BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250603T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250603T180000
DTSTAMP:20260418T170831
CREATED:20250516T115515Z
LAST-MODIFIED:20250516T115515Z
UID:10005749-1748970000-1748973600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პაოლო ბერნარდის საჯარო ლექცია „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”
DESCRIPTION:3 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პადოვის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს პროფესორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი პაოლო ბერნარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”. \nლექცია მიეძღვნება სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების მოლეკულურ მექანიზმებს. მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მიტოქონდრიების ევოლუციურ როლს − როგორ იქცნენ უძველესი ბაქტერიები თანამედროვე უჯრედის ენერგეტიკულ ცენტრებად და როგორ განვითარდნენ მათი დახმარებით მრავალუჯრედიანი ორგანიზმები. \nპროფესორი ბერნარდი განიხილავს: \n\nფოტოსინთეზის ევოლუციას და ჟანგბადის როლის გარდატეხას დედამიწის ბიოლოგიურ ისტორიაში;\nუძველესი ანაერობული ორგანიზმების ადაპტაციას და მათ ენერგეტიკულ სტრატეგიებს;\nმიტოქონდრიის წარმოშობასა და მის გავლენას ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციაზე.\n\nპაოლო ბერნარდი პადოვის უნივერსიტეტის ბიომედიცინის მეცნიერებების დეპარტამენტის ემერიტუს პროფესორი და ყოფილი ხელმძღვანელია\, ასევე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კოლეჯის მოლეკულური პათობიოლოგიის დეპარტამენტში მოწვეული პროფესორი\, კლინიკური პათოლოგიის სამაგისტრო სკოლის ყოფილი დირექტორი და ბიომედიცინის მეცნიერებების დოქტორანტურის პროგრამის კოორდინატორი. \nპროფესორს გამოქვეყნებული აქვს 280 სამეცნიერო ნაშრომი და შედის ციტირების მიხედვით მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების 1.7%-ში. მიღებული აქვს არაერთი პრემია და წარდგენილი აქვს ასობით მოხსენება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეებში. \nპაოლო ბერნარდი იყო იტალიის ბიომემბრანებისა და ბიოენერგეტიკის ჯგუფის პრეზიდენტი. იგი არის ვენეციის მეცნიერების\, ლიტერატურისა და ხელოვნების ვენეციის ინსტიტუტის\, მილანის ლომბარდიის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიისა და Academia Europaea-ს წევრი. \nმან მიიღო მედიცინის დიპლომი პადოვის უნივერსიტეტში და განაგრძო განათლება უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით\, NIH-Fogarty სტიპენდიით ვაითჰედის ბიომედიცინის კვლევის ინსტიტუტში – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/16-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/paolo_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250604T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250604T130000
DTSTAMP:20260418T170831
CREATED:20250603T063303Z
LAST-MODIFIED:20250603T063419Z
UID:10005764-1749038400-1749042000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჰორიზონტი ევროპა“ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
DESCRIPTION:4 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობათა შესახებ. \nშეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები განიხილავენ მარი სკლადოვსკა კიურის (MSCA)\, ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ინდივიდუალურ კვლევით და მობილობის პროექტებს\, ასევე უკვე დაფინანსებული COST პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობებს. \nსაკონტაქტო პირები წარადგენენ დაფინანსების სხვადასხვა სქემას და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან დამსწრეთ. \nშეხვედრაზე განხილული დაფინანსების სქემები ნებისმიერ კვლევით მიმართულებას მიესადაგება და განსაკუთრებით საინტერესო იქნება დოქტორანტებისთვის\, მათთვის\, ვისაც ბოლო 12 წელია მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი\, ასევე 40 წლამდე ნებისმიერი მეცნიერისთვის COST პროგრამაში მონაწილეობისთვის. \nდეტალური ინფორმაციისთვის იხ. შეხვედრის დღის წესრიგი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 4 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/06-03-2025-horizon/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/WEB-size-new-horizonti-evropa-akhalgazrda-metsnierebisthvis-fb-posti-2025-1-01.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250604T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250604T200000
DTSTAMP:20260418T170831
CREATED:20250530T101347Z
LAST-MODIFIED:20250530T101347Z
UID:10005763-1749060000-1749067200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა „აირჩიე საფრანგეთი“
DESCRIPTION:4 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორიაში „კამპუს ფრანსისა“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის შესახებ. \nშეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე\, ჩარიცხვის პროცედურებზე\, სამთავრობო სტიპენდიების მიღებაზე\, სავიზო მოთხოვნებსა და სასწავლო პროცესის თავისებურებებზე. \nპრესტიჟული უნივერსიტეტის\, Sciences Po-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ფრანგი სტუდენტი გამოცდილებას გაუზიარებს დამსწრეთ. \nსამუშაო ენები: ფრანგული\, ქართული \nდრო: 4 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/30-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/saphrangethi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250605T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250605T170000
DTSTAMP:20260418T170831
CREATED:20250516T100804Z
LAST-MODIFIED:20250516T100804Z
UID:10005746-1749139200-1749142800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„დიდი გეტსბის“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი
DESCRIPTION:5 ივნისს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის „დიდი გეტსბი“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი. \nსემინარზე მომხსენებლები განიხილავენ რომანის ისტორიულ და ლიტერატურულ მნიშვნელობას\, მის გავლენას ამერიკულ კულტურასა და თანამედროვე აზროვნებაზე. \nმომხსენებლები: \n\nპროფესორი რეზო მარსაგიშვილი – „დიდი გეტსბის“ პერსონაჟების სამეტყველო სტრატეგიები;\nასოცირებული პროფესორი ნინო გულიაშვილი – „აზრის კონსტრუირება რომანში „დიდი გეტსბი“: შედარებითი ლინგვისტური ანალიზი პრაგმატიკის\, ფსიქოლინგვისტიკისა და კოგნიტური ლინგვისტიკის ჭრილში“;\nდოქტორანტი ნონა მაზიაშვილი – „ფიცჯერალდი და კონრადი“;\nდოქტორანტი ქეთევან გახოკია – „დიდი გეტსბი – მოდერნისტული რომანი“;\nდოქტორანტი ია ჯეჯელავა – „დიდი გეტსბი და მდინარე“;\nდოქტორანტი დავით ცარიელაშვილი – „დიდი გეტსბი – ეპიკური გმირი“.\n\nსემინარს წარუძღვება პროფესორი პაატა ჩხეიძე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/16-05-2025-publication/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/gatsby_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250605T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250605T170000
DTSTAMP:20260418T170831
CREATED:20250520T123330Z
LAST-MODIFIED:20250520T123330Z
UID:10005755-1749139200-1749142800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლონელი პროფესორების საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:5 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Warsaw University of Life Sciences\, პოლონეთი) პროფესორები\, რობერტ პოპეკი და არკადიუშ პჟიბიში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. \nრობერტ პოპეკი – „ურბანული მცენარეულობა\, როგორც ბუნებრივი ფილტრი: ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების დაჭერაში მწვანე ინფრასტრუქტურის როლის შეფასება“ \nპროფესორი რობერტ პოპეკი განიხილავს\, როგორ უწყობს ხელს ურბანული გამწვანება ჰაერის დაბინძურების შემცირებას სწრაფად მზარდ ქალაქებში. წარმოადგენს უახლეს კვლევებს\, რომლებიც სწავლობს ურბანული მცენარეულობის − პარკების\, მინდვრების\, მწვანე ბარიერების − ეფექტიანობას ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების (მაგ: მყარი ნაწილაკები\, მიკროპლასტიკი და სხვ.) დაჭერაში. ასევე განიხილავს მწვანე ინფრასტრუქტურის როლს გარემოს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. \nარკადიუშ პჟიბიში – „ფიტორემედიაცია: მდგრადი სტრატეგია ურბანული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“ \nპროფესორი არკადიუშ პჟიბიში ყურადღებას გაამახვილებს ფიტორემედიაციის მნიშვნელობაზე ურბანულ გარემოში. ის მიმოიხილავს\, როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ურბანული გამწვანება − განსაკუთრებით არაფორმალური მწვანე სივრცეები და მინდვრები − ჰაერის ბუნებრივ ფილტრებად. განიხილავს მცენარეთა სტრუქტურის\, ბიომრავალფეროვნების\, მდებარეობისა და გარემო პირობების გავლენას ჰაერის ხარისხზე და ეკოსისტემური სერვისების მიწოდებაზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/20-05-2025-publiclectures/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/vebi-akhali-geo.png
END:VEVENT
END:VCALENDAR