BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181203T131200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181203T131200
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181203T091223Z
LAST-MODIFIED:20240202T052432Z
UID:10001663-1543842720-1543842720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის გახსნა
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. \nკლინიკა 2018-2019 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მისია სამართლებრივი ცოდნის შექმნა\, გადაცემა\, გამოყენება\, სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული\, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება\, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბებაა. \nკლინიკა ორი მიმართულებით მუშაობს\, ესენია: ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სამართალი. მისი მიზანია\, გააღრმაოს სტუდენტებში ადამიანის უფლებების\, როგორც უზენაესი ღირებულებების\, პატივისცემა და ხელი შეუწყოს საკოსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სამართალწარმოების განვითარებას. \nკლინიკა ფოკუსირებულია საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სოციალურად დაუცველი\, დისკრიმინაციის ან/და ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების საქმეების სამართალწარმოებაზე. \nკლინიკის საქმიანობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტები და მომავალში საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები\, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო ორიენტაცია\, აკადემიური კურსის პარალელურად\, კვალიფიციური იურისტების მეთვალყურეობით გასცემენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას\, ამზადებენ იურიდიულ დოკუმენტებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის\, აწარმოებენ საქმეებს\, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში\, ასევე საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში. \n11 დეკემბერს კლინიკა ოფიციალურად გაიხსნება და დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას სამომავლო საქმიანობის\, მუშაობის პრინციპების\, გეგმებისა და მიმდინარე საქმეების შესახებ. \nღონისძიებას დაესწრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია\, სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე\, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლები. \nდრო: 11 დეკემბერი\, 17:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლისა კლინიკა (A410)\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32. \nადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. \nდამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კვირეულის სრული განრიგი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-adamianis-uphlebebisa-da-sakonstitutsio-samarthlis-klinikis-gakhsna/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49324.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181203T133300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181203T133300
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181203T093334Z
LAST-MODIFIED:20240202T052429Z
UID:10001662-1543843980-1543843980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჩემპიონატი მკლავჭიდში
DESCRIPTION:16 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მკლავჭიდში შემდეგ წონით კატეგორიებში: 60\, 70\, 80\, 80+ კგ. მარჯვენა და მარცხენა ხელით ცალ-ცალკე. წონაში დაშვება– 3 კგ. \nმონაწილეთააწონადაკენჭისყრაგაიმართებაღონისძიებისჩატარებისადგილზეშეჯიბრებისდაწყებამდე 1 საათითადრე.\nტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებს.\nგამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი მედლები და სიგელები. \nდაინტერესების შემთხვევაში\, გთხოვთ\, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018წლის 14 დეკემბერი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-chempionati-mklavtchidshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49307.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181203T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181203T180000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181130T064553Z
LAST-MODIFIED:20240202T052426Z
UID:10001661-1543860000-1543860000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰომო-საპიენს საპიენსები საქართველოს ტერიტორიაზე გაცილებით ადრე გამოჩნდნენ – ახალი აღმოჩენები ზემო იმერეთის ორთვალა კლდის მღვიმეში
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ზემო იმერეთის ორთვალას კლდის მღვიმეში ილიაუნის არქეოლოგების ჯგუფის ახალი აღმოჩენების პრეზენტაცია. \nზემო იმერეთის ორთვალა კლდის ერთ-ერთი მღვიმური სადგომის თანამედროვე მეთოდებით კვლევისას ილიაუნის არქეოლოგთა ჯგუფმა პროფესორ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ჰომო-საპიენს საპიენსების ნაშთები ნეანდეტალელების ნაშთებთან ერთად. მეცნიერების აზრით\, ეს ნიშნავს\, რომ ჰომო-საპიენს საპიენსები საქართველოს ტერიტორიასა და\, ზოგადად\, რეგიონში გაცილებით ადრე გამოჩნდნენ\, ვიდრე ეს ოდესმე ვინმეს უვარაუდია. \nამასთან დადგინდა\, რომ ჰომო-საპიენს საპიენსები იყენებდნენ ისეთივე ქვის იარაღების დამზადების შუა პალეოლითურ\, მუსტიერულ ტექნოლოგიას\, როგორსაც ნეანდერტალელები. \nორთვალა კლდეში\, 43 000 წლის წინანდელ ფენაში\, მკვლევრების კიდევ ერთი მოულოდნელი აღმოჩენაა მაკაკას ნაშთი\, რომელიც\, მეცნიერთა აზრით\, მიუთითებს იმ ფაქტზე\, რომ საქართველოს პალეოეკოლოგია თავიდან არის შესასწავლი. \nდრო: 3 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/homo-sapiens-sapiensebi-saqarthvelos-teritoriaze-gatsilebith-adre-gamochndnen-akhali-aghmochenebi-zemo-imerethis-orthvala-kldis-mghvimeshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49273.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181203T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181203T193000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181127T080339Z
LAST-MODIFIED:20240202T052424Z
UID:10001660-1543865400-1543865400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: კრებულის „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ პრეზენტაციაზე. \nძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის ზღაპრებად მოთხრობილი ბიოგრაფიების კრებულია\, რომელიც 100 განსაკუთრებული ქალის ისტორიას აერთიანებს. წიგნი გაფორმებულია 60 სხვადასხვა ქალი მხატვრის მიერ. შთამბეჭდავი ილუსტრაციები და პატარა მკითხველებისთვის გასაგები ენით მოთხრობილი საინტერესო ამბები ნებისმიერ ბავშვსა თუ მშობელს მოხიბლავს.\nწიგნს მთარგმნელი სალომე ბენიძე წარადგენს\, ხოლო მოდერატორი ნესტან კვინიკაძე იქნება. \nდრო: 3 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-krebulis-dzilispiruli-ambebi-meambokhe-gogonebisthvis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49264.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181204T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181204T210000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181203T130000Z
LAST-MODIFIED:20240202T101843Z
UID:10001659-1543950000-1543957200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია „ქართული ლიტერატურის „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“
DESCRIPTION:4 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ქართული ლიტერატურის „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“. \nმომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ქართული დამწერლობის არტეფაქტები და ქრისტიანობის მიღება; ხალხური პოეზიის წარმართული ასპექტები; ქრისტიანული ნეოპლატონიზმისა და აღმოსავლური პოეტური სტრუქტურების შეხვედრა „ვეფხისტყაოსანში“; თანამედროვე ევროპული ლიტერატურის გავლენები– \nდრო: 4 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sajaro-leqtsia-qarthuli-literaturis-dasavlur-aghmosavluri-divani/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/48948.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181205T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181205T110000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181122T103105Z
LAST-MODIFIED:20240202T052418Z
UID:10001658-1544007600-1544007600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „რა არის და რა არ არის ჟესტური ენა"
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 11 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „რა არის და რა არ არის ჟესტური ენა”. \nლექციას გაუძღვება ზაგრების უნივერსიტეტის სრული პროფესორი მარინა მილკოვიჩი. \nშეხვედრა განკუთვნილია კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების თერაპიის სფეროსა და ლინგვისტიკაში მომუშავე ადამიანებისათვის\, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. \nსამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 5 დეკემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-da-diskusia-themaze-ra-aris-da-ra-ar-aris-zhesturi-ena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49238.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181205T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181205T140000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181203T143751Z
LAST-MODIFIED:20240202T052415Z
UID:10001657-1544018400-1544018400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექცია „PR-ის ფსიქოლოგია“
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „პერიტუს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის\, ნინა პერტენავას ლექციაზე „PR-ის ფსიქოლოგია“. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 4 დეკემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.  \n*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nშეგახსენებთ\, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას\, რისთვისაც საჭიროა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \nსტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 13:45 საათი \nდრო: 5 დეკემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsia-pr-is-phsiqologia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49316.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181205T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181205T170000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181203T145705Z
LAST-MODIFIED:20240202T052412Z
UID:10001656-1544029200-1544029200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: „ცხოველებში გავრცელებული დაავადებები – ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. \n5 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმი-ვეტერინარი სოსო ბოჭორიშვილი წაიკითხავს ამ კურსის მეხუთე ლექციას თემაზე: „ცხოველებში გავრცელებული დაავადებები – ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“. \nლექციის ძირითადი თემებია: \n\nცხოველებში გავრცელებული დაავადებების – ლეიშმანიოზისა და დემოდეკოზის ისტორია და სახეობები;\nდემოდეკოზის ფორმები და მათი დიაგნოსტიკა;\nდაავადებების გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები;\nდაავადებათა კონტროლი\, პრევენცია და მკურნალობა;\nსაერთაშორისო ღონისძიებები.\n\nლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 5 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-tskhovelebshi-gavrtselebuli-daavadebebi-leishmaniozi-da-demodekozi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49318.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181205T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181205T190000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181130T064209Z
LAST-MODIFIED:20240202T052409Z
UID:10001655-1544036400-1544036400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე: „როგორ ვმართავთ ფსიქიკურ აშლილობებს?“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი აგრძელებენ შეხვედრების ციკლს „საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“. \n5 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „როგორ ვმართავთ ფსიქიკურ აშლილობებს?“. \nმომხსნებელები ისაუბრებენ ფსიქიკური აშლილობების მართვის თანამედროვე მიდგომებზე\, მოდელებსა და მეთოდებზე\, კერძოდ\, დაავადებების ფარმაკოლოგიურ მკურნალობაზე\, ფსიქოლოგიურ თერაპიებზე\, ბიოფსიქოსოციალურ მიდგომაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის სპეციფიკაზე\, სათემო სერვისების ისეთ ფორმებზე\, როგორებიცაა მობილური გუნდები და სხვ. ასევე გაიმართება მსჯელობა საქართველოში დღეისათვის არსებული მკურნალობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის შესაძლებლობებზე\, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე\, მათ ხელმისაწვდომობაზე\, შესაბამის მიღწევებზე\, გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. \n\nდრო: 5 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saubrebi-phsiqikur-janmrthelobaze-rogor-vmarthavth-phsiqikur-ashlilobebs/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49272.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181206T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181206T170000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181203T085852Z
LAST-MODIFIED:20240202T052406Z
UID:10001654-1544115600-1544115600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური“ კინოჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გეპატიჟებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბის კინოჩვენებასა და დისკუსიაზე. \n„მე გადავცურე ენგური“ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის\, ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმია. ამბავი იმაზე\, თუ როგორ აქრობს სახლისა და სიმშვიდის შეგრძნებას ადამიანებისთვის დაღად ქცეული ოკუპაცია. \nფილმში მოთხრობილია ნამდვილი ისტორიები იმ ბარიერებზე\, რომელთა გადალახვაც ადამიანებს სახლში\, აფხაზეთში\, დასაბრუნებლად უწევთ. ზოგი ბარიერი ბუნებრივია\, მაგალითად\, მდინარე ენგური\, ზოგიც – ხელოვნური\, მაგალითად\, რუსი სამხედროების მიერ შექმნილი მავთულხლართები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. \nფილმში მთხრობელი თავად რეჟისორია\, რომელმაც 4 წლისამ ომში დაკარგა სახლი და ახლა ფარულად ცდილობს მის მოძებნას. \nსპიკერი: ანუნა ბუკია\, რეჟისორი \nმოდერატორი: თამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი \nდრო: 6 დეკემბერი\, 17:00-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. \nდამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კვირეულის სრული განრიგი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dokumenturi-philmis-me-gadavtsure-enguri-kinochveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49339.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181206T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181206T170000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181203T091445Z
LAST-MODIFIED:20240202T052355Z
UID:10001653-1544115600-1544115600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:6-11 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართება. \nკვირეული ყოველწლიურად დეკემბერში ეწყობა. მისი მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური გაცვლა. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვირეულის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას გამართავს. \nღონისძიებების განრიგი:\n\n➤დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური“ კინოჩვენება და დისკუსია\n\n„მე გადავცურე ენგური“ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის\, ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმია. ამბავი იმაზე\, თუ როგორ აქრობს სახლისა და სიმშვიდის შეგრძნებას ადამიანებისთვის დაღად ქცეული ოკუპაცია. \nფილმში მოთხრობილია ნამდვილი ისტორიები იმ ბარიერებზე\, რომელთა გადალახვაც ადამიანებს სახლში\, აფხაზეთში\, დასაბრუნებლად უწევთ. ზოგი ბარიერი ბუნებრივია\, მაგალითად\, მდინარე ენგური\, ზოგიც – ხელოვნური\, მაგალითად\, რუსი სამხედროების მიერ შექმნილი მავთულხლართები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. \nფილმში მთხრობელი თავად რეჟისორია\, რომელმაც 4 წლისამ ომში დაკარგა სახლი და ახლა ფარულად ცდილობს მის მოძებნას. \nსახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/KN5oYw \nდრო: 6 დეკემბერი\, 17:00 -19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია \n\n➤ღია გაკვეთილი: „ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს\, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?“ \n„ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს\, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?“ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა\, რომლის მიზანიც მათთვის ადამიანის ძირითადი უფლებების გაცნობაა. \nღონისძიებაზე მოსწავლეები შეძლებენ სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად განიხილონ ადამიანის სიცოცხლის\, თავისუფალი გადაადგილების\, სიტყვის თავისუფლების\, განათლებისა და სხვა ძირითადი უფლებები\, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და დაცვის საშუალებებზე\, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში. \nვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/GPMnKu \nდრო: 10 დეკემბერი\, 16:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32) \nღონისძიებაზე დასწრებას მოსწავლეების გარდა შეძლებენ დაინტერესებული სტუდენტებიც. ამისთვის სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. \n\n➤ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის გახსნა \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. \nკლინიკის მისიაა სამართლებრივი ცოდნის შექმნა\, გადაცემა\, გამოყენება\, სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული\, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება\, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბება. \nკლინიკა ორი მიმართულებით მუშაობს\, ესენია: ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სამართალი. მისი მიზანია\, გააღრმაოს სტუდენტებში ადამიანის უფლებების\, როგორც უზენაესი ღირებულებების\, პატივისცემა და ხელი შეუწყოს საკოსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სამართალწარმოების განვითარებას. \nვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/UUcXmC \nდრო: 11 დეკემბერი\, 17:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლისა კლინიკა (A410)\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/adamianis-uphlebatha-sauniversiteto-kvireuli-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49320.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T090000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181206T203206Z
LAST-MODIFIED:20240202T052353Z
UID:10001652-1544173200-1544173200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკოლების გამოფენაზე
DESCRIPTION:7-8 დეკემბერს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პირველად ჩატარდება სკოლების გამოფენა. \nმეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოფენის სხვადასხვა სივრცეში დამთვალიერებლებს შემეცნებით-გასართობ ინტერაქტიულ სამეცნიერო აქტივობებს შესთავაზებს. \nპროგრამა გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის  დამთვალიერებლებისთვის. \nთქვენ გექნებათ შესაძლებლობა: \n\nილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის სტენდთან 3D გამოსახულებითა და VR ტექნოლოგიებით დააკვირდეთ მსოფლიოს დიდ მიწისძვრებს; საქართველოს მიწისძვრებსა და საქართველოში დედამიწის ქერქის სიჩქარული ველის რუკას; წყალმოვარდნის მოდელირებას თბილისის სხვადასხვა უბნისთვის; გაეცნოთ სეისმური და გეოფიზიკური აპარატურის მუშაობის პრინციპებს რეალურ მაგალითზე. სტენდზე წარმოდგენილი იქნება გეოლოგიური ნიმუშები და მიკროსკოპი\, რომლის საშუალებითაც გაეცნობიან\, როგორია მინერალი ბუნებაში და მისი რეალური შინაგანი სტრუქტურა მიკროსკოპში.\nილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სივრცეში ილიაუნის პროფესორები და სტუდენტები გათამაშებენ მინიბოტთან\, რომელსაც ესმის ფერების ენა; დაგაპროგრამირებინებენ ვარსკვლავური ომების დროიდს; სტენდთან გაერკვევით მიკროკონტროლერის მუშაობის მექანიზმში და შექმნით ფსევდოთერემინს; დაგახატინებთ სათამაშო ბოტს; ერთმანეთს შეაჯიბრებთ სენსორებიან მანქანებს.\nესტუმროთ პლანეტარიუმს\, რომელშიც ილიაუნის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი თამარ ჭაღიაშვილი დამთვალიერებლებს გააცნობს მზის სისტემას (პლანეტებს\, ასტეროიდებს\, კომეტებს\, მზეს) და ახსნის თითოეული მათგანის ბუნებას; გალაქტიკა – ვისაუბრებთ გალაქტიკის მახასიათებლებზე\, დიდსა თუ მცირე ვარსკვლავებზე\, ვარსკვლავების დაბადებასა და გაქრობაზე\, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობაზე; გალაქტიკათშორისი სივრცე – სხვადასხვა გალაქტიკებს და\, ზოგადად\, სამყაროს სტრუქტურას. პლანეტარიუმში ასევე ვისაუბრებთ სამყაროს წარმოშობაზე.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები და სტუდენტები შესაძლებლობას მოგცემენ ჩაერთოთ არქეოლოგიური გათხრების იმიტაციაში. „დაამუშავებთ“ აღმოჩენილ ნივთებს; მიიღებთ მონაწილეობას სახალისო კონკურსებში.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრომო სტენდზე კი წარმოდგენილი იქნება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab Iliauni) და კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (GameLab Iliauni) – შესაძლებლობა გექნებათ\, 3D პრინტერზე დაბეჭდოთ სხვადასხვა ნივთი და 3D სკანერზე დაასკანეროთ ობიექტები. ასევე სტენდზე წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ფაბლაბში დამზადებული სხვადასხვა ნივთი და პროექტი.\nაქვე საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის\, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ მონაწილეობა მიიღონ სახალისო ქიმიური ცდების მომზადებაში და ექსპერიმენტების მონაწილეებს დააჯილდოებენ დამწყები ბიოქიმიკოსის სერტიფიკატით;\n\nილიაუნის სივრცეში გამოფენის მსვლელობის პარალელურად ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული სკოლებიდან მოსწავლეების ჯგუფები წარმოგიდგენენ სახალისო-სამეცნიერო ექსპერიმენტებს. სტენდთან 20-ზე მეტი სკოლა იქნება წარმოდგენილი. ექსპერიმენტების პარალელურად ისინი დამთვალიერებლებს აუხსნიან ექსპერიმენტების თავისებურებებს და მათაც ჩართავენ აქტივობებში. \nრაც მთავარია\, არ დაგავიწყდეთ\, რომ 7-8 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მოეწყობა ილიაუნის აუდიტორია\, რომელშიც შეძლებთ: \n\nდაესწროთ ილიაუნის STEM (Science\, Technology\, Engineering\, Math) აკადემიაში წამყვანი მეცნიერებისა და მკვლევრების მოხსენებებს.\nასევე ილიაუნის ბიზნესის სკოლის ლექტორები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს მომავლის პროფესიებზე.\n\nგელოდებით და არ დაგავიწყდეთ\, რომ #მეცნიერებასახალისოა. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universiteti-skolebis-gamophenaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49344.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T160000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181204T110635Z
LAST-MODIFIED:20240202T052350Z
UID:10001651-1544198400-1544198400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „უნდობლობის მომენტები სამხრეთ კავკასიაში“
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ ფლორიან მიულფრიდის საჯარო ლექციაზე „უნდობლობის მომენტები სამხრეთ კავკასიაში“. \nფლორიან მიულფრიდის ლექცია მნიშვნელოვანწილად დაფუძნებული იქნება უნდობლობის ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალებზე\, რომლებიც ძირითადად შეგროვებულია აფხაზეთში\, კავკასიაში არსებულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. აფხაზეთის საერთაშორისო არაღიარების გამო უნდობლობა დიდწილად ყოველდღიური ცხოვრების არსებითი და განუყოფელი ნაწილია. უნდობლობა კი გარდაიქმნება წარმოდგენად\, თითქოს რაღაც დაფარულია ზედაპირს მიღმა\, მაგალითად\, ფარული დღის წესრიგი. ეს ეჭვი აღვივებს შეთქმულების თეორებს\, მაგრამ\, ამავე დროს\, საშუალებას იძლევა\, მიიღო ის ადამიანები\, რომელთაც არ ენდობი და რომელთაგანაც თავის დაღწევაც შეუძლებელია. ურთიერთსაწინააღმდეგო მასალები საქართველოდან აჩვენებს\, რომ უნდობლობა ფასადების მიმართ შესაძლოა საპირისპირო აზრსაც გულისხმობდეს: ფასადებს მიღმა სხვა არაფერია. \nმომხსნებლის შესახებ\nსოციალური ანთროპოლოგი ფლორიან მიულფრიდი ოც წელზე მეტია მუშაობს კავკასიის\, განსაკუთრებით კი საქართველოს საკითხებზე. მას ეკუთვნის მონოგრაფიები: „უნდობლობის სქემები: გლობალური პერსპექტივა“ (გამოიცემა უახლოეს მომავალში)\, „სახელმწიფო და სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მაღალმთიან საქართველოში (2014) და „პოსტსაბჭოთა დღესასწაული: ქართული ბანკეტი გარდამავალ პერიოდში“ (2006\, გერმანულ ენაზე); იგი „უნდობლობა: ეთნოგრაფიული მიახლოებითი მნიშვნელობების“ რედაქტორია (2018)\, წიგნის „წმინდა ადგილები\, ახალი სივრცეები: რელიგიური პლურალიზმი პოსტ-საბჭოთა კავკასიაში (2018) – თანარედაქტორი ციპილმა დარიევასა და კევინ ტუიტესთან ერთად და გამოცემის „საბჭოთა პერიოდის ანთროპოლოგია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ (2012) თანარედაქტორი სერგეი სოკოლოვსკისთან ერთად. \nდრო: 7 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-undoblobis-momentebi-samkhreth-kavkasiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49325.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181203T092607Z
LAST-MODIFIED:20240202T052343Z
UID:10001649-1544209200-1544209200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანთროპოლოგ ანდრეა ვაისის კვლევის წარდგენა
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C318 აუდიტორიაში ანთროპოლოგი ანდრეა ვაისი წარადგენს კვლევას „საზღვრისპირა პრაქტიკა აფხაზეთსა და აჭარაში თურქეთის როლის გათვალისწინებით: ტრანსსასაზღვრო პროცესები და პოლიტიკური სივრცის (რე)კონფიგურაცია კავკასიაში“. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 დეკემბერი\, 19.00 საათი \nადგილმდებარეობა: C318 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anthropolog-andrea-vaisis-kvlevis-tsardgena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49306.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181206T122430Z
LAST-MODIFIED:20240202T052339Z
UID:10001648-1544209200-1544209200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეშვიდე ქება
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეშვიდე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 7 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdameshvide-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181206T123436Z
LAST-MODIFIED:20240202T052336Z
UID:10001647-1544209200-1544209200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გამოფენა „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტს „მდგომარეობებს შორის“. \nტექნოლოგიური განვითარების არნახულმა ტემპმა\, კომუნიკაციების დღემდე წარმოუდგენელმა შესაძლებლობებმა და ინფორმაციის სიჭარბემ გლობალური პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ახალი კონტურები ჩამოაყალიბა. ადამიანის ცხოვრების ახალი მდგომარეობების გაჩენა ახალ მითოლოგიებსა და ნარატივებს ქმნის. შესაბამისად\, ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბი სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში ახალ მანიპულაციათა შესაძლებლობებს ქმნის. ამ პროცესების ლოგიკური თანმდევია ახალი შემოქმედებითი მანიფესტაციების სიმრავლეც. \nგამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ადგილობრივ კონტექსტში მაორიენტირებელ ამოცანას ისახავს მიზნად\, ცდილობს\, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ\, რა არის ის მდგომარეობები\, რომლებშიც ვარსებობთ\, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები\, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედიახელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს მიმდინარე სოციოპოლიტიკურ კონტექსტთან? \n„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევარს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით ნასაზრდოებ კულტურულ იმპულსებს ასახავს. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკების საშუალებით ცდილობს\, ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს\, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი. \nგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ავტორების ნამუშევრები:\nგიო სუმბაძე\, გიორგი მაღრაძე\, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი\, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე\, ვატო წერეთელი\, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი\, თამარ გურგენიძე\, თორნიკე ქარჩხა\, ჯასპერ ფუნგი\, ლადო ლომიტაშვილი\, ლადო ონიანი\, მამუკა ჯაფარიძე\, მანუჩარ ოქროცვარიძე\, ნიკა მაჩაიძე\, ნიკოლოზ კაპანაძე\, სანდრო სულაბერიძე\, ტილდა ჯორჯი\, InChina Collective: გოჩა ჟღენტი\, ივეტა ჩხიკვაძე\, ილია მახარაძე და მართა თაბუკაშვილი\, ალექსი სოსელია და გიორგი მელაძე\, ზურა ცოფურაშვილი და ლუკა აქიმიძე\, რამაზ ბაბლუანი\, გვანცა ბერძენიძე\, ბარაგალო\, ელენე გაბრიჩიძე\, დიმა დადიანი\, სკოტ მაკოლაკი. \nკურატორები: ხატია ჭოხონელიძე\, გიორგი სპანდერაშვილი\, ვატო ურუშაძე \nKHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე კლუბის ახალი პლატფორმაა. კლუბის მესამე სართულზე მდებარე მულტიდისციპლინური ფორმატის საგამოფენო დარბაზის მიზანია ახალი სახელოვნებო იმპულსების სინთეზით ელექტრონული მუსიკის აუდიტორიასა და სხვადასხვა შემოქმედებით მიმართულებებს შორის უნიკალური გადაკვეთის წერტილის შექმნა. „მდგომარეობებს შორის” სივრცის პირველი გრძელვადიანი საგამოფენო პროექტია. \nგამოფენის პარალელურად სამი თვის განმავლობაში გაიმართება ცოცხალი პერფორმანსები\, ჩვენებები\, ვორკშოპები და პრეზენტაციები. \nპროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები: \nსაქართველოს განათლების\, მეცნიერების\, კულტურისა და სპორტის სამინისტრო\, ქალაქ თბილისის მერია\, გოეთეს ინსტიტუტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო\, შემოქმედებითი საქართველო\, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი\, ვიდეოხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების არქივი\, Georgia Today\, არტარეა\, ჯეოლაბი\, 9 მთა\, marketer.ge\, on.ge \nგამოფენა ნებისმიერი მსურველისათვის იქნება ღია ყოველ სამშაბათს\, 15:00-დან 20:00 საათამდე. ის ასევე იმუშავებს კლუბ KHIDI-ის ღონისძიებების პარალელურად პარასკევსა და შაბათს (მხოლოდ ღონისძიებებზე დამსწრე აუდიტორიისთვის) და წინასწარი შეთანხმებით. \nსაკონტაქტო ინფორმაცია:\n+995 577 935 032 / +995 593 750 076 / +995 558 900 400\n✉ inbetweenconditons@gmail.com \nდრო: 7 დეკემბერი\, 19:00 საათი \nმისამართი: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი\, მარჯვენა სანაპირო / https://goo.gl/maps/CFyi9wUPPR72\n0160 თბილისი \nდასწრება თავისუფალია 19:00 -23:00 საათამდე \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gamophena-mdgomareobebs-shoris-in-between-conditions/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49341.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T193000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181122T134600Z
LAST-MODIFIED:20240202T052332Z
UID:10001646-1544211000-1544211000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ – ბავშვის განვითარების ინსტიტუტის\, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია და ვორკშოპი
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის\, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროგრამის „მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია. \nპრეზენტაცია მიზნად ისახავს\, დამსწრე საზოგადოებას გააცნოს კარლ ორფის მიერ შემუშავებული და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მუსიკის სწავლების სისტემა\, რომელიც ამჟამად გამოიყენება ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობის პროცესში. \nპრეზენტაცია დასრულდება ვორკშოპით\, რომელსაც ექნება იმპროვიზებული კონცერტის ფორმა – მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ/დააკვირდენ კარლ ორფის ინსტრუმენტებით მუზიცირების პროცესს და გაეცნონ აღნიშნულ მეთდოლოგიას. \nგანრიგი \n19:30-19:35 – ღონისძიების გახსნა \nქეთევან ლაკირბაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი \n19:35-19:45 – თემა: ორფის მეთოდოლოგია \nმომხსენებლები: ეკა ჩუბინიძე\, მაკა ჩაჩხიანი\, კარლ ორფის ასოციაცია \n19:45-19:55 – თემა: ორფის მეთოდოლოგიის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის მომხსენებელი – ია იაშვილი\, ფსიქოლოგი\, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი \n19:55-20:05 – თემა: მუსიკის ცენტრის როლი პროგრამაში \nმომხსენებელი – მარინე ადამია\, ილიაუნის მუსიკის ცენტრი \n20:05- 20:15 – თემა: მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაში ორფის მეთოდოლოგიის ინტეგრირება \nმომხსენებელი – ქეთევან შენგელია\, ილიაუნის მუსიკის ცენტრი \n  \nდრო: 7 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/musika-bavshvis-ganvitharebisthvis-bavshvis-ganvitharebis-institutis-iliaunis-musikis-tsentrisa-da-saqarthvelos-orphis-asotsiatsia-jeorphis-erthoblivi-proeqtis-prezentatsia-da-vorkshopi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49101.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181208T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181208T110000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181203T133316Z
LAST-MODIFIED:20240202T052326Z
UID:10001645-1544266800-1544266800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“
DESCRIPTION:8 დეკემბერს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ევროპული საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“-ის ეგიდით პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართება პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“. მისი ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – „Science on Stage“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. \nფესტივალის დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. მასზე საუკეთესო პროექტის წარმდგენი ოთხი მასწავლებელი საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს  „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალში\, რომელიც 2019 წელს პორტუგალიაში გაიმართება. \nდრო: 8 დეკემბერი\, 11.00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pirveli-erovnuli-phestivali-metsniereba-mthavar-rolshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49314.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181208T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181208T150000
DTSTAMP:20260505T132239
CREATED:20181207T124054Z
LAST-MODIFIED:20240202T052322Z
UID:10001644-1544281200-1544281200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:როგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-16 დეკემბერს იმართება სტუდენტური ცხოვრების კვირეული. ილიაუნის სტუდენტებს ყოველდღიურად შესაძლებლობა ექნებათ\, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში. \n10 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი“. \nლექციას გაუძღვებიან toptal.com-ის უფროსი მობაილდეველოპერი\, ფრილანსერი ალექსანდრე პატარიძე და უფროსი ვებდეველოპერი\, ფრილანსერი სანდრო დოლიძე. \nმომხსენებლები სტუდენტებს გაუზიარებენ გამოცდილებას – როგორ დაიწყეს მუშაობა დისტანციურად\, როგორ შეძლეს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ კარგი ანაზღაურების მიღება და\, რაც მთავარია\, საკუთარი ცხოვრების სტილი გახადეს ისეთი\, როგორზეც ოცნებობდნენ. \nთემები: \n\nრატომ გადავწყვიტეთ ფრილანსერობა;\nროგორ გავხდით ფრილანსერები;\nდროის მართვის მეთოდი – Pomodoro-ს ტექნიკა;\nრატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი სუსტი მხარეები.\n\nკვირეულში აქტიურად მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდებიან ზამთრის გასვლითი სკოლის საგზურებითა და სიმბოლური საჩუქრებით. \nდრო: 8 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rogor-gavkhde-tsarmatebuli-phrilanseri/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49349.png
END:VEVENT
END:VCALENDAR