BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221001T152500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221001T152500
DTSTAMP:20260427T184002
CREATED:20220927T112416Z
LAST-MODIFIED:20240201T112820Z
UID:10000270-1664637900-1664637900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:1-2 ოქტომბერს გაიმართება DevOps Con Tbilisi 2022 ტექნოლოგიური კონფერენცია
DESCRIPTION:1-2 ოქტომბერს DevOps Con Tbilisi 2022 ტექნოლოგიურ კონფერენცია გაიმართება\, რომლის მთავარი აკადემიური პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. DevOps Georgia-ს გუნდი მესამედ მართავს ამ ღონისძიებას. წელს მისი გენერალური სპონსორები არიან საქართველოს ბანკი და კომპანია Data Art. \nრა არის DevOps? \nDevOps IT პროექტების მართვისა და საბოლოო პროდუქტის ავტომატიზებულ მიწოდებაზე გათვლილი ტექნოლოგიებისა და მიდგომების ერთობლიობაა\, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს\, სწრაფად შექმნან და დახვეწონ სხვადასხვა აპლიკაცია. სწორედ DevOps ტექნოლოგიები აჩქარებს ყოველდღიურად ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და უკვე არსებულს ხვეწს და ახალი ფუნქციონალით ამდიდრებს. \nრას გვთავაზობს DevOps Con Tbilisi 2022? \nკონფერენცია ქმნის ერთიან პლატფორმას\, რომელზეც IT სფეროს სპეციალისტებს ეძლევათ საუბრისა და DevOps\, IaC თუ SecOps მიმართულებით პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილების სტუმრებისთვის გაზიარების საშუალება. \nDevOps Con Tbilisi 2022 აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს\, არქიტექტორებს\, ტესტერებს\, სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებს\, ინფრასტრუქტურის მმართველებს\, სისტემურ ინტეგრატორებს\, კიბერ-უსაფრთხოების ოფიცრებს და\, ზოგადად\, ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს\, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან\, ნერგავენ და უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგრადობას. \nკონფერენციის ძირითადი თემებია: მიკროსერვისები\, პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური დანერგვის პროცესების გამართვა\, მონიტორინგი და ანალიტიკა\, ღრუბლოვანი და ლოკალური ინფრასტრუქტურის მართვა\, როგორც კოდის\, DevOps დიდი მონაცემების სისტემებისთვის\, QA Automation და სხვა აქტუალური ტექნოლოგიური საკითხები. \n2022 წლის კონფერენციის ძირითადი მიზანია უკრაინელი ხალხისა და IT სფეროს პროფესიონალთა მხარდაჭერა მიმდინარე კონფლიქტში. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციების სამინისტრო. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციების სამინისტროს და პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წამოწყებული ფონდების მოზიდვის პლატფორმა UNITED24 \nწარმომადგენლები: \n\nევგენი გორბაჩოვი – პროდუქტის მთავარი ოფიცერი\, DIIA\, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო\nიაროსლავა გრესი – პლატფორმის კოორდინატორი\, U24\n\nრა არის საჭირო კონფერენციაზე დასასწრებად? \nDevOps Con Tbilisi 2022-ზე დასწრება თავისუფალია და მასზე მოსახვედრად საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებგვერდზე. \nDevOps Con Tbilisi 2022 ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლებს Amazon Web Services აკადემიური პარტნიორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდამატებითი ინფორმაციისთვის: \nDevOps Con Tbilisi 2022-თან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია\, მათ შორის კონფერენციის პროგრამა და ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე — https://devopscontbilisi.eu/ \n2022 წელი \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/1-2-oqtombers-gaimartheba-devops-con-tbilisi-2022-teqnologiuri-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/09/68700.png
END:VEVENT
END:VCALENDAR