BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251016T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T180000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20250715T080612Z
LAST-MODIFIED:20251205T171944Z
UID:10005791-1760634000-1764698400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამების კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა
DESCRIPTION:16 ივლისს\, 17:00 საათზე\, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. \nგამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. \nდრო: 16 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“\,  პ. ინგოროყვას ქ. N20. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-07-2025-exhibition/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/newweb-mec.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251103T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T190000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20250911T132731Z
LAST-MODIFIED:20251205T171953Z
UID:10005807-1762192800-1764702000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია 2025
DESCRIPTION:26 ივლისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია.\n\nსაზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. \nილიაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოებენ რვა ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებს და კონკურსის „გზავნილი ევროპას“ გამარჯვებულ  სტუდენტებს. კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ბოლონიის პროცესში გაწევრიანების  საიუბილეო 20 წლის აღნიშვნას. \nკურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართავენ ილიაუნის სიტყვის კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები. \nოფიციალური ნაწილი სტუდენტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით დასრულდება. \nწელს ცერემონიის მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენს ილიაუნის სტუდენტური კაპელა. \nილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ინიციატივით ცერემონიაზე კურსდამთავრებულები შეძლებენ გაუგზავნონ წერილი საკუთარ თავს\, რომელსაც 5 წლის შემდეგ პირად ელექტრონულ მისამართზე მიიღებენ. შეძლებენ ფოტოების გადაღებას\, რომლებიც ამ წერილებისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის გალერეაში გახდება ხელმისაწვდომი. \nკურსდამთავრებულები შეძლებენ მონაწილეობას უნიპოდკასტში „თქვი\, რომ გაიხსენო“\, რომელშიც უნივერსიტეტთან დაკავშირებულ დასამახსოვრებელ ამბებს გაუზიარებენ მსმენელებს. \nდრო: 26 ივლისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\, ვაკის პარკის მოპირდაპირედ) \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-kursdamthavrebulebis-gamosashvebi-tseremonia-2025-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/FABLAB.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251109T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T170000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20250712T072309Z
LAST-MODIFIED:20251205T172036Z
UID:10005778-1762689600-1764694800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025
DESCRIPTION:ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები\nტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი\nტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე \n12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები\, ტექნოლოგიური სფეროს  დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე. \nილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის შესახებ \nტექნოლოგიის სკოლა აერთიანებს ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო\, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. მათ შორის კომპიუტერული მეცნიერების\, კომპიუტერული ინჟინერიის\,  ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მჭიდროდ უკავშირდება ინდუსტრიის პრაქტიკულ მოთხოვნებს. \nკომპიუტერული ინჟინერიის (საერთაშორისო) პროგრამას უკვე მიენიჭა ABET-ის (Accreditation Board for Engineering and Technology) აკრედიტაცია. ამჟამად აკრედიტაციისთვის მზადების პროცესშია კომპიუტერული მეცნიერების\, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამები. \nტექნოლოგიური ფორუმის ღონისძიებები \n12:00 – 14:00 | დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები; \n14:00 – 17:00 | ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი – ინდუსტრიული ორგანიზაციების სტენდები\, შეხვედრები სტუდენტებთან სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე; \nდასაქმების ფორუმზე კომპანიის წარდგენისა და მონაწილეობისთვის გთხოვთ\, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/fIqA0 (რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ივლისი) \n15:00 – 17:00 | ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე – საინფორმაციო სესია აბიტურიენტებისთვის ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების უკეთ გასაცნობად. \nღონისძიებაზე აკადემიური და პრაქტიკული კომპონენტები გაერთიანდება სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშესაწყობად. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 ივლისი\, 12:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: Radisson Blu Iveria\,  ვარდების მოედანი N1 \nპროგრამა იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/uploads/other/88/88376.pdf \n2025 \n\n\n\n\n\n\n\n\nბანერები
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-teqnologiuri-phorumi-2025/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251202T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T170000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20251128T100632Z
LAST-MODIFIED:20251128T100632Z
UID:10005871-1764689400-1764694800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ რონ ჰარისონის საჯარო ლექცია „მწერები ურბანულ გარემოში“
DESCRIPTION:2 დეკემბერს\, 15:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ორკინი საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დოქტორი რონ ჰარისონი\, სერტიფიცირებული ენტომოლოგი\, „ორკინის“ საერთაშორისო მიმართულების ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორი\, წაიკითხავს ლექციას „მწერები ურბანულ გარემოში“. \nრონ ჰარისონს ენტომოლოგიის დოქტორის ხარისხი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით მიენიჭა ჯორჯიის უნივერსიტეტში. მერსერის უნივერსიტეტის მიწვეული და დამსახურებული პროფესორია. მონაწილეობს ბიოლოგიური კონტროლის  კვლევით პროგრამებში ინგლისსა და ფლორიდაში. 1998 წლიდან მუშაობს „ორკინის“ გუნდში. აკადემიური და ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენლებისთვის ატარებს ტრენინგებს მავნებელთა ბიოლოგიის\, ქცევებისა და კონტროლის მეთოდების შესახებ. \n„ორკინი საქართველოს“ შესახებ \n„ორკინი საქართველო“ ამერიკული Orkin LLC-ის ლიცენზირებული ფრენჩაიზი და გლობალური ბრენდის ნაწილია. კომპანია 2016 წლიდან  ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მომსახურებას (დერატიზაცია\, დეზინსექცია\, დეზინფექცია). Orkin-ის საერთაშორისო ქსელი 1901 წლიდან ოპერირებს და დღეს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 2 დეკემბერი\, 15:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-11-2025-lecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/mtserebi-akhali-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251202T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T190000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20251125T075435Z
LAST-MODIFIED:20251201T072559Z
UID:10005868-1764698400-1764702000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჩემი სოციალისტური სახლი“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია  (ცენტრი) ახორციელებს პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“\, რომელიც\, ერთი მხრივ\, შეისწავლის საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესს მე-19 საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე\, მეორე მხრივ\, საბინაო მშენებლობის არქიტექტურულ მახასიათებლებსა და თავისებურებებს. \n2 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, პროექტის ფარგლებში ონლაინ გაიმართება მესამე სემინარი. \nპირველ ნაწილში (18:00-19:00)  ნაჩვენები იქნება ფილმი „ჩემი სოციალისტური სახლი“ ( იულია სტატიკა და ადრიან ქატუ\, 2021)\, შემდეგ გაიმართება (19:00-19:40) დისკუსია ფილმის ერთ-ერთ ავტორთან\, იულია სტატიკასთან. \nფილმი გვიყვება ბუქარესტში\, სოციალისტურ საცხოვრებელ ბლოკში მცხოვრები ხუთი ქალის გამოცდილებაზე და მათ მოგონებებს კომუნისტური ეპოქის დროინდელ რუმინეთში. ფილმი იკვლევს ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმის (1965-1989) დროს ინიცირებული ორი მნიშვნელოვანი რეფორმის ისტორიულ მნიშვნელობასა და აქტუალობას. ერთი მიზნად ისახავდა დემოგრაფიულ ზრდას რეპროდუქციის კონტროლით\, ხოლო მეორე – უპრეცედენტო მასობრივი საცხოვრებელი კონსტრუქციების ნგრევას. მიუხედავად იმისა\, რომ ფილმი გადაღებულია თანამედროვე პოსტსოციალისტურ კონტექსტში\, ამ ისტორიულ რეფორმებს განიხილავს ფილმის მონაწილეთა ყოველდღიურობისა და მათი ისტორიების საშუალებით. ამით ავტორი ნათლად აჩვენებს წინააღმდეგობებს\, ნიუანსებსა და კომუნიზმის ეპოქაში ცხოვრების გენდერულ ბუნებას\, განსაკუთრებით კი არქიტექტურის პრიზმულ როლს სოციალიზმის ფორმირებასა და მის შემდგომ ცხოვრებაში. ფილმის ანონსის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=PZCoJsE98FE \nიულია სტატიკა მელონის სტიპენდიატი დემოკრატიისა და ლანდშაფტის მიმართულებით ჰარვარდის უნივერსიტეტის დუმბარტონ ოქსის ინსტიტუტში\, ვაშინგტონში და შეფილდის უნივერსიტეტის\, არქიტექტურისა და ლანდშაფტის სკოლის ლექტორია (დიდი ბრიტანეთი). დისერტაციის დაცვის შემდეგ  კვლევა განაგრძო ბარტლეტის არქიტექტურის სკოლასა (UCL) და კორნელის უნივერსიტეტში (პოსტდოქტორანტის პოზიციაზე). \nმისი კვლევის თემაა აღმოსავლეთ ევროპაში სოციალისტური ეპოქის პერიოდში აშენებული გარემოს მემკვიდრეობის\, განსაკუთრებით მასობრივი საცხოვრებელი უბნებისა და ამ სივრცეების გენდერული გამოცდილების შესწავლა.  სწავლობს შინაურობის\, ინფრასტრუქტურისა და ფემინიზებული მიგრაციის გამოცდილებას ცივი ომისა და იმპერიული ისტორიების ფართო კონტექსტში\, ასევე მათ გავლენას თანამედროვე პოსტსოციალისტურ პრაქტიკზე. ავტორია წიგნისა Urban Phantasmagorias: Domesticity\, Production\, and the Politics of Modernity in Communist Bucharest. \nდრო: 2 დეკემბერი\, 18:00 საათი \nფორმატი: ონლაინ \nზუმის ბმული  https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81858419018?pwd=5cb94xRfq6CON5tmnlUovzX6MXa2v8.1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/25-11-2025-movie/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251204T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251204T200000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20251117T130108Z
LAST-MODIFIED:20251120T075320Z
UID:10005861-1764874800-1764878400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“
DESCRIPTION:4 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია: „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“. \nღონისძიება ეწყობა გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში\, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს და აერთიანებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის აქტივისტებს\, სტუდენტებს\, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში. \nმომხსენებლები განიხილავენ საქართველოს ვალდებულებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით (სტამბოლის კონვენცია\, 2011) და გაეროს კონვენციით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW\, 1979)\, იმსჯელებენ ანტიგენდერულ ნარატივებსა და წინააღმდეგობის სტრატეგიებზე\, გენდერული სამართლიანობისა და აკადემიური თავისუფლების მხარდასაჭერად. \n2025 წელს\, როცა გენდერული თანასწორობა პოლიტიკური წინააღმდეგობის ფონზე კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დგას\, კამპანიის გზავნილი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში. გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ დისკურსსა და განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს შორის კავშირი ნათელია – როცა უნივერსიტეტების ავტონომია ირღვევა\, გენდერული თანასწორობაც საფრთხეშია. \nმომხსენებლები: თამარ დეკანოსიძე\, იურისტი; გოგა ხატიაშვილი\, იურისტი; მარი მესხი და თამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორები \nმოდერატორი – ნიკა გურინი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 4 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-11-2025-discussion/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251205T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251205T160000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20251125T130306Z
LAST-MODIFIED:20251125T130306Z
UID:10005870-1764946800-1764950400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ დალი კეკელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი დალი კეკელიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ბავშვებში ტყვიით მოწამვლის რისკფაქტორები და პრევენცია საქართველოში“ (Risk factors and prevention of children’s poisoning with lead in Georgia). \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგორ კალანდაძე \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/25-11-2025-thesisdefense/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/doqtorant-dali-kekelidzis-sadisertatsio-nashromis-datsva-new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251205T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251205T200000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20251128T141031Z
LAST-MODIFIED:20251201T110838Z
UID:10005872-1764961200-1764964800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „მდგრადი დიზაინი კლიმატის კრიზისის ეპოქაში – საქართველოს გამოცდილება“
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ორგანიზებით ილიაუნის H105 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია „მდგრადი დიზაინი კლიმატის კრიზისის ეპოქაში – საქართველოს გამოცდილება“. \nდღეს კლიმატის ცვლილება სამყაროს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. დედამიწაზე სწრაფად მზარდი ტემპერატურის გამო მოსალოდნელია ექსტრემალური ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობები\, გვალვები\, ტყის ხანძრები და ა.შ.) გახშირება და ინტენსივობის ზრდა. ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს\, ჯანმრთელობას\, საარსებო რესურსებზე წვდომას\, იწვევს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ზარალს. ქვეყნები და ქალაქები ცდილობენ\, შეიმუშაონ მიდგომები და სტრატეგიები კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების\, მათთან ეფექტურად გამკლავებისა და ადაპტაციის მიზნით. ურბანულ დაგეგმარებასა და არქიტექტურას ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. საჯარო დისკუსიაზე გარემოს დაცვის სპეციალისტები კახა ბახტაძე და სალომე დვალი\, ასევე ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენელი ისაუბრებს\, რა სურათია საქართველოში და როგორია ურბანულ და არქიტექტურულ სფეროებში დაგროვებული გამოცდილება. \n\n\nდისკუსია სტუდენტური არქიტექტურული ვორკშოპის „მდგრადი დიზაინი მწვანე სივრცეებისთვის“ საჯარო პროგრამის ნაწილია. ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3-7 დეკემბერს გაიმართება. მისი მიზანია ურბანული მწვანე სივრცეების მოწყობისას მდგრადი გადაწყვეტებისა და თანამონაწილეობითი პრაქტიკების შესახებ ცოდნის გაღრმავება. \nღონისძიების მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.  \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 დეკემბერი\, 19:00 საათი \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-11-2025-publicdiscussion/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-3.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251205T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251205T200000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20251128T142500Z
LAST-MODIFIED:20251128T142500Z
UID:10005874-1764961200-1764964800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლუდგერ კრაბეს საჯარო ლექცია „ურბანული ცვლილებები და მდგრადი საჯარო სივრცეების მნიშვნელობა“
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ორგანიზებით ილიაუნის H105 აუდიტორიაში გაიმართება შვეიცარიელი ლანდშაფტის არქიტექტორის\, ლუდგერ კრაბეს საჯარო ლექცია „ურბანული ცვლილებები და მდგრადი საჯარო სივრცეების მნიშვნელობა“. \nმომხსენებელი განიხილავს ბაზელში დაარსებული სახელოსნოს\, ბრიუმის (BRYUM)\, პროექტებს და ღია სივრცეებზე დაფუძნებულ ურბანული დაგეგმარების მიდგომებს\, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობასა და გარემოს აუმჯობესებენ. \nდისკუსია სტუდენტური არქიტექტურული ვორკშოპის „მდგრადი დიზაინი მწვანე სივრცეებისთვის“ საჯარო პროგრამის ნაწილია. ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3-7 დეკემბერს გაიმართება. მისი მიზანია ურბანული მწვანე სივრცეების მოწყობისას მდგრადი გადაწყვეტებისა და თანამონაწილეობითი პრაქტიკების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ღონისძიების მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. \nმომხსენებლის შესახებ \nლანდშაფტის არქიტექტორი ლუდგერ კრაბე  2015 წლიდან კომპანია ბრიუმის (BRYUM) აღმასრულებელი მენეჯმენტის წევრია. აქვს გერმანიასა და შვეიცარიაში საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. ასევე არის ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (FHNW University of Applied Sciences and Arts Northwestern Switzerland) მოწვეული ლექტორი. მისი სასწავლო კურსი მოიცავს კლიმატზე მორგებული და გაგრილებაზე ორიენტირებული ურბანული სივრცეების საკითხებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 დეკემბერი\, 19:00 საათი \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-11-2025-lecture-2/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-4.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251206T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251206T120000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20251201T080746Z
LAST-MODIFIED:20251201T081105Z
UID:10005876-1765015200-1765022400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია
DESCRIPTION:6 დეკემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ილიაუნის S800 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია. \nკონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევრები\, ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით გაიმართება საპოსტერო მოხსენებების სესია. \nსაქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის (AGB) მიზანია საქართველოში ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით კვლევების განვითარება. ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას მედიცინაში\, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის მიზნით. \nსაქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია დაარსდა 2002 წელს. 2003 წელს გახდა FEBS-ის ასოცირებული წევრი\, ხოლო 2015 წელს – FEBS-ის საზოგადოების სრული წევრი (agb.org.ge). \nპროგრამა იხილეთ ბმულზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 დეკემბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/01-12-2025-conference/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/saqarthvelos-bioqimikostha-asotsiatsiis-VII-konpherentsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251206T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251206T183000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20251124T091626Z
LAST-MODIFIED:20251126T102052Z
UID:10005867-1765038600-1765045800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Tbilisi PR Days – თბილისის პიარის დღეები 2025
DESCRIPTION:6 დეკემბერს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტრატეგიული საკომუნიკაციო სფეროს საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „თბილისის პიარის დღეები 2025“. \nღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება\, საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება და დაინტერესებული საზოგადოების წამყვანი სპეციალისტების ერთმანეთთან დაკავშირება. \nფორუმზე მსოფლიოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ აქტუალურ თემაზე „ხელოვნური ინტელექტი PR-ის პრაქტიკაში“. \nსპიკერები: \nლაშა ჭიტაძე\, საერთაშორისო AI აკადემია\, „ვიდეოკონტენტი AI-ის დახმარებით“ \nქეთევან მაღალაშვილი\, ალდაგი\, „როგორ იმუშავა AI კამპანიამ ბრენდის სასარგებლოდ“ \nალექსანდრე ჩომახიძე\, ციფრული მედიამარკეტინგის მენეჯერი\, „მაფორმირებელი ციფრული მარკეტინგის ახალი ტენდენციები და თამაშის შემცვლელი ცვლილებები“ \nთორნიკე გურული\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; ფორუმის თანადამფუძნებელი; „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი \nღონისძიების მთავარი მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 დეკემბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nპროგრამა \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/24-11-2025-prdays/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/akhali-vebi-piari.png
END:VEVENT
END:VCALENDAR