BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T140000
DTSTAMP:20260610T185944
CREATED:20260518T121034Z
LAST-MODIFIED:20260518T121034Z
UID:10006018-1779368400-1779372000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეხუთე შეხვედრის თემა „საკუთარი თავის წარდგენა და დამსაქმებელთან გასაუბრება“
DESCRIPTION:21 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში გაიმართება მეხუთე\, დასკვნითი ლექცია საკუთარი თავის წარდგენისა და დამსაქმებელთან გასაუბრების (Job Interview) შესახებ. \nშეხვედრას გაუძღვება ანა ყულოშვილი\, Helio AI-ის მომხმარებელთა წარმატებისა და კორპორაციული კულტურის ლიდერი/ხელმძღვანელი. \nშეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს\, როგორ წარმოაჩინონ დამაჯერებლად უნარები\, მოტივაცია და გამოცდილება პროფესიულ გარემოში\, როგორ მოემზადონ დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის. \nLevel UP შედგება 5 ლექციისგან\, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება\, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 13:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqti-level-up-mekhuthe-shekhvedris-thema-sakuthari-thavis-tsardgena-da-damsaqmebelthan-gasaubreba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T140000
DTSTAMP:20260610T185944
CREATED:20260518T124941Z
LAST-MODIFIED:20260518T125200Z
UID:10006019-1779368400-1779372000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეხუთე შეხვედრის თემა „საკუთარი თავის წარმოჩენა და დამსაქმებელთან გასაუბრება“
DESCRIPTION:21 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში გაიმართება მეხუთე\, დასკვნითი ლექცია საკუთარი თავის წარმოჩენა და დამსაქმებელთან გასაუბრების (Job Interview) შესახებ. \nშეხვედრას გაუძღვება ანა ყულოშვილი\, Helio AI-ის მომხმარებელთა წარმატებისა და კორპორაციული კულტურის ლიდერი/ხელმძღვანელი. \nშეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს\, როგორ წარმოაჩინონ დამაჯერებლად უნარები\, მოტივაცია და გამოცდილება პროფესიულ გარემოში\, როგორ მოემზადონ დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის. \nLevel UP შედგება 5 ლექციისგან\, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება\, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 13:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqti-level-up-mekhuthe-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/Level-UP-mekhuthe-leqtsia-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T160000
DTSTAMP:20260610T185944
CREATED:20260515T114148Z
LAST-MODIFIED:20260515T114148Z
UID:10006005-1779372000-1779379200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა რეგიონული გასტრონომიული ტურიზმის მეწარმეებთან
DESCRIPTION:21 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებითა და სალექციო კურსის „სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტი“ ლექტორის\, დალილა ცატავას ინიციატივით გაიმართება შეხვედრა საქართველოს რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის მიმართულების მეწარმეთა მონაწილეობით. \nშეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტებს დაანახონ პრაქტიკული კავშირი სასწავლო პროცესსა და რეგიონულ განვითარებას შორის\, გააცნონ  რეგიონი\, როგორც განვითარების\, უნიკალური იდენტობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცე\, ასევე\, როგორ იქმნება წარმატებული გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესი დედაქალაქს მიღმა. \nსპიკერები \nსტუდენტებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები: \nთინათინ იდიძე (თუშეთი) – სერტიფიცირებული გიდი 9-წლიანი გამოცდილებით (კულტურული\, გასტრონომიული\, საფეხმავლო და საცხენოსნო მიმართულებები)\, სომელიე; \nმარიკა თოდუა – ეთნოსოფელ „სისა ტურას“ დამფუძნებელი და მენეჯერი; \nრუსუდან ყალიჩავა – საოჯახო სასტუმრო „კასა დე ხასიას“ დამფუძნებელი და მენეჯერი; \nმაიკო კეზევაძე (იმერეთი\, სოფ. გელათი) – აგროსახლ „ქორენას“ (აგროტურისტული ბიზნესი\, გასტრონომიული მასტერკლასები\, საოჯახო სასტუმრო) დამფუძნებელი და მენეჯერი; \nლიკა მეგრელაძე – აგროსახლ „კომლის“ დამფუძნებელი და მენეჯერი („ჩაის გზა“\, ღვინის აგროტურისტული ბიზნესი\, გასტრონომიული მასტერკლასები); \nთიკა დუღაშვილი – ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტისა და მეღვინეობა „ღვინის ეზო N1-ის“ დამფუძნებელი და მენეჯერი; \nმარინა ნარიაშვილი – საოჯახო სასტუმრო „ედემის“ მფლობელი\, კულინარიული მეგზური წიგნის „მესხური ტაბლა“ ავტორი; \nზაზა ივანიძე – მეფუტკრე\, მევენახე; \nმია კუპრავა – Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი\, “Worldchefs” საქართველოს შეფთა ასოციაციის დამფუძნებელი; \nგოგი ბაზანდარაშვილი – საქართველოს შეფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი\, მსოფლიო შეფთა ასოციაციის წევრი; \nთამუნა აბულაძე – Wine Diamond-ისა და Emocia Wines-ის დამფუძნებელი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 14:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-regionuli-gastronomiuli-turizmis-metsarmeebthan/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/shekhvedra-regionuli-gastronomiuli-turizmis-metsarmeebthan-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T170000
DTSTAMP:20260610T185944
CREATED:20260519T124211Z
LAST-MODIFIED:20260519T124914Z
UID:10006021-1779375600-1779382800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ირის ხარალამბიდუს საჯარო ლექცია „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“
DESCRIPTION:21 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიოლოგიისა და ეკოლოგიის დოქტორი ირის ხარალამბიდუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“. \nმომხსენებელი ისაუბრებს კვიპროსის მდიდარსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე. კვიპროსი აღიარებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან კერად და ენდემური ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ლექცია შეეხება კუნძულის ეკოსისტემების ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობას გლობალური გარემოსდაცვითი ცვლილებების პირობებში. \nდოქტორი ირის ხარალამბიდუ ბიოლოგი და ეკოლოგია (ბიოლოგიის ბაკალავრი – საბერძნეთი\, ეკოლოგიის მაგისტრი – ჩრდილოეთ უელსი\, ეკოლოგიის დოქტორი – ნიდერლანდები). ბოლო 30 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით საბერძნეთში\, ინგლისში\, უელსში\, ნიდერლანდებში\, დანიასა და კვიპროსში. ოთხი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელია. 2010 წლიდან მუშაობს ნიქოზიის უნივერსიტეტში. მისი კვლევისა და სწავლების ძირითადი მიმართულებებია: ფრინველთა ეკოლოგია\, ფრინველები\, როგორც გარემოს ჯანმრთელობის ინდიკატორები და კლიმატის ცვლილების გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე; მისი საქმიანობა აღიარებულია როგორც ადგილობრივ\, ისე საერთაშორისო დონეზე. მონაწილეობდა მრავალ მედიაპროექტსა და შვიდ დოკუმენტურ ფილმში; ორი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 2023 წელს Jackson Wild-მა\, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (UN) და CITES-მა დაასახელეს „ბუნების დაცვის გმირად“ (Conservation Hero). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-iris-kharalambidus-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/kviprosi-khmelthashua-zghvis-biomravalpherovnebis-kera-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T170000
DTSTAMP:20260610T185944
CREATED:20260515T082514Z
LAST-MODIFIED:20260515T082600Z
UID:10006004-1779379200-1779382800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მუშეგ ღაჰრიანისა და არამ აბაჯიანის პროექტის „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“ წარდგენა
DESCRIPTION:21 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მუშეგ ღაჰრიანი და  არამ აბაჯიანი წარადგენენ პროექტს „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“. \nსამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შესწავლა დღეს აქტუალურია\, რადგან მასზე გავლენას ახდენს რიგი ფაქტორები\, მათ შორის: ისტორიული მემკვიდრეობა\, რეგიონული კონფლიქტები\, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები\, ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაფართოება და გაღრმავება. \nპროექტის მიზანია შეისწავლოს\, როგორ იმოქმედა რეგიონულმა კონფლიქტებმა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ევოლუციაზე. \nმომხსენებლები \nპროექტის ხელმძღვანელია მუშეგ ღაჰრიანი\, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური კვლევების ინსტიტუტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი. 2016 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.  მისი სამეცნიერო ინტერესებია: არაბული ქვეყნების თანამედროვე ისტორია და საგარეო პოლიტიკა\, სომხეთის საგარეო პოლიტიკა და სომხურ-არაბული ურთიერთობები. მკვლევრის უახლეს პუბლიკაციებს შორისაა: “Building a Broad Partnership: The Evolution of Armenia–UAE Relations” (Contemporary Review of the Middle East\, 2025)\, “The Independence Referendum in Iraqi Kurdistan: Egypt’s Position and Coverage in Egyptian Online Media” (British Journal of Middle Eastern Studies\, 2024). \nარამ აბაჯიანი სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარია. 2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია შანდონგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე. მისი სამეცნიერო ინტერესებია: ჩინეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა\, ერთი სარტყლის გზის ინიციატივა\, მისი განხორციელება და პერსპექტივები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში\, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და ყურის თანამშრომლობის ორგანიზაცია. \nმოდერატორი – პროექტის კონსულტანტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე \nპროექტის მხარდამჭერია სომხეთის რესპუბლიკის განათლების\, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი (პროექტის N 25YR-6A008). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/musheg-ghahrianisa-da-aram-abajianis-proeqtis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/sanikidzis-niusi-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T180000
DTSTAMP:20260610T185944
CREATED:20260518T092504Z
LAST-MODIFIED:20260518T101815Z
UID:10006016-1779379200-1779386400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – ირაკლი დეკანოზიშვილის მოხსენება „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“
DESCRIPTION:21 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი დეკანოზიშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“. \nსოციალური რეალობა\, რომელშიც ვცხოვრობთ\, ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტისა და ობიექტის სიმრავლეს წარმოადგენს. ზოგი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს\, ზოგის არსებობა კი სწორედ ჩვენს შეთანხმებებზეა დამოკიდებული. ბუნებრივად არსებული ფიზიკური სამყარო განსხვავდება ნორმატიულად სტრუქტურირებული რეალობისგან\, რომელსაც ერთმანეთთან სხვადასხვაგვარ მიმართებაში მყოფი ინდივიდები კოლექტიურად ქმნიან. \nნორმატიულად სტრუქტურირებული სოციალური რეალობა ისტორიულად და კოლექტიურად ყალიბდება აღიარების ურთიერთობების მეშვეობით. ამ პერსპექტივაში სოციალური სამყარო ბუნების სფეროსგან განსხვავდება იმდენად\, რამდენადაც იგი დაფუძნებულია ინტერსუბიექტურ ნორმატიულ ურთიერთმიმართებებზე\, რომლებიც შესაძლებელს ხდის პიროვნებების\, ჯგუფების\, ინსტიტუტებისა და სოციალური ცხოვრების საზიარო ფორმების არსებობას.\nკოლექტიური ინტერნაციონალობის\, ინსტიტუციური რეალობისა და სოციალური აგენტობის ონტოლოგიური საფუძვლები ღრმად არის დაკავშირებული სოციალურ ონტოლოგიასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსხვავება ინდივიდუალური პიროვნების კონსტიტუციასა და კოლექტიური აგენტებისა და ინსტიტუციური სტრუქტურების კონსტიტუციას შორის. თუ ჰეგელიანურ ტრადიციაზე დაფუძნებულ სოციალურ ფილოსოფიაში ძირითადი აქცენტი კეთდება აღიარების როლზე ინდივიდუალური სუბიექტურობის ფორმირებაში\, სოციალური ონტოლოგიის ანალიტიკური ტრადიცია ინტერესდება კოლექტიური იდენტობისა და ინსტიტუციონალური მოწყობის მაფორმირებელი პრინციპებით. \nმოხსენების ცენტრალური თეზისია\, რომ აღიარება სოციალური რეალობის ფუნდამენტური\, ონტოლოგიური და მაკონსტიტუირებელი პირობაა. ურთიერთაღიარება არის პროცესი\, რომლის მეშვეობითაც ინდივიდები აყალიბებენ ნორმატიულ ურთიერთობებს\, კოორდინაციას უწევენ სოციალურ ინტერაქციებს და ქმნიან კოლექტიური არსებობის ფორმებს. ამგვარად\, აღიარება წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც ეთიკური დამოკიდებულება პიროვნებებს შორის\, არამედ როგორც სოციალური ონტოლოგიის საფუძველმდებარე პრინციპი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-irakli-dekanozishvilis-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/philosophiuri-seminari-momkhsenebeli-irakli-dekanozishvili-01-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR