BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240923T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240923T160000
DTSTAMP:20260423T021928
CREATED:20240918T105519Z
LAST-MODIFIED:20240918T143835Z
UID:10005529-1727100000-1727107200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოგამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:23 სექტემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარმოგიდგენთ ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციის დღემდე უცნობ ფოტოგამოფენას\, რომლის კურატორია ცნობილი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. \nმინის ნეგატივები\, რომლებიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა\, მე-20 საუკუნის დასაწყისის\, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის\, რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს. \nსაბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს 70 წლის არსებობის განმავლობაში ტოტალიტარული სისტემა გეგმაზომიერად აქრობდა არა მხოლოდ არასასურველ ადამიანებს\, არამედ არასაბჭოთა ყოფისა თუ მოვლენების ამსახველ ვიზუალურ მასალასაც\, რადგან ოფიციალურ პროპაგანდისტულ ნარატივებს არ ეხმიანებოდა. საბჭოთა რეჟიმის ამოცანა იყო ახალი საბჭოთა რეალობის შექმნა და არასაბჭოთა\, არატოტალიტარული ყოფის მეხსიერებიდან წაშლა. \nრუსული საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენის ამსახველ ფოტოებსა და კინოფირზე აღბეჭდილ დოკუმენტურ მასალას არქივებში კეტავდა ან მოსკოვში გაჰქონდა როგორც „მტკიცებულება“. ამის გამო არაერთი ამგვარი მოვლენა მეხსიერებიდან გაქრა ან მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩა\, მიუხედავად იმისა\, რომ ფოტოებსა და კინოფირებზე იყო აღბეჭდილი. \nგამქრალი მეხსიერების ნაწილობრივ შესავსებად ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის დღემდე უცნობი ფოტომემკვიდრეობა ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა. \nნიკო ნიკოლაძე\, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მოთავე\, თავად იყო ფოტოგრაფიით გატაცებული და ეს ხელოვნება შვილებს – გიორგის\, თამარსა და რუსუდანს – შეასწავლა. გიორგი ნიკოლაძე\, ქართული მათემატიკის სამეცნიერო სკოლის\, ინჟინერიის\, ალპინიზმისა და ტანვარჯიშის ცნობილი პიონერი\, ჟორჟეტა ღამბაშიძეზე იყო დაქორწინებული. ფოტოგრაფიით იყო გატაცებული მისი მამა\, ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე\, განმანათლებელი და პოლიტიკური მოღვაწე\, და ქალიშვილიც მის კვალს გაჰყვა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის ობიექტივში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა საკვანძო მოვლენა მოხვდა. \nგამოფენა და დისკუსია ორგანიზებულია პროექტის „საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგია და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით“ (“The Memory Project: Face-based Countering of Soviet Nostalgia and Russian Historical Revisionism”) ფარგლებში\, რომლის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართული არიან ჰარვარდის უნივერსიტეტი\, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია\, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი\, ქართული ლიტერატურის მუზეუმი\, საქართველოს პენცენტრი\, ილიაუნის მეხსიერების კვლევების ცენტრი\, მწერალთა სახლი და საქართველოს ეროვნული ფონდი. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. \nდრო: 23 სექტემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ფოიე. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/me-20-saukunis-dasatsqhisis-unikaluri-photogamophena-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-1-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240928T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240928T170000
DTSTAMP:20260423T021928
CREATED:20240913T084019Z
LAST-MODIFIED:20240913T135057Z
UID:10005524-1727524800-1727542800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024
DESCRIPTION:28 სექტემბერს\, 12:00-დან 17:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024. \nსამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. \nილიაუნის  მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები  ილიაუნის ეზოში  საინტერესო ექსპერიმენტებს\, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ. \nპიკნიკზე დააკვირდებით საინტერესო აქტივობებს\, რომლებიც ხსნიან ფიზიკის\, ქიმიის\, ბიოლოგიის და სხვა მეცნიერებათა მომხიბვლელ პრინციპებს. \nექსპერიმენტებისა და დემონსტრაციების გარდა თბილისის ზოოპარკი\, განათლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები\, საჯარო და კერძო სკოლები და კერძო ორგანიზაციები წარმოგიდგენენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს\, ასევე საკუთარ კვლევებსა და მიღწევებს. \nჩვენი სამეცნიერო პიკნიკი უფრო მეტია\, ვიდრე უბრალოდ გართობა და თამაშები – ეს არის შესაძლებლობა\, წვლილი შევიტანოთ გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-4 მიზნის (SDG 4) – „ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის” –  შესრულებაში. \n რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო პიკნიკი SDG 4-ისთვის: \n\nპრაქტიკული სწავლება: ინტერაქციული სამეცნიერო ექსპერიმენტები და დემონსტრაციები ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების\, ცნობისმოყვარეობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას;\nინკლუზიური განათლება: ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ყველასთვისაა და ხელს უწყობს ვიზიტორების წვდომას ხარისხიან საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე განურჩევლად ასაკისა  და  გამოცდილებისა.\nუწყვეტი სწავლების (lifelong learning) წახალისება: პიკნიკი ეხმარება როგორც ბავშვებს\, ისე მოზრდილებს მეცნიერების საოცრებების შესასწავლად. მისი მიზანია სწავლისადმი უწყვეტი გატაცების გაღვივება.\n\nსამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად წელსაც გაიმართება პირველკურსელების მიღების ცერემონია. \nდრო: 28 სექტემბერი\, 12:00 -17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-pikniki-2024/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/pharda-picnic-2024.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240928T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240928T220000
DTSTAMP:20260423T021928
CREATED:20240916T115404Z
LAST-MODIFIED:20240916T115404Z
UID:10005527-1727550000-1727560800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია - WELCOME PARTY 2024
DESCRIPTION:ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების ცერემონია 28 სექტემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის E კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება. \nღონისძიებას გახსნიან და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი\, ქეთევან დარახველიძე. \nტრადიციულად პირველკურსელთა მიღების ცერემონიაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიანი ეროვნულ გამოცდების წარმატებულ და ილიაუნის სასტიპენდიო პროგრამებში გამარჯვებულ პირველკურსელებს. \nდაჯილდოების შემდეგ დაუკრავენ \n\nTape Visitors\nMORB\n\nგილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით! \nდრო: 28 სექტემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-pirvelkurseltha-mighebis-tseremonia-welcome-party-2024/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/pharda.png
END:VEVENT
END:VCALENDAR