BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240720T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240720T200000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240710T120501Z
LAST-MODIFIED:20240710T120501Z
UID:10005501-1721502000-1721505600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია
DESCRIPTION:20 ივლისს\, 19:00 საათზე\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება  2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია. \nსაზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს  ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე\, რის შემდეგაც  შესრულდება  ქუდების ცაში ასროლის ტრადიციული რიტუალი. \nკურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია დასრულდება კონცერტით.  სტუდენტებისთვის დაუკრავენ:   \n\nალექსანდრე ხარანაული\nბენდი „ნუ მიეყრდნობით“\n\nდრო: 20 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\, ვაკის პარკის მოპირდაპირედ)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kursdamthavrebulebis-gamosashvebi-tseremonia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/WB.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240716T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240716T190000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240711T080119Z
LAST-MODIFIED:20240711T104540Z
UID:10005503-1721152800-1721156400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კახა ლომაიას კრებულის „გამოცდები: წერილები\, ინტერვიუები\, გამოსვლები\, ჩანაწერები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 ივლისს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კახა ლომაიას წიგნის „გამოცდები: წერილები\, ინტერვიუები\, გამოსვლები\, ჩანაწერები“ პრეზენტაცია. \nკრებული აერთიანებს ალექსანდრე (კახა) ლომაიას სხვადასხვა დროის პუბლიკაციებსა და გამოუქვეყნებელ მასალებს. \nავტორის ვრცელ წინასიტყვაობასთან ერთად გამოცემაში შეტანილია წერილები განათლების რეფორმაზე\, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე\, ასევე გამოსვლები გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის სხდომებზე\, ინტერვიუები და ჩანაწერები. \nკრებულის დანართში შესულია რამდენიმე საერთაშორისო პუბლიკაციის თარგმანი საქართველოს განათლების რეფორმის შესახებ. საქართველოს უახლესი ისტორიის ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტს ასახავს წიგნის ფოტოები\, რომელთა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება. \nსაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ\, 1991 წელს\, ალექსანდრე (კახა) ლომაია იყო საქართველოს პირველი მუდმივი წარმომადგენელი (ელჩი) რუსეთში. \n1995-2004 წლებში – ფონდ „ევრაზიის“ (აშშ) საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი და დირექტორი\, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი\, „დემოკრატიული კოალიციის პროექტის“ (აშშ) რეგიონული დირექტორი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. \n2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად\, 2008-2009 წლებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. \n2014 წლიდან მუშაობს გაეროს შტაბ-ბინაში\, ნიუ-იორკში\, სამთავრობოთაშორისი საქმეების უფროს ოფიცრად\, გაეროს განიარაღების კომისიის მდივნად. \nწიგნი გამოსცა „ინტელექტმა“. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 ივლისი\, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kakha-lomaias-krebulis-gamotsdebi-tserilebi-interviuebi-gamosvlebi-chanatserebi-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/web-tsignis-prezentatsia-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240716T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240716T160000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240712T093155Z
LAST-MODIFIED:20240712T093155Z
UID:10005504-1721138400-1721145600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ სოფიკო კოტრიკაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:16 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი სოფიკო კოტრიკაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ტრადიცია და სიახლე ქართულ საავტორო სიმღერებში“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – თამაზ გაბისონია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი \nდრო: 16 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-sophiko-kotrikadzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/web-sadisertatsio-metsn-sophiko.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240715T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240715T200000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240709T075208Z
LAST-MODIFIED:20240709T075208Z
UID:10005499-1721070000-1721073600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 22-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი
DESCRIPTION:15 ივლისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 22-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი. \nგუნდის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. \nდრო: 15 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-simgheris-studenturi-gundis-22-e-semestruli-saangarisho-kontserti/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/752dca6d1d0c88c3dffb5ff1486b7d11_84173.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240712T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240712T180000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240704T144052Z
LAST-MODIFIED:20240704T144052Z
UID:10005492-1720803600-1720807200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ მაია დამენიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:12 ივლისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ დოქტორანტი მაია დამენია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „საქართველოს კათოლიკური მისიების პროსოპოგრაფიული ბაზა (საისტორიო მეხსიერების რევიზია XVII-XVIII საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით)“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი \nდრო: 12 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-maia-damenias-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/b673401c6b1e116d4e14f1cc4053c262_84097.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240712T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240712T170000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240703T172601Z
LAST-MODIFIED:20240705T115449Z
UID:10005489-1720796400-1720803600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღე ბოტანიკურ ბაღში
DESCRIPTION:12 ივლისს\, 15:00-დან 18:00 საათამდე\, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს. \nნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი\, რომელიც დაარსდა 1933 წელს\, დღემდე წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის კვლევასა და ინვენტარიზაციაში. \nღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფები გამართავენ საინტერესო ღონისძიებებს და ჩაატარებენ ექსპერიმენტებს\, რომლებიც წარმოაჩენენ საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვან\, საინტერესო პროექტებს\, მიღწევებსა და თანამედროვე ტექნოლოგით შექმნილ პროექტებსა და პროცესებს\, რომელთაც სამეცნიერო სამუშაოების დროს იყენებენ. \nსტუმრებს დახვდებათ: \n\nნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის კარავი – ჰერბარიუმის გამოფენა;\nკოსმოსური კვლევების ცენტრის კარავი –  პლანეტარიუმი და ტელესკოპით მზეზე დაკვირვება;\nგამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის კარავი;\nეკოლოგიის ინსტიტუტი;\nქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის კარავი;\nტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის კარავი;\nდედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კარავი;\nSalis ლაბორატორიის და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კარავი;\nზოოლოგიის ინსტიტუტის კარავი და სხვ.\n\nღონისძიების დროს ასევე გაიმართება ბოტანიკურ პერსონაჟთა ილუსტრაციის ვორკშოპი. \nმისი მონაწილენი შეძლებთ პერსონაჟის გამოგონებასა და ილუსტრირებას ბოტანიკური ფორმების გამოყენებით\, ისწავლით მაგალითების მოძიებას\, ფორმების განცალკევებას\, მოხაზვას\, გამარტივებასა და შეერთებას\, გაეცნობით პერსონაჟის ილუსტრირების ძირითად პრინციპებს\, როგორებიცაა: სილუეტი\, ფერი და აქცენტები. ვორკშოპი არარსებული ბოტანიკური პერსონაჟის შექმნისა და გაცოცხლების საშუალებას მოგცემთ. დასასრულ მიიღებთ თქვენ მიერ შექმნილ უნიკალურ პერსონაჟს. \nასაკობრივი ზღვარი: 15+ \nცოდნის დონე: ნებისმიერი \nხანგრძლივობა: 2 საათი\, 10 წუთი შესვენება \nმონაწილე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო მასალებით – თაბახის ფურცლებით\, უბრალო ფანქრით\, შავ მელნიანი კალმით\, პერგამენტის ქაღალდებით\, გასაფერადებელი მასალებით (მარკერით\, ფერადი ფანქრებით). \nსურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თან იქონიოთ საკუთარი გრაფიკული პლანშეტი ან ლეპტოპი სახატავი აპლიკაციებით (Procreate App\, Photoshop\, Sketch). \nვორკშოპზე დასასწრებად გთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/XvvsFcWxiCuXGAeh9  \nგაითვალისწინეთ\, რომ შეზღუდული ადგილების გამო ვორკშოპში მონაწილეობას შეძლებს პირველი 20 რეგისტრირებული პირი. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა: 10 ივლისი\, 18:00 საათი. \nდრო: 12 ივლისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე \nდასწრება თავისუფალია. \n\nღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\, ესტუმრონ საქართველოს ეროვნულ ჰერბარიუმს. \nჰერბარიუმის\, როგორც ეროვნული საგანძურის\, მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგით: \nმცენარეებისა და სოკოების საჰერბარიუმო კოლექციები\, რომელთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 1 000 000-ს\, უმნიშვნელოვანესი საფუძველია საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა სამყაროს (ჰაბიტატებისა და ცალკეული სახეობების გავრცელების არეალის ჩათვლით) ყველა მიმდინარე და მომავალი კვლევისა და მცენარეული რესურსების გამოყენების შემსწავლელი პროექტებისათვის. \nსაქართველოს მცენარეთა რესურსების უნიკალური ისტორიული დოკუმენტაციაა\,  შექმნილი კავკასიისა და საქართველოს ფლორის აღიარებულ მკვლევართა მიერ. \nტურზე დასასწრებად გთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/CgFwO \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივლისი\, 18:00 საათი \nდრო: 12 ივლისი\, 16:00 და 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sabunebismetqhvelo-metsnierebis-popularizatsiis-ghia-karis-dghe-botanikur-baghshi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/4a5d6d7a2a4f76ecf437b23e76cad49b_84089.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240712T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240712T120000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240705T141330Z
LAST-MODIFIED:20240705T141512Z
UID:10005497-1720782000-1720785600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ – შეხვედრა შშმ პირთა დამსაქმებელ ორგანიზაციებთან
DESCRIPTION:12 ივლისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა შშმ პირების დამსაქმებელ ორგანიზაციებთან პროექტის #CIF -2023-04: „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ ფარგლებში. \nშეხვედრაზე მოწვეულია სოციალური საწარმოების\, არასამთავრობო ორგანიზაციების\, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის 40-მდე წარმომადგენელი. \nდამსწრე საზოგადოება გაეცნობა შშმ პირების დასაქმების ინოვაციურ მოდელს\, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორიის (ჰაბის) განვითარება ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის\, როგორც პრაქტიკის ადგილი შშმ პირებისთვის სხვადასხვა სამუშაოს გასაანალიზებლად\, ასევე განისაზღვრება შშმ/სსმ პირების კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები\, შესაძლებელი გახდება მათი სოციალური ინტეგრაცია და მხარდამჭერ თემში მონაწილეობის ხელშეწყობა. \nშეხვედრაზე მოხსენებებს წაიკითხავენ პროექტის ხელმძღვანელი და მასწავლებლები\, სტუდენტები ისაუბრებენ საკუთარი გამოცდილების შესახებ. დასასრულს გაიმართება დისკუსია დასაქმების პროცესში შშმ პირთა გამოწვევებისა და მათი მხარდაჭერის მოდელების შესახებ. \nშეხვედრის ერთ-ერთი შედეგი იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით ქსელის „მოდი-ლაბორატორიები“ შექმნა შშმ პირების დასაქმების უფლებათა ადვოკატირებისთვის. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 ივლისი\, 11:00-დან 15:00 საათამდე \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115a აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sastsavlo-laboratoriebi-thanabari-uphlebebisthvis-shekhvedra-shshm-pirtha-damsaqmebel-organizatsiebthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/web-metsn-khel-shshm-pirtha.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240711T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240711T140000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240708T105001Z
LAST-MODIFIED:20241122T110938Z
UID:10005498-1720702800-1720706400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ონლაინვებინარი ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შესახებ
DESCRIPTION:11 ივლისს\, 13:00 საათზე\, საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორი მარიამ სულაშვილი გამართავს ვებინარს ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შესახებ. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: \n\nპროგრამის მიმოხილვა;\nშესაძლებლობები სტუდენტებისთვის;\nმონაწილეობის წინაპირობები და განაცხადის შევსების პროცედურა;\nკითხვა-პასუხი.\n\nმონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაცია აუცილებელია. \nდაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. \nდამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული განრიგი: https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/84164.pdf \nშენიშვნა: ვებინარი ჩაიწერება. \nფორმატი: ონლაინ (Google Meets) \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 11 ივლისი\, 13:00-14:00 (საქართველოს დროით)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/onlainvebinari-erasmus-mundusis-erthoblivi-samagistro-programis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/006c66cc28479c6a5fcfbff355afa827_84165.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240710T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240710T163000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240705T100446Z
LAST-MODIFIED:20240705T100446Z
UID:10005493-1720625400-1720629000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ლილი გლურჯიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:10 ივლისს\, 15:30 საათზე\, ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლილი გლურჯიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „გზის ადამიანები\, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი\, ვიმ ვენდერსი\, ანიეს ვარდა\, შანტალ აკერმანი (კინო\, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო მხეიძე\, ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი \nდრო: 10 ივლისი\, 15:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-lili-glurjidzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/WEB-sadisertatsio.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240705T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240705T200000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240703T122149Z
LAST-MODIFIED:20240703T122149Z
UID:10005487-1720206000-1720209600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სამაგიდო თამაშების საღამო 2.0” ილიაუნის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:5 ივლისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება სამაგიდო თამაშების საღამო Board Game Night. \nღონისძიებაზე საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს საშუალება ექნებათ\, დამეგობრდნენ და ითამაშონ: \n\nCatan\nWavelength\nAzul\nDixit\nCodenames\nMafia\nAvalon\nRisk\nWerewolf\nUno\n\nმონაწილეობისთვის 5 ივლისის ჩათვლით შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. \nსარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/Uo3V67pRUf3AistB7  \nსაერთაშორისო ორგანიზაციის Startup Grind წარმომადგენლობა საქართველოს საუნივერსიტეტო მასშტაბით პირველად 2023 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. \nStartup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის მიზანია საუნივერსიტეტო სტარტაპსაზოგადოების შექმნა\, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენას როგორც ადგილობრივ\, ისე საერთაშორისო დონეზე. \nდრო: 5 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი\, უნიფუდი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samagido-thamashebis-saghamo-2-0-iliaunis-studentebisthvis/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/samagido-thamashebi_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240704T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240805T103000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240626T073202Z
LAST-MODIFIED:20241122T110937Z
UID:10005482-1720087200-1722853800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზღვრებს მიღმა: კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი 2024
DESCRIPTION:4-8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ინჰას უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეის კვლევების ცენტრის ინიციატივით\, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის მონაწილეობით გაიმართება 5-დღიანი სტუდენტური კონფერენცია/ბანაკი. \n4 და 5 ივლისს თბილისში გაიმართება აკადემიური კონფერენცია. \nდამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება\, მოუსმინოს და შეკითხვები დაუსვას კორეელ და ქართველ მომხსენებლებს\, გაეცნოს საქართველო-კორეის ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან საკითხებს.. \nღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. \nპროგრამის სანახავად იხილეთ ბმული: https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/83896.pdf \nღონისძიების სპონსორები:  \n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nინჰას უნივერსიტეტი\nკორეის რესპუბლიკის საელჩოს ოფისი საქართველოში\nგ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\nუცხო ენების სასწავლო ცენტრიMillennium House\nრესტორანი „სეული“\nრესტორანი KOREA\nმეღვინეობა „აკიდო“\nმეღვინეობა Muzze\nქართული ჩიფსი „ფრიქსი • FRIXX“\nOttogi Georgia\nAlterSocks • ალტერსოქსი\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: \n\n4 ივლისი\, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3\n5 ივლისი\, 10:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3\n\nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazghvrebs-mighma-koreul-qarthuli-akhalgazrduli-banaki-2024/
CATEGORIES:კონფერენციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/nese.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240627T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240627T210000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240624T074410Z
LAST-MODIFIED:20240624T074410Z
UID:10005477-1719518400-1719522000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ
DESCRIPTION:27 ივნისს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან Erasmus-სა და სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. \nმომხსენებლები: \nთამარ თათეშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი. \n\n2023\, პოლონეთი – WSB University\, Erasmus-ის პროგრამა\n2024\, ქლივლენდი\, მისისიპი – Delta State University\, Ugrad-ის პროგრამა\n\nანა ქათამაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი \n\n2023\, პოლონეთი – Poland University of Lomza\, Erasmus\n\nდასასრულ მომხსენებლები უპასუხებენ შეკითხვებს. \nრეგისტრაციისთვის შეავსეთ ანკეტა ბმულზე: https://forms.gle/zL4gXuhTQhzFz9t26 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 ივნისი\, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-gatsvlithi-programebis-shesakheb/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/c5ea54448be4b83ae45b2c97a168c2b7_83714.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240626T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240626T160000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240619T121558Z
LAST-MODIFIED:20241122T110934Z
UID:10005471-1719399600-1719417600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ტრავმა და საზოგადოება“ – ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური კონფერენცია
DESCRIPTION:26 ივნისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი და ადიქციის კვლევების ინსტიტუტი გამართავს ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიურ კონფერენციას „ტრავმა და საზოგადოება“. \nკონფერენცია ეწყობა საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებასთან\, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრსა და ფონდთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით. \nკონფერენციის წლევანდელი თემაა „ტრავმა და საზოგადოება: ეთიკა\, პრაქტიკა\, კვლევა“. \nდღის წესრიგი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 ივნისი\, 11:00 – 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/travma-da-sazogadoeba-natalia-zazashvilis-sakhelobis-qhoveltsliuri-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/5cb70759a8355c522043607ea75ab2be_83717.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240620T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240620T210000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240620T101211Z
LAST-MODIFIED:20240620T101211Z
UID:10005475-1718913600-1718917200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გარე განათლება – ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“
DESCRIPTION:20 ივნისს\, 20:00 საათზე\,  ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინერების ციკლის მეხუთე შეხვედრა თემაზე „გარე განათლება“. \nისაუბრებენ: \n\nნატალია ჩილაჩავა\, ბათუმის მე-8 საბავშვო ბაღის მეთოდისტი;\nთამთა კუხალეიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი.\n\nშეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gare-ganathleba-vebinarebis-tsikli-sauketheso-praqtika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/shekhvedra5_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240617T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240617T180000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240610T110213Z
LAST-MODIFIED:20240610T110213Z
UID:10005469-1718643600-1718647200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში – ახალგაზრდა მკვლევართა კვლევითი პროექტების შუალედური ანგარიში”
DESCRIPTION:17 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული მკვლევრები შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. \nღონისძიების მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.  TDI-ის პროექტის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა“ მიზანია მულტიდისციპლინური\, აკადემიური ცოდნის შექმნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ და მისი პოპულარიზაცია. \n\nმომხსენებლები: \nთინათინ მაგრაქველიძე \n„რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა და დაბეგვრის საკითხები 1953-1964 წლებში“ \nელის ბაქრაძე \n„რელიგია და რწმენის თავისუფლება სამცხე-ჯავახეთის სომეხ თემში (პოსტ-საბჭოთა საქართველოს რელიგიური ტრანსფორმაციის კონტექსტში)“ \nრატი ტყემალაძე\, დაჩი ხონელიძე \n„რელიგია და ეროვნულობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ პარტიებში 1892-1917 წლებში“ \n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/religiisa-da-rtsmenis-thavisuphleba-saqarthveloshi-akhalgazrda-mkvlevartha-kvlevithi-proeqtebis-shualeduri-angarishi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/WEB-F.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240615T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240615T120000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240610T110628Z
LAST-MODIFIED:20240610T110628Z
UID:10005470-1718445600-1718452800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“
DESCRIPTION:15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“. \nპანელის მონაწილეები დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობენ კლიმატის დაჩქარებული გლობალური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შეფასებას\, გაიმართება დისკუსია გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელი გზების თაობაზე\, მათ შორის საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტებისა და ცენტრების აუცილებლობაზე. \nმოდერატორი – დავით თარხნიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nპანელის მონაწილეები: \n\nნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\nბერნარდ მიზოფი\, ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილების შემსწავლელი ინსტიტუტისა და კოენიგის მუზეუმის გენერალური დირექტორი (ბონი\, გერმანია)\nკარლო ამირგულაშვილი\, საქართველოს გარემოს დაცვისა და სასოფლო მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტის უფროსი\nმიხეილ ელაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\nლევან ტიელიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\nნილს ჰეინი\, CaBol პროექტის კოორდინატორი\nნინო პატარაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\nმიხეილ ელაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nანკა დანი\, სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრი (CNRS)\, École Normale Supérieure (პარიზი\, საფრანგეთი).\n\nსაქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სასწავლო და კვლევით ქსელებში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან აქცენტს წარმოადგენს ქვეყნისთვის. განათლებისა და კვლევის სისტემების ევროპულ სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ქვეყანამ უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად\, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის ხელშეწყობისა და კვლევის შესაძლებლობათა გასაძლიერებლად სხვადასხვა რეფორმა განახორციელა. ქართულმა უნივერსიტეტებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა ევროპელ კოლეგებთან დაამყარეს პარტნიორობა და თანამშრომლობა\, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლას\, ერთობლივ კვლევით საქმიანობასა და შესაძლებლობათა განვითარების ინიციატივებს. \nღონისძიებაზე ილიაუნის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა\, ფოლკსვაგენისა და ლაიბნიცის ფონდები\, ბონისა და ჰამბურგის ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ფართო საზოგადოებას წარუდგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნებულ ორ მნიშვნელოვან კვლევით ერთეულს: \n\nკარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა\nლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილებების შემსწავლელი ქართულ-გერმანული სამეცნიერო ინსტიტუტი\n\n2023 წლის 13 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ პანელურ დისკუსიაზე გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა\, დოქტორმა იენს ბრანდენბურგმა ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეკოლოგიური და ბიომრავალფეროვნების კვლევების მიმართულებით საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა შესაბამისი კვლევების გაძლიერების აუცილებლობას საქართველოში\, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილში. \nქართველ\, ევროპელ და სამხრეთ კავკასიის რეგიონის კოლეგებთან ერთად ილიაუნის პროფესორები წარადგენენ იმ კოლაბორაციულ პროექტებს\, რომლებიც წინ უძღოდა ორივე სტრუქტურული ერთეულის დაარსებას. \nკერძოდ\, კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტი (CaBol)\, რომელიც დაფინანსებული იყო გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) მიერ და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 3 მილიონ ევროს. ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროექტები\, განხორციელებული კიოლნის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტთან\, გერმანიის არქეოლოგიურ ინსტიტუტთან\, ლაიფციგის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. \nპანელურ დისკუსიაში ასევე ჩაერთვება მეორე დიდი საერთაშორისო კონსორციუმი „კავკასიის გზაჯვარედინის ბირთვი- კლიმატის ცვლილება და კულტურული კავშირები“ (Caucasus Crossroads Core – Climate Change and Culture Connections (7C)\, რომელიც გეგმავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში\, საქართველოში\, გვიანი ჰოლოცენის პერიოდში დაცული კლიმატის\, გარემოსდაცვითი\, არქეოლოგიური და ისტორიული არქივებიდან რეკონსტრუირებული მონაცემების ინტეგრირებით განახორციელოს მაღალი იმპაქტის პირველი ინტერდისციპლინური ანალიზი\, ცენტრალურ ევრაზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის წინაინსტრუმენტული ისტორიული კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის მაკროეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციების კვლევა. \nხანგრძლივობა: 90 წუთი \nდრო: 15 ივნისი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-evropuli-integratsia-stsavlebasa-da-kvlevashi/
CATEGORIES:დისკუსიები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/4f297b29f540bc7c69b0a07cd3577767_83621.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240614T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240614T190000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240607T110700Z
LAST-MODIFIED:20240610T122608Z
UID:10005462-1718384400-1718391600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:HR HUB-თან ერთად დასაქმების ფორუმი ვაკის პარკში
DESCRIPTION:14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში HR Hub-ის დასაქმების ფესტივალის ფარგლებში ილიაუნის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება. \nმარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად ტარდება სამსახურისა და კარიერული განვითარების მაძიებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \nHR hub-ი საქართველოში HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა\, რომელშიც შედის 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსი და დასაქმებისა და კარიერული განვითარების მასშტაბურ შესაძლებლობებს ქმნის სამსახურის ან კარიერული განვითარების მაძიებელთათვის \nილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა\, ინტერესების შესაბამისად შეხვდნენ 50-ზე მეტ დამსაქმებელ ორგანიზაციას\, გაეცნონ მათ ვაკანსიებს და გააკეთონ განაცხადი. \n ვაკანსიებისა და მონაწილე ორგანიზაციების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3X41Gwz \nღონისძიება იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/449796220851795 \n14 ივნისს HR Hub-ის დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე მოსულ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს\, გარდა დამსაქმებლებთან შეხვედრისა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით შეგეძლებათ ეწვიოთ: \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების საინფორმაციო ცენტრს\, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და ისარგებლებთ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების სერვისებით; \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენებას თემაზე: მომავლის პროფესიები; \nფესტივალში მონაწილეობისთვის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/Qa1wkAgsSEx25ZPo9 \nმარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში 1 ივნისს 13:00 საათზე ილიაუნის G106 აუდიტორიაში ასევე გაიმართება კარიერული განვითარების ვორკშოპი\, რომელსაც გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლები: მარიამ კუტუბიძე\, თამუნა სულხანიშვილი\, ნინო კვირიკაშვილი და ლაშა სალამაშვილი. \n14 ივნისს\, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარავში სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენება თემაზე: „მომავლის პროფესიები“. \nდრო: 14 ივნისი\, 17:00-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hr-hub-than-erthad-dasaqmebis-phorumi-vakis-parkshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/web-burduli.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240614T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240614T180000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240607T110903Z
LAST-MODIFIED:20240610T121143Z
UID:10005463-1718384400-1718388000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „მომავლის პროფესიები“
DESCRIPTION:14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი გაიმართება\, რომელიც წელს HR Hub-თან თანამშრომლობით დასაქმების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. \n17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარავში სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენება თემაზე: „მომავლის პროფესიები“. \nდასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/Qa1wkAgsSEx25ZPo9 \nმარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად ტარდება სამსახურისა და კარიერული განვითარების მაძიებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \nHR hub-ი საქართველოში HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა\, რომელშიც შედის 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსი და დასაქმებისა და კარიერული განვითარების მასშტაბურ შესაძლებლობებს ქმნის სამსახურის ან კარიერული განვითარების მაძიებელთათვის. \nილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა\, ინტერესების შესაბამისად შეხვდნენ 50-ზე მეტ დამსაქმებელ ორგანიზაციას\, გაეცნონ მათ ვაკანსიებს და გააკეთონ განაცხადი. \nვაკანსიებისა და მონაწილე ორგანიზაციების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/3X41Gwz \nღონისძიება იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/449796220851795
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-momavlis-prophesiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/WEB-AVTO-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240613T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240613T210000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240619T121757Z
LAST-MODIFIED:20240619T121757Z
UID:10005472-1718308800-1718312400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„დაგეგმვის პრაქტიკა – პროექტების გამოყენება საბავშვო ბაღში“ – ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“
DESCRIPTION:13 ივნისს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება ვებინერების ციკლის მეოთხე შეხვედრა თემაზე „დაგეგმვის პრაქტიკა – პროექტების გამოყენება საბავშვო ბაღში“. \nისაუბრებენ \n\nირინა შაქარაძე\, ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღის აღმზრდელი\nნინო ჯიჯავაძე\, ილიას უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dagegmvis-praqtika-proeqtebis-gamoqheneba-sabavshvo-baghshi-vebinarebis-tsikli-sauketheso-praqtika/
CATEGORIES:დისკუსიები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/f66ac5f3c3d29c8ae68ceabfb3e68cd6_83645.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240610T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240610T200000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240606T104459Z
LAST-MODIFIED:20240606T104459Z
UID:10005457-1718046000-1718049600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანგულენოვანი წიგნის LA GÉORGIE À LA CROISÉE DES CULTURES (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია
DESCRIPTION:10 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია. \nწიგნის გამოცემის იდეა დაიბადა მას შემდეგ\, რაც 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში\, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში\, საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით\, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით\, ჩატარდა ამავე დასახელების კონფერენცია კულტურის სხვადასხვა სფეროს ქართველი და ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობით. კონფერენციის მასალები დაიბეჭდა 2023 წლის დეკემბერში აკადემიის ბიულეტენში Mondes & Cultures. \nწინამდებარე ნაშრომი უფრო ფართო მასშტაბით წარმოადგენს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას\, უხვად არის ილუსტრირებული.\nგარეკანის ილუსტრაცია ეკუთვნის მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს. წიგნის შიგნით ასევე შეხვდებით ამავე მხატვრის მიერ შესრულებულ ოთხთავის იშვიათი ხელნაწერის რვა ილუსტრაციას და ვეფხისტყაოსნის ფრანგული თარგმანის ერთ ილუსტრაციას. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის 1. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phrangulenovani-tsignis-la-georgie-a-la-croisee-des-cultures-saqarthvelo-kulturatha-gzagasaqharze-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/WEB-BOOK.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240610T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240614T180000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240607T104036Z
LAST-MODIFIED:20240607T130216Z
UID:10005460-1718040600-1718388000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოციოლოგიის კვირეული
DESCRIPTION:10-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”გაიმართება სოციოლოგიის კვირეული. ღონისძიება გაიხსნება 10 ივნისს\, 17:00 საათზე. \nილიაუნის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები\, დოქტორანტები\, მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე საქართველოში. \nკვირეულზე წარმოდგენილი კვლევებისა და დისკუსიის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი\, პროტესტი და ახალგაზრდების ღირებულებები\, უთანასწორობა და სოციალური პოლიტიკა\, აფხაზეთის კონფლიქტი და სხვ.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sotsiologiis-kvireuli/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/c5e092f8d7c691653ca77c9ce18c6550_83618-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240608T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240608T170000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240607T111739Z
LAST-MODIFIED:20240607T111739Z
UID:10005464-1717844400-1717866000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ბიობლიცი“
DESCRIPTION:8 ივნისს\, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ERGA-ის (ევროპული გენომის ატლასი) დაფინანსებით\, GEORBLITZ-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართება „ბიობლიცი“. \nღონისძიების მიზანია\, მონაწილეებს გაუზარდოს ინტერესი ველური ბუნების მიმართ და გააცნოს დაკვირვებისა და კვლევის ტექნიკა. \nმეცნიერები და ღონისძიების სხვა მონაწილენი შეძლებენ საქართველოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების\, კერძოდ\, ორფრთიანების (ბუზები და მონათესავე ორგანიზმები)\, ხეშეშფრთიანების (ხოჭოები და მონათესავე ორგანიზმები)\, ამფიბიების\, რეპტილიების\, ქერცლფრთიანების (პეპლები და ჩრჩილები)\, სიფრიფანაფრთიანების (ფუტკრები\, ხოჭოები\, ჭიანჭველები) და ობობების შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ისინი შეარჩევენ კონკრეტულ სამუშაო ჯგუფს (სესიას)\, რომელთაგან თითოეული ორიენტირებული იქნება ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზმებიდან ერთ-ერთ კატეგორიაზე\, და შეისწავლიან. \n12:00-დან 14:00 საათის ჩათვლით იმუშავებს ოთხი სამუშაო ჯგუფი\, 15:00 საათიდან 17:00-ის ჩათვლით – კიდევ ოთხი\, მონაწილეები გაეცნობიან ორგანიზმთა ჯგუფების ეკოლოგიურ მნიშვნელობას\, მათ შესაძლებლობა მიეცემათ\, ერთი დღით მოირგონ მეცნიერის ამპლუა\, გამოიყენონ ნიმუშების შეგროვების პროფესიული ტექნიკა (ისინი თავად შეაგროვონ) და შემდეგ მიკროსკოპით დააკვირდნენ შეგროვებულ ნიმუშებს. \nღონისძიების მასპინძლები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მკვლევრები და პროექტის მონაწილე სტუდენტები. \nსამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ  ბმულზე: Lisi Lake Bioblitz\, 8th May 2024 – Google Forms \nღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. \nდრო:8 ივნისი\, 11:00 – 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bioblitsi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/8b9b862beb50758d5255eecf309345b4_83587.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240607T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240607T130000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240514T083104Z
LAST-MODIFIED:20240514T083139Z
UID:10005445-1717761600-1717765200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე და სტუდენტური კონკურსი
DESCRIPTION:7 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი\, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე\, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. \nწელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა: „სურსათის უვნებლობა: მოემზადე მოულოდნელობებისთვის“. \nამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი – „რატომ არის მნიშვნელოვანი: რა საკვებს ვიღებ?“. კონკურსის მიზანია სურსათის უვნებლობის და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში კვლევის წახალისება. \nკონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უახლეს სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს სამეცნიერო ესე და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩევის შემთხვევაში წარადგინოს პრეზენტაციის სახით სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს. \nკონკურსის პირობები: \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო\, სამაგისტრო საფეხურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამის სტუდენტს. სტუდენტმა უნდა მოამზადოს ესეი ქართულად ან ინგლისურად (2-4 გვ.) და არა უგვიანეს 25 მაისამდე გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tamar_khocholava@iliauni.edu.ge \nკონკურსის ეტაპები: \n\nესეს გამოგზავნა;\nღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ესეის აკადემიური კეთილსინდისიერების შემოწმება;\nწარმოდგენილი ნაშრომების შეფასება ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ და რამდენიმე საუკეთესოს შერჩევა.\nმეორე ეტაპზე შერჩეულ ყველა ესეის ავტორს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი;\nსაუკეთესო ესეების ავტორები სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეზე წარადგენენ ნაშრომებს;\nსურსათის უვნებლობის დღეს შეირჩევა 3 საუკეთესო ესეს ავტორი და დაჯილდოვდებიან (დიპლომები\, სამახსოვრო საჩუქრები).\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 ივნისი\, 12 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2024 წელი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sursathis-uvneblobis-msophlio-dghe-da-studenturi-konkursi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/WEB-konkursi-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240527T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240527T200000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240526T113020Z
LAST-MODIFIED:20240607T113140Z
UID:10005467-1716836400-1716840000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში პროფესორ მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები გაიმართება
DESCRIPTION:27 და 29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus+-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში გაიმართება ჰუმბოლტის უნივერსიტეტის  პროფესორის მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები. \nსემინარზე დასწრება საინტერესო იქნება ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის\, ასევე ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. \n\n27 მაისი\, 19:00 საათი – “Roman Jakobson’s Linguistics and Poetics“ („რომან იაკობსონის ლინგვისტიკა და პოეტიკა“)\n\nმნიშვნელოვანია\, რომ დამსწრეებს წინასწარ ჰქონდეთ წაკითხული რომან იაკობსონის ტექსტი: \n\nhttps://drive.google.com/file/d/1MLNjDdFvUsivAIviCULJxLFBPMKbqc3x/view?usp=sharing\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \n\n29 მაისი\, 19:00 საათი – „Werther in aller Welt. Goethes Roman als Modell für eine transnationale Perspektive auf Literatur“ („ვერთერი მთელს მსოფლიოში. გოეთეს რომანი ტრანსნაციონალური პერსპექტივიდან“)\n\nსამუშაო ენა: გერმანული \n\nმარკ-გეორგ დერმანი გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია ჰუმბოლტის უნივერსიტეტში (ბერლინი). მისი კვლევის სფეროებია ეპოსის ისტორია\, ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ურთიერთმიმართებები\, ლიტერატურა და ისტორია\, ანტიკურობის რეცეფცია ლიტერატურაში\, კულტურის ტრანსფერი ინგლისსა და გერმანიას შორის. \nმომხსენებლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Prof. Dr. Mark-Georg Dehrmann — Institut für deutsche Literatur (hu-berlin.de) \nსამუშაო ენები: ინგლისური\, გერმანული \nდრო: 27 მაისი\, 29 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507)\,  გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-avstriul-bibliothekashi-prophesor-mark-georg-dermanis-sajaro-seminarebi-gaimartheba-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/8b433b9f27c97abe2296934ab1499642_83459.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240527T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240527T190000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240410T091138Z
LAST-MODIFIED:20240411T073436Z
UID:10005416-1716832800-1716836400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში“ – სტატიების კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 მაისს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სტატიების კრებულის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში“ პრეზენტაცია. წიგნი ინსტიტუტის მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში მომზადდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორის\, ლუკა ნახუცრიშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელობით და უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“. \nპრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ:  \n\nნატალია ალხაზიშვილი\, „ზიარის“ ხელმძღვანელი\nლუკა ნახუცრიშვილი\, კრებულის სამეცნიერო რედაქტორი\nგიორგი მაისურაძე\, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი\nია ერაძე\, კრებულის თანაავტორი\,ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი\nთამთა ხალვაში\, კრებულის თანაავტორი\, ილიაუნის პროფესორი\n\nკრებულის შესახებ \nკრებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ\, ისტორიოგრაფიული ტიპის გამოკვლევებისაგან განსხვავებით\, პირველია როგორც ქართულ\, ისე უცხოენოვან აკადემიურ სივრცეში\, რომელიც პირველ რესპუბლიკას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მრავალი სხვა დარგის გადმოსახედიდან აშუქებს\, ესენია: ანთროპოლოგია\, კულტურის კვლევები\, კრიტიკული სამართლის თეორია\, ცნებათა ისტორია\, პოლიტიკური თეორია\, რელიგიის სოციოლოგია\, ხელოვნების ისტორია\, კინომცოდნეობა\, პოლიტიკური ეკონომია\, ლიტერატურათმცოდნეობა\, ლინგვისტიკა თუ იკონოლოგია. \nაქამდე ნაკლებად განხილული მოვლენების\, დოკუმენტების\, ნაწარმოებებისა თუ ინსტიტუციების ანალიზის საფუძველზე პირველი რესპუბლიკის მოკლე სამი წელი წარმოჩინდება არა როგორც რაღაც „არარადან“ აღმოცენებული და უკვალოდ გამქრალი\, არამედ როგორც სამჭედლო\, სადაც იმპერიული პერიოდიდან ნამემკვიდრევი ფორმებისა და შინაარსის გადადნობა\, ახალ ყალიბში გადასხმა მოხდა\, რომელთა ნაწილმა 1921 წლის მერეც განაგრძო გარდაქმნილი სახით არსებობა. \nკრებული დარგობრივი და თემატური მრავალფეროვნების წყალობით პირველი რესპუბლიკით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებასაც და სამეცნიერო წრეებსაც ახალი კუთხით დაანახებს დამოუკიდებლობის ხანმოკლე\, მაგრამ უაღრესად დატვირთულ\, პერიოდს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-demokratiuli-respublika-phormisa-da-shinaarsis-dziebashi-statiebis-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/krebuli_web-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240524T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240524T200000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240523T112459Z
LAST-MODIFIED:20240523T115413Z
UID:10005452-1716573600-1716580800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კვანტური გამოთვლები ცივი ატომებით ოპტიკური პინცეტების ორგანზომილებიან მესერში“ – პროფესორ გიორგი ვეშაპიძის საჯარო სემინარი
DESCRIPTION:24 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი გიორგი ვეშაპიძე გამართავს საჯარო სემინარს „კვანტური გამოთვლები ცივი ატომებით ოპტიკური პინცეტების ორგანზომილებიან მესერში“. \nკვანტური გამოთვლები ოპტიკური პინცეტების (Optical Tweezers) ორგანზომილებიან (რამდენიმემიკრონიანი პერიოდის მქონე) მესერში ჩაჭერილ ულტრაცივ გაზის ატომებზე წარმოადგენს კვანტური კომპიუტერის რეალიზების ახალ\, სწრაფად განვითარებადსა და პერსპექტიულ მიმართულებას. \nკვანტური კომპიუტერის ამ რეალიზაციაში \n\n ქუბიტის როლს ასრულებს ოპტიკურ პინცეტში ჩაჭერილი ატომის ბირთვული სპინი;\nქუბიტის ადრესაცია/დამისამართება ხდება ოპტიკური პინცეტის ინტენსივობის ცვლილებით (რაც იწვევს ატომის ელექტრონული რეზონანსის წანაცვლებას);\nქუბიტებზე მანიპულირებენ ატომის გარე ელექტრონის რეზონანსული აღგზნებით (ოპტიკური დიაპაზონის ლაზერის საშუალებით);\n მეზობელი ქუბიტები ურთიერთქმედებენ (რაც აუცილებელია ელემენტარული კვანტური გეითების/ოპერაციების უნივერსალური სიმრავლის ასაგებად) მათი რიდბერგის დონეზე აღგზნებით (ასევე ოპტიკური დიაპაზონის ლაზერის საშუალებით);\nქუბიტები ამოიკითხება მიკროსკოპითა და ციფრული კამერით.\n\nკვანტური გამოთვლების ეს სქემა სპეციალისტებს მნიშვნელოვან უპირატესობებს სთავაზობს სხვა მიდგომებთან შედარებით. \nმომხსენებელი განიხილავს ელემენტარულ თეორიულ საფუძვლებს\, ექსპერიმენტულ მეთოდებსა და ბოლო მიღწევებს. \nპროფესორ გიორგი ვეშაპიძის შესახებ: https://faculty.iliauni.edu.ge/business/veshapidze-giorgi/ \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvanturi-gamothvlebi-tsivi-atomebith-optikuri-pintsetebis-organzomilebian-mesershi-prophesor-giorgi-veshapidzis-sajaro-seminari/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/WEB-BANNER-biznes-teqn-spikerebith.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240524T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240524T200000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240513T102805Z
LAST-MODIFIED:20240513T102805Z
UID:10005442-1716573600-1716580800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარკეტინგული ღონისძიება “COPY BREAK“ მეორედ გაიმართება
DESCRIPTION:24 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრების ორგანიზებით\, საქართველოში მეორედ გაიმართება მარკეტინგული ღონისძიება “Copy Break” –  „ქოფირაითინგული შესვენება“. \nქოფირაითინგი ქართულ ბაზარზე ახლახან შემოსული ცნებაა\, ამიტომ პროექტის მიზანია\, დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს კონკრეტული მიმართულება\, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში\, კერძოდ\, სარეკლამო რგოლების იდეისა და სცენარის შექმნის\, ვებსაიტების აგების\, ციფრული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესში. \nღონისძიების სპიკერები: ბრენდინგისა და კომუნიკაციების წამყვანი სპეციალისტები – თორნიკე გურული\, გიორგი კალატოზიშვილი; \,\,გორგიას’’ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძვანელი – გიორგი თურქაძე; \,\,ინნ ჰოსფითალითის’’ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი – იოსებ ბესტაევი; კრეატიული სააგენტოების – Leavingstone\, JWT Metro\, McCann Tbilisi\,Hans & Gruber – ქოფირაითერები და  კრეატიული დირექტორები. \nსპიკერები ისაუბრებენ ქოფირაითინგის სხვადასხვა მიმართულებაზე და განიხილავენ თავიანთ წარმატებულ კამპანიებს. \nღონისძიების მხარდამჭერია: \,\,მეამა’’\, \,\,ტენე’’\, \,\,სუპრემო’’\, \,\,ინნ ჰოსფითალითი’’. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/marketinguli-ghonisdzieba-copy-break-meored-gaimartheba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/92406c263d5ef4075b7ac78eaab30113_83313.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240524T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240524T180000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240523T112639Z
LAST-MODIFIED:20240523T112639Z
UID:10005453-1716570000-1716573600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„გარემოში სითბოს გავრცელების კანონების შესახებ“ – პროფესორ მერაბ სვანაძის საჯარო სემინარი
DESCRIPTION:24 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი მერაბ სვანაძე გამართავს სემინარს „გარემოში სითბოს გავრცელების კანონების შესახებ“. \nმომხსენებელი მიმოიხილავს გარემოში სითბოს გავრცელების კანონებს\, კერძოდ\, გააანალიზებს ფურიეს კლასიკური კანონიდან (1822) დაწყებული დღემდე არსებულ განზოგადებულ კანონებს\, ამასთან ამ კანონებზე დაფუძნებულ თერმოდრეკადობის კლასიკურ და განზოგადებულ თეორიებსა და ამ თეორიების შედეგებს\, დასასრულს განიხილავს პერსპექტიული კვლევების ძირითად მიმართულებებს. \nპროფესორ მერაბ სვანაძის შესახებ: https://faculty.iliauni.edu.ge/business/svanadze-merab/ \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/garemoshi-sithbos-gavrtselebis-kanonebis-shesakheb-prophesor-merab-svanadzis-sajaro-seminari/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/WEB-BANNER-biznes-teqn-merab-svanadze.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240521T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240521T160000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240516T085058Z
LAST-MODIFIED:20240516T085058Z
UID:10005447-1716300000-1716307200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ მარიამ ალბექიონის სადისერტაციო ნაშრომის “GLOBAL-SCALE ROSSBY WAVES ON STARS” დაცვა
DESCRIPTION:21 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიამ ალბექიონი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს: “Global-Scale Rossby Waves on Stars” (მსხვილმასშტაბიანი როსბის ტალღები ვარსკვლავებზე). \nსამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კუხიანიძე\, გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ლაურენტ გიზონი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მაისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-mariam-albeqionis-sadisertatsio-nashromis-global-scale-rossby-waves-on-stars-datsva/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/mariam-albeqioni_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240514T133000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240514T163000
DTSTAMP:20260423T020027
CREATED:20240502T121822Z
LAST-MODIFIED:20240502T121909Z
UID:10005439-1715693400-1715704200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ლელა ჩიტაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:14 მაისს\, 13:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერებების (მიმართულება: მოლეკულური ბიოლოგია) სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ლელა ჩიტაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის მეხსიერების მოლეკულური მექანიზმები – კოგნინის\, მიტოქონდრიული ნადH დეჰიდროგენაზული კომპლექსის II სუბერთეულისა და Src კინაზას კომპლექსის ცვლილებების შესწავლა“ (“Molecular mechanisms of visual imprinting memory in chicks – study of Cognin\, mitochondrial NADH dehydrogenase subunit II and Src kinase complex changes”).
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-lela-chitadzis-sadisrtatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/chitadze_web.png
END:VEVENT
END:VCALENDAR