BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171023T120800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171023T120800
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171023T080858Z
LAST-MODIFIED:20241122T110921Z
UID:10002126-1508760480-1508760480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჩემპიონატი ფრენბურთში დასრულდა
DESCRIPTION:20 ოქტომბერს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ფრენბურთში. \nვაჟთა ფინალში ერთმანეთს „როქი“ და “All Star“ დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული სეტების შემდეგ როქმა ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა და ილიაუნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. \nასევე საინტერესო გამოდგა გოგონათა ჯგუფის მატჩები. წრიული სისტემით გამართულ შეჯიბრებაში გუნდმა „ნუ პაგაძიმ“ პირველი წაგებული მატჩის შემდეგ ყველა შეხვედრა მოიგო და 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. \nსაპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი მედლებით\, გამარჯვებულ გუნდებს კი ილიაუნის გარდამავალი თასები გადაეცათ. ასევე მათ Mgroup-მა გადასცა „Halloween Night Party“-ის ბილეთები. აღნიშნული წვეულება 31 ოქტომბერს კლუბ „ოტიუმში“ გაიმართება. \nშეჯიბრებაში მონაწილეობდა ვაჟთა 15\, ხოლო ქალთა 5 გუნდი. \nფრენბურთის ჩემპიონატის ფოტომასალა და შედეგები სრულად იხილეთ: \nქალთა შეჯიბრი \nვაჟთა შეჯიბრი \nჩემპიონატის ფოტომასალა \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-chempionati-phrenburthshi-dasrulda/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42553.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171023T164400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171023T164400
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171023T124438Z
LAST-MODIFIED:20240202T085309Z
UID:10004824-1508777040-1508777040@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გასვლითი სკოლა ეროვნული გამოცდების შედეგებით მაღალქულიანი სტუდენტებისათვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა 9 ოქტომბერს შემეცნებითი ბანაკის საგზურით დააჯილდოვა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე ილიაუნის 100 პირველკურსელი. \n20-22 ოქტომბერს ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე გაიმართა შემეცნებითი ბანაკი სტუდენტების პირველი ნაკადისთვის. პროგრამაში ჩართული იყო ილიაუნის ოთხივე ფაკულტეტი. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: \n\n„აღმოჩენები ბუნებისმეტყველებაში და ტექნოლოგიების განვითარება“ – გიორგი დალაქიშვილი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი)\n„უფლების შინაარსი და მისი ისტორიული განვითარება“ – გიორგი ნონიაშვილი (სამართლის სკოლა)\n„ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში“ – გიორგი ქემერტელიძე (ბიზნესის სკოლა)\n„რელიგია და სახელმწიფო – სამოქალაქო რელიგია საქართველოში“ – ზვიად ზალიკიანი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)\n\nგასვლითი სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. \nერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე ილიაუნის სტუდენტთა მეორე ნაკადი სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის გასვლით სკოლაში მონაწილეობას 27-29 ოქტომბერს მიიღებს. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gasvlithi-skola-erovnuli-gamotsdebis-shedegebith-maghalquliani-studentebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42565.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171023T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171023T170000
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171016T105412Z
LAST-MODIFIED:20240202T060429Z
UID:10002125-1508778000-1508778000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სერგეი მედვედევის „ყირიმის პერიოდის პარკი" – წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:23 ოქტომბერს\, 17 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორ სერგეი მედვედევის წიგნის „ყირიმის პერიოდის პარკი”პრეზენტაცია. \nავტორის შესახებ \nსერგეი მედვედევი არის ისტორიკოსი\, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი. კითხულობდა ლექციებს ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევების ცენტრში\, ჰელსინკის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში\, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. სწავლობდა მოსკოვში\, ნიუ იორკში\, პრაღაში\, რომში. არაერთი პუბლიკაცია აქვს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში რუსეთის\, საბჭოთა\, იდენტობისა და უსაფრთხოების კვლევების საკითხებზე. ბოლო დრომდე იყო ტელეარხ „დოჟდ-ზე” საავტორო გადაცემის წამყვანი. ახლახანს გამოსცა წიგნი „ყირიმის პერიოდის პარკი”. \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.ir-online.org/faculty/faculty/sergei-medvedev/index.html \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sergei-medvedevis-qhirimis-periodis-parki-tsignis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42285.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171023T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171023T170000
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171017T111025Z
LAST-MODIFIED:20240202T060426Z
UID:10002124-1508778000-1508778000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში: ფოტოგამოფენა „ჩემი საქართველო“
DESCRIPTION:23 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში კლაუდიო ჩერაი და თამილა გველესიანი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების გავრცელების მიზნით წარმოგიდგენენ იტალიაში ორგანიზებულ ღონისძიებათა ფოტოების გამოფენას „ჩემი საქართველო“. \nგამოფენაზე მოწვეული იქნებიან საპატიო სტუმრები: იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი\, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფანო კრეშენცი და კულტურის ატაშე ნინო კილოსანიძე. \nდრო: 23 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: S501 აუდიტორია\, იტალიური კულტურის ცენტრი (გ.წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-italiuri-kulturis-tsentrshi-photogamophena-chemi-saqarthvelo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42305.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171024T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171024T160000
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171018T112145Z
LAST-MODIFIED:20240202T060422Z
UID:10002122-1508860800-1508860800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია/სეკულარიზაცია“
DESCRIPTION:24-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”  გაიმართება ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ამსტერდამის უნივერსიტეტის\, კენტის უნივერსიტეტის\, სლოვენიური ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტის\, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტის\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის\, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის\, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მკვლევარები. \nკონფერენცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით. \nკონფერენციის ორგანიზატორები: პროფ. გიგა ზედანია\, პროფ. ბელა წიფურია.  \nკონფერენციის პროგრამა \n\nილია ჭავჭავაძე თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში აღიარებულია\, როგორც უმნიშვნელოვანესი ნაციონალური ფიგურა\, ნაციონალური პოეტი\, თანამედროვე ქართული ნაციონალური იდენტობის შემქმნელი\, საქართველოში თანამედროვე სეკულარული სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი აზროვნების დამამკვიდრებელი\, კულტურული სივრცის საკრალური ფიგურა /კულტურული წმინდანი\, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. \nილია ჭავჭავაძისთვის პატივის მიგების ტრადიცია მის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღევანდელ საქართველოშიც გრძელდება. მისი გარდაცვალებიდან 110 წლის განმავლობაში თვით ყველაზე ურთიერთგანსხვავებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური თუ კულტურული დისკურსები საკუთარი ლეგიტიმაციისთვის ილიას მემკვიდრეობას მიმართავენ. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული ტექსტები მრავალგვარი\, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციის საგანი ხდება. \nკონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები\, როგორებიცაა: ილია ჭავჭავაძის ფიგურა და კულტურული\, ნაციონალური\, იდეოლოგიური\, პოლიტიკური დისკურსები საქართველოში; ილიას ტექსტის ინტერპრეტაცია; კულტურული ფიგურების სარკალიზაცია ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში; ტრანსნაციონალური მიდგომა ეროვნული მოძრაობებისა და მათი ლიდერებისადმი; ევროპა და საქართველო ილიას შემდგომ. \nკონფერენციის სამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 24-25 ოქტომბერი\, 2017 \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-sametsniero-konpherentsia-ilia-tchavtchavadze-kulturuli-phiguris-sakralizatsia-sekularizatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42550.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171025T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171025T190000
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20170928T103529Z
LAST-MODIFIED:20240202T060421Z
UID:10002120-1508958000-1508958000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იანის სიმონიდესის პერფორმანსი „სოკრატე დღეს"
DESCRIPTION:25 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება იანის სიმონიდესის სამეცნიერო-პოპულარული პერფორმანსი „სოკრატე დღეს”. წარმოდგენა საბერძნეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება. \nთეატრალურ წარმოდგენაში ცოცხლდება პლატონის უკვდავი კლასიკა – მაყურებელი დიდი ფილოსოფოსის სასამართლო პროცესის „თვითმხილველი“ ხდება\, ეცნობა სოკრატეს აზრებს სათნოებაზე\, სამოქალაქო ვალდებულებაზე\, სიცოცხლისა და ქვეყნის სიყვარულზე. \nმთავარი როლის შემსრულებელი იანის სიმონიდესი „ემის” ჯილდოს მფლობელია. „დაუდეგარი\, იუმორისტული\, დიდებული და მომაჯადოებელი“\, – წერდა ”Odyssey Magazine” (აშშ) მის შესახებ. „შთამაგონებელი\, ვირტუოზული შესრულება“\, –  ასე აფასებდა მსახიობს ”Luxembourger Wort”. \nღონისძიება ორგანიზებულია საბერძნეთის საელჩოს მიერ საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. \n„სოკრატე დღეს” 450 წარმოდგენა 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა. \nდრო: 25 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ianis-simonidesis-perphormansi-sokrate-dghes/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/42272.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171025T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171025T190000
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171020T073433Z
LAST-MODIFIED:20240202T060417Z
UID:10002119-1508958000-1508958000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფენი ფლეგის „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ – რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:25 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ფენი ფლეგის რომანის „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ. \nპატარა ქალაქში ზაფხულის გატარება უამრავ თავგადასავალს გპირდებათ – იჯი ტრედგუდთან ერთად შეგიძლიათ\, პირდაპირ ველური ფუტკრების სკიდან მოიპაროთ თაფლი და საყვარელ ადამიანს უწილადოთ; ან ბეტ უიმსთან ერთად მეზობლებზე წეროთ საგაზეთო სტატიები; ან რკინიგზელ ბილთან ერთად სამთავრობო მატარებლები გაძარცვოთ და ღარიბ ფერადკანიანებს კონსერვის ქილები გადაუყაროთ ლიანდაგებზე; ევა ბეიტსთან ერთად მთელი ღამე სვათ და იცეკვოთ მეთევზეთა ბუნაგში; „მჟავე კიტრის კლუბთან“ ერთად ათასგვარად გაეხუმროთ მეგობრებს… ალაბამის პატარა ქალაქ უისელ სტოპში გასართობს თუ სადარდებელს რა დალევს. აქ ცხოვრობენ ადამიანები\, რომელთაც უყვართ ხუმრობა\, ერთმანეთი და გემრიელად ჭამა; აქ ცხოვრობენ ადამიანები\, რომლებსაც შეუძლიათ\, უდიდესი გმირობა ჩაიდინონ ისე\, რომ მადლობასა და აპლოდისმენტებს არ დაელოდონ\, მეტიც\, არავის გააგებინონ ამის შესახებ. აქ ცხოვრობენ ადამიანები\, რომლებმაც იციან მეგობრობის\, დახმარების\, სიკეთის\, სიცოცხლის ფასი. \nფენი ფლეგის რომანს „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს\, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები – ადამიანის უფლებები\, უმცირესობები\, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე\, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება. \nწიგნს მთარგმნელი ნინო მიქაშავიძე და ნინია მაჭარაშვილი (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“) წარადგენენ. \nდრო: 25 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pheni-phlegis-shemtsvari-mtsvane-pomidvrebi-kaphe-uisel-stopshi-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42541.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171026T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171026T180000
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171023T083926Z
LAST-MODIFIED:20240202T060046Z
UID:10002109-1509040800-1509040800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „შიშსა და აღფრთოვანებას შორის – საბჭოთა კავშირი თანამედროვე ეპოქაში“
DESCRIPTION:26 ოქტომბერს\, ხუთშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ ბაბეროვსკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „შიშსა და აღფრთოვანებას შორის – საბჭოთა კავშირი თანამედროვე ეპოქაში“ . \nმომხსენებლის შესახებ  \nიორგ ბაბეროვსკი არის გერმანელი ისტორიკოსი და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის პროფესორი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. მისი სპეციალიზაციაა სტალინიზმის ეპოქა\, განსაკუთრებით\, სტალინისტური ძალადობის\, გენოციდისა და ტერორის ისტორია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ხალხთა წინააღმდეგ;  პროფ. იორგ ბაბეროვსკი არის უამრავი სტატიისა და წიგნის ავტორი. 2012 წელს ლაიფციგის წიგნის ფესტივალზე მან მოიპოვა ჯილდო წიგნისთვის: „დამწვარი მიწა. სტალინის ძალადობრივი ხელისუფლება”. \nსამუშაო ენა: გერმანული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი \nდრო: 26 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-shishsa-da-aghphrthovanebas-shoris-sabtchotha-kavshiri-thanamedrove-epoqashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42556.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171026T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171026T180000
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171024T064218Z
LAST-MODIFIED:20240202T060043Z
UID:10002108-1509040800-1509040800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„არსენა და მისი დრო“ – აკა მორჩილაძის ლექცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:26 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ „ვიცი“ გეპატიჟებათ აკა მორჩილაძის ლექციაზე: „არსენა და მისი დრო“. \n„ვიცი“ განაგრძობს საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს. \n12 ოქტომბრიდან „ვიციში“ ჩართულ  ყველა უნივერსიტეტში  საინტერესო ადამიანების\, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო\, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს. \nაკა მორჩილაძე სტუდენტებს ინტერაქციულ რეჟიმში შეხვდება და სპეციალურად „ვიცისთვის“ შექმნილ ლექციათა ციკლს შესთავაზებს.\nყველა მსურველმა სტუდენტმა წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე. მხოლოდ „ვიცის“ მომხმარებლები შეძლებენ დასწრებას. \nდარეგისტრირდი https://viciapp.ge/#/courses \nდრო: 26 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/arsena-da-misi-dro-aka-morchiladzis-leqtsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42571.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171023T105548Z
LAST-MODIFIED:20240202T060042Z
UID:10002107-1509130800-1509130800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია: „ჩემი ტვინი“
DESCRIPTION:27 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ბიოლოგ ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია: „ჩემი ტვინი“. \nმოხსენების საკითხები: თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები – რა ვიცით\, როგორ არის მოწყობილი და რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ტვინს? რატომ განსხვავდება და რა ეტაპზე განასხვავა ევოლუციამ იგი დედამიწაზე არსებული ყველა სხვა ტვინისგან? რამდენად მართებულია გამოთქმა „ჩემი ტვინი?“. იქნებ ნეირობიოლოგიის ზოგი თანამედროვე შეხედულება უფრო მართებულია და უნდა ვთქვათ „მე და ის?“ ხომ არ წარმოშობს ეს ეთიკურ პრობლემებს და ხომ არ ჩნდება საფუძვლიანი კითხვა – არსებობს კი თავისუფალი ნება? \nდრო: 27 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-buthkhuzis-sajaro-leqtsia-chemi-tvini/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42558.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171025T134743Z
LAST-MODIFIED:20240202T060038Z
UID:10002106-1509130800-1509130800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი თემაზე: „თავისუფალი წვდომა კგბ-ს არქივებზე; უკრაინის გამოცდილება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის“
DESCRIPTION:27 ოქტომბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისა და განმანთავისუფლებელი მოძრაობის კვლევის ცენტრის ექსპერტები მსმენელებს გააცნობენ\, თუ როგორ მიაღწიეს უკრაინაში კომუნისტური სპეცსამსახურების არქივების გახსნას და ეს გამოცდილება რითი შეიძლება იყოს სასარგებლო აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის. \nსემინარი ჩატარდება ორი სესიად. \nუკრაინა \nკგბ-ს რომელი დოკუმენტების მოძებნა შეიძლება უკრაინის არქივებში? როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი წვდომა დოკუმენტებთან? რითი უნდა დაიწყოს და როგორ განახორციელდეს საარქივო რეფორმის ადვოკატირება? როგორ არის მოწყობილი უკრაინის თანამედროვე კანონმდებლობა კომუნისტური სპეცსამსახურების დოკუმენტებზე წვდომის საკითხში?\n\nსაქართველო და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები \nრამდენად ხელმისაწვდომია კგბ-ს არქივები საქართველოში? რა სახის საზოგადოებრივი და/ან სამთავრობო აქციები იმართება (ან\, საერთოდ\, იმართება თუ არა?) ქვეყანაში საბჭოთა წარსულის გასააზრებლად? როგორი მდგომარეობაა საბჭოთა სპეცსამსახურების დოკუმენტებზე წვდომის კუთხით აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებში? \nმონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ისტორიკოსებს\, პოლიტოლოგებს\, კულტუროლოგებს\, არქივისტებს\, სამოქალაქო აქტივისტებს და ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა მკვლევარს. \nშეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 593 78 59 01 ან მოგვწერეთ info@sovlab.ge \nპროექტის მხარდამჭერია ჩეხეთის საელჩო უკრაინაში \nსამუშაო ენა: რუსული \nდრო: 27 ოქტომბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-themaze-thavisuphali-tsvdoma-kgb-s-arqivebze-ukrainis-gamotsdileba-aghmosavlethis-partniorobis-qveqhnebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42616.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTSTAMP:20260508T235811
CREATED:20171026T090857Z
LAST-MODIFIED:20240202T060036Z
UID:10002105-1509130800-1509130800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Lectura Dantis / დანტეს წაკითხვა – მორიგი შეხვედრა
DESCRIPTION:27 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 27 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-morigi-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42314.png
END:VEVENT
END:VCALENDAR