BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150601T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150601T100000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150527T083719Z
LAST-MODIFIED:20241122T110908Z
UID:10003436-1433152800-1433152800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია: "რელიგია და სეკულარიზმი კავკასიაში - ახალი კონფიგურაცია"
DESCRIPTION:1-3 ივნისს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „რელიგია და სეკულარიზმი კავკასიაში – ახალი კონფიგურაცია“. \nკონფერენციის თემაა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთობის თავისებური ფორმების ჩამოყალიბება\, რელიგიურობის ახალი ფორმები და\, ზოგადად\, რელიგიური ლანდშაფტის ცვლილება პოსტკომუნისტურ პერიოდში. \nგარდა ამისა\, კონფერენციაზე განხილული იქნება რელიგიის როლი\, მისი რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეში და სეკულარიზმის პრობლემატიკა ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში. \nკონფერენციის ორგანიზატორები არიან: CASCADE / ISSICEU/ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nკონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური და რუსული. \nკონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 1-2 ივნისი\, 10:00-18:00 საათი\, 3 ივნისი\, 10:00-14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-religia-da-sekularizmi-kavkasiashi-akhali-konphiguratsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11612.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150601T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150601T120000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150522T114355Z
LAST-MODIFIED:20240202T073300Z
UID:10003435-1433160000-1433160000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორის\, ქრისტიან კიორნერის\, საჯარო ლექციები
DESCRIPTION:1-3 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი\, ქრისტიან კიორნერი. ვიზიტის მიზანია სამაგისტრო სალექციო კურსის – „გლობალურიცვლილებების ეკოლოგიური პერსპექტივები“ – ფარგლებში\, საჯარო ლექციების წაკითხვა. \nთემატიკა: \nაქტუალური ეკოლოგიური პრობლემების (კლიმატის გლობალური ცვლილება\, მიწათსარგებლობის ცვლილება\, ეკოსისტემებზე ანთროპოგენური ზემოქმედება და სხვ.) ფონზე\, პროფესორი ქრისტიან კიორნერი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ლიმიტირება და სტრესი ეკოლოგიაში\, ფუნქციური ბიოგეოგრაფია\, ნახშირბადის ციკლი და ნახშირბადის მარაგი\, ბიომრავალფეროვნების ფუნქციური მნიშვნელობა და სხვ. \nგანრიგი: \n1-ლი ივნისი – 12:00 საათი;\n2 ივნისი – 11:00-13:00 და 15:00–17:00 საათი;\n3 ივნისი – 11:00-13:00 და 15:00–17:00 საათი. \nადგილმდებარეობა: \nE 336 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nლექციებზე დასწრება თავისუფალია. \nპროფესორ ქრისტიან კიორნერის შესახებ: \nპროფ. ქ. კიორნერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული მეცნიერია ეკოლოგიის სფეროში. ავტორია 400-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა\, არის რამდენიმე აკადემიის და საერთაშორისო სამეცნიერო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წევრი და ხელმძღვანელი; ასევე – რამდენიმე საერთაშორისო პერიოდული გამოცემის რედაქტორი და რედკოლეგიის წევრი. \nპროფ. ქ. კიორნერი\, თითქმის 40 წელია\, აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერებთან: 2006-2012 წლებში მონაწილეობდა საერთო სამეცნიერო პროექტებში; გამოქვეყნებულია და ქვეყნდება ერთობლივი შრომები; არის უნივერსიტეტის ელექტრონული ჟურნალის „Caucasus Biodiversity“ რედკოლეგიის წევრი; მისი მხარდაჭერით\, ქართულად ითარგმნა და 2008 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოიცა წიგნი „Alpine Plant Life: Functional Plant Ecology of High Mountain Ecosystems“. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bazelis-universitetis-prophesoris-qristian-kiorneris-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11177.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150602T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150602T140000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150518T122417Z
LAST-MODIFIED:20240202T073256Z
UID:10003434-1433253600-1433253600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: ცეკვა პოლონეთში - შიდა ცხოვრება
DESCRIPTION:2 ივნისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია ვიდეოჩვენებით – “ცეკვა პოლონეთში – შიდა ცხოვრება”. ლექცია-დისკუსიას გაუძღვებიან: გჟეგოჟ კონდრაშუკი (მარი კიური-სადოვსკას უნივერსიტეტი\, ლუბლინი)\, რიჩარდ კალინოვსკი (ლუბლინის ცეკვის თეატრი)\, ლევან ხეთაგური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). \nლუბლინის თანამედროვე ცეკვის თეატრი თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოწვევითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩამოდის. \nპოლონური ცეკვის პლატფორმამ 2014 წელს გვაჩვენა\, რა საოცრად განსხვავებული შეიძლება იყოს და არის ცეკვა პოლონეთში – თავისი სტილით\, ტექნიკით\, ტრადიციასთან თუ გეოგრაფიასთან მიბრუნებით\, ევროპასთან და მთელ დანარჩენ სამყაროსთან კავშირით ან თუნდაც მართვის საორგანიზაციო მოდელებით. წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები საცეკვაო დადგმებიდან\, რაც წარმოდგენილი იყო 2014 წლის პლატფორმაზე. ეს კი მიზნად ისახავს\, გაჩვენოთ რაც შეიძლება საინტერესო ასპექტები (როგორც მხატვრული ასევე ორგანიზაციული)\, რაც წარმოაჩენს პოლონეთის თანამედროვე ცეკვის მდგომარეობას მისი ინტერდისციპლინური და საერთაშორისო ხასიათით. \nპროექტი ხორციელდება საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით\, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს\, ფონდ „კავკასიისა“ და სამეფო უბნის თეატრის მხარდაჭერით. \nდრო: 2 ივნისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-da-diskusia-themaze-tsekva-polonethshi-shida-tskhovreba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/10760.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150602T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150602T180000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150529T131142Z
LAST-MODIFIED:20240202T073254Z
UID:10003433-1433268000-1433268000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბექა ჩხარტიშვილის მოხსენება - ”ფილოსოფია და იუმორი”
DESCRIPTION:2 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, სტუდენტური პროექტის – “Sapere Aude” – ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი\, ბექა ჩხარტიშვილი\, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – „ფილოსოფია და იუმორი“. \nდრო: 2 ივნისი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/beqa-chkhartishvilis-mokhseneba-philosophia-da-iumori/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/4800.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150603T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150603T140000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150602T072700Z
LAST-MODIFIED:20240202T073249Z
UID:10003432-1433340000-1433340000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბიზნესის სკოლა - სტუდენტური ვაკანსია სადაზღვევო კომპანიაში ”იმედი L”
DESCRIPTION:3 ივნისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, სადაზღვევო კომპანია ”იმედი L” ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე (გარეგაყიდვების მიმართულებით). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა\, გაიარონ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი და დასაქმდნენ სადაზღვევო ბაზარზე ლიდერ კომპანიაში. სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასს\, საკომისიოსა და დამატებით თანხას. \nდრო: 3 ივნისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-biznesis-skola-studenturi-vakansia-sadazghvevo-kompaniashi-imedi-l/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12670.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150603T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150603T190000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150527T125606Z
LAST-MODIFIED:20240202T073246Z
UID:10003431-1433358000-1433358000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარინე ტარასაშვილის საჯარო ლექცია: ”მწვანე სახლი” - ფსიქოანალიტიკური სივრცე ბავშვებისათვის. თეორიული წანამძღვრებისა და შედეგების მიმოხილვა
DESCRIPTION:3 ივნისს 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში  ”ლიგამუსი”\,  შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე – „მწვანე სახლი” – ფსიქოანალიტიკური სივრცე ბავშვებისათვის. თეორიული წანამძღვრებისა და შედეგების მიმოხილვა“. \nბავშვთა ფსიქოანალიზს\, ისევე\, როგორც ზოგადად ფსიქოანალიზს\, საუკუნოვანი ისტორია აქვს და ფროიდიდან იღებს სათავეს. „ბავშვი არის ზრდასრულის მამა“\, – ამბობდა ფროიდი\, რადგან მიიჩნევდა\, რომ ადრეული ბავშვობის პერიოდი\, ის ფსიქო-ემოციური\, ოჯახური და სოციალური გარემო\, რომელშიც ბავშვი იზრდება\, ადამიანის ფსიქიკურ სტრუქტურას თავიდანვე აყალიბებს და სხვებთან თუ საკუთარ თავთან ურთიერთობის ფუნდამენტს ქმნის. \nბავშვთა ფსიქოანალიზი ფროიდის შემდეგაც განვითარდა. დაგროვდა კლინიკური მასალა\, შეიქმნა კონკრეტული მეთოდიკები. გაიხსნა დაწესებულებები\, სადაც ფსიქოანალიზს\, როგორც თერაპიას\, სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან იყენებენ წარმატებით. \n„მწვანე სახლიც“ ფსიქოანალიზის წიაღში დაბადებული ერთ-ერთი დაწესებულებაა. \nრა არის „მწვანე სახლი“\, რატომ შეიქმნა\, რა თეორიულ წანამძღვრებს ეფუძნება და რა პრაქტიკული ღირებულება აქვს – ამაზე\, ბავშვთა ფსიქოანალიზზე\, მის ისტორიაზე\, შესაძლებლობებზე\, მეცნიერულ საფუძვლებსა და პრაქტიკულ შედეგებზე ისაუბრებს ფსიქოლოგი\, ”მწვანე სახლის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი\, მარინე ტარასაშვილი. \n დრო: 3 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლის ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/marine-tarasashvilis-sajaro-leqtsia-mtsvane-sakhli-phsiqoanalitikuri-sivrtse-bavshvebisathvis-theoriuli-tsanamdzghvrebisa-da-shedegebis-mimokhilva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11822.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150603T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150603T200000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150602T071155Z
LAST-MODIFIED:20240202T073243Z
UID:10003430-1433361600-1433361600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოლიერის „სკაპენის ოინები“ - პრემიერა ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:3\, 4\, 7 ივნისს ილიაუნის თეატრში მიმდინარე სეზონზე ბოლო\, მეხუთე პრემიერა გაიმართება. \nჟან-ბატისტ მოლიერის პიესას – „სკაპენის ოინები“ – რეჟისორი გოგა ქაჩიაბაია წარმოგიდგენთ. სპექტაკლში გამოყენებულია ნაწყვეტები პიესის აკაკი წერეთლისეული თარგმანიდან და ჟღერს იტალიური ხალხური მუსიკა და სიმღერა. \nსპექტაკლში ილიაუნის თეატრის მსახიობები თამაშობენ. ასევე\, სპეციალურად „სკაპენის ოინებისთვის“ ილიაუნის თეატრმა სამი მსახიობი თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მოიწვია. სპექტაკლის მხატვარია ლევან ჭიჭინაძე; კოსტიუმები შეასრულა ციცინო ციცხვაიამ\, ხოლო დეკორაცია დამზადდა ილიაუნის თეატრის სახელოსნოში. \nპიესა „სკაპენის ოინები“ კომედია დელ’არტეს კლასიკურ სქემას მიჰყვება და „10 ძირითადი ნიღბისგან“ შედგება: ორი შეყვარებული ბიჭი\, რომლებიც მამების რისხვას გაურბიან; ორი მშვენიერი\, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის ღარიბი გოგო; ორი მდიდარი მამა\, რომლებიც სახლში ბრუნდებიან\, რათა შეყვარებული ბიჭები სულ სხვა გოგოებზე დააქორწინონ; მსახური\, კაპიტანი\, მოახლე ქალი და ყოვლისშემძლე სკაპენი\, რომელიც ორ წუთში ახვევს თავბრუდამხვევ ოინებს\, რათა დაამარცხოს სიძუნწე\, დაეხმაროს შეყვარებულ ბიჭებს\, ბედნიერება გაამეფოს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქ ნეაპოლში და თეატრალური დარბაზი სიცილსა და მხიარულებაში გახვიოს. \nილიაუნის თეატრში მოლიერი კიდევ ერთხელ შეეჯიბრება იტალიურ კომედია დელ’არტეს და ქართველ მაყურებელს შეახსენებს – სკაპენი რომ არა\, მსოფლიო დრამატურგიას არც ფიგარო ეყოლებოდა. \nსპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/molieris-skapenis-oinebi-premiera-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12667.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150604T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150604T160000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150520T115649Z
LAST-MODIFIED:20240202T073240Z
UID:10003428-1433433600-1433433600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნატო ინგოროყვას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:4 ივნისს\, ხუთშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” გაიმართება შეხვედრა ნატო ინგოროყვასთან. ქალბატონი ნატო ინგოროყვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ “მასწავლებელისა” და ინტერნეტ-გამოცემა mastsavlebeli.ge-ს მთავარი რედაქტორი და ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელია. მოწვეული სტუმარი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ადამიანი “გლობალურ სოფელში” და მედიაგზავნილების სუპერმარკეტი”\, ანუ როგორ ვაქციოთ ინფორმაცია ცოდნად. \nდრო: 4 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. № 32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nato-ingoroqhvas-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11032.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150604T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150604T170000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150601T135730Z
LAST-MODIFIED:20240202T073239Z
UID:10003427-1433437200-1433437200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:UNHCR-ის რეგიონალური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის\, ჰაი შელოუს\, საჯარო ლექცია: მშვიდობა და უსაფრთხოება
DESCRIPTION:4 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში სამხრეთ კავკასიაში (საქართველო\, აზერბაიჯანი\, სომხეთი) UNHCR-ის რეგიონალური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე\, ჰაი შელოუ წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მშვიდობა და უსაფრთხოება. ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები – საფრთხე რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის. \nჰაი რუბინ დოვედ შელოუ დაიბადა 1961 წელს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში (UNHCR) მოღვაწეობა დაიწყო 1993 წელს ჰონკონგში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პოლონეთში\, შვეიცარიაში\, აღმოსავლეთ ტიმორში\, კანადაში\, სამხრეთ სუდანში\,საქართველოში კი იმყოფებოდა 1997-1999 წლებში. ბატონი შელოუ ამჟამად რეგიონალური წარმომადგენლის მოადგილეა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისში და პასუხისმგებელია სომხეთზე\, აზერბაიჯანსა და საქართველოზე. \nბატონ შელოუს აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი\, ასევე ის არის მაგისტრი საერთაშორისო სამართალში და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში. \nდრო: 4 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unhcr-is-regionaluri-misiis-khelmdzghvanelis-moadgilis-hai-shelous-sajaro-leqtsia-mshvidoba-da-usaphrthkhoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12666.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150604T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150604T190000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150529T095214Z
LAST-MODIFIED:20240202T073237Z
UID:10003426-1433444400-1433444400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰარუკი მურაკამის ”ნორვეგიული ტყე“ - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:4 ივნისს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” გიწვევთ ჰარუკი მურაკამის რომანის – ”ნორვეგიული ტყე“ – ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. რომანს მთარგმნელი თამარ სუბელიანი და ფილოლოგი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი წარადგენენ. \nდრო: 4 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/haruki-murakamis-norvegiuli-tqhe-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/12055.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150605T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150605T150000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150603T133719Z
LAST-MODIFIED:20240202T073235Z
UID:10003424-1433516400-1433516400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია GEPRA-ს დამფუძნებლის\, სოსო გალუმაშვილის\, საჯარო ლექცია: ”როგორ მუშაობს პიარი”
DESCRIPTION:5 ივნისს\, პარასკევს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მენეჯერთა კლუბი სტუმრად იწვევს ორგანიზაცია ”ჯეპრას” მმართველს\, ბატონ სოსო გალუმაშვილს\, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: \,\,როგორ მუშაობს პიარი”. \nსოსო გალუმაშვილი პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი და ორგანიზაცია ”ჯეპრას” მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია 2002 წლიდან. მისი ოცწლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში\, კერძო\, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და რეკლამის მენეჯერად მუშაობას მოიცავს. სოსო გალუმაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ”არსის”\, ”კავკასუს ონლაინის”\, ”ბაზისბანკის”\, ”ნიკორას”\,”ჰაიდელბერგცემენტის”\, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის\, ”HSBC ბანკი-საქართველოს”\, ”უნიქარდის” ბრენდ საკომუნიკაციო კამპანიებს. მისი საკონსულტაციო საქმიანობა ასევე მოიცავდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სოციალური პარტნიორობის პროექტების შემუშავებას. მათ შორისაა: სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ოჯახების საიდენტიფიკაციო ბაზის შექმნის საკომუნიკაციო კამპანია\, დასაქმების სახელმწიფო პროგრამა\, იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგია\, ქათმისა და ღორის გრიპის პრევენციის კამპანიები\, სოციალური რეფორმის მხარდამჭერი პროგრამა\, კოლხეთის ეროვნული პარკის საპრომოუშენო კამპანია\, ედრესის ბრენდინგი და კარიერების ბიომრავალფეროვნებისხელშემწყობი პროექტი. სოსო გალუმაშვილი 1999-2010 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონსულტაციებს უწევდა მაჟორიტარ კანდიდატებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე. ის თბილისის პიარსკოლის დამფუძნებელიდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა; ასევე არის საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი. \nდრო: 5 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/piarisa-da-marketinguli-komunikatsiebis-kompania-gepra-s-damphudzneblis-soso-galumashvilis-sajaro-leqtsia-rogor-mushaobs-piari/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12697.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150605T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150605T150000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150604T072358Z
LAST-MODIFIED:20240202T073234Z
UID:10003423-1433516400-1433516400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ბესიკ კანკიას სემინარი: „დნმ-ის კვადრუპლექსები სამედიცინო დიაგნოსტიკასა და ნანობიოტექნოლოგიებში“
DESCRIPTION:5 ივნისს\, პარასკევს\,  15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი\, ბესიკ კანკია\, ჩაატარებს ბიოფიზიკის მიმართულების სემინარს თემაზე: „დნმ-ის კვადრუპლექსები სამედიცინო დიაგნოსტიკასა და ნანობიოტექნოლოგიებში“. \nბესიკ კანკია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარი. ის არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ბოლოდროინდელი კვლევები შეეხება დნმ-ის კვადრუპლექსებს\, მათ თერმოდინამიკურ და კინეტიკურ კვლევას\, მათ გამოყენებას სამედიცინო დიაგნოსტიკასა და ნანობიოტექნოლოგიებში. უნდა აღინიშნოს\, რომ ეს კვლევები  დაფინანსებულია არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო (მათ შორის\, ბილ და მელინდა გეითსების) ფონდის მიერ. \nდრო: 5 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-besik-kankias-seminari-dnm-is-kvadrupleqsebi-sameditsino-diagnostikasa-da-nanobioteqnologiebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12769.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150605T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150605T160000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150601T065202Z
LAST-MODIFIED:20240202T073232Z
UID:10003422-1433520000-1433520000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ქეთევან ჯაშის საჯარო ლექცია: "უცხო ენის როლი თარგმანის განსახორციელებლად“
DESCRIPTION:5 ივნისს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში\, პროფესორი ქეთევან ჯაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “უცხო ენის როლი თარგმანის განსახორციელებლად“ \nდრო: 5 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-qethevan-jashis-sajaro-leqtsia-utskho-enis-roli-thargmanis-gansakhortsieleblad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12125.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150605T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150605T190000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150529T124705Z
LAST-MODIFIED:20240202T073230Z
UID:10003420-1433530800-1433530800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინგლისური ენის საღამო ილიაუნიში
DESCRIPTION:5 ივნისს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გიწვევთ ანგლისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე – “ინგლისური ენის საღამო”.სტუდენტები წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე დამუშავებულ ფართო სპექტრის თემატიკას: Idioms\,Proverbs\, Hidden Messages\, Car Dust Painting\, Street Art\, Origami\, UFOs\,Weird Architectural Designs და ა.შ. \nდრო: 5 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/inglisuri-enis-saghamo-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/12057.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150606T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150606T160000
DTSTAMP:20260613T004533
CREATED:20150527T072807Z
LAST-MODIFIED:20240202T073227Z
UID:10003419-1433606400-1433606400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"შექმენი შენი მეტაფორა" - კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
DESCRIPTION:დასრულდა სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი სტუდენტებისათვის – “შექმენი შენი მეტაფორა”. \nჟიურიმ (ჟიურის თავმჯდომარე: გიგი თევზაძე; ჟიურის წევრები: ცირა ბარბაქაძე\, ანა კორძაია-სამადაშვილი\, ნატო დავითაშვილი) გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრები. \n“მეტაფორების გამოფენა” და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი შედგება 6 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსში” (ჭავჭავაძის გამზ. №32). \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sheqmeni-sheni-metaphora-konkursis-gamarjvebultha-dajildoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11593.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR