BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150928T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150928T100000
DTSTAMP:20260513T185810
CREATED:20150914T124922Z
LAST-MODIFIED:20240202T072553Z
UID:10003283-1443434400-1443434400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნივერსიტეტის რექტორი "ქართულის\, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამაზე ჩარიცხულ არაქართულენოვან სტუდენტებს შეხვდება
DESCRIPTION:28 სექტემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია უნივერსიტეტში “ქართულის\, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდება. \nშეხვედრაზე მოწვეულები არიან ის სტუდენტებიც\, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ამ პროგრამით გათვალისწინებული პირველი ეტაპი და უკვე უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის საფეხურზე გადავიდნენ. \nუნივერსიტეტის რექტორი საპატიო სიგელებით დააჯილდოებს იმ ბაკალავრებს\, რომლებიც აღნიშნული პროგრამით 2010 წელს პირველები ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში და წარმატებით დაამთავრეს ბაკალავრიატი. \nმიმდინარე წელს\, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე\, ზოგადი უნარ-ჩვევების მშობლიურ ენაზე ჩაბარების შედეგად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ქართულის\, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამაზე 139 არაქართულენოვანი სტუდენტი ჩაირიცხა. \nდრო: 28 სექტემბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/universitetis-reqtori-qarthulis-rogorts-meore-enisa-da-integratsiis-programaze-charitskhul-araqarthulenovan-studentebs-shekhvdeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16074.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150928T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150928T110000
DTSTAMP:20260513T185810
CREATED:20150924T140000Z
LAST-MODIFIED:20240202T072550Z
UID:10003280-1443438000-1443438000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი
DESCRIPTION:28 სექტემბერს\, 11:00-დან 18:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში გაიმართება 2015 წლის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი\, სადაც წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ყველა სტუდენტური კლუბი; ასევე\, ცალკეულისამსახურები: \nსტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი\, ლიგამუსი\, ილიაუნის ბიბლიოთეკა\, ილიაუნის თეატრი\, FABLAB Iliauni – მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია\, GAMELAB Iliauni -კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია\, მეცნიერების პოპულარიზაციისპროექტები\, ბიზნესინკუბატორი\, ილიაუნის სპორტის სამსახური\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი\, განვითარების სამსახური\, საგარეო ურთიერთობების სამსახური. \nილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახური მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას გაცვლითი პროგრამებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე. \nღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, ბატონი გიგა ზედანია. \nფორუმზე საშუალება გექნებათ\, დაესწროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბებისა და სამსახურების პრეზენტაციებს. ასევე\, გაიაროთ კონსულტაციები თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. \nგთავაზობთ ფორუმზე წარმოდგენილი სამსახურებისა და სტუდენტური კლუბების პრეზენტაციების განრიგს: \nსამსახურები \n11:30 სთ. – ილიაუნის წიგნის სახლი ”ლიგამუსი”\n11:45 სთ. – ილიაუნის ბიბლიოთეკა\n12:00 სთ. – ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახური\n12:15 სთ. – ილიაუნის განვითარების სამსახური\n12:30 სთ. – FABLAB Iliauni – მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია\n12:45 სთ. – GAMELAB Iliauni – კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია\n13:00 სთ. – ილიაუნის თეატრი\n13:15 სთ. – ილიაუნის სპორტის სამსახური\n13:30 სთ. – მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტები\n13:45 სთ. – ილიაუნის ბიზნესინკუბატორი \nსტუდენტური კლუბები \n14:00 სთ. – CMC (Creative Mind Center)\n14:15 სთ. – ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური კლუბი\n14:30 სთ. – ილიაუნის მენეჯერთა კლუბი\n14:45 სთ. – ილიაუნის ფსიქოლოგთა კლუბი\n15:00 სთ. – FESC მომავალ ეკონომისტთა კლუბი\n15:15 სთ. – ილიაუნის სტუდენტი ჟურნალისტების ლიგა\n15:30 სთ. – ილიაუნის მთარგმნელთა კლუბი\n15:45 სთ. – ILIAUNI HIKING СLUB\n16:00 სთ. – ილიაუნის მომავალ მათემატიკოსთა კლუბი\n16:15 სთ. – სტუდენტური კლუბი ERASMUS MUNDUS\n16:30 სთ. – ილიაუნის ბიზნესის კლუბი\n16:45 სთ. – ილიაუნის ხრიდოლიონთა კლუბი\n17:00 სთ. – ბანკირთა კლუბი \nდასწრება თავისუფალია. გთხოვთ\, მობრძანდეთ! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sauniversiteto-tskhovrebis-phorumi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16268-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150929T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150929T110000
DTSTAMP:20260513T185810
CREATED:20150923T090005Z
LAST-MODIFIED:20240202T072548Z
UID:10003278-1443524400-1443524400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის ტრენინგი: "მარკეტინგული დაგეგმვა და გაყიდვების ზრდა"
DESCRIPTION:29 სექტემბერს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრი წევრი მეწარმეებისთვის ატარებს ტრეინინგს “მარკეტინგული დაგეგმვა და გაყიდვების ზრდა”. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ მეწარმეთა ცენტრი ტემპუსის (EANET – Entrepreneur Alumni Network) ფარგლებში მიმდინარე პროექტია\, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით ჩართულია 15 უნივერსიტეტი ხუთი ქვეყნიდან(გერმანია\, ჰოლანდია\, უკრაინა\, მოლდოვა\, საქართველო). ცენტრის წევრობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ კურსდამთავრებულს\, რომელსაც აქვს კერძო ბიზნესი და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. მისი წევრობასაშუალებას მოგცემთ\, გააფართოოთ თქვენი ბიზნესი და დაამყაროთ ახალი ურთიერთობები თქვენს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნიდან\, ასევე – გაიტანოთ თქვენი პროდუქტი ახალ ბაზრებზე. \nდრო: 29 სექტემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/metsarme-kursdamthavrebultha-tsentris-treningi-marketinguli-dagegmva-da-gaqhidvebis-zrda/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16288.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150930T113500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150930T113500
DTSTAMP:20260513T185810
CREATED:20150929T073439Z
LAST-MODIFIED:20241122T110917Z
UID:10003276-1443612900-1443612900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენცია - „დიდი თამაში“ და საქართველო: აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური\, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მე-19 საუკუნის I ნახევარში
DESCRIPTION:30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\, კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბროკის კოლეჯთან ერთად\, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას – „დიდი თამაში“ და საქართველო: აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური\, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მე-19 საუკუნის I ნახევარში. \nკონფერენციის თემატიკას წარმოადგენს აღნიშნულ პერიოდში დიდ იმპერიებს (უპირველესად\, ბრიტანეთსა და რუსეთს) შორის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ჰეგემონობისათვის გაჩაღებული კონკურენციის სხვადასხვა ასპექტი. ამ ე. წ. „დიდ თამაშში“ საქართველოც იყო ჩართული. აქ იკვეთებოდა მოქიშპე დიდი იმპერიების\, ასევე ირანისა და ოსმალეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები. ამ ვითარებაში საქართველო\, კერძოდ კი თბილისი\, გახდა სხვადასხვა ცივილიზაციის გზაჯვარედინი\, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების შეხვედრისა და სინთეზის ადგილი. კონფერენციის თემატიკიდან გამომდინარე\, წარმოდგენილი იქნება მოხსენებები აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური\, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ. ქართველი მკვლევრების გარდა\, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ინგლისელი\, ფრანგი და რუსი მეცნიერები. კონფერენციის ფარგლებში\, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა„აღმოსავლურ-დასავლური დივანი: მუშთაიდის სასახლის დეკორი“. აღნიშნული მუზეუმი კონფერენციის კიდევ ერთი თანაორგანიზატორია. \nკონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 30 სექტემბერი – 2 ოქტომბერი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 201 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-aghmosavlethmtsodneobis-institutis-saerthashoriso-konpherentsia-didi-thamashi-da-saqarthvelo-aghmosavleth-dasavlethis-politikuri-ekonomikuri-da-kulturuli-urthierthobebi-me-19-saukunis-i-nakhe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16675.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150930T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150930T120000
DTSTAMP:20260513T185810
CREATED:20150924T133940Z
LAST-MODIFIED:20240202T072541Z
UID:10003274-1443614400-1443614400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ფრანგული უნივერსიტეტის - Sciences Po Paris - წარმომადგენელთან
DESCRIPTION:30 სექტემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Sciences Po Paris უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენელთან. \nSciences Po Paris საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებული უნივერსიტეტია პარიზში\, რომელიც სტუდენტებს სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით: პოლიტიკური მეცნიერებები\, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები\, სამართალი\, საერთაშორისო ურთიერთობები\, მედია და ჟურნალისტიკა\, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი\, ეკონომიკა და სხვა. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. \nაღნიშნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის მრავალი წარმატებული სახელმწიფო მოხელეა\, მათ შორის საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი. \nშეხვედრაზე დაინტერესებული პირები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას Sciences Po Paris უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობების შესახებ. \nშეხვედრის სამუშაო ენა: ფრანგული ან ინგლისური \nდრო: 30 სექტემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-phranguli-universitetis-sciences-po-paris-tsarmomadgenelthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150930T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150930T170000
DTSTAMP:20260513T185810
CREATED:20150923T063710Z
LAST-MODIFIED:20240202T072538Z
UID:10003271-1443632400-1443632400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ბორის დროზდეკის საჯარო ლექცია - მოგზაურობა ჯგუფური ჩარევების სამყაროში: კლინიკური და სათემო მიდგომები მასობრივი ძალადობის მსხვერპლთა/გადარჩენილთა დასახმარებლად
DESCRIPTION:30 სექტემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ჰოლანდიელი ფსიქოტრავმატოლოგი\, პროფესორი ბორის დროზდეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მოგზაურობა ჯგუფური ჩარევების სამყაროში: კლინიკური და სათემო მიდგომები მასობრივი ძალადობის მსხვერპლთა/გადარჩენილთა დასახმარებლად \nლექცია შეეხება ჯგუფური თერაპიის/ინტერვენციის სხვადასხვა ფორმას\, რომლებიც შემუშავდა და განვითარდა მასიური ძალადობის მსხვერპლთა (ომი\, წამება და ა.შ) დასახმარებლად. ბატონი ბორის დროზდეკი აუდიტორიას წარუდგენს საკუთარი ოცწლიანი გამოცდილების შედეგებს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში (ხორვატია\, ბოსნია-ჰერცოგოვინა\, საქართველო\, რუანდა\, ჰოლანდია) და მიმოიხილავს როგორც კლინიკურ\, ასევე თემზე დაფუძნებულ ჯგუფურ ჩარევებს.\nჯგუფური ჩარევის წარმოდგენილი მოდელი გამოიყენება ბატონი დროზდეკისა და მისი გუნდის მიერ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. ეს არის ფაზებად სტრუქტურირებული\, ტრავმაზე ფოკუსირებული მიდგომა\, რომელიც ჯგუფურ ფსიქოთერაპიას აერთიანებს ისეთ არავერბალურ თერაპიებთან\, როგორებიცაა ფსიქომოტორული თერაპია\, არტ-თერაპია\, მუსიკა-თერაპია და სხვ. ამგვარი ჩარევა ხორციელდება დღის ცენტრში და გრძელდება 1 წლის განმავლობაში. მიდგომა არ შემოიფარგლება პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და სხვა თანმხლები დაავადებების მკურნალობით; ის ასევე მოიცავს შერყეული საბაზო რწმენების\, დანაშაულისა და სირცხვილის განცდების\, გლოვის\, და ადგილნაცვალობასთან დაკავშირებული სხვა ოჯახური და სისტემური  პრობლემების გაცნობიერებასა და მათ გადალახვაზე მუშაობას. გარდა კლინიკური გამოცდილებისა\, ლექციაზე განხილული იქნება აღწერილი ჩარევის ეფექტურობის გაზომვაზე მიმართული კვლევის შედეგები. \nმომხსენებლის შესახებ\nბორის დროზდეკი (MD\, PhD) პროფესიით ფსიქიატრია და ნიდერლანდების ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოტრავმის ცენტრის სამედიცინო დირექტორია (Psychotrauma Centrum Zuid Nederland/Reinier van Arkel in Den Bosch\, The Netherlands). რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ფსიქოტრავმატოლოგიის და ტრანსკულტურალური ფსიქიატრიის სფეროში\, ატარებს ლექციებსა და ვორკშოპებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჯონ ვილსონთან ერთად\, რედაქტორია ორი საყოველთაოდ აღიარებული წიგნისა: „დამსხვრეული სულები – ტრავმირებული ლტოლვილების\, თავშესაფრის მაძიებლების წამებისა და ომის მსხვერპლების მკურნალობა“ ( Broken Spirits: Treatment of traumatized asylum seekers and refugees – war and torture victims (Brunner-Routledge\, 2004) და „ტრავმის ხმები – მსხვერპლთა მკურნალობა სხვადასხვა კულტურაში“   Voices of Trauma: Treating Survivors Across Cultures (Springer\, 2007). ბატონი დროზდეკი ამავე დროს არის ფსიქოტრავმატოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დირექტორი (დუბროვნიკი ხორვატია); წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (International Rehabilitation Council for Torture Victims); ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო კომიტეტის წევრი (International Society for Health and Human Rights) ნიდერლანდური ფსიქოტრავმის საზოგადოების გამგეობის ყოფილი წევრი; ევროპული ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრი; ამერიკულ ფსიქიატრთა ასოციაციის წევრი. \nდრო: 30 სექტემბერი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-boris-drozdekis-sajaro-leqtsia-mogzauroba-jguphuri-charevebis-samqharoshi-klinikuri-da-sathemo-midgomebi-masobrivi-dzaladobis-mskhverpltha-gadarcheniltha-dasakhmareblad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16283.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150930T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150930T190000
DTSTAMP:20260513T185810
CREATED:20150922T084100Z
LAST-MODIFIED:20240202T072532Z
UID:10003269-1443639600-1443639600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ქრისტიან პროსის ლექცია: რევოლუცია და შეშლილობა
DESCRIPTION:30 სექტემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, სოციალური და კულტურის კვლევებისინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება პროფესორ ქრისტიან პროსის ლექცია: რევოლუცია და შეშლილობა. \nქრისტიან პროსი ბერლინის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის\, “შარიტეს”\, ემერიტუს-პროფესორი და ბერლინის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელია. ტრავმის\, მედიცინისა და ადამიანის უფლებების შესახებ პუბლიკაციების გარდა\, ქრისტიან პროსი ნაცისტურ სამედიცინო დანაშაულებებსა და აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური რეჟიმის რეპრესიათა გვიანდელ შედეგებზეც წერს. \nლექციაზე ქრისტიან პროსი განიხილავს 1970-იან წლებში დასავლეთ გერმანიაში არსებული ანტიფსიქტიატრიული ჯგუფის შემთხვევას. \n1970 წელს\, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში სტუდენტთა და პაციენტთა პოლიტიზირებული ჯგუფი აღმოცენდა\, რომელიც თავს “სოციალისტ პაციენტთა კოლექტივად” (SPK) მოიხსენიებდა. მათ სწამდათ\, რომ მენტალურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი შედეგიანი გზა “პათოგენური კაპიტალისტური პატრიარქალური საზოგადოების დამხობა” იყო. პაციენტს “დაავადება იარაღად” თავისი “არაცნობიერი უბედურება” კი მისივე სასოწარკვეთის მიზეზთა გამაცნობიერებელ “უბედურ ცნობიერებად” უნდა ექცია. საჭირო იყო ექიმ-პაციენტის ურთიერთობის (როგორც პაციენტის “ობიექტის როლის” გამოხატულების) ანულირება და\, ნაცვლად ამისა\, ყოველი პაციენტის “საკუთარი თავისა და სხვათა თერაპევტად გადაქცევა”. 1971 წელს\, საავადმყოფოსთან და სახელმწიფო ჩინოვნიკებთან მზარდი და ძალადობრივი კონფლიქტის შემდეგ\, SPK დაიშალა\, ხოლო მისი ლიდერები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. \nლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ქართული თარგმანით. \nდრო: 30 სექტემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებრეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-qristian-prosis-leqtsia-revolutsia-da-sheshliloba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16023.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151001T135300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151001T135300
DTSTAMP:20260513T185810
CREATED:20151001T095349Z
LAST-MODIFIED:20240202T072531Z
UID:10003268-1443707580-1443707580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენერთა ტრენინგი წამალდამოკიდებულების მკურნალობასა და პრევენციაში
DESCRIPTION:23 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი\, ადიქტოლოგთა ასოციაციასთან და დამოკიდებულების კვლევით ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიასთან“ ერთად\, ატარებს ტრენერთა ტრენინგს წამალდამოკიდებულების მკურნალობისა და პრევენციის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის. ტრენინგს გაუძღვებიან ადიქციის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო ცენტრის – ICCE (International Centre for Credentialing and Education of Addiction Professionals) – უცხოელი ტრენერები. \nICCE კოლომბოს გეგმის ერთ-ერთი პროგრამაა\, რომლის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.colombo-plan.org/ \nწამალდამოკიდებულების მკურნალობის კურიკულუმი \nთემები (წამალდამოკიდებულების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის): \n\nფიზიოლოგია და ფარმაკოლოგია;\nწამალდამოკიდებულების მკურნალობა – ხანგრძლივი ზრუნვა;\nველზე მუშაობა;\nთემზე დაფუძნებული მკურნალობა;\nკომორბიდობა;\nკონსულტირების საბაზისო უნარ-ჩვევები;\nკლიენტებისა და მათი ოჯახების ფსიქოგანათლება;\nმიღება\, სკრინინგი\, შეფასება\, მკურნალობის დაგეგმვა და დოკუმენტირება;\nშემთხვევის მართვა;\nკრიზისული ინტერვენცია;\nეთიკა.\n\nპრევენციის კურიკულუმი: \n\nშესავალი პრევენციის მეცნიერებაში;\nფიზიოლოგია და ფარმაკოლოგია;\nპრევენციული ინტერვენციებისა და პოლიტიკის შეფასება და მონიტორინგი;\nპრევენციული ინტერვენციები ოჯახისთვის;\nპრევენციული ინტერვენციები სკოლებისთვის;\nპრევენციული ინტერვენციები სამუშაო ადგილებზე;\nგარემოზე მიმართული პრევენცია;\nმედია – პრევენციული ინტერვენციები;\nთემზე დაფუძნებული პრევენციული სისტემების დანერგვა\n\nტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ვინაიდან ეს არის ტრენერთა ტრენინგი\, მონაწილეებმა სესიების ბოლოს თავად უნდა ჩაატარონ სემინარები. \nშერჩეული აპლიკანტები ტრენინგს დაესწრებიან უფასოდ. ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. \nმონაწილეობის მსურველებმა CV (ინგლისურ ენაზე) გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: addictology@iliauni.edu.ge \nგაითვალისწინეთ: ICCE მოთხოვნების შესაბამისად\, პრევენციის პროგრამაში მონაწილე აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი\, მკურნალობის პროგრამის შემთხვევაში კი – მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება. \nტრენინგის ხანგრძლივობა: 8 დღე (23 ნოემბერი – 3 დეკემბერი\, 2015) \nგანაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nელფოსტა: addictology@iliauni.edu.ge \nტელ.: 577 20 20 61 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/trenertha-treningi-tsamaldamokidebulebis-mkurnalobasa-da-preventsiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/16759.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151002T171900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151002T171900
DTSTAMP:20260513T185810
CREATED:20151002T131910Z
LAST-MODIFIED:20240202T072525Z
UID:10003266-1443806340-1443806340@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სეზარი და დრანა“ - ილიაუნის თეატრის სპექტაკლი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
DESCRIPTION:6 ოქტომბერს\, 13:00 საათზე\, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარი პროგრამის ფარგლებში\, ილიაუნის თეატრი ითამაშებს სპექტაკლს „სეზარი და დრანა“. \nსპეციალურად ფესტივალისთვის\, თბილისს ეწვევა და სპექტაკლს დაესწრება პიესის ავტორი\, თანამედროვე კანადელი დრამატურგი იზაბელ დორე. \n„სეზარი და დრანა“ მონოსპექტაკლია და მოგვითხრობს ბოშა ქალზე\, დრანაზე\, რომელიც თავის ბებერ ცხენ სეზართან ერთად გზას მიუყვება და მას\, ერთადერთ ახლობელ სულიერს\, ესაუბრება. დრანა ღონემიხდილ ცხენს უამბობს ომითა და ჭირ-ვარამით სავსეცხოვრების შესახებ\, იხსენებს სიყვარულს\, შვილებს… \nდრანას როლს სპექტაკლში ლილი ხურითი თამაშობს\, შემოქმედებითი ჯგუფიც მხოლოდ ქალებისაგან შედგება. პიესა ფრანგულიდან ქეთი კვანტალიანმა თარგმნა\, ორიგინალური მუსიკა სპეციალურად სპექტაკლისთვის კომპოზიტორმა მაია გოქსაძემ შექმნა\,სპექტაკლი დანიაში მოღვაწე მხატვარმა\, თამარ კობიაშვილმა\, გააფორმა. \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით. \nდრო: 6 ოქტომბერს\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sezari-da-drana-iliaunis-theatris-speqtakli-saerthashoriso-theatralur-phestivalze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/16802.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151002T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151002T180000
DTSTAMP:20260513T185810
CREATED:20150930T090212Z
LAST-MODIFIED:20240202T072521Z
UID:10003263-1443808800-1443808800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შვეიცარიელი პროფესორის\, პატრიკ სერიოს\, ვორკშოპი და წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ვორკშოპი და წიგნის პრეზენტაცია\, რომელსაც გაუძღვება ლოზანის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ემერიტირებული პროფესორი\, პატრიკ სერიო. \nვორკშოპის თემაა სტრუქტურალიზმის ინტელექტუალური საფუძვლები 1920-30-იანი წლების ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში. თემა მნიშვნელოვანია იმდენად\, რამდენადაც ეხება როგორც კულტურისა და აზროვნების ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს\, ასევე რეგიონს\, რომელსაც საქართველოც ეკუთვნის. როგორც ეპოქა\, ისე რეგიონი\, საჭიროებს ჩაღრმავებულ მეცნიერულ შესწავლას\, რასაც გვთავაზობს კიდეც პატრიკ სერიოს მონოგრაფია “სტრუქტურა და მთლიანობა”. მისი ქართული თარგმანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა სერიისათვის “მოდერნულობის ისტორია და თეორია” (მე-8 ტომი). \nვორკშოპზე პრეზენტაციას გააკეთებს თავად პროფ. სერიო; სიტყვით გამოვლენ ასევე სერიის რედაქტორი პროფ. გიგა ზედანია და წიგნის მთარგმნელი პროფ. თინათინ ბოლქვაძე. \nდრო: 2 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shveitsarieli-prophesoris-patrik-serios-vorkshopi-da-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16731.png
END:VEVENT
END:VCALENDAR