგამუსი” (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/literaturuli-klubis-pirveli-shekhvedra/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140504T150700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140504T150700
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140504T110756Z
LAST-MODIFIED:20240202T081153Z
UID:10004130-1399216020-1399216020@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია - "ფრიდრიხ ჰაიეკი და სოციალური დაცვის პრობლემები“
DESCRIPTION:8 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლა გამართავს ავსტრიელი ეკონომისტის\, ფილოსოფოსის\, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლის ფრიდრიხ ჰაიეკის დაბადებიდან 115-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას – „ფრიდრიხ ჰაიეკი და თანამედროვეობა“. \nღონისძიების ფარგლებში თენგიზ ვერულავა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – “ფრიდრიხ ჰაიეკი და სოციალური დაცვის პრობლემები“. \nასევე\, წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი “ფრიდრიხ ჰაიეკი” (ავტორი თენგიზ ვერულავა). \nდრო: 8 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ლიგამუსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-phridrikh-haieki-da-sotsialuri-datsvis-problemebi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140429T125000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140429T125000
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140429T085051Z
LAST-MODIFIED:20240202T081207Z
UID:10004135-1398775800-1398775800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე - ”დისკრიმინაციის დაუშვებლობა”
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, პირველ მაისს\, 16:00-დან 17:30 საათამდე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე – ”დისკრიმინაციის დაუშვებლობა”. \nსიტყვით გამოვლენ ევროსაბჭოსა და აშშ-ის იურისტთა ასოციაციის ექსპერტი\, გიორგი გიორგაძე\, და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი  –  თამთა მიქელაძე. \nდასასრულს მოეწყობა დისკუსია\, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად შეეცდებიან თანამედროვე პრობლემატიკის გაანალიზებას. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-diskriminatsiis-daushvebloba/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140423T171100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140423T171100
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140423T131105Z
LAST-MODIFIED:20240202T081215Z
UID:10004139-1398273060-1398273060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსიას თემაზე - „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 24 აპრილს\, 17:00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს საჯარო დისკუსიას თემაზე – „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“. შეხვედრის ფარგლებში მოხსენებას გააკეთებენ მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე – თამარ კინწურაშვილი და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – გიორგი მელაძე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusias-themaze-ethnikuri-umtsiresobebi-saqarthveloshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140408T121100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140408T121100
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140408T081108Z
LAST-MODIFIED:20240202T081349Z
UID:10004153-1396959060-1396959060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი ”დოქტორანტთა ფორუმი” მეორე საჯარო პრეზენტაცია
DESCRIPTION:11 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური პროგრამის დოქტორანტი\, ლია კუპრეიშვილი\, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ”პოლიტიკური იდეოლოგიის გავლენა გენდერის სოციალურსა და კულტურულ კონსტრუქციებზე საქართველოში (1900-1921 წწ)”. \nეს რიგით მეორე საჯარო პრეზენტაციაა ციკლისა\, რომელიც მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე\, „დოქტორანტთა ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარეობს. \nპრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევითი პროექტის სამუშაო ვერსია\, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური\, კერძოდ კი რევოლუციური\, იდეოლოგიის გავლენის კვლევას გენდერის სოციალურსა და კულტურულ კონსტრუქციებზე და ფემინისტური გამოცდილების ცვლილების კვლევას აღნიშნულ კონსტრუქციებთან ერთად საქართველოს ისტორიის კონკრეტულ პერიოდში\, მე-20 საუკუნის დასაწყისში. უფრო კონკრეტულად\, ნაშრომში ასახული იქნება\, თუ როგორ ხდებოდა მედიის მიერ ქალთა ინდივიდუალობისა და ქცევათა ნორმების\, ასევე გენდერული თანასწორობის ცნების წარმოჩენა და განვითარება. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-doqtoranttha-phorumi-meore-sajaro-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140404T121200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140404T121200
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140404T081253Z
LAST-MODIFIED:20240202T081400Z
UID:10004157-1396613520-1396613520@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბორის გროისის ესეების კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ორშაბათს\, 7 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება ბორის გროისის ესეების კრებულის პრეზენტაცია. \nპრეზენტაციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია. პრეზენტაციაზე ისაუბრებს წიგნის მთარგმნელი სოსო ჭაუჭიძე. \nდასწრება თავისუფალია. \nმისამართი: ჭავჭავაძის 32. \nბორის გროისი თანამედროვე რუსი ხელოვნების კრიტიკოსი\, მედიამკვლევარი და ფილოსოფოსია. მისი ყურადღების ქვეშ თანაბრად ექცევა როგორც კომუნისტური და პოსტკომუნისტური რეჟიმების კულტურული ტრანსფორმაციები\, ისე მოდერნული და პოსტმოდერნული სახელოვნებო სივრცეები\, კერძოდ კი – ის მუტაციები\, რომლებიც არტისტულმა ავანგარდმა და\, ზოგადად\, გასული საუკუნის დომინანტურმა სახელოვნებო პარადიგმებმა განიცადა. \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/boris-groisis-eseebis-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140325T104800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140325T104800
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140325T064823Z
LAST-MODIFIED:20240202T081431Z
UID:10004168-1395744480-1395744480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სტუდენტების დებიუტი
DESCRIPTION:27 მარტს\, 16.00 საათზე\, “ლიგამუსში” ილიაუნის სტუდენტების\, ლაშა ჯაიანისა და გიორგი შონიას\, დებიუტია. \nილიაუნის სტუდენტების ერთობლივი პოეტური კრებული _ “მკვდარი ქალაქის ჩანაწერები” _  გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ სემიოტიკის კვლევითი ცენტრის წარდგინებით. რედაქტორი: ცირა ბარბაქაძე. \nდასწრება თავისუფალია \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-studentebis-debiuti/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140320T110600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140320T110600
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140320T070614Z
LAST-MODIFIED:20240202T081446Z
UID:10004173-1395313560-1395313560@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შვედური ზღაპრის დღე ლიგამუსში
DESCRIPTION:შაბათს\, 22 მარტს\, “ლიგამუსის” ბავშვთა ოთახში შვედური ზღაპრის დღეზე გიწვევთ. \nშვედ საბავშვო მწერლებს\, ასტრიდ ლინდგრენს და ტუვე იანსონს\, უკვე ყველა ბავშვი იცნობს. ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის მოყვარულები ამჯერად კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შვედი მეზღაპრის\, სვენ ნორდკვისტის\, ზღაპარს – ძალიან მხიარული მოხუცი პეტსონისა და მისი გონიერი კატის\, ფინდუსის\, სასაცილო თავგადასავალს – გაეცნობიან. \nსვენ ნორდკვისტის ზღაპარი ”პეტსონი და ფინდუსი” თავად ავტორის მიერ არის ილუსტრირებული. ბავშვები მოისმენენ ზღაპარს და დაათვალიერებენ ილუსტრაციებს. მათ საინტერესო აქტივობებით დატვირთული შვედური ზღაპრის დღე ელით. \nარ გამოტოვოთ\, იმოგზაურეთ ბავშვებთან ერთად ზღაპრების სამყაროში. \nდასაწყისი 11 საათზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shveduri-zghapris-dghe-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140313T164300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140313T164300
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140313T124341Z
LAST-MODIFIED:20240202T081507Z
UID:10004181-1394728980-1394728980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შედარებითი ლიტერატურული კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:19 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება შედარებითი ლიტერატურული კრებულის პრეზენტაცია. \nშედარებითი ლიტერატურის კრებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური გამოცემა ხდება. პირველ\, 2013 წლის\, კრებულში შესულია უნივერსიტეტის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადში  ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და  სემინარებზე ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ მომზადებული 34  სამეცნიერო სტატია. \nკრებული აერთიანებს შემდეგ თემებს: შედარებითი ლიტერატურა და თანამედროვეობა; ლიტერატურა\,  პოლიტიკა\,  იდეოლოგია;  ფილოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები; ლიტერატურა\, გამოძიება\, პროცესი. \nქართულ სამეცნიერო სივრცეში შედარებითი ლიტერატურისადმი ინტერესი საშუალებას გვაძლევს\, უფრო ინტენსიური\, მრავალფეროვანი  და მრავალწახნაგიანი გავხადოთ ლიტერატურის ინტერკულტურული კვლევები და ამ გზით დავძლიოთ კულტურული დახშულობა; უფრო თავისუფალი\, ზოგადი პოზიციიდან დავინახოთ როგორც მსოფლიო\,  ისე  ქართული ლიტერატურულ-კულტურული სინამდვილე;  თანამედროვე  მსოფლიო ლიტერატურის მსგავსად\, ქართული  ლიტერატურის  კვლევა  წარვმართოთ ისე\, რომ შესაძლებელი გახდეს ლიტერატურულ-კულტურული\, საზოგადოებრივი\, პოლიტიკური პროცესების აღქმა\, გადააზრება\, ურთიერთდაკავშირება; გავიზიაროთ ის სააზროვნო  და  კულტურული გამოცდილება\, რომლითაც სხვა ქვეყნები უმკლავდებიან  ტრავმულ წარსულს ან სადღეისო გამოწვევებს კულტურულსა თუ სოციალურ სინამდვილეში; ვეძებოთ თანამედროვე მსოფლიოსთან საქართველოს და ქართული  კულტურის რეინტეგრაციის გზები. \nამ თვალსაზრისით\, შედარებით ლიტერატურას\, როგორც დისციპლინას\, ქართულ სამეცნიერო\, კულტურულ\, საზოგადოებრივ სივრცეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shedarebithi-literaturuli-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140312T171200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140312T171200
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140312T131258Z
LAST-MODIFIED:20240202T081509Z
UID:10004182-1394644320-1394644320@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ქეისების" პუბლიკაციის პრეზენტაცია
DESCRIPTION:13 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღზია “ლიგამუსში”  საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (http://mpa.iliauni.edu.ge/) უმასპინძლებს პროგრამის ფარგლებში პროფესორებისა და სტუდენტების მიერ 2013 წელს დაწერილი “ქეისების” პუბლიკაციის პრეზენტაციას. პუბლიკაცია\, რომლის მომზადებაზეც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები მუშაობდნენ\, დააფინანსა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამამ – „საჯარო პოლიტიკის\, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC). \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qeisebis-publikatsiis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140306T155500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140306T155500
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140306T115531Z
LAST-MODIFIED:20240202T081625Z
UID:10004186-1394121300-1394121300@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონკურსი - "ფოტო ამბები" დაჯილდოება
DESCRIPTION:10 მარტს\, ორშაბათს\, 17:00 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის -ფოტოამბები: ჩვენი ქალაქის ფლორა და ფაუნა -გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი და 15  საუკეთესო ნამუშევრის გამოფენა.\nგთხოვთ\, გვეწვიოთ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konkursi-photo-ambebi-dajildoeba/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140224T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140224T173000
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140224T133037Z
LAST-MODIFIED:20240202T081633Z
UID:10004190-1393263000-1393263000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით
DESCRIPTION:მიმდინარე წლის 25 თებერვალს\, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წიგნის მაღაზია “ლიგამუსში”  გაიმართება დისკუსია\,\nრომლის მიზანია საბჭოთა წარსულის ხელახალი გაააზრება. ოკუპაცია თუ გასაბჭოება? კოლაბორაცია თუ წინააღმდეგობა? –  ეს არის ის კითხვები\, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლის ისტორიული გამოცდილების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დღემდე დგას და რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული გამოცდილების შეფასებასთან. საგულისხმოა\, რომ 1921 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ ისტორიული ნარატივი საბჭოთა კავშირის პირობებში შეიქმნა. რამდენადაა თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია კვლავაც ამ საბჭოთა ისტორიული ნარატივის გავლენის ქვეშ? როგორ შეგვიძლია თითქმის ერთი საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების შეფასება და მათზე მსჯელობა?\nმოდერატორი – თამარ ცოფურაშვილი\nმომხსენებლები: \n19.00 საათზე – ოლივერ რაისნერი (ისტორიკოსი/ქართველოლოგი) – „საბჭოთა ოკუპაციის მეხსიერების შესახებ“;\n19.30 საათზე – ელენე კეკელია\, კოტე ლადარია (დოქტორანტები) – \,\,საბჭოთა გამოცდილება პოსტსაბჭოთა კონტექსტში”;\n19.45 საათზე – თამარ გურჩიანი (იურისტი/უფლებადამცველი) – „ოკუპაცია თანამედროვე სამყაროში? საკანონმდებლო ცვლილებები\, რომლებიც ქმნიან ისტორიას”. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-okupatsiis-dghesthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140217T124600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140217T124600
DTSTAMP:20260423T021832
CREATED:20140217T084633Z
LAST-MODIFIED:20240202T081641Z
UID:10004193-1392641160-1392641160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტიმ კაჰილის მოხსენება ლიგამუსში
DESCRIPTION:ოთხშაბათს\, 26 თებერვალს 15:00 საათზე ამერიკელი მწერალი ტიმ კაჰილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე “What it Takes to Be a Traveler” და გაგვიზიარებს თავის როგორც „მოგზაური“ მწერლის გამოცდილებას.\nშეხვედრა ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით. შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ბელა წიფურია. \nტიმ კაჰილი\nტიმ კაჰილი დაიბადა 1943 წლის 28 ნოემბერს ქალაქ ნეშვილში\, ტენესი. ამჟამად ცხოვრებს ლივინგსტონში\, მონტანა.\n1966 წელს დაამთავრა ვისკონსინის უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. 1969 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი სპეციალობით ინგლისური ენა /კრეატიული წერა სანფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. \n1970-1976 იყო ჟურნალ „როლინგსტოუნის“ ასოცირებული რედაქტორი სანფრანცისკოში. წერდა სტატიებს მუსიკაზე\, კულტურაზე\, ფილმებზე დაპოლიტიკაზე. 1975 წელს დაიწყო მუშაობა საგამოძიებო საკითხებზე\, როგორიცაა იდუმალი გარდაცვალება ინდიელი ლიდერის ბრიტანეთის კოლუმბიაში და მსგავსი.\n1976 წელს ტიმი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი რედაქტორი ჟურნალის „Outside Magazine“\, რომელმაც რამდენიმე ეროვნული ჯილდო მიიღო\, მათ შორის ოთხი „საყოველთაო ოსტატობაში“. იგი წერდა ისტორიებს მოგზაურობაზე. 1977 წელს\, პერუში ექსპედიციის დროს\, მან აღმოაჩინა ნანგრევები ამაზონის შტატში\, რომელიც შემდეგ საოცრად საინტერესო აღმოჩნდა არქეოლოგებისთვის. \n1978 წლიდან მოყოლებული ტიმ კაჰილი თავისუფალი მწერალია. მას 300-ზე მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული National Geographic-ში\, GEO-ში\, The New York Times Book Review-ში და სხვა ცნობილ გამოცემებში. \nტიმი რვა წიგნის ავტორია: „გაატარე ჭია“\, „იაგუარებმა დაგლიჯეს ჩემი სხეული“\, „სამურავი ჭამს ჩემს ფეხს“\, „იხვების მიერ სიკვდილამდე ჩანისკარტებული“\, „გზის ციებ-ცხელება“\, „დელფინები“\, „დამარხული სიზმრები“ და „შეაჩერეთ გასხივოსნება“.\n1992-1994 წლებში იგი იყო დამხმარე რედაქტორი Esquire Magazine-ის. \nტიმ კაჰილი არის ერთ-ერთი თანაავტორი აკადემიურ ჯილდოზე ნომინირებული იმაქსფილმის სცენარის „ცოცხალი ზღვა“ 1995 წ. ასევე არის ტექსტის ავტორი პიესისa „დელფინები“\, რომელიც ახლახან გამოიცა. \nდაარსებიდან დღემდე მუშაობს რედაქტორად „Outside Magazine“- ში. დამატებით არის “Rolling Stone Magazine”-ის\, “Sports Afield”-ისa და “National Geographic Advanture”-ის დამხმარე რედაქტორი. ამჟამად მუშაობს წიგნზე იელოუსთოუნის პარკის შესახებ და იმაქსის ახალ ფილმებზე მარჯნის რიფებისa და გამოქვაბულების ბუნებრივი ისტორიის შესახებ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tim-kahilis-mokhseneba-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140206T111800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140206T111800
DTSTAMP:20260423T021833
CREATED:20140206T071827Z
LAST-MODIFIED:20240202T081658Z
UID:10004199-1391685480-1391685480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ბერწი მიწა" წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:12 თებერვალს\, 6 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” გაიმართება პრეზენტაცია გია ჯოხაძის წიგნისა \,\,ტ. ს. ელიოტის \,\,ბერწი მიწა”\, ჰერმენევტული ინტერპრეტაციები”. \nწიგნი მოიცავს დიდი ინგლისურენოვანი პოეტისა და მოაზროვნის\, თომას სტერნზ ელიოტის (1888-1965) პოემის \,\,ბერწი მიწის“ ახალ ქართულ თარგმანს და\, ასევე\, ტექსტის ინტერპრეტაციას თანამედროვე ელიოტოლოგიის ორიგინალური მასალების გათვალისწინებით. \nელიოტის \,\,ბერწი მიწა” მეოცე საუკუნის უდავოდ ყველაზე სახელგანთქმულ და სკანდალურ პოეტურ მიღწევათა შორისაა. გამოცემის დღიდანვე პოემას თან სდევს უამრავი ლეგენდა\, დეზინფორმაცია და მითი იმაზე\, თუ როგორ დაიწერა ტექსტი\, რას იზრახავდა პოეტი\, რა გავლენა მოახდინა მასზე თანამედროვე ვითარებამ ანუ ომისშემდგომმა ევროპამ\, რომელიც პოემის მთავარი პროტაგონისტია და ა.შ. \nგია ჯოხაძის ახალი წიგნი განკუთვნილია ელიოტის პოეზიის მთარგმნელების\, მკვლევრებისა და თაყვანისმცემლებისათვის. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bertsi-mitsa-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140205T000000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140205T000000
DTSTAMP:20260423T021833
CREATED:20140204T200000Z
LAST-MODIFIED:20240202T081701Z
UID:10004200-1391558400-1391558400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ნატაშას ცეკვა" -  წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:5 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \,\,ლიგამუსში” პროფესორები გიგი თევზაძე და გიგა ზედანია წარადგენენ ორლანდო ფაიჯესის წიგნს \,\,ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია”. \nორლანდო ფაიჯესი (დაბ. 1959 წელს) გამოჩენილი თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსია. 1987-1999 წლებში ის იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელი\, შემდეგ კი ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი. მკითხველთა ფართო წრემ ის გაიცნო 1996 წელს გამოქვეყნებული წიგნით „ხალხის ტრაგედია“\, რომელიც რუსული რევოლუციის ისტორიას გადმოსცემდა მის პოლიტიკურ-ისტორიულ კონტექსტში. სპეციალისტის მიერ დაწერილი თითქმის ათასგვერდიანი წიგნი მალევე გახდა ბესტსელერი. \n„ნატაშას ცეკვა“ 2002 წელს გამოცემული წიგნია\, რომელშიც ისტორიკოსის ინტერესი პოლიტიკიდან კულტურაზეა გადატანილი. ამ წიგნმაც  დიდი წარმატება მოიპოვა. პუბლიკაციიდან ათი წლის შემდეგ გადაღებული ფილმის\, „ანა კარენინას“ რეჟისორი ჯონ რაიტი მე-19 საუკუნის რუსული კულტურის გაგებას სწორედ ფაიჯესსა და მის ამ ნაწარმოებს უმადლის. მართლაც\, ესაა რუსული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო კრიტიკული ანალიზი\, დაწერილი მასალის შესანიშნავი ცოდნისა და თანამედროვე თეორიული რეფლექსიის ინსტრუმენტების ვირტუოზული ფლობის საფუძველზე. წარმატების უკან არა მხოლოდ წიგნის შინაარსი დგას\, არამედ სრულიად შესანიშნავი სტილი\, რომელიც მკითხველს  ნაშრომს რომანივით აკითხებს. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/natashas-tsekva-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140201T000000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140201T000000
DTSTAMP:20260423T021833
CREATED:20140131T200000Z
LAST-MODIFIED:20240202T081704Z
UID:10004201-1391212800-1391212800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ზღაპრის დღე"  ლიგამუსში
DESCRIPTION:ყოველ შაბათს\, 11.00-დან 13.00 საათამდე \,\,ლიგამუსის“ ბავშვების ოთახში ზღაპრის დღე იმართება. მეზღაპრე ბავშვებს საინტერესო წიგნებს უკითხავს\, ხოლო კითხვის შემდეგ კი სხვადასხვა  შემეცნებით აქტივობებს სთავაზობს. \n „ზღაპრის დღეზე“ ბავშვები მოგზაურობენ წიგნების ჯადოსნურ სამყაროში\, ხოლო აქტივობების მეშვეობით მათ უვითარდებათ კრეატიულობა\, მოტორიკა\, დამოუკიდებელი მუშაობის და კომუნიკაციის უნარი. \n“ზღაპრის დღეზე” დასწრება 4-დან 12 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ზღაპრის დღეზე დასწრების მსურველებმა მოგვწერეთ:  www.facebook.com/ligamus.iliauni \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zghapris-dghe-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140130T134800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140130T134800
DTSTAMP:20260423T021833
CREATED:20140130T094838Z
LAST-MODIFIED:20240202T081706Z
UID:10004202-1391089680-1391089680@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საუნივერსიტეტო პროექტის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ამა წლის 3 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \,\,ლიგამუსში” მოხდება წარდგენა საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტისა \,\,უცნობი საქართველო. ქართულ-ევროპული წყაროები საისტორიო მეხსიერების რეკონსტრუქციისათვის”.  კვლევა ეყრდნობა პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივის\, თეათინელთა და კაპუცინელთა მისიების დღემდე უცნობ იტალიურ\, რუსულ და ქართულ წყაროებს. \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32\, წიგნის მაღაზია “ლიგამუსი”.\nგთხოვთ მობრძანდეთ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sauniversiteto-proeqtis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140127T161400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140127T161400
DTSTAMP:20260423T021833
CREATED:20140127T121432Z
LAST-MODIFIED:20240202T081711Z
UID:10004204-1390839240-1390839240@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შემოქმედებითი საღამო ლიგამუსში
DESCRIPTION:29 იანვარს\, 18:00 სთ-ზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“\, გაიმართება ქართული წარმოშობის შვედი მომღერლის და კომპოზიტორის ოლგა ვამლინგი-ჭანტურიას (სასცენო სახელი -საბინა ჭანტურია) შემოქმედებითი საღამო. მისი რეპერტუარი მოიცავს მშვიდ აკუსტიკურ პოპმუსიკას. გარდა ლირიკული სიმღერებისა და ბალადებისა\, თავისი შემოქმედებით ის გამოხატავს საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას საქართველოს თავისუფლებასა და ერთიანობასთან დაკავშირებით. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shemoqmedebithi-saghamo-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR