BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160125T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160125T170000
DTSTAMP:20260513T013812
CREATED:20160120T095217Z
LAST-MODIFIED:20240202T071313Z
UID:10003078-1453741200-1453741200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ტრენინგები: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები
DESCRIPTION:25\, 26 და 27 იანვარს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა დასაინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ატარებს ტრენინგების ციკლს (3 ტრენინგი) სახელწოდებით: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები” \nტრენინგების განრიგი და თემატიკა \nდრო: 25 იანვარი\, 17:00 საათი\nთემა: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები\nტრენერი: ეკა ლეფსვერიძე\, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის დირექტორი \nდრო: 26 იანვარი\, 17:00 საათი\nთემა: ინტელექტუალური საკუთრება და მისი დაცვის ღონისძიებები\nტრენერი: თეონა ბებია\, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის პატენტირებისა და ლიცენზირების სპეციალისტი  \nდრო: 27 იანვარი\, 17:00 საათი\nთემა: ინოვაციური მეწარმეობა\nტრენერი: თათია ბრეგვაძე\, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ადმინისტრაციული ასისტენტი \nტრენინგზე დასასწრებად\, საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. \n\nსარეგისტრაციო ფორმა\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-teqnologiebis-komertsializatsiis-ophisis-treningebi-inovatsiebis-menejmenti-da-thanamedrove-teqnologiuri-tendentsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34693.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160126T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160126T180000
DTSTAMP:20260513T013812
CREATED:20160122T063008Z
LAST-MODIFIED:20240202T071311Z
UID:10003077-1453831200-1453831200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია
DESCRIPTION:26 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე. წარმოდგენილი იქნება ინსტიტუტში გაერთიანებული ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის\, აუტიზმის ცენტრის\, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრისა და განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების\, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო პრაქტიკული ცენტრის 2015 წლის ანგარიში; ასევე\, განხილული იქნება 2016 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები – ტრენინგები\, სასერტიფიკატო პროგრამები\, სერვისები და კვლევები. \nდრო: 26 იანვარი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-bavshvis-ganvitharebis-institutis-tsliuri-angarishis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34720.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160128T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160128T180000
DTSTAMP:20260513T013812
CREATED:20160127T091324Z
LAST-MODIFIED:20240202T071306Z
UID:10003076-1454004000-1454004000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის კონცერტი
DESCRIPTION:28 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გიწვევთ კონცერტზე\, რომელიც გუნდის რიგით მერვე სემესტრული საანგარიშო გამოსვლაა მსმენელთა წინაშე. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. \nდრო: 28 იანვარი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: B202 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-simgheris-studenturi-gundis-kontserti-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34881.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160128T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160128T190000
DTSTAMP:20260513T013812
CREATED:20160121T133733Z
LAST-MODIFIED:20240202T071301Z
UID:10003075-1454007600-1454007600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნესტან-ნენე კვინიკაძის „ისპაჰანის ბულბულები“ - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:28 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ნესტან-ნენე კვინიკაძის პროზაული კრებულის პრეზენტაციაზე. წიგნს – სახელწოდებით\, „ისპაჰანის ბულბულები“ – წარადგენენ წიგნის ავტორი\, გამომცემელი მარი კორინთელი და მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე. \nწიგნის შესახებ – მწერალი ლაშა ბუღაძე: \n„წიგნში ნესტან კვინიკაძის რომანები\, მოთხრობები და პიესებია თავმოყრილი\, თუმცა\, მიუხედავად იმისა\, რომ კრებული უამრავ სხვადასხვა ამბავს\, პერსონაჟს\, ატმოსფეროს\, ტონალობას\, ბგერასა თუ ფერს აერთიანებს\, მკითხველს – ყოველ შემთხვევაში\, ჩემნაირ მკითხველს – რჩება განცდა\, რომ ავტორი ერთ დიდ\, კონტრასტულ და ხშირად ექსცენტრულ ტრაგი-კომიკურ თამაშში ითრევს. ამ წიგნის ამბები ზოგჯერ აუტანლად რეალისტურია\, ზოგჯერ კი მოულოდნელად ირეალური; აქ „მშრალი თხრობა” დამაბნეველი სისწრაფით ენაცვლება სურათებით გადატვირთულ\, შეიძლება კინოენისთვის ან სულაც პოეტური ტექსტისთვის დამახასიათებელ ნარატივს; აქ ერთმანეთს ენაცვლება დრამა და ყოფითი აბსურდი\, ირაციონალური სიჯიუტე და საბედისწერო ვნება\, სიყვარული\, რომელიც ზოგჯერ ბანალური\, ზოგჯერ აკვიატებული\, ზოგჯერაც ფატალური და გარდაუვალია… ეს ვნება ყველა ამ ტექსტის გასაღებია\, რადგან აქ დაბეჭდილი ტექსტები ნერვებისმომშლელი შეყვარებულების (ან შეყვარებულობის) და ტრანსად ქცეული სიყვარულის ქრონიკაა. ნენეს ტექსტები ჩემთვის ყოველთვის სრული სიახლეა; ყოველთვისორიგინალურია. ის არავის ჰგავს. მისი ტექსტები უნიკალურია ფორმითა და ენით. ასე არავინ ჰყვება ამბებს\, რომლებიც\, ერთი შეხედვით\, შესაძლოა უცნაურად მოგვეჩვენოს და გვეუცხოოს კიდეც\, მაგრამ რაღაც დროს ვხვდებით\, რომ ეს ყველაფერი\, სავარაუდოდ\, ჩვენზეა და ჩვენ ირგვლივ ან\, საერთოდაც\, ჩვენში ხდება. როცა ვინმე მეკითხება\, რაიმე ისეთი ტექსტი ვურჩიო\, რომელიც თანამედროვე\, დახვეწილი და\, უბრალოდ\, კარგი საკითხავია\, იმ ცოტა ავტორს შორის\, რომლებიც\, შესაძლოა\, ამ დროს გამახსენდნენ\, აუცილებლად ვასახელებ ნესტან კვინიკაძეს\, რადგან მე უკვე დიდი ხანია მისი მკითხველი ვარ (ჯერ კიდევ „ისპაჰანის ბულბულებიდან”). ამ წიგნის გამო კი ისღა დამრჩენია\, რომ ცნობილი მკითხველური შური გამოვთქვა ისეთი მკითხველების მიმართ\, რომელნიც ახლა პირველად გაეცნობიან ნესტან კვინიკაძის ლიტერატურას – კარგი იქნებოდა\, ისევ წინ მელოდეს მათი პირველად წაკითხვის სიამოვნება“. \nდრო: 28 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nestan-nene-kvinikadzis-ispahanis-bulbulebi-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34719.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160128T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160128T190000
DTSTAMP:20260513T013812
CREATED:20160125T131122Z
LAST-MODIFIED:20240202T071255Z
UID:10003074-1454007600-1454007600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრის\, შალვა ბარჯაძის\, საჯარო ლექცია: საქართველოს სპელეოფაუნა
DESCRIPTION:28 იანვარს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართან\, შალვა ბარჯაძესთან.\nსაუბრის თემაა: “საქართველოს სპელეოფაუნა”. \nშეხვედრაზე განხილული იქნება საკითხები საქართველოს სპელეოფაუნის კვლევის ისტორიიდან და სპელეოფაუნის ფორმირების გზები; მოცემული იქნება ინფორმაცია ლოკალ-ენდემური ტროგლო და სტიგობიონტი სახეობებისდა მათი კონსერვაციული სტატუსის შესახებ. ყურადღება გამახვილდება საქართველოს მღვიმეებში მობინადრე კუდფეხიანების თანამედროვე გამოკვლევაზე მასკანირებელი მიკროსკოპისა და მოლეკულური მეთოდისგამოყენებით. \nდრო: 28 იანვარი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zoologiis-institutis-mkvlevris-shalva-barjadzis-sajaro-leqtsia-saqarthvelos-speleophauna/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34863.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160129T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160129T190000
DTSTAMP:20260513T013812
CREATED:20160124T074101Z
LAST-MODIFIED:20240202T071252Z
UID:10003073-1454094000-1454094000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Global Game Jam (GGJ) 2016  სტარტს Gamelab Iliauni-ში აიღებს
DESCRIPTION:29 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორიის – Gamelab Iliauni-ის ორგანიზებით\, სტარტს აიღებს კომპიუტერული თამაშების შემქმნელთა ყველაზე დიდი მარათონი – Global Game Jam (GGJ). 29 იანვარს\, Gamelab Iliauni თავს მოუყრის ქვეყნის მასშტაბით კომპიუტერული თამაშების ყველა მოყვარულს და ისინი ერთად დაელოდებიან  2016 წლის Global Game Jam (GGJ)-ის თემის გამოცხადებას. Gamelab Iliauni-ში ისინი შეხვდებიან მსოფლიოში აღიარებულ გეიმდიზაინერს\, მარკ რეინ ჰაგენს\, რომელიც მონაწილეებს მენტორობას გაუწევს გეიმჯემის მსვლელობისას. \n30 იანვარს\, 11:00 საათიდან კი\, მომდევნო 48 საათის განმავლობაში\, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაარსებულ პირველ ქართულ ტექნოლოგიურ პარკში (ტექნოპარკი საქართველო) Global Game Jam (GGJ)-ის მონაწილე გუნდები თემის შესაბამისი თამაშების პროტოტიპებს შექმნიან. \n\n2016 წლის Global Game Jam (GGJ)-ში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://globalgamejam.org/2016/jam-sites/gamelab-iliauni\n\nრა არის Global Game Jam (GGJ)?  \nბოლო 11 წელია\, Global Game Jam (GGJ) სისტემატურად ტარდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ მსოფლიოს უამრავ ადგილას. ეს არის ერთგვარი ჰაკათონი –  კომპიუტერული თამაშებით დაინტერესებული სხვადასხვა გამოცდილების მქონე მონაწილეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთსა და იმავე დროს იკრიბებიან გარკვეულ სივრცეში და ელოდებიან ჰაკათონის თემის გამოცხადებას. შემდეგ კი\, 48 საათის განმავლობაში  ქმნიან გუნდებს და თემის შესაბამისი თამაშის პროტოტიპებს\, რომელსაც ტვირთავენ ვებგვერდზე გლობალურიგეიმჯემის დასრულებისას. \n2015 წელს\, გლობალურ გეიმჯემზე\, მსოფლიო მასშტაბით\, 25 000 მონაწილე და 78 ქვეყანაში 600-მდე ადგილი იყო რეგისტრირებული\, ერთ კვირაში კი 5 439 თამაში შეიქმნა მსოფლიო მასშტაბით\, 2015 წელს საქართველო პირველად შეუერთდა Global Game Jam-ს ილიაუნის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიიდან Gamelab Iliauni-დან. \nვის შეუძლია მონაწილეობის მიღება Global Game Jam-ში? \nGlobal Game Jam-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანს\, რომელსაც კომპიუტერული თამაშები აინტერესებს. სხვადასხვა ტიპის გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს ინოვაციური იდეების განხორციელებას. \n\nGlobal Game Jam 2016-ში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://globalgamejam.org/2016/jam-sites/gamelab-iliauni\n\nგანრიგი: \n\n\n\n29 იანვარი\, 19:00 საათი \nჰაკათონის თემის გამოცხადება და შეხვედრა ცნობილ გეიმდიზაინერთან\, მარკ რეინ ჰაგენთან\, რომელიც გუნდებს გაუწევს მენტორობას გეიმჯემის განმავლობაში.\nGamelab Iliauni\nმისამართი: თამარაშვილის ქ. #4ა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 ოთახი \n\n\n30 იანვარი\, 11:00 საათი\nჰაკათონი\nქართული ტექნოლოგიური პარკი (ტექნოპარკი საქართველო)\nმისამართი: ინოვაციების ქ. #7 ოქროყანა\n\n\n\nგადაცემა ”კომუნიკატორის” სიუჟეტი 2015 წელს ორგანიზებული ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე:http://1tv.ge/ge/videos/view/100152.html \nპროექტის სპონსორები და მხარდამჭერები: GameLabIliauni\,  GITA\, GeoLab\, Microsoft Georgia \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/global-game-jam-ggj-2016-starts-gamelab-iliauni-shi-aighebs/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34815.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160130T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160130T110000
DTSTAMP:20260513T013812
CREATED:20160122T134955Z
LAST-MODIFIED:20240202T071246Z
UID:10003072-1454151600-1454151600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პირველი ფორუმი
DESCRIPTION:30 იანვარს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში\, ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პირველი ფორუმი გაიმართება. \nღონისძიება მოიცავს 2015 წლის აქტივობების შეჯამებას და კლუბების ქსელის სამომავლო გეგმების განხილვას. ფორუმის ფარგლებში\, მასწავლებლებისთვის ჩატარდება საგრანტო პროექტების წერისა და ინოვაციურობის ტრენინგი. გარდა ამისა\, მეწარმეობით\, მათემატიკითა და ასტრონომიით დაინტერესებული პედაგოგები გაეცნობიან ინფორმაციას\, რაც მათ დაეხმარება ქსელში გაწევრიანებისთვის – 2016 წელს\, პროექტს დაემატება ინოვაციური კომპონენტი\, მეწარმეობის\, მათემატიკისა და ასტრონომიის კლუბები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან შეთავაზებული იქნება სხვადასხვა სახის პროექტი და ტრენინგი ილიაუნის მომავლის სამრეწველო ლაბორატორიასა და ილიაუნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. აგრეთვე\, ამ მიმართულებით ქსელში ჩართული საგნის მასწავლებლები გაივლიან ტრენინგებს მოზარდებში არაფორმალური განათლების წარმატებით დანერგვისათვის და დაეუფლებიან სწავლების უახლეს მეთოდებს. \nფორუმის ბოლოს\, კლუბის ლიდერებს\, რომლებიც 2015 წელს შემოუერთდნენ ქსელის აქტივობებს\, ილიაუნის საპატიო ელჩების წოდება და მადლობის სიგელი გადაეცემათ.\nასევე\, ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცემა ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. \nღონისძიებაზე დასასწრებად\, გთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია მბულზე. \nდრო: 30 იანვარი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-akhalgazrda-mkvlevartha-klubebis-qselis-pirveli-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34812.png
END:VEVENT
END:VCALENDAR