BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171113T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171113T100000
DTSTAMP:20260508T150943
CREATED:20171030T131603Z
LAST-MODIFIED:20240202T055935Z
UID:10002083-1510567200-1510567200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში – 13-19 ნოემბერი\, 2017
DESCRIPTION:13-19 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში. \nკვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება\, რომლებშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. \n2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. \n13-19 ნოემბერს\, კვირეულის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს\, სემინარებს\,საჯარო ლექციებსა და კონკურსებს. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობათა გაძლიერებაზე. \nhttp://gew.iliauni.edu.ge/ \n\nგანრიგი \n→ 10-18 ნოემბერი\, მეიქათონი „იდეიდან პირველ ბიზნესამდე“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული \n→ 12-17 ნოემბერი\, ბიზნესიდეების კონკურსი ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის – გლობალური მეწარმეობის კვირეული \n→ 13 ნოემბერი\, შეხვედრა სტარტაპებთან VREX\, WIFISHER\, CNICK\, PAWWWN – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში \n→ 15 ნოემბერი\, სტარტაპ მარკეტი \n→ 15 ნოემბერი\, ღამე თეატრში – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში \n→ 16 ნოემბერი\, შეხვედრა მეწარმე ქალებთან \n→ 18-19 ნოემბერი\, ჰაკათონი „ციფრული ტურიზმი“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi-13-19-noemberi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42730.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171113T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171113T140000
DTSTAMP:20260508T150943
CREATED:20171110T065116Z
LAST-MODIFIED:20240202T055934Z
UID:10002082-1510581600-1510581600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან  შატბერაშვილის  საჯარო ლექცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:13 ნოემბერს\, ორშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ საბაკალავრო კურსის – „მეტაფორები\, რომლებშიც ვცხოვრობთ” – ფარგლებში გაიმართება ფსიქოთერაპევტ ლევან შატბერაშვილის საჯარო ლექცია: „მეტაფორები ფსიქოთერაპიაში“ \nდრო: 13 ნოემბერი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-shatberashvilis-sajaro-leqtsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42822.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171113T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171113T190000
DTSTAMP:20260508T150943
CREATED:20171102T134519Z
LAST-MODIFIED:20240202T055930Z
UID:10002081-1510599600-1510599600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა სტარტაპებთან Vrex\, Wifisher\, Cnick\, Pawwwn - გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:13 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში\, გაიმართება სტარტაპ პანელი\, რომელზეც მოწვეულები იქნებიან წარმატებული სტარტაპები: Vrex\, Wifisher\, Cnick\, Pawwwn. \nღონისძიება გაიმართება პანელური დისკუსიის ფორმატით. შეხვედრაზე თქვენ გაიგებთ\, თუ რატომ უნდა შექმნათ საკუთარი სტარტაპი დღეს და არ გადადოთ მომავლისთვის. თუ როგორ შეგიძლიათ\, იყოთ ახალი სამუშაო ადგილების შემქმნელები თავად და აკეთოთ საზოგადოებისთვის ნამდვილად სასარგებლო საქმე. რა გამოწვევები გელოდებათ სტარტაპის შექნისას და რა წინააღმდეგობებს შეიძლება წააწყდეთ სტარტაპ საქმიანობის პროცესში. \nდრო: 13 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“  (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-startapebthan-vrex-wifisher-cnick-pawwwn-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42748.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171114T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171114T180000
DTSTAMP:20260508T150943
CREATED:20171109T122735Z
LAST-MODIFIED:20240202T055927Z
UID:10002080-1510682400-1510682400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „ტკივილი და ტკივილის მართვის თანამედროვე მიდგომები“
DESCRIPTION:14 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ავერსის კლინიკის ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსი\, ექიმი-ანესთეზიოლოგი გოჩა გორგოძე წაიკითხავს ლექციას თემაზე „ტკივილი და ტკივილის მართვის თანამედროვე მიდგომები“. \nდრო: 14 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-tkivili-da-tkivilis-marthvis-thanamedrove-midgomebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42813.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171114T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171114T190000
DTSTAMP:20260508T150943
CREATED:20171113T102401Z
LAST-MODIFIED:20240202T055924Z
UID:10002079-1510686000-1510686000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“:„სოციალური იმპულსები XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში“
DESCRIPTION:14 ნოემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „სოციალური იმპულსები XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ილია ჭავჭავაძის პოეტიკა\, ლექსი როგორც პოლემიკის ინსტრუმენტი\, ილიას „გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“\, პოეტის ახლებური გააზრება – ილია და აკაკი. \nდრო: 14 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-sotsialuri-impulsebi-xix-saukunis-qarthul-poeziashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42631.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171115T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171115T170000
DTSTAMP:20260508T150943
CREATED:20171113T124523Z
LAST-MODIFIED:20240202T055921Z
UID:10002078-1510765200-1510765200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტარტაპ მარკეტი – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:15 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით\, გაიმართება სტარტაპ მარკეტი\, სადაც წარმოდგენილი იქნება ფაბლაბ ილიაუნიში შექმნილი სხვადასხვა სტარტაპი: \nFully • ფული \nFully • ფული წარმოადგენს ნატურალური ტყავის ხელნაკეთი საფულეების ბრენდს. \nFully • ფულის საფულე არის ნივთი\, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამოგარჩევთ\, რადგან ის ხელნაკეთია და უმაღლესი ხარისხის ტყავისგან მზადდება. \nFully • ფულის საფულის დიზაინისა და ფერის შეცვლა მომხმარებელსაც შეუძლია\, რაც მას მეტად ინდივიდუალურსა და ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებულს ხდის. \nMood \nMood Eyewear არის ხელნაკეთი ხის სათვალეების ბრენდი. დაარსდა 2017 წლის გაზაფხულზე. ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა ძვირფასი ხის ჯიშისგან ინდივიდუალურად\, კლიენტზე მორგებულ სათვალეს. ჩვენს მომსახურებაში ასევე შედის სასურველი გრავირება სათვალესა და მის ჩასადებ ყუთზე. \nHandy  \nჰენდი ქმნის ქალისა და მამაკაცის ხელნაკეთ მაჯის საათებს ნატურალური ტყავისა და ხის სინთეზით. \nLight group \nlight group სტარტაპ კომპანია უკვე თითქმის სამი წელია\, რაც ჩამოაყალიბდა. ნივთებს ორი ადამიანი ვამზადებთ. ჩვენ ვაწარმოებთ ბლოკნოტებს\, სანათებს\, ჩანთებს\, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებსა და აქსესუარებს. ძირითადად ვმუშაობთ ხის მასალაზე\, თუმცა\, შეკვეთებიდან გამომდინარე\, ვიყენებთ ორგანულ მინასაც. ნივთებს ვყიდით საიტებით\, განთავსებული გვაქვს თბილისში რამდენიმე მაღაზიაში. \nმემორი  \nმემორი არის სტარტაპი\, რომელიც ქართული წარმოების ტყავისგან სამახსოვრო აქსესუარებს ქმნის. \nსტარტაპ მარკეტზე სტუმრებს საშუალება ექნებათ\, გაეცნონ სტარტაპების მიერ შექმნილ პროდუქციას და შეიძინონ სტარტაპების მიერ შექმნილი პროდუქტები. \nდრო: 15 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ი.ჭავჭავაძის გამზ. ნ32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/startap-marketi-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42837.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171115T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171115T183000
DTSTAMP:20260508T150943
CREATED:20171103T131052Z
LAST-MODIFIED:20240202T055917Z
UID:10002077-1510770600-1510770600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღამე თეატრში – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორები – სანდრო ასათიანი\, გიორგი ისაკაძე\, კახა მაღრაძე\, ნინო პატარაია\, გიორგი პაპავა\, ნინო სუბელიანი\, გიორგი ქადაგიძე და ნატალია შელეგია – გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 30-წუთიან მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის თეატრის სცენაზე. \n\nგანრიგი \n18:30-18:40 – გახსნა \n18:40-19:10 – გიორგი ქადაგიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „ინოვაციები თანამედროვე მსოფლიოში“ \n19:10-19:40 – გიორგი პაპავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „ინოვაციების როლი ეკონომიკის განვითარებაში“ \n19:40-20:10 – სანდრო ასათიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „სტარტაპ კულტურა“ \n20:10-20:40 – ნატალია შელეგია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „სტარტაპ მარკეტინგი“ \n20:40-21:10 – ნინო პატარაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „უნივერსიტეტის როლი მეწარმეობის განვითარებაში“ \n21:10-21:40 – კახა მაღრაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „კომუნიკაციის როლი“ \n21:40-22:30 – ნინო სუბელიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „ვლაპარაკობთ თუ არა ერთ ენაზე“; „ეს რომ მცოდნოდა…“ \n22:30-23:00 – გიორგი ისაკაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „მედიის როლი მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით“ \n23:00 – 23:30 – ფურშეტი \n\nმომხსენებლების შესახებ \nგიორგი ქადაგიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორია. 2009-2016 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი; სხვადასხვა წლებში მუშაობდა სააუდიტორო-საკონსულტაციო ფირმა „იუ-ბისი-ინტერნეიშენალში“\, საქართველოს სახალხო ბანკში; იყო თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი და საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს. \nსანდრო ასათიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი\, ჯეოლაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი\, პირველი ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორია წიგნებისა: „ახალი მედია ჟურნალისტებისათვის“\, „ვიდეო ადვოკატირება“ და სხვ. პროექტები: Online.iliauni.edu.ge; saba.com.ge; cybergala.me; kavshirebi.ge და სხვ. \nნატალია შელეგია  არის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი\, კულტურის კვლევის დოქტორი\, ფლობს New England College-ის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2004-2009 წლებში მუშაობდა მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტად საქართველოს ბანკში\, ქართუ ბანკში\, ტექს ჯგუფში და სარკე ქონსალთინგში\, ფორბსის ბლოგერი. \nნინო პატარაია  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი\, პროფესორია. 2014 წლიდან ასწავლის სალექციო კურსს ინოვაციურ მენეჯმენტში. ნინო პატარაია ფლობს University of Tampere-ს მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტსა და ადმინისტრირების მეცნიერებებში. 2008-2010 წლებში სწავლობდა University of Oslo-ში\, University of Tampere-სა და University of Aveiro-ში უმაღლესი განათლების პოლიტიკა/ადმინისტრირება/მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. 2014 წელს მოიპოვა Glasgow Caledonian University-ის  (Glasgow\, UK) დოქტორის ხარისხი.  მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში\, ხოლო მისი კვლევის შედეგები წარდგენილი იყო მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე. \nკახა მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი\, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერია. 2007 წლიდან დღემდე არის ივენთ მენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორი თბილისის პიარსკოლაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. არის ავტორი საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტარტეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“. \nნინო სუბელიანი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი\, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და პროექტების მენეჯერია; მას განათლება მიღებული აქვს ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტში და ფლობს პრაქტიკოსი მარკეტოლოგის ორმაგ დიპლომს NIMA –  A level (Netherlands Institute of Marketing) და EMSQ-ს (European Marketing Confederation).  2001 წლიდან მოყოლებული ნინო მუშაობდა\, როგორც კვლევით და საკონსულტაციო\, ასევე არასამთავრობო და ბიზნესსექტორში პროექტების მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. მისი კარიერული განვითარება მარკეტინგსა და PR-ში დაიწყო  „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში“\, კომპანია IPM-ში. 2007 წლიდან მუშაობდა „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე. \nგიორგი ისაკაძე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი\, Forbes Georgias-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების  – „საქმიანი დილა“ და „ბიზნესკონტრაქტი“ ავტორია;  2009 წლიდან დღემდე არის შპს „თაჩ მედიას“ მმართველი პარტნიორი და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელი; 2009 წელს მან დააფუძნა საქართველოს ბიზნესასოციაცია და იყო მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი; 2007 წლიდან დღემდე  შპს „ჯორჯიან შუგა მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორია; 2005 წლიდან დღემდე არის საინვესტიციო კომპანია „ლოგოს“ გენერალური დირექტორი; 2004-2008 წლებში კი იყო საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი. \nდრო: 15 ნოემბერი\, 18:30-23:30 \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghame-theatrshi-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42754.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171115T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171115T190000
DTSTAMP:20260508T150943
CREATED:20171110T103103Z
LAST-MODIFIED:20240202T055915Z
UID:10002076-1510772400-1510772400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში – შეხვედრა მთარგმნელ მაია ბადრიძესთან
DESCRIPTION:15 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მთარგმნელ მაია ბადრიძესთან შეხვედრაზე\, რომელიც ვ. გ. ზებალდის რომანის „ემიგრანტები“ შესახებ ისაუბრებს. \nრომანი მაია ბადრიძემ თარგმნა და „დიოგენემ“ გამოსცა. \n„შესაძლებელია თუ არა\, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? – ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა\, რომ პასუხად ვ. გ.ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვ. გ. ზებალდს აკადემიური წრის გარდა არავინ იცნობდა. მან ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა\, სადაც გერმანულ ლიტერატურას ასწავლიდა უნივერსიტეტში. ზებალდი ორმოცს იყო გადაცილებული\, როცა მისი წიგნები გამოქვეყნდა. მწერლის მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა – 2001 წელს 57 წლის ასაკში ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. \nზებალდის ყველა ტექსტში მნიშვნელოვანია გახსენებისა და მეხსიერების ფუნქციის ანალიზი\, რომელსაც ის ტრავმული ადამიანების მაგალითზე იკვლევს. მის ტექსტებს თან სდევს მელანქოლიური ტონი. მწერალი მკაცრად აკრიტიკებდა მამების თაობას\, ომის მოვლენებსა და ჰოლოკოსტზე მათ დუმილს ისევე\, როგორც მოკავშირე ძალების მიერ საჰაერო ომის დროს გერმანული ქალაქების განადგურებას და ლიტერატურისა თუ საზოგადოების დუმილს. \nდრო: 15 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-mthargmnel-maia-badridzesthan-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42824.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171116T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171116T150000
DTSTAMP:20260508T150943
CREATED:20171107T064609Z
LAST-MODIFIED:20240202T055911Z
UID:10002075-1510844400-1510844400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია:„ტოლერანტობა ლიტერატურაში“
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 15:00 საათზე\,  ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით\, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ტოლერანტობა ლიტერატურაში“. \nშეხვედრა გაიმართება თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით პროექტის „ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PİTA) ფარგლებში\, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG)\, ფონდ ALPE-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. \nცენტრის შესახებ \nთბილისის ახალგაზრდული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2013 წელს დაარსდა. ცენტრის წევრები ქართველებთან ერთად საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტებიც არიან. \nდრო: 16 ნოემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (მის.: ჭავჭავაძის გამზ N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-tolerantoba-literaturashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42758.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171116T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171116T190000
DTSTAMP:20260508T150943
CREATED:20171113T084315Z
LAST-MODIFIED:20240202T055907Z
UID:10002074-1510858800-1510858800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ალექსანდრ ეტკინდის „ისტორიის სწორი მხარე. უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფია“ –  წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 19 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება გამომცემლობა „რემედას“ მიერ გამოცემული ალექსანდრ ეტკინდის წიგნის „ისტორიის სწორი მხარე. უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თავად წიგნის ავტორი. \nისტორიკოსი და კულტურის მეცნიერი ალექსანდრ ეტკინდი ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიურ ბესტსელერებად ქცეული წიგნების „შეუძლებლის ეროსის“ და „შინაგანი კოლონიალიზაციის“ ავტორია. მისი ახალი წიგნი მოგვითხრობს ცნობილი ამერიკელი დიპლომატის\, სსრკ-ში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ელჩის\, უილიამ ბულიტის (1891-1967) მოღვაწეობაზე. წიგნში გაანალიზებულია ამ მრავალმხრივი პიროვნების თეორიული ნააზრევი და 20-ე საუკუნის მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობის მოვლენების მისეული ხედვა. ღონისძიების მასპინძელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი. \nდრო: 16 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/aleqsandr-etkindis-istoriis-stsori-mkhare-uiliam-bulitis-inteleqtualuri-biographia-tsignis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42835.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171116T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171116T190000
DTSTAMP:20260508T150944
CREATED:20171114T064734Z
LAST-MODIFIED:20241122T110922Z
UID:10002073-1510858800-1510858800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა მეწარმე ქალებთან – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის პრე-აქსელერატორ „ზუმაუთის“ ორგანიზებით\,  გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მეწარმე ქალებთან. \nნინო ზამბახიძე\, ბაია აბულაძე\, ელენე ბერიძე და მედი ტლაშაძე\, ტუსა ღარიბაშვილი და ქეთა ბეჟიტაშვილი \nდრო: 16 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი\, Forbes-ის აუდიტორია (405) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-metsarme-qalebthan-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42838.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171117T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171117T190000
DTSTAMP:20260508T150944
CREATED:20171114T065044Z
LAST-MODIFIED:20240202T055858Z
UID:10002072-1510945200-1510945200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბექა მინდიაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:17 ნოემბერს\, 19 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ბექა მინდიაშვილი ლექცია თემაზე: „რეალობის აღქმა სახარების პერსპექტივაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ძალაუფლება\, რწმენა\, სიმდიდრე\, ხსნა\, წარმატება სახარების პერსპექტივაში და მისი კავშირი ლიბერალიზმთან. \nდრო: 17 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/beqa-mindiashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42836.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171117T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171117T190000
DTSTAMP:20260508T150944
CREATED:20171116T133412Z
LAST-MODIFIED:20240202T055857Z
UID:10002071-1510945200-1510945200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მორიგი შეხვედრა
DESCRIPTION:17 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეოთხე ქებას.  \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 17 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-morigi-shekhvedra-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171118T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171118T170000
DTSTAMP:20260508T150944
CREATED:20171110T130937Z
LAST-MODIFIED:20240202T055854Z
UID:10002070-1511024400-1511024400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თვითმფრინავის ბიჭები  – თაობათა პოზიცია
DESCRIPTION:18 ნოემბერს\, 17:00-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი – წარმოგიდგენთ ღონისძიებას „თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია“. \nშეხვედრაზე ეპოქის ჭრილში განიხილება სოსო წერეთელისა და მისი მეგობრების მისწრაფება\, ყოფილიყვნენ თავისუფალნი და თავი დაეღწიათ საბჭოთა რეჟიმისგან. გაიმართება მსჯელობა\, რამდენად ამართლებს ეს მისწრაფება 1983 წლის 18 ნოემბერს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს. ამ დღეს შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით დასავლეთში მოხვედრა სცადა. ამ ამბოხს შეეწირა შვიდი ადამიანი – ორი პილოტი და ბორტგამცილებელი\, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. თინა ფეტვიაშვილს\, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო\, თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს\, დანარჩენებს კი – სასჯელის უმაღლესი ფორმა – დახვრეტა. 1984 წლის 3 ოქტომბერს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი. \nსაღამოში მონაწილეობას მიიღებენ: ნათელა მაჭავარიანი\, ზურაბ წერეთელი\, მსახიობი ვახო ჩაჩანიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ანი კვირიკაშვილი\, მაგისტრანტები – ნინო ენუქიძე და მაკა ოხანაშვილი\, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი სოფო ყანჩაშვილი და სხვ. \nდრო: 18 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thvithmphrinavis-bitchebi-thaobatha-pozitsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42831.png
END:VEVENT
END:VCALENDAR