BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191209T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191209T150000
DTSTAMP:20260503T200915
CREATED:20191115T092535Z
LAST-MODIFIED:20240201T115952Z
UID:10000975-1575903600-1575903600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქალები სამხედრო სფეროში
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ქალები სამხედრო სფეროში?“. \nრა სირთულეებს აწყდებიან ქალები სამხედრო სფეროში? რა პოლიტიკა არსებობს უსაფრთხოების სექტორში ქალთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის? როგორ უნდა ასრულებდეს სახელმწიფო ქალებზე\, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს\, რომელთა მოთხოვნაა ქალთა გაზრდილი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე უსაფრთხოების სექტორსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში. როგორია ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება? \nამ საკითხებზე სასაუბროდ ილიაუნის გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე\, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი გვეწვევა. \nმომხსენებლები: პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი \nთამუნა ქაროსანიძე\, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი\, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე (2012-2014) \nმოდერატორი: გიგა ზედანია\, ილიაუნის რექტორი \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში 16-დღიან გლობალურ კამპანიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \n  \nდრო: 9 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n2019 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qalebi-samkhedro-spheroshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55419.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191209T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191209T190000
DTSTAMP:20260503T200915
CREATED:20191128T120536Z
LAST-MODIFIED:20240201T115946Z
UID:10000974-1575918000-1575918000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“ – საჯარო დისკუსია შრომის უსაფრთხოებაზე
DESCRIPTION:მაღაროში ყოველი ჩასვლისას ველოდებით ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს” – ეს 30 წლის ქართველი მაღაროელის სიტყვებია საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშიდან „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე – საქართველოში შრომის ბაზრის წლების განმავლობაში დერეგულირება საფრთხეს უქმნის მაღაროელებს“\, რომელიც ორგანიზაციამ 2019 წლის აგვისტოში საქართველოში მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნა. ანგარიშში აღწერილია\,  რა ზიანს აყენებს შრომის უსაფრთხოების დაბალი სტანდარტები და სახელმწიფოს ლიმიტირებული კონტროლი მშრომელთა უსაფრთხოებას. \nსაჯარო დისკუსიაზე ვისაუბრებთ Human Rights Watch-ის ანგარიშში აღწერილ შემთხვევებზე\, ქვეყანაში შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე\, შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და იმ ნაბიჯებზე\, რომლებიც სახელმწიფომ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კანონმდებლობის დასახვეწად გადადგა. \nმომხსენებელი: გიორგი გოგია\, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში \nმოდერატორი: თამთა აშორტია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი \nდრო: 9 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32) \nდასწრება თავისუფალია. \n \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/arts-erthi-tseli-sikvdilis-shemthkhvevatha-gareshe-sajaro-diskusia-shromis-usaphrthkhoebaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55369.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191210T112300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191210T112300
DTSTAMP:20260503T200915
CREATED:20191210T072346Z
LAST-MODIFIED:20240201T115940Z
UID:10000973-1575976980-1575976980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგკურსი „შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ”Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. \nცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად“ (Blended Teaching Learning: Improving Students Outcomes)\, რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი არჩილ აბაშიძე\, მოწვეული მასწავლებელი გიგა ხოსიტაშვილი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ელენე ჟურავლიოვა. \nტრენინგები გაიმართება \n11\, 12 და 13 დეკემბერს\, 15:00-დან 19:00-საათამდე\, E102 აუდიტორიაში. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nკურსის სილაბუსი იხილეთ თანდართულ ფაილში. \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. \nსაკონტაქტო პირები:\n\nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია – ketevan.grigolia@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 577 57 88 55; \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 599 89 96 69. \nგისურვებთ წარმატებას. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningkursi-shereuli-stsavleba-da-stsavla-studentebis-stsavlis-shedegebis-gasaumjobeseblad-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55438.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191210T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191210T130000
DTSTAMP:20260503T200915
CREATED:20191205T104825Z
LAST-MODIFIED:20240201T115936Z
UID:10000972-1575982800-1575982800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ახალი სკოლის” მოდელის პრეზენტაცია და დისკუსია
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართება შეხვედრა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან\, რომელიც წარმოადგენს „ახალი სკოლის“ მოდელს. \n პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარდგებიან: \n\nნიკოლოზ სილაგაძე – „რა არის ახალი ახალი სკოლის მოდელში“\nთამარ ჯაყელი – „ახალი სკოლის მოდელი და კონსტრუქტივისტული პედაგოგიკა“\nსანდრო ასათიანი – „ტექნოლოგიები\, როგორც ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების პროცესში“\nია აფთარაშვილი – „მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება“\nსალომე დაბრუნდაშვილი – „ახალი ელექტრონული რესურსები“\n\n„ახალი სკოლის“ მოდელი\, როგორც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ნაწილი\, ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ\, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს და ემსახურება\, უპირველეს ყოვლისა\, სკოლების ავტონომიურობის ხარისხის გაზრდას. \n„ახალი სკოლის“ მოდელს წამოადგენს ესგ-ის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფი. \nშეხვედრის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \n  \nდრო: 10 დეკემბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akhali-skolis-modelis-prezentatsia-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55413.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191210T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191210T160000
DTSTAMP:20260503T200915
CREATED:20191128T120741Z
LAST-MODIFIED:20240201T115700Z
UID:10000971-1575993600-1575993600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი – სად იწყება ბოლოს და ბოლოს ადამიანის უნივერსალური უფლებები?
DESCRIPTION:ადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ტარდება და სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა. მისი მიზანია\, მოსწავლეებმა სტუდენტებისგან მოისმინონ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ\, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე\, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში. \nადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი არის სივრცე\, სადაც მოზარდები შეძლებენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხების გაზიარებას\, რომელთან გამკლავებაც მათ ყოველდღიურად უწევთ\, და მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ. \nმომხსენებლები: ომარ ისაევი\, ვიკა დარსალია\, მარი დევიძე\, ლაშა ოქრუაშვილი\, ხატია ცეცხლაძე\, ანა ებანოიძე\, მარიამ გაბრიჩიძე\, ნუცა მაზანაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ზურაბ შელია\, მარიამ ჯიქია\, ცოტნე ხვიჩია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები. \nდრო: 10 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32) \nდასწრება თავისუფალია.\n \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/adamianis-uphlebatha-ghia-gakvethili-sad-itsqheba-bolos-da-bolos-adamianis-universaluri-uphlebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55371.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191211T122700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191211T122700
DTSTAMP:20260503T200915
CREATED:20191211T082705Z
LAST-MODIFIED:20240201T115656Z
UID:10000970-1576067220-1576067220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია  „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 15:00-დან 18:30 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ის საკონფერენციო დარბაზში Garden Hall გაიმართება კონფერენცია „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“. \nკონფერენციაში\, რომელიც პანელური დისკუსიის ფორმატში ეწყობა\, მონაწილეობას მიიღებენ დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. \nI პანელი: სამედიცინო განათლების გამოწვევები საქართველოში  \nთემები: \nთანამედროვე მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების იმპლემენტაცია\, კლინიკური უნარების განვითარება და პრაქტიკა სამედიცინო განათლების დიპლომამდელ საფეხურზე; დიპლომისშემდგომი კლინიკური კვალიფიკაცია და უწყვეტი პროფესიული განვითარება საქართველოში. \nსპიკერები:  \nირმა მანჯავიძე\, ალექსანდრე ცისკარიძე\, მიხეილ ოკუჯავა\, გიორგი ბერია\, ტიერი ბერნი \nII პანელი: ჯანდაცვის სფეროს გამოწვევები საქართველოში \nთემები:  \nსამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში; ადამიანური რესურსების საკითხები ჯანდაცვის სფეროში; ფინანსური ხელმისაწვდომობა და დაზღვევა; პაციენტისა და ექიმის უფლებები საქართველოში. \nსპიკერები:  \nგიორგი გოცაძე\, თენგიზ ვერულავა\, გივი ჯავაშვილი\, ნია გიუაშვილი\, ტიერი ბერნი \nმომხსენებლების შესახებ: \nირმა მანჯავიძე\, პროფესორი\, მედიცინის დოქტორი; კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) \nალექსანდრე ცისკარიძე\, პროფესორი\, მედიცინის დოქტორი\, პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებისა და მსოფლიოს ნევროლოგთა ფედერაციის წევრი (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nმიხეილ ოკუჯავა\, პროფესორი\, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი\, აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნეიროდიაგნოსტიკის და ნეირომეცნიერების განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი. საქართველოს ნეირომეცნიერთა და სამედიცინო სპეციალობების ასოციაციების წევრი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nგიორგი ბერია\, დიპლომირებული მედიკოსი\, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი; კლინიკური უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგცენტრის დირექტორი (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი) \nგიორგი გოცაძე\, მედიცინის დოქტორი\, საერთაშორისო ორგანიზაციის „გლობალური ჯანდაცვის სისტემები“ აღმასრულებელი დირექტორი (საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტი) \nთენგიზ ვერულავა\, პროფესორი\, მედიცინის დოქტორი\, აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის დირექტორი; საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა\, ეკონომიკა და სოციოლოგია“ რედაქტორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nნია გიუაშვილი\, ასისტენტ-პროფესორი\, მედიქლაბ ჯორჯია ჰოსპიტლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი\, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველი (საქართველოს უნივერსიტეტი) \nგივი ჯავაშვილი\, პროფესორი\, მედიცინის დოქტორი\, საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; „საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს” თავმჯდომარე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) \nტიერი ბერნი\, პროფესორი\, ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი\, პანკრეასის და კუნძულების ტრანსპლანტაციის პროგრამის დირექტორი\, უჯრედული ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელი; ევროპის ორგანოთა ტრანსპლანტაციის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი; ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ყოფილი ვიცე-დეკანი (ჟენევის უნივერსიტეტი (შვეიცარია) \n  \nკონფერენციის პროგრამა: \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-dialogi-ganathleba-da-jandatsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55456.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191211T133000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191211T133000
DTSTAMP:20260503T200915
CREATED:20191210T112905Z
LAST-MODIFIED:20240201T115653Z
UID:10000969-1576071000-1576071000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ
DESCRIPTION:11 დეკემბერს\, 13:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში\, ქალბატონ ვიქტორია ჰორვატი და უნგრეთის საელჩოს კონსული\, ქალბატონი ანიკო ფარკაში\, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელთან ერთად გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას უნგრეთის სასტიოპენდიო პროგრამა – Stipendium Hungaricum-ის შესახებ. \nმოგახსენებთ\, რომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს განაცხადების მიღება  2020-21 აკადემიური წლისათვის. \nუნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში\, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად. \nპროგრამით სარგელობა შესაძლებელია შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი\, მაგისტრატურა\, დოქტორანტურა\, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა\, სახელოვნებო მიმართულება. \nდეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2PtuJFw \nგანაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 იანვარი. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 დეკემბერი\, 13:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას\nსახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-ungrethis-sastipendio-programis-shesakheb-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55445.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191212T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191212T190000
DTSTAMP:20260503T200915
CREATED:20191210T115344Z
LAST-MODIFIED:20240201T115651Z
UID:10000968-1576177200-1576177200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ერეკლე მაღრაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: \,\,რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“. \nთემის მოკლე აღწერა: \n1956 წელს ჯონ მაკარტიმ ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ გამოიყენა თავის ნაშრომში\, რომელიც შეეხებოდა ინტელექტის/ცნობიერების შესწავლას და მისი ძირითადი კომპონენტების კომპიუტერში დანერგვას. ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ 1956 წელს გამოჩნდა\, თუმცა მოაზროვნე ან მოფიქრალი მანქანების შექმნის იდეა ადრეც არსებობდა\, კერძოდ\, ალან ტიურინგმა ამის შესახებ ისაუბრა ნაშრომში Computing Machinery and Intelligence\, რომელშიც დასვა ხელოვნური ინტელექტის\, როგორც დარგისთვის უმნიშვნელოვანესი შეკითხვა: შეუძლიათ თუ არა გამომთვლელ მანქანებს აზროვნება? ამ კითხვაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა რთულია\, რადგან თვითონ აზროვნების განმარტებაა რთული. შეიძლება აზროვნება განვიხილოთ\, როგორც სამყაროსთან კომუნიკაციის შედეგი\, რასაც მივყავართ ლუდვიგ ვიტგენშტაინის ნაშრომებამდე ან\, არსებობის შედეგად\, მივყავართ დეკარტემდე. ეს რთული და სიღრმისეული კითხვა სხვანაირადაც იყო გაგებული\, კერძოდ\, დაფუძნდა ტიურინგის პრიზი – მეცნიერებს შეეძლოთ წარედგინათ თავიანთი შექმნილი მექანიზმები\, რომლებსაც უნდა ეთამაშათ „იმიტაციის თამაში” და გაევლოთ ტიურინგის ტესტი\, წარმატების შემთხვევაში\, პრიზად მიიღებდნენ 100 000 დოლარს. ტიურინგის კითხვის ამგვარმა ინტერპრეტაციამ დიდწილად განაპირობა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მსგავსი სისტემების შექმნა და ე. წ.\, მანქანური სწავლების\, დიდი მონაცემები ? ანალიტიკისა და მონაცემთა მეცნიერების განვითარების ახალ სტადიაზე გადასვლა. თუმცა არის კი ეს სწორი გზა ხელოვნური ინტელექტის შექმნისკენ? ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია. \nარსებობს მეორე მიდგომაც მოფიქრალი მანქანების შესაქმნელად\, კერძოდ\, ნეირომეცნიერები და ბიოინფორმატიკოსები ცდილობენ გაიგონ როგორც ადამიანის\, ასევე ცხოველების ტვინის ფუნქციონირების სიღრმისეული მექანიზმები\, ანუ ცდილობენ ამოხსნან აზროვნების ფიზიკა\, რაც შემდგომ საშუალებას მოგვცემს\, შევქმნათ მოაზროვნე მანქანა. \nმოხსენებაში საუბარი იქნება ამ ორ მიმართულებაზე\, კერძოდ\, მათში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მიღწევების და პერსპექტივების შესახებ\,\, პირველი: რამდენად ახლოს ვართ\, რომ სწორად შევიცნოთ\, რა არის ბუნებრივი ინტელექტი და მეორე: რამდენად შორს ვართ\, რომ შევქმნათ მისი ანალოგი. \nმომხსენებლის შესახებ: \n2006 წელს ერეკლე მაღრაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი\, 2009 წელს – მაგისტრატურა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტატისტიკის მიმართულებით\, 2008 წლიდან ჩართული იყო ცერნის ატლას ექსპერიმენტში. 2011 წელს განაგრძო დოქტორანტურა გიოტინგენის უნივერსიტეტის\, ფიზიკის მეორე ინსტიტუტის\, ცერნის ატლას ექპსერიმენტის ჯგუფში\, სადაც 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიდი გამოთვლითი სისტემების ავტომატიზაციის შესახებ მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენებით.\nშემდგომ მუშაობდა კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჭკვიანი მონაცემების ინოვაციების ლაბორატორიაში მანქანური სწავლების პროცესის დანერგვასა და წარმართვაზე სხვადასხვა ინდუსტრიულ თუ სამეცნიერო სფეროში მრავალფეროვანი პლატფორმების გამოყენებით\, მათ შორის IBM Watson ტექნოლოგიის გამოყენებითაც.\n2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა დიდი მონაცემებისა და ავტომატიზაციის მიმართულებას გერმანულ სტარტაპკომპანიაში\, სადაც წარმატებით დაინერგა თანამედროვე დიდი მონაცემებისა და მონაცემთა ნაკადების ანალიზის ტექნოლოგიები. 2018 წლიდან ილიაუნის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ასოცირებული პროფესორი და გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელია; კითხულობს მანქანური სწავლების\, ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის კურსებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოში; დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიებით. \nდრო: 12 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-ramdenad-akhlosaa-khelovnuri-inteleqti-bunebrivthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55448.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191213T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191213T190000
DTSTAMP:20260503T200915
CREATED:20191211T073325Z
LAST-MODIFIED:20240201T115648Z
UID:10000966-1576263600-1576263600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დავით ჩეჩელაშვილის ლექცია: „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პრე-აქსელერაციის პროგრამის მონაწილე გუნდებისთვის ილიაუნის მოწვეული ლექტორი\, პრე-აქსელერაციის პროგრამის მენტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: \,\,როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები.“ \nპრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (ჯიტა) და აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის \,\,Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia” მხარდაჭერით. \nპროგრამა აგებულია ევროპის ყველაზე გამოცდილი B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით. \nმომხსენებლის შესახებ \nდავით ჩეჩელაშვილს\, მეწარმეს\, 1999 წლიდან რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უკავია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება ეფუძნება უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნას\, როგორებიცაა: იმერციული ვიზუალიზაცია\, VR/AR\, 3D სტერეოსისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში\, როგორც საცალო\, ისე საგანმანათლებლო სფეროებში\, დანერგვა. \nდავით ჩეჩელაშვილი კომპანია NEUR Optics-ისა და iZ3D-ის ერთ-ერთი დამაარსებელია.\nროგორც სტრატეგიული აღმასრულებელი\, იგი განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში\, რომელიც ცნობილია\, როგორც DBA XPAND\, ისევე როგორც NEUR Optics-სა და iZ3D-ში. მას აქვს საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის\, სადისტრიბუციო არხების შექმნისა და სტრატეგიული პარტნიორობის გამოცდილება როგორც მცირე (X6D\, Neurok\, iZ3D)\, ისე მსხვილი კომპანიებისთვის (MicroAge\, Deloitte & Touche\, Renaissance Capital). \n2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტია\, ასევე – პორტუგალიის სტარტაპ ბრაგასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მენტორი. ამასთან მუდმივად უწევს კონსულტაციას სტარტაპებს. \n  \nდრო: 13 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: S101 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/davith-chechelashvilis-leqtsia-rogor-iqmneba-inovatsiuri-produqtebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55452.png
END:VEVENT
END:VCALENDAR