BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260608T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260608T170000
DTSTAMP:20260611T082704
CREATED:20260529T134158Z
LAST-MODIFIED:20260601T125819Z
UID:10006038-1780927200-1780938000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჩვენი ოთახი“ – ქალთა გაძლიერების\, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები ილიაუნიში
DESCRIPTION:8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება ქალთა გაძლიერების\, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები „ჩვენი ოთახი“ ილიაუნის ქალთა გაძლიერების ალუმნი ქსელის ორგანიზებით. \nგარემოში\, რომელშიც ქალთა უფლებებზე საუბარს ხშირად აფერხებს დეზინფორმაცია\, სტერეოტიპები და სოციალური სტიგმა\, „ჩვენი ოთახი“ მიზნად ისახავს\, შექმნას უსაფრთხო და ცოდნაზე დაფუძნებული მხარდამჭერი სივრცე ფემინისტური ცოდნის\, ქალთა ისტორიული გამოცდილების\, ზრუნვის პრაქტიკის\, სხეულებრივი ავტონომიის\, ძალადობის ამოცნობისა და უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ. \n8-16 ივნისს გაიმართება 4 თემატური შეხვედრა: \n\n8 ივნისი\, 14:00 საათი – ლექცია „ქალთა მოძრაობის ისტორია დასავლეთსა და საქართველოში“ \nმომხსენებელი: ეკატერინე აღდგომელაშვილი\, ქალთა უფლებადამცველი\, მკვლევარი\, ტრენერი \nლექცია-დისკუსია დაეთმობა ქალთა მოძრაობის ისტორიულ განვითარებას. შეხვედრის მიზანია გააქარწყლოს მითი\, თითქოს ფემინიზმი და ქალთა უფლებრივი თანასწორობის იდეები საქართველოში მხოლოდ 1990-იანი წლებიდან გაჩნდა. მონაწილეები იმსჯელებენ XIX–XX საუკუნეების ქართულ ფემინისტურ აზროვნებაზე\, პირველი რესპუბლიკის პერიოდზე\, საბჭოთა მემკვიდრეობასა და პოსტსაბჭოთა გამოწვევებზე. \n\n9 ივნისი\, 14:00 საათი – ლექცია „ქალის სახე და სიმბოლიკა უძველეს შუამდინარულ ცივილიზაციებში“ \nმომხსენებელი: ნონა ღურჭუმელიძე\, თსუ-ის მაგისტრანტი ასირიოლოგიის მიმართულებით \nმომხსენებელი განიხილავს\, როგორ აღიქვამდნენ ქალს წინაბერძნულ და პრექრისტიანულ შუამდინარულ კულტურებში. მსმენელს გააცნობს იშთარის სახესა და სიმბოლიკას\, ასევე ენჰედუანას\, ლიტერატურის ისტორიაში პირველ ცნობილ ავტორს\, და მის ნაწარმოებს „ჰიმნებს იშთარის მიმართ“. \n\n11 ივნისი\, 12:00 საათი – ღია სესია „პარტნიორის მხრიდან ძალადობის (IPV) გააზრება და მასზე რეაგირება“ \nფასილიტატორი: სალომე შიუკაშვილი\, ფსიქოლოგი \nღია სესია დაეთმობა პარტნიორის მხრიდან ძალადობის საკითხის ფსიქოსოციალური კუთხით განხილვას. შეხვედრა მოიცავს დიალოგს\, რეალური შემთხვევების განხილვასა და აუდიტორიის აქტიურ მონაწილეობას. \n\n16 ივნისი\, 14:00 საათი – ვორკშოპი Power Hour ქალთა გაძლიერებისა და უსაფრთხოების საკითხებზე \nტრენერები: ნატალი გოგინაშვილი\, მზეო კანდელაკი – ორგანიზცია „ფუსფუსი“ \nვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან თავდაცვის საბაზისო პრინციპებს\, სხეულის ენას\, ხმის გამოყენებას\, ვერბალურ თავდაცვას\, პირადი საზღვრების მკაფიოდ გამოხატვასა და საფრთხეზე სხეულის ავტომატურ რეაქციებს. \n\nშეხვედრების ხანგრძლივობა 2 საათია. \nსტუდენტებს\, რომლებიც დაესწრებიან მინიმუმ სამ შეხვედრას ქალთა გაძლიერებისა და ფემინისტური ზრუნვის პრაქტიკების მიმართულებით\, გადაეცემათ სერტიფიკატი. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ივნისი. \nსარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/18G1XRaApJXEi2vB6 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8\, 9\, 11\, 16 ივნისი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია (უმაღლესი კვლევების ცენტრი)\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qaltha-gadzlierebis-tsnobierebis-amaghlebisa-da-urthierthmkhardatcheris-dgheebi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/chveniothakhi-akhalivebi-ing.png
END:VEVENT
END:VCALENDAR