BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170410T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170410T120000
DTSTAMP:20260510T232312
CREATED:20170405T081554Z
LAST-MODIFIED:20240202T062425Z
UID:10002376-1491825600-1491825600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოიპოვე სრული დაფინანსება ლიმერიკის (ირლანდია) უნივერსიტეტში - iGeneration-ის საგრანტო კონკურსი
DESCRIPTION:10 აპრილს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქველმოქმედო ფონდის\, iGeneration-ის\, წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებს გააცნობენ ფონდის საგრანტო კონკურსის პირობებს. \nსაქველმოქმედო ფონდი iGeneration სრულად აფინანსებს საბაკალავრო პროგრამას ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია).\nსრული დაფინანსება 4 წლის განმავლობაში ლიმერიკის უნივერსიტეტში მოიცავს: სწავლის საფასურს\, ყოველთვიურ სტიპენდიას\, საცხოვრებელს\, დაზღვევას\, ავიაბილეთებს ა.შ. \nკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს\, რომელიც საბაკალავრო სწავლების საფეხურის პირველ\, მეორე ან მესამე კურსზეა. \nდამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://igeneration.ge \nდრო: 10 აპრილი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი\, #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/moipove-sruli-daphinanseba-limerikis-irlandia-universitetshi-igeneration-is-sagranto-konkursi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/39924.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170410T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170410T160000
DTSTAMP:20260510T232312
CREATED:20170404T090623Z
LAST-MODIFIED:20240202T062420Z
UID:10002375-1491840000-1491840000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა შვედეთში სწავლის შესაძლებლობის შესახებ
DESCRIPTION:10 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში \,\,ლიგამუსი“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა შვედეთის უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობის შესახებ.\nშეხვედრას გაუძღვებიან საქართველოში შვედეთის ელჩის მეორე მოადგილე\, ლინ ნეთელვიკი (Linn Nettelvik) და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთში\, ნათია ლორთქიფანიძე.\nშეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, მიიღონ ინფორმაცია შვედეთის უნივერსიტეტებში სწავლისა და დაფინანსების მიღების შესაძლებლობების შესახებ. \nშეხვედრის დრო: 10 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი \,\,ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-shvedethshi-stsavlis-shesadzleblobis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/39920.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170410T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170410T160000
DTSTAMP:20260510T232312
CREATED:20170407T102848Z
LAST-MODIFIED:20240202T062419Z
UID:10002373-1491840000-1491840000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ტიციანა სუარეზ-ნანის საჯარო ლექციების ციკლი
DESCRIPTION:10-13 აპრილს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მოწვევით\, საჯარო ლექციათა ციკლს წაიკითხავს  ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორი\, შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ონტოლოგიის კათედრის გამგე\, ტიციანა სუარეზ-ნანი. \nგანრიგი \nდრო: 10 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nთემა: „დრო შუა საუკუნეების ფილოსოფიაში“ (ავგუსტინე\, თომა აქვინელი\, დიტრიხ ფრაიბერგელი\, უილიამ ოკამი) \n\nდრო: 11 აპრილი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: C414 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nთემა: „რა არის მეტაფიზიკა შუა საუკუნეებისა და ახალი დროის აზროვნებაში? (თომა აქვინელი\, დუნს სკოტი\, მაისტერ ეკჰარტი და დეკარტი) \n\nდრო: 12 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nთემა: „სივრცის ფიზიკა და მეტაფიზიკა შუა საუკუნეების აზროვნებაში“ I \n\nდრო: 13 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nთემა:  „სივრცის ფიზიკა და მეტაფიზიკა შუა საუკუნეების აზროვნებაში“ II \nლექციების ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nმომხსენებლის შესახებ  \nპროფესორი ტიციანა სუარეზ-ნანი  ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ონტოლოგიის კათედრის გამგეა 2002 წლიდან. მისი კვლევის ძირითადი ინტერესებია მეტაფიზიკა\, ეპისტემოლოგია და ნატურფილოსოფია. იგი არის მრავალი სამეცნიერო გრემიუმის წევრი როგორც შვეიცარიის\, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. 1993-2002 წლებში იყო ფრიბურგის ფილოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტი. ამჟამად მუშაობს ედიციაზე ფრანჩესკო დე მარჩიას “Quaestiones in II Sententiarium: edizione criticae analisi dottrinale”.\nარის რვა მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია: \n\nგანცალკევებული სუბსტანციების შესახებ შემეცნება და ენა თომას აქვინელთან და ჟილ რომაელთან\, პარიზი 2003 [Connaissance et langage des substances séparées selon Thomas d’Aquin et Gilles de Rome\, (Études de philosophie médiévale\, Vrin)\, Paris\, 2003.]\nმატერია და სული. კვლევა ფრანსუა დე ლა მარშეს შესახებ [La matière et l’esprit. Études sur François de la Marche\, collection « Vestigia » n. 41\, Academic Press – Éditions du Cerf\, Fribourg-Paris 2015.]\n\nპროფესორი ტიციანა სუარეზ-ნანი  ასევე ავტორი კრიტიკული ედიციებისა: \n\nNICOLAS DE STRASBOURG\, De tempore (Summa\, L. II\, tr. VIII-XIV)\, (Corpus Philosophorum Teutonicorum Medii Aevi\, vol. V\, 2 (3))\, Hamburg (Meiner Verlag)\, 1990. 2\nFRANÇOIS DE LA MARCHE (= FRANCISCUS DE MARCHIA SEU DE ESCULO) Quaestiones in II Sententiarum\, en collaboration avec W. Duba\, E. Babey\, G. Etzkorn : o Vol. I : Questions 1-12\, Ancient and Mediaeval Philosophy\, Series 3 (Francisci de Marchia Opera omnia)\, Leuven University Press\, 2009. o Vol. II : Questions 13-27\, ibid.\, Leuven\, 2010. o Vol. III : Questions 28-49\, ibid.\, Leuven\, 2012.\n\n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-titsiana-suarez-nanis-sajaro-leqtsiebis-tsikli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/39966.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170411T190000
DTSTAMP:20260510T232312
CREATED:20170410T120643Z
LAST-MODIFIED:20240202T062415Z
UID:10002372-1491937200-1491937200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზია და 7 ხელოვნება (IV ლექცია)
DESCRIPTION:11 აპრილს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს: „პოეზია და 7 ხელოვნება“. \nლექციათა ციკლის მეოთხე ლექციის თემაა: „პოეზია და ფერწერა“. \nლექციის ფარგლებში\, მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: დანტე და რენესანსი; სანტა მარია დელ ფიორე და მისი სამრეკლო; ჯოტო\, პიზანო\, ბრუნელესკი; ტრივიუმი და კვადრივიუმი; ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო დისციპლინები თომა აქვინელამდე; თომა აქვინელი და ფრა(ბეატო)ანჯელიკო. \nდრო: 11 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-poezia-da-7-khelovneba-iv-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/39986.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170412T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170412T173000
DTSTAMP:20260510T232312
CREATED:20170406T082706Z
LAST-MODIFIED:20240202T062410Z
UID:10002371-1492018200-1492018200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა კომპანია „Cushman & Wakefield Georgia“-ს წარმომადგენლებთან
DESCRIPTION:12 აპრილს\, 17:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება კომპანია „Cushman & Wakefield Georgia“-ს საინფორმაციო შეხვედრა.  „Cushman & Wakefield Georgia“-ს წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებს გააცნობენ კომპანიის საქმიანობას და კომპანიაში მიმდინარე სტაჟირების პროგრამას. \nკომპანიის შესახებ \n„Cushman & Wakefield Georgia“ უძრავი ქონების მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანიის\, Cushman & Wakefield-ის\, ალიანს-პარტნიორია საქართველოში. „Cushman & Wakefield Georgia“ უზრუნველყოფს დამკვეთის მრავალფეროვან მოთხოვნებთან მისადაგებულ სრულფასოვან მომსახურებას კომერციული უძრავი ქონების სფეროში: გაყიდვა/გაქირავება\, კონსულტაცია\, კაპიტალდაბანდებები\, შეფასება\, კვლევა\, უძრავი ქონების მართვა\, პროექტების მენეჯმენტი. კომპანიის დაფუძნება განაპირობა ცენტრალური აზიისა და კავკასიის უძრავი ქონების ბაზარზე ექსპერტებსა და კვალიფიციურ კონსულტაციაზე მზარდმა მოთხოვნამ. ამ ეტაპზე კომპანია 4 სტაჟიორის დასაქმებას გეგმავს. \nდრო: 12 აპრილი\, 17:30 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-kompania-cushman-wakefield-georgia-s-tsarmomadgenlebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/39930.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170412T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170412T190000
DTSTAMP:20260510T232312
CREATED:20170410T083835Z
LAST-MODIFIED:20240202T062406Z
UID:10002370-1492023600-1492023600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ხუან რულფოს „პედრო პარამო“ - რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ხუან რულფოს რომანის პრეზენტაციაზე. \nრომანი\, სახელწოდებით – „პედრო პარამო“\, მექსიკური ლიტერატურის მონუმენტური ნაშრომია\, რომელმაც მაგიური რეალიზმის ჟანრის ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. პირველდა მესამე პირში მოთხრობილი ამბავი კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსთა აღმატებული შეფასებები დაიმსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რულფოს კოლეგების -გაბრიელ გარსია მარკესისა და ხორხე ლუის ბორხესის გამოხმაურება. მარკესისთვის რულფოს წიგნი იყო „ყველაზე ლამაზი ყველა იმ რომანს შორის\, რომელიც ესპანურ ენაზე დაწერილა“;ბორხესის თქმით კი\, „ამ ფანტასტიკური წიგნის მიზიდულობის ძალას წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რომანია ესპანურენოვან ლიტერატურაში\, პრინციპში\, მთელიმსოფლიოს ლიტერატურაში“. \nწიგნს\, რომელშიც\, რომანთან ერთად\, შესულია ხუან რულფოს რჩეული მოთხრობებიც\, კომუნიკაციების სპეციალისტი დავით გორგილაძე და ლიტერატურათმცოდნე ანი კოპალიანიწარადგენენ. \nდრო: 12 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/khuan-rulphos-pedro-paramo-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/39983.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170413T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170413T190000
DTSTAMP:20260510T232312
CREATED:20170412T135254Z
LAST-MODIFIED:20240202T062211Z
UID:10002364-1492110000-1492110000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ქალები საქართველოდან“ - პროექტის პრეზენტაცია და დისკუსია
DESCRIPTION:13 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, პროექტის – „ქალები საქართველოდან“ – ავტორი და ხელმძღვანელი\, მაია ჩიტაია\, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. \nშეხვედრა გაიმართება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ ორგანიზებით. შეხვედრის მიზანია\, მონაწილეებს გააცნოს სოციალური პროექტი – „ქალები საქართველოდან“\, მისი მიზნები\, განხორციელების პროცესი. მონაწილეებს საშუალება ექნებათ\, გამოთქვან აზრი განხილულ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით. \nპროექტის შესახებ \nსოციალური პროექტი – „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის – „ქალის ხმა“ – მიერ\, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია\, საზოგადოებას გააცნოს\, თუ რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს ქალი პირად და სოციალურ ცხოვრებაში და როგორ უმკლავდება ამ გამოწვევებს. პროექტი მოიცავს ისტორიას სხვადასხვა ასაკის\, პროფესიის\, სექსუალური ორიენტაციის 150 ქალზე\, რომელთაც საზოგადოებრივ სტიგმებთან უწევთ გამკლავება. \nდრო: 13 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2017 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qalebi-saqarthvelodan-proeqtis-prezentatsia-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/40044.png
END:VEVENT
END:VCALENDAR