BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190318T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190318T100000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190312T065137Z
LAST-MODIFIED:20240201T122401Z
UID:10001467-1552903200-1552903200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „ქალაქ თბილისის ჰოსპიტალური სექტორის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის ანალიზი – Smart Specialisations-ის მეთოდოლოგიის კომპონენტების გამოყენებით“ კვლევითი ანგარიშის პრეზენტაცია
DESCRIPTION:18 მარტს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი” გაიმართება ბიზნესის\, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრისა და PMC კვლევითი ცენტრის ღონისძიება\, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პროექტის „ქალაქ თბილისის ჰოსპიტალური სექტორის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის ანალიზი – Smart Specialisations-ის მეთოდოლოგიის კომპონენტების გამოყენებით“ კვლევითი ანგარიშის პრეზენტაცია. \nმომხსენებელი – გიორგი ხიშტოვანი\, ბიზნესის\, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი\, PMC RC დირექტორი \nკვლევები მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის \,\,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში. კვლევის შედეგებთან ერთად ღონისძიებაზე განიხილავენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს. \nგთხოვთ დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 16 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე nino.pataraia@iliauni.edu.ge \nდრო: 18 მარტი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი .ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-qalaq-thbilisis-hospitaluri-seqtoris-da-misi-ghirebulebatha-jatchvis-konkurentunarianobis-analizi-smart-specialisations-is-methodologiis-komponentebis-gamoqhenebith-kvlevithi-angarishis-preze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50730.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190318T154500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190318T154500
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190318T114533Z
LAST-MODIFIED:20241122T110924Z
UID:10001466-1552923900-1552923900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბი აცხადებს წევრთა მიღებას
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა დებატების კლუბი. \nილიაუნის დებატების კლუბის წევრებს არჩევენ წელიწადში ერთხელ კონკურსის წესით. კლუბის წევრებისთვის მთელი წლის განმავლობაში\, კვირაში ერთხელ\, ორსაათიან ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისმაღალკვალიფიციური ტრენერ-კონსულტანტები. დებატების კლუბის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \nკლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საჯარო დებატებში\, ტურნირებში\, დისკუსიებში; დაესწრებიან შეხვედრებს ექსპერტებთან; მიიღებენ დებატების მსაჯობის გამოცდილებას და ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში. \nკურსის გავლის შემდეგკლუბის წევრებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. \nილიაუნის დებატების კლუბის პარტნიორია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი. \nკლუბის მიზანი: \nილიაუნის სტუდენტების მრავალმხრივი განათლების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართვა. \nკლუბის ფუნქციები და მოვალეობები: \n\n\nილიაუნის სტუდენტებს შორის ყოველწლიურად კონკურსის წესით\, დებატების კლუბის მუდმივი 25 წევრის შერჩევა; \n\n\nმათთან ყოველკვირეული 2-საათიანი შეხვედრა პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების მონაწილეობით; \n\n\nუნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით სასწავლო წლის განმავლობაში 4-ჯერ საჯარო დებატების გამართვა აქტუალურ თემატიკაზე; \n\n\nკლუბის მუდმივი წევრების ჩართვა დებატების საუნივერსიტეტო და რესპუბლიკურ ტურნირებში; \n\n\nექსპერტებთან შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა აქტუალურ თემებზე; \n\n\nდებატების კლუბის აქტიური წევრების ჩართვა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიმდინარე პროექტებში\, კერძოდ\, სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში; \n\n\nკლუბის გამოცდილი\, აქტიური წევრების მსაჯის ფუნქციით ჩართვა დებატებში; \n\n\nდებატების კლუბის წევრებისთვის სასერტიფიკატო გამოცდების ჩატარება და მათი სერტიფიცირება; \n\n\nგასვლითი სკოლების ორგანიზება; \n\n\nდებატების შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის ორგანიზება. \n \n\nკონკურსის წესით შერჩეული კლუბის მუდმივი წევრები გაივლიან დებატების კლუბის სრულ პროგრამას და მიიღებენ სერტიფიკატს. \n  \nკონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები: \n\n\nსაკმარისიაიყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის (ნებისმიერი პროგრამის) სტუდენტი; \n\n\nშეავსო ელექტრონული აპლიკაცია არაუგვიანეს 2019 წლის 30 მარტისა. \n\n\n სააპლიკაციო ფორმა იხ. ბმულზე: http://bit.do/eMgqZ \n \n\nიმისათვის\, რომ წარმატებით გაიაროთ კონკურსი და გახდეთ დებატების კლუბის წევრი\, გვეწვიეთ ილიაუნის დებატების კლუბის საინფორმაციო შეხვედრაზე\, რომელიც გაიმართება \n22 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში. \n\nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nსაკონტაქტო პირი: სოფო ვეფხვაძე \nტელ.: 599 733 306 \nელფოსტა: gedebate@gmail.com \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-debatebis-klubi-atskhadebs-tsevrtha-mighebas/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50888.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190318T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190318T170000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190301T125122Z
LAST-MODIFIED:20240201T122355Z
UID:10001465-1552928400-1552928400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „ოჯახში ძალადობა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“
DESCRIPTION:დისკუსიაზე საუბარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას\, პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. განხილური იქნება\, თუ როგორია ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ბოლო პერიოდის სტატისტიკა. \nღონისძიებაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ფარგლებში ოჯახში ძალადობის\, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით გამოვლენილ ტენდენციებსაც განვიხილავთ. \nღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსენებლები:\nლონდა თოლორაია\, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი \nსოფო ჯაფარიძე\, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე \nმერაბ ქართველიშვილი\, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია \nმოდერატორი: გვანცა ხონელიძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრატი \nდრო: 18 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-ojakhshi-dzaladoba-da-qaltha-tsinaaghmdeg-mimarthuli-danashauli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50642.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190319T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190319T120000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190311T105522Z
LAST-MODIFIED:20240202T102102Z
UID:10001463-1552996800-1552996800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საბანკო-საფინანსო და აუდიტორული სფეროს დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე გაიმართება\, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები\, ვორკშოპები და შეხვედრები. \nდასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის\, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს\, ასევე კურსდამთავრებულებს. \n19 მარტს\, 12:00-დან 15:00 საათამდე\, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საბანკო-საფინანსო და აუდიტორული სფეროს დასაქმების ფორუმი\, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები: \n\nთიბისი ბანკი\n\nვაკანსიები: სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით დასაქმება ფილიალებში; დასაქმება ფინანსების მიმართულებით. \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. \n\nსაქართველოს ბანკი\n\nვაკანსიები: საოპერაციო მიმართულებით სერვის-ცენტრებში და სხვ. \nვაკანსიები საინტერესოა: ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nბაზისბანკი\n\nვაკანსიები: ბანკის საოპერაციო მიმართულება (მომსახურება)\, გაყიდვები\, დაკრედიტება \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის\, კურსდამთავრებულებისთვის. \n\nლიბერთი\n\nვაკანსიები: მოლარე-ოპერატორი\, მოლარე\, მითერი\, გაყიდვების მენეჯერი\, სტაჟირება დაკრედიტების მიმართულებით და სხვ. \nვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nსაქართველოს ეროვნული ბანკი\n\nვაკანსიები: ფინანსები\, ეკონომიკა\, განათლება \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის\, კურსდამთავრებულებისთვის. \n\nსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო\n\nვაკანსიები: სტაჟირება ეკონომიკური მიმართულებით. \nვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის. \n\nსაქართველოს შემოსავლების სამსახური\n\nვაკანსიები: ეკონომიკის\, ფინანსების\, იურიდიული\, საბაჟო და ა.შ. მიმართულებით სტაჟირება. \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის\, კურსდამთავრებულებისთვის. \n\nაუდიტორული კომპანია KPMG Georgia\n\nვაკანსიები: აუდიტორი\, კონსულტანტი და სხვ. \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო\, სამაგისტრო\, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nაუდიტორული კომპანია BDO\n\nვაკანსიები: ფინანსების მიმართულებით \nვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის. \n\nაუდიტორული კომპანია „ნექსია თიეი”\n\nვაკანსიები: ბუღალტერია\, ფინანსური აუდიტი\, საგადასახადო აუდიტი\, HR \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო\, სამაგისტრო\, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nკრედო ბანკი\n\nვაკანსიები: საკრედიტო ოპერაციების მიმართულებით \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო\, სამაგისტრო\, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nმიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC\n\nვაკანსიები: დაკრედიტების ექსპერტი; გარეგაყიდვების აგენტი \nვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nმიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ქართული კრედიტი”\n\nვაკანსიები: საკრედიტო მიმართულებით\,სტაჟირება სათაო ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტში. \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, სამაგისტროს საფეხურის სტუდენტებისთვის\, კურსდამთავრებულებისთვის. \nდასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ\, შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს\, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება. \nდრო: 19 მარტი\, 12:00-დან 15:00 საათამდე \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე\, -1 სართული ( ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/hqV6kH \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sabanko-saphinanso-da-auditoruli-spheros-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50705.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190319T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190319T170000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190313T102244Z
LAST-MODIFIED:20240201T122349Z
UID:10001462-1553014800-1553014800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვა
DESCRIPTION:19 მარტს\, სამშაბათს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში მოეწყობა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვა. პროგრამა შეიმუშავა სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან შექმნილმა ექსპერტთა კომისიამ.\nპროგრამა განკუთვნილია გრძელვადიანი მოქმედებისათვის\, დაფუძნებულია სახელმწიფოს ენობრივ პოლიტიკაზე და ითვალისწინებს დარგის სპეციალისტებისა და ფართო საექსპერტო საზოგადოების რეკომენდაციებსა და დასკვნებს. \nდრო: 19 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sakhelmtsipho-enis-erthiani-programis-samushao-versiis-gankhilva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50758.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190319T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190319T190000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190315T103528Z
LAST-MODIFIED:20240201T122346Z
UID:10001461-1553022000-1553022000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა ნიკა მაჩაიძესთან
DESCRIPTION:19 მარტს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის „სიტყვის სახელოსნო“ ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს მუსიკოს ნიკა მაჩაიძეს. საუბრის თემა იქნება „ტექსტი და მუსიკა”. ავტორი შეასრულებს რამდენიმე მუსიკალურ კომპოზიციას. \n\nდრო: 19 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-shekhvedra-nika-machaidzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50876.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190320T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190320T160000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190301T125318Z
LAST-MODIFIED:20240201T122344Z
UID:10001460-1553097600-1553097600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ელენორ რუზველტის ტექსტების საჯარო კითხვა – „მომავალი ეკუთვით მათ\, ვისაც საკუთარი ოცნებების მშვენიერების სჯერა“
DESCRIPTION:ილიაუნის A კორპუსის ეზოში\, ელენორ რუზველტის 13-მეტრიანი მურალის წინ\, გაიმართება მისი ტექსტების საჯარო კითხვა\, რათა ვიზეიმოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ავტორისა და აქტივისტის ცხოვრება\, მოღვაწეობა და მრავალწლიანი ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \n\nდრო: 20 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის შიდა ეზო \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/elenor-ruzveltis-teqstebis-sajaro-kithkhva-momavali-ekuthvith-math-visats-sakuthari-otsnebebis-mshvenierebis-sjera/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50643.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T110000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190315T103225Z
LAST-MODIFIED:20240201T122343Z
UID:10001459-1553166000-1553166000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მესამე ინტერდისციპლინური დისკუსია ხელოვნური ინტელექტის შესახებ ილიაუნიში
DESCRIPTION:21 მარტს\, 11:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრი უმასპინძლებს მესამე ინტერდისციპლინურ დისკუსიას ხელოვნურ ინტელექტზე. \nდისკუსიის სპიკერები იქნებიან როგორც ადგილობრივი\, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.\nშეხვედრაზე გამომსვლელები ისაუბრებენ ხელოვნურ ინტელექტსა და დასაქმებას შორის კავშირზე\, ხელოვნური ინტელექტის როლზე საწარმოთა შეძენისა და შერწყმის პროცესის დროს სათანადო წინდახედულების განხორციელებისას\, პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და\, ზოგადად\, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე. ამავე დროს სპიკერები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის მზარდ როლს იურიდიული სერვისების მიწოდების სფეროში. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mesame-interdistsiplinuri-diskusia-khelovnuri-inteleqtis-shesakheb-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50878.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T130000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190311T101900Z
LAST-MODIFIED:20240202T102102Z
UID:10001468-1553173200-1553173200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზოგადოებასთან ურთიერთობის\, მარკეტინგისა და მედიის სფეროს დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე\, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები\, ვორკშოპები და შეხვედრები. \nდასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის\, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს\, ასევე კურსდამთავრებულებს. \n21 მარტს\, 13:00-დან 16:00 საათამდე\, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საზოგადოებასთან ურთიერთობის\, მარკეტინგისა და მედიის სფეროს დასაქმების ფორუმი\, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები: \n\nტელეკომპანია „იმედი“\n\nვაკანსიები: სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით – ჟურნალისტი\, ოპერატორი\, გრაფიკული დიზაინერი\, მემონტაჟე\, ხმის რეჟისორი და ა. შ. \nვაკანსიები საინტერესოა შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nრუსთავი 2\n\nვაკანსიები: სხვადასხვა მიმართულებით სტაჟირება \nვაკანსიები საინტერესოა შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\n„პალიტრა“ მედიაჰოლდინგი\n\nვაკანსიები: გაყიდვები\, მარკეტინგი\, მედია\, დიზაინერი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო\, სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nჟურნალი The FINANCIAL\n\nვაკანსიები: ბიზნესრეპორტიორი\, ანალიტიკოსი\, ჟურნალისტი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\n„ჯეპრა“ – პიარი და მარკეტინგული კომუნიკაციები\n\nვაკანსიები: პიარი\, მარკეტინგი\, მედიამენეჯერი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო\, სამაგისტრო\, სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nტელემარკეტინგული კომპანია MG-Capital\n\nვაკანსიები: გაყიდვები\, მარკეტინგი\, ტელემარკეტინგი \nვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის. \n\nმარკეტინგული კომპანია „ბროწეული“\n\nვაკანსიები: მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურების სტუდენტებისთვის. \nდასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს\, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება. \nდრო: 21 მარტი\, 13:00-დან 16:00 საათამდე \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის ⅗)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/hqV6kH \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazogadoebasthan-urthierthobis-marketingisa-da-mediis-spheros-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50678.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T150000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190320T120014Z
LAST-MODIFIED:20240201T122341Z
UID:10001458-1553180400-1553180400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჟაკ გოდიეს საჯარო ლექცია „სახალხო ამბოხის თემა ფრანგულ ლიტერატურაში"
DESCRIPTION:21 მარტს\, ხუთშაბათს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფრანგი პროფესორი\, ლიტერატურის სპეციალისტი ჟაკ გოდიე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისათვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე “Quelques révoltes populaires dans la littérature française” („სახალხო ამბოხის თემა ფრანგულ ლიტერატურაში”). \nსამუშაო ენა: ფრანგული (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 21 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-zhak-godies-sajaro-leqtsia-sakhalkho-ambokhis-thema-phrangul-literaturashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51010.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T190000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190215T074753Z
LAST-MODIFIED:20240201T122339Z
UID:10001457-1553194800-1553194800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო“
DESCRIPTION:21 მარტს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში პროფესორი მურმან მარგველაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო“. \nთემის მოკლე აღწერა\n\nდაკვირვებული თვალი ადვილად დაინახავს\, რომ ჩვენ სისტემებში ვცხოვრობთ. ჩვენი სხეული\, კლასი\, ფეხბურთის გუნდი\, დედამიწის ატმოსფერო\, უნივერსიტეტი\, ბინის გათბობის სისტემა\, ტყე და ა. შ. სისტემებია\, რომლებიც\, მათი სტრუქტურიდან გამომდინარე\, სხვადასხვანაირად იქცევიან. მომხსნებელი განიხილავს რამდენიმე უმარტივესი სისტემის ტიპურ ყოფაქცევას და ეცდება ასეთი სისტემების ამოცნობას ჩვენ გარშემო ყოველდღიურ ცხოვრებაში. სისტემებით აზროვნება ადამიანებს ეხმარება\, უფრო სრულყოფილი ხედვა ჩამოიყალიბონ ბუნების\, პოლიტიკის\, ეკონომიკის\, საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში და გარშემო ცოტათი მეტი დაინახონ\, ვიდრე აქამდე ხედავდნენ. \nმომხსენებლის შესახებ \nმურმან მარგველაშვილი\, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორი\, ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ენერგეტიკული კვლევების დირექტორი და საერთაშორისო კონსულტანტია.\nგანათლებით ფიზიკოს-თეორეტიკოსი 2080-2095 წლებში მუშაობდა მაღალი ენერგიების ფიზიკის მიმართულებით; გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო გამოცემებში. 1995 წლიდან მონაწილეობდა ენერგეტიკის სექტორის ინფრასტრუქტურულ\, ინსტიტუციურ\, საკანონმდებლო და კომერციალიზაციის პროექტებში. 2007 წლიდან ანალიტიკური ცენტრის WEG დირექტორია და ხელმძღვანელობს ენერგეტიკულ კვლევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების\, მდგრადი ენერგეტიკის განვითარების\, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ანალიტიკური სტატია და ანგარიში. \nროგორც საერთაშორისო ექსპერტი და კონსულტანტი\, მონაწილეობს ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების პროექტებში საქართველოში\, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.\n2016 წლიდან ჩამოაყალიბა და ავითარებს მდგრადი ენერგეტიკის მართვის სამაგისტრო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს ენერგეტიკული სისტემების\, ენერგეტიკული პოლიტიკის\, მდგადი განვითარების და სისტემური ხედვების მიმართულებით. ავითარებს სისტემებით აზროვნების მიმართულებას და მის გამოყენებას საჯარო პოლიტიკის პრაქტიკულ საკითხებში. \nდრო: 21 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-rogor-amovitsnoth-da-gamoviqhenoth-sistemebi-chven-garshemo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50389.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T190000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190315T134040Z
LAST-MODIFIED:20240201T122309Z
UID:10001456-1553194800-1553194800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა მთარგმნელ თამარ კვიჟინაძესთან
DESCRIPTION:21 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თამარ კვიჟინაძესთან შეხვედრაზე.\nმთარგმნელი ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე\, პროფესიულ უნარ-ჩვევებზე\, თარგმნის პროცესზე და მის თანმდევ სირთულეებსა და გამოწვევებზე. \nთამარ კვიჟინაძეს ნორვეგიული ენიდან თარგმნილი აქვს შემდეგი ნაწარმოებები: კნუტ ჰამსუნის „მისტერიები“\, ერლენდ ლუს „დოპლერი“ და „ნაივური სუპერი“\, კარლ უვე კნაუსგორის „ჩემი ბრძოლა“ და სხვ. \nდრო: 21 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭვაჭავაძის გამზ.N32)\, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-mthargmnel-thamar-kvizhinadzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50879.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T193000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190315T103829Z
LAST-MODIFIED:20240201T122306Z
UID:10001455-1553196600-1553196600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერიკ რომერის ფილმის „გაზაფხულის ზღაპარი“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:21 მარტს\, ხუთშაბათს\, 19:30 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორის\, ერიკ რომერის ფილმს „გაზაფხულის ზღაპარი“ (1990 წ.). \nღონისძიების სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოგი გვახარია\, რომელიც რეჟისორსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებს. \nჟანა ფილოსოფიის ლექტორია\, რომელიც წვეულებაზე სტუდენტ ნატაშას გაიცნობს. ისინი დამეგობრდებიან და ნატაშა ჟანას მამის სახლში დარჩენას შესთავაზებს… \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. \n„ფილმი რეკონსტრუქციაა\, სამყაროს ინტერპრეტაცია. და მაინც\, ყველა სხვა ხელოვნებისგან გამსხვავებით\, კინო – სწორედ ესაა მისი პარადოქსი – ერთადერთია\, რომელიც შექმნილ რეალობას იმდენად მნიშვნელოვანს ხდის\, ზოგჯერ მასში სრულიად უჩინარდება თვით სამყაროს ინტერპრეტაციის ასპექტიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა\, სწორედ ესაა ლუმიერების პირველი ფილმების სასწაულიც. შთაბეჭდილება\, რომ ეს ფილმები სამყაროს განსხვავებული თვალითა და აღფრთოვანებით დაგვანახვებს\, როგორც პასკალი ამბობს\, როცა ორიგინალებიც ვერ აღგვაფრთოვანებდნენ. ადამიანების სეირნობა ქუჩაზე\, ბავშვების თამაში\, მატარებლის დაბრუნება – ყველაფერი ეს ბანალური იყო.\nთუ მას არ აღმოუჩენია მშვენიერება სამყაროში\, როგორ შეძლებს ის სამყაროს სურათებში ასახოს? როგორ შეძლებს\, აღაფრთოვანებდეს ცხოვრების ეს იმიტაცია\, თუ თვითონ არ უყვარს ცხოვრება”\, – ერიკ რომერი. \nნაჩვენები იქნება ორიგინალი ინგლისური სუბტიტრებით \nფეისბუქ გვერდი\n\nფეისბუქ ღონისძიება \nდრო: 21 მარტი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erik-romeris-philmis-gazaphkhulis-zghapari-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50877.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190322T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190322T130000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190311T101800Z
LAST-MODIFIED:20240202T102102Z
UID:10001453-1553259600-1553259600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტურიზმის სფეროს დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე\, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები\, ვორკშოპები და შეხვედრები. \nდასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობაა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის\, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს\, ასევე კურსდამთავრებულებს. \n22 მარტს\, 13:00-დან 16:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება ტურიზმის სფეროს დასაქმების ფორუმი\, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები: \n\nAdjara Group Hospitality (Rooms Hotels; Holiday Inn Tbilisi; Fabrika; Stamba Hotel)\n\nვაკანსიები: რეგისტრატორი\, შვეიცარი\, ქოლცენტრის ოპერატორი\, უსაფრთხოების ოფიცერი\, მიმტანი\, მზარეული\, კონდიტერი\, მცხობელი\, ინჟინერი\, IT-ის ადმინისტრაციული ასისტენტი და სხვა. \nვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტების\,ასევე კურსდამთავრებულისთვის. \n\nHotel&preferens tbilisi\n\nვაკანსიები: სასტუმროს მიმართულებით \nვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის. \n\nსასტუმროები: თბილისი მარიოტი\, ქორთიარდ მარიოტი და მოქსი თბილისი\n\nვაკანსიები: სასტუმროს მიმართულებით \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nსასტუმროების ქსელი “სითი გრუპი”\n\nვაკანსიები: მიმღები\, მიმტანი\, ბელბოი და ა.შ \nვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტისთვის\, ასევე კურსდამთავრებულისთვის. \n\nSTS Hospitality Service Georgia\n\nვაკანსიები: გაყიდვების მენეჯერი\, გაყიდვების დირექტორი\, სასტუმროს მენეჯერი \nვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nტურისტული კომპანია “VisitGeorgia”\n\nვაკანსიები: შიდა ტურიზმის მიმართულებით \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურსა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \n\nსასტუმრო “ბილტმორ თბილისი”\n\nვაკანსიები: მიმღები\, კონსიერჟი. \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nტურისტული კომპანია “I am Georgia”\n\nვაკანსიები: ტურიზმის მიმართულებით. \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \n\nThe One Hotel Tbilisi\n\nვაკანსიები: გაყიდვების მიმართულებით \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და სამაგისტროს საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \n\nტურისტული კომპანია „მიმინო თრეველი”\n\nვაკანსიები: B2B კომუნიკაცია და სხვადასხვა მიმართულება. \nვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \n\nKMS Georgia\n\nვაკანსიები: სასტუმროს სფეროში დასაქმება: მიმტანი\, ჭურჭლის მრეცხავი\, დამხმარე სამზარეულოში\, ჰოსთესი. \nვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტისთვის\, ასევე კურსდამთავრებულისთვის. \n\nტურისტული კომპანია “კარპე ტური”\n\nვაკანსიები: ტურ-ოპერატორი \nვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \nდასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელ გაეცნოთ ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება. \nდრო: 22 მარტი\, 13:00-დან 16:00 საათამდე. \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/turizmis-spheros-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50702.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190322T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190322T190000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190301T125549Z
LAST-MODIFIED:20240201T122300Z
UID:10001452-1553281200-1553281200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილმის „მე მქვია მალალა“ ჩვენება და დისკუსია ადამიანის უფლებათა კინოკლუბში
DESCRIPTION:ფილმი „მე მქვია მალალა“ პაკისტანელი აქტივისტის\, ქალთა და გოგონათა უფლებების დამცველის\, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის\, მალალა იუსუფზაის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ისტორია მის ბრძოლაზე განათლების უფლებისთვის\, რომელიც მალალას ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nთრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=vE5gSHJkusU \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსენებლები: სალომე გურგენიძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრატი თამთა ლუაშვილი\, ილიაუნის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი \nსამუშაო ენები: ქართული/ინგლისური \nდრო: 22 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philmis-me-mqvia-malala-chveneba-da-diskusia-adamianis-uphlebatha-kinoklubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50638.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190322T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190322T190000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190318T072656Z
LAST-MODIFIED:20240201T122300Z
UID:10001451-1553281200-1553281200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეათე ქება
DESCRIPTION:22 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეათე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 22 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdameathe-qeba-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50881.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190322T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190322T190000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190318T121558Z
LAST-MODIFIED:20241122T110924Z
UID:10001450-1553281200-1553281200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა დებატების კლუბში წევრების მიღებასთან დაკავშირებით
DESCRIPTION:22 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბში წევრების მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით 2018 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა დებატების კლუბი. \nილიაუნის დებატების კლუბის წევრებს არჩევენ წელიწადში ერთხელ კონკურსის წესით. კლუბის წევრებისთვის მთელი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ ორსაათიან ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური ტრენერ-კონსულტანტები. დებატების კლუბის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \nდებატების კლუბის შესახებ ინფორმაცია და მიღების პროცედურების შესახებ იხ. ბმულზე: https://bit.ly/2TRCPfn \nდრო: 22 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-debatebis-klubshi-tsevrebis-mighebasthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50889.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190323T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190323T150000
DTSTAMP:20260504T103945
CREATED:20190318T122155Z
LAST-MODIFIED:20240201T122255Z
UID:10001449-1553353200-1553353200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები – მოლოდინები და პერსპექტივები
DESCRIPTION:23 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი” გაიმართება 21 მარტის – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა და დისკუსია თემაზე: „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები – მოლოდინები და პერსპექტივები“. \nდისკუსიაზე განხილული იქნება თემები: ბავშვთან დაკავშირებული მოლოდინები და ოჯახის ჩართულობა\, და-ძმის როლი და მხარდაჭერა\, კომუნიკაციისა და ენის განვითარების ხელშეწყობა\, სამედიცინო მეთვალყურეობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ. \nშეხვედრას გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის პორტიჯის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ცინცაძე და პედიატრი\, დაუნის სინდრომის სამედიცინო მეთვალყურეობის ქართულენოვანი გაიდლაინის ავტორი ნანა რურუა. \nშეხვედრა განკუთვნილია ადრეული ჩარევის პროგრამაში ჩართული დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და ამ თემის დაინტერესებული პირებისათვის. \nდრო: 23 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/daunis-sindromis-mqone-bavshvebi-molodinebi-da-perspeqtivebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50890.png
END:VEVENT
END:VCALENDAR