BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190122T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190122T190000
DTSTAMP:20260505T210758
CREATED:20190109T082108Z
LAST-MODIFIED:20240201T122834Z
UID:10001549-1548183600-1548183600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:22-24 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია\, ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციასთან (International Association for Group Psychotherapy and Group Processes\, IAGP) ერთად გამართავს კონფერენციას ჯგუფური ფსიქოთერაპიის შესახებ. \nკონფერენციის მომხსენებლები და თემატიკა: \n22 იანვარი\n \n\n„ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის ისტორია და სამომავლო პერსპექტივები“\n\nმომხსენებელი: რიჩარდ ბეკი (აშშ) – ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი; \n\n„მიგრაციით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმისა და კრიზისის სფეროში წვლილის შეტანა\, როგორც გამოწვევა ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციისთვის“\n\nმომხსენებელი: ქეთრინ მელა – MD (საბერძნეთი)\, ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი\, კვლევითი კომიტეტის ხელმძღვანელი; \n\n„ჟურნალის “DER NEUE DAIMON” საუკუნოვანი იუბილე ავსტრიული პერსპექტივით“\n\nმომხსენებელი: მაიკლ ვიზერი – PhD\, ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაცია (ავსტრია). \n23 იანვარი \n\n„მეტი სპონტანურობა\, ნაკლები შფოთვა. შეგვიძლია სპონტანურობის გაზომვა?“\n\nმომხსენებლები: გალაბინა ტარაშოევა – MD; პეტრა მარინოვა-ჯამბაზოვა – MD\, PhD\, Psychodrama Center & Psychiatric Practice Orpheus (სოფია\, ბულგარეთი); \n\n„ფსიქოთერაპიული პრაქტიკის ინტეგრაცია: ინსაიტზე დამყარებული გაგება“ \n\nმომხსენებელი: მონა რაკავი (ეგვიპტე); \n\n„მულტი-სენსორული რიტუალებისა და მკურნალობის და თერაპიის პროცესში მათი მნიშვნელობის შესწავლა. ინდური გამოცდილება“\n\nმომხსენებელი: მაგდალენ იეიარათნამი (ინდოეთი). \n24 იანვარი\n \n\n„ფსიქოდრამა და სოციალური როლის კვლევა“\n\nმომხსენებელი: მარსია ალმეიდა ბატისტა (ბრაზილია); \n\n„სოციალური სიზმრის მატრიცა (Social Dreaming Matrix) როგორც კვლევის მეთოდი: „ბაზისური მითი“-დან სიზმრებამდე\, როგორც სემიოფორებამდე“\n\nმომხსენებელი: დომენიკო აგრესტა (იტალია). \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი) \nდრო: 22 იანვარი\, 19:00-21:00 საათი\n23 იანვარი\, 19:00-21:00 საათი\n24 იანვარი\, 19:00-20:30 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jguphuri-phsiqotherapiisa-da-jguphuri-protsesebis-saerthashoriso-asotsiatsiis-konpherentsia-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/01/49804.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190123T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190123T180000
DTSTAMP:20260505T210758
CREATED:20190122T120608Z
LAST-MODIFIED:20240201T122830Z
UID:10001547-1548266400-1548266400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პაულო ქეჩიმის სემინარები
DESCRIPTION:23 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ პაულო ქეჩიმის სემინარი თემაზე: „ხე-ტყის კონსტრუქციების ხანძარმედეგი სისტემა (ხე-ტყისთვის ხანძრის მახასიათებელი თვისებები და ხე-ტყის ურთიერთკავშირი; ხე-ტყისა და მათი კავშირების რიცხვითი მოდელირება ხანძრის დროს)“.\n\n25 იანვარს\, 18:00 საათზე გაიმართება სემინარი: „მცირე კონსტრუქციებისთვის პრობლემის გადაჭრის გზები ხანძრის შემთხვევაში. სწავლისა და სწავლების მეთოდები კონსტრუქციულ კურსებში“. \nმომხსენებლის შესახებ\n\nპაულო ბ. ქეჩიმი 22 წლის განმავლობაში ავერიეს უნივერსიტეტის (პორტუგალია) სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორია. ის არის 5 წიგნის\, ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების ავტორი\, ასევე 2 წიგნის/საკონფერენციო ნაშრომის რედაქტორი. პაულა ბ. კოჩიმი დასრულებული და მიმდინარე სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელია; აგრეთვე ევროპის რამოდენიმე დაფინანსებული პროექტის მონაწილე\, ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომისიის წევრი.\nმისი კვლევითი სფეროებია: სამშენებლო კონსტრუქციების ოპტიმიზაცია\, კონსტრუქციული გაანგარიშებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება\, წინასწარ დატვირთვაზე გაანგარიშებული ჩამოსხმული გადახურვის ფილები; ბეტონის სექციები; სვეტები; ჯებირების წინასწარი დიზაინი; კონსტრუქციების გაანგარიშება სეისმური საქმიანობისთვის; ხიდების კონსტრუქციები; ხისა და შუშის ნაგებობები. \nლექციის ენა: ინგლისური \nდრო: 23 იანვარი\, 25 იანვარი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-paulo-qechimis-seminarebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/01/49895.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190123T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190123T183000
DTSTAMP:20260505T210758
CREATED:20190109T084326Z
LAST-MODIFIED:20240201T122828Z
UID:10001546-1548268200-1548268200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ლიტერატურა და ანტისემიტიზმი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში“
DESCRIPTION:23 იანვარს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. \nინსტიტუტის წევრი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ათინათ მამაცაშვილი შეაჯამებს გასულ წლებში სორბონისა და ექსი-მარსელის უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებს და წაიკითხავს ლექციას თემაზე: ლიტერატურა და ანტისემიტიზმი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. \nლექცია მიეძღვნება მწერლობის დაპირისპირებას ნაცისტურ რეჟიმთან და მის ანტისემიტურ იდეოლოგიასთან. მომხსენებელი განიხილავს\, რა ფორმით ხდება ანტისემიტური კლიშეებისა და კანონების დაგმობა იმ მწერლების/ინტელექტუალების ტექსტებში\, რომლებიც 1930-იანი წლებიდან დაუპირისპირდა ჰიტლერის რეჟიმს. როდესაც ვიქტორ კლემპერერი ნაცისტურ დეფილეს აღწერს\, იგი ამბობს\, რომ სწორედ ეს უკანასკნელი და კონკრეტულად კი მისი განუყოფელი ელემენტი – მედაფდაფე\, რომელიც მიუძღვის და „ერთიან სხეულად“ აქცევს აღლუმის წევრებს\, გახდება მისთვის „პირველი შეხვედრა“ ნაციონალ-სოციალიზმთან. ჩანს პარალელები ამგვარად გააზრებული მედაფდაფის ფიგურასა და გიუნტერ გრასის ცნობილ რომანს შორის (თუნუქის დოლი)\, რომლის ეკრანიზაციაც ფოლკერ შლონდორფს ეკუთვნის. საინტერესოა\, რომ სწორედ ნაცისტური აღლუმი წარმოჩნდება ფრანგი მწერლის\, ანდრე შამსონის რომანის (დამარცხებულთა წელი\, 1934) იმ ძირითად ქვაკუთხედად\, რომელიც 1934 წელს წინასწარ განჭვრეტს რეჟიმის ადამიანის მოძულე იდეოლოგიის განხორციელებას. 1939 წელს ჟან-პოლ სარტრი ფაშიზმის საშიშროებას ფრანგულ საზოგადოებაში ნაციონალისტურ-ანტისემიტური ჯგუფური იდენტობის გამოხატვაში ხედავს (კედელი\, 1939). 1943 წელს მაქს ჟაკობი ადამიანი-კიბორჩხალას ავტოპორტრეტს შექმნის\, რომელსაც გულზე ებრაელების მარკირების ყვითელი ვარსკვლავი აქვს მიმაგრებული და რომელიც ნუსბაუმის ცნობილი ტილოს „ავტოპორტრეტი ებრაული პასპორტით“ (1943) მხატვრულ პარალელს იხმობს. \n  \nდრო: 23 იანვარი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-literatura-da-antisemitizmi-evropashi-meore-msophlio-omis-periodshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/01/49874.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190125T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190125T160000
DTSTAMP:20260505T210758
CREATED:20190109T125853Z
LAST-MODIFIED:20240201T122826Z
UID:10001545-1548432000-1548432000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიებთან დაკავშირებით
DESCRIPTION:25 იანვარს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 503 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ნიდერლანდური ენის შესწავლასა და სტიპენდიებთან დაკავშირებით. \nნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ სტიპენდიებს აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტიკის გაერთიანების კონფერენციებსა და საზაფხულო კურსებზე გენტში\, კორტრეიკსა და ოსტენდეში (ბელგია). \nდრო: 25 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, ოთახი 503 (გ. წერეთლის ქ. № 3) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/niderlanduri-enisa-da-kulturis-tsentris-sainphormatsio-shekhvedra-stipendiebthan-dakavshirebith-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/01/49812.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190125T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190125T180000
DTSTAMP:20260505T210758
CREATED:20190123T121352Z
LAST-MODIFIED:20240201T122822Z
UID:10001544-1548439200-1548439200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რუსუდან მირცხულავას წიგნის „მითოლოგიური ლაბირინთი" პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 იანვარს\, 18:00 საათზე\, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, ფსიქოლოგიის დოქტორ რუსუდან მირცხულავას წიგნის „მითოლოგიური ლაბირინთი” პრეზენტაცია. \nნაშრომი ხელოვნების ფსიქოლოგიის საკითხებს მოიცავს. მასში განხილულია მითოლოგიური თემები და არქეტიპული ხატ-წარმოდგენები\, რომლებიც დაკავშირებულია ძირეულ ფსიქოსოციალურ ფენომენთან. ავტორი ფსიქოლოგიური მეცნიერების ჭრილში განიხილავს იგავს ამურისა და ფსიქეას შესახებ. ასევე წარმოდგენილია დიონისეს\, აპოლონისა და ორფევსის მითიური სახეები. \nწიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის\, განსაკუთრებით ხელოვნების ფსიქოლოგიის\, მითოლოგიისა და რელიგიის ისტორიის საკითხებით დაინტერესებულთათვის. \nდრო: 25 იანვარს\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი საგამოფენო დარბაზი (ლ. გუდიაშვილის ქ. N7). \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rusudan-mirtskhulavas-tsignis-mithologiuri-labirinthi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/01/49910.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190125T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190125T190000
DTSTAMP:20260505T210758
CREATED:20190121T062400Z
LAST-MODIFIED:20240201T122820Z
UID:10001543-1548442800-1548442800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეცხრე ქება
DESCRIPTION:25 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეცხრე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 25 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdametskhre-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/45904.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190126T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190126T190000
DTSTAMP:20260505T210758
CREATED:20190123T121658Z
LAST-MODIFIED:20240201T122816Z
UID:10001542-1548529200-1548529200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონცერტი „შობა გათენებულა“
DESCRIPTION:26 იანვარს\, შაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტები შეხვდებიან გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის გოგონათა სახელოსნოს პირველი კურსის სტუდენტებს. \nსტუმრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგენენ თეატრალიზებულ-შემეცნებით კომპოზიციას „შობა გათენებულა“. შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის საშობაო სიმღერები და საგალობლები. \nდრო: 26 იანვარი\,19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kontserti-shoba-gathenebula/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/01/49911.png
END:VEVENT
END:VCALENDAR