BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260615T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260615T160000
DTSTAMP:20260610T180417
CREATED:20260601T095136Z
LAST-MODIFIED:20260601T100408Z
UID:10006042-1781521200-1781539200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სისხლის დონაციის დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:15 ივნისს\, ორშაბათს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. \nაქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის  ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი\, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ\, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ\, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. \nსისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე\, თუ: \n\nთქვენი წონა 50 კგ და მეტია;\nარ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები –  B და C;\nსიფილისი\, ტუბერკულოზი;\nარ ხართ ინფიცირებული აივინფექციით;\nარ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;\nარ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;\nარ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია\, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;\nარ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 6 თვის განმავლობაში;\nარ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;\nბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;\nდონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე\, სურდო\, კატარი\, სხვა გრიპოზული მოვლენები.\n\nმათ\, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში\, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები: \n\nჯგუფი\, რეზუსი\, ფენოტიპი\nB და C ჰეპატიტი\, სიფილისი\, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი\n\nადამიანმა\, ვინც დონორობას აპირებს\, უნდა იცოდეს შემდეგი: \n\nსისხლის დონაცია იოლი\, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;\nსისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;\nსისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;\nსისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;\nსისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია\, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და დალიოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;\nსისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;\nთან იქონიოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი.\n\nდრო: 15 ივნისი\, 11:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: \n\n\nილიაუნის A კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 (ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური ბანკი)\nილიაუნის T კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N45  (სისხლის ბანკი „სიცოცხლე“)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/siskhlis-donatsiis-dghe-iliaunishi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/donatsia_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260615T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260615T210000
DTSTAMP:20260610T180417
CREATED:20260610T125716Z
LAST-MODIFIED:20260610T125809Z
UID:10006061-1781539200-1781557200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რელიგიის კვლევების დღეები ილიაუნიში
DESCRIPTION:15-17 ივნისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მეათე საიუბილეო წლის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიებათა ციკლი „რელიგიის კვლევების დღეები“ – მოეწყობა საჯარო დისკუსიები\, ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია\, გაიმართება ღია კარის დღე\, ფილმის ჩვენება და კვლევის პრეზენტაციები ქართველ და უცხოელ მეცნიერთა\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების\, პროგრამის კურსდამთავრებულთა და სხვ. მონაწილეობით. \nღონისძიებას გახსნის ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, ილიაუნის რელიგიის კვლევების პროგრამის შესახებ ისაუბრებს სოფო ზვიადაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. \nდეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 15-17 ივნისი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/religiis-kvlevebis-dgheebi-iliaunishi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/religiis-kvlevebi-niusi-01-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR