BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170213T161900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170213T161900
DTSTAMP:20260511T024955
CREATED:20170213T121940Z
LAST-MODIFIED:20240202T062828Z
UID:10002441-1487002740-1487002740@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი ზუგდიდში - საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში
DESCRIPTION:22 თებერვალს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, “კინგსი საქართველო“-სთან თანამშრომლობით\, აბიტურიენტებისთვის მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის #2 საჯარო სკოლაში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. \nშეხვედრის დასასრულს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ორგანიზებით\, ჩატარდება ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობა 3 საათი. \nგანრიგი \n14:00 – 15:00 – პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ\n15:00 – 16:30 – ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში.\n16:30 – 17:00 – შესვენება\n17:00 – 18:30 – ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. \nტრენინგის შესახებ\n\nტრენინგკურსის შექმნისას ჩვენ გავითვალისწინეთ ის პრობლემები\, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებისას\, და გავაანალიზეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. კერძოდ\, ხშირია შემთხვევა\, როცა აბიტურიენტი კარგად არის მომზადებული გარკვეულ დისციპლინებში\, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს გამოცდაზე. ამის მიზეზი არის ის\, რომ მომზადების პროცესში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა სატესტო დავალებების ტიპებისა და პრინციპების ახსნას\, რომლებსაც ესა თუ ის სატესტო დავალება ეფუძნება. არადა\, საკმარისია\, იცოდე პრინციპი და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე შეძლებ. \nტრენინგის მსვლელობისას გავარჩევთ რთულ მაგალითებს\, გაგაცნობთ მათი ამოხსნის ხერხებს\, რის შემდეგაც\, ათვისებული მიდგომების გამოყენებით\, თავადაც (ტრენერის დახმარებით)ამოხსნით მსგავს ამოცანებს. \nტრენინგი მოგცემთ საშუალებას: \n\nკიდევ ერთხელ გადაამოწმოთ\, რამდენად კარგად ხართ მომზადებული ზოგადი უნარების გამოცდისთვის;\nგაარკვიოთ\, რაზე გჭირდებათ ყურადღების გამახვილება;\nდახელოვნდეთ გამოცდის ჩაბარების ტექნიკაში.\n\nტრენერის შესახებ \nმარი დგებუაძე – ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით \nფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი\, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი\, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში\, კვლევის მეთოდებში\, უმაღლეს მათემატიკაში\, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა GRE\, GMAT და SAT. \nდრო: 22 თებერვალი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: მერაბ კოსტავას სახელობის #2 საჯარო სკოლა (გამსახურდიას გამზ. №9\, ქ. ზუგდიდი) \nდასწრება თავისუფალია. \nღონისძიება ფეისბუქზე \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-zugdidshi-sainphormatsio-shekhvedra-da-treningi-zogadi-unarebis-gamotsdis-teqnikebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/39357.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170214T164100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170214T164100
DTSTAMP:20260511T024955
CREATED:20170214T124110Z
LAST-MODIFIED:20240202T062825Z
UID:10002440-1487090460-1487090460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი ქუთაისში - საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში
DESCRIPTION:23 თებერვალს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, „კინგსი საქართველო“-სთან თანამშრომლობით\, აბიტურიენტებისთვის ქალაქ ქუთაისში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ორგანიზებით\, ჩატარდება ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი. \nტრენინგის შესახებ \nტრენინგკურსის შექმნისას ჩვენ გავითვალისწინეთ ის პრობლემები\, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებისას\, და გავაანალიზეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. კერძოდ\, ხშირია შემთხვევა\, როცა აბიტურიენტი კარგად არის მომზადებული გარკვეულ დისციპლინებში\, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს გამოცდაზე. ამის მიზეზი არის ის\, რომ მომზადების პროცესში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა სატესტო დავალებების ტიპებისა და პრინციპების ახსნას\, რომლებსაც ესა თუ ის სატესტო დავალება ეფუძნება. არადა\, საკმარისია\, იცოდე პრინციპი და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე შეძლებ.\nტრენინგის მსვლელობისას გავარჩევთ რთულ მაგალითებს\, გაგაცნობთ მათი ამოხსნის ხერხებს\, რის შემდეგაც\, ათვისებული მიდგომების გამოყენებით\, თავადაც (ტრენერის დახმარებით) ამოხსნით მსგავს ამოცანებს.\n \n\nტრენინგი მოგცემთ საშუალებას: \n\nკიდევ ერთხელ გადაამოწმოთ\, რამდენად კარგად ხართ მომზადებული ზოგადი უნარების გამოცდისთვის;\nგაარკვიოთ\, რაზე გჭირდებათ ყურადღების გამახვილება;\nდახელოვნდეთ გამოცდის ჩაბარების ტექნიკაში.\n\nტრენერის შესახებ \nმარი დგებუაძე – ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით\nფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი\, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი\, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში\, კვლევის მეთოდებში\, უმაღლეს მათემატიკაში\, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა GRE\, GMAT და SAT. \nშეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ილიაუნის ვებგვერდზე განთავსდება მოგვიანებით. \nსაინფორმაციო შეხვედრაზე და ტრენინგზე დასწრება თავისუფალია. \nღონისძიება ფეისბუქზე \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-quthaisshi-sainphormatsio-shekhvedra-da-treningi-zogadi-unarebis-gamotsdis-teqnikebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/39369.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170214T164400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170214T164400
DTSTAMP:20260511T024955
CREATED:20170214T124400Z
LAST-MODIFIED:20240202T062822Z
UID:10002439-1487090640-1487090640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი ბათუმში - საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში
DESCRIPTION:28 თებერვალს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, „კინგსი საქართველო“-სთან თანამშრომლობით\, აბიტურიენტებისთვის ქალაქ ბათუმში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ორგანიზებით\, ჩატარდება ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი. \nტრენინგის შესახებ \nტრენინგკურსის შექმნისას ჩვენ გავითვალისწინეთ ის პრობლემები\, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებისას\, და გავაანალიზეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. კერძოდ\, ხშირია შემთხვევა\, როცა აბიტურიენტი კარგად არის მომზადებული გარკვეულ დისციპლინებში\, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს გამოცდაზე. ამის მიზეზი არის ის\, რომ მომზადების პროცესში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა სატესტო დავალებების ტიპებისა და პრინციპების ახსნას\, რომლებსაც ესა თუ ის სატესტო დავალება ეფუძნება. არადა\, საკმარისია\, იცოდე პრინციპი და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე შეძლებ. \nტრენინგის მსვლელობისას გავარჩევთ რთულ მაგალითებს\, გაგაცნობთ მათი ამოხსნის ხერხებს\, რის შემდეგაც\, ათვისებული მიდგომების გამოყენებით\, თავადაც (ტრენერის დახმარებით) ამოხსნით მსგავს ამოცანებს. \n\nტრენინგი მოგცემთ საშუალებას: \n\nკიდევ ერთხელ გადაამოწმოთ\, რამდენად კარგად ხართ მომზადებული ზოგადი უნარების გამოცდისთვის;\nგაარკვიოთ\, რაზე გჭირდებათ ყურადღების გამახვილება;\nდახელოვნდეთ გამოცდის ჩაბარების ტექნიკაში.\n\nტრენერის შესახებ \nმარი დგებუაძე – ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით\nფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი\, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი\, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში\, კვლევის მეთოდებში\, უმაღლეს მათემატიკაში\, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა GRE\, GMAT და SAT. \nშეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ილიაუნის ვებგვერდზე განთავსდება მოგვიანებით. \nსაინფორმაციო შეხვედრაზე და ტრენინგზე დასწრება თავისუფალია. \n\nღონისძიება ფეისბუქზე\n\nადგილმდებარეობა: N1 საჯარო სკოლა\, ბათუმი\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-bathumshi-sainphormatsio-shekhvedra-da-treningi-zogadi-unarebis-gamotsdis-teqnikebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/39356.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170214T165600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170214T165600
DTSTAMP:20260511T024955
CREATED:20170214T125603Z
LAST-MODIFIED:20240202T062819Z
UID:10002437-1487091360-1487091360@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს საინფორმაციო შეხვედრების ტურს საქართველოს რეგიონებში. ზუგდიდში\, ქუთაისში\, ბათუმში და საქართველოს დიდ ქალაქებში ილიაუნის წარმომადგენლები აბიტურიენტებს მიაწვდიან ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას უნივერსიტეტის მიმართულებებზე\, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებზე\, უნივერსიტეტში მიღებასთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. \nსაინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ\, ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრის მაღალკვალიფიციური ტრენერი გამართავს ტრენინგს ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი. \nსაინფორმაციო შეხვედრებზე და ტრენინგებზე დასწრება აბიტურიენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ სრულიად უფასოდ. \nსაინფორმაციო შეხვედრების განრიგი  \n✔ ილიაუნი ზუგდიდში – 22 თებერვალი  \n\nდეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/GS2FFx\nღონისძიება ფეისბუქზე – შემოგვიერთდით.\n\n✔ ილიაუნი ქუთაისში – 23 თებერვალი  \n\nდეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/qb2jXf\nღონისძიება ფეისბუქზე – შემოგვიერთდით.\n\n✔ ილიაუნი ბათუმში – 28 თებერავლი  \n\nდეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/CruLp3\nღონისძიება ფეისბუქზე – შემოგვიერთდით.\n\n✔ ილიაუნი თელავში – 6 მარტი\n \n\n\nდეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/o5tU9A\nღონისძიება ფეისბუქზე – შემოგვიერთდით.\n\n✔ ილიაუნი გორში – 7 მარტი\n \n\n\nდეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/vTxV9p\nღონისძიება ფეისბუქზე – შემოგვიერთდით.\n\n\n\n\nილიაუნი გისურვებთ წარმატებას!\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sainphormatsio-shekhvedrebi-regionebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/39368.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170214T190000
DTSTAMP:20260511T024955
CREATED:20170213T115457Z
LAST-MODIFIED:20240202T062817Z
UID:10002436-1487098800-1487098800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზია და სინამდვილე
DESCRIPTION:14 თებერვალს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პოეზია და სინამდვილე“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: კრონოსის მიერ ურანოსის დასაჭურისება; აფროდიტეს დაბადება; აფროდიტე და ათენა; სიცოცხლისა და ცნობიერების ძალების პოლარულობა; ჰადესი ჰომეროსთან და ორფეულ ჰიმნებში; ორფეოსი და დიონისე-ზაგრეუსი; მშვენიერების მითოლოგიური გაგება და არნოლდ ბიოკლინის მკვდართა კუნძული. \nდრო: 14 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-poezia-da-sinamdvile/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/39341.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170215T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170215T190000
DTSTAMP:20260511T024955
CREATED:20170210T120905Z
LAST-MODIFIED:20240202T062814Z
UID:10002435-1487185200-1487185200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„დონ ბერნარდო ბერტი: ჩანაწერები\, 1652“ - პაატა ცანკაშვილის რომანის პრეზენტაცია
DESCRIPTION:15 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პაატა ცანკაშვილის რომანის – „დონ ბერნარდო ბერტი: ჩანაწერები\, 1652“ – პრეზენტაცია. წიგნს წარადგენენ პოეტი შოთა იათაშვილი და მწერალი დათო ტურაშვილი. \n1961 წლის 6 თებერვალს დაბადებული პაატა ცანკაშვილი 2016 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა და მისმა სამეგობრომ მისი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ\, გამომცემლობების გვერდის ავლით\, საკუთარი ხარჯით დაბეჭდა მისი რომანი „დონ ბერნარდო ბერტი: ჩანაწერები\, 1652“. მათ\, უბრალოდ\, ბეჭდური სახე მისცეს ტექსტს\, რომელიც მის კომპიუტერში აღმოაჩინეს – ფაქტობრივად\, გამზადებული\, შერჩეული ვიზუალური მასალით და დაკაბადონებული. \nავტორის შესახებ \nპაატა ცანკაშვილმა 1978 წელს\, თბილისის 161-ე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ\, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა. მას ადრეული წლებიდანვე ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი ისტორიისადმი. მისი ეს რომანიც ისტორიულ ეპოქას აღწერს. პაატა ცანკაშვილს რომანის გარდა დარჩა მოთხრობებიც და თარგმანებიც. ის მთელი თავისი ცხოვრება მუშაობდა ტექსტებზე\, მაგრამ არასდროს ცდილობდა მათ გამოქვეყნებას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის არქივზე და ქართველი მკითხველისთვის მისი ორიგინალური შემოქმედების უცნობი მხარეები მალე გახდება ხელმისაწვდომი. \nწიგნის შესახებ \nრომანის მთავარი გმირი ბერნარდო ბერტი იტალიელი მისიონერია\, რომელიც მე-17 საუკუნის საქართველოში მოღვაწეობს და თავის ჩანაწერებში იქაურობას აღწერს. უფლისწულ ლუარსაბის მკვლელობა არის ის მოვლენა\, რომლის გარშემოც ავტორი აგებს წიგნის სამყაროს. პაატა ცანკაშვილის რომანი ჟანრობრივად ისტორიული დეტექტივია: ისე ხდება\, რომ დონ ბერნარდოს უწევს ამ მკვლელობის გამოძიება და\, ამის გამო\, ყველა სოციალურ ფენასთან კონტაქტი – მეფე როსტომით და მეფე თეიმურაზით დაწყებული\, ავაზაკებით დამთავრებული. ამ ფართო დიაპაზონში პაატა ცანკაშვილი საოცარი ფერადოვნებით შლის სისხლითა და ღალატით სავსე და\, ამავე დროს\, ბრჭყვიალა\, დეკორატიულ\, ეკლექტურ სამყაროს\, სადაც რამდენიმე კულტურა ერთმანეთშია აზელილი და\, რაც მთავარია\, ადამიანთა ცნობიერების და ცხოვრების პრინციპების გაორებას იწვევს. \n„ამ ადამიანმა ძალიან მაგრად იცის ის სამყარო\, ეპოქა და გარემო\, რომელზეც წერს\, და არის ძალიან მაგარი პროფესიონალი. წიგნს რომ ვკითხულობდი\, მივხვდი\, რა შრომა დევს მასში\, გარდა ინტელექტისა. ეს წიგნი მე-17 საუკუნის თბილისზეა. თავისთავად ძალიან საინტერესო ეპოქაა – ყველაზე ტრაგიკული\, ტრაგიკომიკური\, დრამატული… ესეც მომეწონა – ევროპა და სპარსეთი ერთად საქართველოში და თბილისში. ყველაზე მაგარი\, რაც დამრჩა\, ეს არის დიდი სევდა; კარგი წიგნებისგან რომ გრჩება ხოლმე; რომ ვერ გამოდიხარ. ვერ გამოვდივარ მე. რამდენი ხანია\, რაც წავიკითხე\, მაგრამ ვერ გამოვდივარ. მინდა\, რომ ყველას წავაკითხო“. \nდათო ტურაშვილი \n„მთავარი ისაა\, რომ ამ ტექსტს პაატა ცანკაშვილი არ წერს მხოლოდ კონკრეტული ეპოქის აღსადგენად. ისტორიულ სივრცეს იგი იყენებს საფიქრელად. ამ სივრცეში მარადიულ საკაცობრიო კითხვებზე მის პასუხებს თითქოს მეტი სილაღე და გაქანება ეძლევა. მთელი წიგნი\, ფაქტობრივად\, აფორიზმებითაა დახუნძლული\, ოღონდ ეს არაა მშრალი\, მორალისტური აფორიზმები: პაატა ცანკაშვილი ფერწერულად\, სურათ–ხატებით წერს თავის აზრებს. დაბოლოს\, რა თქმა უნდა\, ენა\, რომელსაც იგი ჯადოქრულად ფლობს და ძველი ქართული თუ სპარსული ლექსიკით ცოცხალ სამეტყველო თუ სააზროვნო ქსოვილს ქსოვს“. \nშოთა იათაშვილი \nპრეზენტაციის დრო: 15 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/don-bernardo-berti-chanatserebi-1652-paata-tsankashvilis-romanis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/39334.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170216T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170216T190000
DTSTAMP:20260511T024955
CREATED:20170214T090342Z
LAST-MODIFIED:20240202T062811Z
UID:10002433-1487271600-1487271600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ადამ დინგლთან ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:16 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში\, Startup Grind Tbilisi-ის ორგანიზებით\, გაიმართება შეხვედრა google-ს პროგრამულ ინჟინერთან\, პრინსტონისა და ბერკლის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთან\, ადამ დინგლთან. \nშეხვედრა გაიმართება არა ლექციის\, არამედ კითხვა-პასუხის ფორმატში\, რათა გამოცდილების გაზიარების პროცესი უფრო ეფექტური იყოს. დამსწრე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა\, არაფორმალურ გარემოში პირადად გაიცნოს ადამ დინგლი და დაუსვას მისთვის საინტერესო შეკითხვები. \nღონისძიებაზე დასწრებისთვის\, გთხოვთ\, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: www.startupgrind.com/tbilisi. \nადამ დინგლის შესახებ \nადამ დინგლი პროგრამული ინჟინერია ამ სფეროში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილებით. კერძოდ\, 1994-1996 წლებში ასწავლიდა კომპიუტერულ მეცნიერებებს ჩარლზის უნივერსიტეტში\, პრაღაში; 2002-2006 წლებში მუშაობდა წამყვან პროგრამულ ინჟინრად კომპანიაში google. მისი მუშაობის პერიოდში google მნიშვნელოვნად გაფართოვდა და 550-დან 9000 ადამიანის დამსაქმებელ კომპანიად იქცა. ადამ დინგლმა მონაწილეობა მიიღო ისეთი პროდუქტების განვითარებაში\, როგორებიცაა: Desktop\, Firefox\, Chrome\, Google Toolbar. \nმოგვიანებით\, მან არაერთი საკუთარი Startup-ი წამოიწყო და დააარსა Parking Hero\, შემდგომში – Yorba Foundation და Roundtown. ადამ დინგლის უშუალო მონაწილეობით Yorba Foundation-მა შექმნა შემდეგი პროდუქტები: Shotwell\, ფოტომენეჯერი და ინტეგრირების სისტემა Ubuntu-სათვის\, ასევე – Geary და Linux-ის ოპერატიული სისტემის Email-სერვისი. ადამ დინგლის ეფექტური მენტორობის შედეგია სტუდენტური პროექტი NetBeans\, რომელსაც ის ჩარლზის უნივერსიტეტში მუშაობისას უძღვებოდა. NetBeans არის Java-ს IDE\, რომელიც 1999 წელს SUN-მა შეიძინა. \nStartup Grind-ის შესახებ \nGoogle-ის პროექტი Startup Grind 2010 წელს სილიკონის ველზე შეიქმნა. პროექტის იდეის თანახმად\, გამოცდილ მეწარმეებსა და Startup-ეკოსისტემის წარმომადგენლებს შორის ყოველთვიურად იმართება შეხვედრები\, რომელთა მიზანია\, გამოცდილების გაზიარება და Startup-ით დაინტერესებული ადამიანების დაკავშირება ერთმანეთთან\, რაც\, საბოლოო ჯამში\, ხელს უწყობს ლოკალური Startup-ეკოსისტემის გაუმჯობესებას. Startup Grind მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი ბრენდია და იმართება 80-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ქალაქში\, მათ შორის\, საქართველოს დედაქალაქში. \nდრო: 16 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) \nბმული წინასწარი რეგისტრაციისთვის: www.startupgrind.com/tbilisi \nმონაწილეობა უფასოა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-adam-dinglthan-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/39351.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170217T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170217T190000
DTSTAMP:20260511T024955
CREATED:20170216T083315Z
LAST-MODIFIED:20240202T062809Z
UID:10002432-1487358000-1487358000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ფორბსის“ კლუბში: გია ჯაფარიძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:17 თებერვალს\,  19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. \nსაჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი\,  დიპლომატი\, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პორტუგალიაში და მანამდე საბერძნეთში\, ფილოლოგი და პოლიტოლოგი\, გია ჯაფარიძე. \nლექციის თემაა: ვიზალიბერალიზაცია. \nდრო: 17 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2016 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phorbsis-klubshi-gia-japharidzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/39360.png
END:VEVENT
END:VCALENDAR