BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260404T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260404T180000
DTSTAMP:20260417T201712
CREATED:20260331T081648Z
LAST-MODIFIED:20260331T114444Z
UID:10005961-1775314800-1775325600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ორდღიანი საგანმანათლებლო გამოფენა ილიაუნიში
DESCRIPTION:ილიაუნი განათლებისთვის\, ილიაუნი მეცნიერებისთვის \n4-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ილიაუნის სამეცნიერო კვლევების\, საგანმანათლებლო პროგრამების\, კვლევითი ლაბორატორიებისა და რესურსების გამოფენაზე. \nგაინტერესებთ \n\nროგორ არის მოწყობილი სამყარო? რას და როგორ ცვლიდა ადამიანი ცოდნით და რისი შეცვლა შეუძლია მომავალში?\nროგორ ვიკვლიოთ/დავიცვათ უმდიდრესი კულტურული და ენობრივი მემკვიდრეობა?\nროგორ ვიკვლიოთ/შევინარჩუნოთ ჩვენი უნიკალური ბიომრავალფეროვნება?\nროგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ჩვენს გარემოსა და ჯანმრთელობაზე?\nროგორ ავირიდოთ დაავადებების განვითარება და გართულება? რატომ შეიძლება იყოს გარემო ჩვენთვის მავნე და როგორ შეგვიძლია შევამციროთ რისკი?\nროგორ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს კვლევასა და სწავლებაში?\n\nამ კითხვებზე საპასუხოდ გაეცანით უახლეს კვლევებს ილიაუნის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად. \nაირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ლაბორატორია/საგანმანათლებლო ტური ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტების მეგზურობით. \nკვლევითი ლაბორატორიები \n\nსაქართველოსა და კავკასიის მყინვარული სისტემები\, გლობალური კლიმატური ცვლილებების საშიშროებები (გლაციოლოგიური ცენტრი);\nბუნებრივი კატასტროფები\, სეისმური საფრთხეები და უწყვეტი მონიტორინგის სისტემა (დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი);\nშავი ზღვის ეკოსისტემა\, მაღალმთის ეკოლოგია (ბოტანიკის ინსტიტუტი\, ზოოლოგიის ინსტიტუტი\, ეკოლოგიის ინსტიტუტი\, ილიაუნის კვლევითი გემი „წმინდა ილია“);\nგარეულ ცხოველთა და გადამფრენ ფრინველთა ინფექციები\, ადამიანის პათოგენები (ადამიანის პათოგენების კვლევის ლაბორატორია\, გარეულ ცხოველთა დაავადებების კვლევითი ცენტრი\, მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია);\nადამიანის ჯანმრთელობა და მისი პრობლემების მიზეზის დადგენა (მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი\, ძილ-ღვიძილის ლაბორატორია\, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი);\nცხოველთა ქცევა (ეკოლოგიის ინსტიტუტი\, ზოოლოგიის ინსტიტუტი);\nხეები და მათი კვლევა\, მონიტორინგი (დენდროლაბი);\nკვების პროდუქტების უსაფრთხოება (გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დეტექციისა და ქიმიური ტოქსიკურობის შეფასების ლაბორატორია);\nასტრონომია და ასტროფიზიკა (კოსმოსური კვლევების ცენტრი);\nასევე\, ფიზიკის\, ქიმიის\, ბიოქიმიის\, ფიზიოლოგიის\, ზოოლოგიის\, მოლეკულურ-გენეტიკური და სხვა ლაბორატორიები.\n\nტექნოლოგიური და სასწავლო სივრცეები \n\nილიაუნის ტექნოლოგიის სკოლა – ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის\, სტუდენტური დიზაინის\, ჰიდრავლიკის\, სტრუქტურული და გეოტექნიკური ლაბორატორიები;\nსაუნივერსიტეტო მონაცემთა ანალიზის ცენტრი –საქართველოში ერთადერთი ცენტრი მოცულობითი მონაცემების დამუშავების\, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შექმნის და დანერგვის მიმართულებით;\nSALiS-ის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი და სასწავლო ლაბორატორია – თანამედროვე სენსორული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე\, სადაც ილიაუნის ფიზიკის\, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მომავალი მასწავლებლები ეუფლებიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ინოვაციურ მეთოდებს;\nფაბლაბი – ინოვაციური სამრეწველო და ტექნოლოგიური ლაბორატორია\, აღჭურვილი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით\, 3D პრინტერებით\, ლაზერული მჭრელით და სხვა დანადგარებით;\nუნილაბი – ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია სასწავლო კურსებითა და პროფესიული აქსელერაციის პროგრამებით.\n\nჰუმანიტარული და ინტერდისციპლინური კვლევები \n\nშავი ზღვისა და კავკასიის კულტურული სემანტიკის კვლევა – ილიაუნის საპრეზენტაციო სივრცეში პროფესორები ისაუბრებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის\, არქეოლოგიური აღმოჩენების\, შავი ზღვისა და კავკასიის კულტურული სემანტიკის კვლევების და სხვა მიღწევების შესახებ (G106 დარბაზი);\nციფრული ჰუმანიტარიისა და ქართველოლოგიის სახელოსნო – ნახავთ\, როგორ იქმნება უმდიდრესი ქართული და ქართველური ენების ციფრული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტები\, ენის კორპუსები და ბუნებრივი თანამედროვე მე-4 დონის ციფრული გამოცემები\, გაეცნობით უახლეს ქართველოლოგიურ კვლევებს\, პროსოპოგრაფიულ და სხვა მონაცემთა ბაზებს\, მათი შექმნის მეთოდოლოგიას;\nEMLEX – ლექსიკოგრაფიის სტენდი – გსმენიათ\, რომ ევროპის შვიდ უნივერსიტეტში ამჟამად სულხან-საბა ორბელიანის ნაკადი სწავლობს? გაინტერესებს\, როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ევროპული ლექსიკოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე და მიიღოთ თანამედროვე განათლება ილიას უნივერსიტეტსა და პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში? გაინტერესებთ\, როგორ იქმნება თანამედროვე ქართული ტერმინოლოგია\, ეწვიეთ EMLEX-ის სტენდს;\nლიტერატურისა და კინოს კუთხე – მათთვის\, ვისაც უყვარს კინო და ლიტერატურა: რა წავიკითხოთ\, როგორ ვუყუროთ კინოს (G კორპუსის ფოიე);\nუმაღლესი კვლევების ცენტრი – აკადემიური დისკუსიების სივრცე კულტურის\, ისტორიის\, პოლიტიკის\, დემოკრატიის\, ადამიანთა უფლებების და პრაქტიკული ფილოსოფიის შესახებ (S კორპუსი\, დარბაზი 800).\n\nსამეცნიერო გამოცემები \nსამკითხველო სივრცეში გაეცნობით ცნობილი ევროპული საუნივერსიტეტო გამომცემლობების: შპრინგერი\, ბრილი\, ბრეპოლსი სამეცნიერო კვლევების სერიებს და ასევე ილიაუნის გამომცემლობის მონოგრაფიებსა და სამეცნიერო ჟურნალებს. \nქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები\, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის საერთაშორისო პროგრამები \n\nილიაუნის პროფესორები და კურსდამთავრებულები მოგიყვებიან საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ\, რატომ არის ეს პროგრამები გამორჩეული და რას გამოიწვევს მათზე მიღების შეზღუდვა;\nერთობლივი და ორმაგი ხარისხის საერთაშორისო პროგრამების სტენდზე ნახავთ 19 მიმართულების პროგრამებს\, რომელთაც ილიაუნი აშშ-ის და ევროპის (გერმანია\, ავსტრია\, საფრანგეთი\, დიდი ბრიტანეთი\, ესპანეთი\, ბელგია\, იტალია\, პორტუგალია\, უნგრეთი) ცნობილ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს.\n\nთარიღი: 4 აპრილი\, 15:00-18:00 საათი\, 5 აპრილი\, 15:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T (ტექნოლოგიური)\, G და E კორპუსები (ი.ჭავჭავაძის გამზ N45) \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ordghiani-saganmanathleblo-gamophena-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/iliauni-gamophena-akhalivebi.png
END:VEVENT
END:VCALENDAR