BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260608T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260608T170000
DTSTAMP:20260626T120947
CREATED:20260529T134158Z
LAST-MODIFIED:20260601T125819Z
UID:10006038-1780927200-1780938000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჩვენი ოთახი“ – ქალთა გაძლიერების\, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები ილიაუნიში
DESCRIPTION:8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება ქალთა გაძლიერების\, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები „ჩვენი ოთახი“ ილიაუნის ქალთა გაძლიერების ალუმნი ქსელის ორგანიზებით. \nგარემოში\, რომელშიც ქალთა უფლებებზე საუბარს ხშირად აფერხებს დეზინფორმაცია\, სტერეოტიპები და სოციალური სტიგმა\, „ჩვენი ოთახი“ მიზნად ისახავს\, შექმნას უსაფრთხო და ცოდნაზე დაფუძნებული მხარდამჭერი სივრცე ფემინისტური ცოდნის\, ქალთა ისტორიული გამოცდილების\, ზრუნვის პრაქტიკის\, სხეულებრივი ავტონომიის\, ძალადობის ამოცნობისა და უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ. \n8-16 ივნისს გაიმართება 4 თემატური შეხვედრა: \n\n8 ივნისი\, 14:00 საათი – ლექცია „ქალთა მოძრაობის ისტორია დასავლეთსა და საქართველოში“ \nმომხსენებელი: ეკატერინე აღდგომელაშვილი\, ქალთა უფლებადამცველი\, მკვლევარი\, ტრენერი \nლექცია-დისკუსია დაეთმობა ქალთა მოძრაობის ისტორიულ განვითარებას. შეხვედრის მიზანია გააქარწყლოს მითი\, თითქოს ფემინიზმი და ქალთა უფლებრივი თანასწორობის იდეები საქართველოში მხოლოდ 1990-იანი წლებიდან გაჩნდა. მონაწილეები იმსჯელებენ XIX–XX საუკუნეების ქართულ ფემინისტურ აზროვნებაზე\, პირველი რესპუბლიკის პერიოდზე\, საბჭოთა მემკვიდრეობასა და პოსტსაბჭოთა გამოწვევებზე. \n\n9 ივნისი\, 14:00 საათი – ლექცია „ქალის სახე და სიმბოლიკა უძველეს შუამდინარულ ცივილიზაციებში“ \nმომხსენებელი: ნონა ღურჭუმელიძე\, თსუ-ის მაგისტრანტი ასირიოლოგიის მიმართულებით \nმომხსენებელი განიხილავს\, როგორ აღიქვამდნენ ქალს წინაბერძნულ და პრექრისტიანულ შუამდინარულ კულტურებში. მსმენელს გააცნობს იშთარის სახესა და სიმბოლიკას\, ასევე ენჰედუანას\, ლიტერატურის ისტორიაში პირველ ცნობილ ავტორს\, და მის ნაწარმოებს „ჰიმნებს იშთარის მიმართ“. \n\n11 ივნისი\, 12:00 საათი – ღია სესია „პარტნიორის მხრიდან ძალადობის (IPV) გააზრება და მასზე რეაგირება“ \nფასილიტატორი: სალომე შიუკაშვილი\, ფსიქოლოგი \nღია სესია დაეთმობა პარტნიორის მხრიდან ძალადობის საკითხის ფსიქოსოციალური კუთხით განხილვას. შეხვედრა მოიცავს დიალოგს\, რეალური შემთხვევების განხილვასა და აუდიტორიის აქტიურ მონაწილეობას. \n\n16 ივნისი\, 14:00 საათი – ვორკშოპი Power Hour ქალთა გაძლიერებისა და უსაფრთხოების საკითხებზე \nტრენერები: ნატალი გოგინაშვილი\, მზეო კანდელაკი – ორგანიზცია „ფუსფუსი“ \nვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან თავდაცვის საბაზისო პრინციპებს\, სხეულის ენას\, ხმის გამოყენებას\, ვერბალურ თავდაცვას\, პირადი საზღვრების მკაფიოდ გამოხატვასა და საფრთხეზე სხეულის ავტომატურ რეაქციებს. \n\nშეხვედრების ხანგრძლივობა 2 საათია. \nსტუდენტებს\, რომლებიც დაესწრებიან მინიმუმ სამ შეხვედრას ქალთა გაძლიერებისა და ფემინისტური ზრუნვის პრაქტიკების მიმართულებით\, გადაეცემათ სერტიფიკატი. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ივნისი. \nსარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/18G1XRaApJXEi2vB6 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8\, 9\, 11\, 16 ივნისი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია (უმაღლესი კვლევების ცენტრი)\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qaltha-gadzlierebis-tsnobierebis-amaghlebisa-da-urthierthmkhardatcheris-dgheebi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/chveniothakhi-akhalivebi-ing.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260611T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260611T180000
DTSTAMP:20260626T120947
CREATED:20260609T070553Z
LAST-MODIFIED:20260609T070553Z
UID:10006055-1781193600-1781200800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – ნინო აბესაძის მოხსენება „საფუძველი\, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები"
DESCRIPTION:11 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნინო აბესაძე ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „საფუძველი\, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები“. \nუილიამ ჯეიმსის მიხედვით\, რწმენის შეძენა ზოგჯერ აუცილებელი წინაპირობაა ამ რწმენის სასარგებლო მტკიცებულების მოპოვებისთვის. მსგავსი რწმენების მთავარი მაგალითებია რელიგიური და მორალური რწმენა. \nმომხსენებელი ჯეიმსის პოზიციას საფუძველსა და მტკიცებულებას შორის ახალი განსხვავების შემოტანით დააზუსტებს. აჩვენებს\, რომ\, ჯეიმსის მიხედვით\, ადამიანს მტკიცებულების გარეშე დებულების დაჯერების კარგი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში\, თუ თავად რწმენა რელევანტურ მტკიცებულებას წარმოშობს. \nმომხსენებელი ასევე განიხილავს პირობას\, რომლის მიხედვითაც ეს მიდგომა სარწმუნოა მეცნიერულ კონტექსტში\, თუმცა არ არის დამაჯერებელი რელიგიური რწმენის შემთხვევაში. მეცნიერული რწმენა გულისხმობს საჯაროობას\, შედეგების განმეორებადობასა და თვითშესწორებას\, რაც ბრმა რწმენას ეპისტემურად გადამოწმებადს ხდის. რელიგიური რწმენა კი\, როგორც წესი\, პირად და ტრადიციულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული\, რაც თვითდადასტურების შეცდომის რისკებს აჩენს. შესაბამისად\, ჯეიმსის პოზიცია შეიძლება მართებული იყოს მეცნიერული რწმენების\, მაგრამ მცდარი – რელიგიური რწმენების შემთხვევაში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 11 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-nino-abesadzis-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/niusi-thatha-tsophurashvili-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260611T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260611T200000
DTSTAMP:20260626T120947
CREATED:20260608T090734Z
LAST-MODIFIED:20260608T105408Z
UID:10006049-1781204400-1781208000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ნეა სოლანდერის საჯარო ლექცია „ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის ეფექტიანობა ევროპის სამეზობლოში“
DESCRIPTION:11 ივნისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ვიურცბურგის (გერმანია) იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მკვლევარი\, დოქტორანტი ნეა სოლანდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის ეფექტიანობა ევროპულ სამეზობლოში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს Horizon Europe-ის პროექტ EMBRACE-ის ძირითად მიგნებებზე. პროექტი იკვლევდა ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის პერსპექტივებსა და დაბრკოლებებს ევროპის სამეზობლოში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-nea-solanderis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/doqtorant-nea-solanderis-sajaro-leqtsia-gvalia-new1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260612T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260612T170000
DTSTAMP:20260626T120947
CREATED:20260615T103547Z
LAST-MODIFIED:20260615T131613Z
UID:10006066-1781278200-1781283600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დებატები ევროპაზე – თბილისი 2026
DESCRIPTION:12-13 ივნისს „დებატები ევროპაზე – თბილისი 2026“ თბილისში იწვევს ცნობილ მწერლებს\, მეცნიერებს\, მკვლევრებსა და ჟურნალისტებს  თავისუფლების\, ისტორიისა და დემოკრატიის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის. რა გამოწვევების წინაშეა დღეს ევროპა საქართველოს გადმოსახედიდან? \nდღეს ევროპაში ძნელად მოიძებნება სხვა ქალაქი\, სადაც ევროპულ ღირებულებებს\, მათ შორის დემოკრატიას\, კანონის უზენაესობასა და პირად თავისუფლებას\, ასე მძაფრად ესხმოდნენ თავს და ამავე დროს ასე მტკიცედ იცავდნენ\, როგორც თბილისში. 2022 წლიდან\, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ\, საქართველო იქცა ავტორიტარულ და დემოკრატიულ ძალებს შორის უწყვეტი დაპირისპირების სივრცედ\, სადაც ევროპის სახელი და იდეა მუდმივი ბრძოლისა და დავის საგანია. \nამ ვითარებაში „დებატები ევროპაზე“ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოლიდარობა გამოხატოს იმ ადამიანებისა და ინსტიტუციების – მწერლების\, გამომცემლების\, ჟურნალისტების\, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების – მიმართ\, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს იცავენ. \n12-13 ივნისს თბილისი ევროპის ხელახლა გააზრების მნიშვნელოვან სივრცედ იქცევა. საქართველოში\, ევროპის  ხშირად უგულებელყოფილ ზღვარზე\, დებატების დროს\, ლექციებსა და შეხვედრებზე წამყვანი მოაზროვნეები იმსჯელებენ ისტორიის\, თავისუფლებისა და ევროპის მომავლის შესახებ. \nუცხოელი პროფესიონალები ქართველ კოლეგებთან ერთად გამართავენ დისკუსიებს\, განიხილავენ იმ იდეებსა და ღირებულებებს\, რომლებმაც ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ევროპა ჩამოაყალიბა და იმსჯელებენ\, რა როლი ჰქონდა და დღესაც აქვს საქართველოს ევროპის წარსულში\, აწმყოსა და მომავალში. \n\n12 ივნისი | საჯარო დისკუსიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში \nმისასალმებელი სიტყვები \n\nნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\nზანე რუნგულე\, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საქმეთა დროებითი რწმუნებული\nკარლ ჰენრიკ ფრედრიკსონი\, პროგრამის „დებატები ევროპაზე“ დირექტორი (შვედეთი/ავსტრია)\n\nპანელური დისკუსია „ფიქრი\, საუბარი და წერა ზეწოლის ქვეშ – აკადემიური თავისუფლება“ \nკარლ შლიოგელის მთავარი მოხსენება „ევროპის ისტორიისა და დღევანდელობის ახლებური გააზრება“ \nპანელური დისკუსია „ამბის დეცენტრალიზაცია\, ისტორიის ხელახლა დაწერა“ \n\n13 ივნისი  \nთბილისის მიმართვა ევროპას – მიხალ ჰვორეცკის საჯარო გამოსვლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში \nსრული პროგრამა იხილეთ ბმულზე. \n„დებატები ევროპაზე“ 2012 წლიდან\, დაარსებიდან\, სტუმრობდა ისეთ ქვეყნებს\, სადაც ევროპის იდეა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და გამოწვევის წინაშე დგას. საერთაშორისო სადისკუსიო ფორუმებზე განიხილავს ევროპის დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს და ხელს უწყობს კულტურულ და სოციალურ თემებზე თავისუფალ და ღია დებატებს. 2026 წელს დებატებს თბილისი მასპინძლობს. \nორგანიზატორები და მხარდამჭერები: ს. ფიშერის ფონდი\, გერმანული ენისა და კულტურის აკადემია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრი\, საქართველოს წიგნის ასოციაცია\, საქართველოს პენცენტრი\, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში\, გერმანიის საელჩო საქართველოში\, შვედეთის საელჩო საქართველოში\, SCEEUS\, გოტფრიდ მიხელმანის ფონდი\, დასავლეთ-აღმოსავლეთის შეხვედრების ფონდი\, Treuhand\, Voxeurop \nდეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe \n\nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 12-13 ივნისი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \nმედია აკრედიტაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/EMhSXAeJCjSTizvBA \n \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/debatebi-evropaze-thbilisi-2026/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/akhalivebi-qarth-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260612T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260612T170000
DTSTAMP:20260626T120947
CREATED:20260615T113347Z
LAST-MODIFIED:20260615T113347Z
UID:10006068-1781278200-1781283600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „ფიქრი\, საუბარი და წერა ზეწოლის ქვეშ – აკადემიური თავისუფლება“
DESCRIPTION:12 ივნისს\, 15:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება პანელური დისკუსია სიტყვის თავისუფლების შესახებ „ფიქრი\, საუბარი და წერა ზეწოლის ქვეშ – აკადემიური თავისუფლება“. \nმთელ ევროპაში ირღვევა ფუნდამენტური დემოკრატიული თავისუფლებები\, გამონაკლისს არც აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს – იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზეწოლა\, სტრუქტურული რეფორმები თუ „გამოსადეგი ცოდნის“ უპირატესობა „კრიტიკულ აზროვნებაზე“\, სკოლები და უნივერსიტეტები თავდასხმის ობიექტები არიან. ქართველი და საერთაშორისო მეცნიერები იმსჯელებენ მიმდინარე საფრთხეებსა და მათ ისტორიულ წინაპირობებზე. არსებობს თუ არა აკადემიური და საგანმანათლებლო სისტემის დაცვის სტრატეგიები? \nმოდერატორი  ფოლკერ ვაიქსელი (ჟურნალ Osteuropa-ის რედაქტორი\, გერმანია) \nმომხსენებლები: \nგიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი\, საქართველო)\nდუბრავკა სტოიანოვიჩი  (ბელგრადის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი\, სერბეთი) \nჟოფია ბანი  (მწერალი\, მოჰოლი-ნაგის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის ვიზუალური კულტურის კვლევების ასოცირებული პროფესორი\, უნგრეთი) \nსრული პროგრამა იხილეთ ბმულზე. \nდეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 12 ივნისი\, 15.30-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-phiqri-saubari-da-tsera-zetsolis-qvesh-akademiuri-thavisuphleba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/akhalivebi-qarth-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260612T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260612T203000
DTSTAMP:20260626T120947
CREATED:20260615T121147Z
LAST-MODIFIED:20260615T122042Z
UID:10006071-1781289000-1781296200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარლ შლიოგელის მთავარი მოხსენება „ევროპის ისტორიისა და დღევანდელობის ახლებური გააზრება“
DESCRIPTION:12 ივნისს\,18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გერმანელი ისტორიკოსი\, გერმანული წიგნის ინდუსტრიის მშვიდობის პრემიის მფლობელი კარლ შლიოგელი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ევროპის ისტორიისა და დღევანდელობის ახლებური გააზრება“. ისაუბრებს იმის შესახებ\, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა და რუსეთის ომები უკრაინასა და საქართველოში მოითხოვს ევროპის ისტორიისა და დღევანდელობის რადიკალურ გადაფასებას; მეტიც\, ეს მოვლენები ხელახლა გააზრებას საჭიროებს\, თუ გვინდა\, რომ სიმართლეს მივუახლოვდეთ. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო კარლ შლიოგელს მიანიჭებს ილიაუნის საპატიო დოქტორის წოდებას. \nსრული პროგრამა იხილეთ ბმულზე. \nდეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 12 ივნისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karl-shliogelis-mthavari-mokhseneba-evropis-istoriisa-da-dghevandelobis-akhleburi-gaazreba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/akhalivebi-eng-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260612T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260612T200000
DTSTAMP:20260626T120948
CREATED:20260609T072133Z
LAST-MODIFIED:20260610T084058Z
UID:10006056-1781290800-1781294400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტარა ვესტოვერის „განათლებულის“ ქართული თარგმანის წარდგენა და დისკუსია
DESCRIPTION:12 ივნისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „მოუბარი“ გიწვევთ ტარა ვესტოვერის „განათლებულის“\, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემუარების\, განხილვაზე. ეს არის ამბავი გადარჩენაზე\, იმაზე\, როგორ შეუძლია ცოდნას გახსნას სამყაროს კარი. ტარა იზრდებოდა საზოგადოებისგან სრულიად მოწყვეტილ გარემოში\, სადაც არ არსებობდა სკოლა\, ფორმალური განათლება\, მედიცინა და ობიექტური რეალობა\, არსებობდა მხოლოდ აპოკალიფსის მოლოდინსა და ფანატიზმზე აგებული იზოლირებული სამყარო. \nშეხვედრაზე განხილული იქნება როგორც წიგნის მთავარი იდეური მიმართულებები\, ასევე ქართულ ენაზე ტექსტის ადაპტირებისა და თარგმნის სპეციფიკური გამოწვევები. \nპრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ მთარგმნელი ნინო შეყილაძე და რედაქტორი ლია თოფურია. \nმოდერატორი – დათა ხარაიშვილი \nსტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\, შეიძინონ ტარა ვესტოვერის „განათლებული“ 20%-იანი ფასდაკლებით. \nდრო: 12 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tara-vestoveris-ganathlebuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/tsignis-prezentatsia-moubari-New.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260613T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260613T203000
DTSTAMP:20260626T120948
CREATED:20260615T130547Z
LAST-MODIFIED:20260615T130547Z
UID:10006075-1781377200-1781382600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თბილისის მიმართვა ევროპას - მიხალ ჰვორეცკის საჯარო გამოსვლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:წამყვანი სლოვაკი მოაზროვნე\, მიხალ ჰვორეცკი\, საქართველოს დედაქალაქიდან მიმართავს ევროპას. რომანისტი და ესეისტი ირონიით\, ისტორიული სიღრმითა და მკაფიო პოლიტიკური ხედვით აანალიზებს დემოკრატიის მყიფე ბუნებას და თანამედროვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ წინააღმდეგობებს. თავის უახლეს წიგნში „დისიდენტი“ ის ყურადღებას ამახვილებს წინააღმდეგობის\, სამოქალაქო გამბედაობისა და მზარდად პოლარიზებულ ევროპაში განსხვავებული აზრის მნიშვნელობის საკითხებზე. \nევროპა ბევრისთვის არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური აქტორი\, არამედ – განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული პერიფერიიდან დანახული – თავისუფლების\, სამართლიანობისა და ღირსების სიმბოლოა. ამავდროულად\, ამერიკის შეერთებული შტატებისნაირ ძველ და უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან მზარდი დისტანცირების\, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ახალი\, მკვეთრად გამოხატული ნაციონალიზმის აღზევების ფონზე\, ევროპა საკუთარი თავის ხელახლა განსაზღვრის ამოცანის წინაშე დგას. შესაძლოა\, საქართველო\, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უმკლავდებოდა იმპერიულ საფრთხეს და ყოველთვის ახერხებდა თავიდან დაწყებას\, არის ის ადგილი\, საიდანაც ევროპა უკეთ გაიაზრებს საკუთარ გზას. \nცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიტერატურული ხმა საუბრობს იმაზე\, რას ნიშნავს ევროპა დღეს და რა ძალისხმევაა საჭირო მის დასაცავად. \nსრული პროგრამა იხილეთ ბმულზე. \nდეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 13 ივნისი\, 19:00-20:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thbilisis-mimarthva-evropas-mikhal-hvoretskis-sajaro-gamosvla-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/akhalivebi-qarth-2-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR