BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20260126
DTEND;VALUE=DATE:20260211
DTSTAMP:20260417T234606
CREATED:20260127T082510Z
LAST-MODIFIED:20260127T082510Z
UID:10005925-1769385600-1770767999@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეული გაიმართება
DESCRIPTION:26 იანვრიდან 10 თებერვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეულს. \nსადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია. დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარმოადგენენ კვლევის ანგარიშს დარგობრივი კომისიის წევრების\, აკადემიური პერსონალის\, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე. \nკოლოკვიუმების მიზანია კვლევითი პროცესის სისტემატიზაცია და დოქტორანტებისთვის განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება როგორც დარგობრივი კომისიისა და ხელმძღვანელების\, ისე  დამსწრე დარგობრივი და მომიჯნავე დისციპლინების პროფესორების\, მკვლევრების\, სტუდენტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ. \nდეტალური ინფორმაცია კოლოკვიუმების განრიგის\, მომხსენებლების\, თემების\, ზუსტი თარიღებისა და ადგილმდებარეობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/27-01-2026-phdweek/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/mets-khel-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260202T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260202T130000
DTSTAMP:20260417T234606
CREATED:20260127T074308Z
LAST-MODIFIED:20260130T110922Z
UID:10005924-1770033600-1770037200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ესმა ბერიკიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:2 თებერვალს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ დოქტორანტი ესმა ბერიკიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს “The City of Eternal Promises – The Affect of Lost Infrastructure and Informal Maritime Economic Practices in the Port City of Poti\, Georgia”. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ დარჩიაშვილი \nთანახელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელენე გავაშელიშვილი და ორჰუსის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარტინ დემანტ ფრედერიკსენი \nთემის სათაური „მარადიული დაპირებების ქალაქი – დაკარგული ინფრასტრუქტურის აფექტი და არაფორმალური საზღვაო ეკონომიკური პრაქტიკები საპორტო ქალაქ ფოთში“ \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 2 თებერვალი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/27-01-2026-phdesmaberikashvili/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/sadisertatsio-metskhel-akhali-esma.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260202T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260202T210000
DTSTAMP:20260417T234606
CREATED:20260123T080153Z
LAST-MODIFIED:20260123T080153Z
UID:10005920-1770058800-1770066000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მზექალა შანიძის ახალი წიგნის „ზანდუკელის საქმე: აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა
DESCRIPTION:1942 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა პროფესორი მიხეილ ზანდუკელი\, რომელსაც ბრალი დასდეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობაში. მის საქმეში ეწერა\, რომ ზანდუკელი ლექციებით ხელს უწყობდა სტუდენტების ნაციონალისტურ აღზრდას. \nზანდუკელის დაპატიმრებას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია\, რომლის მიზანი იყო პროფესორის აკადემიური საქმიანობის დისკრედიტაცია. პრესაში გამოქვეყნდა წერილები მიხეილ ზანდუკელის პლაგიატორობისა და ანტიმარქსისტობის ბრალდებით. \n1943 წელს მიხეილ ზანდუკელი გადაასახლეს. \nწიგნი ასახავს\, როგორ მზადდებოდა ნიადაგი უნივერსიტეტის პროფესორის დასაპატიმრებლად. \nმზექალა შანიძის წინასიტყვაობიდან: „პირველად ქვეყნდება ის საარქივო მასალა\, რომელიც გარეგნულად პროფესორთა შორის მომხდარ ერთ აკადემიურ დავას შეეხება\, ნამდვილად კი ნაწილი არის უფრო დიდი და მძიმე ამბისა“. \nწიგნი გამოსაცემად მოამზადა მზექალა შანიძემ და დაიბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში. რედაქტორები: ნინო დობორჯგინიძე\, შოთა პაპავა \nწიგნს წარადგენენ მზექალა შანიძე და ნინო დობორჯგინიძე. \nპანელური დისკუსია „ზანდუკელის საქმის“ შესახებ \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო და ლიტერატურათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები იმსჯელებენ წიგნის შესახებ. შეეცდებიან\, გაარკვიონ\, რას ‘ეუბნება’ „ზანდუკელის საქმე“ თანამედროვე სტუდენტს. ყურადღებას გაამახვილებენ\, რამდენად შეცვლილია ლიტერატურათმცოდნეობის\, როგორც დარგის\, სოციალური დანიშნულება დღეს (საბჭოთა ხანისგან განსხვავებით)\, რატომ არის მნიშვნელოვანი კვლევაში აკადემიური სტანდარტების დაცვა  და რას ნიშნავს თითოეული ჩვენგანისთვის აკადემიური თავისუფლება. \nფორმატი: ჰიბრიდული \nონლაინ დასასწრებად გთხოვთ\, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1 \nMeeting ID: 817 2960 8519\nPasscode: 933426 \nდრო: 2 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-01-2026-mzeqalashanidze100-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/mzeqala-2-thebervali-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260203T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260203T170000
DTSTAMP:20260417T234606
CREATED:20260122T125745Z
LAST-MODIFIED:20260130T114212Z
UID:10005917-1770134400-1770138000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ თინათინ ხაჩიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:3 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი თინათინ ხაჩიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ლიბერალური ნეიტრალობის პრინციპი – სამართლებრივი და ფილოსოფიური ანალიზი“ (Liberale Neutralität – eine juristische und philosophische Analyse). \nსამეცნიერო ხელმძღვანელები: \nმიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას გუთმანი\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 3 თებერვალი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/03-02-2026-phd/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/doqtorant-ekaterine-nanitashvili-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260204T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260204T170000
DTSTAMP:20260417T234606
CREATED:20260130T084324Z
LAST-MODIFIED:20260130T091222Z
UID:10005931-1770220800-1770224400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა სამხრეთ კორეაში სწავლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:4 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სამხრეთ კორეაში სწავლითა და ცხოვრებით დაინტერესებული სტუდენტებისა და ნებისმიერი მსურველისთვის გაიმართება საინფორმაციო  შეხვედრა „სწავლა და ცხოვრება სამხრეთ კორეაში: საერთაშორისო სტუდენტის გამოცდილება“. \nსტუდენტი ზარინა ნურილაევა\, რომელიც უკვე სამი წელია სწავლობს ინჰას უნივერსიტეტში (სამხრეთ კორეა)\, დამსწრეთ გააცნობს გამოცდილებას როგორც აკადემიური\, ისე ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: \n\nკორეის უნივერსიტეტებში სტუდენტური ცხოვრების რეალობა;\nაკადემიური კულტურა\, შეფასების სისტემა და სტუდენტების პასუხისმგებლობები;\nსაცხოვრებელი პირობები\, ცხოვრების ხარჯები და მუშაობის შესაძლებლობები;\nკულტურული განსხვავებები და ადაპტაციის პროცესთან დაკავშირებული სიძნელეები;\nპრაქტიკული ინფორმაცია სამხრეთ კორეაში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის\, მათ შორის – სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობები.\n\nდასასრულს გაიმართება მცირე ვიქტორინები. გამარჯვებულებს გადაეცემათ  სიმბოლური საჩუქრები. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 თებერვალი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/30-01-2026-samkhreth-koreashi-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/samkhrethkorea-akhali2-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260206T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260206T210000
DTSTAMP:20260417T234606
CREATED:20260123T080352Z
LAST-MODIFIED:20260126T124326Z
UID:10005921-1770404400-1770411600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი „ციფრული სამეცნიერო გამოცემის (DSE) მეთოდები და სტანდარტები სიტყუაჲ ართრონთათჳს მაგალითზე“
DESCRIPTION:სემინარი ეძღვნება ციფრული ჰუმანიტარიის მე-4 დონის (Level 4) სტანდარტის პრაქტიკული განხორციელების გზებს ძველი ქართული ტექსტების მაგალითზე. განხილული იქნება პროექტი „Arthron“ – მზექალა შანიძის კვლევაზე (1990) დაფუძნებული ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატის კრიტიკული ციფრული გამოცემა. \n„Arthron“ პირველი ქართული პროექტია\, რომელიც სრულად პასუხობს Linked Open Data-ს პრინციპებს\, რაც ფუნდამენტური ნაბიჯია ქართული სამეცნიერო მემკვიდრეობის საერთაშორისო ციფრულ ეკოსისტემაში ინტეგრირებისთვის. \n მკვლევარი თამარ კალხიტაშვილი განიხილავს შემდეგ საკვანძო საკითხებს: \n\n CTS URN არქიტექტურა: ციტირების საერთაშორისო სტანდარტის გამოყენება. როგორ მივანიჭოთ უნიკალური იდენტიფიკატორები ტექსტსა და ლექსიკონს (მაგ.: urn:cts:georgian:shanidze.arthron.ed2025);\n TEI-XML და Parallel Segmentation: ტექსტის კოდირება TEI-all სტანდარტით. კრიტიკული აპარატის (\,\,) სტრუქტურირება ნუსხების შესადარებლად;\n Linked Open Data (LOD): ტერმინების დინამიკური დაკავშირება ციფრულ ლექსიკონთან (lexicon.xml);\n სტრუქტურირებული ლექსიკოგრაფია: ბერძნული ეტიმოლოგიის\, გრამატიკული კატეგორიებისა და კონტექსტური ციტატების მართვა XML ფორმატში;\n\nსემინარის მონაწილეები გაეცნობიან\, როგორ ინტეგრირდება ორი ხელნაწერის (A-6 და S-312) ვარიანტული წაკითხვები ერთიან ციფრულ სივრცეში და როგორ გარდაიქმნება ფილოლოგიური კვლევა მანქანურად წაკითხვად მონაცემებად. \nრას ისწავლიან მონაწილეები? \nროგორ ვაქციოთ ტრადიციული ბეჭდური კრიტიკული გამოცემა მე-4 დონის ციფრულ გამოცემად; \nროგორ მუშაობს სემანტიკური ანოტირება ქართველოლოგიურ და ბიზანტინოლოგიურ კვლევებში; \nმონაცემთა ბმულებით დაკავშირების პრინციპებს\, რომელიც ტექსტს ღია და საძიებო ბაზად აქცევს. \nსემინარი საინტერესო იქნება ფილოლოგებისთვის\, ისტორიკოსებისთვის\, ციფრული ჰუმანიტარიის სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის\, რომლებსაც სურთ დაეუფლონ ტექსტების დამუშავების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. \nფორმატი: ჰიბრიდული \nონლაინ დასასწრებად გთხოვთ\, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1 \nMeeting ID: 817 2960 8519\nPasscode: 933426 \nდრო: 6 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-01-2026-mzeqalashanidze100-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/mzeqala-6-NEW-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260207T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260207T220000
DTSTAMP:20260417T234606
CREATED:20260128T123539Z
LAST-MODIFIED:20260202T080752Z
UID:10005926-1770494400-1770501600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nრა ხდება მაშინ\, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… \nარსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები\, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. \nმთარგმნელი: მაია ნაჭყებია\nრეჟისორი: დავით ჭახრაკია\nმხატვარი: გიორგი უსტიაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი:\nვერა – რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)\nმიხალი – გიორგი გოგუაძე\nბედრჟიხი – პაატა პაპუაშვილი \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2019 წლის 30 მარტს \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით\nსპექტაკლის მხარდამჭერია “Sky Development” \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 7 თებერვალი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-01-2026-theidealfamily/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/idealuriojakhi-akhal-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260208T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260208T220000
DTSTAMP:20260417T234606
CREATED:20260128T124751Z
LAST-MODIFIED:20260202T081103Z
UID:10005927-1770580800-1770588000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „სიცოცხლის ხელოვნება“
DESCRIPTION:ვილფრიდ ჰაპელის ათ სათაურიანი პიესის მიხედვით \nადამიანის გონებაში მიმდინარე შინაგანი დიალოგი\, საკუთარ თავთან ბრძოლა არის გადამწყვეტი გზა თვითმკვლელობის განზრახვის დასაძლევად და არსებობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. ადამიანის ღრმა მარტოობამ და იზოლაციამ\, გაუცხოებულ და მანიპულირებულ რეალობაში\, შეიძლება მიიყვანოს არსებობის უაზრობის განცდამდე\, საიდანაც თვითმკვლელობა ერთ-ერთი გამოსავალი ჩანს. \nმამაკაცი\, ისევე როგორც ქალი\, ღრმა მარტოობას განიცდის. მისთვის პიესის შექმნა და ქალის თავის ცხოვრებაში შემოშვება არის არა მხოლოდ მისი ამბიცია\, როგორც დრამატურგის\, არამედ სასოწარკვეთილი მცდელობა\, შეავსოს საკუთარი ეგზისტენციალური სიცარიელე და თავი დააღწიოს მარტოობას. ქალი მისთვის ხდება არა მხოლოდ გადასარჩენი ობიექტი\, არამედ პროექციის ველი – ის\, ვისი მეშვეობითაც მამაკაცი ცდილობს\, არსებობის აზრი იპოვოს. \nსპექტაკლი დაიდგა ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ფარგლებში \nდადგმის ხელმძღვანელი – იოანე (ვანო) ხუციშვილი\nთარგმანი – ნინო ბურდული\nრეჟისორი – მარიამ ჟამერაშვილი\nმხატვარი – სანდრო ჯავახიშვილი\, ელენე ჯაფარიძე\nტექნიკური რეჟისორი – ნატუკა მურვანიძე \nროლებში:\nქალი – ნინო ჩადუნელი\nკაცი – შალვა ჩალაგაშვილი \nსპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთი\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2026 წლის 23 იანვარს \nდრო: 8 თებერვალი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-01-2026-sitsoskhliskhelovneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/sitsotskhlis-khelovneba-akhali-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR