BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260527T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260527T210000
DTSTAMP:20260610T230011
CREATED:20260519T091152Z
LAST-MODIFIED:20260519T091252Z
UID:10006020-1779908400-1779915600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ელისო“ – კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი – კინოჩვენება და თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:27 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის „ელისო“ (1928) ჩვენება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია „ელისო“\, როგორც კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი“. \nნიკოლოზ შენგელაია\, რომელიც ფუტურისტული პოეზიიდან მოდის\, 1920-იანი წლების კინოშიც (რომელსაც ის ახასიათებს\, როგორც „მჟავე ცრემლებით გამომბალს“) შემოიტანს და განახორციელებს მოდერნისტული პოეზიის იდეებს\, სიტყვის „განივთებასა“ და „გაკინემატოგრაფებას“ (შალვა ალხაზიშვილი\, „კინოაპოლოგია“). \n„ელისო“\, სწორედ ამ პერიოდის კინოავანგარდის კლასიკური ნიმუში\, საბჭოთა ავანგარდის\, განსაკუთრებით კი ეიზენშტეინისეული რიტმული მონტაჟის\, ტრადიციას აგრძელებს. „პოეზიის მონტაჟით“ ის უბრალოდ სახიერად მეტყველ კინოს კი არ წარმოადგენს\, არამედ ბრძოლის\, დაუმორჩილებლობის\, ერთიანობისა და წინააღმდეგობის „კოლექტიური გმირის“ მანიფესტია. \nსხვადასხვა სარწმუნოების ჩეჩენი ელისოსა და ქართველი ვაჟიას სიყვარულის ისტორია ცარისტულ რუსეთთან ბრძოლაში მტრულად განწყობილი ხალხების გაერთიანების ისტორიად იკითხება. \nროგორც ცნობილი თეორეტიკოსი\, ვიქტორ შკლოვსკი წერდა „ეს ახალი სიუჟეტი აკავშირებს არა ორ-სამ ადამიანს\, არამედ ორგანიზებას უკეთებს მასას… ერთ-ერთი უხუცესთაგანი იწყებს ჩუმი ხმით სიმღერას. ფილმი უხმოა\, მაგრამ ჩვენ სიმღერას ვხედავთ. ეს საცეკვაო სიმღერაა. ტაშის შემოკვრა ცვლის განწყობას\, მოტირალთ ცრემლი შეაშრებათ\, იმედის ნაპერწკალი სასოწარკვეთას გამარჯვებად თუ არა\, საკუთარ თავში რწმენად გადააქცევს“. \nღონისძიების ორგანიზატორია კინოკლუბი “CINEMA CLUB” პროექტის “The Film Corner Clubs 2026–2028” ფარგლებში. \nინიციატივა ხორციელდება პროგრამა Creative Europe – MEDIA-ის ფინანსური მხარდაჭერით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eliso-kinochveneba-da-theo-khatiashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/kinochveneba-da-theo-khatiashvilis-sajaro-leqtsia-OLD.png
END:VEVENT
END:VCALENDAR