BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20130101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140122T102200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140122T102200
DTSTAMP:20260423T094843
CREATED:20140122T062223Z
LAST-MODIFIED:20240202T081739Z
UID:10004213-1390386120-1390386120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ანსამბლ "ძირიანთან"
DESCRIPTION:24 იანვარს\, 18.00-ზე\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“  გაიმართება ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტების შეხვედრა ქართულ ფოლკლორულ ანსამბლთან „ძირიანი“. \nღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-ansambl-dzirianthan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140110T125400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140110T125400
DTSTAMP:20260423T094843
CREATED:20140110T085428Z
LAST-MODIFIED:20240202T081748Z
UID:10004217-1389358440-1389358440@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართული თეატრის კვლევის ცენტრის პრესკონფერენცია
DESCRIPTION:13 იანვარს\, 13 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის #34) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას\, რომელიც 2013 წლის ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის შედეგებს მიეძღვნება. კვლევა\, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის  ცენტრმა წარმოადგინა ეყრდნობა საქართველოში მოქმედი 37 თეატრის (თბილისის\, დამოუკიდებელი\, რეგიონული) 2013 წლის მონაცემებს. \nპრესკონფერენციაზე გამოვლინდება წარმატებული თეატრები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:\n\n• პრემიერებით გამორჩეული თეატრები\,\n• საერთაშორისო გასტროლებით გამორჩეული თეატრები\,\n• ქვეყნის შიგნით ყველაზე ხშირად გასტროლიორი თეატრები\,\n• საუკეთესო მასპინძელი თეატრები\,\n• თანამედროვე ქართველი დრამატურგი\, რომლის პიესაც ყველაზე მეტჯერ იდგმება ქართულ სცენაზე\,\n• ფუნქციურად დატვირთული თეატრები\n• მაყურებლის აქტივობით გამორჩეული თეატრები\n• 2013 წლის ყველაზე პროდუქტიული რეჟისორები\, თეატრის მხატვრები\, მსახიობები. \nკვლევა მომზადებულია მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით და ის არ ასახავს სპექტაკლებისა და მსახიობთა მიერ შესრულებული როლების მხატვრულ ხარისხს.\nპრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი  ლაშა ჩხარტიშვილი\, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წულუკიძე\, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის ხელმძღვანელი ირინა ღოღობერიძე და კავშირის „კულტურა“ პრეზიდენტი მაკა ვასაძე. \nკვლევის შედეგების და სრული მონაცემების ხილვა შეგიძლიათ ინტერნეტ პორტალზე – www.georgiantheatre.ge \n2013 წლის მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენები \n2013 წელი მნიშვნელოვანი\, წარმატებული და გარდამტეხი წელი იყო ქართული თეატრისათვის. საქართველოს თეატრებმა ფუნქციონირება დაიწყეს ახალი კანონის „პროფესიული თეატრების შესახებ“ შესაბამისად. 2013 წელს საქართველოს 50-მდე თეატრში დაინიშნა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი. კულტურის სამინისტროში დაიწყო მუშაობა კულტურის პოლიტიკის კონცეფციის შექმნაზე. \nწლის განმავლობაში 200-ზე მეტი ახალი სპექტაკლი დაიდგა საქართველოს 48 სახელმწიფო და კერძო თეატრში\, რაც შარშანდელ წელთან შედარებით 46%-ით მეტია.\nმნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენა\, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის აზრით\, წელსაც რჩება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი\, მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ აღდგენა და თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონიალი\, გაიხსნა ახალი სათეატრო სივრცეები – „ახალი სცენა“ და „თეატრი ფაბრიკა“. \nწელს დიდი წარმატება ჰქონდა ქართულ თეატრს საერთაშორისო ასპარესზე. საქართველოს 10-ზე მეტი თეატრი საგასტროლოს იმყოფებოდა საქართველპოს ფარგლებს გარეთ\, რომელთაგან აღსანიშნავია მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო ტურნე ევროპაში ლევან წულაძის სპექტაკლით „როგორც გენებოთ“\, სპექტაკლი წარმოდგენილი იყო მეორე მიწვევით შექსპირის თეატრში „გლობუსი“ ფესტივალის „მსოფლიო გლობუსში“ ფარგლებში.\nმნიშვნელოვანი მოვლენა იყო თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის წარმატება საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის\, ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლმა „ფეხმარდი ცხენი“ სლავური კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე  „ოქროს რაინდი“ გრან-პრი დაიმსახურა. გრი¬ბო¬ე¬დოვს თე¬ატრს მი¬ე¬ნი¬ჭა ასევე პრე¬მია „თე¬ატ¬რა¬ლის ვარ¬ს¬კ¬ვ¬ლა¬ვი“ ნო¬მი¬ნაცი¬ა¬ში „სა¬უ¬კე-თე¬სი რუ¬სუ¬ლი თე¬ატ¬რი საზღ¬ვარ¬გა¬რეთ“.\n2013 წელს განხორციელებულ დადგმებს  შორის სათეატრო კრიტიკის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სპექტაკლებმა: „ტროელი ქალები“ (სამეფო უბნის თეატრი\, რეჟისორი დათა თავაძე)\, „გრონჰოლმის მეთოდი“ (მარჯანიშვილის თეატრი\, რეჟისორი თემურ ჩხეიძე)\, „ზამთრის ზღაპარი“ (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი\, რეჟისორი დათა თავაძე)\, „კალასი“ (თეატრი ფაბრიკა\, რეჟისორი რობერტ სტურუა)\, „ტარტიუფი“ (მარჯანიშვილის თეატრი\, რეჟისორი ლევან წულაძე).\n2013 წლის განმავლობაში სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ფოთის\, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და ილიაუნის თეატრებში. ახალი წლიდან ეს თეატრები რეკონსტრუირებულ შენობებში გამართავენ პრემიერებს. \n2013 წელს ქართულმა თეატრმა მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა მსახიობები ოთარ მეღვინეთუხუცესი\, გურამ საღარაძე\, რეზო თავართქილაძე\, რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე\, ლევან მირცხულავა\, სცენოგრაფი თემურ ნინუა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე. \nდაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 904041 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-theatris-kvlevis-tsentris-preskonpherentsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131220T144900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131220T144900
DTSTAMP:20260423T094843
CREATED:20131220T104931Z
LAST-MODIFIED:20240202T081802Z
UID:10004223-1387550940-1387550940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერაზმუს მუნდუსის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა
DESCRIPTION:2013 წლის 24 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \,\,ლიგამუსი” უმასპინძლებს შეხვედრას ერაზმუს მუნდუსის კურსდამთავრებულებთან. \nშეხვედრის მიზანია დისკუსიის გამართვა ისეთ საკითხებზე\, როგორიც არის: ძირითადი გამოწვევები გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პროცესში და ერთობლივი მსჯელობა\, თუ როგორ შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას\, კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი გაცვლითი პროექტებით მიმავალ სტუდენტებს როგორც მოსამზადებელ პერიოდში\, ისე შემდგომში. \nასევე გაიმართება ერაზმუს მუნდუსის კლუბის პრეზენტაცია\, რომლის ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობენ პროგრამის კურსდამთავრებულები. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erazmus-mundusis-kursdamthavrebulebthan-shekhvedra/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131216T123900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131216T123900
DTSTAMP:20260423T094843
CREATED:20131216T083913Z
LAST-MODIFIED:20240202T081857Z
UID:10004233-1387197540-1387197540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თარგმანების კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი ოთხშაბათს\, 18 დეკემბერს 17:00 გიწვევთ წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (III სართული) თარგმანების კრებულის პრეზენტაციაზე ”ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან”. კრებულში შესულია უმბერტო ეკოს\, რენე ჟირარის\, იულია კრისტევას\, ჟაკ ლაკანის\, ჟაკ დერიდას\, ჰანს ბლუმენბერგის\, მარსელ ჰენაფის\, მორის ბლანშოს\, ალენ ბადიუს\, ჟან-ლიუკ ნანსის და ემანუელ ლევინასის ტექსტები ბიბლიური ტექსტისა და საკრალურის მნიშვნელობის გადააზრების შესახებ\, რომლებიც ქართულად პირველად ითარგმნა. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thargmanebis-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131205T171800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131205T171800
DTSTAMP:20260423T094843
CREATED:20131205T131822Z
LAST-MODIFIED:20240202T080616Z
UID:10004023-1386263880-1386263880@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი "ჩემი ფერადი სამყარო“ საზეიმო დახურვა
DESCRIPTION:6 დეკემბერს\, 17:00-ზე\, წიგნის მაღაზიაში „ლიგამუსი“\, (ჭავჭავაძის გამზ\, N32) აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამის\, ჰიპოთერაპიის შედეგების შეფასება მოხდება. სერთიფიკატები გადაეცემა 15 მოხალისე სტუდენტს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილები იქნებიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების\, ფონდის  ”ღია საზოგადოება-საქართველო” წარმომადგენლები\, ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და მათი მშობლები. \nაუტიზმი 21-ე საუკუნის დაავადებაა. აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების დარღვევა\, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის ვერბალური კომუნიკაციის დამყარების\, სოციალური ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს. \nაუტიზმის შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთ-ერთი რთული ამოცანაა. სწორედ იპოთერაპიის გამოყენება და  ცხოველებთან კონტაქტით მკურნალობა (ცხენებთან თამაში\, შეხება და სხვა) წარმოადგენს ერთ-ერთ ხელშემწყობ ინტერვენციას ამ მიმართულებით. \nმსოფლიო გამოცდილების თანახმად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ერთ-ერთი საუკეთესო და უკვე აპრობირებული მეთოდი საცხენოსნო თერაპიაა (ჰიპოთერაპია).\nპროექტის “ჩემი ფერადი სამყარო“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2013 წლის ნოემბერში მოეწყო ჰიპოთერაპიის ბანაკი აუტიზმის ცეტრის 3-10 წლის მოსწავლეებისათვის. პროექტში მონაწილეობა მიიღეს იმ ბავშვებმა (15 ბენეფიციარი)\, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ და იპო თერაპიის კურსი აქამდე გავლილი არ ქონდათ. \nჰიპოთერაპიის პროგრამა განხორციელდა დაბა წოდორეთში\, ილიაუნის თავლის ტერიტორიაზე. პროგრამამ მოიცვა 10 სამუშაო დღე\, 11-დან 16:00-მდე. პროექტში ჩართულები იყვნენ ფსიქო-თერაპევტები\, გამოცდილი ტრენერები და სპეციალისტები\, მოხალისე სტუდენტები\, ცხენების მომვლელები. \nპროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს იპოთერაპიის გამოყენებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-chemi-pheradi-samqharo-sazeimo-dakhurva/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131120T103100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131120T103100
DTSTAMP:20260423T094843
CREATED:20131120T063146Z
LAST-MODIFIED:20240202T081211Z
UID:10004137-1384943460-1384943460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰოვარდ გოსპელ გუნდის ვორქშოფი
DESCRIPTION:პარასკევს\, 2013 წლის 13 დეკემბერს\, 13:00-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ჰოვარდის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) ჰოვარდ გოსპელ გუნდი ჩაატარებს ვორქშოფს თემებზე „გოსპელი და მისი ზეგავლენა ამერიკის პოპულარულ მუსიკაზე“ და „გოსპელ მუსიკის შესრულება“ \n1968 წლის შემოდგომაზე მელანი რასელმა და როზალინდ თომფკინსმა ჩამოაყალიბეს ჰოვარდ გოსპელ გუნდი (Howard Gospel Choir – HGC)\, რომელიც გახლდათ პირველი საუნივერსიტეტო ტიპის გოსპელ გუნდი მთელს მსოფლიოში. ამ გუნდში მონაწილეობდნენ 17 წლიდან ასაკის ჰოვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები და უნივერსიტეტთან ახლო მცხოვრები მოქალაქეები. ამ გუნდის აღზრდილები არიან რიჩარდ სმოლვუდი (გრემის პრემიის მფლობელი)\, კორ კოტონი (ჯგუფის „Sounds of Blackness“ წევრი)\, ელბერნიტა „თვინკი“ კლარკი (ლეგენდარული „Clark Sisters“-იდან) და R&B მიმართულების ვარსკვლავი ენჯელა უინბუში. \nთავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ჰოვარდის გოსპელ გუნდს მიღებული აქვს მრავალი პრემია სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონკურსებზე. გუნდს ხშირად ეპატიჟებიან  ამერიკის ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებში\, როგორიცაა თეთრი სახლი\, კაპიტოლის შენობა\, ვაშინგტონის ეროვნული საკათედრო ტაძარი\, ჯონ ფ. კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრი\, კორკორანის ხელოვნების გალერეა\, ლინკოლნის მემორიალი და სხვა.\nჰოვარდის გოსპელ გუნდი მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში ამერიკელ ვარსკვლავებთან (მაგ.\, სტივი უანდერთან) ერთად. 2008 წლის სექტემბერში გუნდი მოწვეული იყო “American Idol“-ში\, სადაც იმ წლის გამარჯვებულ Fantasia-თან ერთად შეასრულა სიმღერა „I Believe“. 2009 წელს ჰოვარდის გოსპელ გუნდმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას ინაუგურაციისადმი მიძღვნილ შვიდ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. \nწელს ჰოვარდის უნივერსიტეტის გოსპელ გუნდი საქართველოს ესტუმრა\, სადაც ის კონცერტებს ჩაატარებს თბილისსა და ბათუმში. კონცერტებთან ერთად გუნდი რამდენიმე ვორქშოფს სთავაზობს ქართველ სტუდენტებს\, რომელთა შორის არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტებიც. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hovard-gospel-gundis-vorqshophi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131118T152000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131118T152000
DTSTAMP:20260423T094843
CREATED:20131118T112011Z
LAST-MODIFIED:20240202T082407Z
UID:10004307-1384788000-1384788000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტ „ნერგის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:19 ნოემბერს\, 16:00 სთ-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“(ი. ჭავჭავაძის გამზ. N 32\, III სართული) გაიმართება პროექტ „ნერგის“ პრეზენტაცია. პროექტს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ციურიხის კონფლიქტების მართვისა და მითოდრამის ინსტიტუტი და საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია. \nპროექტ „ნერგში“ ჩართულია ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ექვსი ჯგუფი\, რომლებიც საქართველოში 2009 წლიდან მითოდრამის მეთოდით სასკოლო ასაკის (6-18წ.) ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობენ. \nპრეზენტაციის დროს მიმოიხილება საქართველოში მითოდრამის მეთოდით მომუშავე ჯგუფების გამოცდილება.\nშეხვედრის დროს მითოდრამის მეთოდის ავტორი ალან გუგენბული და პროექტის ინიციატორი ლელა ქსოვრელაშვილი სპეციალისტებს გადასცემენ სერტიფიკატებს\, რაც მათი დამოუკიდებელი მუშაობისა და მეთოდის გავრცელების უფლებას ადასტურებს. \nმითოდრამა ჯგუფური ფსიქოთერაპიული მეთოდია; მითოდრამის თავისუფალი\, შეუზღუდავი\, არადიდაქტიკური ფსიქოთერაპიული სივრცე ხელს უწყობს ემოციების ექსპრესიას\, ქმნის ოპტიმალურ პირობებს შინაგანი განცდების შეუფერხებლად\, მათი განსჯისა და მორალიზაციის გარეშე გამოვლენისათვის. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqt-nergis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131113T122200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131113T122200
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20131113T082206Z
LAST-MODIFIED:20240202T082114Z
UID:10004257-1384345320-1384345320@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის პრეზენტაცია ლიგამუსში
DESCRIPTION:თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში\nუნიკალური მეგზური 2010-2012 წლების საქართველოს რეგიონულ თეატრებზე \n21 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის #32) გაიმართება კვლევისა და წიგნის „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“ (ანალიტიკა\, პრაგმატიკა\, სტატისტიკა) პრეზენტაცია\, რომელზედაც მოწვეულები არიან თეატრების ხელმძღვანელები\, რეჟისორები\, მსახიობები\, თეატრის მკვლევარები. \nწიგნში 13 რეგიონული თეატრის მაგალითზე შეჯამებულია  თეატრების მუშაობა 2010-2012 წლებში\, მასში მოთხრობილია თეატრების წარმატებებზე\, მიღწევებზე\, მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე და იმ წინააღმდეგობებზე და ხელისშემშლელ ფაქტორებზე\, რომელსაც ადგილი აქვს ზოგადად ქართულ თეატრში. კრებული ასევე შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას თეატრების ტექნიკურ შესაძლებლობებზე და სცენის პარამეტრებზე. \nასევე წიგნში შესულია მაყურებელთა სოციოლოგიური კვლევის შედეგები\, რომლის მიხედვითაც დგინდება მსახიობთა და რეჟისორთა რეიტინგი (მოსახლეობის სიყვარული\, პოპულარობა\, ინტერესი მათ მიმართ). \nპრეზენტაციაზე დასახელდება 5 ყველაზე წარმატებული\, ეფექტური თეატრი\, ყველაზე პოპულარული მსახიობები და რეჟისორები.\nწიგნის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევრები: თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი და კულტურის მენეჯერი ელენე ბაბაკიშვილი. \nგამოცემა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციასთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის პროგრამის ფარგლებში. \nდაწვრილებით კვლევისა და წიგნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-prezentatsia-ligamusshi-6/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131112T112300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131112T112300
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20131112T072347Z
LAST-MODIFIED:20240202T082120Z
UID:10004260-1384255380-1384255380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაგდალენა კუნის ლექცია
DESCRIPTION:პარასკევს\,15 ნოემბერს\, 18:00-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ კოპტური მუსიკის სპეციალისტი\, დოქტორი მაგდალენა კუნი (ნიდერლანდების სამეფო) წაიკითხავს ლექციას თემაზე „კოპტური ლიტურგიული მუსიკა − ორთოდოქსული ქრისტიანული მუსიკალური კულტურა“. \nმაგდალენა კუნი ერთდროულად ორ პროფესიას ფლობს – ფლეიტისტისა და კოპტოლოგის. ფლეიტაზე დაკვრას ის ჯერ ბერნში\, ხოლო მოგვიანებით პარიზში\, ცნობილ ფლეიტისტ რენე ლე როისთან ეუფლებოდა. როგორც ფლეიტის პედაგოგი\, მაგდალენა კუნი ბერნისა და ამჰემის აკადემიებში მოღვაწეობდა. მრავალი წლის მანძილზე ის ჰოლანდიის რადიოს სიმფონიური ორკესტრის წევრი იყო. ცნობილ გიტარისტ\, ჯულიან კოკოსთან ერთად მას რამდენიმე კომპაქტ-დისკი და პროგრამა აქვს ჩაწერილი რადიოსა და ტელევიზიისთვის. ის მრავალი კონცერტის მონაწილეა მსოფლიოს სსხვადასხვა ქვეყანაში. \nუკანასკნელი ათი წლის მანძილზე მაგდალენა კუნი პროფესორი ნინო მამრაძის მოწვევით სისტემატურად ჩამოდიოდა საქართველოში მასტერ-კლასების ჩასატარებლად. 2012 წელს მისი ინიციატივით ჩვენს ქვეყანაში დიდი წარმატებით ჩატარდა ფლეიტის პირველი ფესტივალი. \nდოქტორის ხარისხი მაგდალენა კუნმა ლეიდენის უნივერსიტეტისგან მიიღო. მისი დისერტაცია კოპტურ ლიტურგიულ მელოდიას ეძღვნება. მაგდალენა კუნი კოპტურ მუსიკაზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კითხულობს ლექციებს. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუნარია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/magdalena-kunis-leqtsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131112T105100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131112T105100
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20131112T065152Z
LAST-MODIFIED:20240202T082121Z
UID:10004261-1384253460-1384253460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გენდერი და ლიტერატურა
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” თამარ ცოფურაშვილი\, ანა კორძაია-სამადაშვილი და თამარ ცხადაძე ისაუბრებენ თემაზე “გენდერი და ლიტერატურა. ფემინისტური ლიტერატურა”. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/genderi-da-literatura/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131030T135700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131030T135700
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20131030T095709Z
LAST-MODIFIED:20240202T082145Z
UID:10004270-1383141420-1383141420@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ნონა წოწორიასთან
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 31 ოქტომბერს\, 18:30 სთ-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში”\, კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს შეხვედრა – დებატებს – ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიასთან\, თემაზე – ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე არსებული გამოწვევები. შეხვედრის დასასრული: 20:00 სთ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-nona-tsotsoriasthan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131028T202800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131028T202800
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20131028T162833Z
LAST-MODIFIED:20240202T082155Z
UID:10004272-1382992080-1382992080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლირის თეატრის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:6 ნოემბერს\, 15:00 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32.) გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევითი ხასიათის ფილმის „ლირის თეატრი“ პრეზენტაცია\, რომელიც სპექტაკლის პრემიერიდან 25 წლისთავს ეძღვნება. \nრობერტ სტურუას „მეფე ლირი“  არა მარტო რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლია\, არამედ შექსპირის ამ პიესის  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაცია მეოცე საუკუნის მსოფლიო თეატრში. რობერტ სტურუას „მეფე ლირი“ კრიტიკოსებმა წინასწარმეტყველურ სპექტაკლად აღიარეს\, რომელშიც რეჟისორმა 1987 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა. \nკვლევითი ხასიათის ფილმში ამ სპექტაკლს\, როგორც თეატრალურ-საზოგადოებრივ  მოვლენას\, რეპეტიციების პროცესსა და წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე იხსენებენ  რეჟისორი რობერტ სტურუა\, მსახიობები: მარინა კახიანი\, თათული დოლიძე\, ჟანრი ლოლაშვილი\, თეატრმცოდნეები მანანა გეგეჭკორი\, მანანა თევზაძე\, ლევან ხეთაგური და რუსთაველის თეატრის მიზეუმის გამგე ბელა ჭუმბურიძე. \nფილმის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევარი\, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი\, რეჟისორია სალომე საღარაძე. \nთანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული ფილმი „ლირის თეატრი“ წარმოადგენს ერთგვარ მცდელობას დაამკვიდროს ტრადიცია უნივერსიტეტებში მკვლევარებმა და სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა პრაქტიკული დანიშნულება შესძინონ თავიანთ თეორიულ კვლევებს\, სამაგისტრო და სადისერტაციო შრომებს. \n\n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/liris-theatris-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131021T165100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131021T165100
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20131021T125148Z
LAST-MODIFIED:20240202T082216Z
UID:10004283-1382374260-1382374260@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექცია ბაროკოს დროინდელ საკრავებზე
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 24 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზის „ლიგამუსში“  ბაროკოს ეპოქის მუსიკის სპეციალისტი თაის ვან ბაარსელი (ნიდერლანდების სამეფო) წაიკითხავს ლექციას ბაროკოს დროინდელ საკრავებზე. ლექცია შეიცავს ვიდეო-ფილმების ჩვენებას. \nთაის ვან ბაარსელი ბლოკ-ფლეიტისა და ადრინდელი მუსიკის სპეციალისტია. ის წლების მანძილზე ჟენევის კონსერვატორიის\, ბრნოს უნივერსიტეტისა და ავსტრიის ფელდრიხ კონსერვატორიის ლექტორია. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე თაის ვან ბაარსელი მასტერ-კლასებს ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში\, მათ შორის ავსტრიაში\, გერმანიაში\, ესპანეთში\, შვეიცარიაში\, ჩეხეთსა და სამხრეთ კორეაში. \nწელს ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმარია და ჩამოსულია ბაროკოს პერიოდის საკრავებზე ლექციებისა და მასტერ-კლასების ჩასატარებლად. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsia-barokos-droindel-sakravebze/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131017T130100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131017T130100
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20131017T090142Z
LAST-MODIFIED:20240202T082224Z
UID:10004286-1382014860-1382014860@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ელსას გაცნობითი სახის პრეზენტაცია
DESCRIPTION:2013 წლის 18 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია  „ლიგამუსში“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. 32)  ელსას გაცნობითი სახის პრეზენტაცია გაიმართება.\nპრეზენტაციაზე დეტალურად იქნება განხილული ელსას საქმიანობა (სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამა\, შიდა დასაქმების პროგრამა\, სემინარები\, კონფერენციები\, იმიტირებული პროცესები\, დებატები და სხვა.) საქმიანობის მიმართულებები\, უპირატესობები და პერსპექტივები. ასევე\, ინფორმაცია\, თუ როგორ ჩაერთონ სამართლის სკოლის სტუდენტები ელსას საქმიანობაში და გახდნენ აქტიური სტუდენტები. \nდასწრება თავისუფალია \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/elsas-gatsnobithi-sakhis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131008T152100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131008T152100
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20131008T112136Z
LAST-MODIFIED:20240202T082241Z
UID:10004293-1381245660-1381245660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:11 ოქტომბერს\, 16:00 საათზე ილიაუნის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გიწვევთ წიგნის „სუპერ საპრეზიდენტოდან საპარლამენტომდე:  საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში“ პრეზენტაციაზე. \nწიგნი გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კონრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობით. წიგნში შესულია შემდეგი ავტორების სტატიები: ავთანდილ დემეტრაშვილი\, ვახუშტი მენაბდე\, ლევან რამიშვილი\, თინათინ ერქვანია\, ბაკურ კვაშილავა\, დავით ზედელაშვილი. წიგნს წინ უძღვის შესავალი გია ნოდიას და დავით აფრასიძის ავტორობით. პრეზენტაციის დროს საშუალება გექნებათ შეკითხვები დაუსვათ ავტორებს და მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიაში. შეხვედრის ბოლოს გათვალისწინებულია მცირე მიღება. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131007T103400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131007T103400
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20131007T063459Z
LAST-MODIFIED:20240202T082248Z
UID:10004296-1381142040-1381142040@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ადამიანის უფლებათა სამართლის ქსელი“-ს პრეზენტაცია
DESCRIPTION:სამშაბათს\, 8 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” „ადამიანის უფლებათა სამართლის ქსელი“-ს პრეზენტაცია გაიმართება. \nქსელის დამუძნებლები საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის\, „საზაფხულო სკოლის“ კურსდამთავრებულები არიან. \n„საზაფხულო სკოლას“\, რომელიც 2007 წლიდან მოყოლებული ხორციელდება  სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და სკოლის 150-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. ქსელის დამფუძნებელთა მიზანია  საერთო ღირებულებების მქონე ახალგაზრდა იურისტებს შორის პროფესიული კავშირის შენარჩუნება\, აკადემიური საქმიანობის ხელშეწყობა\, სამართლებრივი რეფორმის პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და ა.შ. \nღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების\, უნივერსიტეტების\, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  ქსელის პრეზენტაციას ასევე დაესწრება სქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მისი აღმატებულება ბ-ნი რიჩარდ ნორლანდი. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/adamianis-uphlebatha-samarthlis-qseli-s-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131003T105800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131003T105800
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20131003T065802Z
LAST-MODIFIED:20240202T082252Z
UID:10004299-1380797880-1380797880@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია ნაციონალური მემკვიდრეობის საკითხებზე
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 3 ოქტომბერს\, წიგნის მაღაზია ლიგამუსში (ჭავჭავაძის 32) პროექტი ”საქართველოს კულტურული სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის” ფარგლებში გაიმართება დისკუსია ნაციონალური მემკვიდრეობის საკითხებზე. \nგანრიგი: \n14.00 – Susanne Frank (HU) Translatio imperii: იმპერიული მემკვიდრეობის კონცეპტი.\n15.00 – Giorgi Maisuradze (ZfL) საბჭოთა მემკვიდრეობა\, როგორც ახალი ქართული ნაციონალური ნარატივის საფუძველი. \nშესვენება \n18.00 – Stefan Willer (ZfL) მემკვიდრეობა და მემკვიდრეობის გადაცემა: კულტურული გადაცემის კონცეფციები. \nდისკუსია გაიმართება ინგლისურ ენაზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-natsionaluri-memkvidreobis-sakithkhebze/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130919T151700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130919T151700
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130919T111723Z
LAST-MODIFIED:20240202T082405Z
UID:10004306-1379603820-1379603820@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის  სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია
DESCRIPTION:23 სექტემბერს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ.32)  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაციაზე.\nჰაინრიჰ ბიოლის ფონდი 2003 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს რეგიონულ სასტიპენდიო პროგრამას ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის საზოგადოებრივი და სხვა მომიჯნავე მეცნიერებების მიმართულებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში. პროგრამის სტიპენდიატები (არა უმეტეს 35 წლისა) საკუთარ ქვეყნებში\, ცხოვრების ადგილის მიხედვით\, აწარმოებენ ინდივიდუალურ ინტერდისციპლინურ კვლევებს თანამედროვე ისტორიის\, პოლიტიკის\, გენდერის\, კრიტიკული სოციოლოგიის და მდგრადი განვითარების საკითხებზე.\nსასტიპენდიო პროგრამა საგანგებოდ სამხრეთ კავკასიელი ახალგაზრდა მკვლევარებისთვისაა შექმნილი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს:\n• ახალგაზრდა მეცნიერების მიერ ინდივიდუალური და ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელებას;\n• ისტორიული და საზოგადოებრივი მეცნიერებების მეთოდოლოგიურ და თემატურ განახლებას;\n• ახალგაზრდა მეცნიერების რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას.\nწელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიური რეგიონალური ბიურო იწყებს საბუთების მიღებას 2014 წლის კვლევით პროექტებზე დაფინანსების მოპოვებისათვის. ამასთან დაკავშირებით\, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს პატივი აქვს თავისი რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაციაზე მოიწვიოს დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოში.\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hainrih-biolis-phondis-sastipendio-programis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130711T162300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130711T162300
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130711T122319Z
LAST-MODIFIED:20240202T082438Z
UID:10004321-1373559780-1373559780@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა და ვორქშოფი
DESCRIPTION:18 ივლისს\, 17:00-დან 19:00 საათამდე\, ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ჭავავაძის N32)\, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით\, გაიმართება შეხვედრა და დისკუსია სლოვენიელ ქორეოგრაფ გორან ბოგდანოვსკისთან\, რომელიც მრავალი ჯილდოს მფლობელია. \nგორან ბოგდანოვსკიმ შექმნა და განავითარა თვითგამოხატვის საკუთარი სტილი\, რომელიც აერთიანებს მუსიკას\, განათებას\, დრამატურგიას\, ტექნოლოგიას\, ტექსტსა და სხეულს.\n2000 წელს მან დააარსა: Fičo Balet\, 2002 წელს\, ლუბლიანაში – Kino Šiška სარეპეტიციო სივრცე თანამედროვე ცეკვისა და თეატრისთვის\, 2003 წელს\, პარტნიორებთან ერთად – სლოვენიური ცეკვის პირველი ბიენალე Gibanica. არის ერთ-ერთი დამფუძნებელი NOMAD ცეკვის აკადემიის.\n2006 წლიდან ატარებს თრეინინგებსა და ვორქშოფებს. \nაქვე გაცნობებთ\, რომ 19 ივლისს\, 11:00-დან 14:00 საათამდე\, სლოვენიელი ქორეოგრაფი ვორქშოფს ჩაატარებს კინომსახიობთა თეატრის მცირე სცენაზე\, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ყველას\, ვინც ქორეოგრაფიისა და კონტაქტური იმპროვიზაციის მიმართულებით მუშაობს (მსურველებს უნდა ეცვათ კომფორტული ტანსაცმელი).\nგორან ბოგდანოვსკის ნამუშევრები იხილეთ:\nhttp://vimeo.com/66497890\nhttp://vimeo.com/36581049\nhttp://vimeo.com/21826366\nhttp://vimeo.com/21590905\nhttp://www.youtube.com/watch?v=yOp80UkjHwg\nhttp://www.youtube.com/watch?v=15nxHMF2vLM\nhttp://www.youtube.com/watch?v=BweCVObHGJ0\nhttp://www.youtube.com/watch?v=SFFAXPfwJJw\nhttp://www.youtube.com/watch?v=N66n7LARAXU  \nდამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:\nგურამ კოკაიას (555) 20 20 45\nმიშა ტატანაშვილს (598) 60 49 38 \nდასწრება თავისუფალია! \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-da-vorqshophi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130611T170600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130611T170600
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130611T130634Z
LAST-MODIFIED:20240202T082529Z
UID:10004339-1370970360-1370970360@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შესავალი თანამედროვე აზროვნებაში - საუკეთესო ესსე
DESCRIPTION:21 ივნისს\, პარასკევს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის N 32) გაიმართება “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში – საუკეთესო ესსე” (ჯგუფი 9\, 24) კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება. კონკურსი აკადემიური საქმიანობის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია\, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების განვითარებას\, სამეცნიერო კვლევების წახალისებას. კონკურსი ყოველწლიურად\, წელიწადში ორჯერ იმართება. \nკონკურსში გამარჯვებულთა ნაშრომები გამოქვეყნდება „ილიაუნის მედია პორტალში“ და ბლოგზე „ბურუსი“. აგრეთვე გადაეცემათ სამახსოვრო წიგნები. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shesavali-thanamedrove-azrovnebashi-sauketheso-esse-2/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130606T095700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130606T095700
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130606T055725Z
LAST-MODIFIED:20240202T082706Z
UID:10004351-1370512620-1370512620@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა  უკრაინელ პოეტებთან
DESCRIPTION:6 ივნისს\, 19.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”  გაიმართება შეხვედრა თანამედროვე უკრაინელ პოეტებთან. უკრაინელი პოეტების ლექსების ქართულ თარგმანებს კი წაიკითხავენ ქართველი პოეტები და მთარგმნელები. \nდასწრება თავისუფალია \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-ukrainel-poetebthan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130603T111700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130603T111700
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130603T071712Z
LAST-MODIFIED:20240202T082731Z
UID:10004358-1370258220-1370258220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა “მზეთამზესთან“
DESCRIPTION:შაბათს\, 8 ივნისს\, 17.00  საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ შედგება  შეხვედრა ქალთა ფოკლორულ ანსამბლთან „მზეთამზე“. \nშეხვედრაზე თქვენ მოუსმენთ ქართველ ქალთა ტრადიციულ ფოლკლორს\, ნახავთ ანსამბლის საგასტროლო მოგზაურობებისა და სხვადასხვა პროექტის ვიდეო ფრაგმენტებს\, შეისწავლით და ანსამბლთან ერთად შეასრულებთ ერთ სიმღერას.\n“მზეთამზე” ქალთა ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშებს ასრულებს\, რომელთა უმრავლესობა მანამდე სცენაზე არასდროს აჟღერებულა. ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგის\, ედიშერ გარაყანიძის აზრით ქართული მუსიკალური ფოლკლორის და\, განსაკუთრებით მისი შემსრულებლობის ისტორიაში XX საუკუნის 80-იანი წლები მნიშვნელოვან ათწლეულად დიდნაწილად ანსამბლი “მზეთამზეს” შექმნის გამო შევა. \nშეხვედრის ინიციატორია ილიაუნის მუსიკის ცენტრი.\nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-mzethamzesthan/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130529T105500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130529T105500
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130529T065506Z
LAST-MODIFIED:20240202T082745Z
UID:10004364-1369824900-1369824900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის პრეზენტაცია ლიგამუსში
DESCRIPTION:31 მაისს\, 18:00 საათზე\, წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” გაიმართება არაქართულენოვანი საბავშვო ბაღებისთვის ახალი სახელმძღვანელოს “ქართული ენა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის”  პრეზენტაცია\, რომლის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. \nპუბლიკაცია მოიცავს: ბავშვის სამუშაო რვეულსა და ალბომს\, ასევე\, აღმზრდელის მეთოდურ სახელმძღვანელოს დამხმარე აუდიომასალით. \nსახელმძღვანელო მომზადდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინაციით) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით  პროგრამის  ”ხელმისაწვდომობის\, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში”\, პროექტის ქვეპროგრამის ”სკოლამდელი განათლების პოლიტიკის გატარება საქართველოში ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის” ფარგლებში. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-prezentatsia-ligamusshi-5/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130514T150100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130514T150100
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130514T110149Z
LAST-MODIFIED:20240202T082808Z
UID:10004374-1368543660-1368543660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კინოჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:15 მაისს\, 17:30 საათზე\, A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში (ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კინო და მედია კომუნიკაციის შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით\, გაიმართება რეჟისორ გიორგი მასხარაშვილის ფილმის\, სახელწოდებით „მესაათე“\, ჩვენება და განხილვა.\nფილმის დამთავრების შემდეგ\, მოეწყობა დისკუსია და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხებს თავად რეჟისორი\, მისი შემოქმედებითი ჯგუფი.\nშეხვედრის მოდერატორია კინომცოდნე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – ნინო მხეიძე. \nდასწრება თავისუფალია! \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kinochveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2013/05/1292.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130419T171300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130419T171300
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130419T131318Z
LAST-MODIFIED:20240202T082844Z
UID:10004384-1366391580-1366391580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ოთხშაბათს\, 24 აპრილს\, 18:00 სთ. ლიგამუსში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის პროექტის შუალედური შედეგებს: “მეცხრამეტე საუკუნის უცნობი საქართველო: რუსიფიკაცია და დაკარგული საისტორიო მეხსიერება” პრეზენტაცია\, რომელსაც ნინო დობორჯგინიძე წარმოადგენს. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lingvistur-kvlevatha-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130417T174500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130417T174500
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130417T134554Z
LAST-MODIFIED:20240202T082903Z
UID:10004396-1366220700-1366220700@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჯეიმს ლ. ტორსონის   ლექცია
DESCRIPTION:25 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \,\,ლიგამუსში” გაიმართება ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის დოქტორის\, ჯეიმს ლ. ტორსონის ლექცია და დისკუსია\, რომელიც შეეხება  კურტ ვონეგუტის ”სასაკლაო” – ნაწარმოებს და ნოდარ დუმბაძის „მე\, ბებია\, ილიკო და ილარიონი“ განხილვას. \nდოქტორმა ტორსონმა  ბაკალავრის ხარისხი  ნებრასკის უნივერსიტეტში მიიღო მათემატიკის ფაკულტეტზე\, ამავე უნივერსიტეტში 1961 წელს დაეუფლა მაგისტრის ხარისხს\, ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის განხრით. დოქტორის ხარისხი კი 1966 წელს კორნელის უნივერსიტეტში მიიღო იმავე ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის განხრით. \nრაც შეეხება  დოქტორის პროფესიულ გამოცდილებას\, ის ასოცირებული პროფესორის\, პროფესორის და ემერიტუსის წოდებას  ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში დაეუფლა. იგი დღემდე ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობს როგორც ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ემერიტუსი პროფესორი.  იგი ასევე მოწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში\, ესენია: ჰეიდელბერგის უნივერსიტეტი\, მინსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი\, ბელარუსია\,  ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი\, ალბუკერკე.  იგი ავტორია 6 წიგნის  და 18 სტატიის. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jeims-l-torsonis-leqtsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130411T150500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130411T150500
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130411T110514Z
LAST-MODIFIED:20240202T082922Z
UID:10004403-1365692700-1365692700@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანგული პოეზიის საღამო
DESCRIPTION:12 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”  ”ფრანკოფონიის თვე 2013”-ის და ”პოეტების გაზაფხულის”  ფარგლებში\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით\, პოეზიის მოყვარულ ფრანკოფონთათვის  გაიმართება  ფრანგული პოეზიის საღამო.  პოეზიის საღამოზე ქალაქ რენის თეატრალური დასი ”ქარის  სახელოსნოები” ახლებურად წარმოადგენს ფრანგულ პოეზიას. საღამო იქნება ინტერაქტიული\, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ\, ჩაერთონ პერფორმანსში და გააცოცხლონ ფრანგული პოეზიის შედევრები როგორც ფრანგულ\, ასევე ქართულ ენაზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phranguli-poeziis-saghamo/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130402T160900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130402T160900
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130402T120941Z
LAST-MODIFIED:20240202T083100Z
UID:10004415-1364918940-1364918940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თანამედროვე ლიტვური კინოს საღამოები
DESCRIPTION:4\, 5\, 8 და 10 აპრილს\, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭაჭავაძის N32) გაიმართება ლიტვური კინოს დღეები\, რომელსაც ლიტველი რეჟისორი და სცენარისტი – გიედრე ბიენორიუტე წარუძღვება. მისი საქართველოში ჩამობრძანება და კულტურული პროგრამის განხორციელება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ლიტვის თეატრის\, მუსიკის\, კინოსა და ტელევიზიის აკადემიის ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. \nპროგრამა: \n4.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“\nთანამედროვე ლიტვური კინოს პრეზენტაცია\n1.„ბაბუა და ბებია“ (ანიმაცია\, 30 წუთი\, 2007 წელი);\n2. აივანი“ (მხატვრული\, 48 წუთი\, 2008 წელი);\nორივე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი – გიედრე ბეინორიუტე \n5.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“ \n1.„როგორ ვითამაშეთ რევოლუცია“ (დოკუმენტური\, 69 წუთი\, 2011 წელი\, ლიტვურ-ფრანგული პროდუქცია)\, სცენარის ავტორი და რეჟისორი – გიედრე ჟიქიტი;\n2.„მაგიის სფერო“ (დოკუმენტური\, 62 წუთი\, 2011 წელი)\, რეჟისორი და ოპერატორი – მინდაუგას სარვილა; \n8.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“ \nსამი ერთში – მოკლლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა:\n1. „მიზეზი“ (29 წუთი\, 2011 წელი)\, სცენარის ავტორი და რეჟისორი – ანდრიუს ბლაზევჩიუსი;\n2. „დროებით“ (28 წუთი\, 2011 წელი) – რეჟისორი – ჟურატე სამულიონიტე\, სცენარის ავტორი – მაია ქავთარაძე;\n3. „თაფლობის თვის ბოლო დღე“ (30 წუთი\, 2011 წელი)\, სცენარის ავტორი და რეჟისორი – როკას ელტერმანასი; \n10:04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“ \n1.„გამაქრობელი ტალღები“ (სამეცნიერო მხატვრული რომანი)\, სცენარის ავტორი და რეჟისორი – კრისტინა ბუოზიტე და ბრუნო სამპერი. \nდასწრება თავისუფალია\, \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thanamedrove-litvuri-kinos-saghamoebi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130402T101600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130402T101600
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130402T061600Z
LAST-MODIFIED:20240202T083235Z
UID:10004447-1364897760-1364897760@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფოტოხელოვნების სასწავლო კონფერენციის ფინალი
DESCRIPTION:3 აპრილს\, ოთხშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ჭავჭავაძის #32) გაიმართება ფოტოხელოვნების სასწავლო კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის _ თავისუფალი ფოტოსესია ცხენებთან (ილიაუნის საცხენოსნო ცენტრში) _ ფინალი. \n3 გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური გურამ წიბახაშვილი (თავმჯდომარე)\, ცირა ბარბაქაძე\, მამუკა კიკალიშვილი\, ზურაბ გურიელიძე\, იასონ ბადრიძე\, კახაბერ შარტავა\, მიშა გიორგაძე\, დათო ქორიძე. \nგამარჯვებულებს დიპლომებს და პრემიას გადასცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე. \n1-ლი პრემია _ 500 ლარი\nმე-2 პრემია _ 300 ლარი\nმე-3 პრემია _ 200 ლარი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/photokhelovnebis-sastsavlo-konpherentsiis-phinali/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130401T140800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130401T140800
DTSTAMP:20260423T094844
CREATED:20130401T100821Z
LAST-MODIFIED:20240202T083010Z
UID:10004418-1364825280-1364825280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიწვევთ დისკუსიაზე
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და “National Geographic საქართველო” იწყებენ საინტერესო დისკუსიების ყოველთვიურ სერიას ჟურნალის მიერ გაშუქებულ სხვადასხვა სფეროში. \nსიამოვნებით გატყობინებთ\, რომ პირველი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 4 აპრილს\, 15:00-დან 16:30-მდე\, \,\,ლიგამუსში”. \nშეხვედრაზე შემოგთავაზებთ ჟურნალ National Geographic საქართველოს აპრილის ნომრის მოკლე პრეზენტაციას და უფრო ვრცელ სადისკუსიო თემას: \nსამეცნიერო მიღწევები \,\,იურული პარკის” ამუშავებისთვის\, ანუ ვითამაშოთ \,\,ღმერთობანა”. \nდისკუსია არასპეციალიზირებულია\, რაც გულისხმობს\, რომ თემა გათვალისწინებულია ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტისთვის. პოპულარულ ენაზე ვისაუბრებთ გადაშენებული სახეობის აღდგენის სამეცნიერო მიღწევებზე (მათ შორის კლონირებაზე)\, ხოლო დისკუსიის ძირითადი ნაწილი შეეხება ეთიკურ-რელიგიურ მოსაზრებებს\, ზოგად მიზანშეწონილობას\, საშიშროებებს და ა.შ. \nდასწრება თავისუფალია\, წინასწარ გიხდით მადლობას მობრძანებისთვის!\n——————————————————————————————-\nშენიშნვნა: სამომავლო სადისკუსიო თემები განისაზღვრება სტუდენტების მიერ Facebook-ის გამოკითხვისას გამოვლენილი ინტერესის მიხედვით\, ჟურნალის შემდეგ სფეროებში:\n• გეოპოლიტიკა\n• ხალხები და კულტურები\n• თავგადასავლები და ექსტრემალური ექსპედიციები\n• ისტორია/არქეოლოგია\n• რელიგიათმცოდნეობა\n• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები\n• ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gitsvevth-diskusiaze/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR