BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251011T210000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251119T220000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20250930T200027Z
LAST-MODIFIED:20251001T041801Z
UID:10005809-1760216400-1763589600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის თეატრში სავიონ ლიბრეხტის პიესის „სიყვარულის ბანალურობის“ პრემიერა გაიმართება
DESCRIPTION:თანამედროვე ებრაელი დრამატურგის\, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. \nპიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის\, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ\, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური\, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. \nეს არ არის მხოლოდ კლასიკური სიყვარულის ისტორია\, არამედ მრავალმხრივი ნარატივი\, რომელიც აჩვენებს ემოციური და პოლიტიკური წინააღმდეგობების ურთიერთგადაკვეთას. არენდტის\, ებრაელი ფილოსოფოსისა\, და ჰაიდეგერის\, ნაცისტური პარტიის დროებითი წევრის\, საიდუმლო ურთიერთობა ერთდროულად წარმოჩინებულია როგორც მომხიბვლელი და შემაძრწუნებელი მოვლენა. \nსპექტაკლის რეჟისორია მამუკა ცერცვაძე\, სცენოგრაფია ეკუთვნის ნუცა ჭყონიას\, მუსიკალური გაფორმება – ბეჟან ამირანაშვილს\, ხოლო ტექნიკური რეჟისორი გვანცა ბიწაძეა. მსახიობები: ლილი ხურითი (ჰანა არენდტი)\, ანდრია ვაჭრიძე (მარტინ ჰაიდეგერი)\, მაშო თვალაბეიშვილი (სტუდენტი ჰანა)\, ვატო სანიკიძე (მენდელსონი და მიხაილ ბენ შაკედი). \nდადგმა რეფლექსიას ახდენს თეატრის\, როგორც პოლიტიკური ხელოვნების\, არსზე. სპექტაკლი განიხილავს ადამიანური არსებობის ბუნებას\, თავისუფლების გამოვლინებასა და ინდივიდის პოლიტიკურ კონტექსტში არსებობის შესაძლებლობებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას\, რომ XX საუკუნის ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანის არსებობის საზღვრები\, რაც დღემდე წარმოადგენს ფილოსოფიური და ესთეტიკური კვლევის საგანს. \nპიესა წარმოდგენილია ერთ მოქმედებად\, პრემიერა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი. \nდრო: \n17 სექტემბერი 21:00 საათი \n18 სექტემბერი 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის: \nნათია კვაშალი \n597 760 074; 2 29 47 15\ntheatre@iliauni.edu.ge\nwww.iliaunitheatre.ge
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-09-2025-theatre/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/theatris-baneri-1200x630-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251016T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T180000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20250715T080612Z
LAST-MODIFIED:20251205T171944Z
UID:10005791-1760634000-1764698400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამების კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა
DESCRIPTION:16 ივლისს\, 17:00 საათზე\, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. \nგამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. \nდრო: 16 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“\,  პ. ინგოროყვას ქ. N20. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-07-2025-exhibition/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/newweb-mec.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251103T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T190000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20250911T132731Z
LAST-MODIFIED:20251205T171953Z
UID:10005807-1762192800-1764702000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია 2025
DESCRIPTION:26 ივლისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია.\n\nსაზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. \nილიაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოებენ რვა ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებს და კონკურსის „გზავნილი ევროპას“ გამარჯვებულ  სტუდენტებს. კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ბოლონიის პროცესში გაწევრიანების  საიუბილეო 20 წლის აღნიშვნას. \nკურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართავენ ილიაუნის სიტყვის კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები. \nოფიციალური ნაწილი სტუდენტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით დასრულდება. \nწელს ცერემონიის მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენს ილიაუნის სტუდენტური კაპელა. \nილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ინიციატივით ცერემონიაზე კურსდამთავრებულები შეძლებენ გაუგზავნონ წერილი საკუთარ თავს\, რომელსაც 5 წლის შემდეგ პირად ელექტრონულ მისამართზე მიიღებენ. შეძლებენ ფოტოების გადაღებას\, რომლებიც ამ წერილებისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის გალერეაში გახდება ხელმისაწვდომი. \nკურსდამთავრებულები შეძლებენ მონაწილეობას უნიპოდკასტში „თქვი\, რომ გაიხსენო“\, რომელშიც უნივერსიტეტთან დაკავშირებულ დასამახსოვრებელ ამბებს გაუზიარებენ მსმენელებს. \nდრო: 26 ივლისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\, ვაკის პარკის მოპირდაპირედ) \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-kursdamthavrebulebis-gamosashvebi-tseremonia-2025-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/FABLAB.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251104T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251104T170000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20251031T125352Z
LAST-MODIFIED:20251031T125352Z
UID:10005844-1762272000-1762275600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტის Level Up IV ლექცია „სამოტივაციო წერილი და მოლაპარაკების ხელოვნება“
DESCRIPTION:4 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში IT ტალანტების მართვის მენეჯერი (TBC) კახი გობეჯიშვილი წაიკითხავს ლექციას თემებზე: სამოტივაციო წერილი და მოლაპარაკების ხელოვნება. \nლექციის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ტექნიკები\, აგრეთვე წარმატებული სამოტივაციო წერილის სტრუქტურა და წერის პრინციპები.\nმომხსენებელი ისაუბრებს\, როგორ შეიძლება საკუთარი პროფესიული მიზნების დამაჯერებლად გამოხატვა\, ინტერვიუსთვის მომზადება და რა მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკების კულტურას კარიერული განვითარებისთვის. \nსამუშაო ენა: ქართული\nდრო: 4 ნოემბერი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqtis-level-up-iv-leqtsia-samotivatsio-tserili-da-molaparakebis-khelovneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/kakhi-gobejishvili-akhali-baneri-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251105T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251105T160000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20251104T101332Z
LAST-MODIFIED:20251104T101408Z
UID:10005849-1762347600-1762358400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ბესიკ კანკიას საჯარო ლექციები თემაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობა და სიცოცხლის დასაწყისი“
DESCRIPTION:5-6 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით\, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის (აშშ) უფროსი მკვლევარი ბესიკ კანკია წაიკითხავს საჯარო ლექციებს თემაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობა და სიცოცხლის დასაწყისი“. \nმომხსენებელი განიხილავს ბიოლოგიური ინფორმაციის\, შენონის\, არხს\, ისაუბრებს ამ ინფორმაციის გადამამუშავებელ მანქანებზე\, ასევე სიცოცხლის პირველი მანქანის\, რიბოსომის\, შექმნის პროცესზე. \nპროფესორი ბესიკ კანკია პირველ ლექციაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის საფუძველი“ განიხილავს ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობას და მეორეზე  „RNA და G4 სამყაროების პირდაპირი შედარება“ სიცოცხლის წარმოშობის კონკრეტულ სცენარს. \nლექციები საინტერესო იქნება როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის\, მკვლევრებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის\, ასევე მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებისთვისაც. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 ნოემბერი\, 13:00 საათი\, 6 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-besik-kankias-sajaro-leqtsiebi-themaze-biologiuri-inphormatsiis-tsarmoshoba-da-sitsotskhlis-dasatsqhisi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251107T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251107T170000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20251104T082720Z
LAST-MODIFIED:20251104T082720Z
UID:10005848-1762531200-1762534800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ედით სეპის საჯარო ლექცია „ესტონური კინოს ისტორია – მოკლე მიმოხილვა“
DESCRIPTION:7 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის საელჩოს თანამშრომლობით ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი ედით სეპი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ესტონური კინოს ისტორია – მოკლე მიმოხილვა“. \nედით სეპი  ისაუბრებს ესტონური კინოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდზე\, გაიხსენებს  ყველაზე მნიშვნელოვან სახელებს\, აჩვენებს ნაწყვეტებს ცნობილი ფილმებიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. \nედით სეპი კინოინდუსტრიაში 1980-იანი წლებიდან მუშაობდა რეჟისორად\, რეჟისორის ასისტენტად და პროდიუსერად. 2013 წლიდან დღემდე ესტონეთის კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ესტონეთის წარმომადგენელია Eurimages-ში\, ასევე ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიისა და Creative Europe-ს კულტურული საბჭოს წევრი. 2020 წლიდან დღემდე არის ევროპის კინოს აკადემიის წევრი. მისი პროფესიული ამოცანებია: ესტონური კინოს პოპულარიზაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება\, საერთაშორისო კინოინსტიტუტების სტრატეგიული განვითარება და მენეჯმენტი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/edith-sepis-sajaro-leqtsia-estonuri-kinos-istoria-mokle-mimokhilva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/akhali-baneri-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251107T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251107T193000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20251112T062525Z
LAST-MODIFIED:20251112T062614Z
UID:10005853-1762540200-1762543800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნივერსიტეტების მომავალი - დისკუსია დაანონსებული ცვლილებების შესახებ
DESCRIPTION:7 ნოემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში საუნივერსიტეტო საზოგადოება გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „უნივერსიტეტების მომავალი”. დისკუსია შეეხება დაანონსებულ ცვლილებებს. \nმომხსენებლები: \n\nვატო ლეჟავა (რექტორი\, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი)\nკოკა თოფურია (რექტორი\, საქართველოს უნივერსიტეტი)\nნინო დობორჯგინიძე (რექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nეკა აკობია (პროფესორი\, მართვის სკოლის დეკანი\, კავკასიის უნივერსიტეტი)\nმარინე ჩიტაშვილი (პროფესორი\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nგიგა ზედანია (პროფესორი\, უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nიაგო კაჭკაჭიშვილი (პროფესორი\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nნანა შარიქაძე (პროფესორი\, კავკასიის უნივერსიტეტი)\nსიკო ჯანაშია (პროფესორი\, კავკასიის უნივერსიტეტი)\nანი კლდიაშვილი (პროფესორი\, თბილისის სამხატვრო აკადემია)\nთინა გელაშვილი (პროფესორი\, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nნინო ჟვანია (პროფესორი\, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია)\nთამთა ხალვაში (პროფესორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მოძრაობა “ქართული განათლება საფრთხეშია”)\nბელა მოსია (პროფესორი\, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი\, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nდიმიტრი გეგენავა (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი)\nელენე გოცაძე (GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი)\nლელა ოჩიაური (პროფესორი\, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი)\n\nდრო: 7 ნოემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზი\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nფორმატი: ჰიბრიდული \nდისტანციურად დასასწრებად\, გთხოვთ\, გამოიყენოთ ბმული:\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/84234880532…\nMeeting ID: 842 3488 0532\nPasscode: 315320 \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/universitetebis-momavali-diskusia-daanonsebuli-tsvlilebebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251108T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251108T150000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20251112T062318Z
LAST-MODIFIED:20251112T062410Z
UID:10005852-1762610400-1762614000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ილია და უნივერსიტეტის იდეა“ – პროფესორ ნინო დობორჯგინიძის ღია ლექცია
DESCRIPTION:ილიას თვე – ღონისძიების გახსნა \n8 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო პროგრამას ნინო დობორჯგინიძის ღია ლექციით „ილია და უნივერსიტეტის იდეა“. \nლექცია გაიმართება ილიაუნის E კორპუსის ეზოში\, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან. \nსაიუბილეო პროგრამით დაგეგმილი საგანმანათლებლო ლექციებისა და სტუდენტური ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსება ილიაუნის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში. \nდრო: 8 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilia-da-universitetis-idea-prophesor-nino-doborjginidzis-ghia-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/akhali-baneri-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251108T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251108T150000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20251112T062730Z
LAST-MODIFIED:20251112T062730Z
UID:10005854-1762610400-1762614000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:8 ნოემბერი - ილიას დაბადების დღე
DESCRIPTION:8 ნოემბერს\,14:00 საათზე\, ერთად აღვნიშნოთ ილიას დაბადების დღე და საზეიმოდ გავხსნათ „ილიას თვე“ – ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი.\nგელით თბილი და მყუდრო გარემო\, სადაც გიმასპინძლებთ ცხელი სასმელებითა და ტკბილეულით. ასევე მოწყობილი იქნება თემატური ფოტოზონები. \nპროგრამა \nპროფესორ ნინო დობორჯგინიძის ღია ლექცია „ილია და უნივერსიტეტის იდეა“. \nილიას თხზულებათა რარიტეტული გამოცემების და გაზეთების – „დროება“ და „ივერია“ – გამოფენა. \nშევხვდეთ ილიას ძეგლთან და ერთად დავიწყოთ ილიას თვის აღნიშვნა! \nდრო: 8 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/8-noemberi-ilias-dabadebis-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251108T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251108T160000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20251104T101634Z
LAST-MODIFIED:20251104T102203Z
UID:10005850-1762614000-1762617600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „ომი\, ომამდე\, ომის შემდგომ“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ორგანიზებით გაიმართება წიგნის „ომი\, ომამდე\, ომის შემდგომ“ პრეზენტაცია. \nკრებულში თავმოყრილია 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების ზეპირი ისტორიები ომამდე ცხოვრების\, ომის პერიოდისა და გადასახლების შესახებ. \nწიგნი აერთიანებს როგორც პირად ისტორიებს\, ოჯახისა და სოფლის ცხოვრების ამბებსა და ისტორიულ ფაქტებს\, ასევე ადამიანთა ფსიქოლოგიურ ტრავმებს\, ტრავმასთან გამკლავებისა და გადარჩენის მაგალითებს. \nზეპირი ისტორიები შეგროვდა  და გამოიცა პროექტის  „SOLATIUM-ი: სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში. მისი მიზანია მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონში 2008 წლის ომით დაზარალებული მოსახლეობის  ფსიქიკური ჯანმრთელობის\, სამედიცინო და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება.\nპროექტი ფინანსდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (International Criminal Court) და მასთან არსებული დაზარალებულთა ნდობის ფონდის (Trust Fund for Victims) მხარდაჭერით. \nწიგნის პრეზენტაციის თარიღი ემთხვევა სტრესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულს. ამასთან დაკავშირებით შეხვედრის ბოლოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრესთან გამკლავებისა და მედეგობის მნიშვნელობას. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8 ნოემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \nდღის განრიგი: \n\n15:00-15:10  საათი – გახსნა და მისალმება\n15:10-15:25  საათი – ომის ტრავმა და დევნილობა – ზეგავლენა ფსიქიკურ კეთილდღეობაზე: ნინო მახაშვილი\, ილიაუნის პროფესორი\, გიფ-თბილისის დირექტორი\n15:25-15:40  საათი – სოლაციუმის პროექტის საქმიანობა; დევნილთა ისტორიების წიგნის პრეზენტაცია –  სოლაციუმის გუნდის წევრები\n15:40-15:55  საათი – სტრესი და მედეგობა – გიფ-თბილისის ფსიქოლოგები ანა ჯანიკაშვილი და ანა პაპავა\n15:55:16:10 საათი  – დისკუსია\n\n2025 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-omi-omamde-omis-shemdgom-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/tsignis-omi-omamde-omis-shemdgom-prezentatsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251109T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T170000
DTSTAMP:20260418T175920
CREATED:20250712T072309Z
LAST-MODIFIED:20251205T172036Z
UID:10005778-1762689600-1764694800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025
DESCRIPTION:ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები\nტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი\nტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე \n12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები\, ტექნოლოგიური სფეროს  დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე. \nილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის შესახებ \nტექნოლოგიის სკოლა აერთიანებს ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო\, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. მათ შორის კომპიუტერული მეცნიერების\, კომპიუტერული ინჟინერიის\,  ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მჭიდროდ უკავშირდება ინდუსტრიის პრაქტიკულ მოთხოვნებს. \nკომპიუტერული ინჟინერიის (საერთაშორისო) პროგრამას უკვე მიენიჭა ABET-ის (Accreditation Board for Engineering and Technology) აკრედიტაცია. ამჟამად აკრედიტაციისთვის მზადების პროცესშია კომპიუტერული მეცნიერების\, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამები. \nტექნოლოგიური ფორუმის ღონისძიებები \n12:00 – 14:00 | დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები; \n14:00 – 17:00 | ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი – ინდუსტრიული ორგანიზაციების სტენდები\, შეხვედრები სტუდენტებთან სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე; \nდასაქმების ფორუმზე კომპანიის წარდგენისა და მონაწილეობისთვის გთხოვთ\, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/fIqA0 (რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ივლისი) \n15:00 – 17:00 | ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე – საინფორმაციო სესია აბიტურიენტებისთვის ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების უკეთ გასაცნობად. \nღონისძიებაზე აკადემიური და პრაქტიკული კომპონენტები გაერთიანდება სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშესაწყობად. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 ივლისი\, 12:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: Radisson Blu Iveria\,  ვარდების მოედანი N1 \nპროგრამა იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/uploads/other/88/88376.pdf \n2025 \n\n\n\n\n\n\n\n\nბანერები
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-teqnologiuri-phorumi-2025/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/akhalivebi.png
END:VEVENT
END:VCALENDAR