BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180409T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180409T110000
DTSTAMP:20260507T073211
CREATED:20180417T120247Z
LAST-MODIFIED:20240202T054720Z
UID:10001921-1523271600-1523271600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა მაგისტრობის კანდიდატებისათვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის 9 და 12 მაისს საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/registrationmasters \nრა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე? \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას: \n\nრა პროგრამებზე ექნება მიღება 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს;\nროგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამებზე;\nროგორ არჩევს ილიაუნი მაგისტრობის კანდიდატებს;\nრას ისწავლით და ვინ გასწავლით თქვენ მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე;\nრომელი გაცვლითი პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა სწავლის განმავლობაში.\n\nშეხვედრის ბოლოს გექნებათ საშუალება\, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხი კომპეტენტური პირებისაგან. \nსაინფორმაციო შეხვედრების განრიგი \nრეგისტრაციისას უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი და ფაკულტეტი. პროგრამები ფაკულტეტების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: http://bit.ly/masterprogramsisu \n9 მაისი\, B201 აუდიტორია  \n\n11:00 – ბიზნესის ადმინისტრირება\n13:00 – სამართლის სკოლა\n15:00 – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი\n17:00 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი\n\n12 მაისი\, B201 აუდიტორია \n\n11:00 – ბიზნესის ადმინისტრირება\n13:00 – სამართლის სკოლა\n15:00 – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი\n17:00 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი\n\nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nსაკონტაქტო ინფორმაცია \n032 2 22 00 09 (352) \npr@iliauni.edu.ge \nFacebook.com/Iliauni \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-magistrobis-kandidatebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180410T175000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180410T175000
DTSTAMP:20260507T073211
CREATED:20180410T135024Z
LAST-MODIFIED:20240202T054604Z
UID:10001919-1523382600-1523382600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და „ფორბსის“ ერთობლივი სასტიპენდიო კონკურსი  - aBItour
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ყველაზე გავლენიან ბიზნესგამოცემა „ფორბსთან” ერთად აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსს – aBItour. \nთუ თვლი\, რომ ხარ ინოვაციური და კრეატიული\, შეგიძლია გამოწვევების მიღება\, არ უშინდები ბევრ შრომას და გჯერა საკუთარი წარმატების\, ამასთან\,  წელს აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სწავლის გაგრძელებას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებ\, მაშინ არ გაუშვა ეს შესაძლებლობა. \nრატომ? \nპროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას: \n✔ მიიღო მეტი ინფორმაცია ბიზნესგანათლებისა და მომავალი პროფესიის შესახებ – გააკეთო სწორი არჩევანი; \n✔ მიიღო ბიზნესიდეის ფორმირებისა და მისი წარდგენისთვის საჭირო ცოდნა\, გამოიმუშაო საჭირო უნარ-ჩვევები – იყო მზად ბიზნესის კეთებისთვის; \n✔ გაიცნო მსგავსი ინტერესების ადამიანები და მათთან ერთად განახორციელო ინოვაციური და კრეატიული იდეების გენერირება – დაიწყო ბიზნესი; \n✔ მოიპოვო სასტიპენდიო ვაუჩერი – თავად დაიფინანსო სწავლა. \nროგორ? \nთუ 2018 წელს აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და შენთვის პროექტში მონაწილეობა საინტერესოა\, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 6 მაისისა და ჩვენ დაგიკავშირდებით. \nსარეგისტრაციო ფორმის შესავსებად მიჰყევი ბმულს: https://goo.gl/Qe1KmK \nროდის? \nკონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: \n\nპირველი შესარჩევი ტური\, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ დავალებას (არ საჭიროებს რაიმე ტიპის სპეციფიკურ ცოდნას და ამოწმებს შენს ბიზნესალღოს\, კრეატიულობასა და ბიზნესის სფეროში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარებს)\, გაიმართება 3 ივნისს.\nმეორე ტური\, რომელიც გულისხმობს აქსელერაციას (მომზადებას კონკურსის მომდევნო ეტაპისთვის)\, ასევე მონაწილეების ჯგუფებად დაყოფას და ბიზნესიდეის ფორმირებას\, ჩატარდება 9-10 ივნისს.\nმესამე ეტაპი\, რომელიც ნებაყოფლობითია და მოიცავს პროფესიონალ მენტორებთან შეხვედრას\, ასევე დამატებითი კონსულტაციების მიღებას\, რათა დავალების შესრულება შეძლო\, ჩატარდება 14 ივნისს.\nკონკურსის ფინალი – გულისხმობს ბიზნესიდეის წარდგენას (ფიჩინგს) და გამარჯვებული გუნდების გამოვლენას.\n\nპრიზები \n✔ პირველი ადგილი – პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯილდოებს 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით*; \n✔ მეორე ადგილი – მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოებს 650-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით*; \n✔ ნახევარფინალისტები – კონკურსის ყველა ნახევარფინალისტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს 3-დღიან საგზურს ილიაუნის სასტუმროში შემეცნებით ბანაკში\, სადაც არაფორმალურ და კომფორტულ გარემოში ბიზნესის სფეროში წარმატებული ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ. \nჩვენი პარტნიორი კომპანიები თქვენთვის დააწესებენ პრიზებს\, რომელთაც დროდადრო გაგიზიარებთ. \nპროექტის მედიაპარტნიორები: \nყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა „ფორბსი“ და ტელეგადაცემა „საქმიანი დილა“. \nილიაუნი გისურვებთ წარმატებას. \n*სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები \n\n\nბიზნესიდეების კონკურსზე aBItour მიღებული სასტიპენდიო ვაუჩერით სარგებლობას შეძლებ\, თუ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე; \n\n\nსასტიპენდიო ვაუჩერი გადმოგეცემა იმ შემთხვევაშიც\, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებ 100%-იან სახელმწიფო გრანტს. თანხის გამოყენებას შეძლებ პირადი საჭიროებების შესაბამისად (გადაიხდი ბინის ქირას\, შეიძენ ლეპტოპს\, წიგნებს და ა.შ.); \n\n\nერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა. იმ შემთხვევაში\, თუ შენ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების (ილიაუნის სტიპენდიის მოპოვების სხვა შესაძლებლობებისთვის მიჰყევით ბმულს:  ) ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებ\, დაჯილდოვდები თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე ერთი სასტიპენდიო ვაუჩერით. \n\n\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია \n✉ pr@iliauni.edu.ge \n☏ (+995 32) 222 00 09 (352) \n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-biznesis-skolisa-da-phorbsis-erthoblivi-sastipendio-konkursi-abitour/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45019.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180412T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180412T130000
DTSTAMP:20260507T073211
CREATED:20180410T073700Z
LAST-MODIFIED:20240202T054558Z
UID:10001918-1523538000-1523538000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რეალობისა და პრობლემების შესახებ
DESCRIPTION:12 აპრილს\, ხუთშაბათს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის\, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. სტუდენტებს გააცნობენ ორგანიზაციის საქმიანობას\, კერძოდ\, მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამას\, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კარიტასი მართავს მობილურ ჯგუფს\, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს და მათთან არსებულ სადღეღამისო თავშესაფრებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. \nშეხვედრაზე სტუდენტები ასევე გაეცნობიან სსიპ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ მიზნებს და მის ფარგლებში დაგეგმილ საველე სამუშაოებს\, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები\, სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები განახორციელებენ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასთან” მჭიდრო თანამშრომლობით. \nშეხვედრის მიზანია\, დაინტერესებულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა\, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია\, გაანალიზონ დახმარების კონცეფცია და ქუჩაში ხელგამოწვდილ ბავშვს არ გაუწოდონ ფული\, არამედ შესთავაზონ სხვა ალტერნატივა. \nშეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები: \n\nქვეყანაში არსებული მდგომარეობა;\nვინ არიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები;\nრატომ არიან ქუჩაში;\nრა პრობლემებს აწყდებიან;\nრას ვაკეთებთ\, როცა მათ ვხედავთ.\n\nშეხვედრას გაუძღვებიან საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ პროექტის თანამშრომლები. \nდრო: 12 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-quchashi-mtskhovrebi-da-momushave-bavshvebis-realobisa-da-problemebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/44500.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180412T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180412T160000
DTSTAMP:20260507T073211
CREATED:20180411T070626Z
LAST-MODIFIED:20240202T054558Z
UID:10001917-1523548800-1523548800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე: „სახელმწიფო ენა წარმატებისთვის“
DESCRIPTION:12 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადებისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო პროგრამა\, ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის საუნივერსიტეტო ახალგაზრდული ცენტრი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია „სოვლაბი“ სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით გამართავენ დისკუსიას თემაზე: „სახელმწიფო ენა წარმატებისთვის“. \nპროგრამის არაქართულენოვანი სტუდენტები საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტის საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი (http://prosopography.iliauni.edu.ge/) ბაზაზე ქმნიან XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების ციფრულ ისტორიას\, სწავლობენ და სტუდენტური მინიპროექტების სახით აქვეყნებენ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში არაქართულენოვანი მოსახლეობის ღვაწლის ამსახველ მასალას. ამ პროგრამის სტუდენტი\, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის\, ფარი ხანუმ სოფიევას შთამომავალი\, ისმაილ სოფიევი ისაუბრებს საკუთარ გეგმებზე\, როგორ აპირებს უცნობი ისტორიების კვლევა-ძიებით სამოქალაქო მეხსიერების მატიანის შექმნას. ამავე პროგრამის სტუდენტები\, ნარე კაზარიანი და ლილით დავთიანი\, წარადგენენ დამოუკიდებელი საქართველოს მეცენატებს\, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს როგორც ქართულ\, ისე სომხურ საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში\, მათ შორის ახალგაზრდებისთვის უცხოეთში სასწავლებლად სასტიპენდიო ფონდების დაარსებაში. \nდრო: 12 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-sakhelmtsipho-ena-tsarmatebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180412T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180412T193000
DTSTAMP:20260507T073211
CREATED:20180403T065851Z
LAST-MODIFIED:20240202T054552Z
UID:10001915-1523561400-1523561400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ნოდარ ლადარიას რომანის „ქარის გამორჩევა“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ნოდარ ლადარიას რომანის „ქარის გამორჩევა“ პრეზენტაციაზე. \nწიგნს ავტორი\, ნოდარ ლადარია\, მწერალი ლაშა ბუღაძე და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე წარადგენენ. \nმოდერატორი: მწერალი ანა-კორძაია სამადაშვილი \n„უსახელო და პირობით ქალაქში\, რომელიც თავისი მცხოვრებლების წყალობით ძალიან ემსგავსება თბილისს\, ერთმანეთს ხვდებიან ევდემონი და თეოფორა…“ – ასე იწყება სასაცილო და სევდიანი\, ირონიული და გულწრფელი\, ნატიფი ეროტიკითა და გამოუთქმელი შეზღუდვებით სავსე ისტორია\, რომლის სიღრმეში დაკვირვებული მკითხველი აღმოაჩენს ჩვენი სინამდვილის მოურჩენელ წყლულებს\, ან სულაც დაუფიქრებლად გაჰყვება რომანის დინებას. \nდრო: 12 აპრილი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-nodar-ladarias-romanis-qaris-gamorcheva-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/44963.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180413T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180413T160000
DTSTAMP:20260507T073211
CREATED:20180329T115323Z
LAST-MODIFIED:20240202T054547Z
UID:10001913-1523635200-1523635200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეი მაკარიჩევის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:13 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C317 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ”Russian Worlds in Baltics: the Case of Russophone Communities in Estonia”. ლექციას წარუძღვება ტარტუს უნივერსიტეტის\, იოჰან შუტეს პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის ცენტრის მოწვეული პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი. \nლექცია შეეხება ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებში\, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის საკითხს. განხილული იქნება საკითხის კულტურული\, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განზომილებები\, რუსულენოვან საზოგადოებებში გავრცელებული დისკურსები\, ნარატივები და წარმოდგენები\, მათ შორის რუსულენოვანი თემების მემარჯვენე პოპულიზმისადმი დამოკიდებულებაც. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: C317 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tartus-universitetis-prophesor-andrei-makarichevis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44955.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180413T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180413T190000
DTSTAMP:20260507T073211
CREATED:20180409T110600Z
LAST-MODIFIED:20240202T060241Z
UID:10002116-1523646000-1523646000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მეთექვსმეტე ქება
DESCRIPTION:13 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეთექვსმეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 13 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-metheqvsmete-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44407.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180414T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180414T170000
DTSTAMP:20260507T073211
CREATED:20180413T112823Z
LAST-MODIFIED:20240202T054545Z
UID:10001911-1523725200-1523725200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სახელმწიფო ენის 100 წლის იუბილე: ქართული ენის მომავალი ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ეპოქაში
DESCRIPTION:14 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მობილური და ვებაპლიკაციების ლაბორატორია „ჯეოლაბი“ გეპატიჟებათ დისკუსიაზე: „სახელმწიფო ენის 100 წლის იუბილე: ქართული ენის მომავალი ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ეპოქაში“. \nმომხსენებლები სხვადასხვა პერსპექტივიდან წარმოაჩენენ დისკუსიის მთავარ პრობლემას: რამდენად გააზრებული აქვს დღეს საზოგადოებას\, ერთი მხრივ\, პასუხისმგებლობა ქართულის\, როგორც ჩვენი სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროს ოფიციალური ენის\, მიმართ და რამდენად ენაცვლება ამ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ქართული ენისადმი პატივისცემის ტრადიცია\, რომელსაც 14 აპრილის ისტორიული მოვლენით ჩაეყარა საფუძველი. \nსადისკუსიო პრობლემის პერსპექტივიდან მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე: \n\nდამწერლობა\, როგორც კომუნიკაციის სახე და ქართული დამწერლობა თანამედროვე ტექნოლოგიებში. ახალი ინიციატივები და პროექტები დამწერლობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის;\nქართული და საქართველოში დაცული უცხოენოვანი (ურარტული\, არამეული\, ებრაული\, ბერძნული და ა.შ.) ტექსტური მემკვიდრეობა ციფრულ ეპოქაში;\nროგორ ვითარდება მსოფლიო ბუნებრივი ენის მოდელირების თვალსაზრისით\, ქართული ენის მოდელირება და მისი საჭიროება ტექნოლოგიურ ეპოქაში;\nქართულენოვანი რობოტები/ბოტები და მათი მნიშვნელობა საკომუნიკაციო სივრცეში;\nქართულენოვანი ციფრული საგანმანათლებლო რესურსები ხარისხიანი განათლების მისაღებად.\n\nდისკუსიაში წარმოდგენილი იქნება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტები 1918 წლის ისტორიული მოვლენებიდან\, კერძოდ\, სკოლებისა და სასწავლებლების გაეროვნების დადგენილება\, რომელიც 1918 წელს გამოქვეყნდა და რომლითაც კანონიერი არსებობა დაიწყო ქართულმა\, როგორც სახელმწიფო ენამ. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: სანდრო ასათიანი\, ნინო დობორჯგინიძე\, გიორგი ვახტანგიშვილი\, თამარ კალხიტაშვილი\, ირინა ლობჟანიძე\, აკაკი რაზმაძე\, ზურა ჯიშკარიანი. \nდრო: 14 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. ნ32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sakhelmtsipho-enis-100-tslis-iubile-qarthuli-enis-momavali-teqnologiebisa-da-globalizatsiis-epoqashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45063.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180415T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180415T120000
DTSTAMP:20260507T073211
CREATED:20180410T104045Z
LAST-MODIFIED:20240202T054540Z
UID:10001910-1523793600-1523793600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანა კორძაია-სამადაშვილის შეხვედრა აბიტურიენტებთან - ჩხოროწყუ\, 15 აპრილი
DESCRIPTION:15 აპრილს\, 12:00 საათზე\, ჩხოროწყუს კულტურის სახლში (დავით აღმაშენებლის N6) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი აბიტურიენტებთან გამართავს შეხვედრას\, გაესაუბრება პროფესიის არჩევაზე და საჯარო ლექციას წაუკითხავს თემაზე: „ვიკითხოთ და ვწეროთ წიგნები“. \nლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს\, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს\, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. \nშეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. \nანა კორძაია-სამადაშვილის შესახებ \nანა კორძაია-სამადაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი\, მწერალი\, ჟურნალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობებში: „ბბტ“ (შვედეთსა და ლიტვაში) და „სომა პრესი“. იყო ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტოს („შმიტ-ბრაული და პარტნიორები“) თანამშრომელი (ფრანკფურტი\, ბერლინი)\, გაზეთ „24 საათისა“ და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“\, ასევე რადიო „მწვანე ტალღის“ ჟურნალისტი. დღეს თავისუფალი ჟურნალისტის და მთარგმნელის სტატუსით თანამშრომლობს „ლიტერატურულ გაზეთთან“\, ლიტერატურულ ჟურნალებთან – „არილი“ და „ახალი საუნჯე“. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული მისი ტექსტები თარგმნილია ინგლისურ\, გერმანულ\, იტალიურ\, ესპანურ და შვედურ ენებზე; 2002 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო დებიუტისთვის\, 2014 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის „ვინ მოკლა ჩაიკა?“ \nანა კორძაია-სამადაშვილის ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://faculty.iliauni.edu.ge/arts/ana-kordzaia-samadashvili/ \nდამატებითი ინფორმაცია \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება. \nმომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება. \nსაინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh  \nშენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!\n#მევირჩევილიაუნის \nსაკონტაქტო ინფორმაცია \n✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge\n✉ pr@iliauni.edu.ge\n☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ana-kordzaia-samadashvilis-shekhvedra-abiturientebthan-chkhorotsqhu-15-aprili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45015.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180415T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180415T120000
DTSTAMP:20260507T073211
CREATED:20180412T063900Z
LAST-MODIFIED:20240202T054537Z
UID:10001909-1523793600-1523793600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ღია კარის დღე თბილისში – 15 აპრილი
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აპრილში რამდენიმე ღია კარის დღეს გამართავს აბიტურიენტებისთვის თბილისში. მეორე ღია კარის დღე დაგეგმილია 15 აპრილს\, 12:00 საათზე. \nპროგრამა \n12:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეთავაზებები აბიტურიენტებს \n12:40 – ყავის შესვენება \n13:00 – შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან \n\nმეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები\nბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამები\nსამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამები\nსაბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები\n\nგელოდებით და გახსოვდეთ\, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ! \n#მევირჩევილიაუნის \nმისამართი: B201 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nსაკონტაქტო ინფორმაცია \npr@iliauni.edu.ge \n032 2 22 00 09 (352) \nFacebook.com/Iliauni \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-ghia-karis-dghe-thbilisshi-15-aprili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/44974.png
END:VEVENT
END:VCALENDAR