BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251011T210000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251119T220000
DTSTAMP:20260418T175925
CREATED:20250930T200027Z
LAST-MODIFIED:20251001T041801Z
UID:10005809-1760216400-1763589600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის თეატრში სავიონ ლიბრეხტის პიესის „სიყვარულის ბანალურობის“ პრემიერა გაიმართება
DESCRIPTION:თანამედროვე ებრაელი დრამატურგის\, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. \nპიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის\, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ\, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური\, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. \nეს არ არის მხოლოდ კლასიკური სიყვარულის ისტორია\, არამედ მრავალმხრივი ნარატივი\, რომელიც აჩვენებს ემოციური და პოლიტიკური წინააღმდეგობების ურთიერთგადაკვეთას. არენდტის\, ებრაელი ფილოსოფოსისა\, და ჰაიდეგერის\, ნაცისტური პარტიის დროებითი წევრის\, საიდუმლო ურთიერთობა ერთდროულად წარმოჩინებულია როგორც მომხიბვლელი და შემაძრწუნებელი მოვლენა. \nსპექტაკლის რეჟისორია მამუკა ცერცვაძე\, სცენოგრაფია ეკუთვნის ნუცა ჭყონიას\, მუსიკალური გაფორმება – ბეჟან ამირანაშვილს\, ხოლო ტექნიკური რეჟისორი გვანცა ბიწაძეა. მსახიობები: ლილი ხურითი (ჰანა არენდტი)\, ანდრია ვაჭრიძე (მარტინ ჰაიდეგერი)\, მაშო თვალაბეიშვილი (სტუდენტი ჰანა)\, ვატო სანიკიძე (მენდელსონი და მიხაილ ბენ შაკედი). \nდადგმა რეფლექსიას ახდენს თეატრის\, როგორც პოლიტიკური ხელოვნების\, არსზე. სპექტაკლი განიხილავს ადამიანური არსებობის ბუნებას\, თავისუფლების გამოვლინებასა და ინდივიდის პოლიტიკურ კონტექსტში არსებობის შესაძლებლობებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას\, რომ XX საუკუნის ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანის არსებობის საზღვრები\, რაც დღემდე წარმოადგენს ფილოსოფიური და ესთეტიკური კვლევის საგანს. \nპიესა წარმოდგენილია ერთ მოქმედებად\, პრემიერა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი. \nდრო: \n17 სექტემბერი 21:00 საათი \n18 სექტემბერი 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის: \nნათია კვაშალი \n597 760 074; 2 29 47 15\ntheatre@iliauni.edu.ge\nwww.iliaunitheatre.ge
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-09-2025-theatre/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/theatris-baneri-1200x630-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251016T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T180000
DTSTAMP:20260418T175925
CREATED:20250715T080612Z
LAST-MODIFIED:20251205T171944Z
UID:10005791-1760634000-1764698400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამების კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა
DESCRIPTION:16 ივლისს\, 17:00 საათზე\, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. \nგამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. \nდრო: 16 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“\,  პ. ინგოროყვას ქ. N20. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-07-2025-exhibition/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/newweb-mec.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251028T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251028T170000
DTSTAMP:20260418T175925
CREATED:20251024T152946Z
LAST-MODIFIED:20251024T152946Z
UID:10005839-1761667200-1761670800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტის Level Up III ლექცია „შეფასება“ და „უნარ-ჩვევები“
DESCRIPTION:28 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება კარიერული განვითარების პროექტის Level Up მესამე ლექცია.\nლექციას წაიკითხავს გეგი გვაზავა — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და HR პლატფორმა Herio-ს თანადამფუძნებელი. \nშეხვედრის თემებია:\nშეფასება და უნარ-ჩვევები \nლექციის მიზანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება უნარების განვითარების\, თვითშეფასებისა და თანამედროვე შრომით ბაზარზე მოთხოვნადი კომპეტენციების შესახებ.\nმომხსენებელი ისაუბრებს\, როგორ შეიძლება ეფექტიანად განვივითაროთ უნარები\, როგორ ვუპასუხოთ დასაქმების ბაზრის გამოწვევებს და რა როლი აქვს შეფასებას პროფესიულ ზრდაში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 28 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqtis-level-up-iii-leqtsia-shephaseba-da-unar-chvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/IMG_6036-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251028T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251028T180000
DTSTAMP:20260418T175925
CREATED:20251022T083502Z
LAST-MODIFIED:20251022T083502Z
UID:10005838-1761670800-1761674400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტარას ფედირკოს ონლაინლექცია „ომის საჩუქრები: მტრობა და ძალადობა უკრაინის ომის ეკონომიკის შექმნისას“
DESCRIPTION:28 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით გლაზგოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ტარას ფედირკო ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ომის საჩუქრები: მტრობა და ძალადობა უკრაინის ომის ეკონომიკის შექმნისას“. \nდრონები\, „რედ ბულის“ ქილები და ხელყუმბარები – უკრაინის ომში ფრონტის ხაზის სამი სიმბოლური საჩუქარია. მომხსენებელი შეეხება საკითხს\, როგორ ყალიბდება ომის ეკონომიკა სანგრებში ამ საგნების მნიშვნელობის გათვალისწინების შედეგად. უკრაინელ მებრძოლებთან და ფრონტისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთის მიმწოდებელ სამხედრო აქტივისტებთან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მომხსენებელი იკვლევს\, როგორ ესმით ომში მყოფ ადამიანებს ფრონტზე ასეთი საგნების რისკის და თავგანწირვის ფასად შეტანისა და ამით ჯარისკაცების მძიმე ყოფის მხარდაჭერის მნიშვნელობა. უკრაინული ომის „საჩუქრებზე“ ფიქრი გვეხმარება გავიგოთ\, როგორ ცვლის მტრობა\, ძალადობა და ნგრევა ყველაფერ ღირებულს და რა მართებთ ადამიანებს ერთმანეთის კონფლიქტებისა და ეგზისტენციალური საფრთხის დროს. \nმომხსენებლის შესახებ \nტარას ფედირკო გლაზგოს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის ასისტენტ-პროფესორი და ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის (IWM) უფროსი მკვლევარია. სოციალურ-კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა დარემის უნივერსიტეტში. იყო პოსტდოქტორანტი კემბრიჯისა და სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტებში. პოლიტიკისა და ეკონომიკის ანთროპოლოგი ტარას ფედირკო იკვლევს\, თუ როგორ ორგანიზდება სოციალური მოძრაობა ომის ეკონომიკის\, სახელმწიფოების\, კაპიტალისტური შრომისა და ღირებულებითი რეჟიმების ტრანსფორმაციისთვის; ჩატარებული აქვს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევა კიევსა და ლონდონში. ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობდა ერთობლივ  კვლევით პროექტს სამოქალაქო და სამხედრო ქსელების შესახებ უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდასაჭერად. \nფორმატი: ონლაინ\, Zoom-ის ბმული: https://shorturl.at/ls0Yy \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 28 ოქტომბერი\, 17:00 საათი (თბილისის დროით) \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/taras-phedirkos-onlainleqtsia-omis-sachuqrebi-mtroba-da-dzaladoba-ukrainis-omis-ekonomikis-sheqmnisas/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/akhali-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251029T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251029T193000
DTSTAMP:20260418T175925
CREATED:20251028T093634Z
LAST-MODIFIED:20251028T094722Z
UID:10005841-1761762600-1761766200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიგა ზედანიას საჯარო ლექცია „უნივერსიტეტის ფილოსოფია“
DESCRIPTION:29 ოქტომბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში გიგა ზედანია გამართავს საჯარო ლექციას „უნივერსიტეტის ფილოსოფია“. \nგამოცხადებული განათლების რეფორმის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გახსენება\, რა იყო და არის უნივერსიტეტის იდეა და იდეალი. ევროპისა და მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად არსებული ინსტიტუცია თავის წიაღში ატარებს საზრისს\, რომლის უგულებელყოფის შედეგადაც ზიანდება ცოდნის მოპოვებისა და გადაცემის პროცესი. ამ დაზიანების გამო კი მთლიანად საზოგადოებას ეზღუდება საკუთარი თავის გაუმჯობესების შანსი. \nდრო: 29 ოქტომბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი\, S კორპუსი\, მე-8 სართული\, ოთახი 800\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsia-themaze-universitetis-philosophia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/cover_img.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251031T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251031T130000
DTSTAMP:20260418T175925
CREATED:20251028T114112Z
LAST-MODIFIED:20251028T115340Z
UID:10005842-1761912000-1761915600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უახლესი აღმოჩენები ცუცხვათის\, საკაჟიას\, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა გავრცელების შესახებ
DESCRIPTION:31 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით 2016-2025 წლებში მოქმედი სამეცნიერო გუნდის  „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები\, გარემო და კულტურა” (PTC – “Pleistocene Turnovers in the Caucasus: Hominins\, Environment\, and Culture”) არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიშის წარდგენა. \nღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ცუცხვათის\, საკაჟიას\, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ჩატარებული უახლესი და გარდამტეხი აღმოჩენები ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა გავრცელების შესახებ. \nდამსწრეები ასევე გაეცნობიან ახალ სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევის შედეგებს\, მიმდინარე სამეცნიერო ლანდშაფტს\, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივებს. \nკვლევები განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის\, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების\, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულობებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 ოქტომბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/uakhlesi-aghmochenebi-tsutskhvathis-sakazhias-orthvalas-da-tsophis-mghvimeebshi-neandertaleltha-da-anatomiurad-thanamedrove-adamiantha-gavrtselebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/tsutskhvathi-dizaini-EVENT-01.png
END:VEVENT
END:VCALENDAR