BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190708T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190708T093000
DTSTAMP:20260503T165656
CREATED:20190618T085041Z
LAST-MODIFIED:20240201T120541Z
UID:10001078-1562578200-1562578200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგკურსი EDUCATE THE EDUCATORS
DESCRIPTION:მოკლე აღწერა: \nტრენინგკურსი Educate the Educators განკუთვნილია სხვადასხვა დისციპლინის აკადემიური პერსონალისთვის\, რათა მათ შეძლონ სამეწარმეო სწავლების სასწავლო კურიკულუმებში დანერგვა. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ\, გაიზიარონ ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკა და მიიღონ პრაქტიკული რჩევები. \nმოდულის „მოსაზრებები სამეწარმეო განათლებაზე“ ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ\, წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები\, როგორ გეგმავენ სამეწარმეო განათლების პრინციპების სასწავლო გეგმაში ასახვას და რა წინააღმდეგობებისა თუ გამოწვევვების წინაშე დგანან. \nტრენინგზე მონაწილეები მენტორისგან მიიღებენ რჩევებსა და შესაბამის მითითებებს\, რომლებიც მათ გაუადვილებს სასწავლო მეთოდოლოგიაში ცვლილებების ასახვას. \nტრენინგი ინტერაქციული ხასიათისაა და დატვირთულია სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობით\, რაც ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება\, განივითარონ სამეწარმეო სწავლებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები. \nტრენინგს გაუძღვება ბრისტოლის უნივერსიტეტის უფროსი კონკულტანტი მეწარმეობის დარგში მაირი ტრელფოლი. \nდრო: 8 ივლისი\, 09:30-17:00 \nსამიზნე აუდიტორია: \nუნივერსიტეტის სხვადასხვა სფეროს დისციპლინების სასწავლო პერსონალი\, რომელსაც სურს სამეწარმეო განათლების სასწავლო კურიკულუმებში დანერგვა-ასახვა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://forms.gle/sT7KKQT4KqDpyjj69 \nრეგისტრაციის ვადა: 4 ივლისი\, 17:00 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningkursi-educate-the-educators-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52737.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190709T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190709T170000
DTSTAMP:20260503T165656
CREATED:20190705T062401Z
LAST-MODIFIED:20240201T120540Z
UID:10001076-1562691600-1562691600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „თეირანის ქრისტიანულ სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სექტორი“ საბოლოო შედეგებისა და წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:9 ივლისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორიაში გაიმართება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თეირანის ქრისტიანულ სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სექტორი (ისტორიულ-კულტურული კვლევა\, არსებული საფრთხეებისა და მათი გადაწყვეტის გზების დასახვა)“ საბოლოო შედეგებისა და პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია\, ასევე დულაბის სასაფლაოს ქართული სექტორისა და მინადორა ხოშტარიას აკლდამის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოგამოფენა. \nპროექტის უპირველესი ამოცანა იყო დულაბის სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სეგმენტის გადარჩენა და ამ მიზნით თანამშრომლობა როგორც ირანულ სამეცნიერო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან\, ასევე დულაბის სასაფლაოთა კომპლექსის შენარჩუნება-რეაბილიტაციაზე მომუშავე ყველა სხვა სახელმწიფოს შესაბამის ორგანიზაციებსა და სამეცნიერო ცენტრებთან\, რაც წარმატებით განხორციელდა.\nირანში განხორციელებული მივლინებების დროს დადგინდა სასაფლაოს დღევანდელი ვითარება\, შეიქმნა მონაცემთა ბაზა\, აიზომა ქართული ეკლესიის ფორმის მქონე მინადორა ხოშტარიას აკლდამა და ყველა ქართული საფლავი\, შეგროვდა და სარესტავრაციოდ შეინახა აკლდამისა და საფლავების ყველა დაზიანებული ნაწილი\, მოხდა როგორც სასაფლაოს\, ისე ყველა არტეფაქტის ფოტოფიქსაცია. \nპროეტის მონაწილეთა ძალისხმევით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ირანულ მხარესთან შეთანხმებით მუშაობა დაიწყო მინადორა ხოშტარიას აკლდამის რესტავრაცია-გამაგრების პროექტზე.\nპროექტის განხორციელებით დაისახა დულაბის ქართული საფლავების შენახვა-დაცვის გზები; ირანული წყაროებისა და საქართველოში დაცული საარქივო მასალების გამოყენებით დაზუსტდა დასაფლავებულ პირთა ვინაობა და ირანში მათი საქმიანობის სფერო\, რითაც შეივსო ცნობები ირანში ბოლო ორი საუკუნის მანძილზე არსებული ქართული ემიგრაციის შესახებ. \nპროექტის შედეგები აისახა სამეცნიერო კრებულში. \n\nდრო: 9 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: S201 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-theiranis-qristianul-sasaphlaotha-kompleqsis-qarthuli-seqtori-saboloo-shedegebisa-da-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/53173.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190712T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190712T140000
DTSTAMP:20260503T165656
CREATED:20190711T103149Z
LAST-MODIFIED:20240201T120942Z
UID:10001181-1562940000-1562940000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „საქართველოს ტურისტული ინდუსტრია და ტურისტული რესურები“
DESCRIPTION:12 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელის\, გიორგი ქემერტელიძის საჯარო ლექციაზე: „საქართველოს ტურისტული ინდუსტრია და ტურისტული რესურები“. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 12 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/JY4vSuyijhtu6bbS7 \n*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nშეგახსენებთ\, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას\, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \nსტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 13:50 საათი \nდრო: 12 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-saqarthvelos-turistuli-industria-da-turistuli-resurebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/53239.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190712T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190712T183000
DTSTAMP:20260503T165656
CREATED:20190709T070023Z
LAST-MODIFIED:20240201T120939Z
UID:10001176-1562956200-1562956200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური მუსიკის სტუდენტური გუნდის საანგარიშო კონცერტი
DESCRIPTION:12 ივლისს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება 2019 წლის ახალგაზრდული საგუნდო მუსიკის კონკურსის ოქროსა და ვერცხლის მედლების ლაურეატის\, ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის მე-15 სემესტრული საანგარიშო კონცერტი. შესრულდება ხალხური სიმღერები\, საგალობელი\, უცხოური ეთნომუსიკის ნიმუში\, საკრავიერი მუსიკა.\nგუნდის ხელმძღვანელი – ილიაუნის ასოცირებული პროფესორი\, ეთნომუსიკოლოგი თამაზ გაბისონია \nდრო: 12 ივლისი\, 18:30 საათი\nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-musikis-studenturi-gundis-saangarisho-kontserti-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/53194.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190713T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190713T110000
DTSTAMP:20260503T165656
CREATED:20190712T065340Z
LAST-MODIFIED:20240201T120936Z
UID:10001175-1563015600-1563015600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:13 ივლისს\, შაბათს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია. სტუდენტთა კონფერენცია\, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა\, გარკვეულწილად ყოველწლიური ანგარიშია სასწავლო წლის დასასრულს. \nამავე პროექტის ფარგლებში კონფერენციის მეორე დღეს\, 14 ივლისს\, მონაწილეები გაემგზავრებიან სამხრეთ საქართველოში მარშრუტით: თბილისი-ბორჯომი-ახალციხე. \nდრო: 13 ივლისი\, 11:00 საათი\nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \nკონფერენციის პროგრამა იხ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenttha-qhoveltsliuri-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/53247.png
END:VEVENT
END:VCALENDAR