BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTSTAMP:20260511T072740
CREATED:20161205T073706Z
LAST-MODIFIED:20240202T063210Z
UID:10002482-1482775200-1482775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანიტა რაჭველიშვილის მასტერკლასი ილიაუნიში
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის თეატრის ფოიეში  ჩატარდება ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის\, ანიტა რაჭველიშვილის\, მასტერკლასი\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა შემსრულებლები: \n\nგაგა გულიაშვილი (ილიაუნის სტუდენტი);\nნინო ჯაჭვაძე (სოპრანო);\nირინა შერაზადიშვილი (სოპრანო);\nნუცა ზაქაიძე (მეცო-სოპრანო).\n\nსაქართველოს პრეზიდენტისა და პაატა ბურჭულაძის პრემიების მფლობელი\, ანიტა რაჭველიშვილი\, დღეს მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე მღერის\, რომელთა შორისაა: მილანის ლა-სკალა\, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა\, ბერლინის დოიჩე ოპერა\, ბავარიის სახელმწიფო ოპერა\, ნიდერლანდების კონცერტგებოუ\, სიეტლის\,  სან-ფრანცისკოს\, მიჩიგანის საოპეროთეატრები\, კანადის საოპერო თეატრი და ა.შ. მის რეპერტუარში მრავალი წამყვანი როლია: ბიზეს კარმენი\, ვერდის ამნერისი\, სენ-სანსის დალილა\, მასნეს დულსინეა\, რიმსკი-კორსაკოვისლიუბაშა და სხვ. \nდრო: 26 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anita-ratchvelishvilis-masterklasi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38875.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTSTAMP:20260511T072740
CREATED:20161220T130735Z
LAST-MODIFIED:20240202T063208Z
UID:10002481-1482775200-1482775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კრებულების პრეზენტაცია
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში\, გაიმართება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების სამეცნიერო პუბლიკაციების ამსახველი სამი კრებულის პრეზენტაცია: \n1. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის « L’Europe et le Caucase. Les relations interrégionales et la question de l’identité » („ევროპა და კავკასია. რეგიონთაშორისი ურთიერთობები და იდენტობის საკითხი“) მოხსენებების კრებული (ფრანგულ ენაზე)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა\, 2012 წელი. \n2. „L’Arménie et la Géorgie en dialogue avec l’Europe. Du Moyen Âge à nos jours“ („სომხეთი და საქართველო ევროპასთან დიალოგში. შუა საუკუნეებიდან დღემდე“)\, გამომცემლობა GUETHNER\, პარიზი\, 2016. \nეს ორი კრებული ასახავს სამი ქვეყნის – საქართველოს\, საფრანგეთისა და სომხეთის – მეცნიერთა კვლევებს კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთობების საკითხებზე იდენტობის ჭრილში. კვლევების შედეგები წარმოდგენილ იქნა აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ სამ ერთობლივ კონფერენციაზე (2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, 2012 წელს პოლ ვალერის უნივერსიტეტში  მონპელიე 3 და 2014 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში). \n3.  ფრანკოფონიული რეგიონალური სადოქტორო კოლეჯის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „Études interdisciplinaires en Sciences humaines“ („ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნირებებში“). \nჟურნალი ყოველწლიურია და 2013 წლიდან გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემლობა. გამოცემულია 3 ნომერი. პირველი ორი ნომერი – ფრანგულ ენაზე\, მესამე – ოთხ რომანულ (ფრანგულ\, ესპანურ\, იტალიურ და რუმინულ) ენაზე. მასში ქვეყნდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროფესორებისა და დოქტორანტების სტატიები. \nჟურნალი დაარსებულია 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ფრანკოფონული რეგიონალური სადოქტორო კოლეჯის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“ (CODFREURCOR) საქმიანობის ფარგლებში და ასახავს იმ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებს\, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება სადოქტორო კოლეჯის წევრ უნივერსიტეტებში. დღემდე ჩატარებულია 4 კონფერენცია: 2 – კიშინიოვში\, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2013\, 2016 წწ.)\, 2 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2014\, 2015 წწ). ამჟამად გამოსაცემად მზადდება ჟურნალის მეოთხე ნომერი\, რომელიც დაიბეჭდება 2017 წლის ზაფხულში. \nჟურნალი აქვეყნებს სადოქტორო კოლეჯის არაწევრი დასავლეთ ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორების სტატიებსაც (სადოქტორო კოლეჯის საქმიანობის შესახებ იხ. ბმული: http://codfreurcor.iliauni.edu.ge) \nპრეზენტაციის მოდერატორია მზაღო დოხტურიშვილი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი\, პირველი და მეორე კრებულის თანარედაქტორი და მესამე კრებულის რედაქტორი. \nპრეზენტაციის დრო: 26 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-krebulebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39020.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTSTAMP:20260511T072740
CREATED:20161223T084751Z
LAST-MODIFIED:20240202T063202Z
UID:10002480-1482775200-1482775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ასოცირებული პროფესორის\, გიორგი ბეგაძის\, საჯარო ლექცია: „საქართველოს ეროვნული ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია“
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, გიორგი ბეგაძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ეროვნული ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ტურიზმის პოლიტიკის დინამიკაზე უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში\, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე\, რასაც ეს სფერო მოიცავს. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 26 დეკემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/asotsirebuli-prophesoris-giorgi-begadzis-sajaro-leqtsia-saqarthvelos-erovnuli-turizmis-politika-da-ganvitharebis-strategia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39030.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161227T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161227T130000
DTSTAMP:20260511T072740
CREATED:20161222T081500Z
LAST-MODIFIED:20240202T063159Z
UID:10002478-1482843600-1482843600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პასკალის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, სამშაბათს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. \nპასკალის პრემიის 2016 წლის ლაურეატები არიან: შალვა ბარჯაძე\, გიორგი ჩალაძე\, დავით ქურიძე და ლაშა სუხიშვილი. \nშალვა ბარჯაძე – დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი \n\nსტატია 1: „ახალი დიაგნოზი PlutomurusYosii (Collembola\, Tomoceridae)-ის სახეობებისათვის ორი ახალი სახეობის აღწერით საქართველოს მღვიმეებიდან“ / NEW DIAGNOSIS FOR SPECIES OF PLUTOMURUSYOSII (COLLEMBOLA\, TOMOCERIDAE)\, WITH DESCRIPTIONS OF TWO NEW SPECIES FROM GEORGIAN CAVES\nგამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Zootaxa 4126 (1): 077-096.\n\n\nსტატია 2: „Aphis Linnaeus (Hemiptera\, Aphididae)-ის ახალი სახეობა მცხოვრები  Teucriumpolium L. (Lamiaceae)-ზე“ / A new species of Aphis Linnaeus (Hemiptera\, Aphididae) living on Teucrium polium L. (Lamiaceae)\nგამოქვეყნდა: 2015 წელს სამეცნიერო ჟურნალში Zootaxa 4057 (2): 248-256\n\nგიორგი ჩალაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი \n\nსტატია: „ჰომოსექსუალობის სტაბილურობა კაცებში შესაძლოა აიხსნას ჰეტეროსექსუალი მატარებლებით: X-შეჭიდული დამემკვიდრების\, ინდივიდებზე დაფუძნებული სიმულაცია“ / HETEROSEXUAL MALE CARRIERS COULD EXPLAIN PERSISTENCE OF HOMOSEXUALITY IN MEN: INDIVIDUAL-BASED SIMULATIONS OF AN X-LINKED INHERITANCE MODEL\nგამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Archives Of Sexual Behavior\, 45(7)\, 1705-1711. doi:10.1007/s10508-0160742-2\n\nდავით ქურიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი  \n\nსტატია 1: „წყალბადის (Hα) ხაზის პროფილის ასიმეტრიები და ანთებული ქრომოსფეროს სიჩქარეები“ / Hα LINE PROFILE ASYMMETRIES AND THE CHROMOSPHERIC FLARE VELOCITY FIELD\nგამოქვეყნდა: 2015 წელს Astrophisical Journal-ში\n\n\nსტატია 2: „კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობები მზის ქრომოსფერულ დინებებში: თეორია და დაკვირვებები“/ KELVIN-HELMOLTZ INSTABILITY IN SOLAR CHROMOSPHERIC JETS: THEORY AND OBSERVATION\nგამოქვეყნდა: 2016 წელს Astrophisical Journal-ში\n\nლაშა სუხიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი\, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი \n\nსტატია: „შეცოცებათა სისტემის ტექტონიკით და სედიმენტაციური პროცესებით გამოწვეული მდინარე მტკვრის გვიან პლეისტოცენური მიგრაციები“ / LATE PLEISTOCENE RIVER MIGRATIONS IN RESPONSE TO THRUST BELT ADVANCE AND SEDIMENT-FLUX STEERING – THE KURA RIVER (SOUTHERN CAUCASUS)\nგამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Geomorphology N266.  pp. 53-65\n\nპასკალის პრემიის შესახებ \nახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის\, გიგა ზედანიას\, ინიციატივით\, 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო\, რომლის ოდენობა  3 000 ლარია. \nპრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის\, რომელსაც აქვს სტატიის სახე. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის. \nპროექტის პარტნიორია „ბაზისბანკი“. \nპასკალის პრემიის შესახებ დამატებით იხილეთ აქ. \n2016 წლის გამარჯვებულთა შესახებ დამატებით იხილეთ აქ. \nდაჯილდოების დრო: 27 დეკემბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paskalis-premiis-laureatebis-dajildoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38999.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161227T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161227T160000
DTSTAMP:20260511T072740
CREATED:20161226T075737Z
LAST-MODIFIED:20240202T063155Z
UID:10002477-1482854400-1482854400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობა\, ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები“ - პროექტის შედეგების პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, სამშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის – „კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობა\, ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები“ (2016 წ.) – შედეგების პრეზენტაცია. \nპრეზენტაციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი\, თინათინ კახნიაშვილი. \nმის საანგარიშო მოხსენებაში მოკლედ იქნება განხილული ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები\, კერძოდ: \n\nშესწავლილ იქნა ინფლაციის დროს გენერირებული მაგნიტური ველების ევოლუცია სამყაროს გაფართოების მსვლელობაში; დადგენილ იქნა მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის დაშლის ძირითადი კანონზომიერებები (Kahniashvili\, Brandenburg\, Durrer\, Tevzadze\, and Yin\, PRD submitted\, under consideration);\nშესწავლილ იქნა კოში-შვარცის უტოლობა კოსმოლოგიურ მაგნიტურ ველებთან მიმართებაში (Yin\, Kahniashvili\, Brandenburg\, Fluid Dyn. submitted);\nშესწავლილ იქნა ელექტროფაზური გადასვლის დროს სპირალური მაგნიტური ველების წარმოშობის შესაძლებლობა და ნაჩვენები იქნა ასეთი ველების მიერ გალაქტიკური და გროვების მაგნიტური ველების ახსნის შესაძლებლობა (Kahniashvili\, Brandenburg\, Tevzadze\, Phys. Scripta 2016\, Kahniashvili\, Brandenburg\, Tevzadze\, Vachaspati\, 2016 in preparation);\nრიცხვითი მოდელირებით გამოყოფილ და შესწავლილ იქნა ჰიდრო- და მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის ძირითადი კლასები. დადგენილ იქნა ტურბულენტობის ევოლუციის კანონზიმიერებები (Brandenburg & Kahniashvili\, Phys. Rev. Lett\, accepted\, published Jan. 11 2017).\n\n  \nდრო: 27 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია\, (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kosmosuri-magnituri-velebis-tsarmoshoba-evolutsia-da-dakvirvebithi-minishnebebi-proeqtis-shedegebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39036.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161227T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161227T190000
DTSTAMP:20260511T072740
CREATED:20161223T070610Z
LAST-MODIFIED:20240202T063149Z
UID:10002476-1482865200-1482865200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოეზია და მუსიკა რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნოში“
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“ პოეზიისა და ელექტრონული მუსიკის საღამოზე გიწვევთ. პროექტი „პოეზია და რეციტაცია“ გოგი ძოძუაშვილის მუსიკისა და რატი ამაღლობელის პოეტური ტექსტების სინთეზს წარმოადგენს. \nდრო: 27 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/poezia-da-musika-rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosnoshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39029.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTSTAMP:20260511T072740
CREATED:20161221T100324Z
LAST-MODIFIED:20240202T063144Z
UID:10002475-1482951600-1482951600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის 100 წლის იუბილე
DESCRIPTION:28 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის იუბილეზე. \n2016 წლის 28 დეკემბერს ასი წელი სრულდება ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ – გამოცემიდან. \nწიგნის შესახებ ისაუბრებენ: წიგნის მთარგმნელი\, გია ბერაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, პაატა ჩხეიძე და მოწვეული ლექტორები – ნოდარ გოცირიძე და დავით ტარიელაშვილი. \nწიგნის შესახებ \nჯეიმზ ჯოისის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ პირველად ჩნდება მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი პერსონაჟი\, სტივენ დედალოსი. ჯეიმზ ჯოისის მსგავსად\, სტივენ დედალოსსაც უამრავი წინაღობის გადალახვა უწევს\, იქნება ეს რელიგიური დოგმები\, ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემა თუ\, ზოგადად\, ირლანდიური საზოგადოების მარწუხები\, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ\, ჩაკლან მეამბოხე ახალგაზრდის თავისუფალი აზროვნება და ხელოვნებისადმი სწრაფვა. წიგნი\, რომელიც საბავშვო\, სახალისო ლექსით იწყება\, ესთეტიკის ურთულეს კანონებზე მსჯელობით სრულდება და ე.წ. „აღზრდის რომანის“ ვიქტორიანულ კანონებს სრულიად ახლებურად წარმოაჩენს. „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და მოთხრობების კრებული „დუბლინელები“ სწორედ ის წიგნებია\, რომლებშიც ნათლად გამოიკვეთა ჯეიმზ ჯოისის ის სამწერლო შესაძლებლობები\, რომელთა წყალობითაც\, საბოლოოდ\, მეოცე საუკუნის ალბათ მთავარი რომანი\, „ულისე“\, შეიქმნა. \nდრო: 28 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-jeimz-joisis-pirveli-romanis-100-tslis-iubile/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTSTAMP:20260511T072740
CREATED:20161228T100000Z
LAST-MODIFIED:20240202T063140Z
UID:10002472-1482951600-1482951600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიდერთა განვითარების აკადემიის პროგრამა
DESCRIPTION:ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)\, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის\, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით\, აცხადებს მიღებას ერთობლივ პროგრამაზე – ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development – LAD. \nლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი\, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა. პროგრამა გულისხმობს საჯარო\, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. \nკურსის მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნიდან. პროგრამის ფარგლებში\, მონაწილეებს საშუალება ექნებათ\, დაეუფლონ ლიდერობის\, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს\, რაც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტის ეფექტურობის ასამაღლებლად\, საჯარო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების დასაგეგმად/გასატარებლად და საჯარო და ბიზნესსექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. \nლიდერთა განვითარების აკადემიის 5-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსის მონაწილეები საჯარო\, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან მიიღებენ ორგანიზაციული მართვის სხვადასხვა დონეზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის\, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა\, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის\, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად\, დაამუშავა რამდენიმე სასწავლო ქეისი\, რომელთა დახმარებითაც მონაწილეები\, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით\, გააანალიზებენ გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგებს; განიხილავენ კონკრეტული მაგალითების ეფექტურობას და\, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით\, გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს. \nლიდერთა განვითარების აკადემია გაიმართება თბილისში 2017 წლის მარტის პირველ კვირას. ლიდერთა განვითარების აკადემიის მონაწილეთა შესარჩევი განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 16 იანვარი\, 18:00 საათი. \nპროგრამის და განაცხადების გამოგზავნის დეტალური ინსტრუქციის შესახებ\, გთხოვთ\, იხილოთ განცხადების ინგლისური ვერსია და თანდართული დოკუმენტები. \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში\, გთხოვთ\, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ladgeorgia@eprc.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lidertha-ganvitharebis-akademiis-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39084.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161229T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161229T190000
DTSTAMP:20260511T072740
CREATED:20161223T101614Z
LAST-MODIFIED:20240202T063136Z
UID:10002470-1483038000-1483038000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზურა აბაშიძის „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ - სადებიუტო პროზაული კრებულის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:29 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ზურა აბაშიძის მოთხრობების  სადებიუტო კრებულის პრეზენტაციაზე. \nკრებულში\, სახელწოდებით – „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“\, უამრავ დასამახსოვრებელ\, ცოცხალ პერსონაჟს შორის\, შეხვდებით სახლიდან წასულ მამას; სასწაულმოქმედ ტყუპებს – იზას და აზას; დაბერებულ შუაღამის გოგოებს\, რომლებიც კვლავაც ბედნიერებას ეძებენ და გამუდმებით უცრუვდებათ იმედი; ნანუცას\, რომელმაც „დებილებისა და ავანტყოფებისთვის“ სკოლა გახსნა; კოჭლსა და ელამ ანრის\, რომელსაც\, სინამდვილეში\, იესო ჰქვია; ლამაზ მარუსას\, რომელიც ეზოში ფეხბურთს თამაშობდა და ერთ დღეს გათხოვდა; აბაზანაში გამოკეტილ მძიმე ავადმყოფ ბილი ელიოტს… ამდენი ადამიანი\, მეზობელი\, მეგობარი\, ნათესავი\, ცხოველი\, ამდენი სევდიანი\, ცრემლიანი და სასაცილო ისტორია თავისებურად ჯადოსნურია – თითქოს ყოველ მათგანს\, ყველა ადამიანსა თუ ამბავს ხედავ და ხვდები\, რომ რაღაც ასეთი შენც დაგმართვია ან ოდესმე აუცილებლად დაგემართება. \nკრებულს ავტორი\, ზურა აბაშიძე\, წარადგენს; მოდერატორი – მაშო სამადაშვილი. \nდრო: 29 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zura-abashidzis-rogor-movklath-bili-elioti-sadebiuto-prozauli-krebulis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39033.png
END:VEVENT
END:VCALENDAR