BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161128T172100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161128T172100
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161128T132107Z
LAST-MODIFIED:20240202T063721Z
UID:10002572-1480353660-1480353660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი კავკასიის მთიანი რეგიონის პირველ ფორუმს უმასპინძლებს
DESCRIPTION:29 ნოემბერს\, 16:45-დან 19:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება კავკასიის მთიანი რეგიონის პირველი ფორუმი (კავკასიის მთიანი ფორუმი): მეცნიერება და პრაქტიკა მდგრადი განვითარებისათვის. \nფორუმი\, რომელსაც 28 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ერთდროულად ორი უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – უმასპინძლებს\, გაიმართება კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის (SNC-mt) ეგიდით\, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის\, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმი თავს მოუყრის კავკასიის მთიანი რეგიონების განვითარებით დაინტერესებულ 150-მდე მეცნიერს\, მკვლევარს\, პრაქტიკოსს და დაინტერესებულ პირს. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და შვეიცარიის ელჩი საქართველოში. \nაღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში მოღვაწე მეცნიერების\, სამთავრობო ექსპერტებისა და პრაქტიკოსებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. \nფორუმის მიზანია: \n\nხელი შეუწყოს მხარეთა შორის დიალოგის გაღრმავებას\, რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას და კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების უკეთეს კოორდინაციას;\nშეაჯამოს კავკასიის რეგიონში მდგრადი განვითარების არსებული მდგომარეობა;\nდასახოს და გამოავლინოს კავშირები სამეცნიერო კვლევას\, პოლიტიკის შემუშავებასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის;\nწარმოაჩინოს კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის მეცნიერულად დასაბუთებული აუცილებელი ღონისძიებები;\nხელი შეუწყოს აზრთა გაცვლას „სამეცნიერო დღის წესრიგის“ ფორმატში კავკასიაში ერთობლივი კვლევის გასაღრმავებლად;\nგაზარდოს კავკასიის რეგიონის ცნობადობა ევროპულ და მსოფლიო არენაზე.\n\nდრო: 29 ნოემბერი\, 16:45-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი \,\,ლიგამუსი”\, B201 აუდიტორია\, A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nფორუმის დეტალური პროგრამა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-kavkasiis-mthiani-regionis-pirvel-phorums-umaspindzlebs/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38797.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161128T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161128T190000
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161125T130904Z
LAST-MODIFIED:20240202T063719Z
UID:10002571-1480359600-1480359600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბათუ ქუთელიას საჯარო ლექცია: ევროპეიზაციის გავლენა საქართველოს თავდაცვის პოლიტიკაზე
DESCRIPTION:28 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი\, ბათუ ქუთელია\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროპეიზაციის გავლენა საქართველოს თავდაცვის პოლიტიკაზე“. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯაროპოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმასაჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, მეწარმეობაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 28 ნოემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bathu-quthelias-sajaro-leqtsia-evropeizatsiis-gavlena-saqarthvelos-thavdatsvis-politikaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38764.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161129T154200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161129T154200
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161129T114212Z
LAST-MODIFIED:20240202T063715Z
UID:10002569-1480434120-1480434120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გალ ჰერცის ლექცია-სემინარები თემაზე: „ენა და ძალადობა“
DESCRIPTION:5-9 დეკემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით\, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი\, გალ ჰერცი\, ჩაატარებს ლექცია-სემინარების ციკლს: „ენა და ძალადობა“. \nლექცია-სემინარების განრიგი \nსაჯარო ლექცია: ომის დადგმის კრიტიკა – კარლ კრაუსი და პირველი მსოფლიო ომი \nდრო: 5 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nსემინარი I: Pro Patria Mori – პოეტები ომში\, ვალტერ ფლექსი და ვილფრედ ოუენი \nდრო: 6 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის E209 აუდიტორია\, (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nსემინარი II: ძალადობის ხმა – ჟან ამერი გონების ლიმიტებთან \nდრო: 7 დეკემბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის C317 აუდიტორია\, (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nსემინარი III (თეატრალური დადგმითურთ): ენა და ძალადობა ჰანოხ ლევინის „მკვლელობაში“ \nდრო: 9 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E115 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nლექცია-სემინარებზე დასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gal-hertsis-leqtsia-seminarebi-themaze-ena-da-dzaladoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38917.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161129T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161129T180000
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161121T111801Z
LAST-MODIFIED:20240202T063711Z
UID:10002568-1480442400-1480442400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: "აქტიური გალაქტიკა „მარქარიან 421“-ის უპრეცედენტო ანთებები"
DESCRIPTION:29 ნოემბერს\, სამშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან\, ბიძინა კაპანაძესთან. \nლექციის თემა: აქტიური გალაქტიკა „მარქარიან 421“-ის უპრეცედენტო ანთებები \nლაცერტიდები ქმნიან აქტიური გალაქტიკების ექსტრემალურ კლასს\, რომლებშიც\, დაკვირვების შედეგად\, იკვეთება სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალენერგიული და არასტაციონარული პროცესები. გასული 40 წლის განმავლობაში წარმოებული ინტენსიური კვლევების მიუხედავად\, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი მათი ფიზიკური ბუნებისა და დაკვირვებების შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა ნიშან-თვისების სრულყოფილად ასახსნელად. ამ მხრივ\, განსაკუთრებით აღსანიშნავია შედარებით ახლომდებარე ლაცერტიდი – „მარქარიან 421“\, რომელიც დროდადრო უჩვენებს რენტგენული გამოსხივებისა და სპექტრის ექსტრემალურ ცვალებადობას. 2013 წლის აპრილში\, მოცემულმა ობიექტმა განიცადა უპრეცედენტოდ მძლავრი რენტგენული ანთებები\, რაც შესწავლილ იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში და მიღებული შედეგები გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში „The Astrophysical Journal“. \nდრო: 29 ნოემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-aqtiuri-galaqtika-marqarian-421-is-upretsedento-anthebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38717.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161129T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161129T190000
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161128T060700Z
LAST-MODIFIED:20240202T063707Z
UID:10002567-1480446000-1480446000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: I მსოფლიო ომი და პოეტები
DESCRIPTION:29 ნოემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” პოეტი რატი ამაღლობელი განაახლებს შეხვედრების ციკლს: პოეზია და რეციტაცია. პირველი შეხვედრის თემაა: I მსოფლიო ომი და პოეტები. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციები და რუსეთში „ვერცხლის საუკუნის“ დასასრული; სტალინი და მანდელშტამი; ბერია და ქართველი ხელოვანები. \nდრო: 29 ნოემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-i-msophlio-omi-da-poetebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38512.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161130T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161130T140000
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161128T105301Z
LAST-MODIFIED:20240202T063704Z
UID:10002566-1480514400-1480514400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დიმიტრი აქუბარდიას საჯარო ლექცია: სეისმური პროფილირება არეკლილი ტალღების გამოყენებით
DESCRIPTION:30 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I 204 აუდიტორიაში მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი დიმიტრი აქუბარდია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: სეისმური პროფილირება არეკლილი ტალღების გამოყენებით. \nლექცია ჩატარდება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ყოველკვირეული სამსახურებრივი სემინარების ფარგლებში. სემინარებზე\, რომლებიც გაიმართება ყოველ ოთხშაბათს\, 14:00 საათზე\, განიხილება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში არსებული აქტუალური საკითხები. \nლექციის დრო: 30 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: I 204 აუდიტორია (ნუცუბიძის ქ. №77)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dimitri-aqubardias-sajaro-leqtsia-seismuri-prophilireba-areklili-talghebis-gamoqhenebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38792.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161130T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161130T170000
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161128T134255Z
LAST-MODIFIED:20240202T063702Z
UID:10002565-1480525200-1480525200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ
DESCRIPTION:30 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ. \nშეხვედრას გაუძღვება საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენელი\, ნათია ნანავა. \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. \nდრო: 30 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-tsentraluri-evropis-universitetshi-stipendiebis-mopovebis-shesadzleblobebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38791.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161201T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161201T190000
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161125T123702Z
LAST-MODIFIED:20240202T063659Z
UID:10002564-1480618800-1480618800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„რეგტაიმი“ - ე. ლ. დოქტოროუს წიგნის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:1-ლ დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „არეტე“ გიწვევთ ე.ლ. დოქტოროუს წიგნის პრეზენტაციაზე. რომანი\, სახელწოდებით – „რეგტაიმი“\, ქართულად პირველად ითარგმნა. \nწიგნს მთარგმნელი\, თამარ სუხიშვილი წარადგენს. \nრომანის შესახებ \n„რეგტაიმი“ ბრწყინვალე მაგალითია\, თუ როგორ უნდა იწერებოდეს ისტორიული ბელეტრისტიკა\, როცა უამრავი რეალური და გამოგონებული მოვლენა და პერსონაჟი\, როგორც სხვადასხვა ფერის ნაჭრებისაგან შეკერილი საბანი\, ერთ მთლიანობად აღიქმება; როცა ამბები და გმირები ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული და სამასგვერდიან რომანში ჩატეული. უბადლოდ არის გადმოცემული ამერიკის\, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკის პორტრეტი\, მისი სუნთქვა და სული“. – კინორეჟისორი ირაკლი მახარაძე \nდრო: 1-ლი დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/regtaimi-e-l-doqtorous-tsignis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38762.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161201T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161201T190000
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161129T102549Z
LAST-MODIFIED:20240202T063655Z
UID:10002563-1480618800-1480618800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირაკლი ფორჩხიძის საჯარო ლექცია: ცვალებადი გეოპოლიტიკური რეალობა: ტენდენციები და გამოწვევები
DESCRIPTION:1-ლ დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი\, ირაკლი ფორჩხიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ცვალებადი გეოპოლიტიკური რეალობა: ტენდენციები და გამოწვევები“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ახალი გლობალური გარემოს განვითარების ფონზე უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მიმართულებით შესაძლო გამოწვევებზე; ასევე\, განიხილავს შემდეგ საკითხებს: ნაციონალიზმის ახალი ტალღა\, ბრექსიტი\, რუსეთის მზარდი ამბიციები რეგიონში\, ისლამური სახელმწიფო\, ჰიბრიდული ომები და საფრთხის ქვეშ მყოფი ტრანსატლანტიკური კონსენსუსი. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 1-ლი დეკემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/irakli-phorchkhidzis-sajaro-leqtsia-tsvalebadi-geopolitikuri-realoba-tendentsiebi-da-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38799.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161202T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161202T100000
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161125T080847Z
LAST-MODIFIED:20240202T063653Z
UID:10002562-1480672800-1480672800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
DESCRIPTION:2 დეკემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გამართავს დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მომუშავე მრავალი მკვლევარი და პრაქტიკოსი ფსიქოლოგი. \nკონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეეხება განწყობის თეორიას\, პიროვნების\, სოციალურ\, განათლებისა და კლინიკურ ფსიქოლოგიას. \nმოხსენებებთან ერთად მოეწყობა პოსტერების სესიაც. \nკონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, პირველი\, საერთო სესიის შემდეგ კი სესიები ორად გაიყოფა და გაგრძელდება E301 და E207აუდიტორიებში. \nდრო: 2 დეკემბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dimitri-uznadzis-dabadebidan-130-tslisthavisadmi-midzghvnili-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38759.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161202T114500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161202T114500
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161202T074528Z
LAST-MODIFIED:20240202T063647Z
UID:10002561-1480679100-1480679100@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კრეათონი ტექნოპარკში
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 8:30-დან 23:00 საათამდე\, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო\, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა\, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ატარებს „კრეათონს“\, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო კონცეფციის შექმნაში. \nმიმართულებები და თემატიკა: \nკრეათონი მოიცავს სამ მიმართულებას: \n\nლოგოს დიზაინი (გრაფიკულად აწყობილი);\nვებგვერდის კონცეფცია (ვიზუალური დიზაინი);\nმოკლემეტრაჟიანი ვიდეოს იდეა/კონცეფცია.\n\nთემა გამოცხადდება უშუალოდ კრეათონის დაწყების წინ. \nრა არის კრეათონი და ვის შეუძლია მონაწილეობა \nკრეათონი მარათონის ტიპის ღონისძიებაა\, სადაც მონაწილეები მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალ იდეებზე. კრეათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს\, სკოლის მოსწავლეებს და ყველა დაინტერესებულ პირს. მუშაობა შესაძლებელია ერთდროულად ერთ ან რამდენიმე მიმართულებაზე\, რომელიც აუცილებელია მოინიშნოს რეგისტრაციისას. გუნდის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ ადამიანს. \nჟიური და პრიზები\n12-საათიანი მუშაობის შედეგს აფასებს კომპეტენტური ჟიური. თითოეული მიმართულებით გამოვლინდება გამარჯვებული\, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით. \nრეგისტრაცია\nმონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობის მიღება შეეძლება მხოლოდ დარეგისტრირებულ პირველ 100 ადამიანს. \nრეგისტრაციის ვადაა: 5.12.2016-09.12.2016\nსარეგისტრაციო ფორმა: http://mes.gov.ge/register \nდამატებითი ინფორმაცია \nკრეათონის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა კვება. პროექტის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებზე საავტორო/ქონებრივი უფლებების მფლობელი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. \nმონაწილეობა უფასოა. \nდრო: 18 დეკემბერი\, 8:30-23:00 საათი \nადგილმდებარეობა: ტექნოპარკი (ინოვაციების ქ. #6) \nგისურვებთ წარმატებას! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-ganathlebisa-da-metsnierebis-saministros-kreathoni-teqnoparkshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38867.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161202T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161202T170000
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161128T112542Z
LAST-MODIFIED:20240202T063645Z
UID:10002560-1480698000-1480698000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნუნუ კაპანაძის საჯარო ლექცია დარგობრივი თარგმანის პრობლემატიკის შესახებ
DESCRIPTION:2 დეკემბერს\, პარასკევს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (Gesellschaft für deutsche Sprache) ადგილობრივი განყოფილება გიწვევთ პროფესორ ნუნუ კაპანაძის საჯარო მოხსენებაზე: Fachübersetzen – ein Streitapfel zwischen Fachleuten und Fachübersetzern? Der Fall Georgien. \nსაჯარო ლექცია ეხება დარგობრივი კომუნიკაციის ერთ-ერთი სფეროს\, დარგობრივი თარგმანის პრობლემატიკას. იგი გლობალიზაციის პროცესების უმნიშვნელოვანეს თანმდევ ფაქტორს წამოადგენს\, რადგან მისი მნიშვნელობა\, ტრანსკულტურული დარგობრივი კომუნიკაციის ფარგლებში\, მუდმივად იზრდება. ამ ვითარებაში საქართველო განეკუთვნება იმ უიშვიათეს ქვეყნებს\, სადაც მთარგმნელისა და\, მით უფრო\, დარგობრივი მთარგმნელის\, კვალიფიკაციის შეძენა და დადასტურება\, კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით\, საბაკალავრო განათლების ფარგლებში გათვალისწინებული არ არის. ვითარებას ვერ ცვლის უცხოური ენების ფილოლოგიების ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებში შეთავაზებული ცალკეული საგანი\, რადგან ფილოლოგისა და\, ამ შემთხვევაში\, დარგობრივი მთარგმნელის კომპეტენციები საფუძვლიანად განსხვავდება ერთმანეთისაგან\, ეს კი განპირობებულია მთარგმნელობითი კომპეტენციის მიმწოდებელი „ტრადიციული“ საგნების პარალელურად ენის თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების აუცილებლობით\, როგორებიცაა\, მაგალითად\, მთარგმნელი მეხსიერებები\, მთარგმნელი სისტემები კომპიუტერის გამოყენებით\, ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბანკები\, ტერმინოლოგიის სათარგმნი სისტემები და სხვა. ეს კი იმ დროს\, როცა დარგობრივი მთარგმნელის პროფესია\, დარგობრივი კომუნიკაციის აქტუალობის საფუძველზე\, ერთ-ერთ საკმაოდ მოთხოვნად პროფესიათა ჩამონათვალშია ნებისმიერ ქვეყანაში. ოთხწლიანი საბაკალავრო საფეხურის შემდეგ სტუდენტი ითვისებს რეალურად გამოსაყენებელ პროფესიას. თუმცა ისიც უნდა ითქვას\, რომ ამ პროფესიის დაუფლება დამატებით დარგობრივ კვალიფიკაციასაც გულისხმობს\, ხოლო ყოველივე ამის უზრუნველყოფა მხოლოდ სათანადო სასწავლო პროგრამების შემუშავების გზით არის შესაძლებელი. \nდარგობრივი კომუნიკაციის თავისებურებიდან გამომდინარე\, ხშირად დისკუსიის საგნად იქცევა ის\, თუ რა კვალიფიკაციებს უნდა ფლობდეს დარგობრივი თარგმანის შემსრულებელი. აქტუალური რჩება შეკითხვა (მით უფრო ზემოთ აღწერილი ვითარების ფონზე საქართველოში)\, დარგის ექსპერტი უნდა ასრულებდეს დარგობრივ თარგმანს თუ ენის ექსპერტი. ამიტომ\, მოხსენებაში ნიმუშების სახით წარმოდგენილი იქნება ქართულ დარგობრივ თარგმანში არსებული ვითარება. მოხსენების მიზანია\, შედგეს დისკუსია საბაკალავრო განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოში „ახალი“ კვალიფიკაციების ჩართვის თაობაზე\, რის აუცილებლობაც მკაფიოდ გამოიკვეთა\, მით უფრო ისეთი პროფესიების დასაუფლებლად\, რომლებიც პრაქტიკაზეა ორიენტირებული და რომლებზეც მოთხოვნა ნამდვილად არსებობს. ასეთი პრაქტიკული პროფესიების დასაუფლებლად გათვალისწინებული სასწავლო პროგრამები ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ბაკალავრიატის ფარგლებში ხორციელდება\, ხოლო საქართველოში არსებული თარგმანის სამაგისტრო პროგრამები\, ჯერ ერთი\, სხვა მიზნებს ემსახურება და უნდა ემსახურებოდეს კიდეც\, და\, მეორეც\, ბევრ შემთხვევაში აქაც ბევრი სიახლეა პროგრამებში შესატანი\, თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით. \nმომხსენებლის შესახებ \nნუნუ კაპანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორია და მუშაობს დარგობრივი ტექსტის ლინგვისტიკის\, კომპიუტერული ლინგვისტიკისა და დარგობრივი თარგმანის საკითხებზე. \nლექციის ენა: გერმანული \nდრო: 2 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nunu-kapanadzis-sajaro-leqtsia-dargobrivi-thargmanis-problematikis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38794.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161202T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161202T190000
DTSTAMP:20260511T054047
CREATED:20161128T063136Z
LAST-MODIFIED:20240202T063641Z
UID:10002559-1480705200-1480705200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რუსუდან გოცირიძის საჯარო ლექცია: კეისრისა კეისარს\, ღმერთისა ღმერთს
DESCRIPTION:2 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი\, თეოლოგი რუსუდან გოცირიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „კეისრისა კეისარს\, ღმერთისა ღმერთს“. \nსაჯარო ლექციის თემებია: სად არ უნდა გადაიკვეთოს და რა ურთიერთპასუხისმგებლობა არსებობს რელიგიასა და სახელმწიფოს შორის? როგორია თანამედროვე სამყაროში სეკულარიზმისადა დესეკულარიზმის ტენდენციები? სად გადის ის უხილავი ზღვარი\, რომელიც კეისრისას კეისართან მიუჩენს ადგილს და ღვთისას კი – ღმერთთან. \nდრო: 2 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rusudan-gotsiridzis-sajaro-leqtsia-keisrisa-keisars-ghmerthisa-ghmerths/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38765.png
END:VEVENT
END:VCALENDAR