BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160516T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160516T170000
DTSTAMP:20260512T102449
CREATED:20160503T114120Z
LAST-MODIFIED:20241122T110920Z
UID:10002838-1463418000-1463418000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 10 წლისაა - მარკ ბარანის საჯარო ლექცია პროექტის - „აგორა საქართველო - ორმაგი ლანდშაფტის კვლევა“ - ფარგლებში
DESCRIPTION:ღონისძიებების – ილიაუნის 10 წლისაა – ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის\, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტისა და ბორდოს მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით\, იწყება ახალი პროექტი – “აგორა საქართველო – ორმაგი ლანდშაფტის კვლევა”. \nპროექტის ფარგლებში\, 16 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ფრანგი ანთროპოლოგი\, არქიტექტორი და დიზაინერი\, მარკ ბარანი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას – ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე და სახელოსნოში მიმდინარე პროექტებზე \nმომხსენებლის შესახებ \nმარკ ბარანი დაიბადა 1957 წელს\, საფრანგეთში. მარსელის არქიტექტურის სკოლის (École nationale supérieure d’architecture de Marseille) დასრულების შემდეგ\, იგი მოგზაურობდა ნეპალსა და ინდოეთში\, სადაც სწავლობდა ანთროპოლოგიას. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ კი მუშაობდა სხვადასხვა არქიტექტურულ პროექტზე (საკონფერენციო დარბაზი\, სასაფლაო\, ხიდი და სხვა) \n2008 წელს\, მარკ ბარანიმ მიიღო მნიშვნელოვანი ჯილდო – ”Silver Square” – ნიცაში\, ტრამვაის სადგურის პროექტისთვის; ხოლო 2013 წელს – არქიტექტურის გრანტ-პრემია – ერთ-ერთი პრესტიჟული პრემია საფრანგეთში. საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ცერემონიისას აღნიშნა\, რომ მარკ ბარანის აქვს არაჩვეულებრივი გრძნობა არამარტო შეიგრძნოს (ყური მიუგდოს) ბუნება\, ლანდშაფტი და გარემო\, არამედ აქვს უნარი\, გაითვალისწინოს სოციალური მხარე\, რაც მის ნამუშევრებში არაჩვეულებრივად იკვეთება \nმარკ ბარანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. \nპროექტის შესახებ \nპროექტის  – “აგორა საქართველო – ორმაგი ლანდშაფტის კვლევა” – მიზანია\, ფრანგმა და ქართველმა სტუდენტებმა შეისწავლონ\, თუ როგორ შეიძლება ურბანულ (ლანდშაფტის) პროექტმა კონკრეტული სცენარით და კარგად განსაზღვრული ფუნქციით შეცვალოს ბუნებრივი გარემო\,  რომლის  სიმბოლური მაგალითია დასავლეთ საქართველოში არსებული ორი ქალაქი – ჭიათურა და წყალტუბო. ამ ორი ქალაქის შესწავლის შედეგად მივიღებთ შემაჯამებელ „ორმაგ“ კვლევას\, რომლის საშუალებითაც დავინახავთ\, თუ როგორ ხდება ურბანული (ლანდშაფტური) პროექტის დაკვირვების შედეგად ადგილის დანიშნულების გამოვლენა. \nპროექტის ფარგლებში დაგეგმილა საველე სამუშაოები ჭიათურასა და წყალტუბოში ფრანგ კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად. სტუდენტურმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს კონკრეტულ ჩარჩოში მოქცეული\, ორივე ქალაქის ტოპოგრაფია\, გეოლოგია\, ჰიდროლოგია\, ვეგეტაცია\, არსებული ნაგებობების განლაგება  და ინფრასტრუქტურა. შემდეგ დააფიქსიროს ცალკე რუკაზე მნიშვნელოვანი (გამორჩეული) ელემენტები თითოეული ქალაქისთვის და ამ მნიშვნელოვანი ელემენტების გამოყენებით შექმნას ვიზუალური მასალა (კვლევითი პროექტი). \nპროექტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში. \nდრო: 16 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-10-tslisaa-mark-baranis-sajaro-leqtsia-proeqtis-agora-saqarthvelo-ormagi-landshaphtis-kvleva-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36411.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160516T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160516T190000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160506T085222Z
LAST-MODIFIED:20240202T065459Z
UID:10002836-1463425200-1463425200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Barbers and Bishops - ჰოლანდიური ვოკალური ანსამბლის კონცერტი
DESCRIPTION:16 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში\, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით\, ჩატარდება ცნობილი ჰოლანდიური ვოკალური ანსაბლის – Barbers and Bishops – კონცერტი. \n9 წევრისგან შემდგარ ანსამბლს Barbers and Bishops გამოარჩევს მამაკაცთა ხმების უნიკალური კომბინაცია (დაბალი ბანებიდან –  მაღალ კონტრტენორამდე) და მდიდარი რეპერტუარი. ანსამბლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის: http://www.barbers-bishops.nl \nკონცერტში მონაწილეობას მიიღებს ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდიც. \nდრო: 16 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B202 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/barbers-and-bishops-holandiuri-vokaluri-ansamblis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36429.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160517T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160517T110000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160420T073040Z
LAST-MODIFIED:20240202T065457Z
UID:10002834-1463482800-1463482800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლუდვიგ ლაჰერის ლიტერატურული სახელოსნო
DESCRIPTION:2016 წლის 17 მაისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ავსტრიელი პროზაიკოსი\, პოეტი და მთარგმნელი\, ლუდვიგ ლაჰერი\,  ჩაატარებს სამსაათიან ლიტერატურულ სემინარს და მონაწილეებს წინასწარ შერჩეულ ტექსტებზე მუშაობის პროცესში გააცნობს საკუთარ ლიტერატურულ მეთოდს.  „ნიჭი ხშირად არ კმარა იმისათვის\, რომ ადამიანმა ლიტერატურული ტექსტის შექმნა მოახერხოს. საჭიროა გარკვეული უნარები\, რომელთა შესწავლაც შესაძლებელია“. \nსემინარის დასასრულს\, გაიმართება მიღწეული შედეგების პრეზენტაცია და განხილვა. \nსემინარში მონაწილეობა შეუძლია ყველას\, ვინც სათანადოდ ფლობს გერმანულ ენას. \nმონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა წინასწარ უნდა მიმართონ ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრს არაუგვიანეს 10 მაისისა. \nსემინარი გაიმართება გერმანიის\, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების მიერ ორგანიზებული ერთობლივი პროექტის – „სამი ქვეყანა – ერთი ენა.  გერმანული ენის თვე“ – ფარგლებში. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი \nფეისბუქ-გვერდი: https://www.facebook.com/oesterreich.bibliothek.tbilisi \nელფოსტა: mzevinar.chumburidze@iliauni.edu.ge \nდრო: 17 მაისი\, 11:00-14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ludvig-laheris-literaturuli-sakhelosno/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/36273.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160518T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160518T180000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160516T080258Z
LAST-MODIFIED:20240202T065454Z
UID:10002833-1463594400-1463594400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში“ - პროფესორ ბელა წიფურიას წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:18 მაისს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  გაიმართება პროფესორ ბელა წიფურიას წიგნის პრეზენტაცია. წიგნი – სახელწოდებით\, „ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში“ – ილიაუნის გამომცემლობამ გამოსცა. \nწიგნი ეხება თანამედროვე ქართული ლიტერატურის საკითხებს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან\, საბჭოური კულტურული პოლიტიკის დამკვიდრებიდან დღემდე. შესაბამისად\, განხილულია ის კულტურულ-ესთეტიკური პრობლემები\, რასაც ქართული ლიტერატურა აწყდება ცვალებადი პოლიტიკური\, იდეოლოგიური გარემოს პირობებში. ასევე\, ნაჩვენებია\, თუ როგორ ახდენს მწერლობა ამ პრობლემებზე რეაგირებას. წიგნის პირველ თავში საუბარია ქართული ლიტერატურული ტექსტის კონტექსტუალიზაციის ზოგად პრობლემებზე; მეორე თავში ცალკეული ლიტერატურული ტექსტები განხილულია შემოთავაზებული პრინციპებით; მესამე ნაწილში განხილულია პოსტმოდერნი\, როგორც კონტექსტი\, და პოსტმოდერნიზმის ზოგადი კულტურულ-მსოფლმხედველობრივი პრინციპები. \nწიგნის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში. \nწიგნის სრული ელექტრონული ვარიანტის ნახვა შესაძლებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული საცავის საიტზე: http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/cgi/users/home?screen=EPrint::View&eprintid=4653 \nდრო: 18 მაისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-teqsti-sabtchotha-postsabtchotha-postmodernul-konteqstshi-prophesor-bela-tsiphurias-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36532.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160519T143300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160519T143300
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160519T103357Z
LAST-MODIFIED:20240202T065451Z
UID:10002832-1463668380-1463668380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 10 წლისაა - შეხვედრა მწერალ დიბისი პიერთან: პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია
DESCRIPTION:19 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში\, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით\, გაიმართება შეხვედრა მწერალ დიბისი პიერთან. \nღონისძიებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინ რეჟიმში \n\n  \n  \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-10-tslisaa-shekhvedra-mtseral-dibisi-pierthan-pirdapiri-videotranslatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36611.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160519T145500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160519T145500
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160519T105538Z
LAST-MODIFIED:20240202T065446Z
UID:10002831-1463669700-1463669700@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 10 წლისაა - შეხვედრა მწერალ ეთგარ კერეთთან: პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია
DESCRIPTION:21 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში\, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით \, გაიმართება შეხვედრა მწერალ ეთგარ კერეთთან. \nღონისძიებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინ რეჟიმში \n\n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-10-tslisaa-shekhvedra-mtseral-ethgar-kereththan-pirdapiri-videotranslatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36612.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160519T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160519T180000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160516T115605Z
LAST-MODIFIED:20240202T065441Z
UID:10002830-1463680800-1463680800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ალიკა კუპრავას საჯარო ლექცია: საარჩევნო ლანდშაფტი და ეთნიკური უმცირესობები
DESCRIPTION:19 მაისს\, ხუთშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით\, ცენტრის მკვლევარი\, ალიკა კუპრავა\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საარჩევნო ლანდშაფტი და ეთნიკური უმცირესობები“. \nმომხსენებელი ისაუბრებს არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გამოცდილებაზე\, არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მიერ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე. \nდრო: 19 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/alika-kupravas-sajaro-leqtsia-saarchevno-landshaphti-da-ethnikuri-umtsiresobebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36561.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160519T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160519T190000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160503T091536Z
LAST-MODIFIED:20240202T065437Z
UID:10002829-1463684400-1463684400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თენგიზ ვერულავას საჯარო ლექცია: "დამოუკიდებელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა 1991-2016: მიღწევები\, პრობლემები"
DESCRIPTION:19 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ილიაუნის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლა\, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავად\, გიწვევთ საჯარო ლექციაზე: „დამოუკიდებელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა 1991-2016: მიღწევები\, პრობლემები“.\nლექციას წაიკითხავს მედიცინის აკადემიური დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – თენგიზ ვერულავა. \nლექციის შესახებ\n\n26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. საქართველოს უახლოესი ისტორიის მანძილზე განხორციელებული სახელმწიფოებრივი რეფორმებიდან ერთ-ერთი პირველი ჯანდაცვის სფეროს რეფორმა გახლდათ. ასევე\, საყოველთაოდ აღიარებულია\, რომ საქართველოში განხორციელებული ჯანდაცვის რადიკალური რეფორმა პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. ქართულმა სახელმწიფომ უარი თქვა ჯანდაცვის საბჭოური ტიპის ცენტრალიზებულ მოდელზე. განხორციელდა ჯანდაცვის დეცენტრალიზაცია. სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები გადაიქცნენ კერძო სამართლის სუბიექტებად. შემუშავდა ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მართვის ახალი მოდელის შესატყვისი სამართლებრივი ბაზა. ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების პროცესის შეჩერება.\nჯანდაცვის სფეროში მიმდინარე 25 წლიანი რეფორმირების ფონზე ისევ რჩება გადასაწყვეტი შემდეგი ამოცანები: პირველადი ჯანდაცვის განვითარება\, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა\, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.\nჯანმრთელობის დაცვის სისტემა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად\, მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის 25 წლის პერიოდში დარგში მიმდინარე რეორიენტაციის პრობლემების განხილვა. \nლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nდრო: 19 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thengiz-verulavas-sajaro-leqtsia-damoukidebeli-saqarthvelos-jandatsvis-sistema-1991-2016-mightsevebi-problemebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36387.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160519T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160519T190000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160504T100611Z
LAST-MODIFIED:20240202T065435Z
UID:10002827-1463684400-1463684400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 10 წლისაა - შეხვედრა მწერალ დიბისი პიერთან
DESCRIPTION:19 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში\, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით\, გაიმართება შეხვედრა მწერალ დიბისი პიერთან. \nმოდერატორი: რეჟისორი\, მთარგმნელი გურამ ღონღაძე. \nმწერლის შესახებ \nმწერალი\, პროზაიკოსი\, დიბისი პიერი\, დაიბადა 1961 წელს ავსტრალიაში\, თუმცა\, მან\, და მისმა ოჯახმა ცხოვრების დიდი ნაწილი მექსიკაში გაატარეს. ახალგაზრდული სკანდალებითა და თავისი მწერლობით თანაბრად ცნობილი დიბისი პიერი მწერლობამდე მხატვრობით იყო გატაცებული. მისი პირველი წიგნი – „ვერნონ გენიოს ლითლი“ – 2003 წელს გამოიცა და იმთავითვე უდიდესი აღიარება მოიპოვა. ეს იყო პირველი წიგნი\, რომელსაც გადაეცა როგორც ბუკერის\, ასევე უითბრედის პრემიები\, გამოქვეყნდა 43 ქვეყანაში\, მათ შორის\, საქართველოში („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“). მას მოჰყვა კიდევ ორი რომანი „ლუდმილას დამტვრეული ინგლისური“ (2006) და „ჩამქრალი სინათლე საოცრებათა ქვეყანაში“ (2010)\, რითაც ერთგვარი კომიკური ტრილოგია დაასრულა. 2014 წელს მწერალმა მცირე რომანი – „საუზმე ბორჯიებთან“ – გამოაქვეყნა. \nდიბისი პიერი ამჟამად ცხოვრობს ბრიტანეთსა და ირლანდიაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 19 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-10-tslisaa-shekhvedra-mtseral-dibisi-pierthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36402.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160520T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160520T120000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160503T103622Z
LAST-MODIFIED:20240202T065428Z
UID:10002826-1463745600-1463745600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვახტანგ მებადურის საჯარო ლექცია: ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი\, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი
DESCRIPTION:20 მაისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, იურისტი\, Mebaduri Consulting Group-ის ხელმძღვანელი\, ვახტანგ მებადური\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:„ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი\, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი“. \nმომხსენებლის შესახებ \nვახტანგ მებადური პროფესიით იურისტია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო გერმანიაში და ბილეფელდის უნივერსიტეტში მოიპოვა დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში\, ჰოლანდიურ კომპანიაში IODC (holandiis International Organization for Development & Cooperation)\, იყო BMC-ის (Business Management Center) და BCG-ის (Business Consulting Group) საქართველოს წარმომადგენელი გერმანიაში\, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი გერმანიაში\, ასევე\, გერმანელ და ქართველ სამართალმცოდნეთა კვლევითი გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის წევრი და მეხაზინე. \nბოლო ორი წლის განმავლობაში მის მიერ დაარსებული საკონსულტაციო სამსახურის – Mebaduri Consulting Group – ფარგლებში\, ვახტანგ მებადური ინტენსიურად მუშაობს საქართველოში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერ პროექტებზე\, რაც ითვალისწინებს ტურიზმის სამართლებრივ რეგულაციას და ამის ბაზაზე ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას\, თანამშრომლობს როგორც გერმანიის ტურისტული სამართლის წამყვან სპეციალისტებთან\, ასევე გამოცდილ ტურისტულ საწარმოებთან. წლების განმავლობაში დაგროვილი როგორც თეორიული\, ისე პრაქტიკული გამოცდილება მას საშუალებას აძლევს ლექციების\, სემინარებისა თუ მასტერკლასის მეშვეობით გაუზიაროს ცოდნა დაინტერესებულ აუდიტორიას \n\nდრო: 20 მაისი\, 12:00 საათი\nადგილმდებარეობა: E407 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია.\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vakhtang-mebaduris-sajaro-leqtsia-turistuli-khelshekrulebithi-samarthali-rogorts-turizmis-ganvitharebis-mnishvnelovani-elementi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36397.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160520T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160520T120000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160516T085958Z
LAST-MODIFIED:20240202T065425Z
UID:10002825-1463745600-1463745600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური ვორკშოპი „ფსიქოანალიზის აქტუალობა“
DESCRIPTION:20 მაისს\, 12:00-დან 16:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში\, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, ჩატარდება ადგილობრივი სტუდენტური ვორკშოპი: „ფსიქოანალიზის აქტუალობა“. ვორკშოპში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამების სტუდენტები. \nვორკშოპი ეძღვნება ფსიქოანალიტიკური თეორიების კრიტიკულ გააზრებას XX და XXI საუკუნეების ფილოსოფიურ დისკურსებში\, აგრეთვე\, მის აქტუალობას თანამედროვე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში.\nვორკშოპზე საგანგებო დისკუსიის თემაა: ფსიქოანალიზის გამოყენების პერსპექტივები საქართველოს აკადემიურ სივრცეში. \nვორკშოპის პროგრამა\nდრო: 12:00-12:40\nმომხსენებელი: პროფესორი გიორგი მაისურაძე\nთემა: ვორკშოპის გახსნა\, ფსიქოანალიზის აქტუალობა XXI საუკუნეში \nდრო: 12:40-13:30\nმომხსენებელი: სოსო ჭაუჭიძე\nთემა: ალთუსერი და ფუკო: ორი შეხვედრა ფსიქოანალიზთან \n13:30-14:00: შესვენება \nდრო: 14:00-14:40\nმომხსენებელი: მარიამ ჯორბენაძე\nთემა: კაფკას ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციისათვის („განაჩენისა“ და „შინ დაბრუნების“ მაგალითზე) \nდრო: 14:40-15:30\nმომხსენებელი: გიორგი ჩუბინიძე\nთემა: ლაკანიანური ფსიქოანალიზი და სექსუალური განსხვავება \nდრო: 15:30-16:00\nშემაჯამებელი დისკუსია: ფსიქოანალიზის გამოყენების პერსპექტივები საქართველოს აკადემიურ სივრცეში\nმოდერატორი: გიგა ბრეგვაძე \nვორკშოპის დრო: 20 მაისი\, 12:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-vorkshopi-phsiqoanalizis-aqtualoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36534.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160520T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160520T190000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160517T083650Z
LAST-MODIFIED:20240202T065423Z
UID:10002824-1463770800-1463770800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია: ალუდა ქეთელაური და თავისუფლების პრობლემა
DESCRIPTION:20 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ალუდა ქეთელაური და თავისუფლების პრობლემა“. \n„ალუდა ქეთელაურის“ კლასიკურ ინტერპრეტაციაში\, როგორც წესი\, მოცემულია დაპირისპირება თემსა და ადამიანს\, ანუ საზოგადოებასა და ინდივიდს შორის. ამ შემთხვევაში\, საზოგადოება წარმოადგენს ადამიანისათვის გარეგნულ ფაქტორს\, რომელიც ცდილობს\, საკუთარ წესებს დაუქვემდებაროს ინდივიდის პიროვნული თავისუფლება. ლევან ღამბაშიძე ჰაიდეგერის „დახმარებით“ შეეცდება\, აუდიტორიას ადამიანის შინაგანი სტრუქტურიდან დაანახოს თავისუფლების პრობლემა და მისი კავშირი „შინაგან საზოგადოებასთან“. ლექციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი „ალუდა ქეთელაური”. \nმომხსენებლის შესახებ \nლევან ღამბაშიძემ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი\, 2007-2009 წლებში კი გაიარა ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ფილოსოფიაში. სწავლობდა ლუქსემბურგში\, პრაღასა და ბოხუმში. კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში. ამჟამად ასწავლის ისტორიას ამერიკულ აკადემიაში. \nდრო: 20 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophos-levan-ghambashidzis-sajaro-leqtsia-aluda-qethelauri-da-thavisuphlebis-problema/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36582.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160521T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160521T140000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160517T102132Z
LAST-MODIFIED:20240202T085533Z
UID:10004833-1463839200-1463839200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სკაიპ-შეხვედრა ბერძენ რეჟისორთან\, გრიგორის კარანტინაკისთან
DESCRIPTION:21 მაისს\, შაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A204 აუდიტორიაში გაიმართება სკაიპ-შეხვედრა ცნობილ ბერძენ რეჟისორთან\, გრიგორის კარანტინაკისთან. მან 2010 წელს რუსთაველის თეატრში დადგა სოფოკლეს ტრაგედია „ელექტრა“\, რომელიც ამჟამადაც არის თეატრის რეპერტუარში. კონკრეტული სპექტაკლის შესახებ და რუსთაველის თეატრთან თანამშრომლობის გარდა\, საუბარი შეეხება\, ზოგადად\, ძველ ბერძნულ დრამასა და თეატრს\, მის გავლენას თანამედროვე ხელოვნებაზე\, რეჟისორის ურთიერთობას საქართველოსთან და მის მიერ დადგმულ ძველ ბერძნულ ტრაგედიებსა თუ კომედიებს. შეხვედრა გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით\, რომლებმაც გაიარეს საგანი „ძველი საბერძნეთის ისტორია“ და ნახეს ზემოთ აღნიშნული სპექტაკლი. \nსკაიპ-შეხვედრის კოორდინატორი: ეკა ჭყოიძე – ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი \nსაუბრის ენა: ბერძნული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 21 მაისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 204 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/skaip-shekhvedra-berdzen-rezhisorthan-grigoris-karantinakisthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36606.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160521T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160521T190000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160504T100901Z
LAST-MODIFIED:20240202T065421Z
UID:10002822-1463857200-1463857200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 10 წლისაა - შეხვედრა მწერალ ეთგარ კერეთთან
DESCRIPTION:21 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში\, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით \, გაიმართება შეხვედრა მწერალ ეთგარ კერეთთან. \nმწერლის შესახებ \nისრაელელი მწერალი და დრამატურგი\, ეთგარ კერეთი\, დაიბადა რამათ-განში 1967 წელს. ამჟამად ცხოვრობს თელ-ავივში. არის არაერთი პრიზისა და პრემიის ლაურეატი ლიტერატურასა და კინოში. არის ფრანგული ხელოვნებისა და ლიტერატურის რაინდის მედლის მფლობელი. ფილმისთვის „მედუზა“ ის და მისი მეუღლე კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერის“ გამარჯვებულები გახდნენ. ეთგარ კერეთის პიესამ პირველი ადგილი აიღო აკკოს (ისრაელი) ალტერნატიულ თეატრალურ ფესტივალზე. მისი პუბლიკაციები იბეჭდება ისეთ ცნობილ ჟურნალებში\, როგორებიცაა „ვოლ სტრიტ ჟურნალი“ \, „პარიზ რევიუ“\, „ნიუ-იორკერი“. კერეთის მოთხრობები და პიესები თარგმნილია 37 ენაზე\, მათ შორის\, ქართულად უკვე გამოცემულია „ნებროთმა გარეკა“ (გამომცემლობა „ემ ფაბლიშინგი“) და „უეცრად კარზე აკაკუნებენ“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“). ეთგარ კერეთი ამჟამად ლექციებს კითხულობს ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტში. \nმწერალი თბილისში მეორედ ჩამოდის. პირველად 2007 წელს ეწვია გამომცემლობა „ემ ფაბლიშინგის“ მოწვევით. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 21 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-10-tslisaa-shekhvedra-mtseral-ethgar-kereththan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36403.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160522T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160522T150000
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160517T091253Z
LAST-MODIFIED:20240202T065418Z
UID:10002820-1463929200-1463929200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექციები ქალაქგეგმარების თემაზე
DESCRIPTION:22-23 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, პროექტის – თბილისი ავლაბარი – პოსტსოციალური ქალაქის რეალური ქალაქმშენებლური ლაბორატორია“ – ფარგლებში\, ჩატარდება საჯარო ლექციები. \nდრო: 22 მაისი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1) \nმომხსენებელი: მარტინ ლინნე – ქალაქგეგმარების ექსპერტი და ქალაქ კრეფელდის (გერმანია) მშენებლობის დეცერნენტი (ქალაქგეგმარების\, მშენებლობის უფლებათა და ზედამხედველობის\, კადასტრის\, ნაგებობათა მენეჯმენტის და ტექნიკური ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელი) \nთემატიკა: „ქალაქგანვითარების სტრატეგიები“ – ლექციაზე განხილული იქნება თანამედროვე ქალაქგანვითარების გამოწვევები გერმანული ქალაქების\, დუისბურგისა და კრეფელდის მაგალითებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქალაქგანვითარების აქტორების (ქალაქის მმართველობის\, უძრავი ქონების მესაკუთრეების\, მცხოვრებთა\, სხვა მომხმარებელთა და ინვესტორთა) ურთიერთთანამშრომლობას. \nდრო: 23 მაისი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1) \nმომხსენებელი: ზურაბ ბაქრაძე – ქალაქმგეგმარებელი \nთემატიკა: „თბილისის განვითარების არსებითი მახასიათებლები“ – ლექციაში მოხილული იქნება თბილისის ინივიდუალობის საფუძვლები და მისი განვითარების ძირითადი ეტაპები. \nპროექტის შესახებ\n\nპროექტი „თბილისი ავლაბარი – „პოსტსოციალური ქალაქის რეალური ქალაქმშენებლური ლაბორატორია“ შეიქმნა და წარიმართება აკადემიური პარტნიორების\, პროფ. ვანესა მირიამ ქარლოუს (მდგრადი ურბანული განვითარების ინსტიტუტი (ISU)\, ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტი\, არქიტექტურის ფაკულტეტი\, სამშენებლო ინჟინერია და გარემოს მეცნიერებები\, არქიტექტურის დეპარტამენტი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი\, არქიტექტურის პროგრამა)\, ასევე სამოქალაქო აქტორების „კამპუსის“ (თბილისი\, საქართველო)\, ზურაბ ბაქრაძის (ქალაქმგეგმარებელი\, თბილისი\, საქართველო) და ფრაუკე ბურგდორფის (სივრცითი დაგეგმვის სპეციალისტი\, ბოხუმი\, გერმანია) მიერ.\nპროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერთის ფონდის (სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო)\, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და თბილისის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.\nპროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: \nსაჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsiebi-qalaqgegmarebis-themaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36583.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160522T150300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160522T150300
DTSTAMP:20260512T102450
CREATED:20160229T110121Z
LAST-MODIFIED:20241122T110919Z
UID:10002818-1463929380-1463929380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია: „სამოქალაქო სამართლის აქტუალური და პრობლემატური საკითხები“
DESCRIPTION:2016 წლის 22 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა\, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით\, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ატარებს კონფერენციას სახელწოდებით: „სამოქალაქო სამართლის აქტუალური და პრობლემატური საკითხები“. \nპროექტი მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების დაინტერესებას სამართლის აქტუალური საკითხების კვლევით. ქმნის აქტუალური\, საინტერესო და სამოქალაქო სამართლებრივი პრობლემების მეცნიერულ ჭრილში განხილვისა და საკუთარი მიდგომის\, საკუთარი დასაბუთებული აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ემსახურება სტუდენტთა წახალისებას და მათი ცნობიერების ამაღლებას კერძო სამართლის საკითხებზე. \nკონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამართლის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. \nრეგისტრაცია და ვადები: \nრეგისტრაციის ბოლო ვადა – 25 მარტი \nკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. კონფერენციის თემატიკა იხილეთ დანართში #1. სტუდენტებმა საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ელექტრონულ მისამართთაგან ერთ-ერთზე უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი\, რომელშიც უნდა განსაზღვრონ საკონფერენციო თემებიდან არჩეული თემატიკა. შესაძლებელია განსხვავებული თემის შემოთავაზებაც\, რისთვისაც საჭიროა არჩეული თემის მითითება სათაურისა და აქტუალობის მოკლე დასაბუთების დართვით. \nაბსტრაქტი უნდა შეიცავდეს კონფერენციაში მონაწილეობის მოტივაციას\, კვლევის მიზანს და მიზნის მიღწევისთვის დასახული მეთოდების მოკლე აღწერას. \nსაინფორმაციო შეხვედრა – 28 მარტი\, 15:00 საათი \nრეგისტრირებულ სტუდენტებს 28 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ჩაუტარდებათ საინფორმაციო შეხვედრა\, სადაც განემარტებათ კონფერენციის ჩატარების დეტალები. \nგასაუბრება – 29 მარტს 11:00 საათი \nსაკონკურსო კომისიასთან გასაუბრება გაიმართება 29 მარტს 11:00 საათიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D103 აუდიტორიაში (გასაუბრების შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ წინასწარ). \n\nდასტური კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ – 31 მარტი. \nსაკონფერენციო ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა – 1-ლი მაისი. \nსაკონკურსო ნაშრომების წინასწარი შეფასების ბოლო ვადა – 7 მაისი. \nკონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გამოვლინდებიან გამარჯვებულები. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nსაკონტაქტო პირი: გიორგი გლაზოვი \nტელ.: 577 38 58 85 \nელფოსტა: giorgi.glazovi@iliauni.edu.ge \nსაკონტაქტო პირი: ნინო ქათამაძე \nტელ.: 599 78 36 26 \nელფოსტა: ninoqatamadze20@gmail.com \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-samoqalaqo-samarthlis-aqtualuri-da-problematuri-sakithkhebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/02/35268.png
END:VEVENT
END:VCALENDAR