BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200113T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200113T190000
DTSTAMP:20260503T143955
CREATED:20200110T084451Z
LAST-MODIFIED:20240201T115456Z
UID:10000928-1578942000-1578942000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:PR Talks - Კახა მაღრაძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:13 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 401 აუდიტორიაში გაიმართება პირველი შეხვედრა ილიაუნის PR Talks-ისა\, რომელზეც ცნობილი სპიკერები\, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები\, ასევე სამთავრობო სტრუქტურების პროფესიონალები ილაპარაკებენ კრიზისის დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულეებსა და კონკრეტულ კამპანიებზე\, რომლებიც განახორციელეს 3 მიმართულებით: კრიზისის პრევენცია\, კრიზისული კომუნიკაცია და ზიანის შემცირება\, იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენა. \nშეხვედრები გაიმართება ყოველკვირა\, 19:00 საათზე. აუდიტორიას ეძლევა შესაძლებლობა\, მოუსმინოს სპიკერებს\, რომლებიც განიხილავენ ქართულ ქეისებს\, რომელთა შესახებ არ არის ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის. \nშეხვედრის შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nკამპანია „არ გამიძვირო ლუდი!“ \n2013 წლის პირველ იანვარს ძალაში უნდა შესულიყო ცვლილება საგადასახადო კოდექსში\, რომლის თანახმადაც მოხდებოდა არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირება\, რაც წამყვან კომპანიებსა და მთლიანად ინდუსტრიას წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე ზარალს მიაყენებდა. ამ ცვლილების საწინააღმდეგოდ ინდუსტრიის 6 წამყვანი კომპანიის დაკვეთით\, რომლებიც გაერთიანდნენ „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციაში“\, ჯეპრამ განახორციელა კამპანია რამდენიმე ტალღად\, 2012-დან 2015-წლამდე. როგორ წარიმართა პროცესები? რა სტრატეგიასა და ტაქტიკას მიმართეს კონსულტანტებმა კრიზისის მართვისა და ზიანის შემცირების მიზნით? ამ საკითხებზე ილიაუნის PR Talks-ზე ისაუბრებს კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი და კონსულტანტი\, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი კახა მაღრაძე. \nსპიკერის შესახებ \nკახა მაღრაძე 2004 წლიდან მუშაობს პიარისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში\, როგორც საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერი და უფროსი კონსულტანტი. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის\, პიარის\, ივენთმენეჯმენტის\, ციფრული კომუნიკაციისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის და ბრენდინგის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით; განხორციელებული აქვს ოცდახუთამდე საჯარო უწყების სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვისა და კონსულტაციის პროექტი საქართველოსა და ყირგიზეთში. მუშაობდა სამოცამდე მსხვილი და საშუალო ბიზნესორგანიზაციის პიარსა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელებაზე. Მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და \nადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის\, მათი კონსალტინგისა და თანამშრომლების მომზადების დიდი გამოცდილება. \n2005 წლიდან კახა მაღრაძემ გამართა ას ოცამდე ტრენინგი\, სემინარი და სამუშაო შეხვედრა მარკეტინგის\, ბრენდინგის\, პიარისა და ზოგადი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და შეფასებაში საჯარო მოხელეების\, ბიზნესის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის. \n2007 წლიდან პიარის კურსის ლექტორია „თბილისის პიარსკოლაში”. ასწავლის ილიას სახელმწიფო და თავისუფალ უნივერსიტეტებში საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს. ასევე აქვს ორმოცდაათამდე ორგანიზაციისა და მენეჯერის ონლაინ და სამუშაო ადგილზე კონსულტირების გამოცდილება. \nკახა მაღრაძე საქართველოს „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ გამგეობის თავმჯდომარე და საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნის – „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“ ავტორია. \nდრო: 13 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 401 აუდიტორია \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pr-talks-akha-maghradzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55760.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200114T180100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200114T180100
DTSTAMP:20260503T143955
CREATED:20200114T140150Z
LAST-MODIFIED:20240201T115455Z
UID:10000926-1579024860-1579024860@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Validate  – ინტენსიური იდეაციისა და სტარტაპბუთქემფი
DESCRIPTION:Validate  –ინტენსიური იდეაციისა და სტარტაპბუთქემფი \nმოკლე აღწერა \nპროგრამის მიზანია განავითაროს სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სტუდენტური საწარმოების შექმნას შემოქმედებით ინდუსტრიებში. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთდღიანი ინტენსიური ბიზნესბუთ კემპ შეხვედრის სახით. სტუდენტებს საშუალება ექნებათ\, პროგრამის ფარგლებში გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის\, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. \nდრო: \n23 იანვარი\, 10:00-17:30 \nსამიზნე აუდიტორია: \nსტუდენტები\, რომლებსაც უკვე აქვთ ბიზნესიდეა ან დაინტერესებულები არიან კრეატიულ ინდუსტრიებში სამეწარმეო საქმიანობით. \nამოცანები: \n\n შემოქმედებით ინდუსტრიებში სატარტაპების შესახებ სტუდენტების ცოდნის ამაღლება-განვითარება;\n შემოქმედებით ინდუსტრიებში ბიზნესის დასაწყებად სტუდენტებისთვის საჭირო უნარების\nგანვითარება;\n პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ შესახებ ცნობადობის ამაღლება და მეწარმეობის\nპოპულარიზაცია.\nბუთქემფს უხელმძღვანელებს პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი\, კორპორაციული და\nსამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/wYux4xy1XFWWPfEM9 \nრეგისტრაციის ვადა: 20 იანვარი\, 23:59 \n\nხელმძღვანელების შესახებ\n\nპროფესორი გურპრიტ ჯაგპალი\,\nოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი \n(ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი): უმაღლესი განათლების მართვა\, MBA (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი)\, MSc (მეცნიერების მაგისტრი): უძრავი ქონების მართვა\, BA (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი; წარჩინებით)\, MBTI-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი; ILM-ის სერტიფიკატი \nგურპრიტი ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია. ოლდრიჯის აღნიშნულ ინსტიტუტს მოწინავე ადგილი უკავია სამეწარმეო განათლებაში. იგი მუდმივად ცდილობს ახალი თაობის მეწარმეთა მხარდაჭერას ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. \nუფრო ადრე გურპრიტი London South Bank University-ის კვლევის\, მეწარმეობისა და ინოვაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ასევე იყო South Bank University EnterprisesLtd-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და მის მთავარ მოვალეობას London South Bank University-ის კვლევისა და მეწარმეობის სფეროში სტრატეგიული და ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა წარმოადგენდა.\nგურპრიტმა\, როგორც ინსპირაციულმა\, გარდაქმნის სულისკვეთებით აღსავსე და სტრატეგიული ხედვის მქონე დირექტორმა\, რომელსაც განათლება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აქვს მიღებული\, წარმატებით დააფუძნა და განავითარა არაერთი საწარმოსა და კომპანიის მხარდაჭერის ცენტრები და ხელი შეუწყო მათ დაკავშირებას ადგილობრივ წარმოებასთან.\nმის პროფესიულ სფეროებს განეკუთვნება: კვლევების მხარდაჭერა; ცოდნის გადაცემა; სამეწარმეო უნარები; მეწარმეობა; ინოვაცია; პერსონალურ განვითარებასთან დაკავშირებით კონსულტირება; მართვის სფეროში კონსულტირება; მენტორინგი; პროექტის მართვა; კომერციული ქონება და ბიზნესის განვითარება.\nგურპრიტი ასევე მართავს უძრავი ქონების საკუთარ კომპანიას\, რომელიც ქონების ყიდვითა და გაქირავებით\, ასევე რეკონსტრუქციის პროექტების მართვით არის დაკავებული. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/validate-intensiuri-ideatsiisa-da-startapbuthqemphi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55774.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200115T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200115T140000
DTSTAMP:20260503T143955
CREATED:20200113T080847Z
LAST-MODIFIED:20240201T115451Z
UID:10000924-1579096800-1579096800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADJARA GROUP ილიაუნის სტუდენტებს დაასაქმებს
DESCRIPTION:15 იანვარს\, ოთხშაბათს\, 14:00-დან 17:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება Adjara Group-ის დასაქმების ფორუმი. \nშეხვედრაზე კომპანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის წარმოადგენს ვაკანსიებს მომსახურების სფეროდან. \nდაინტერესებული პირები შეძლებენ წინასწარი პროცედურების გარეშე ადგილზე გაიარონ გასაუბრება და დასაქმდნენ სასურველ თანამდებობაზე. \nAdjara Group აერთიანებს ისეთ ობიექტებს\, როგორებიცაა: Holiday Inn\, Fabrika\, Rooms hotel\, Stamba hotel და სხვა. \nდასაქმების ფორუმზე დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.do/adjgr \nვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \nდრო: 15 იანვარი\, 14:00-17:00 სთ. \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ქ. ჩოლოყაშვილის N 3/5. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/adjara-group-iliaunis-studentebs-daasaqmebs/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55756.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200116T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200116T140000
DTSTAMP:20260503T143955
CREATED:20200110T130358Z
LAST-MODIFIED:20240201T115447Z
UID:10000923-1579183200-1579183200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეიჯერელ საქართველოს საინფორმაციო შეხვედრა ვაკანსიების შესახებ
DESCRIPTION:16 იანვარს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მეიჯერელ საქართველო ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულთ გააცნობენ ინფორმაციას სამუშაოს პეციფიკის\, ანაზღაურებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივების შესახებ. \nკომპანიის შესახებ: \nკომპანია მეიჯერელი ქართულ ბაზარზე 2016 წელს Arvato Bertelsman-ის სახელით შემოვიდა\, ხოლო 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა – Bertelsmann- ისა და Saham ჯგუფის გაერთიანებით წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი\, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში\, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს\, თანამშრომელთა რაოდენობა კი 48 000-სს აღემატება. \nსაქართველოში\, თბილისის ორ ოფისსა და ქუთაისის ოფისში\, უკვე 1100-ზემეტი ადამიანია დასაქმებული. მეიჯერელის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში\, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს სთავაზობენ. \nდამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორებიცაა: მოგზაურობა\, ინფორმაციული ტექნოლოგიები\, ონლაინ გაყიდვები და ა. შ. \nვაკანსიების შესახებ: \nამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანული\, ასევე გერმანულ-ინგლისური\, რუსულ-ინგლისური\, თურქულ-ინგლისური და ქართულ-ინგლისურენოვანი პროექტები. \nშეხვედრა დააინტერესებთ გერმანული\, ინგლისური\, რუსული და თურქული ენების მცოდნე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ გაიარონ მარტივი რეგისტრაცია:https://bit.ly/39WaWIe \nდრო: 16 იანვარი\, ხუთშაბათი\, 14:00-დან 15:00 საათამდ. \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/meijerel-saqarthvelos-sainphormatsio-shekhvedra-vakansiebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55752.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200117T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200117T150000
DTSTAMP:20260503T143955
CREATED:20200109T164243Z
LAST-MODIFIED:20240201T115444Z
UID:10000922-1579273200-1579273200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დონელა მედოუსის წიგნის „სისტემებით აზროვნება – საწყისები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 იანვარს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დონელა მედოუსის წიგნის „სისტემებით აზროვნება – საწყისები“ პრეზენტაცია. წიგნი ითარგმნა და გამოიცა ილიაუნისა და „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ერთობლივი ძალისხმევით. \nეს არის პოპულარული შესავალი სისტემებით აზროვნებისა და სისტემური დინამიკის თანამედროვე მიმართულებაში\, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება მდგრადი განვითარების\, კლიმატური თუ სხვა გლობალური პრობლემების კვლევებში\, დაგეგმვაში. გამოცემა N1 ბესტსელერია ამაზონის (Amazon) სისტემების თეორიაში\, ბესტსელერი იყო ბიზნესის მიმართულებითაც. ის სახელმძღვანელოდ გამოიყენება მსოფლიოს ბევრ წამყვან უნივერსიტეტში\, მათ შორის ილიაუნიში. \nწიგნი აღწერს ჩვენ გარშემო მოქმედი ფიზიკური\, ეკოლოგიური\, სოციალური\, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელ სისტემურ სტრუქტურებს და მარტივ უკუკავშირებს\, რაც სისტემების რთულ და ხშირად მოულოდნელ ქცევას განაპირობებს. ის გვეხმარება\, მოვლენებს მიღმა დავინახოთ ქცევები; ქცევებს მიღმა კი – მათი განმაპირობებელი სტრუქტურები და გაუმჯობესების ძალისხმევა სწორედ ამ სისტემურ სტრუქტურებზე მივმართოთ. თავისი მრავალფეროვანი თემატიკითა და მაგალითებით გამოცემა ეხმაურება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების არაერთ აქტუალურ საკითხს და საყურადღებოა მკითხველთა ფართო წრისათვის სამეცნიერო-აკადემიური\, საჯარო\, არასამთავრობო თუ კერძო სექტორებიდან. განსაკუთრებით მათთვის\, ვისაც აინტერესებს სისტემური\, ინტერდისციპლინური\, მდგრადი განვითარების საკითხები. \nპრეზენტაციაზე წიგნს მოკლედ მიმოიხილავს თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი მურმან მარგველაშვილი. კონკრეტულ სისტემათა მაგალითების განხილვა მკითხველს გაუადვილებს წიგნის გაცნობას და ინტერესების შესაბამისად გამოყენებას. დასასრულ გაიმართება დისკუსია სისტემური მიდგობის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებზე. \nდრო: 17 იანვარი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/donela-medousis-tsignis-sistemebith-azrovneba-satsqhisebi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55750.png
END:VEVENT
END:VCALENDAR