BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161121T110200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161121T110200
DTSTAMP:20260511T154835
CREATED:20161121T070243Z
LAST-MODIFIED:20240202T064037Z
UID:10002611-1479726120-1479726120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰეზერ უაითის ტრენინგი ფსიქოლოგებისა და სპეციალური პედაგოგებისათვის
DESCRIPTION:მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“\, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად\, მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს\, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით\, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი\, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული\, ქცევის ლიცენზირებული ანალიტიკოსი ჰეზერ უაითი\, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს აუტიზმის და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან ბაღისა და სკოლის გარემოში მომუშავე ფსიქოლოგებისა და სპეციალური პედაგოგებისათვის. \nტრენინგის თემები: \n\nსასწავლო გარემოს მოწყობა ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით;\nქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპების ბაღის და სკოლის გარემოში გამოყენება;\nქცევაზე მუშაობა ბაღის და სკოლის გარემოში.\n\nდრო: 24-25 ნოემბერი\, 14:00-19:00 \nადგილმდებარეობა: B 201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი \nტრენინგზე დასწრებისთვის\, გთხოვთ\, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hezer-uaithis-treningi-phsiqologebisa-da-spetsialuri-pedagogebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38687.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161121T133000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161121T133000
DTSTAMP:20260511T154835
CREATED:20161115T064653Z
LAST-MODIFIED:20240202T064033Z
UID:10002610-1479735000-1479735000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში: ილიაუნი vs შავი ზღვის უნივერსიტეტი
DESCRIPTION:21 ნოემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. პირველ შეხვედრაში საქართველოს უნივერსიტეტთან დიდი ანგარიშით გამარჯვების (96:43) შემდეგ\, ილიაუნის გუნდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება. \nჩემპიონატს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობს 20 უმაღლესი სასწავლებლის\, მათ შორის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრებიც. \nდრო: 21 ნოემბერი\, 13:30 საათი \nადგილმდებარეობა: ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-studenturi-chempionati-kalathburthshi-iliauni-vs-shavi-zghvis-universiteti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38586.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161121T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161121T160000
DTSTAMP:20260511T154835
CREATED:20161118T114128Z
LAST-MODIFIED:20240202T064030Z
UID:10002609-1479744000-1479744000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროპის კოლეჯის სრული სამაგისტრო სტიპენდიები
DESCRIPTION:21 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ევროპის კოლეჯის წარმომადგენლები ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. \nევროპის კოლეჯი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სტიპენდიებს ევროპისმცოდნეობის ერთწლიან სრულ სამაგისტრო პროგრამებზე ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში (პოლონეთი). \nშემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები: \nვარშავის კამპუსი: \nევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინარული პროგრამა \nბრიუგეს კამპუსი: \nევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია \nევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული სწავლება \nევროკავშირის ეკონომიკა \nევროკავშირის სამართალი \nსტიპენდია მოიცავს: \nსრულ კურსს. სტუდენტურ საცხოვრებელს\, კვებას\, ორმხრივ მგზავრობას\, ყოველთვიურ სტიპენდიას. \nაპლიკაციისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტების ჩამონათვალი: \n\nაკადემიური გამოცდილება/აქტივობები;\nპროფესიული გამოცდილება: დამსაქმებელი\, დასაქმების ტიპი\, ხანგრძლივობა;\nენების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისური – B2\, ფრანგული – A2/B1);\nსამოტივაციო წერილი (მაქს. 600 სიტყვა);\n2 რეკომენდატორის (უნივერსიტეტის პროფესორი) სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;\nCV Europass-ის ფორმატში;\nდიპლომ(ებ)ის ასლი – ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (თუ ჯერ არ ფლობთ ხარისხს\, მოპოვებისთანავე უნდა გაგზავნოთ ელფოსტით);\nნიშნების ამონაწერის ასლი – ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე;\nპასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;\nსაპასპორტე ფოტოსურათი.\n\nგანაცხადის გაკეთება: \n\nაკადემიურ და ენის მოთხოვნებს გაეცანით ევროპის კოლეჯის ვებგვერდზე: https://www.coleurope.eu/\nგანაცხადი ელექტრონულად: https://admissions.coleurope.eu/login;\nგანაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 18 იანვარი.\nშერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს: განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას.\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evropis-kolejis-sruli-samagistro-stipendiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38679.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161121T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161121T183000
DTSTAMP:20260511T154835
CREATED:20161111T142402Z
LAST-MODIFIED:20240202T064025Z
UID:10002608-1479753000-1479753000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ქრისტიან ჯორდანოს საჯარო ლექცია
DESCRIPTION:21 ნოემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საჯარო ლექციას წაიკითხავს შვეიცარიელი ანთროპოლოგი და სოციოლოგი\, პროფესორი ქრისტიან ჯორდანო.  \nლექციის თემაა: Europe: Cores\, Peripheries and Postcolonial Relations. \nლექციის დასრულების შემდეგ\, პროფესორს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nმომხსენებლის შესახებ \nქრისტიან ჯორდანო (Christian Giordano) შვეიცარიელი ანთროპოლოგი და სოციოლოგი\, ფრიბურგის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია. 2002 წლიდან იგი აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორისაა: „მსოფლიო ხედვა\, პოლიტიკური ქცევა და ეკონომიკა პოსტკომუნისტური ტრანზიციის პროცესში (I-II) (1993 წ.)\, „ანთროპოლოგია და ეთიკა“ (1994 წ.)\, „პოლიტიკის ანთროპოლოგია შინ I-II“ (1999 წ.)\, „ინტერეთნიკური ურთიერთობები და პოლიტიკის მულტიკულტურალიზმი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის“ (2005 წ.) და სხვ. \nლექციის ენა: ინგლისური \nდრო: 21 ნოემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-qristian-jordanos-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38549.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161121T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161121T190000
DTSTAMP:20260511T154835
CREATED:20161117T101752Z
LAST-MODIFIED:20240202T064022Z
UID:10002607-1479754800-1479754800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ დავით აფრასიძის საჯარო ლექცია: „ევროპეიზაცია\, გეოპოლიტიკა და საჯარო პოლიტიკა. სომხეთისა და საქართველოს მაგალითი“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი იწყებს ლექციათა სერიას: „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“. სალექციო კურსის ფარგლებში\, მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, მეწარმეობაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \n21 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ლექციათა სერიის ფარგლებში\, პირველ შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი\, დავით აფრასიძე. \nლექციის თემაა: „ევროპეიზაცია\, გეოპოლიტიკა და საჯარო პოლიტიკა. სომხეთისა და საქართველოს მაგალითი“. \nმომხსენებელი წარმოადგენს შედარებით ანალიზს\, თუ სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში -საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე საჯარო პოლიტიკურ ცვლილებებზე რა გავლენა იქონია ევროპეიზაციის პროცესმა; ასევე\, იგი შეეხება რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ გეოპოლიტიკურ კონკურენციას და მის შედეგებს ევროკავშირის პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია\, რომელზეც განხილული იქნება\, თუ რა კავშირი შეიძლება იყოს\, ერთი მხრივ\, ევროპასთან დაახლოებასა და გეოპოლიტიკას\, ხოლო\, მეორე მხრივ\, საჯარო პოლიტიკას შორის. \nდრო: 21 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-davith-aphrasidzis-sajaro-leqtsia-evropeizatsia-geopolitika-da-sajaro-politika-somkhethisa-da-saqarthvelos-magalithi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38675.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161122T144700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161122T144700
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161122T104704Z
LAST-MODIFIED:20240202T064021Z
UID:10002606-1479826020-1479826020@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ხელთათმანი\, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება - ილიაუნის მეიქათონის გამარჯვებული სტარტაპიდეა
DESCRIPTION:14-20 ნოემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni)\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში\, ჩაატარეს მეიქათონი – „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“. \nპროექტში მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრნენ\, შემდეგ კი\, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე როგორც ქართველი\, ისე უცხოელი ექსპერტების მენტორობით\, იდეის პირველადი პროტოტიპები შექმნეს. \nმეიქათონის ფარგლებში\, შეიქმნა 19 საინტერესო პროექტი\, რომელთაც ეტაპობრივად გაგაცნობთ. \nჟიურის გადაწყვეტილებით\, კონკურსის გამარჯვებული პროექტი გახდა ხელთათმანი\, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარება.  \nპროექტის ავტორები არიან გიორგი ცხოვრებაძე (თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACs) სტუდენტი) და დიმიტრი ცხოვრებაძე (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი). \nმეიქათონში გამარჯვებული გუნდისთვის კომპანიამ „ბილაინი“ დააწესა პრიზი. გამარჯვებული გუნდის წევრები 2017 წლის თებერვალში გაემგზავრებიან ბარსელონაში (ესპანეთი)\, მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე. აღნიშნული ღონისძიება „ბილაინის“ მობილური აპლიკაციების კონკურსის – Eurasian Mobile Challenge – საბოლოო ეტაპია. \nკომპანია „ბილაინი“ სრულად დაფარავს გამარჯვებული გუნდის წევრების ცხოვრების\, მგზავრობისა და კონგრესში მონაწილეობის ხარჯებს. ასევე\, გამარჯვებულ გუნდებს მიეცემათ საშუალება\, გაიარონ აქსელერაციის პროცესი და დახვეწონ პროდუქტი ილიაუნის ფაბლაბის დახმარებით. \nპროექტის შესახებ:  \nწელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ადამიანს ემართება ინსულტი. ინსულტის შემდეგ პაციენტი\, როგორც წესი\, კარგავს კიდურების მოძრაობის უნარს. რეაბილიტაციის მიზანია\, ახლიდან გამოიმუშავოს ხელის/ ფეხის მოძრაობის უნარი\, რომელიც ქვეითდება ინსულტის დროს. მოძრაობის უნარის დაბრუნებას სჭირდება\, სულ მცირე\, 3-4 თვე და მკურნალობის პროცესი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული (აჭარბებს 10 000 აშშ დოლარს). გიორგი და დიმიტრი ცხოვრებაძეებმა\, მეიქათონის ფარგლებში\, შექმნეს ხელთათმანი\, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება და რომლის თვითღირებულებაც 150 დოლარს არ გადააჭარბებს. \nგიორგი ცხოვრებაძე\, ილიაუნის მეიქათონის მონაწილე: „მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია Mirror Box\, რომლის მიზანია ილუზიით ტვინის „მოტყუება“. პაციენტს დაზიანებული ხელი მოთავსებული აქვს ყუთში და მას ვერ ხედავს\, ხოლო ყუთს გვერდზე აქვს სარკე. პაციენტმა უნდა აიღოს მონეტები და ჩაყაროს ყუთში ჯანსაღი ხელით\, ოღონდ ამ დავალების შესრულებისას ხელს უნდა უყუროს სარკეში. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება რეაბილიტაციისას და კვლევის შედეგები აჩვენებს\, რომ აუმჯობესებს მოძრაობის უნარს. \nჩვენი ხელთათმანი პაციენტს რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება შემდეგი პრინციპით – პაციენტი იკეთებს ხელთათმანს დაზიანებულ ხელზე\, ხოლო მეორე ხელით სიმულაციაში ასრულებს სახალისო დავალებებს\, იხილეთ სიმულაციის gif. \nსენსორი აღიქვამს ხელის მოძრაობას და იმავე მოძრაობას ამეორებინებს ხელთათმანს. შედეგად\, პაციენტი ამოძრავებს ორივე ხელს ერთნაირად\, ხოლო ტვინი იწყებს კავშირების აღდგენას და უმჯობესდება მოძრაობის უნარი. \nხელთათმანით მკურნალობის პროცესი სამ ეტაპს მოიცავს. მათგან ბოლო ორ ეტაპზე შესაძლებელია ვირტუალური რეალობის გამოყენება\, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. მკურნალობის იმ ეტაპზე\, როდესაც პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია\, ხელთათმანი აღიქვამს პაციენტის მიერ გამოყენებულ ძალას (ანუ რამდენად ხრის პაციენტი ხელს) და ეხმარება მას ხელის მოხრაში\, ანუ ხელთათმანი აადვილებს ხელის მოხრას და ნებისმიერი მოძრაობის შესრულებას. \nხელის მოძრაობის უნარი დროთა განმავლობაში უმჯობესდება და პაციენტი თანდათან მთლიანად გადადის თავისი ძალის გამოყენებაზე. ვირტუალური რეალობით ტვინის „მოტყუება“ აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს და უფრო ეფექტურს ხდის მას“. \nპროექტის ავტორების თქმით\, მოწყობილობის დამზადების თვითღირებულება 150 დოლარს არ აღემატება. მომავალში ავტორები ფეხისთვისაც შექმნიან მსგავს მოწყობილობას. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/khelthathmani-romelits-patsients-insultis-shemdeg-reabilitatsiis-protsesshi-daekhmareba-iliaunis-meiqathonis-gamarjvebuli-startapidea/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38722.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161122T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161122T163000
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161121T085247Z
LAST-MODIFIED:20240202T064020Z
UID:10002605-1479832200-1479832200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ვაზი კლდოვანი მთის ფერდობებზე“- ერმანო ოლმის დოკუმენტური ფილმის ჩვენება
DESCRIPTION:22 ნოემბერს\, 16:30 საათზე\, ილიას უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (აუდიტორია S501) მოეწყობა იტალიელი რეჟისორის\, ერმანო ოლმის\, დოკუმენტური ფილმის – „ვაზი კლდოვანი მთის ფერდობებზე“ – ჩვენება. ერმანო ოლმი ოქროს პალმის რტოსა (კანის კინოფესტივალი\, 1978) და ოქროს ლომის (ვენეციის კინოფესტივალი\, 1988) მფლობელი რეჟისორია. \nდრო: 22 ნოემბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია S501 (გ. წერეთლის ქ. #3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vazi-kldovani-mthis-pherdobebze-ermano-olmis-dokumenturi-philmis-chveneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38711.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161122T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161122T163000
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161121T124035Z
LAST-MODIFIED:20240202T064015Z
UID:10002604-1479832200-1479832200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
DESCRIPTION:22 ნოემბერს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. \nმიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები: \n\n\n\n2016/17 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის\n2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის\n\nშეხვედრას ასევე დაესწრება საქსიონის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) წარმომადგენელი\, რომელიც ისაუბრებს კონკრეტულად საქსიონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსებული მობილობების შესახებ. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nსაგარეო ურთიერთობების სამსახური\n➳ ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი E208\n☏ 995 322 220009-367\n✉ erasmusplus@iliauni.edu.ge \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erasmus-gatsvlithi-programis-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38574.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161122T172900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161122T172900
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161122T132951Z
LAST-MODIFIED:20240202T064014Z
UID:10002603-1479835740-1479835740@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში
DESCRIPTION:მიმდინარე წლის 17 დეკემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები\, გოგონები). \nჩემპიონატი ჩატარდება ილიას ბაღში არსებულ მაგიდის ჩოგბურთის კლუბში. კენჭისყრა გაიმართება 17 დეკემბერს\, შეჯიბრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. \nპირველ\, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით\, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტუდენტურ უნივერსიადაზე. \nდაინტერესების შემთხვევაში\, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა 14 დეკემბრამდე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shidasauniversiteto-chempionati-magidis-chogburthshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38754.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161122T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161122T190000
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161122T072703Z
LAST-MODIFIED:20240202T064010Z
UID:10002602-1479841200-1479841200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: ზაქარია ზალიკაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:22 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgia–ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში\, კომუნიკაციების და ბრენდინგის სპეციალისტი\, მედიაპროდიუსერი\, ზაქარია ზალიკაშვილი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nმომხსენებლის შესახებ \nთბილისის ბიზნესის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ზაქარია ზალიკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა და დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტის კინო- და ტელეხელოვნების ფაკულტეტი\, სპეციალობით – კინორეჟისურა. პროფესიული გამოცდილება მიიღო საქართველოს სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგის განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის და დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციებზე. 2000 წლამდე მუშაობდა GORBI-ის სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების პროექტებზე (თამბაქოს\, გამამხნევებელი სასმელების\, ტელეკომუნიკაციის და სხვა ტრანსნაციონალურ კომპანიებთან. მსოფლიო ბანკთან); ამავე პერიოდში\, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან და სხვა საერთაშორისო ფონდებთან ერთად\, აწარმოებდა სხვადასხვა ტიპის სოციალური კამპანიებს. \nზაქარია ზალიკაშვილი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სარეკლამო სააგენტოს „აუდიენცია“\, რადიოს „მწვანე ტალღა“ და კომპანია „ჯეოსელის“ მარკეტინგულ კომუნიკაციებს. მან 2005 წელს დააფუძნა მარკეტინგული კონსულტაციების კომპანია „სტრომბოლი“\, ხოლო 2006 წელს – კომპანია „კომუნიკატორი“. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტს ქართულ ამერიკულ ინდუსტრიულ ჯგუფში “ჯორჯიან ემერიქან ელოიზ”. \nდრო: 22 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E405 („ფორბსის“) აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n 2016 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-phorbsis-klubshi-zaqaria-zalikashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38719.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161123T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161123T140000
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161121T070029Z
LAST-MODIFIED:20240202T064009Z
UID:10002601-1479909600-1479909600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰეზერ უაითის ტრენინგი აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისთვის
DESCRIPTION:მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“\, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად\, მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს\, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით\, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი\, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული\, ქცევის ლიცენზირებული ანალიტიკოსი ჰეზერ უაითი\, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისთვის. \nტრენინგის თემები: \n\nაუტიზმის მიმოხილვა;\nქცევის გამოყენებითი ანალიზის გამოყენება აუტიზმთან მიმართებაში;\nპრობლემური ქცევების შემცირება სახლის გარემოში.\n\nდრო: 23 ნოემბერი\, 14:00-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B 201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი \nტრენინგზე დასწრებისთვის\, გთხოვთ\, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hezer-uaithis-treningi-autizmis-mqone-bavshvebis-mshoblebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38688.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161124T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161124T190000
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161121T103045Z
LAST-MODIFIED:20240202T064006Z
UID:10002600-1480014000-1480014000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია: ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები
DESCRIPTION:24 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი\, გიორგი ბაქრაძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“. \nმომხსენებელი ისაუბრებს საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის განვითარების პროცესზე და მასში უცხოური გამოცდილების საუკეთესო მაგალითების გამოყენებაზე. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, მეწარმეობაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 24 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-baqradzis-sajaro-leqtsia-erovnuli-bankis-monetaruli-da-sazedamkhedvelo-politikis-dzirithadi-mimarthulebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38718.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161124T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161124T190000
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161122T122318Z
LAST-MODIFIED:20240202T064003Z
UID:10002599-1480014000-1480014000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჩემპიონატი ფუტსალში - ილიაუნი vs ღია სასწავლო უნივერსიტეტი
DESCRIPTION:24 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის ფუტსალის ნაკრები\, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს ღია სასწავლო უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს. შეხვედრა ჩატარდება სპორტკომპლექსში “არენა-1” (უნივერსიტეტის ქ. N2). \nდრო: 24 ნოემბერი\,19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სპორტკომპლექსში “არენა-1” (უნივერსიტეტის ქ. N2). \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/chempionati-phutsalshi-iliauni-vs-ghia-sastsavlo-universiteti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38726.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161125T115500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161125T115500
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161125T075519Z
LAST-MODIFIED:20240202T064000Z
UID:10002598-1480074900-1480074900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ბილიარდში
DESCRIPTION:მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ბილიარდში (სახეობა „პული“ (8)). \nჩემპიონატი ჩატარდება საბილიარდო კლუბში „რიო“. კენჭისყრა გაიმართება 23 დეკემბერს\, შეჯიბრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. \nპირველ\, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტუდენტურ უნივერსიადაზე\, რომელიც ჩატარდება 2017 წლის იანვარში. \nდაინტერესების შემთხვევაში\, გთხოვთ\, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა 20 დეკემბრამდე. \nსაკონტაქტო ინფორმაცია\nტელ.: (+995 32) 222 00 09 (270)/(+995 514) 77 89 89\nელფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shidasauniversiteto-chempionati-biliardshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38757.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161125T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161125T120000
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161121T070446Z
LAST-MODIFIED:20240202T063954Z
UID:10002597-1480075200-1480075200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰეზერ უაითის საჯარო ლექცია: სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიღება ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეშვეობით
DESCRIPTION:მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“\, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს\, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით\, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი\, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული\, ქცევის ლიცენზირებული ანალიტიკოსი ჰეზერ უაითი\, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას: „სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიღება ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეშვეობით“. \nდრო: 25 ნოემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hezer-uaithis-sajaro-leqtsia-stsavlis-protsesisgan-siamovnebis-migheba-qtsevis-gamoqhenebithi-analizis-meshveobith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38689.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161125T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161125T170000
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161124T113310Z
LAST-MODIFIED:20240202T063950Z
UID:10002595-1480093200-1480093200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ალან ლაბუსის საჯარო ლექცია: ხორვატი ერის ფორმირების პროცესი XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის ბოლომდე
DESCRIPTION:25 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ბალთაზარის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ზაგრები\, ხორვატია) პროფესორი\, ალანლაბუსი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ხორვატი ერის ფორმირების პროცესი XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის ბოლომდე“. პროფესორი ალან ლაბუსი\, ამავე დროს\, ზემოხსენებული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობს. \nდრო: 25 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-alan-labusis-sajaro-leqtsia-khorvati-eris-phormirebis-protsesi-xvi-saukunis-dasatsqhisidan-xix-saukunis-bolomde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38753.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161125T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161125T173000
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161122T114230Z
LAST-MODIFIED:20240202T063843Z
UID:10002589-1480095000-1480095000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გერმანელი არქიტექტორის\, მარკუს პენელის\, დისკუსია: No Old No City!
DESCRIPTION:21-25 ნოემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ორგანიზებით\, ილიაუნის ეწვევა გერმანელი არქიტექტორი და ქალაქდამგეგმარებელი\, O&O Baukunst სახელოსნოს ბერლინის ოფისის ხელმძღვანელი\, მარკუს პენელი. იგი ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებთან ერთად იმუშავებს პროექტებზე\, რომლებიც გულისხმობს ქალაქში არსებული მიტოვებული ინდუსტრიული ნაგებობების გამოყენებით ფუნქციურად ახალი უბნების ჩამოყალიბებას და არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას. მარკუს პენელი ილიაუნის სტუდენტებს წარუდგენს რამდენიმე საკუთარ პროექტს და განიხილავს არსებულ ტენდენციებს მდგრადი არქიტექტურის კუთხით. \n25 ნოემბერს\, 17:30 საათზე „იმფაქტჰაბში“ („ფაბრიკა“) მარკუს პენელი გაუძღვება დისკუსიას თემაზე: No Old No City! დისკუსიაზე განხილული იქნება ძველის ტრანსფორმაცია და მეორეული გამოყენების სტრატეგიები. \nპროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/germaneli-arqiteqtoris-markus-penelis-diskusia-no-old-no-city/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38751.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161125T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161125T190000
DTSTAMP:20260511T154836
CREATED:20161121T110642Z
LAST-MODIFIED:20240202T063724Z
UID:10002574-1480100400-1480100400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სიმონ ჯანაშიას საჯარო ლექცია: განათლების სისტემის პრივატიზაცია პრობლემები და პერსპექტივები
DESCRIPTION:25 ნოემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, განათლების საკითხების მკვლევარი\, სიმონ ჯანაშია\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „განათლების სისტემის პრივატიზაცია. პრობლემები და პერსპექტივები“. \nსახელმწიფოს მრავალი მარცხის საპასუხოდ\, მოაგვაროს განათლების სისტემის პრობლემები\, მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილი განათლების დაწესებულებების განსახელმწიფოებრიობაში ეძებს გამოსავალს. მათი აზრით\, კერძო განათლების სისტემა უკეთეს საგანმანათლებლო შედეგებს\, განვითარების პერსპექტივასა და თავისუფლების მეტ ხარისხს გვპირდება. რა ვიცით განკერძოების იდეის განხორციელების შესახებ მსოფლიოსა და საქართველოში? რა პრობლემები და პერსპექტივები შეიძლება დავინახოთ ამ მოძრაობის უკან? \nდრო: 25 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/simon-janashias-sajaro-leqtsia-ganathlebis-sistemis-privatizatsia-problemebi-da-perspeqtivebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38752.png
END:VEVENT
END:VCALENDAR