BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191203T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191203T170000
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191115T092209Z
LAST-MODIFIED:20240201T120039Z
UID:10000991-1575392400-1575392400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რას ნიშნავს\, იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „რას ნიშნავს\, იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?“. \nჩვენ გარშემო სექსულური ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლი ბევრი ქალია\, ქალები\, რომლებიც მეხსიერებაში სრულიად მკაფიოდ ან ფრაგმენტულად ინახავენ სასტიკ გამოცდილებას და ცდილობენ მასთან გამკლავება და მასთან თანაცხოვრება ისწავლონ. \nმათთვის ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია\, თუმცა მართლმსაჯულების აღსრულება და დამნაშავის ადეკვატურად დასჯა შეიძლება მსხვერპლისთვის ერთადერთი შვება აღმოჩნდეს\, ამიტომაც გაუპატიურების შემთხვევათა გამოძიება ისეთივე კომპლექსურია\, როგორც თავად დანაშაული. \nსაჯარო დისკუსიაზე დანაშაულის ფსიქოლოგიურ ასპექტზე\, მსხვერპლზე ორიენტირებულ\, მგრძნობიარე და თანამედროვე სტანდარტების მართლმსაჯულების სისტემასა და სათანადო სევრისების არსებობის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ. \nმომხსენებლები: სალომე ზანდუკელი\, აქტივისტი \nთამარ თანდაშვილი\, მწერალი\, ფსიქოლოგი \n მოდერატორი: ანა აფციაური\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში 16-დღიან გლობალურ კამპანიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nდრო: 3 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2019 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ras-nishnavs-iqho-seqsualuri-dzaladobis-mskhverpli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55199.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191203T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191203T193000
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191120T131706Z
LAST-MODIFIED:20240201T120032Z
UID:10000988-1575401400-1575401400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მწერალ მიხეილ იოჰანის შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება ქართველი დებიუტანტი მწერლის\, მიხეილ იოჰანის შეხვედრა სტუდენტებთან. \nმიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანი „მიბრუნება“ მოგვითხრობს ახალგაზრდა და-ძმის ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ\, რომელშიც დაუგეგმავად და ხელოვნური ძალების ჩარევით იჭრება ისტორიული მომენტი\, წესით ბევრ შეკითხვას რომ უნდა გასცეს პასუხი. თუმცა როგორ შეიძლება იგრძნოს ოჯახმა ან\, ზოგადად\, მთელმა საზოგადოებამ ისტორიული მომენტი მაშინ\, როცა მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობს?! \nშეხვედრის მოდერატორი იქნებე ილიაუნის მოწვეული ლექტორი\, დოქტორანტი დავით ცარელაშვილი. \nდრო: 3 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mtseral-mikheil-iohanis-shekhvedra-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55266.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191205T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191205T100000
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191113T115756Z
LAST-MODIFIED:20241122T110926Z
UID:10000986-1575540000-1575540000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იბოგაინის ევროპული ფორუმი
DESCRIPTION:5\, 6\, 7 დეკემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება  იბოგაინის ევროპული ფორუმი. ფორუმზე თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი  მკვლევრები და მეცნიერები\, რომლებიც იკვლევენ იბოგაინის თერაპიულ ეფექტებს სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იბოგაინი ბუნებრივი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა\, რომელიც იბოგას ოჯახის (Tabernanthe iboga) მცენარეებში გვხვდება და პოზიტიურ სამკურნალო ეფექტს გვაძლევს ადიქციების\, ბიპოლარული აშლილობის\, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში.ფორუმის მიზანია\, სამეცნიერო და სტუდენტურ წრეებში იბოგაინისაგან მიღებულ მედიკამენტებსა და თერაპიულ მიდგომებზე სადისკუსიო სივრცის შექმნა და ამ მიმართულებით შემდგომი კვლევების განვითარების ხელშეწყობა.  ფორუმი იქნება საინტერესო და დამატებითი აქტივობა  პროფესიული ინტერესისა და კვლევითი თვალსაწიერის გაფართოებისათვის. \nფორუმი ტარდება დავით სუბელიანის\, საქართველოს ფსიქოდელიური საზოგადოების\, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და Ibogaine for the World -ის ორგანიზებით. \nდრო: 5\, 6\, 7 დეკემბერი\, 10:00 საათი. \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nსამუშაო ენა არის ინგლისური/ქართული. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. \nდასწრება თავისუფალია! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ibogainis-evropuli-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55162.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191205T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191205T110000
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191204T084459Z
LAST-MODIFIED:20240201T120028Z
UID:10000985-1575543600-1575543600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნათან კარპენტერის საჯარო ლექცია: „სოციალური მედია და ციფრული ინოვაციები“
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი ნათან კარპენტერი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სოციალური მედია და ციფრული ინოვაციები“. \nმომხსენებლის შესახებ  \nნათან კარპენტერი ილინოისის უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის კონვერგენტული მედიის ცენტრის დირექტორია. იგი სოციალური მედიაანალიტიკის მართვის ცენტრის (SMACC) ძირითადი შემქმნელი და კოორდინატორია. მართავს სასწავლო სივრცეებსა და ლაბორატორიებს\, ასწავლის კომუნიკაციისა და ტექონოლოგიების კურსებს. დოქტორი კარპენტერი ყოველ სემესტრში აფინანსებს საბაკალავრო და სამაგისტრო/სადოქტორო საფეხურის რამდენიმე სტუდენტს და ამზადებს მათ სოციალური მედიის ანალიტიკის მეთოდებში\, რითაც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობასა და პრაქტიკულ სწავლებას საზოგადოებრივი საქმიანობის ელემენტების გამოყენებით. \n2017 წელს დოქტორმა კარპენტერმა მოიპოვა სადოქტორო ხარისხი რიტორიკაში\, თეორიასა და კულტურაში მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში; მისი კვლევითი სფეროებია: ტექნოლოგიების ფილოსოფია\, სოციალური მედია და საზოგადოება და კულტურის კვლევები. თანაავტორია რამდენიმე სტატიისა\, რომლებიც სოციალური მედიის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და სოციალური მედიის პოლიტიკის სფეროში გამოყენებას ეხება. Მისი სტატიები დაბეჭდილია ჟურნალებში – Cultural Studies და Equality\, Diversity & Inclusion. დოქტორი კარპენტერი ხშირად მონაწილეობს ეროვნულ და რეგიონულ კონფერენციებში და წარადგენს მოხსენებებს კომუნიკაციების შესახებ. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 5 დეკემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nathan-karpenteris-sajaro-leqtsia-sotsialuri-media-da-tsiphruli-inovatsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55400.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191205T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191205T120000
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191203T082647Z
LAST-MODIFIED:20240201T120027Z
UID:10000984-1575547200-1575547200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ვინ იმარჯვებს დებატებში?“
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში ილიაუნის დებატების კლუბის ინიციატივით გაიმართება თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ვინ იმარჯვებს დებატებში?“. \nფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის  ხელმძღვანელია. იგი არის განათლების საკითხების მკვლევარი\, დებატების საერთაშორისო ტრენერი\, სახელმძღვანელოების თანაავტორი. აქვს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის 23-წლიანი გამოცდილება. მუშაობდა ზაარლანდის სკოლის ფსიქოლოგიურ სამსახურში\, ლაიფციგისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებში შესრულებული აქვს სადოქტორო სამუშაოები „დებატების” პროგრამების გავლენებზე ფსიქოლოგიური კუთხით. \nდრო: 5 დეკემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsertsvadzis-sajaro-leqtsia-themaze-vin-imarjvebs-debatebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55381.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191205T141500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191205T141500
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191205T101539Z
LAST-MODIFIED:20240201T120025Z
UID:10000983-1575555300-1575555300@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი სკოლების გამოფენაზე
DESCRIPTION:6-7 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება სკოლების გამოფენაზე ექსპო ჯორჯიაში. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\, ჩაერთონ ილიაუნის სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებში და საინტერესო და სახალისო ფორმით გაეცნონ მეცნიერებას\, მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები\, აქტიური მონაწილეები კი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. \nსტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში შემდეგი მიმართულებებით: \nგეოლოგია \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემენ 3D გამოსახულებითა და VR ტექნოლოგიებით დააკვირდნენ მსოფლიოს დიდ მიწისძვრებს; საქართველოს მიწისძვრებსა და საქართველოში დედამიწის ქერქის სიჩქარული ველის რუკას; წყალმოვარდნის მოდელირებას თბილისის სხვადასხვა უბნისთვის; რეალურ მაგალითზე გაეცნონ სეისმური და გეოფიზიკური აპარატურის მუშაობის პრინციპებს. \nინსტიტუტს წარმოდგენილი ექნება დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სხვადასხვა კვლევის შედეგები. 3D ტექნოლოგიების გამოყენებით დამთვალიერებელი ნახავს რეგიონისა და მსოფლიო მიწისძვრების განაწილებას დედამიწის სიღრმეში. ასევე ილიაუნის გეოდეზიური ქსელის კვლევის შედეგებს – საქართველოში დედამიწის ქერქის გადაადგილების სიჩქარეს. სტუმრები გაეცნობიან სეისმური და გეოდეზიური აპარატურის მუშაობის პრინციპებს და თავადვე ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში. \nწარმოდგენილი იქნება გეოლოგიური ნიმუშები და მიკროსკოპი\, რომლის საშუალებითაც გაეცნობიან\, როგორია მინერალი ბუნებაში და მისი რეალური შინაგანი სტრუქტურა მიკროსკოპში. \nსპეციალური ვიდეორგოლის საშუალებით ნახავენ წყალმოვარდნის მოდელირებას და დატბორვის არეალის განსაზღვრას თბილისის მაგალითზე. \nარქეოლოგია \nილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები და სტუდენტები მონაწილეებს ჩართავენ არქეოლოგიური გათხრების იმიტაციაში. \nგამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\, თავად იმუშაონ\, როგორც არქეოლოგებმა\, და დაამუშაონ „აღმოჩენილი“ ნივთები. ასევე მოეწყობა სხვადასხვა თამაში ნივთების აღმოჩენაზე. \nკომპიუტერული ინჟინერია \nილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის პროფესორები და სტუდენტები გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ\, ეთამაშონ მინიბოტს\, რომელსაც ესმის ფერების ენა; დააპროგრამონ ვარსკვლავური ომების დროიდი; გაერკვნენ მიკროკონტროლერის მუშაობაში და შექმნან ფსევდოთერემინი; დაახატინონ სათამაშო ბოტი; ერთმანეთს შეაჯიბრონ სენსორებიანი მანქანები. \nილიაუნის პლანეტარიუმი  \nპლანეტარიუმში მოისმენთ ვიდეოლექციას – მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი სამყაროს შესახებ. \nგაეცნობით \n\nმზის სისტემის ობიექტების ბუნებას: პლანეტებს\, ასტეროიდებს\, კომეტებსა და მზეს;\nდიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებასა და ევოლუციის გზას\, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობას; გაიგებთ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ;\nგალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას;\nპლანეტარიუმში გაიგებთ მეტს სამყაროს წარმოშობის შესახებაც.\n\nილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი \nილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კლუბში გაერთიანებული სკოლები დამთვალიერებლებს შესთავაზებენ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებს წყლის სისუფთავეზე\, ფიზიკის კანონზომიერებებზე\, სინათლის გარდატეხასა და სპექტრის დაშლაზე\, ფოტოსინთეზისა და გლობალური დათბობის პროცესში მის გავლენაზე\, ასევე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით სხვადასხვა სახალისო და სანახაობრივად მიმზიდველ ექსპერიმენტს. სტუმრები შეძლებენ გაეცნონ ბუნების საოცარ სამყაროს და თავად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო აქტივობასა თუ ექსპერიმენტში. \nილიაუნის სტენდი \nილიაუნის სტენდზე საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ\, მონაწილეობა მიიღონ სახალისო ქიმიური ცდების მომზადებაში და ექსპერიმენტების მონაწილეებს დააჯილდოებენ დამწყები ბიოქიმიკოსის სერტიფიკატით. \nFAB LAB ILIAUNI-ის წარმომადგენლები გამოფენის მონაწილეებს დაეხმარებიან\, 3D პრინტერზე დაბეჭდონ სხვადასხვა ნივთი და 3D სკანერზე ობიექტები დაასკანერონ. სტენდზე წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ფაბლაბში დამზადებული სხვადასხვა ნიმუშიც. \nილიაუნის GAME LAB-ისა და VR LAB-ის წარმომადგენლები კი სტუმრებს უახლესი ოკულუსებით დაათვალიერებინებენ ვირტუალური რეალობის აპლიკაციებს. \nზემოჩამოთვლილ ღონისძიებათა აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ ილიაუნის ფაბლაბში დამზადებული სამახსოვრო საჩუქრები. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-skolebis-gamophenaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55412.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191205T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191205T163000
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191204T084938Z
LAST-MODIFIED:20240201T120021Z
UID:10000982-1575563400-1575563400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნათან კარპენტერის საჯარო ლექცია „სტრატეგიული კომუნიკაცია სოციალურ მედიაში“
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი ნათან კარპენტერი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სტრატეგიული კომუნიკაცია სოციალურ მედიაში“. \nმომხსენებლის შესახებ  \nნათან კარპენტერი ილინოისის უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის კონვერგენტული მედიის ცენტრის დირექტორია. იგი სოციალური მედიაანალიტიკის მართვის ცენტრის (SMACC) ძირითადი შემქმნელი და კოორდინატორია. მართავს სასწავლო სივრცეებსა და ლაბორატორიებს\, ასწავლის კომუნიკაციისა და ტექონოლოგიების კურსებს. დოქტორი კარპენტერი ყოველ სემესტრში აფინანსებს საბაკალავრო და სამაგისტრო/სადოქტორო საფეხურის რამდენიმე სტუდენტს და ამზადებს მათ სოციალური მედიის ანალიტიკის მეთოდებში\, რითაც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობასა და პრაქტიკულ სწავლებას საზოგადოებრივი საქმიანობის ელემენტების გამოყენებით. \n2017 წელს დოქტორმა კარპენტერმა მოიპოვა სადოქტორო ხარისხი რიტორიკაში\, თეორიასა და კულტურაში მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში; მისი კვლევითი სფეროებია: ტექნოლოგიების ფილოსოფია\, სოციალური მედია და საზოგადოება და კულტურის კვლევები. თანაავტორია რამდენიმე სტატიისა\, რომლებიც სოციალური მედიის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და სოციალური მედიის პოლიტიკის სფეროში გამოყენებას ეხება. Მისი სტატიები დაბეჭდილია ჟურნალებში – Cultural Studies და Equality\, Diversity & Inclusion. დოქტორი კარპენტერი ხშირად მონაწილეობს ეროვნულ და რეგიონულ კონფერენციებში და წარადგენს მოხსენებებს კომუნიკაციების შესახებ. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \n დრო: 5 დეკემბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nathan-karpenteris-sajaro-leqtsia-strategiuli-komunikatsia-sotsialur-mediashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55401.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191205T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191205T170000
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191118T083011Z
LAST-MODIFIED:20240201T120018Z
UID:10000981-1575565200-1575565200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:როგორ მოვამზადოთ სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებისთვის
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გიწვევთ შეხვედრაზე „როგორ მოვამზადოთ სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებისთვის“ (Preparing an article for publication in an international journal). \nშეხვედრას გაუძღვება კომპანია Clarivate Analytics-ის (ყოფილი Thomson Reuters) წარმომადგენელი. ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე\, როგორებიცაა: მაღალი იმპაქ-ფაქტორიანი ჟურნალის სწორად შერჩევა\, სტატიის სტრუქტურა და ენობრივი მახასიათებლები. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ვაკის პარკის პირდაპირ)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rogor-movamzadoth-statia-saerthashoriso-zhurnalshi-gamoqveqhnebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55187.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191205T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191205T183000
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191205T143008Z
LAST-MODIFIED:20240201T120011Z
UID:10000979-1575570600-1575570600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის
DESCRIPTION:2020 წლის თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს სასწავლო კურსებს საკვირაო სკოლის ფორმატით. \nპროექტის მიზანი \nპიზას (PISA) კვლევის წლევანდელმა შედეგებმა ყველას კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვაჩვენა\, რაც ბევრმა ისედაც იცოდა – ქვეყანა ახალგაზრდებს ვერ აძლევს დროის შესაფერის განათლებას. \nჩვენი სკოლის მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრებაში\, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა სფეროებში. \nილიაუნის სურს\, საკვირაო სკოლით თავისი წვლილი შეიტანოს ამ მდგომარეობის გამოსწორებაში. შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება\, ცოდნის შეძენა და გაღრმავება ადამიანის\, საზოგადოებისა და ბუნების შესახებ – ამ მიზნებს ისახავს ჩვენი საკვირაო სკოლა. \nსკოლა იქმნება იმ ახალგაზრდების ხელშესაწყობად\, რომელთაც თვითგანვითარების სურვილი აქვთ. \nკურსების ფორმატი და ხანგრძლივობა \nსაპილოტე კურსები ორთვიანია და მოიცავს რვა 2-საათიან გაკვეთილს შემდეგ დისციპლინებში: \n\nქართული ლიტერატურა\nმსოფლიო ლიტერატურა\nმათემატიკა\nფიზიკა\nბიოლოგია\nეკოლოგია\nსამოქალაქო განათლება\n\n\nშენიშვნა: მოსწვალეს შეუძლია მხოლოდ 1 სასწავლო კურსის არჩევა. \nეტაპობრივად კურსების ჩამონათვალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. \n\nვისთვის არის განკუთვნილი საკვირაო სკოლა? \nსკოლა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების 14-17 წლის მოსწავლეებისთვის\, რომლებიც დაგვისაბუთებენ საკუთარ მოტივაციას – რატომ სურთ პროექტში მონაწილეობა – და 2020 წლის 10 იანვრამდე შეავსებენ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას. \nგარკვეულ შემთხვევებში შესარჩევად შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი ტური. \nროგორ გავხდე საკვირაო სკოლის მოსწავლე? \nსაკვირაო სკოლაში რომ ჩაერთო\, საჭიროა აპლიკაციის ელექტრონული ფორმის შევსება არაუგვიანეს 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით. \nაპლიკაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.do/fjGvo \nსაფასური და გადახდა \nკურსის გადასახადი სიმბოლურია – შეადგენს 50 ლარს\, რომელსაც მონაწილე უნივერსიტეტთან სასწავლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაიხდის. \nიმ შემთხვევაში\, თუ ახალგაზრდა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა\, შესაძლებელია ამ გადასახადის მოხსნაც. \nდამატებითი ინფორმაციისთვის \n✉ pr@iliauni.edu.ge \n☏ (+995 32) 222 00 09 (352) \n2019 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sakvirao-skola-mostsavleebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55417.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191205T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191205T193000
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191202T063131Z
LAST-MODIFIED:20240201T120006Z
UID:10000978-1575574200-1575574200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თურქულ-ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი
DESCRIPTION:5 დეკემბერს\,19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება თურქულ-ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ დოქტ. ერდემ ოზდემირი (ბაღლამა\, ბარბითი\, ვოკალი)\, სამეთ საილა (ქაბაქ ქემანე)\, თუგაი ბუთუნი (სალამური\, ბაღლამა\, რიტმი)\, ასევე ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი და მეჩონგურე უჩა პატარიძე. \n\n\n\nკონცერტზე შესრულებულ თურქული ხალხური და კლასიკური მუსიკის ნიმუშებს დაერთვება შესაბამისი კომენტარები.\n\n\nდრო: 5 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thurqul-qarthuli-traditsiuli-musikis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55361.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191206T125100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191206T125100
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191206T085121Z
LAST-MODIFIED:20240201T115959Z
UID:10000977-1575636660-1575636660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Nova Idea 2019 - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ასამაღლებელი მობილური პავილიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:„ნაბიჯი შენკენ“ სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსის “Nova Idea 2019” ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტი ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების – ელენე ქორიძისა და თამთა ჭელიძის ინიციატივაა. \n2019 წლის 6 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში ორგანიზაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ პროექტის „ნაბიჯი შენკენ“ ფარგლებში შექმნილი მობილური პავილიონის პრეზენტაციას გამართავს. პროექტი ხორციელდება ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“\, ევროკავშირისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. \nპროექტი მიზნად ისახავს გავრცელებული ფსიქიკური აშლილობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მის ფარგლებში აშენდა მობილური პავილიონი\, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალა\, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას მნახველს კიდევ უფრო საინტერესო ფორმატში აწვდის. ეს არის თავისუფალი სივრცე\, პლატფორმა\, სადაც ადამიანები ღიად შეძლებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მათთვის აქტუალურ საკითხებზე საუბარს. პავილიონს არ აქვს კარი. მნახველი შიგ შესვლას მხოლოდ ალტერნატიული გზის მოძებნით შეძლებს. \nპროექტი აქცენტს აკეთებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სამ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე\, ესენია: დეპრესია\, შფოთვითი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ცნობილია\, რომ ყოველი მე-6 ადამიანი ამ აშლილობებიდან ერთ-ერთის ტვირთს ატარებს ცხოვრების განმავლობაში. სამიზნე აუდიტორი შედგება ახალგაზრდებისგან\, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისგან. მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწორედ მოზარდობის პერიოდია\, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შესაძლოა თავი იჩინოს. ინფორმაციის გაცნობა იმის შესახებ\, როგორ ამოვიცნოთ კონკრეტული მდგომარეობა\, თვითდახმარების რა სტრატეგიები არსებობს ან რომელ პროფესიულ სერვისს შეგვიძლია მივმართოთ\, პრევენციული საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გაღრმავების რისკს. \nმობილური პავილიონი ყოველთვიურად შეიცვლის ადგილმდებარეობას\, გადაინაცვლებს იქ\, სადაც ახალგაზრდები იყრიან თავს – სკოლებთან\, უნივერსიტეტებთან\, რეკრეაციულ ზონებში და ა. შ. სხვადასხვა დაწესებულებასთან თანამშრომლობით გაიმართება საჯარო დისკუსიები „Pavilion Talks” ახალგაზრდების მონაწილეობთ ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე. \nმობილური პავილიონის პრეზენტაცია გაიმართა 10 ოქტომბერს\, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს\, „ფაბრიკაში“\, შემდეგ განთავსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში. ხოლო ახლა მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში. \n**** \n„ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ 2019 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები – თამთა ჭელიძე და ელენე ქორიძე\, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ეკა დვალიშვილი. სტუდენტების ინიციატივაა საზოგადოებაში ცნობიერებისა და სენსიტიურობის გაზრდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სტიგმის დაძლევა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nova-idea-2019-phsiqikuri-janmrthelobis-tsnobierebis-asamaghlebeli-mobiluri-pavilioni-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55420.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191206T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191206T190000
DTSTAMP:20260503T195331
CREATED:20191128T120215Z
LAST-MODIFIED:20240201T115957Z
UID:10000976-1575658800-1575658800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:''Cadillac Dreams''- კინოჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:„ოცნებები კადილაკზე”/Cadillac Dreams ახალგაზრდა რეჟისორის\, ელენე მიქაბერიძის ფილმია ოცნებებსა და თავისუფლებაზე. ფილმი მოგვითხრობს 15 წლის მოზარდის ცხოვრებაზე. ის ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და ყველაფერზე მეტად ენგურს გადაღმა\, საზაფხულო ბანაკში წასვლა სურს. ეს არის კამერის ობიექტივით დანახული ამბავი საოკუპაციო ხაზით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე\, სადაც ადამიანის უფლებები მყიფე მოცემულობაა\, ოცნებები კადილაკზე კი – ძალიან შორეული. \nფილმი გადაღებულია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის პროექტისთვის No Future Land ბაქოში ნორვეგიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. \nმომხსენებელი: ანა წურწუმია\, პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტების მკვლევარი\nლევან ასათიანი\, Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში \nმოდერატორი: თამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი \nდრო: 6 დეკემბერი\,19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/cadillac-dreams-kinochveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55370.png
END:VEVENT
END:VCALENDAR