BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250331T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250331T160000
DTSTAMP:20260418T070123
CREATED:20250311T100109Z
LAST-MODIFIED:20250311T100704Z
UID:10005678-1743418800-1743436800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის „საპროექტო წინადადების მომზადება“
DESCRIPTION:31 მარტს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (S507) პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ტრენინგი „საპროექტო წინადადების მომზადება“. \nტრენინგის I ნაწილი შეეხება საპროექტო წინადადებების წარდგენის ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს როგორც საერთაშორისო (Horizon Europe\, ERASMUS+ და სხვ.)\, ისე ადგილობრივი კონკურსებისთვის (შოთა რუსთაველის ფონდი და შიდა ინსტიტუციური გრანტები). \nII ნაწილი მიეძღვნება პროექტის შინაარსობრივ მხარეს\, მონაწილეები გაეცნობიან საპროექტო წინადადების სტრუქტურას\, ლოგიკურ ჩარჩოს\, მიზნისა და სტრატეგიული მიზნების\, შუალედური შედეგებისა და აქტივობების ფორმულირების ტექნიკას\, მართვისა და განხორციელების გეგმების თავისებურებებს; შეიძენენ ცოდნას პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შესახებ და გაეცნობიან დონორთან წარსადგენი ანგარიშების ტიპებს. \nთითოეულ საკითხზე მონაწილენი შეასრულებენ დავალებას.  ამ ეტაპის ბოლოს მათ ექნებათ საგრანტო პროექტის მონახაზი. \nIII ნაწილში განხილული იქნება ბიუჯეტირების თემა და მისი თავისებურებები. \nტრენინგის ხანგრძლივობა: 5 საათი \nტრენერები: \nზარინა ბურკაძე\, ასოცირებული პროფესორი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი \nანა ხუნდაძე\, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის უფროსი \nთეონა დიასამიძე\, განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი; \nსალომე შედანი\,  განვითარების სამსახურის უფროსი; \nტრენინგზე დასასწრებად  გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/xcGuhDfMqsALEdUo6 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 მარტი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507)\, გ. წერეთლის ქუჩა N3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-training/
CATEGORIES:კონკურსები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/new-3.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250319T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250319T160000
DTSTAMP:20260418T070123
CREATED:20250311T132505Z
LAST-MODIFIED:20250311T132523Z
UID:10005680-1742396400-1742400000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი საუნივერსიტეტო განათლებაში. გამოწვევები\, შესაძლებლობები და პრაქტიკული სტრატეგიები“
DESCRIPTION:19 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი საუნივერსიტეტო განათლებაში. გამოწვევები\, შესაძლებლობები და პრაქტიკული სტრატეგიები“. \nვორკშოპის თემები: \n\nხელოვნური ინტელექტის პოპულარული სისტემების მოკლე მიმოხილვა;\nგანათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის (LLM-ის) შექმნის გამო წარმოქმნილი ძირითადი გამოწვევები;\nუნივერსიტეტში სწავლების მეთოდიკის ადაპტაცია;\nსაუნივერსიტეტო სასწავლო კურსების შეფასების სისტემის ადაპტაცია;\nგამოცდების ავტომატური შეფასება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.\n\nტრენინგს გაუძღვება პაატა გოგიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. \nტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ\, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/NkMZfFDULQE2k8rs7 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19:00 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-workshop/
CATEGORIES:კონკურსები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/khel.int_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T190000
DTSTAMP:20260418T070123
CREATED:20240314T082356Z
LAST-MODIFIED:20240314T082356Z
UID:10005384-1710867600-1710874800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავება - კონკურსი სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)\, რომელიც ახორციელებს პროექტს „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“\, სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავებაზე. \n19 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან პროექტისა და მის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად\, რათა უკეთ შეძლონ საჯარო მმართველობის არსის გაგება და მოემზადონ კონკურსისთვის. \nშერჩეული სტუდენტები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სერტიფიცირებულ ტრენინგებს\, მათ მიეცემათ საშუალება იმუშაონ პროფესიონალ მკვლევრებთან/ექსპერტებთან ერთად და გახდნენ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების თანაავტორები. \nდამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=531355 \nპროექტი „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური წრეების გაძლიერებას საჯარო მმართველობის თემების კვლევებთან დაკავშირებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა №1 \nშეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-politikis-kvlevithi-dokumentebis-shemushaveba-konkursi-studentebisthvis/
CATEGORIES:კონკურსები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211206T134400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211206T134400
DTSTAMP:20260418T070123
CREATED:20211206T094335Z
LAST-MODIFIED:20240201T113408Z
UID:10000460-1638798240-1638798240@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი მოსწავლეებისთვის
DESCRIPTION:24-26 დეკემბერს მთელი საქართველოს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში\, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი რომელიც\, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე\, დისტანციურად ჩატარდება. \nჰაკათონის მიზანია შეიქმნას მომავლის ინტერაქტიული წიგნები\, რომლებიც მკითხველს პერსონაჟებსა და ავტორებთან უშუალო ინტერაქციის საშუალებას მისცემს. \nციფრული რეალობა შესაძლებლობას გვაძლევს ლიტერატურული გმირების ენობრივ ასლებთან დიალოგი ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წარვმართოთ და ვკითხოთ მათ ყველაფერი\, რაც გვაინტერესებს. \nჰაკათონის ფარგლებში შექმნილი ჩეთბოტები ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკის ვებგვერდზე (https://iel.iliauni.edu.ge/) განთავსდება და მათთან საუბარი ნებისმიერ მსურველს შეეძლება. \nვის შეუძლია ჰაკათონში მონაწილეობა? \nჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (VIII-XII კლასები) მოსწავლეებს. \nროგორ მივიღო მონაწილეობა ჰაკათონში? \nჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 23 დეკემბრამდე შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა. \nაპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2021 წლის 22 დეკემბერი\, 23:59 საათი \nსააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3DezuJM \nრა ფორმატით ჩატარდება ჰაკათონი? \nშექმნილი ვითარებიდან გამომდინარე\, ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით. \nსწრაფი ბმულები \n\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია : ჩემი ნარატიული თავგადასავალი\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია: ჩეთბოტების შექმნის ისტორია\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია: პერსონალური გაციფრულების ხელოვნება\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის საინფორმაციო შეხვედრა\nინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა\n\n2021 წელი\n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/interaqtiuli-tsignebis-hakathoni-mostsavleebisthvis/
CATEGORIES:კონკურსები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63202.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210315T113100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210315T113100
DTSTAMP:20260418T070123
CREATED:20210315T073000Z
LAST-MODIFIED:20240201T114204Z
UID:10000639-1615807860-1615807860@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კურსი: აკადემიური წერის გამოცდილება დისტანციურ ფორმატში
DESCRIPTION:ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მიერ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრთან და გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიასთან (IWLUGOE) თანამშრომლობით. \nაკადემიური წერის დარგში თანამშრომლობით პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრებს\, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. სამუშაო ენაა ინგლისური. კონკურსში მონაწილეობისთვის განიხილებიან მხოლოდ ის პირები\, ვისაც ინგლისურ ენაში აქვს მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის გაერთიანებული საერთაშორისო აუდიტორია: აკადემიურ წერაში პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილება \nრას გულისხმობს აკადემიურ წერაში პარტნიორობა? \nერთი სემესტრის განმავლობაში\, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი\, განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე და და სხვადასხვა დისციპლინის შემსწავლელი 2-4 სტუდენტი ერთობლივად მუშაობს ჯგუფის მიერვე შერჩეულ აკადემიური წერის პროექტზე. დასაშვებია მუშაობა როგორც აკადემიურ ესეიზე\, ისე სხვადასხვა ჟანრის ტექსტებზე\, მაგალითად ანგარიშზე ან აკადემიურ ბლოგზე. 2021 წლის ზაფხულის სემესტრში დაგეგმილია გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) სტუდენტების ერთობლივი მუშაობა დისტანციური თანამშრომლობითი ინტერკულტურული სასწავლო (Collaborative Online Intercultural Leaning/ COIL) აქტივობის ფარგლებში. \nრას ისწავლით? \nთქვენს პარტნიორებთან ერთად გაეცნობით აკადემიური წერის სასარგებლო ტექნიკებს. საერთო წერით პროექტზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ მეტი შეიტყოთ სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე\, ტექსტის აგებაზე\, სტილზე\, ლიტერატურის მითითებასა და პარაფრაზირებაზე. წერის პროცესის ყველა ეტაპზე დაგეხმარებიან ტუტორები. \nასევე გაიცნობთ განსხვავებული კულტურის წარმომადგენელ სტუდენტებს\, რომლებთან ერთად მუშაობის დროსაც შეძლებთ რეფლექსირებას თქვენს საკუთარ გამოცდილებაზე. ეს დაგეხმარებათ კულტურათშორისი უნარ-ჩვევების განვითარებაში. \nამასთანავე\, უფრო ღრმად გაიაზრებთ სხვა ქვეყნებისა და კულტურების წერითი ტრადიციებს. თუმცა\, უპირველეს ყოვლისა\, ეს აქტივობა საკუთარ წერის პროცესზე რეფლექსირებასა და მის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს\, რომელშიც მითითებული იქნება თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო და გამომუშავებული უნარები. \nროგორ დაიწყებთ მუშაობას? \nპირველი ორი დისტანციური სამუშაო შეხვედრა\, რომლებიც 2021 წლის აპრილში ჩატარდება\, ერთმანეთის გაცნობაში\, პარტნიორების არჩევასა და ტექსტის თემის შერჩევაში დაგეხმარებათ. ამ სემესტრის ზოგადი თემაა: \,\,ცხოვრება ახალი კორონავირუსის შემდგომ სამყაროში: საით მივდივართ?“\, მაგრამ შეგიძლიათ სხვა თემებიც აირჩიოთ. სამუშაო შეხვედრებზე მიიღებთ ცოდნას წერის პროცესის\, მისი ორგანიზებისა და პროცესზე რეფლექსირების შესახებ. \nროგორ განაგრძობთ მუშაობას? \nსაწყისი შეხვედრების შემდეგ\, წერითი პროექტის დასასრულებლად ორთვიანი პერიოდი გაქვთ. ამ დროის განმავლობაში მოსაზრებებს გაუზიარებთ პარტნიორებს და მიიღებთ უკუკავშირს მათგან.  უკუკავშირს წინასწარ ჩანიშნული დისტანციური შეხვედრების დროს ასევე მიიღებთ ტუტორებისგან. \nროგორია მუშაობის გრაფიკი? \n10-15 აპრილი: წინასწარ მუშაობა ინდივიდუალურ დავალებებზე \n17 აპრილი\, 13.00-17.00: პირველი\, საწყისი სამუშაო შეხვედრა \n18-22 აპრილი: წერითი პროექტის პირველ ვარიანტზე მუშაობა \n24 აპრილი\, 13.00-17.00: მეორე საწყისი შეხვედრა \n25 აპრილი-18 ივნისი: თანამშრომლობითი მუშაობა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებში; ორ კვირაში ერთხელ რეგულარული დისტანციური შეხვედრები ტუტორებთან. \n19 ივნისი\, 13.00 – 17.00: დამასრულებელი დისტანციური სამუშაო შეხვედრა \nრა მოეთხოვებათ მონაწილეებს? \nროგორც პროექტის მონაწილეს\, მოგეთხოვებათ: \nა) დავალების მომზადება პირველ საწყის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე; \nბ) მინიმუმ სამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა; \nგ) სემესტრის განმავლობაში თქვენს ჯგუფთან მუშაობა (ჯგუფთან და ტუტორთან ორ კვირაში ერთხელ შეხვედრა)\, წერითი პროექტის (წინასწარი) ვარიანტების რეგულარულად წარდგენა. \nროგორ მივიღო მონაწილეობა? \nდაინტერესების შემთხვევაში\, გადადით ამ ბმულზე და დარეგისტრირდით   2021 წლის 10 აპრილამდე. ამის შემდეგ მიიღებთ დამატებით ინსტრუქციებსა და პირველ დავალებას. \nინფორმაცია ინსტრუქტორების/ტუტორების შესახებ\, რომლებიც გაუძღვებიან კურსს: \nდოქტ. ელა გრისჰამერი  2008 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერას. ამჟამად იგი გოტინგენის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიას (International Writing Lab) ხელმძღვანელობს. \nდოქტ. მელანი ბრინკშულტე 2001 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერასა და გამოყენებით ლინგვისტიკას. იგი გოტინგენტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიაში ძირითადი კომპეტენციებისა და კულტურათშორისი ინტერაქციის მიმართულებას\, კულტურათშორის სწავლებასა და გერმანულის\, როგორც უცხო/მეორე ენის დეპარტამენტს უძღვება. \nანეტ მუდო (M.A.) გოტინგენის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიის მასწავლებელი და კონსულტანტია. 2012 წლიდან ერთობლივი აკადემიური წერის დარგში  იგი შერეული სწავლისა და სწავლის მართვის სისტემებს  (LMS) იყენებს. \nარ გამოტოვოთ შესაძლებლობა\, მიიღოთ კულტურათშორისი გამოცდილება\, რომელსაც  აკადემიური წერის დარგში პარტნიორობის პროექტი გთავაზობთ! \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetisa-da-gotingenis-universitetis-erthoblivi-saerthashoriso-kursi-akademiuri-tseris-gamotsdileba-distantsiur-phormatshi/
CATEGORIES:კონკურსები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/59732.png
END:VEVENT
END:VCALENDAR