BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170313T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170313T110000
DTSTAMP:20260510T150803
CREATED:20170310T121039Z
LAST-MODIFIED:20240202T062611Z
UID:10002411-1489402800-1489402800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიტვის საუნივერსიტეტო დელეგაციის ვიზიტი ილიაუნიში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით\, 12-დან 19 მარტის ჩათვლით\, ილიაუნისა და ვილნიუსის (ლიტვა) უნივერსიტეტის ყოველწლიური საერთაშორისოგაცვლითი პროგრამის ფარგლებში\, ილიაუნის ეწვევა 6 სტუდენტი და ვილნიუსის (ლიტვა) კოლეჯის ლექტორი ტურიზმის მიმართულებით. აღნიშნული ვიზიტი სამომავლო სასწავლოსტაჟირების ორგანიზებას ისახავს მიზნად. \n13\, 16 და 18 მარტს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები\, სადაც ქართველი სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ვილნიუსში სასწავლო სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ. \nაღსანიშნავია\, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის ოთხმა წარმატებულმა სტუდენტმა უკვე გაიარა სასწავლო სტაჟირება ვილნიუსში. \n\n\nშეხვედრის დრო: 13\, 16\, 18 მარტი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/litvis-sauniversiteto-delegatsiis-viziti-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39590.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170314T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170314T190000
DTSTAMP:20260510T150803
CREATED:20170313T102837Z
LAST-MODIFIED:20240202T085254Z
UID:10004821-1489518000-1489518000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზია და 7 ხელოვნება (I ლექცია)
DESCRIPTION:14 მარტს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი იწყებს ლექციათა ციკლს: პოეზია და 7 ხელოვნება“. \nპირველი ლექციის თემებია: პოეზია\, როგორც ინდივიდუალურიდან ობიექტურ მეხსიერებაში გაღწევა; პოეზია და სახვითი ხელოვნებები; დრო და სივრცე პოეზიაში; პოეზია\, როგორც შემეცნების ფორმა. \nდრო: 14 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-poezia-da-7-khelovneba-i-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39593.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170316T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170316T150000
DTSTAMP:20260510T150803
CREATED:20170313T131600Z
LAST-MODIFIED:20240202T062609Z
UID:10002410-1489676400-1489676400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სტატისტიკა და ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდობის შესახებ“ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის – „სტატისტიკა და ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდობის შესახებ“ – შედეგების პრეზენტაცია.\nპრეზენტაციის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის ძირითადი დასკვნების გაცნობა\, განხორციელებული ღონისძიებების წარდგენა და სამომავლო აქტივობებზე საუბარი\, რომლებიც კვლევის ანალიზის შედეგად წარმოჩინდა. \nდრო: 16 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/statistika-da-analizi-shezghuduli-shesadzleblobis-mqone-bavshvtha-da-akhalgazrdobis-shesakheb-kvlevis-shedegebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39599.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170316T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170316T180000
DTSTAMP:20260510T150803
CREATED:20170314T105953Z
LAST-MODIFIED:20240202T062607Z
UID:10002409-1489687200-1489687200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში“ - მონოგრაფიის პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ქართველური ენების კვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული მონოგრაფიის – „ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში“ – პრეზენტაცია. \nაღნიშნული მონოგრაფია („ინოვაცია“. თბილისი\, 2016. 498 გვ.) წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველური ენების კვლევის ჯგუფის მიერ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2013-2016 წლებში განხორციელებული ამავე სახელწოდების სამეცნიერო პროექტის საბოლოო შედეგს. \nმონოგრაფია შედგება შესავლისა და ორ ნაწილისაგან. იგი წარმოადგენს ქართველური ენების  ფონოსემანტიკური ფუძეების სისტემურ აღწერასა და სტრუქტურულ-სემანტიკურ ანალიზს. რამდენადაც ქართველური ენების ფონოსემანტიკური ფუძეების ამგვარი კვლევა ქართულ ლინგვისტურ სივრცეში განხორციელდა პირველად\, თანამედროვე ენობრივი მეთოდებისა და პრინციპების გათვალისწინებით\, მონოგრაფია მოიცავს არაერთ ახალ და ტრადიციულისაგან განსხვავებულად ინტერპრეტირებულ ლინგვისტურ დასკვნას. \nმონოგრაფიაში  წარმოდგენილი ემპირიული მონაცემები ეფუძნება როგორც დღემდე არსებულ ყველა გამოქვეყნებულ წყაროს\, ასევე – საველე პირობებში\, ლინგვისტურ ექსპედიციებზე მოპოვებულ ენობრივ მასალას\, რომელთა დიდი ნაწილი (განსაკუთრებით\, სვანურისა და ლაზურისათვის) პირველად ქვეყნდება წინამდებარე მონოგრაფიის ფარგლებში. \nდრო: 16 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phonosemantikuri-leqsika-qarthvelur-enebshi-monographiis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39615.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170316T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170316T183000
DTSTAMP:20260510T150803
CREATED:20170315T102258Z
LAST-MODIFIED:20240202T062603Z
UID:10002408-1489689000-1489689000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში
DESCRIPTION:ყოველი წლის 20 მარტს მსოფლიოში აღინიშნება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე. ჩვენი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებები\, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრი უნივერსიტეტები\, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და ფრანგული მედიათეკა\, მარტის თვეში კულტურულ თუ სამეცნიერო ღონისძიებებს აწყობენ. \n16-დან 27 მარტის ჩათვლით\, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ დაგეგმილია არაერთი ღონისძიება. \nღონისძიებათა განრიგი: \nდრო: 16 მარტი\, ხუთშაბათი\, 18:30 საათი\nადგილმდებარეობა: ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა (გუდიაშვილის ქ. #7\, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა).\nსაჯარო ლექცია: „ფრანკოფონი მწერლები ენებსა და ტერიტორიებს შორის“\nმომხსენებელი: პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი\nლექციის შესახებ: ლექციაზე საუბარი შეეხება ფრანგულენოვანი მწერლების – ალჟირელი წარმოშობის\, საფრანგეთის აკადემიის წევრის\, ასია ჯებარის\, მაროკოელი წარმოშობის\, გონკურების პრემიის ჟიურის წევრის\, ტაჰარ ბენ ჟელუნისა და რუსი წარმოშობის\, ანდრეი მაკინის ნაწარმოებებს. \n\nდრო: 20 მარტი\, ორშაბათი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა: ციფრული ფრანკოფონიული კამპუსი (თსუ-ს მე-5 კორპუსი)\nშეხვედრა მწერალთან: ოლივიე როლენი\nშეხვედრის შესახებ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი სტუდენტები შეხვდებიან თანამედროვე ფრანგ მწერალს\, ოლივიე როლენს. \n\nდრო: 23 მარტი\, ხუთშაბათი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\nსაჯარო ლექცია: „ვოლტერი – ტოლერანტობის პიონერი“\nმომხსენებელი: ფრანგული ლიტერატურის პროფესორი\, ჟაკ გოდიე\nლექციის შესახებ: ფრანგული ლიტერატურის პროფესორი\, ჟაკ გოდიე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ვოლტერი – ტოლერანტობის პიონერი“. აუდიტორიის სურვილის შემთხვევაში\, უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი. \n\nდრო: 24 მარტი\, პარასკევი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიაუნის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\nსაინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია: „რატომ უნდა ავირჩიოთ ფრანგული უნივერსიტეტი ERASMUS+-ის მობილობისთვის?“\nშეხვედრის შესახებ: მაგისტრატურის სტუდენტები\, თამარ მარკოზაშვილი\, მარეხი ალთუნაშვილი და ნინო ლელაშვილი\, რომელთაც\, ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში\, შემოდგომის სემესტრი გაიარეს მონპელიეს უნივერსიტეტში\, ქართველ სტუდენტებს გააცნობენ ფრანგულ უნივერსიტეტში სწავლის სპეციფიკას. \n\nდრო: 27 მარტი\, ორშაბათი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\nფრანგულ-ქართული პოეზიისა და მუსიკის საღამო: „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი“\nღონისძიების შესახებ: ფაკულტეტის სტუდენტები წაიკითხავენ შოთა რუსთაველის\, ნიკოლოზ ბარათაშვილის\, გალაკტიონ ტაბიძის\, ანა კალანდაძის\, იოსებ ნონეშვილის\, შარლ ბოდლერის\, პოლ ვერლენის\, სტეფან მალარმეს\, ჟაკ პრევერის\, ჯაკ ბრელის ლექსებს როგორც ორგინალის ენაზე\, ასევე მათ ფრანგულ და ქართულ თარგმანებს; შეასრულებენ ქართველი და ფრანგი პოეტების ლექსებზე დაწერილ სიმღერებს. \nყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. \nფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილი ვრცელი პროგრამა იხილეთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://institutfrancais.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phrankophoniis-dgheebi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39621.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170317T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170317T190000
DTSTAMP:20260510T150803
CREATED:20170310T115258Z
LAST-MODIFIED:20240202T062559Z
UID:10002407-1489777200-1489777200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
DESCRIPTION:21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება კავშირის „ჩვენი ბავშვები“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ 2017 წლის კამპანიას „ჩემი ხმა საზოგადოებაში“\, რომელიც 15 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. \nკამპანიის ფარგლებში\, 17 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სპიკერების კონფერენცია\, რომელზეც დასწრება თავისუფალია ფართო საზოგადოებისთვის. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გიგო შიუკაშვილი\, ლექსო ფოდიაშვილი\, სესილი ღვინჯილია და ლევან გოცაძე. \nმომხსენებლები ისაუბრებენ საკუთარი საჭიროებების და გამოცდილების შესახებ\, თუ როგორია ქართულ საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურობა\, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და რა სახის ბარიერები ექმნებათ სახელმწიფოსგან. \nკამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა სრული განრიგი: 15-21 მარტი \nდაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა\, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირის „ჩვენი ბავშვები“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ეგიდით\, 2017 წელს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ ღონისძიებებში: \n\n15-21 მარტი – „უთვალავი ჭრელი წინდის“ კამპანია;\n15 მარტი – შეხვედრა CSR კლუბთან და ფოტოგადაღება ჭრელი წინდებით;\n17 მარტი – დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სპიკერების კონფერენცია ილიაუნიში;\n20 მარტი – ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში და შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან;\n21 მარტი – კონფერენცია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ ყოფილი პარლამენტის შენობაში;\n21 მარტი – ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს ყველა რეგიონის 17 მუნიციპალიტეტში;\n15-21 მარტი – კამპანია მსოფლიო და ადგილობრივი ვიდეორგოლებით.\n\nკამპანიის შესახებ \nდაუნის სინდრომის მსოფლიო დღის 2017 წლის სლოგანია: ჩემი ხმა საზოგადოებაში – დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უფლება აქვთ\, გამოთქვან აზრი და იქონიონ ზეგავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში\, რაც უზრუნველყოფს სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში (My Voice\, MyCommunity – Enabling people with Down syndrome to speak up\, be heard and influence government policy and action\, to be fully included in the community). აღნიშნული სლოგანიდან გამომდინარე\, 2017 წლის კამპანიის მოქმედი პირები იქნებიან თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები\, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარი უფლებების შესახებ. \nსაინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრება. \nდაუნის სინდრომის მსოფლიო დღის შესახებ \n21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში\, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. \nსაერთაშორისო ორგანიზაცია DSI (Down Syndrome International)\, რომლის წევრიცაა კავშირი „ჩვენი ბავშვები“\, ყოველწლიურად განსაზღვრავს მსოფლიო სლოგანებს\, ამ სლოგანის გარშემო გაეროს შტაბბინაში ატარებს კონფერენციას და აკეთებს მსოფლიო ვიდეორგოლს. უთვალავი წინდის („Lot`s of Socks“) ტრადიცია კი\, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა\, უკვე მეოთხე წელს ითვლის. \nდაუნის სინდრომის მსოფლიო დღის დაწესება გამოწვეულია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებითა და სტერეოტიპებით მთელს მსოფლიოში. საზოგადოების მხრიდან სტიგმები და გაუცხოება კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა საქართველოში. \nორგანიზატორთა შესახებ \nარასამთავრობო ორგანიზაცია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი „ჩვენი ბავშვები“ 2006 წელს\, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და თემაზე მომუშავე პროფესიონალების მიერ დაფუძნდა და\, დონორ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით\, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განახორციელა . \nარასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ 2017 წლის 16 იანვარს დაფუძნდა კავშირის „ჩვენი ბავშვები“\, ლიდერი მშობლებისა და დაუნის სინდრომის მქონე ზრდასრულების მიერ. ორგანიზაცია საქმიანობს მთელი საქართველოს მასშტაბით\, ხელს უწყობს რეგიონალური ფილიალების დაფუძნებას/განვითარებას\, წარმოაჩენს დაუნის სინდრომის თემაში არსებულ საკითხებსა თუ გამოწვევებს ადგილობრივ და საერთაშორისო მასშტაბით. \nკონფერენციის დრო: 17 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/daunis-sindromis-msophlio-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39592.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170317T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170317T190000
DTSTAMP:20260510T150803
CREATED:20170315T105212Z
LAST-MODIFIED:20240202T062557Z
UID:10002406-1489777200-1489777200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: თინათინ რუხაძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:17 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. \nსაჯარო ლექციას წაიკითხავს ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი\, თინათინ რუხაძე. \nლექციის თემა: წარმატების 7 განზომილება. \nსაჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: \n\nრა არის წარმატება\, როგორ ვზომავთ მას?\nრატომ ხდება\, რომ მსგავსი სოციალურ და ეკონომიკური პირობების მიუხედავად\, ერთნი აღწევენ წარმატებას\, მეორენი კი ვერა?\nრა პიროვნული თვისებები განაპირობებს ადამიანის წარმატებას?\nრას ნიშნავს „წარმატების 7 განზომილება“?\n\nმომხსენებლის შესახებ \nთინათინ რუხაძე არის ფსიქოლოგი\, ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი\, ბიზნეს-ლიდერი და მენეჯერი 20-წლიანი გამოცდილებით. ამასთან\, არის „გროუინის“ (GROWIN) თანადამფუძნებელი\, „ეისითის“ (ACT) თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი\, ბიზნესასოციაციის – „ქალები მომავლისთვის“ (Women For Tomorrow) – თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე. \n დრო: 17 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2017 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-phorbsis-klubshi-thinathin-rukhadzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39624.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170318T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170318T160000
DTSTAMP:20260510T150803
CREATED:20170317T141433Z
LAST-MODIFIED:20240202T062553Z
UID:10002405-1489852800-1489852800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია სივრცე საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრებისთვის - შეხვედრა SOVLAB-ის თავისუფალი სასწავლო-პრაქტიკული კურსის ფარგლებში
DESCRIPTION:„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (SOVLAB)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით\, იწყებს თავისუფალ სასწავლო-პრაქტიკულ კურსს – „ღია სივრცე საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრებისთვის“\, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ მსმენელებს 18 წლის ასაკიდან. \n18 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პირველი საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა\, რომელზეც პროექტის ხელმძღვანელები მსმენელებს გააცნობენ კურსის მიზნებსა და ამოცანებს; დაიგეგმება პრაქტიკული მეცადინეობების პრინციპები. შეხვედრის მეორე ნაწილში მომხსენებლები\, დავით ჯიშკარიანი და ირაკლი ხვადაგიანი\, წაიკითხავენ სალექციო კურსის პირველ ლექციას უახლესი ისტორიის შესწავლის პრობლემატიკაზე და მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის სოციალური და პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობაზე. \nკურსის შესახებ \n„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ თავისუფალი სასწავლო-პრაქტიკული კურსის სალექციო თემები მიმოიხილავს მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს\, კერძოდ: \n\nერის ფორმირება და სამოქალაქო კულტურის განვითარება;\nსოციალური მოძრაობები და პოლიტიკური პარტიების წარმოშობა;\nპირველი რესპუბლიკა და საქართველოს ევროპული განვითარების პროექტი;\nსაბჭოთა ოკუპაცია და წინააღმდეგობის მოძრაობა;\nსაბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა;\nურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია;\nცვლილებები არქიტექტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში;\nსტალინის კულტის ჩამოყალიბება და შემდგომი დესტალინიზაცია;\nცივი ომი და საბჭოთა „კეთილდღეობის სახელმწიფო“;\nსაბჭოთა სახელმწიფოს დასასრული და ტრანზიციის ეტაპი.\n\nკომბინირებული\, ინტერდისციპლინურ მიდგომებსა და სამეცნიერო კვლევებზე დამყარებული ინტენსიური სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 8 თვე – მარტიდან ნოემბრის ჩათვლით. მსმენელები აქტიურად იქნებიან ჩაბმული როგორც კვლევით\, ასევე საველე-პრაქტიკულ სამუშაოებში. ყოველი თემატური ლექციის დასრულების შემდეგ\, დაგეგმილია გასვლითი ლექციები\, ისტორიული ადგილების ნახვა როგორც თბილისში\, ისე საქართველოს სხვადასხვა მხარეში. \nკურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს საშუალება ექნებათ\, მოუსმინონ მოწვეულ ლექტორებს\, რომლებიც კურსის თემების სიღრმისეული კვლევის გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელებს და დისკუსიაში ჩაებმებიან. \nკურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. \nლექციები ჩატარდება შაბათობით. ხანგრძლივობა – 3 საათი.\nკურსი ხორციელდება სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 18 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-sivrtse-saqarthvelos-sabtchotha-istoriis-gaazrebisthvis-shekhvedra-sovlab-is-thavisuphali-sastsavlo-praqtikuli-kursis-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39676.png
END:VEVENT
END:VCALENDAR