BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190401T143200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190401T143200
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190401T103215Z
LAST-MODIFIED:20240201T122151Z
UID:10001419-1554129120-1554129120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იულიხის კვლევითი ცენტრის სალექციო კურსი - QUALI-START-UP (2)
DESCRIPTION:2019 წლის 8-15 სექტემბერს საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიაში გამართავს საშემოდგომო ლექციების კურსს სახელწოდებით: QUALI-Start-Up (2). \nსალექციო კურსები პროექტის „შემოდგომის ლექციები თბილისში“ (2013\, 2015) გაგრძელებაა. ლექციების თემატიკა მოიცავს \n\nექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა\, ნანოტექნოლოგიები\, სამედიცინო ფიზიკა)\nქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი)\nსიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის\, მათემატიკის\, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს.\n\nპროექტში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებს კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებიდან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\, აგრარული უნივერსიტეტი). \nკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: \n\nრეზიუმე;\nსამოტივაციო წერილი;\nსარეკომენდაციო წერილი პროფესორისგან/მასწავლებლისგან/სამეცნიერო ხელმძღვანელისგან.\n\nინგლისური ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა. \nსაბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 აპრილი. \nსრულყოფილი აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: foreign-relations@iliauni.edu.ge\n\nმონაწილეები შეირჩევიან ორ ეტაპად. საბუთების განხილვის შემდეგ შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან ქართული უნივერსიტეტებისა და იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან. Ⴑაბოლოო შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ გასაუბრებიდან მალევე. \nპირველადი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე. \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურს:\n✉ foreign-relations@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iulikhis-kvlevithi-tsentris-saleqtsio-kursi-quali-start-up-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51200.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190401T153200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190401T153200
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190401T113257Z
LAST-MODIFIED:20240201T122147Z
UID:10001417-1554132720-1554132720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კერძო სამართლის ყოველწლიური უნივერსიტეტთაშორისი მესამე კონფერენცია: „სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს განცხადებების მიღებას ყოველწლიურ უნივერსიტეტთაშორის მესამე სტუდენტურ კონფერენციაში „სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები“ მონაწილეობისთვის. \nკონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. \nკონფერენციაზე გამოვლენილი სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ტაბლეტი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 50-ლარიანი ვაუჩერი; მეორე ადგილზე გასულს – ქინდლი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 50-ლარიანი ვაუჩერი; მესამე ადგილზე გასულს კი – ქინდლი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 30-ლარიანი ვაუჩერი. კონფერენციის ყოველს მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა შეფასდება 2 %-ით. \nკონკურსის (კერძო სამართლის მესამე სტუდენტური კონფერენცია) აღწერილობა \nსახელწოდება: \nკერძო სამართლის ყოველწლიური უნივერსიტეტთაშორისი მესამე კონფერენცია: „სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები“. \nმიზანი: \nკონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ბაკალავრიატის სტუდენტების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას\, სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციასა და კვლევითი უნარების განვითარებას. \nფორმა: \nკონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლების ბაკალავრიატის საფეხურების სტუდენტებს. \nეტაპები: \nკონკურსი შედგება ხუთი ეტაპისგან. \nპირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის მსურველები აგზავნიან რეზიუმეს (რომელშიც უთითებენ რეკომენდატორის გვარ-სახელსაც)\, საკონფერენციო საკვლევი თემის მოკლე აღწერილობას (აღწერილობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს). კონკურსში მონაწილეობის მსურველები საკუთარი გადაწყვეტილებითა და ხელმძღვანელის ჩართულობით არჩევენ საკონფერენციო საკვლევ თემას. თემის შერჩევაში კონკურსის კომისია არ მონაწილეობს. \nგამოგზავნილი დოკუმენტების განხილვის შედეგად კონკურსის მიმდინარეობისას შექმნილი კომისია შეარჩევს მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება\, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კონფერენციაში მონაწილე კანდიდატები. \nშერჩეულ კანდიდატებს კონფერენციის ორგანიზატორები ჩაუტარებენ ტრენინგს საკონფერენციო თემის წერისა და კვლევის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით (მესამე ეტაპი). \nტრენინგის შემდეგ კონკურსის კანდიდატებს ექნებათ 1-თვიანი ვადა საკონფერენციო თემის დაწერისთვის (მეოთხე ეტაპი).\nკონკურსის დასკვნით ეტაპზე გაიმართება კონფერენცია\, რომელზეც კონკურსის მონაწილეები წარადგენენ (პრეზენტაცია და კითხვა/პასუხი) საკუთარ ნაშრომებს/კვლევებს კონფერენციაში მონაწილე პირებისა და კომისიის წინაშე. \nკონკურსის კომისია დაკომპლექტებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და მოწვეული პერსონალის წარმომადგენლებით. \nშედეგი და დაჯილდოება: \nკონფერენციის შედეგად კომისია გამოავლენს 3 საუკეთესო კვლევით ნაშრომს\, რომელთა შესახებაც ინფორმაცია განთავსდება ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ვებგვერდზე. ამავდროულად\, პირველ\, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ტაბლეტი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 50-ლარიანი ვაუჩერი; მეორე ადგილზე გასულს – ქინდლი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 50-ლარიანი ვაუჩერი; მესამე ადგილზე გასულს – ქინდლი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 30-ლარიანი ვაუჩერი. \nკონფერენციის ყოველ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. \nსაკონტაქტო ინფორმაცია:\nდაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე\, საკვლევი თემის მოკლე აღწერილობა (აღწერილობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს) უნდა გააგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: 3rdconference@iliauni.edu.ge. გთხოვთ\, წერილის სათაურში მიუთითოთ „კერძო სამართლის მესამე კონფერენცია“. \nდოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა: 30 აპრილი\, 2019 წ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kerdzo-samarthlis-qhoveltsliuri-universitetthashorisi-mesame-konpherentsia-samoqalaqo-da-sametsarmeo-samarthlis-aqtualuri-da-problemuri-sakithkhebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51202.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190401T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190401T183000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190329T065842Z
LAST-MODIFIED:20240201T122153Z
UID:10001422-1554143400-1554143400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თამარ ლომიძის საჯარო ლექცია „ნეოპლატონიზმი და ქართული სახოტბო პოეზია“
DESCRIPTION:პირველ აპრილს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. დოქტორი თამარ ლომიძე წაიკითხავს მოხსენებას: „ნეოპლატონიზმი და ქართული სახოტბო პოეზია“. \nმომხსენებელი პირველად განიხილავს ისეთ პრობლემას\, როგორიცაა ნეოპლატონიზმის ფილოსოფიის ზეგავლენა XII საუკუნის ქართულ ლიტერატურულ ძეგლზე – ჩახრუხაძის სახოტბო პოემა „თამარიანზე“. მომხსენებელი გააანალიზებს „თამარიანის“ ფორმას\, რომელიც (ისევე\, როგორც\, საზოგადოდ\, ყოველგვარი ლექსითი ტექსტების ფორმა) წაკითხვადია და ძალზე ინფორმაციულიც. სწორედ „თამარიანის“ ბგერითი ორგანიზაციის ანალიზი იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებას\, რომ პოემის სტრუქტურასა და მის სპეციფიკურ ფორმალურ ნიშან-თვისებებში ნამდვილად შეინიშნება ნეოპლატონიზმის ფილოსოფიის ზეგავლენა. ლექციაზე ასევე განხილული იქნება ნეოპლატონური ფილოსოფიის განვითარების ძირითადი ტენდენციები და ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსთა ენა და სტილი\, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ენათესავება ჩახრუხაძის პოემის ენასა და სტილს. „თამარიანის“ კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები განამტკიცებს ქართულ მეცნიერებაში გამოთქმულ შეხედულებას მე-12 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე\, მათ შორის „ვეფხისტყაოსანზე“\, ნეოპლატონიზმის ფილოსოფიის ზეგავლენის შესახებ. \nდრო: 1-ლი აპრილი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thamar-lomidzis-sajaro-leqtsia-neoplatonizmi-da-qarthuli-sakhotbo-poezia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51108.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190402T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190402T190000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190401T090727Z
LAST-MODIFIED:20240201T122152Z
UID:10001420-1554231600-1554231600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:2 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საქართველოში პირველი თანამედროვე საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრი\, რომელიც დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველ და უცხოელ მკვლევართა ხელმძღვანელობით იმუშავებს მონაცემთა ანალიზის\, დიდი მონაცემების დამუშავების ხელსაწყოების გამოყენების\, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის მიმართულებით. \nთანამედროვე სამყაროში საკვანძო მნიშვნელობა აქვს მონაცემებიდან ინფორმაციის მიღებისა და მის საფუძველზე ცალკეული პროცესისა თუ მოვლენის შესახებ ახალი ცოდნის შექმნას\, რაც საუნივერსიტეტო განათლების აუცილებელი კომპონენტია. \nცენტრის უპირველესი დანიშულებაა მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით სტუდენტთა მომზადება\, ასევე კვლევითი პროექტების განხორციელება\, რაც ილიაუნის მკვლევრებს საშუალებას მისცემს ცენტრალიზებული მართვისა და დაშვების სისტემის საშუალებით გამოიყენონ მისი\, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის\, ასევე გამოთვლითი და მონაცემთა სანახის რესურსები.\nპრეზენტაციაზე საუბარი შეეხება ინფორმაციულ საზოგადოებაში ციფრულ ტრანსფორმაციას\, განხილული იქნება\, როგორ შეიძლება თანამედროვე უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სხვადასხვა ინდუსტრიულ თუ ბიზნესსფეროს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. \nცენტრში დაგეგმილ სასწავლო და კვლევით საქმიანობას წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი\, პროფესორი ერეკლე მაღრაძე. \nმოხსენებებით გამოვლენ: \n\nერეკლე მაღრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი;\nნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით;\nვინჩენცო ლაგანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოინფორმატიკის მიმართულებით;\nსანდრო ასათიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;\n\n\nმაია თოდუა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის ფიზიკის მიმართულებით.\n\nდრო: 2 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-gamothvlithi-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51261.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190402T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190402T190000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190401T122015Z
LAST-MODIFIED:20240201T122148Z
UID:10001418-1554231600-1554231600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „მე-20 საუკუნის ქართული არალეგალური გამოცემები და ქართული ლიტერატურა“
DESCRIPTION:2 აპრილს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მე-20 საუკუნის ქართული არალეგალური გამოცემები და ქართული ლიტერატურა“. \n  \nდრო: 2 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-me-20-saukunis-qarthuli-aralegaluri-gamotsemebi-da-qarthuli-literatura/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51203.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190403T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190403T170000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190329T114009Z
LAST-MODIFIED:20240201T122143Z
UID:10001416-1554310800-1554310800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „საქართველო სიძულვილის გარეშე“
DESCRIPTION:ბოლო რამდენიმე წელია\, საქართველოში განსაკუთრებით მომძლავრდა ნაციონალისტური განწყობები\, შეიქმნა ფაშისტური\, ნეონაცისტური\, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები. ისინი აგრესიულად არიან განწყობილნი საზოგადოების ყველა განსხვავებული ჯგუფის მიმართ. ღიად ესხმიან თავს უცხოელებს\, ლგბტქი თემის წარმომადგენლებს\, ქალთა მოძრაობებს. \nეს კარგად ორკესტრირებული თავდასხმები მხოლოდ სიძულვილის ენით არ შემოიფარგლება\, სოციალური ქსელებიდან ამ ადამიანებმა გადაინაცვლეს ქუჩებში\, სადაც აგრძელებენ აგრესიულ ქცევას.\nროგორია ქართული ფაშიზმის „ანატომია“\, ვინ და როგორ ხვდება ამ ჯგუფებში\, რა ამოძრავებთ ახალგაზრდებს\, როცა სიძულვილის ჯგუფებს უერთდებიან\, რა სიმბოლიკასა თუ სამოსს ატრებენ ისინი? როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა და რა ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს სიძულვილის მომძლავრებულ ნარატივს? სწორედ ამ საკითხებს შეეხება საჯარო დისკუსია. \nმომხსენებლები: \nაგიტ მირზოევი – უფლებდამცველი\, ჩართულობისა და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე \nგიორგი მარჯანიშვილი – უფლებადამცველი\, ჩართულობისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი \nდრო: 3 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-saqarthvelo-sidzulvilis-gareshe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51174.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190403T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190403T190000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190329T071921Z
LAST-MODIFIED:20240201T122140Z
UID:10001415-1554318000-1554318000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო და კერძო თანამშრომლობა – PPP საქართველოში
DESCRIPTION:პირველად სტუდენტებისთვის! \nთქვენ გაქვთ შესაძლებლობა\, მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში\, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოში დანერგილი ახალი საერთაშორისო ინსტიტუტი – საჯარო და კერძო თანამშრომლობა (PPP). \n2018 წელს მიღებულ იქნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი\, 2019 წლიდან კი შეიქმნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოც. \nრადგან საქართველოში PPP სწორედ განვითარების საწყის ეტაპზეა\, მნიშვნელოვანია სტუდენტების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ამ ინსტიტუტის\, სააგენტოს გეგმებისა და სამომავლო პროექტების შესახებ. \nამ მიზნით ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ 3 აპრილს\, 19:00 საათზე\, გაიმართება შეხვედრა\, რომელსაც წარმართავენ: \n\nალექსანდრე რევია – სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე;\nუჩა ძიმისტარიშვილი – იურიდიული საკონსულტაციო სააგენტო CCLA-ს პარტნიორი\, აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი.\n\nდრო: 3 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. წავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-da-kerdzo-thanamshromloba-ppp-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51110.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190404T114900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190404T114900
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190404T074924Z
LAST-MODIFIED:20240201T122137Z
UID:10001414-1554378540-1554378540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გრაფიკული დიზაინის ტრენინგი ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისათვის
DESCRIPTION:თანამედროვე მსოფლიოში უდიდესი გამოწვევაა არქიტექტურული ნაგებობების სწორად შექმნა ისე\, რომ უსაფრთხოების ნორმები და ჯანსაღი გარემო შენარჩუნებული იყოს. \nარქიტექტურა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა ამის გამო და დიდ როლს თამაშობს ზემოთქმული საკითხების დაგეგმვაში. \nსწორედ ამიტომ ფაბლაბ ილიაუნის ორგანიზებით ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგკურსი გრაფიკული ნამუშევრების ლაზერული მჭრელისთვის სწორად მომზადებაში. \nტრენინგკურსზე განხილული იქნება გრაფიკული პროგრამა Corel Draw. \nტრენინგის ჩატარების დღეები: მაისის ყოველი ოთხშაბათი\, 15:00-17:00 საათი\, პარასკევი\, 15:00-17:00 საათი \n► ვის შეუძლია მონაწილეობა?\n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებს. \n► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?\n\nშეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2019 წლის 18 აპრილისა. \n► სააპლიკაციო ფორმა – https://forms.gle/eaEA8r2R8czUHaQQ6 \nშერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2019 წლის 21 აპრილისა. \nფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z \n\nსაკონტაქტო პირები: \nავთანდილ მღებრიშვილი – ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი.\nელფოსტა: mgebrishvilia@gmail.com \nგოგა საათაშვილი – ფაბლაბ ილიაუნის ბიზნესექსპერტი.\nელფოსტა: gogasaatashvili@gmail.com \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/graphikuli-dizainis-treningi-iliaunis-arqiteqturis-mimarthulebis-studentebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51303.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190404T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190404T140000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190402T131525Z
LAST-MODIFIED:20240201T122133Z
UID:10001413-1554386400-1554386400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „მაკინთაიერის რაციონალური პოლიტიკის ხედვის პოტენციალი და შეზღუდვები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) ფილოსოფიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს\, მარიან კუნას\, რომელიც 4 აპრილს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში წაიკითავს საჯარო ლექციას თემაზე: „მაკინთაიერის რაციონალური პოლიტიკის ხედვის პოტენციალი და შეზღუდვები“. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 აპრილი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-makinthaieris-ratsionaluri-politikis-khedvis-potentsiali-da-shezghudvebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51294.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190404T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190404T190000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190215T080156Z
LAST-MODIFIED:20240201T122128Z
UID:10001412-1554404400-1554404400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „რა არის მსოფლიო ლიტერატურა?“
DESCRIPTION:4 აპრილს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რა არის მსოფლიო ლიტერატურა?“ \nმსოფლიო ლიტერატურა მართალია გავრცელებული ცნებაა\, მაგრამ მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ მისი მნიშვნელობის შესახებ. მართლაც\, რა არის მსოფლიო ლიტერატურა? – მსოფლიოში არსებული ყველა ტექსტის ერთობლიობა? გამორჩეული ტექსტები\, რომელთაც მთელი მსოფლიო კითხულობს? ტექსტები\, რომლებიც ითარგმნება სხვა ენებზე? არსებობდა თუ არა მსოფლიო ლიტერატურა ყოველთვის\, თუ ის გარკვეულ ისტორიულ პერიოდში გაჩნდა (როგორც ეგონა\, მაგ.\, კარლ მარსს)\, თუ ის მომავლის საქმეა (როგორც ეგონა\, მაგ.\, გოეთეს?)? რა კავშირშია მსოფლიო ლიტერატურა ეროვნულ ლიტერატურასთან? არის თუ არა ის ეროვნული ლიტერატურების ერთობლიობა თუ ეროვნულ ლიტერატურასთან არაფერი საერთო არ აქვს? – მოხსენებელი შეეცდება პასუხი გასცეს ამ და სხვა შეკითხვებს მსოფლიო ლიტერატურის შესახებ. \nმომხსენებლის შესახებ\n\nზაალ ანდრონიკაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელია.\nსწავლობდა თბილისის\, ზაარბრიუკენისა და გიოტინგენის უნივერსიტეტებში. გიოტინგენში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დრამის ტექსტის შექმნა. სიუჟეტის თეორიისათვის”.\nმისი კვლევის საგნებია: ლიტერატურისა და კულტურის თეორია; პოლიტიკური თეოლოგია\, სივრცის კულტურული სემანტიკა\, მსოფლიო ლიტერატურა/ მცირე ლიტერატურები. უახლესი პუბლიკაციები: „ბრძოლები კულტურული ჰეგემონიისათვის. საქართველოს კულტურული სემანტიკა” (მონოგრაფია ემზარ ჯგერენაიასა და ფრანცისკა ტუნ-ჰოენშტაინთან ერთად)\, ბერლინი\, 2018; მერაბ მამარდაშვილი\, „არტოს მეტაფიზიკა“ (რედაქტორი\, ბერლინი 2018)\, ჟურნალ „ოსტოიროპას” სპეციალური გამოშვება „საქართველო – საოცნებო ქვეყანა” (თანარედაქტორი\, ბერლინი 2018). \nდრო: 4 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-ra-aris-msophlio-literatura/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50458.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190404T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190404T190000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190329T084541Z
LAST-MODIFIED:20240201T122123Z
UID:10001411-1554404400-1554404400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: გასტონ ლერუს რომანის „ოპერის მოჩვენება“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:4 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ გასტონ ლერუს რომანის „ოპერის მოჩვენება“ პრეზენტაციაზე.\nწიგნს მთარგმნელი ნინო ციმაკურიძე წარადგენს. \nპარიზის ოპერის იდუმალებით მოცული შენობა მრავალ საიდუმლოს ინახავს. პარიზელებს მისი აგებიდან მოყოლებული აფორიაქებდათ უცნაური ჭორები ოპერის ამოუცნობი ლაბირინთების\, მიწისქვეშა სამყაროსა და მისი უცნაური ბინადრების შესახებ. სწორედ ამ ხმებსა და ქალაქურ ლეგენდებზე შეიქმნა გასტონ ლერუს „ოპერის მოჩვენება“\, ლამაზი\, დახვეწილი\, იდუმალი კლასიკური რომანი\, რომელიც მრავალ კინოადაპტაციასა და თეატრალურ დადგმას დაედო საფუძვლად. \n„ოპერის მოჩვენება“ პარიზის ოპერის ბნელ დერეფნებში მიგვიძღვის\, ბალერინებისა და მომღერლების საგრიმიოროებში გვახედებს და გვეჩურჩულება სევდიან ამბავს იქ მცხოვრებ აჩრდილზე\, რომელიც ბევრ ბოროტებას სჩადის\, იმიტომ\, რომ უდიდეს სიყვარულსა და ვნებას დაუმონებია. ზოგიერთისთვის ის მუსიკის ანგელოზია\, ზოგისთვის – სასტიკი დემონი და მხოლოდ ორიოდე ადამიანმა იცის\, სინამდვილეში ვინ იმალება მოსასხამისა და მკვდრის ნიღბის უკან. წიგნის ყოველი გვერდი დიდი სიყვარულის\, მკვლელობების\, აუხსნელი მოვლენების გამოცანას ინახავს. ვინ იცის\, იქნებ ზებუნებრივისთვისაც კი არაფერი ადამიანური არაა უცხო?! \nდრო: 4 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-gaston-lerus-romanis-operis-mochveneba-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51145.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190405T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190405T130000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190329T115215Z
LAST-MODIFIED:20240201T122118Z
UID:10001410-1554469200-1554469200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „აუტიზმის სერვისების გამოწვევები საქართველოში“
DESCRIPTION:5 აპრილს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსია თემაზე: „აუტიზმის სერვისების გამოწვევები საქართველოში“. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: \nთინათინ ჭინჭარაული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; \nთამარ გაგოშიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი\, ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი; \nმარი კორკოტაძე – უფლებადამცველი\, აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი; \nრუსუდან ბოჭორიშვილი – „პირველი ნაბიჯი – საქართველო”\, ადრეული ჩარევის კოალიციის თავჯდომარე; \nმაია გაბუნია – მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი; \nმარიკა ზაქარეიშვილი – განათლების\, მეცნიერების\, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსი. \n\nდისკუსიას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ცინცაძე. \nშეხვედრა განკუთვნილია აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისა და აუტიზმის საკითხით დაინტერესებული ყველა პირისათვის. \n\nდრო: 5 აპრილი\,13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-autizmis-servisebis-gamotsvevebi-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51169.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190405T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190405T140000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190402T085151Z
LAST-MODIFIED:20240201T122113Z
UID:10001409-1554472800-1554472800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - კლიპარტის პროექტი „მედიალაბორატორია“
DESCRIPTION:5 აპრილს\, 14:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება შეხვედრა კომპანია კლიპარტის წარმომადგენლებთან\, რომლებიც სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას პროექტ „მედიალაბორატორიის“ შესახებ. \nკომპანია კლიპარტი იწყებს პროექტს „მედიალაბორატორია“ და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ\, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს\, პრაქტიკა გაიარონ კომპანიის საინფორმაციო რესურსებზე. \nპრაქტიკული კურსი მოიცავს: \n\n3-თვიან სტაჟირებას;\nყოველდღიურ აქტიურ მუშაობას;\nინტერვიუების ჩაწერას;\nპრესკონფერენციებსა და ღონისძიებებზე დასწრებას;\nთემების ინიცირებას სტატიებისთვის;\nმსოფლიო მედიის მონიტორინგს;\nმულტიმედიაპროდუქტების შექმნას.\n15 მასტერკლასს მედიის ექსპერტებთან და მოქმედ ჟურნალისტებთან\n\nპროექტში მონაწილე აპლიკანტების რაოდენობა – 10. \nსტუდენტებს საშუალება ექნებათ\, მედიასკოლის პრაქტიკული მეცადინეობები უნივერსიტეტში სწავლას შეუთავსონ. \nმედიალაბორატორიის პროექტი ითვალისწინებს „კლიპარტის“ მედიასაშუალებებში დასაქმების რეალურ პერსპექტივას და მონაცემთა ბაზაში მოხვედრას\, რომელიც ხელმისაწვდომია მედიამენეჯერებისთვის. \nსაინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.  \nდრო: 5 აპრილი\, პარასკევი\, 14:00 საათი. \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ილიაუნი\, ჩოლოყაშვილის 3/5. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-klipartis-proeqti-medialaboratoria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51268.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190405T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190405T150000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190329T113644Z
LAST-MODIFIED:20240201T122108Z
UID:10001408-1554476400-1554476400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფერნანდო კასალ ბერტოას საჯარო ლექცია „პოლიტიკური პარტიებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი“
DESCRIPTION:5 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დოქტორ ფერნანდო კასალ ბერტოას საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური პარტიებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი“. \nპოლიტიკური პარტიები და წარმომადგენლობითი დემოკრატია კრიზისშია. ტრადიციული პარტიები პოზიციებს კარგავენ და ასპარეზს ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგე პარტიებს უთმობენ. ლექციაზე განხილული იქნება ამ ცვლილებათა მიზეზები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. მომხსენებელი ასევე ისაუბრებს\, რა როლი შეიძლება შეასრულოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ამ პროცესში. \nლექციას მოდერატორობას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი კონსტანტინე ვარძელაშვილი. \nმომხსენებლის შესახებ\n\nდოქტორი ფერნანდო კასალ ბერტოა (Fernando Casal Bértoa) ნოტინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ასოცირებული პროფესორია. იგი არის REPRESENT: Research Centre for the Study of Parties and Democracy-ის (პარტიებისა და დემოკრატიის კვლევითი ცენტრი) თანახელმძღვანელი; გარდა ამისა\, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის პოლიტიკური პარტიების ექსპერტთა ძირითადი ჯგუფის წევრი\, საერთაშორისო IDEA-ს პარტნიორი და ვენეციის კომისიის ექსპერტი. მიღებული აქვს 2017 წლის გორდონ სმიტისა და ვინსენტ ვრაითის მემორიალური პრიზი\, 2017 წლის AECPA-ს ჯილდო საუკეთესო სტატიისთვის და 2018 წლის ნოტინგემის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის მედალი „გამორჩეული მიღწევებისთვის“. \nმისი ნაშრომები გამოქვეყნებულია უამრავ წამყვან გამოცემაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nდრო: 5 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phernando-kasal-bertoas-sajaro-leqtsia-politikuri-partiebisa-da-tsarmomadgenlobithi-demokratiis-krizisi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51176.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190405T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190405T150000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190402T120241Z
LAST-MODIFIED:20240201T122104Z
UID:10001407-1554476400-1554476400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ სპიკერებთან
DESCRIPTION:5 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ სპიკერებთან\, ახალგაზრდა ავტორებთან – დავით გორგილაძესა და ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან. \nშეხვედრის თემა: კამპანიის „კაცები ზრუნავენ” მიზნები\, ამოცანები და გამოწვევები. \nკაცები ზრუნავენ/ Men Care გლობალური კამპანიაა\, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. საქართველო კამპანიას 2016 წლიდან შეუერთდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. \nდრო: 5 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-globaluri-kampaniis-katsebi-zrunaven-spikerebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51293.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190405T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190405T160000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190402T100011Z
LAST-MODIFIED:20240201T122057Z
UID:10001404-1554480000-1554480000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამა
DESCRIPTION:5 აპრილს\, 16:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კომპანია ევექსის წარმომადგენლებთან\, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტურ პროგრამას სტუდენტების დასაქმების შესახებ. \nევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამის პერიოდი 3 თვე. \nდასაქმების მიზანი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის რეგისტრაცია. \nპროექტის ფარგლებში\, ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ – 500 ლარს. \nსაინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები მოისმენენ პრეზენტაციას სადაც დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას კომპანიისა და დასაქმების პირობების შესახებ. \nპრეზენტაციის შემდეგ\, დაინტერესებული პირები გაივლიან რეგისტრაციას კომპანიის წარმომადგენლებთან. \nდარეგისტრირებული კანდიდატიდან მხოლოდ 30 სტუდენტი შეძლებს პროექტში ჩართვას. \nპროეტქში წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ საჩუქრები: \n\nI ადგილი – iPhone\nII ადგლი – 600 ლარიანი თბილისის მოლის სასაჩუქრე ბარათი\nIII ადგილი- 400 ლარიანი თბილისის მოლის სასაჩუქრე ბარათი\n\nსაინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა \n  \nდრო: 5 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ილიაუნი\, ჩოლოყაშვილის 3/5. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-eveqsis-studenturi-dasaqmebis-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51288.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190405T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190405T160000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190402T100011Z
LAST-MODIFIED:20240201T122101Z
UID:10001406-1554480000-1554480000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამა
DESCRIPTION:5 აპრილს\, 16:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კომპანია ევექსის წარმომადგენლებთან\, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტურ პროგრამას სტუდენტების დასაქმების შესახებ. \nევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამის პერიოდი 3 თვე. \nდასაქმების მიზანი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის რეგისტრაცია. \nპროექტის ფარგლებში\, ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ – 500 ლარს. \nსაინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები მოისმენენ პრეზენტაციას სადაც დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას კომპანიისა და დასაქმების პირობების შესახებ. \nპრეზენტაციის შემდეგ\, დაინტერესებული პირები გაივლიან რეგისტრაციას კომპანიის წარმომადგენლებთან. \nდარეგისტრირებული კანდიდატიდან მხოლოდ 30 სტუდენტი შეძლებს პროექტში ჩართვას. \nპროეტქში წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ საჩუქრები: \n\nI ადგილი – iPhone\nII ადგლი – 600 ლარიანი თბილისის მოლის სასაჩუქრე ბარათი\nIII ადგილი- 400 ლარიანი თბილისის მოლის სასაჩუქრე ბარათი\n\nსაინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა \n  \nდრო: 5 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ილიაუნი\, ჩოლოყაშვილის 3/5. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-eveqsis-studenturi-dasaqmebis-programa-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51288.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190405T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190405T190000
DTSTAMP:20260504T093740
CREATED:20190402T120707Z
LAST-MODIFIED:20240201T122054Z
UID:10001402-1554490800-1554490800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეთორმეტე ქება
DESCRIPTION:5 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთორმეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 5 აპრილს\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdamethormete-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42915.png
END:VEVENT
END:VCALENDAR