BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160711T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160711T110000
DTSTAMP:20260512T033114
CREATED:20160617T074958Z
LAST-MODIFIED:20240202T065013Z
UID:10002744-1468234800-1468234800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია ილიაუნის სოციალური მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:2016 წლის 11 ივლისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია\, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების საბაკალავრო (მე-3 და მე-4 წელი) და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. \nმიზანი\nკონფერენციის მიზანია თანამედროვე საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში აქტუალური საკითხების მეცნიერული ანალიზი\, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. \nმონაწილეობის პირობები\nსამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტებმა უნდა წარადგინონ მათ მიერ მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი\, კვლევითი პროექტი\, საბაკალავრო თემა ან სამაგისტრო თემა. საკონფერენციო მოხსენებების თემატიკა შეზღუდული არ არის. თითოეული მოხსენების პრეზენტაციისათვის გათვალისწინებული იქნება 10 წუთი.\nკონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. საუკეთესო მოხსნებათა ავტორები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.\nკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მოხსენების აბსტრაქტი (მაქსიმუმ 250 სიტყვა\, სახელის\, გვარის\, ფაკულტეტისა და კურსის მითითებით) უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sopiko.zviadadze@iliauni.edu.ge\nაბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 29 ივნისი \nმოხსენების შეფასების კრიტერიუმები\nსტუდენტური მოხსენებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: \n\n დარგობრივი ცოდნა;\n არგუმენტირებისა და ანალიტიკური მსჯელობის უნარი.\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია\nელფოსტა: sopiko.zviadadze@iliauni.edu.ge \nკონფერენციის დრო: 11 ივლისი\, 11:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-iliaunis-sotsialuri-metsnierebebis-mimarthulebis-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36927.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160712T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160712T110000
DTSTAMP:20260512T033115
CREATED:20160628T111756Z
LAST-MODIFIED:20240202T065011Z
UID:10002742-1468321200-1468321200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი: მიღწევები და დაუსრულებელი პროექტები  - კონფერენცია და კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:12 ივლისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ღონისძიებების – “ილიაუნი 10 წლისაა” – ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: “საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი: მიღწევები და დაუსრულებელი პროექტები”. კონფერენციის ფარგლებში\, შედგება ამავე სახელწოდების კრებულის პრეზენტაცია. კრებულში\, რომელიც გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით\, შესულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ოქსფორდის უნივერსიტეტის\, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და უპსალას უნივერსიტეტის პროფესორთა სტატიები. ავტორები მოხსენებების ფორმატში თავად გააცნობენ აუდიტორიას საკუთარი ნაშრომების ძირითად მიგნებებს. \nდაახლოებით მეოთხედი საუკუნის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობის რთული პროცესი. სასტარტო პოზიცია არახელსაყრელი იყო – სამოქალაქო ომების\, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების მოშლის პირობებში ბევრს არ სჯეროდა საქართველოს სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის. დღეს\, ოცდახუთი წლის შემდეგ\, საქართველო კვლავ დგას მრავალი გამოწვევის წინაშე. საბოლოო ჯამში\, ბალანსი მაინც დადებითია: საქართველო დღეს არის შემდგარი სახელმწიფო საკმაოდ გამართული ინსტიტუტებით\, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით\, ეკონომიკის ზრდითა და მჭიდრო საგარეო კავშირებით რიგ საერთაშორისო აქტორებთან\, ევროკავშირისა და ნატოს ჩათვლით. როგორ იქნა მიღწეული პროგრესი და რა არის ჯერ კიდევ გასაკეთებელი? წინამდებარე გამოცემა ეძღვნება საქართველოს 25 წლის ისტორიას. იგი ეხება იმ ამოცანებს\, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე იდგა დასაწყისში და\, ასევე\, განვლილ გზას დღემდე. კრებულში შესული ექვსი თავის ავტორი მიმოიხილავს\, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო ერის\, სახელმწიფოსა და დემოკრატიის შენებას\, ასევე\, როგორც განვითარდა სამოქალაქო საზოგადოება და ეკონომიკა ქვეყანაში\, როგორ იპოვა თავისი როლი და ადგილი საქართველომ ცივი ომის შემდგომ ახალ საერთაშორისო სისტემაში. მიუხედავად იმისა\, რომ კრებული თავისი ფორმით ეფუძნება აკადემიურ კვლევას\, იგი სასარგებლო საკითხავია ყველა დაინტერესებული პირისათვის. \nკონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში. \nდრო: 12 ივლისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-damoukideblobis-25-tseli-mightsevebi-da-dausrulebeli-proeqtebi-konpherentsia-da-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/37006.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160713T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160713T100000
DTSTAMP:20260512T033115
CREATED:20160705T075559Z
LAST-MODIFIED:20240202T065003Z
UID:10002740-1468404000-1468404000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის განათლების სკოლის სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა
DESCRIPTION:13-14 ივლისს\, 10:00 საათიდან\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ამავე უნივერსიტეტის განათლების სკოლის საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების\, განათლების ადმინისტრირებისა და სპეციალური განათლების პროგრამების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.  \nსამაგისტრო ნაშრომების დაცვის პლენარული სესია გაიმართება 13 ივლისს\, 10:00-დან 13:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1. ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) \nსამაგისტრო ნაშრომების დაცვის სრული განრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-ganathlebis-skolis-samagistro-nashromebis-sajaro-datsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/07/37041.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160713T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160713T190000
DTSTAMP:20260512T033115
CREATED:20160711T102825Z
LAST-MODIFIED:20240202T064958Z
UID:10002738-1468436400-1468436400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ლოცვა პოეზიაში
DESCRIPTION:13 ივლისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ლოცვა პოეზიაში“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ლოცვის არსი; ენა და აზროვნება; სიტყვები და საგნები\, მათი ურთერთმიმართება; ადამიანი როგორც საგნების სახელმდებელი; „მამაო ჩვენოს“ სტრუქტურა; მაცხოვრის ლოცვა; „ავთანდილის ლოცვა და ანდერძი“; ილიას „ლოცვა“; გალაკტიონ ტაბიძის „მზეო თიბათვისა“; ანგელუს სილიზიელი და ტერენტი გრანელი. \nდრო: 13 ივლისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-lotsva-poeziashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/07/37075.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160715T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160715T100000
DTSTAMP:20260512T033115
CREATED:20160627T062624Z
LAST-MODIFIED:20240202T064954Z
UID:10002737-1468576800-1468576800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 10 წლისაა - საერთაშორისო კონფერენცია: „შეზღუდული შესაძლებლობა\, შესაძლებლობის საზღვრები\, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ კრიზისში მყოფ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანამშრომლობის პროცესში
DESCRIPTION:15 ივლისს\, პარასკევს\, 10 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში\, ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობა\, შესაძლებლობის საზღვრები\, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ კრიზისში მყოფ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანამშრომლობის პროცესში“. კონფერენცია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, საქართველოში ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალის და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით. კონფერენცია მიეძღვნება ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 წლისთავს და კამილიელთა ინიციატივით გამართულ ფესტივალს. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან როგორც ქართველი\, ისე უცხოელი სპეციალისტები. \nდრო: 15 ივლისი\, 10 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-10-tslisaa-saerthashoriso-konpherentsia-shezghuduli-shesadzlebloba-shesadzleblobis-sazghvrebi-ris-gaketheba-shegvidzlia-chven-krizisshi-mqhoph-da-shezghuduli-shesadzleblobis-mqone-pirebthan-th/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/37001.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160716T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160716T140000
DTSTAMP:20260512T033115
CREATED:20160628T115855Z
LAST-MODIFIED:20240202T064952Z
UID:10002735-1468677600-1468677600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიმარკეტი "მარიკარგადიქნება"
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს\, 32 წლის მარი ბურდულს დაუდგინდა ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის კურსი ძვირადღირებული პრეპარატებით\, რათა დაავადებამ პროგრესირება შეწყვიტოს. მარის სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – ტყუპები ნიკა\, გეგი და სანდრო. \n16 ივლისს\, ილიაუნის დაბადების დღეზე – ილიაუნის 10 წლისაა – ვგეგმავთ უნიმარკეტის #მარიკარგადიქნება ჩატარებას. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მარის მკურნალობას. \nუნიმარკეტში #მარიკარგადიქნება მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს\, რომელსაც სურვილი აქვს\, დაგვეხმაროს მარის გამოჯანმრთელებაში. გასაყიდ ნივთებს გამოიტანენ როგორც ილიაუნის ლექტორები\, ადმინისტრაცია და სტუდენტები\, ასევე\, სხვა დაინტერესებული ადამიანები. \nიმისთვის\, რომ სივრცე შესაბამისად მოეწყოს და სათანადოდ განისაზღვროს ყველას ადგილი საჭიროებების გათვალისწინებით\, გთხოვთ\, შეავსოთ მარტივი\, რამდენიმეველიანი სარეგისტრაციო ფორმა. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 ივლისი \nადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია (იხ. რუკა)\nდრო: 16 ივლისი\, 14:00-19:00 საათი\nსაკონტაქტო ინფორმაცია:\npr@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unimarketi-marikargadiqneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/37004.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160716T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160716T140000
DTSTAMP:20260512T033115
CREATED:20160706T083854Z
LAST-MODIFIED:20240202T064946Z
UID:10002732-1468677600-1468677600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის დაბადების დღე ლისის ტბაზე
DESCRIPTION:ილიაუნი 10 წლის იუბილეს 16 ივლისს ლისის ტბაზე აღნიშნავს. გვეწვიეთ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებაზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. \n14:00-14:15  გახსნა \n14:15-18:30  შემეცნებით-გასართობი პროგრამა \n14:15-15:15  ილიაუნის თეატრის სპექტაკლი ბავშვებისთვის \n15:15-18:15  ანიმატორების პროგრამა ბავშვებისთვის \n14:15-18:30  სახალისო ინჟინერია \n14:15-18:30  სახალისო მეცნიერება \n14:15-18:30  FabLab ზონა \n14:15-18:30  GameLab ზონა \n14:15-18:30  ასტროზონა (ტელესკოპები\, გამოფენა) \n14:15-18:30  სახალისო არქეოლოგია \n14:00-18:00  უნიმარკეტი #მარიკარგადიქნება \n15:30-16:30  რეზო კიკნაძე / კონსილია \n16:30-17:30  „ლიგამუსის“ ზონა: საჯარო დისკუსია თემაზე: უნივერსიტეტის იდეა \n17:30-18 :30  შოთა ადამაშვილი და WINDSHILD \n19:00-20:00  კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია \n20:00-21:30  The BearFox \n21:30-23:00  Green Room \nღონისძიებაზე დაგხვდებათ საპიკნიკე ზონა; საბავშვო ზონა\, სადაც ანიმატორები იზრუნებენ თქვენი პატარების გართობაზე; ილიაუნის მკვლევრები და სტუდენტები სახალისო მეცნიერების ზონაში საინტერესო ექპერიმენტებს ჩაატარებენ; „ლიგამუსის“ ზონაში მოისმენთ საინტერესო მოხსენებებს; თამაშების ზონაში კი ჩაერთვებით სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებაში. დაბადების დღეზე გელით სასიამოვნო მუსიკა და განწყობა მთელი დღის განმავლობაში. \nგელოდებით. \n#ილიაუნი10წლისაა \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-dabadebis-dghe-lisis-tbaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/07/37053.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160716T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160716T140000
DTSTAMP:20260512T033115
CREATED:20160713T120651Z
LAST-MODIFIED:20240202T064943Z
UID:10002731-1468677600-1468677600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 10 წლისაა - ილიაუნის თეატრის საბავშვო სპექტაკლი
DESCRIPTION:16 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიაუნის დაბადების დღეზე – ილიაუნის 10 წლისაა \, ლისის ტბაზე\, ღია ცის ქვეშ ილიაუნის თეატრი გამართავს საბავშვო სპექტაკლს – „ბაბუას გზავნილი“. \nსპექტაკლი სკოლის მოსწავლე ბიჭზეა\, ოთოზე\, რომელსაც ყველაფერი ეზარება: წიგნის კითხვაც\, საკუთარი ოთახის დალაგებაც… მხოლოდ კომპიუტერული თამაშები იზიდავს. ერთხელაც\, ბიჭს ბაბუა ესიზმრება\, შენზე გაბრაზებული ვარო\, საყვედურობს და ზღაპრის პერსონაჟებს აცნობს – წითელქუდა\, პეპი გრძელიწინდა\, ალადინი და მგელიც კი სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებიდან იმისთვის ჩამოვიდნენ\, რომ ოთოს კითხვა შეაყვარონ. \nნანა კაკაბაძის პიესა რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა დადგა ილიაუნის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით. \nდრო: 16 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია (იხ. რუკა) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-10-tslisaa-iliaunis-theatris-sabavshvo-speqtakli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/07/37134.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160716T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160716T163000
DTSTAMP:20260512T033115
CREATED:20160714T070705Z
LAST-MODIFIED:20240202T064748Z
UID:10002730-1468686600-1468686600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 10 წლისაა - საჯარო დისკუსია თემაზე: უნივერსიტეტის იდეა
DESCRIPTION:16 ივლისს\, 16:30-დან 17:30 საათამდე\, ლისის ტბაზე\, ილიაუნის დაბადების დღის ფარგლებში\, გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: უნივერსიტეტის იდეა. \nმოხსენებებით გამოვლენ ილიაუნის პროფესორები: ლევან გიგინეიშვილი\, ნინო დობორჯგინიძე\, გიგა ზედანია\, ნოდარ ლადარია\, გიორგი მაისურაძე\, სერგო რატიანი\, ნინო ფირცხალავა და ემზარ ჯგერენაია. \nდრო: 16:30-17:30 საათი \nადგილმდებარეობა: ლისის ტბა (იხილეთ რუკა) \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-10-tslisaa-sajaro-diskusia-themaze-universitetis-idea/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/07/37137.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160716T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160716T190000
DTSTAMP:20260512T033115
CREATED:20160705T105754Z
LAST-MODIFIED:20240202T085527Z
UID:10004832-1468695600-1468695600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის 2016 წლის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია
DESCRIPTION:16 ივლისს\, 19:00 საათზე\, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის ბაკალავრების და მაგისტრების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ცერემონია გაიმართება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიაუნის დაბადების დღის (იხ. დეტალური განრიგი) ფარგლებში. \nღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, გიგა ზედანია. \nტრადიციულად\, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებული გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა. \nღონისძიების ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში აყრით დასრულდება\, შემდეგ კი გაიმართება კონცერტი\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები:The BearFox და Green Room. \nდრო: 16 ივლისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ლისის ტბა (იხილეთ რუკა) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-2016-tslis-bakalavrebisa-da-magistrebis-gamosashvebi-tseremonia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/07/37046.png
END:VEVENT
END:VCALENDAR