BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20100101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20120327T173400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20120327T173400
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20120327T133402Z
LAST-MODIFIED:20240202T084812Z
UID:10004745-1332869640-1332869640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოეზიის საღამო ლიგამუსში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით\, ხუთშაბათს\, 29 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”\, ჩატარდება პოეტ ბექა ნონიაშვილის პოეზიის საღამო.  \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/poeziis-saghamo-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20120321T155300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20120321T155300
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20120321T115339Z
LAST-MODIFIED:20240202T084834Z
UID:10004757-1332345180-1332345180@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის პრეზენტაცია ლიგამუსში
DESCRIPTION:27 მარტს\, 17:00 სთ-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით განხორციელებული კვლევითი პროექტის შედეგად გამოცემული წიგნის “Political Elites\, Ideas and Foreign Policy: Explaining and Understanding the International Behavior of Small States in the Former Soviet Union” პრეზენტაცია. წიგნის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი გვალია\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მკვლევარი ზურაბ იაშვილი და ბერლინის ტრანსნაციონალური კვლევის სკოლის დოქტორანტი ბიძინა ლებანიძე. წიგნი გამოცემულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ. \nაღნიშნული კვლევა\, საქართველოს და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის თანამედროვე საგარეო პოლიტიკის შესწავლის მაგალითზე\, უპირისპირდება პატარა ქვეყნების საგარეო პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობებში გავრცელებულ მიდგომას და ამტკიცებს\, რომ სისტემური ზეწოლის მიუხედავად\, საქართველომ შეინარჩუნა საგარეო პოლიტიკური ორიენტირი დასავლეთზე\, რაც განპირობებულია ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტის იდენტობით. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20120220T104500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20120220T104500
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20120220T064525Z
LAST-MODIFIED:20240202T085102Z
UID:10004793-1329734700-1329734700@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რადიოპიესა ”იუკი. დარჩი” - პრეზენტაცია
DESCRIPTION:21 თებერვალს\, 18.00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) გაიმართება რეჟისორ ზურაბ კანდელაკის რადიოპიესის პრეზენტაცია. რადიოპიესა ”იუკი. დარჩი” რეჟისორმა შექმნა ჩვენი უნივერისტეტის სტუდენტის\, ნინო ტეფნაძის\, მოთხრობის: ”იუკი\, დარჩის” მიხედვით. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/radiopiesa-iuki-darchi-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20120117T112700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20120117T112700
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20120117T072741Z
LAST-MODIFIED:20240202T085120Z
UID:10004805-1326799620-1326799620@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჩრდილები შუადღისას - პრეზენტაცია
DESCRIPTION:23 იანვარს\, ორშაბათს\, 17.00  საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) გაიმართება გიორგი ლობჟანიძის ახალი ელექტრონული წიგნის  _ ”ჩრდილები შუადღისას” (გამომცემლობა ”ლითერასი”) პრეზენტაცია. ავტორი წაიკითხავს ახალ ლექსებს. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/chrdilebi-shuadghisas-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20111226T114900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20111226T114900
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20111226T074923Z
LAST-MODIFIED:20240202T085150Z
UID:10004815-1324900140-1324900140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის “მსოფლიო რელიგიები” პრეზენტაცია
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, 16.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი.ჭავჭავაძის გამზ. 32) მშვიდობის\, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ზურაბ ჯაშის და დავით თინიკაშვილის წიგნის “მსოფლიო რელიგიები” პრეზენტაცია. \nსტუმრები ასევე გაეცნობიან კავკასიური ინსტიტუტის და კონრად ადენაუერის ფონდის ახალ პროექტს “მსოფლიო რელიგიების კლუბი”. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-msophlio-religiebi-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20111220T160300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20111220T160300
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20111220T120337Z
LAST-MODIFIED:20240202T085229Z
UID:10004820-1324396980-1324396980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ახალი წიგნის "დაუჯდომელი"-ს პრეზენტაცია
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 22 დეკემბერს\, 18.00 საათზე\, წიგნის კაფე-მაღაზია “ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ.32)  გაიმართება პაატა შამუგიას ახალი წიგნის “დაუჯდომელი”-ს პრეზენტაცია. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akhali-tsignis-daujdomeli-s-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20111208T132000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20111208T132000
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20111208T092058Z
LAST-MODIFIED:20240202T084530Z
UID:10004694-1323350400-1323350400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ვლადიმირ ბუკოვსკისთან
DESCRIPTION:8 დეკემბერს\, 18.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება შეხვედრა ვლადიმირ ბუკოვსკისთან. \nვლადიმირ ბუკოვსკი არის 1960-1970- იანი წლების დისიდენტური მოძრაობის წევრი\, მწერალი\, ნეიროფსიქოლოგი და პოლიტიკური აქტივისტი. ბუკოვსკი იყო ერთ-ერთი პირველი\, რომელმაც  გამოააშკარავა და ისაუბრა საბჭოთა კავშირში პოლიტიკურ პატიმრებზე განხორციელებულ ფსიქიატრიულ ზემოქმედებაზე. \nმან 12 წელი საბჭოთა ციხეში\, მუშათა ბანაკში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. ის არის კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. \n1963-1965 წლებში ბუკოვსკი დააკავეს მოსკოვის ცენტრში პოეზიის საღამოს მოწყობის გამო. 1965 წელს მისი ორგანიზებით გაიმართა დემონსტრაციები\, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობილი მწერლების\, ანდრეი სინიავსკისა და იული დანიელის დაცვას. დემონსტრაციებამდე 3 დღით ადრე ბუკოვსკი ყოველგვარი განაჩენის გარეშე 1966 წლის ივლისამდე დაატუსაღეს. \n1971 წელს ბუკოვსკიმ მოახერხა დასავლეთისთვის წარედგინა 150 – გვერდიანი დოკუმენტი\, რომელშიც აღწერილი იყო პოლიტიკური მიზნებისათვის ფსიქიატრიული ინსტიტუტების გამოყენება საბჭოთა კავშირში. 1972 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით\, მწერალი დაადანაშაულეს საბჭოთა ფსიქიატრიისადმი ცილის წამებაში\, უცხოურ პრესასთან კონტაქტსა და ანტისაბჭოური პუბლიკაციების გავრცელებაში. 1976 წლიდან ბუკოვსკი ცხოვრობს კემბრიჯში\, ინგლისში. \n1983 წელს კი ბუკოვსკი ხდება პრეზიდენტი საერთაშორისო ანტიკომუნისტური ორგანიზაციისა\, რომლის მიზანი იყო დისიდენტებისა და დემოკრატიული მოძრაობების კოორდინირება\, ორგანიზებული ანტისაბჭოური გამოსვლებისა და დემონსტრაციების დაცვა კომუნისტურ ქვეყნებში. \n1992 წელს მოსკოვის მერიის ლიბერალმა წარმომადგენლებმა შესთავაზეს ბუკოვსკის მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება\, თუმცა მწერალმა უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე. \n1997 წელს ფლორენციაში გამართულ შეხვედრაზე ის აირჩიეს თავისუფლების კომიტეტების გენერალურ დირექტორად. ეს არის საერთაშორისო მოძრაობა\, რომლის მიზანია თავისუფლების კულტურის დაცვა და გაძლიერება ყველგან. ბუკოვსკიმ სხვა მწერლებთან და ისტორიკოსებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა კომუნიზმის მსხვერპლთა ხსენების დღის აღნიშვნას ყოველწლიურად\, 7 ნოემბერს. \n2002 წელს ბუკოვსკი ხდება თანადამფუძნებელი „კომიტეტი 2008“-ის  რუსეთის დუმის მემარჯვენე ძალების ლიდერ ბორის ნემცოვთან ერთად. კომიტეტის მთავარი მიზანი იყო  რუსული დემოკრატიული ოპოზიციის დაცვა\, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება (2008). \n2007 წლის 28 მაისს\, ბუკოვსკიმ გადაწყვიტა\, მიეღო მონაწილება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი კანდიდატურა წამოაყენეს ცნობილმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა და მწერლებმა. 800 მეტმა მონაწილემ დაუჭირა მხარი ბუკოვსკის კანდიდატურას და წარუდგინეს რეგისტრაციის მოთხოვნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით\, მწერალმა ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში\, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა რუსეთის ტერიტორიაზე. ბუკოვსკიმ გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. \nბუკოვსკი არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია: „საბჭოთა კავშირი: უტოპიიდან  კატასტროფამდე“ (USSR: From Utopia to Disaster”)\, „განაჩენი მოსკოვში“ (Judgment in Moscow)\, „რუსეთის სხვა მწერლები“ (Russia’s Other Writers) და სხვა. ცნობილ წიგნში „სახელმძღვანელო ფსიქიატრიაზე დისიდენტებისთვის” (Manual on Psychiatry for Dissenters) ბუკოვსკიმ ისაუბრა პოლიტიკური ფსიქიატრიის პოტენციურ მსხვერპლზე და ასევე ინსტრუქციებზე\, თუ როგორ უნდა მოიქცეს დისიდენტი სასამართლო დაკითვის დროს\, რომ ფსიქიკურად ავადმყოფად არ მიიჩნიონ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-vladimir-bukovskisthan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20111207T160800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20111207T160800
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20111207T120800Z
LAST-MODIFIED:20240202T084642Z
UID:10004722-1323274080-1323274080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:”საერთაშორისო პოლიტიკის” თარგმანის პრეზენტაცია
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) გაიმართება რობერტ არტისა და რობერტ ჯერვისის კრებულ ”საერთაშორისო პოლიტიკის” ქართული თარგმანის პრეზენტაცია. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2011 წელს გამოსცა რობერტ არტისა და რობერტ ჯერვისის ”საერთაშორისო პოლიტიკის” ქართული თარგმანი. არტისა და ჯერვისის რედაქტორობით შედგენილ კრებულში შესულია კლასიკური ტექსტები საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. თავად ეს კრებული უკვე კლასიკად იქცა და ამერიკაში წელს  მეათედ გამოიცა. პირველი გამოცემა 1973 წელს შედგა. ქართული ტექსტი სწორედ ბოლო\, მეათე გამოცემის მიხედვითაა შექმნილი. კრებული გამოადგება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებსა და მკვლევრებს\, ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. მისი გაცნობა საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისათვისაც. \nწიგნში საუბარია ძალისა და პრინციპების როლზე სახელმწიფოს მართვაში\, ანარქიაზე\, მის შედეგებზე და შერბილების ხერხებზე\, ასევე  ძალის პოლიტიკურ სარგებლიანობაზე. მაგალითადაა მოყვანილი თვითმკვლელი ტერორისტების სტრატეგიული ლოგიკა და ახალი და ძველი ომები. წიგნში ასევე შევხვდებით ნაშრომებს საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და გლობალიზაციაზე\, ადამიანის უფლებებზე\, საერთაშორისო სამართალზე და სხვა ცნებებსა თუ  თანამედროვე საკითხებზე საერთაშორისო პოლიტიკაში. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-politikis-thargmanis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20111028T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20111028T163000
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20111028T123014Z
LAST-MODIFIED:20240202T083434Z
UID:10004479-1319819400-1319819400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინგლისურ–ქართული ონლაინ-ლექსიკონის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ილიაუნის სტუდენტებისათვის დიდი ინგლისურ–ქართული ონლაინ–ლექსიკონი ხელმისაწვდომი გახდა. 31ოქტომბერს\, 15.00 საათზე  წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი წარმოგიდგენთ დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონს\, რომელიც 2010 წლის თებერვალში განთავსდა ინტერნეტში მისამართზე: www.dictionary.ge. ლექსიკონს საფუძვლად დაედო ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომები (www.margaliti.ge)\, რომელსაც ლექსიკოგრაფიული ცენტრი გამოსცემს 1995 წლიდან. \nლექსიკონის შესახებ \nდიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში დღეისათვის შესულია 110 000-მდე სიტყვა-სტატია. იმის გათვალისწინებით\, რომ სალექსიკონო სიტყვა-სტატიებში მაქსიმალურად სრულადაა ასახული ინგლისური სიტყვების პოლისემია\, შეტანილია უამრავი შესიტყვება\, ფრაზეოლოგიური ერთეული\, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი სამეცნიერო-ტექნიკური\, ეკონომიკური\, ხელოვნების თუ სხვა სფეროებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია – ლექსიკონში შესული მთლიანი მასალა 800 000-მდე ერთეულს აღწევს. \nონლაინ-ლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ინგლისური\, ისე ქართული სიტყვების\, შესიტყვებების\, ფრაზების მოძიება. დეტალური ინფორმაცია საიტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ვიდეოინსტრუქციები განთავსებულია ბლოკში „ლექსიკონის ინსტრუქცია“. ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია. ენა მუდმივად იცვლება  საზოგადოების ცვლილების კვალდაკვალ. ენაში ჩნდება ახალი სიტყვები\, ან უკვე არსებულ სიტყვებს უვითარდება ახალი მნიშვნელობები; ხმარებიდან გადის რიგი სიტყვებისა და მნიშვნელობებისა; ჩნდება უამრავი ახალი რეალია\, რასაც ასახვა სჭირდება ენაში. დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი „ცოცხალი ლექსიკონია“. ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ლექსიკონის ახალი სიტყვა-სტატიებით შევსებას\, მნიშვნელობების დახვეწა-დაზუსტებას. \nინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი\, უპირველეს ყოვლისა\, განკუთვნილია ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის\, პედაგოგებისათვის\, მთარგმნელებისათვის\, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის\, რომელთაც დარგობრივ ტექსტებთან უხდებათ მუშაობა; ლექსიკონი ასევე განკუთვნილია სტუდენტებისათვის\, ზოგადად ინგლისური ენის შემსწავლელთათვის და ინგლისური ენით დაინტერესებული პირებისათვის. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/inglisur-qarthuli-onlain-leqsikonis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20111019T170200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20111019T170200
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20111019T130242Z
LAST-MODIFIED:20240202T082901Z
UID:10004395-1319043720-1319043720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მონოგრაფიის პრეზენტაცია ილიაუნიში
DESCRIPTION:ამა წლის 26 ოქტომბერს\, 18.00 საათზე\, საუნივერსიტეტო კაფე “ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) ჩატარდება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტ. პროფ. თამარ ცოფურაშვილის მონოგრაფიის ”Sprache und Metaphysik. Meister Eckharts Prädikationstheorie und ihre Auswirkung auf sein Denken” პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა 2011 წელს ჯონ ბენჯამინის საგამომცემლო კომპანიის მიერ. დამატებითი ინფორმაცია წიგნის შესახებ შეგიძლიათ იხ. მისამართზე: http://benjamins.com/#catalog/books/bsp.52/main \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/monographiis-prezentatsia-iliaunishi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110617T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110617T163000
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110617T123044Z
LAST-MODIFIED:20240202T080147Z
UID:10003973-1308328200-1308328200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კრებულის "თავისუფლების ფული" პრეზენტაცია
DESCRIPTION:21 ივნისს\, 17.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) გაიმართება ახალი\, რიგით VII კრებულის – “თავისუფლების ფულის” პრეზენტაცია\, რომელსაც ფრიდრიხ ნაომანის ფონდის მხარდაჭერით გამოსცემს “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო” სერიით “თავისუფლების ბიბლიოთეკა”. \nკრებულში თავმოყრილია გამოჩენილი ავტორების შრომები\, რომლებშიც გარკვევითაა ასახული თანამედროვე მონეტარული სისტემის მდგომარეობა\, შემოთავაზებულია დამაჯერებელი არგუმენტები მისი რეფორმირების გადაუდებელი აუცილებლობისა და შესაძლო მიმართულებების შესახებ – ფულის კონკურენტული წარმოების სასარგებლოდ და სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის საწინააღმდეგოდ. ვფიქრობთ\, მკითხველისთვის ის გახდება სამაგიდო მრჩეველი მონეტარულ საკითხებში და გზამკვლევი ეკონომიკური თავისუფლებისკენ. \nპაატა შეშელიძე – საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი\nთენგიზ ვერულავა – სერიის “თავისუფლების ბიბლიოთეკა” მთავარი რედაქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი \nკრებულის სარჩევი: \n•        გიდო ჰულსმანი – წინასიტყვაობა \n1.  ფულის არსი\n•        ფრედერიკ ბასტია – რა არის ფული?\n•        ლუდვიგ ფონ მიზესი – ფულის ადგილი ეკონომიკურ საქონელს შორის\n•        ლუდვიგ ფონ მიზესი – ფულის არანეიტრალურობა\n•        ჰანს-ჰერმან ჰოპპე – რას წარმოადგენს დეკრეტული ფული? – ანუ ფულისა და კრედიტის დეგრადაცია \nII. ფულის ოპტიმალური სახე\n•        გიდო ჰულსმანი – უტილიტარისტული შეხედულებები ფულის წარმოებასთან დაკავშირებით\n•        მარი ნ. როთბარდი – ოქრო\, როგორც საკრედიტო ფულის მერყევი კურსის საპირწონე\n•        მილტონ ფრიდმენი – გაუმყარებელი ქაღალდის ფულის რესურსული დანახარჯი\n•        ჰანს-ჰერმან ჰოპპე\, გიდო ჰულსმანი\, უოლტერ ბლოკი – ნდობაზე დამყარებული ფულის წინააღმდეგ\n•        ჰანს შენჰოლცი – ჩიკაგოს სავალუტო ტრადიცია ავსტრიული თეორიის ჭრილში\n•        ალან გრინსპენი – ოქრო და ეკონომიკური თავისუფლება \nIII. ფული და სახელმწიფო\n•        მარი ნ. როთბარდი – ფული\, სახელმწიფო და თანამედროვე მერკანტილიზმი\n•        ჰანს-ჰერმან ჰოპპე – საბანკო სისტემა\, ეროვნული სახელმწიფოები და საერთაშორისო პოლიტიკა: ამჟამინდელი ეკონომიკური წესრიგის სოციოლოგიური რეკონსტრუქცია\n•        ჯორჯ სელჯინი\, ლოურენს უაითი – ფისკალური თეორია მონეტარულ სისტემაში სახელმწიფოს როლის შესახებ\n•        გია ჯანდიერი – შეიძლება თუ არა ცენტრალური ბანკის ნდობა?\n•        აკაკი ცომაია – თანამედროვე მონეტარიზმი და ეკონომიკური თავისუფლება? \nIV. მონეტარული რეფორმები\n•        ჰენრი ჰეზლიტი – იდეალური ფულის ძიებაში\n•        ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი – ვალუტის არჩევანი\, ინფლაციის შეჩერების გზა\n•        ჯეფრი მ. ჰერბენერი – ინფლაციის ეპოქის შემდგომ: ავსტრიული სკოლის ეკონომისტების წინადადებები ფულადი რეფორმების თაობაზე\n•        პაატა შეშელიძე – ფული\, რეფორმა და მომავალი\n•        თენგიზ ვერულავა – რედაქტორის ბოლოსიტყვაობა. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/krebulis-thavisuphlebis-phuli-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110605T161500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110605T161500
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110605T121557Z
LAST-MODIFIED:20240202T075659Z
UID:10003881-1307290500-1307290500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ხალხის მტრები" უკვე ქართულად
DESCRIPTION:6 ივნისს\, 18.00 საათზე\, წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” გაიმართება კატი მარტონის “ხალხის მტრების” თარგმანის პრეზენტაცია. აშშ-ს ეროვნული წიგნის კრიტიკოსთა კონკურსისა და ებრაული წიგნის კონკურსის ფინალისტი წიგნის წაკითხვა უკვე ქართულადაა შესაძლებელი. \n“ხალხის მტრები” ისტორიული თვალსაზრისით\, გამორჩეული და მნიშვნელოვანი ნაწარმოებია\, რადგან რეალურ ამბავს მოგვითხრობს. წიგნი იმ ღალატზე და სიძნელეებზეა\, რომელმაც ცივი ომის პერიოდში იჩინა თავი. სააშკარაოზეა გამოტანილი კომუნისტური ტერორის სისასტიკე\, რომელიც ავტორმა საკუთარ თავზე გამოსცადა. \n”ენერგიული და საინტერესოა… “ხალხის მტრებს” აქვს ის მიმზიდველობა და მუხტი\, რაც მას ჯაშუშობის შესახებ დაწერილ საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებად აქცევს\, თუმცა\, სასურველი იქნებოდა\, ეს რეალური ისტორია არ ყოფილიყო”- ალან ფარსტი The New York Times Book Review. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/khalkhis-mtrebi-ukve-qarthulad/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110530T141700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110530T141700
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110530T101714Z
LAST-MODIFIED:20240202T075243Z
UID:10003821-1306765020-1306765020@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ხალხური პოეზიის საღამო ილიაუნიში
DESCRIPTION:30 მაისს\, 18.00 საათზე\, წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ხალხური პოეზიის საღამოზე მოხდება წარდგინება “ფშაური პოეზიის რჩეულისა” (რედაქტორი: თამილა გოგოლაური). \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/khalkhuri-poeziis-saghamo-iliaunishi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110530T131400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110530T131400
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110530T091421Z
LAST-MODIFIED:20240202T075252Z
UID:10003826-1306761240-1306761240@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლარისა ბურაკოვას წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:30 მაისს\, 16.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება რუსი ეკონომისტის\, ლარისა ბურაკოვას წიგნის ”რატომ მოხდა ეს საქართველოში” (Почему У Грузии получилось) პრეზენტაცია. \nავტორმა საქართველოს ეკონომიკის შესწავლა 2009 წლიდან დაიწყო. წიგნში მთლიანადაა ასახული და განხილული საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები 2003 წლიდან დღემდე. \n”ჩემს წიგნში უხვადაა პირდაპირი თხრობა\, რაც უცხოა სახელმძღვანელოს ფორმატისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო\, მკითხველს მთავარი რეფორმატორების აზრი პირველწყაროდან გაეგო და ისეთივე განცდა დაუფლებოდა\, როგორც პროფესიონალებთან პირისპირი ურთიერთობისას. წიგნი მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრებით იწყება. თხრობის კონსტრუქცია დიდწილად განსაზღვრა მრავალსაათიანმა საუბრებმა საქართველოს ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთ სულისჩამდგმელთან\, კახა ბენდუქიძესთან”\, ამბობს ავტორი. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/larisa-burakovas-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110527T111500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110527T111500
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110527T071544Z
LAST-MODIFIED:20240202T075118Z
UID:10003788-1306494900-1306494900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კომუნიზმის შავი წიგნი“ ქართულად
DESCRIPTION:27 მაისს\, 19.30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) გაიმართება „კომუნიზმის შავი წიგნის“ პრეზენტაცია. \nსაერთაშორისო ბესტსელერი „კომუნიზმის შავი წიგნი – დანაშაულები\, ტერორი\, რეპრესია“ – ფრანგული წიგნია\, რომელიც აღწერს კომუნისტური სახელმწიფოების მიერ განხორციელებული რეპრესიების ისტორიას. წიგნი გამოიცა საფრანგეთში 1997 წელს. „კომუნიზმის შავი წიგნი“ ნათარგმნია უამრავ ენაზე\, ქართულად კი ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. \nწიგნის პრეზენტაცია იმართება ევროპის კვირეულის ფარგლებში. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/komunizmis-shavi-tsigni-qarthulad/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110513T170700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110513T170700
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110513T130744Z
LAST-MODIFIED:20240202T074439Z
UID:10003636-1305306420-1305306420@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექცია თემაზე "ამერიკის ბით თაობა"
DESCRIPTION:16 მაისს\, 18.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” შედგება პოეზიის კლუბის შეხვედრა ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ დოდონა კიზირიასთან\, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე: ამერიკის ”ბით თაობა” და 1960-იანი წლების საბჭოთა დისიდენტები. \nდასასრულს კი წაიკითხავს ლექსებს ახალი წიგნიდან. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsia-themaze-amerikis-bith-thaoba/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110426T145100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110426T145100
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110426T105102Z
LAST-MODIFIED:20240202T073801Z
UID:10003523-1303829460-1303829460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ოლეგ პანფილოვის „ჩეჩნეთის საინფორმაციო ბლოკადა“
DESCRIPTION:„ჩეჩნეთის საინფორმაციო ბლოკადა“ ოლეგ პანფილოვის ახალი წიგნია. ნაშრომი მოიცავს 1994 წლიდან ჩეჩნეთის ორივე ომის პერიოდს და ასახავს ამ ომში ჟურნალისტების უფლებების დარღვევების ფაქტებს. ავტორი მოგვითხრობს დაღუპული და დაკარგული ჟურნალისტების შესახებაც. მკითხველისათვის ასევე საინტერესო იქნება ინფორმაცია იმ კვლევების შედეგების შესახებ\, რომელიც ამ წლებში რუსული საზოგადოებრივი აზრის ცვლილებებს ეხება. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის ახალი წიგნის პრეზენტაცია 26 აპრილს\, 18.00 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/oleg-panphilovis-chechnethis-sainphormatsio-blokada/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110401T180100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110401T180100
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110401T140106Z
LAST-MODIFIED:20240202T073226Z
UID:10003418-1301680860-1301680860@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა მწერალ გურამ ოდიშარიასთან
DESCRIPTION:11 აპრილს\, ორშაბათს\, 18.00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ. #32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოეზიის კლუბის შეხვედრა მწერალ გურამ ოდიშარიასთან. \nთემა: როგორ იწერებოდა რომანი ”სოხუმში დაბრუნება”. \nმწერალი უპასუხებს დამსწრეთა შეკითხვებს და დასასრულს\, გურამ ოდიშარია  წაიკითხავს ფართო აუდიტორიის წინაშე ლექსებს. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-mtseral-guram-odishariasthan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110330T101100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110330T101100
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110330T061141Z
LAST-MODIFIED:20240202T073108Z
UID:10003399-1301479860-1301479860@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შედარებითი ლიტერატურის საღამო
DESCRIPTION:ოთხშაბათს\, 30 მარტს\, 18.00 საათზე\, წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (ი.ჭავჭავაძის გამზ. 32) შედარებითი ლიტერატურის საღამოზე თსუ-ს პროფესორი  კოკა ბრეგაძე წაიკითხავს მოხსენებას “ხელოვნების არსი გერმანულ რომანტიზმში  (ფრ. შლაიერმახერი\, ფრ. შლეგელი\, ნოვალისი) და ხელოვნების რელიგიის  (Kunstreligion) ცნება”. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shedarebithi-literaturis-saghamo-5/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110323T161800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110323T161800
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110323T121824Z
LAST-MODIFIED:20240202T072734Z
UID:10003320-1300897080-1300897080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იოსიფ ბროდსკის საღამო ილიაუნიში
DESCRIPTION:28 მარტს\, ორშაბათს\, 18.30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32)  პოეზიის კლუბი გიწვევთ იოსიფ ბროდსკის საღამოზე. \nსაღამოს მასპინძლები იქნებიან: ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი\, მთარგმნელი გია ჯოხაძე და ამერიკელი პოეტი\, მთარგმნელი და მეცნიერი\, ბროდსკის კოლეგა მიჩიგანის უნივერსიტეტში – ლინ კოფინი. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iosiph-brodskis-saghamo-iliaunishi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110309T105000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110309T105000
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110309T065017Z
LAST-MODIFIED:20240202T072205Z
UID:10003191-1299667800-1299667800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნესტან რატიანის მოხსენება
DESCRIPTION:ოთხშაბათს\, 9 მარტს\, 18.00 საათზე\, კაფე LIGAMUS-ში\, (ი. ჭავჭავაძის  გამზ.32)\, პროფესორი ნესტან რატიანი წაიკითხავს მოხსენებას “ერთი უზუსტობის  შედეგი: კირკეს როლის არასწორი გააზრებისათვის ანტიკურ და შემდგომ  ტრადიციებში?”. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nestan-ratianis-mokhseneba-2/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110307T161300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110307T161300
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110307T121347Z
LAST-MODIFIED:20240202T072004Z
UID:10003174-1299514380-1299514380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის პოეზიის კლუბის შეხვედრა
DESCRIPTION:14 მარტს\, ორშაბათს\, 18.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ჭავჭავაძის #32)\, შედგება ილიაუნის პოეზიის კლუბის შეხვედრა მწერალ ბესიკ ხარანაულთან. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-poeziis-klubis-shekhvedra/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110131T163900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110131T163900
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110131T123937Z
LAST-MODIFIED:20240202T071707Z
UID:10003128-1296491940-1296491940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:”ამბერის ცხრა პრინცი” ქართულად
DESCRIPTION:1 თებერვალს\, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება როჯერ ზელაზნის წიგნის „ამბერის ცხრა პრინცი“ პრეზენტაცია. „ამბერის ცხრა პრინცი“ პირველია „ამბერის ქრონიკების“ სერიის ათი რომანიდან.   \nწიგნი ითარგმნა და გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება მაღაზია „ლიგამუსში“. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amberis-tskhra-printsi-qarthulad/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110117T163400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110117T163400
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110117T123447Z
LAST-MODIFIED:20240202T070740Z
UID:10003016-1295282040-1295282040@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელი სტუმრად პოეზიის კლუბში
DESCRIPTION:18 იანვარს\, 18.00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ილიაუნის პოეზიის კლუბის სტუმარია პოეტი რატი ამაღლობელი; შეხვედრის თემა: „პოეზიის მუსიკა“. დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება\, მოისმინონ რატი ამაღლობელის ახალი ლექსები და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobeli-stumrad-poeziis-klubshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110114T171300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110114T171300
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110114T131347Z
LAST-MODIFIED:20240202T070751Z
UID:10003021-1295025180-1295025180@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია წიგნის კითხვის კლუბში
DESCRIPTION:17 იანვარს\, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტ. კაფე ლიგამუსში გაიმართება დისკუსია მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე. შეხვედრის ინიციატორია ”წიგნის კითხვის კლუბი”. დისკუსიის მოდერატორად მოწვეულია ფილოლოგი და ჟურნალისტი ვაჟა დანელია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-tsignis-kithkhvis-klubshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110110T171700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110110T171700
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20110110T131759Z
LAST-MODIFIED:20240202T070448Z
UID:10002954-1294679820-1294679820@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოეზიის კლუბის სტუმარია გიორგი კეკელიძე
DESCRIPTION:11 იანვარს\, 18.00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” პოეზიის კლუბის სტუმარი იქნება პოეტი გიორგი კეკელიძე. საუბრის თემა: “ფრაზეოლოგიზმები და მათი ახალი სემანტიკა პოეზიაში”. დასასრულს\, გიორგი კეკელიძე წაიკითხავს ახალ ლექსებს. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/poeziis-klubis-stumaria-giorgi-kekelidze/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20101230T131000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20101230T131000
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20101230T091019Z
LAST-MODIFIED:20240202T070456Z
UID:10002960-1293714600-1293714600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემიის – ”საუკეთესო ქართული რომანი 2009-2010” – გამარჯვებული 30 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გამოვლინდება. გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდ ლიტერატურულ პრემიას – 10 000 ლარს მიიღებს. \n დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 18:00 საათზე წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 32). \nქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 29 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონკურსი გამოაცხადა 2009-2010 წლებში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული საუკეთესო რომანის გამოსავლენად. \nკონკურსში მონაწილეობს სულ 20 რომანი\, მათ შორისაა ლაშა ბუღაძის ”ლიტერატურული ექსპრესი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)\, ბასა ჯანიკაშვილის ”აბსურდისტანი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)\, დავით დეფი გოგიბედაშვილის ”ბაღები” (გამომცემლობა ”სიესტა”)\, დათო ტურაშვილის ”ამერიკული ზღაპრები” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)\, ზაზა ბურჭულაძის ”ადიბასი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და სხვა. \nკონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია\, ჟიურის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ ნაწარმოებს საერთო შკალის მიხედვით. კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება არ არის გათვალისწინებული. გაიმარჯვებს ის რომანი\, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qhvelaze-didi-literaturuli-premia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20101227T144900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20101227T144900
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20101227T104930Z
LAST-MODIFIED:20240202T070047Z
UID:10002889-1293461340-1293461340@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამი ახალი თარგმანი ილიაუნის გამომცემლობისგან
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსი” (მის.: ი. ჭავჭავაძის 32) გიწვევთ ქართულ ენაზე თარგმნილი სამი ახალი გამოცემის პრეზენტაციაზე.  \nრეი ბრედბერის ”ბაბუაწვერას ღვინო”\, დიკ ფრენსისის ”სისხლიანი სპორტი” და ტერი პრატჩერის ”მაგიის ფერი” – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2010 წლის დასასრულს გამოსცა. თარგმანზე მუშაობდნენ თამარ რეკკ-კოტრიკაძე\, ქეთევან ქანთარია და ნინო მეუნარგია\, რედაქტირება ეკუთვნით ნოდარ მანჩხაშვილს\, ლალი ქადაგიძესა და ანდრო ბუაჩიძეს. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sami-akhali-thargmani-iliaunis-gamomtsemlobisgan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20101215T000000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20101215T000000
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20101214T200000Z
LAST-MODIFIED:20240202T070109Z
UID:10002892-1292371200-1292371200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა პოეტ პაატა შამუგიასთან
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება   ილიაუნის პოეზიის კლუბის შეხვედრა\, რომლის სტუმარია პოეტი პაატა შამუგია. \n შეხვედრის თემა: თანამედროვე პოეზიის ტენდენციები. დასასრულს\, პაატა შამუგია წაიკითხავს ახალ ლექსებს. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-poet-paata-shamugiasthan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20101208T170200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20101208T170200
DTSTAMP:20260424T164030
CREATED:20101208T130204Z
LAST-MODIFIED:20240202T065844Z
UID:10002878-1291827720-1291827720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:”+5\,0” -ს პრეზენტაცია ”ლიგამუსში”
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (მის.: ი. ჭავჭავაძის 32) ნათია მეგრელიშვილის რომანის\, ”+5\,0” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი წელს გამოიცა და მისი რედაქტორია როსტომ ჩხეიძე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/5-0-s-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR